ძებნის რეზულტატი:

ამერიკული ბომბდამშენები მოკავშირეების თვითმფრინავებთან ერთად, რუმინეთის გარშემო მანევრირებენ

ამერიკული ბომბდამშენი რუმინეთის თავზე მისიას ასრულებს. სამუშაო ჯგუფის მისიები აძლიერებენ მზადყოფნას, რომელიც აუცილებელია ნებისმიერ პოტენციურ კრიზისსა და გამოწვევაზე რეაგირებისთვის მთელ მსოფლიოში. BTF მისია უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, გააძლიერონ კოლექტიური შეკავება და უსაფრთხოება მთელ რეგიონში. ამერიკელები მოკავშირეების მებრძოლებთან ერთად, შეტევითი და თავდაცვითი მანევრების შემუშავებას განაგრძობენ. მოკავშირეთა თვითმფრინავები კანადადან, რუმინეთიდან და საფრანგეთიდან, ბომბდამშენების ესკორტს შეუერთდნენ. ბომბდამშენმა ჩაატარა მთელი რიგი იმიტირებული შეტევითი დარტყმები და თავდაცვითი მანევრები ფრენის სასწავლო მიზნებისა და მოკავშირეთა თვითმფრინავებსა და ეკიპაჟებს შორის თავსებადობის მხარდასაჭერად. ბომბდამშენი თვითმფრინავი მისიის განმავლობაში NATO-ს კომბინირებული ოპერაციების ცენტრების Torrejon-ისა და Uedem-ის მეთაურობის ქვეშ პირველად მოექცა. „აშშ-ის ბომბდამშენების მოქცევა NATO-ს მეთაურობისა და კონტროლის ქვეშ, ქმნის აუცილებელ შესაძლებლობას ჩვენი ნდობისა და ერთიანობის ხაზების ასაშენებლად.ჩვენ ვაძლიერებთ მოწინავე შესაძლებლობებს და მზადყოფნის აქტივობებს ევრო-ატლანტიკური ზონის მასშტაბით, ხოლო ბომბდამშენებისთვის მოქნილ ვარიანტს ვქმნით, რათა მათ ოპერატიულ გარემოში ნებისმიერ ცვლილებაზე რეაგირება შეძლონ - განაცხადა გენერალმა ჯეიმს ჰეკერმა.  

კახეთში ერთმანეთს ტრაილერი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ

კახეთში, კაჭრეთის გზაზე ერთმანეთს ტრაილერი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.  როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. ასევე წაიკითხეთ: რაჭაში, ავტოავარიის შედეგად ძმები დაიღუპნენ  

პოლიციამ იმერეთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ იმერეთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს."შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ზ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ვანში მდებარე ერთ-ერთი კვების ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ობიექტის მეპატრონეს - 1982 წელს დაბადებულ დ.ჩ.-ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.პოლიციამ გ.ზ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ვანის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის სახით დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

მედია: უკრაინელებმა ხერსონის რეგიონში HIMARS-ის დარტყმის შედეგად თითქმის ყველა დიდი ხიდი გაანადგურეს

ხერსონის რეგიონში, უკრაინელი სამხედროების მიერ გაშვებულმა HIMARS-ის რაკეტებმა თითქმის ყველა დიდი ხიდი გაანადგურეს, ხელუხლებელი დარჩა მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული ჯგუფი „კახოვკა“იუწყება. „ხერსონის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დიდმა და საშინელმა HIMARS-მა თითქმის ყველა დიდი ხიდი გაანადგურა...", - ნათქვამია ინფორმაციაში. კიევი: უკრაინულმა სამხედროებმა ხერსონში რუსეთის ძალების დაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს „ამრიგად, რუსეთის არმიას ყირიმის ტერიტორიიდან იარაღისა და პერსონალის მიწოდება შეუწდა. უკრაინისთვის ეს ბრწყინვალე შანსია, დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები, აღნიშნულია ანგარიშში. უკრაინული მედიის ცნობით, ხერსონში, უკრაინულმა ძალებმა რუსულ სამხედრო ბაზას დაარტყეს.  

პოლიციამ ტყიბულის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ ტყიბულის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსხნა, დაკავებულია ერთი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. ტყიბულის მუნიციპალიტეტში 35 წლის კაცი ცივი იარაღით მოკლეს მათივე ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს."შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული ლ.მ. დააკავეს. მას ბრალი განზრახ მკვლელობაში ედება.დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში, წარსულში არსებული კონფლიქტის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელს - 1985 წელს დაბადებულ მ.მ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.სამართალდამცველებმა ლ.მ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

უკრაინა აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილის ოკუპანტებისგან გათავისუფლებას იწყებს

უკრაინა აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილის გასათავისუფლებლად წინსვლას იწყებს. მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევა „უკრაინის სამხრეთით, მრავალი მიმართულებით წამოიწყეს“. ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინა ძალიან ნელა მიიწევდა წინ, ქალაქ ხერსონისკენ - ეს ერთადერთი რეგიონული დედაქალაქია, რომელიც რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს, სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. მედია: უკრაინელებმა ხერსონის რეგიონში HIMARS-ის დარტყმის შედეგად თითქმის ყველა დიდი ხიდი გაანადგურეს „რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინულმა ძალებმა მდინარე დნიპროზე, ხერსონის სამი ძირითადი ხიდის მიმართულებით დარტყმები ივლისში დაიწყეს. ამასთან, აშშ-ის ორმა ოფიციალურმა პირმა CNN-თან განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა უკრაინის სამხრეთში დაიწყეს ოპერაციების „ფორმირება“, რათა ტერიტორია ძირითადი კონტრშეტევისთვის მოემზადებინათ.

გერმანია ევროპას ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნას სთავაზობს

მზარდი საფრთხეების ფონზე, გერმანიამ ევროპას საჰაერო თავდაცვის ახალი ერთობლივი სისტემის შექმნა შესთავაზა.  კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანიამ გადაწყვიტა, გააძლიეროს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები და სურს, ითანამშრომლოს ევროკავშირის პარტნიორებთან უფრო ფართო სისტემის შესაქმნელად. „ევროპაში საჰაერო და კოსმოსური საფრთხეების წინააღმდეგ თავდაცვის კუთხით სერიოზული ჩამორჩენა გვაქვს. როგორც გერმანია, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ჩავდებთ ჩვენს საჰაერო თავდაცვაში უახლოეს წლებში და ეს ყველაფერი NATO-ს ფარგლებში გაკეთდება. ჩვენ ღია ვიქნებით ჩვენი ევროპელი მეზობლებისთვისაც“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა პრაღაში, კარლის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას. შოლცმა შესაძლო პარტნიორებს შორის ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი და სკანდინავიის ქვეყნები დაასახელა. „თუ ჩვენ ერთობლივად განვავითარებთ საჰაერო თავდაცვის სისტემას ევროპაში, ეს მთლიანი ევროპის უსაფრთხოებისთვის მომგებიანი და NATO-ს ფარგლებში ევროპული ფრთის გაძლიერების შესანიშნავი მაგალითი იქნება“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.  

კონტეინერების უმსხვილესი ოპერატორი Maersk-ი რუსეთის ბაზრიდან გადის

მსოფლიოში ცნობილმა კონტეინერების ოპერატორმა AP Møller-Mærsk (ასევე ცნობილი როგორც Maersk) დღეს განაცხადა, რომ რუსეთის პორტის ოპერატორი Global Ports Investments-ის 30,75%-ის რუსულ კომპანია Delo Group-ზე მიყიდვის შესახებ შეთანხმებას მიაღწია.  Maersk-მა თავისი წილი Global Ports-ში მარტში გაიყიდა, რომელმაც უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის დატოვება გადაწყვიტა.   AP Møller-Mærsk არის დანიური გადამზიდავი კომპანია, რომელიც საზღვაო და შიდა სატვირთო გადაზიდვებს და მასთან დაკავშირებულ სერვისებს ახორციელებს. მათ შორის მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტსა და პორტის მართვას. ეს არის მსოფლიოში უმსხვილესი საკონტეინერო გადაზიდვების კომპანია, რომელსაც ფილიალები და ოფისები მსოფლიოს 130 ქვეყანაში აქვს.  

ცნობილია, როდის ამოქმედდება სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფნის ახალი მარშრუტი

სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი დერეფნის ახალი მარშრუტი მუშაობას 30 აგვისტოს საღამოდან დაიწყებს. გადაწყვეტილება თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ლაჩინში განაღმვის სამუშაოების შესახებ იუწყება თვითგამოცხადებული ყარაბაღის ლიდერის ოფისის ცნობით, სომხეთთან კომუნიკაცია „შუშას მხარის ბერდაძორის ქვერეგიონის ტერიტორიის გავლით" განხორციელდება. აღნიშნულია, რომ გორის-სტეფანაკერტის საავტომობილო გზის დროებით დამაკავშირებელი 4,7 კმ-იანი გზის მოასფალტების სამუშაოები დასრულდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-6 პუნქტის მიხედვით, ახალი მარშრუტი „დერეფნის ლოგიკას შეინარჩუნებს“. ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ ხელმოწერილ სამმხრივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ლაჩინის 5 კმ სიგანის დერეფანი, რომელიც აკავშირებს მთიან ყარაბაღსა და სომხეთს „რჩება რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის კონტროლის ქვეშ“. დაგეგმილი იყო, რომ სამი წლის განმავლობაში განისაზღვრებოდა „ლაჩინის დერეფნის გასწვრივ ახალი სატრანსპორტო მარშრუტის მშენებლობის გეგმა“ და ამ მარშრუტის დასაცავად რუსული სამშვიდობო კონტინგენტი გადანაწილდებოდა.  მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში ყარაბაღში ვითარების გამწვავების შემდეგ, თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარე რუსი სამშვიდობოების მეშვეობით ყარაბაღსა და სომხეთს შორის კომუნიკაციის ორგანიზებას ახალი მარშრუტით მოითხოვდა. ლაჩინის დერეფნის ტერიტორიაზე მდებარე ბერძორის, აჰავნოსა და სუს თემების მცხოვრებლებს შეატყობინეს, რომ 25 აგვისტოს შემდეგ ამ ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოები აღარ იქნებიან, ამიტომ სახლები თვის ბოლომდე უნდა დაეტოვებინათ.  26 აგვისტოს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმია შევიდა ქალაქ ლაჩინსა და სოფლებში ზაბუჰსა და სუსში, რომლებიც 1992 წლიდან მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ არიან. ამ თემაზე გაეცანით Europetime-ს სტატიას:  გიორგი ბადრიძე: აზერბაიჯანის ჯარი ლაჩინში შევიდა, თუმცა მოსკოვს ბაქოსთვს ნებაყოფლობით არაფერი გადაუცია

თურქმენეთის პორტი შესაძლოა, რეგიონული სავაჭრო ცენტრი გახდეს

თურქმენეთის საერთაშორისო საზღვაო პორტი „თურქმენბაში“ შესაძლოა, რეგიონული სავაჭრო ცენტრი გახდეს. ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიას საგზაო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირში (IRU) განუცხადეს. „ინტერმოდალური ვაჭრობის სფეროში ამბიციების განხორციელების წინ, „თურქმენბაშის“ საზღვაო პორტი შესაძლოა რეგიონული სავაჭრო ცენტრი გახდეს და  სატრანსპორტო და სატრანზიტო პროცესებში თავისი როლი გააძლიეროს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში. ამასთან, საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის (TIR) ​​სისტემის ინტერმოდალური ფუნქციები თურქმენეთს ამ ამბიციების განხორციელებაში ხელს უწყობს. „ამავდროულად, ახალი ინფრასტრუქტურა „თურქმენბაშის პორტში“ და სახმელეთო სასაზღვრო პუნქტებში თურქმენეთის, როგორც რეგიონალური სავაჭრო ცენტრის როლის გასაძლიერებლად გამოიყენება. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის სავაჭრო და ეკონომიკურ განვითარებას თურქმენეთის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“, - აცხადებენ IRU-ში.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის აღდგენის ფორუმი საფრანგეთში, შემოდგომაზე გაიმართება

ოქტომბერში პარიზში, უკრაინის აღდგენის შესახებ ფორუმის გამართვა იგეგმება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ფრანგი მეწარმეების ყოველწლიურ შეხვედრაზე MEDEF ბიზნესასოციაციის ეგიდით, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.  „ჩვენი მთავრობების - უკრაინისა და საფრანგეთის - დონეზე ვემზადებით შემოდგომაზე პარიზში უკრაინის აღდგენის ფორუმის ჩასატერებლად. ვიწვევ თქვენს კომპანიებს ამ ინიციატივაში მონაწილეობის მისაღებად“, - განაცხადა ზელენსკიმ.  მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია უკრაინის აღდგენა. „მშვიდობა უკრაინისთვის, უსაფრთხოების გარანტიები, ყველაფრის აღდგენა, რაც რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს, გახდება ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ევროპული იდეა უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი დიქტატურა და თავისუფლების, თანასწორობის, ურთიერთდახმარების ღირებულებები და ნებისმიერ ტერორს სძლევს“, - განაცხადა ზელენსკიმ. მან დაარწმუნა ფრანგი ბიზნესმენები, რომ უკრაინას შეუძლია მათ ათასობით კონტრაქტი და ათასობით სამუშაო ადგილი შესთავაზოს.   

უკრაინა: რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ფრონტის ექვს მიმართულებაზე უკან დაიხიეს

უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა, რუსეთის ჯარს ფრონტის 6 მიმართულებაზე უკანდახევა აიძულეს. უკრაინა აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილის ოკუპანტებისგან გათავისუფლებას იწყებს უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთის ჯარს სლავიანსკის, ბახმუტისა, ავდიევკის, ნოვოპავლოვსკისა და იუჟნობუჟსკოს მიმართულებებზე საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.    უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, 29 აგვისტოს საღამოს მონაცემებით, რუსთის ჯარი უკრინის ტერიტორიაზე სამოქალაქო ობიექტებზე სარეაკეტო იერიშს ახორციელებს.  მედია: უკრაინელებმა ხერსონის რეგიონში HIMARS-ის დარტყმის შედეგად თითქმის ყველა დიდი ხიდი გაანადგურეს  ვოლინისა და პოლესეს მიმართულებებში ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ბელორუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან და საჰაერო სივრციდან სარაკეტო და საჰაერო დარტყმების საფრთხე კვლავ რჩება.სევერსკის მიმართულებით რუსეთის არტილერია იანჟულოვკას მახლობლად ისროდა, ასევე სროლის ხმა ისმის ჩერნიგოვის ოლქში, სტარიკოვოსა და ვოლნაია სლობოდას, სუმის რეგიონში.

საპროტესტო აქციების ფონზე ერაყში კომენდანტის საათი გამოცხადდა

ერაყის არმიის სარდლობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით, კომენდანტის საათი მას შემდეგ, გამოაცხადა, რაც მომიტინგეებმა დედაქალაქ ბაღდადში ერთ-ერთი სამთავრობო შენობა დაიკავეს. Ahram Online აღნიშნავს, რომ ერაყი გასული ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კოალიციის შექმნაზე უთანხმოების გამო პოლიტიკურ ჩიხშია. შიიტი ლიდერის მუქთადა ალ-სადრის პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვა, მაგრამ კოალიცია ვერ შექმნა. ალ-სადრმა დღეს განაცხადა, რომ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას, რის შემდეგაც მისი მხარდამჭერები ბაღდადის „მწვანე ზონაში“ მთავრობის სასახლეში და პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში შეიჭრნენ.  

ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების საქმეზე 4 ადამიანი დააკავეს

ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების საქმეზე 4 ადამიანი დააკავეს.  ამ დროისთვის სავაჭრო ცენტრის დირექტორის მოადგილე გირაოს სანაცვლოდ უკვე გაათავისუფლეს.  ერევნის სავაჭრო ცენტრში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. 21 ადამიანს ეძებენ პროკურატურის ცნობით, დირექტორის მოადგილეს ბრალად ედება სავაჭრო ცენტრში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დარღვევა, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგები გამოიწვია.  ორი ან მეტი ადამიანის გაუფრთხილებლობით მკვლელობაში ბრალდებულია კიდევ სამი პირი. პოლიცია მათ ვინაობას არ ასაჯაროებს.  შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს, 13:23 საათზე, კრიზისების მართვის ეროვნულ ცენტრს შეატყობინეს, რომ სავაჭრო ცენტრ „სურმალუში" აფეთქება მოხდა. აფეთქებას პირველადი მონაცემებით სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.  

ლიეტუვამ ბელორუსის საზღვართან კედლის მშენებლობა დაასრულა

ლიეტუვამ, ბელორუსის საზღვართან 502 კილომეტრიანი კედლის მშენებლობა დაასრულა.  ლიეტუვა ბელორუსიდან არალეგალი მიგრანტების შესაჩერებლად ბარიერებს აშენებს, ლატვიამ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა დააწესა „სამუშაო 100% დასრულდა და ახლა მხოლოდ ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ორგანიზაციული დოკუმენტაციის გამარტივებასთან დაკავშირებით ცალკეული სამუშაოები მიმდინარეობს. დღეს შემიძლია ბედნიერი ვიყო, რომ პროექტი დროულად და ბიუჯეტის ფარგლებში დასრულდა“, - განუცხადა BNS-ს ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა სიმონიტემ. ამავე დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ბარიერი არ არის ის, რაც აბსოლიტურად დაიცავს ლიეტუვას არალეგალური მიგრაციისგან. ამიტომ, პრემიერმა ხაზი გაუსვა სათვალთვალო ღონისძიებების აუცილებლობასა და IT სისტემების მნიშვნელობას.   

Reuters: ნიკოლაევში, სკოლის მახლობლად მდებარე სახლები დაბომბეს

Reuters-ის კორესპონდენტის ცნობით, ნიკოლაევი ორშაბათს რუსული დაბომბვის ქვეშ მოექცა. მისი თქმით, ჭურვები სკოლის გვერდით მდებარე სახლს მოხვდა. ამ კერძო ლოტზე ორი შენობა ნანგრევებადაა ქცეული.  სახლის მეპატრონემ ალექსანდრე შულგამ სააგენტოს კორესპონდენტს განუცხადა, რომ მთელი ცხოვრება ამ სახლში ცხოვრობდა, ცოლი ადგილზევე გარდაიცვალა. ნიკოლაევის მერი ალექსანდრე სენკევიჩი „ტელეგრამაში" სულ მცირე ორი დაღუპულის შესახებ იტყობინებოდა.  ნიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ დაშავებულია 24 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, დაბომბვის ადგილზე მივიდნენ სამხედრო პროკურატურის წარმომადგენლები, რომლების უკრაინაში, რუსეთის სამხედრო დანაშაულებს იკვლევენ.   

ლიეტუვის მთავრობას სკოლებში რუსული ენის ჩანაცვლება სხვა უცხო ენებით სურს

ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მინისტრის იურგიტა სიუგჟდინენეს განცხადებით, სკოლებში რუსულის, როგორც მეორე ენის შესწავლის გაუქმების მიზნით, გეგმავენ, რომ სხვა ენების სწავლის შესაძლებლობები გააფართოონ. ყაზახურენოვან სკოლებში პირველი კლასიდან რუსული ენის შესწავლა უქმდება - ყაზახეთის განათლების მინისტრი მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული ენის მასწავლებელთა უმრავლესობა უკვე გადამზადდა. „ჩვენ ნამდვილად გვსურს, სხვა ენების შესწავლის შესაძლებლობები რაც შეიძლება მალე გავაფართოოთ, თუმცა ინტერესი ნელ-ნელა იზრდება. ჩვენ ვხედავთ, რომ იზრდება გერმანული და ფრანგულის არჩევანი", - თქვა სიუგჟდინემ ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე. ამავე დროს, ლიეტუვის განათლების მინისტრი წუხს, რომ სტუდენტების რაოდენობა, რომლებიც ირჩევენ სხვა ენებს, არ იზრდება ისე სწრაფად, როგორც ამის სურვილი აქვთ, რადგან ახლა ყველაზე ადვილია რუსული ენის მასწავლებლების დაქირავება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთში 2022 წლის სასწავლო წლიდან, სახელმწიფო სკოლებში პირველი კლასიდან რუსული ენის შესწავლა უქმდება.   

უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქში 4 დასახლებულ პუნქტზე აღადგინა კონტროლი – CNN

უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქში 4 დასახლებულ პუნქტზე აღადგინა კონტროლი, ამის შესახებ CNN იუწყება.   მედია: უკრაინელებმა ხერსონის რეგიონში HIMARS-ის დარტყმის შედეგად თითქმის ყველა დიდი ხიდი გაანადგურეს „ოპერაცია ღამით, ფრონტის ხაზზე რუსეთის არმიის პოზიციებიდან და ზურგიდან მასირებული სროლებით დაიწყო“, - განუცხადა წყარომ CNN-ს. მედია ინფორმაციის წყაროს ვინაობას, მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ასახელებს.  უკრაინა აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილის ოკუპანტებისგან გათავისუფლებას იწყებს „შეტევა ძირითადად პრავდინოს მიმართულებით განხორციელდა. გათავისუფლებულია ნოვაია დმიტროვკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო. მედიას წყარომ აცნობა, რომ განადგურებილია ოკუპანტების საბრძოლო ტექნიკა, ასევე ბევრი რუსი სამხედრო ლიკვიდირებულია და ტყვედ ჩავარდა. ვნახოთ, როგორ განვითარდება შეტევა. მიზანში ხერსონია“, - აღნიშნავს წყარო. კიევი: უკრაინულმა სამხედროებმა ხერსონში რუსეთის ძალების დაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს  

ვოლოდიმირ ზელენსკი: დროა, რუსი სამხედროები გაიქცნენ

„თუ უნდათ, რომ გადარჩნენ, დროა რუსი სამხედროები გაიქცნენ“, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.  უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქში 4 დასახლებულ პუნქტზე აღადგინა კონტროლი – CNN „წადით სახლში. თუ დაბრუნების გეშინიათ, ტყვედ ჩაბარდით“, - მოუწოდა ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ რუს სამხედროებს.  „უკრაინა იბრუნებს თავის ტერიტორიებს. დაიბრუნებს ხარკოვს, ლუგანსკს, დონეცკს, ზაპოროჟიეს, ხერსონს, ყირიმს და შავი და აზოვის ზღვების აკვატორიებს, ზმეინიდან ქერჩის ყურემდე. ეს ჩვენია, ასე ესმის ეს ჩვენს საზოგადოებას, მინდა, რომ ეს ესმოდეთ ოკუპანტებს. მათი ადგილი უკრაინის მიწაზე არ იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ.   

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ელჩი დაიბარა

ბოსფორის სრუტის გავლით რუსული იარაღის გადაზიდვის გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ელჩი დაიბარა. შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის საგარეო უწყებამ გაავრცელა. მისივე ცნობით, უწყებამ ელჩ იაგმურ აჰმეთ გიულდერესთან შეხვედრისას თავისი შეშფოთება დააფიქსირა. მინისტრის მოადგილემ ნიკოლაი ტოჩიცკიმ ელჩს ვერბალური ნოტა გადასცა. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე მკაცრად დაიცავს 2022 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებას რუსეთ-უკრაინის ომის დროს რუსული ხომალდებისთვის შავი ზღვის სრუტეების დახურვის შესახებ, უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ თურქეთის თანმიმდევრული პოზიციის შესაბამისად. კიევის ინფორმაციით, რუსეთმა სამოქალაქო სატვირთო გემი Sparta-II სირიის ბაზებიდან რუსეთში სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის S-300 საჰაერო თავდაცვის სისტემების გადასატანად გამოიყენა. უკრაინული მედია წერს, Sparta II კომპანია „ობორონლოგისტიკას“ ეკუთვნის, რომელსაც აშშ-მ მაისში სანქციები დაუწესა და რომელსაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აკონტროლებს.  უკრაინამ 24 თებერვალს სთხოვა თურქეთს, დაეკეტა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები რუსული გემებისთვის, ამის შესახებ ანკარაში უკრაინის ელჩმა, მას შემდეგ განაცხადა, რაც რუსეთმა მეზობელზე საჰაერო და სახმელეთო თავდასხმები განახორციელა. ზელენსკი ერდოღანს: შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემების გავლის აკრძალვა უკრაინსითვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანია 27 თებერვალს, თურქეთის საგანარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, თურქეთმა პირობა დადო, რომ განახორციელებს საერთაშორისო პაქტის ნაწილებს, რომლებიც პოტენციურად შეზღუდავს რუსული ხომალდების ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში შესვლას. ამავე კომენტარში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველად, NATO-ს წევრი ქვეყნის - თურქეთის წარმომადგენელმა უკრაინაზე თავდასხმას ომი უწოდა. „ის, რაც ახლა ხდება, არ არის რამდენიმე საჰაერო დარტყმა, სიტუაცია უკრაინაში ოფიციალურად ომია. ჩვენ განვახორციელებთ „მონტრეს კონვენციას“, - აცხადებდა მევლუთ ჩავუშოღლუ. მისივე განმარტებით, თურქეთს არ შეუძლია შავ ზღვაში შესვლაში ხელი შეუშალოს რუსეთის ყველა გემს, ვინაიდან, კონვენციის თანახმად, არ შეიძლება იმ გემების შეკავება, რომლებიც საკუთარ ბაზებზე ბრუნდებიან. ცნობისათვის, 1936 წლის შეთანხმების თანახმად, თურქეთს აქვს კონტროლი ბოსფორსა და დარდანელის სრუტეებზე და არეგულირებს საზღვაო ხომალდების ტრანზიტს. ის ასევე უზრუნველყოფს მშვიდობიან პერიოდში სამოქალაქო გემების თავისუფალ გადაადგილებას და ზღუდავს იმ გემების გადაადგილებას, რომლებიც არ მიეკუთვნებიან შავი ზღვის ქვეყნებს. „მონტრეს საერთაშორისო კონვენციის თანახმად, NATO-ს წევრი თურქეთი აკონტროლებს გემების გადასასვლელს ხმელთაშუა ზღვასა და შავ ზღვას შორის, რაც მას პოტენციურ საკვანძო მოთამაშედ აქცევს რუსეთსა და უკრაინას შორის ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტში“.