ძებნის რეზულტატი:
პრემიერის თქმით, შსს სამი ახალი ვერტმფრენის შეძენაზე მუშაობს
წინა ხელისუფლების დროს შეძენილ, ფუფუნებისთვის განკუთვნილ ვერტმფრენს გავყიდით და სანაცვლოდ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ, ისეთებს, როგორიც გამოგვადგება სამაშველო და სხვა ოპერაციებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალი ვერტმფრენების შეძენის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და პროცესში ფინანსთა სამინისტროც არის ჩართული. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეისთვის არსებული ყველა ვერტმფრენი აბსოლუტურად გამართულია და კარგ მდგომარეობაშია. „ბატონი ვახტანგ გომელაურის უწყება ახლა აქტიურად მუშაობს სამი ახალი ვერტმფრენის შეძენის თაობაზე. იმის მიუხედავად, რომ ყველა ვერტმფრენი აბსოლუტურად გამართულია, კარგ მდგომარეობაშია, ჩვენ ამას ყოველთვის ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ, ამის თაობაზე განხილვა გვქონდა. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს ჰყავს ერთი ძვირადღირებული, ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტისთვის იქნა შეძენილი წინა მთავრობის დროს და რამდენიმე ათეული მილიონი ევროა გადახდილი ამ ვერტმფრენში. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ამ ვერტმფრენით არავინ არ ისარგებლა. აქვე, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმ სპეკულაციებისა, რომ თითქოს ეს ვერტმფრენი გამოიყენება სამაშველო ოპერაციებში, ეს არის ტყუილი, მეგობრებო. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის თაობაზე გვქონდა განხილვა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ახალ ვერტმფრენს გადავცემთ უკან მის გამომშვებ ქარხანას, ანუ გავყიდით და სანაცვლოდ, ჩვენ სამ ახალ ვერტმფრენს შევიძენთ, ისეთებს, როგორიც გამოგვადგება სამაშველო ოპერაციებში და სხვადასხვა ოპერაციებისთვისაც. ეს გადაწყვეტილება მიღებულია და ახლა უკვე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ პროცესში ფინანსთა სამინისტროც არის ჩართული“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ხანძრებზე: არის ვერსიები, რომ შესაძლოა, იყოს გარკვეული დივერსიაც, არაფერი არ არის გამორიცხული
ძალიან საეჭვოც კი არის, რომ ერთდროულად ჩნდებოდა ხანძარი რამდენიმე რეგიონში, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ გომელაურის უწყებამ ძალიან ეფექტურად მართა ეს კრიზისი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მინდა შევეხო ხანძრების საკითხს. ჩვენ ყველანი ვართ ძალიან შეწუხებულები. ბოლო 10 დღეა ვებრძვით აქტიურად ხანძარს. პრაქტიკულად, ყველა რეგიონში იყო ხანძარი. ძალიან საეჭვოც კი არის, რომ ერთდროულად ჩნდებოდა ხანძარი რამდენიმე რეგიონში, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ გომელაურის უწყებამ ძალიან ეფექტურად მართა ეს კრიზისი. მოგეხსენებათ, რომ ჩემი გადაწყვეტილებით, ჩართული იყო თავდაცვის ძალები. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ჯარს, ჩვენს პოლიციას, ჩვენს საამაყო სამაშველო სამსახურს, სატყეო სააგენტოს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს. ყველას, ვინც ამ მძიმე გამოწვევების პროცესში იყო ჩართული. ხანძარი თავიდან გავრცელდა ბორჯომში, შემდეგ უკვე გავრცელდა სხვადასხვა რაიონებზე და სოფლებზე, მაგრამ თითქმის ყველგან პრაქტიკულად ლოკალიზებულია, ლიკვიდირებულია ხანძარი“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ვაშლის სუბსიდირებაზე გადაწყვეტილება მივიღეთ
სოფლის მეურნების მინისტრმა მოამზადა ვაშლის სუბსიდირების საკითხი და შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღეთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, არის მოლოდინი, რომ ვაშლის მოსავალი 120 ათასი ტონა იქენება. „ჩვენ წინა წლებშიც გაკეთებული გვაქვს სუბსიდირება და ახლაც გავაკეთებთ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. მისი თქმით, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვაშლის წარმოებას. საჭიროა მათი წახალისება და მხარდაჭერა.
ირაკლი ღარიბაშვილი: საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-მა, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 8%-მდე გაიზარდა
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P“-მ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად, „BB“ დონეზე შეაფასა, სტაბილური პერსპექტივით- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P“ის შეფასებითვე, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 8%-მდე გაიზარდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც მთელ მსოფლიოში და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე უპრეცედენტოა და ეს ხელისუფლების გონივრული, სწორი პოლიტიკის შედეგია. „საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P“-მ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად „BB“ დონეზე შეაფასა, სტაბილური პერსპექტივით, რაც ასევე სასიხარულოა ჩვენთვის. ასევე მინდა ვთქვა, რომ მათი შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 8%-მდე გაიზარდა. მოგეხსნებათ, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც უპრეცედენტოა მთელ მსოფლიოში, მეგობრებო. მით უმეტეს რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე. კიდევ მინდა გავიმეორო, ეს ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა. ეს ჩვენი ხელისუფლების გონივრული, სწორი პოლიტიკის შედეგია. ჩვენ სხვა, გაუგებარი, ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი, პოზიციები რომ დაგვეკავებინა, დღეს ქვეყანაში დიდი უბედურება იქნებოდა. ეს ჩვენ კარგად გვესმის“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შოლცი ევროკავშირში ახალი წევრების, მათ შორის საქართველოს მიღებას მხარს უჭერს
რუსეთის შეჭრა უკრაინაში, წყალგამყოფი მომენტია, რომელმაც შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეცვალოს ევროკავშირი. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მას სურს უფრო გეოპოლიტიკური კავშირი, ბლოკის მნიშვნელოვანი გაფართოება და მისი ინსტიტუტების ფუნდამენტური რეფორმები. პრაღის კარლის უნივერსიტეტში 50-წუთიან გამოსვლაში, შოლცმა წარმოადგინა თავისი იდეები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა უპასუხონ ევროპამ და ევროკავშირმა ცვლილებებს. „ევროპული ხელშეკრულებებიც კი არ არის ჩამოყალიბებული“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა და აღნიშნა, რომ „ევროპული წესების მოკლე დროში შეცვლა შესაძლეებლია. შოლცმა აღიარა, რომ ეს რა თქმა უნდა, მოითხოვს ევროპულ კონსენსუსს. „მე მხარს ვუჭერ ევროკავშირის გაფართოებას და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვისა და პერსპექტივაში საქართველოს გაწევრიანებას. ევროკავშირის გაფართოება საჭიროა ევროპაში სტაბილურობის უზრუნველყოფისა და საერთო ღირებულებების დასაცავად“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.
კიევი: უკრაინულმა სამხედროებმა ხერსონში რუსეთის ძალების დაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს
უკრაინული ოპერაციული ჯგუფის „კახოვკას“ წარმომადგენლებმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც სავარაუდოდ, რუსმა ჯარისკაცმა თქვა, რომ უკრაინელმა ჯარებმა 29 აგვისტოს „გაარღვიეს თავდაცვის პირველი ხაზი და ახორციელებდნენ დარტყმებს ყველაფრით, რითაც შესაძლებელია - ტანკებიდან, თვითმფრინავებიდან, არტილერიიდან“. „კახოვკას“ წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის 109-ე პოლკმა უკან დაიხია პოზიციებიდან, ისევე როგორც რუსი მედესანტეებმა, რომლებიც DPR დანაყოფებს მხარს უჭერდნენ. გამოცემა „ჰრომადსკეს“ იტყობინება, რომ ინფორმაცია 109-ე პოლკის გარღვევისა და გაყვანის შესახებ მათ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთ ნაწილში სამმა წყარომ დაუდასტურა. „სამხრეთის“ სარდლობის პრესსამსახურის უფროსმა ნატალია ჰუმენიუკმა ასევე განუცხადა „ჰრომადსკეს“, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სამხრეთ უკრაინის ბევრ რაიონში შეტევითი ოპერაციები დაიწყეს.
თბილისში, ჩუღურეთის რაიონში ხანძარი იყო
თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, მამარდაშვილის ქუჩაზე ხანძარი იყო. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ირაკლი ღარიბაშვილი ხანძრებზე: არის ვერსიები, რომ შესაძლოა, იყოს გარკვეული დივერსიაც, არაფერი არ არის გამორიცხული როგორც ცნობილია, ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ამასთან, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ასევე წაიკითხეთ: დიდუბეში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის საწყობში ხანძარია ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარია
დავით ნარმანია: ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის დასაწყებად ყველა ტექნიკური რესურსი გამართულია
ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობის დასაწყებად ყველა ტექნიკური რესურსი გამართულია და პირველ სექტემბერს ამუშავებისთვის მზად იქნება. ამის შესახებ სემეკ-ის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ცნობით, ბირჟა ექსპლუატაციისთვის მზად არის. „სისტემა ბაზრის გახსნისთვის შესაძლოა ითქვას, რომ მზად არის, თუ არ გავითვალისწინებთ იმ გარე რისკებს, რომელიც არსებობს და რომელზეც რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრმაც ისაუბრა. საბოლოო გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს და ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ. ტექნიკურად სისტემა მზად არის“, – განაცხადა ნარმანიამ.
შვედეთმა უკრაინისთის $100 მილიონამდე სამხედრო და ეკონომიკური დახმარება დააანონსა
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შვედეთი უკრაინას 1 მილიარდი შვედური კრონის (94,4 მილიონი დოლარი) დახმარებას გაუწევს. შვედეთის პრემიერმა უკრაინისთვის დამატებითი დახმარების მიწოდება დააანონსა „თქვენ იცავთ ჩვენს ევროპულ ღირებულებებს და მსოფლიო წესრიგს, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო კანონმდებლობაზე. ჩვენი ვალია და პატივია თქვენი მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, ჩემი მთავრობა უკრაინას 1 მილიარდი შვედური კრონის ოდენობის ახალ დახმარებას გაუწევს“, - თქვა ანდერსონმა. შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინა პირველად მიიღებს 500 მილიონი შვედური კრონის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს. ეს თანხა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებს მოხმარდება. ანდერსონს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა შედის სამხედრო დახმარების პაკეტში, თუმცა აღნიშნა, რომ ის უკრაინისთვის მანამდე გაცემული დახმარების მსგავსი იქნება. უკრაინამ მანამდე, შვედეთისგან ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, პერსონალური დამცავი აღჭურვილობა და განაღმვის აღჭურვილობა. კიდევ 500 მილიონი შვედური კრონა უკრაინის ეკონომიკურ მხარდაჭერასა და რეკონსტრუქციას მოხმარდება. შვედეთი ასევე შეიძენს უკრაინულ მარცვლეულს, რათა მისცეს სურსათის დეფიციტის მქონე ქვეყნებს, რაც სტოკჰოლმის გათვლებით უკრაინის ეკონომიკას დაეხმარება. ანდერსონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, სანამ საომარი მოქმედებები გაგრძელდება.
რას გულისხმობს სამოქალაქო წინააღმდეგობის ახალი სტრატეგია, რომელიც ლიეტუვამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეიმუშავა
როგორ იყენებს უკრაინა აშშ-ის მიერ შემუშავებულ კონცეფციას რუსეთის წინააღმდე, ამ თემაზე სტატია CNN-მა მოამზადა. ავტორი ამავე სტატიაში ინტერესდება, როგორ მუშაობას „წინააღმდეგობის ფრონტი“ ბალტიისპირეთის ქვეყნებში და როგორც აღმოჩნდა, ქვეყნებს ამ მიმართულებით საკუთარი სტრატეგია უკვე შემუშავებული აქვთ. „უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან თითქმის სამი თვის შემდეგ, ლიეტუვის პარლამენტმა მიიღო სამოქალაქო წინააღმდეგობის ახალი სტრატეგია, რომელიც ბევრად უფრო ფართო კონცეფციაა, ვიდრე უბრალოდ მკაცრი წინააღმდეგობა ოკუპაციის წინააღმდეგ. ქვეყნის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, მარტინას ბენდიკასმა განაცხადა, რომ წინააღმდეგობისთვის მზადება, ქვეყნის დასაცავად ნების განვითარებას, მოქალაქეთა სამხედრო და არასამხედრო ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებას მოიცავს. მისივე განმარტებით, წინააღმდეგობის დოქტრინის არსებობა და წინააღმდეგობის ირგვლივ დაგეგმვის საკითხი მიზანმიმართულად საჯაროა და მისი მიზანია, შემაკავებელი ზომის მოქმედება პოტენციური თავდასხმის წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდულ ომს და არა, ტრადიციულ, სამხედრო ან ბირთვულ შეკავებას. ესტონეთისთ მოსახლეობა დაახლოებით 1,3 მილიონს შეადგენს, ქვეყანა ჩრდილო-დასავლეთ რუსეთს ესაზღვრება და სამოქალაქო წინააღმდეგობა ყოველთვის იყო მისი თავდაცვის გეგმის ნაწილი. "სხვა ვარიანტი ესტონელებისთვის არ არსებობს", - განაცხადა რენე ტომსემ, თავდაცვის ლიგის წარმომადგენელმა. ესტონეთი რეგულარულად ანახლებს და ავითარებს თავის თავდაცვის გეგმებს, აკავშირებს სამხედროებს მოსახლეობასთან და მოხალისე ძალებთან, რომლებიც ტომსეს თქმით, რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული უფრო და უფრო აქტიურდებიან. ესტონელმა ოფიციალურმა პირებმა შეისწავლეს ომი უკრაინაში, რათა გამოეტანათ გაკვეთილები იმის შესახებ, თუ რამ იმოქმედა კარგად რუსეთის წინააღმდეგ და სად შეიძლება გაუმჯობესდეს უკრაინის წინააღმდეგობა. ტომსე ამბობს, რომ ესტონელებს კარგად ახსოვთ საბჭოთა მმართველობა. „თუ ესტონეთი შეჭრის წინაშე აღმოჩნდებოდა, უფრო აქტიური იქნებოდა ნებისმიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გამოიყენებდა პატარა, კარგად შეიარაღებულ და კარგად გაწვრთნილ დანაყოფებს. ჩვენ შეგვიძლია ბევრად მეტი ზიანი მივაყენოთ მტრის ხაზებს ვიდრე ეს უკრაინამ გააკეთა, მთელი ლოგისტიკა, ყველა კოლონა მუდმივად იქნება თავდასხმის ქვეშ“, - აღნიშნა ტომსემ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში 35 წლის კაცი ცივი იარაღით მოკლეს
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათში 35 წლის კაცი ცივი იარაღით მოკლეს. ამის შესახებ Europetime-ს ადგილობრივმა დაუდასტურა. როგორც ცნობილია, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა მეორე სასიკვდილოდ დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, დაკავებულია ერთი პირი.
ირაკლი ღარბაშვილი: ევროკავშირიში გადარიცხვებისთვის საკორესპონდენტო ბანკი საჭირო აღარ იქნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირში გადარიცხვებისთვის საკორესპონდენტო ბანკის ან შუამავლის გამოყენება საჭირო აღარ იქნება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საქართველო ერთიან ევრო გადახდის სივრცესთან (SEPA) შეერთებისთვის ემზადება. „ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, ეროვნული ბანკი ჩართულია, ეკონომიკის სამინისტრო, სხვადასხვა სამთავრობო უწყებები და საქართველოს პარლამენტმა, რომელსაც გადაეგზავნება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილი სამი კანონპროექტი, უნდა დაამტკიცოს და შესაბამისი ცვლილებები უნდა ასახოს კანონმდებლობაში, რაც ასევე ძალიან პოზიტიური იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. SEPA (Single Euro Payment Area) არის ევროკავშირის და ევროზონის ქვეყნებში საგადასახადო მომსახურების და პროვაიდერების ჰარმონიზების ჩარჩო, რომლის წევრიც არის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, ასევე დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი. ის თანხის დაბრკოლებისა და შუამავლის გარეშე გადარიცხვის საშუალებას იძლევა.
კობა გვენეტაძემ და სსფ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკონომიკური საკითხები და რეგიონში არსებული გამოწვევები განიხილეს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, პოლ ჰილბერსთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონში არსებული გამოწვევები განიხილეს. კობა გვენეტაძემ და ლაშა ხუციშვილმა სტუმარს გააცნეს ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა და მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საკითხები. კობა გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე. ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საჯარო ფინანსების აღრიცხვიანობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის, ასევე, ფისკალური რისკების მართვის, საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, სებ-ის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, ფინანსურმა სექტორმა პანდემიით გამოწვეული შოკის საკმაოდ მძიმე ფაზა წარმატებით განვლო და რეგიონში შექმნილი ვითარებიდან მომდინარე პოტენციურ საფრთხეებს, კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერებით ხვდება. საუბარი, ასევე, შეეხო სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მიერ დამტკიცებულ პროგრამას (Stand-By Arrangement) და იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომელსაც აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს. „საქართველოს ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. წლების განმავლობაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით ეროვნულმა ბანკმა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. პოლ ჰილბერსთან საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს საფინანსო სისტემის მდგრადობაზე და სებ-ის მიერ გატარებულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკაზე, რომელიც სსფ-ის მიერ დადებითად არის შეფასებული“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ. ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა სსფ-სთან ახალი სამწლიანი პროგრამის დაწყების მნიშვნელობას ქვეყნის ფისკალური ჩარჩოს სწორი მართვისთვის და აღნიშნა, რომ ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად ახალი პროგრამა ხელს შეუწყობს სტრუქტურული რეფორმების გაგრძელებას და ქვეყანაში ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნებას.
თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გავლის ღირებულებას ხუთჯერ ზრდის
თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების გავლის საფასურს მონტრეს კონვენციით მისთვის მინიჭებული უფლებების შესაბამისად, ხუთჯერ გაზრდის. ამის შეასახებ გაზეთი Sabah-ი წერს. მისივე ცნობით, თურქეთმა 1983 წელს შემოღებული სისტემა გააუქმა. გადაწყვეტილება 2022 წლის 7 ოქტომბრიდან შედის ძალაში. თურქეთი შემოსავლის 40 მილიონი დოლარიდან, 200 მილიონ დოლარამდე ზრდას ვარაუდობს. მონტრეს კონვენცია 1936 წელს მიიღეს. ის უზრუნველყოფს სავაჭრო გემების სრუტეში გავლას როგორც მშვიდობიან, ასევე ომის დროს, მაგრამ რეჟიმები ყველასთვის განსხვავებულია. საგანგებო სიტუაციებში თურქეთს უფლება აქვს, აკრძალოს ან შეზღუდოს სამხედროების გავლა ბოსფორისა და დარდანელის გავლით. გამონაკლისი ეხებათ გემებს, რომლებიც საკუთარ ტერიტორიაზე ბრუნდებიან.
ლევან დავითაშვილი: ეკიპირების, ვერტმფრენების მომზადების კუთხით დღეს და წლების წინ არსებული მდგომარეობა ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან
დღეს და წლების წინ არსებული მდგომარეობა ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან მომზადების, ეკიპირების, ტექნიკური აღჭურვის და ვერტმფრენების მომზადების კუთხით - თადარიგს ვიჭერთ უფრო რთული გამოწვევებისთვის, რომ თუ ასეთი დადგება ქვეყანაში, მზად ვიყოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, შსს სამი ახალი ვერტმფრენის შეძენაზე მუშაობს „დღეს და წლების წინ არსებული მდგომარეობა ცა და დედამიწასავით განსხვავდება ერთმანეთისგან მომზადების კუთხით, ეკიპირების კუთხით, ტექნიკური აღჭურვის და ვერტმფრენების მომზადების კუთხით. ვერტმფრენების პარკი გარემონტდა შარშან და შარშანწინ იმისთვის, რომ მათ წინაშე დღეს არსებული ამოცანები შეასრულონ. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თადარიგს ვიჭერთ უფრო რთული გამოწვევებისთვის, რომ თუ ასეთი დადგება ქვეყანაში, მზად ვიყოთ. დღეს საბედნიეროდ კონტროლშია ეს პროცესი და [ხანძარი] ლოკალიზებისკენ მიდის. მომავალი წლებისთვის უნდა ვიყოთ მზად და არ არის ისე, რომ დღეს არ გვაქვს საშუალებები. ხოლო ის, რომ მივიღეთ საერთაშორისო დახმარება, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი. პირველ დღეებშივე მქონდა საუბარი ჩემ კოლეგებთან და ყველა მეზობელი ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრი გვთავაზობდა დახმარებას ამ კუთხით. ეს ძალიან ბუნებრივია, ჩვენც თუ რამით შეგვიძლია, გვერდით უნდა დავუდგეთ ჩვენ მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებს“, - განაცხადა დავითაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი ხანძრებზე: არის ვერსიები, რომ შესაძლოა, იყოს გარკვეული დივერსიაც, არაფერი არ არის გამორიცხული
NATO-ს საბრძოლო ჯგუფი ლატვიაში წვრთნებს ატარებს
კანადელი, ესპანელი და ჩეხი სამხედროები ლატვიაში წვრთნებს გადიან. ინფორმაციას ალიანსი ავრცელებს. NATO თავდაცვითი ალიანსია, რომლის შექმნა 12 წევრ ქვეყანასთან ერთად, 1949 წელს დაიწყო. დღეს NATO-ს ჰყავს 30 წევრი, რომლებიც ერთად უფრო ძლიერი და უსაფრთხონი არიან. მრავალწლიანი ერთობლივი დაგეგმვის, წვრთნებისა და განლაგების გზით, სხვადასხვა ქვეყნის ჯარისკაცებს ერთად მოქმედება შეუძლიათ. ერთად მუშაობა გვაძლიერებს“, - აღნიშნულია NATO-ს ინფორმაციაში.
იანვრიდან ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები საპილოტე რეჟიმში ამოქმედდება
"2023 წლის იანვრიდან ქრონიკული დაავადებების მედიკამენტები და კიბოს სხვადასხვა ტიპის მედიკამენტებისთვის რეფერენტული ფასები საპილოტე რეჟიმში გაეშვება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მინისტრის თქმით, პროგრამის დანერგვაში უცხოელი ექსპერტებიც არიან ჩართული. ქვეყნები განისაზღვრება, როგორც გეოგრაფიული მდებარეობის, ეკონომიკური სხვადასხვა პარამეტრებიდან გამომდინარე, ასევე მოსახლეობიდან და ბევრი სხვადასხვა ნიუანსია გათვალისწინებული. საორიენტაციოდ 5-7 ქვეყანა უკვე შერჩეულია, რამდენი დარჩება აქედან არ ვიცი და ნურც ამ ქვეყნების დასახელებას მომთხოვთ. ამ ქვეყანაში მედიკამენტებზე ფასები იქნება ჩვენთვის ის რეფერენტული ფასი, სადაც ტრანსპორტირების სხვადასხვა ლოჯისტიკური ხარჯების გათვალისწინებთ, ასევე „რითეილის მარჟის“ გათვალისწინებით იქნება ის მაქსიმუმი ფასი მედიკამენტებზე, აქტიურ ნივთიერებებზე, მოლეკულებზე, ასე ვთქვათ, რაც შეეძლება რომ საცალო ქსელში მედიკამენტს ჰქონდეს", - განაცხადა აზარაშვილმა.
NASA-მ გიგანტური რაკეტის გაშვება ტექნიკური პრობლემის გამო შეაჩერა
NASA-ს ახალი რაკეტის Space Launch System (SLS) მთვარეზე პირველი ფრენა ვერ შედგა. BBC-ის ცნობით, სპეციალისტები ტექნიკურ პრობლემაზე საუბრობენ. SLS-ი ყველაზე ძლიერი რაკეტაა, რომლითაც პროექტის - Artemis განხორციელება იგეგმება და რომლის მიზანიც მთვარის ზედაპირზე ადამიანების გაგზავნაა. ახალი რაკეტა კენედის კოსმოსური ცენტრიდან, ცარიელი სატესტო კაფსულით დღეს თბილისის დროით 4 საათსა და 33 წუთზე უნდა გაშვებულიყო. ხომალდს მთვარის გარშემო უნდა ეფრინა და 6 კვირაში დედამიწაზე დაბრუნებულიყო. ეს არის ყველაზე გიგანტური რაკეტა, რომელიც ამერიკის კოსმოსურ სააგენტოს ოდესმე შეუქმნია.
რატი ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა, დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაუტარდეს
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შესაძლოა, დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაუტარდეს. ამის შესახებ ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა "ვივამედში" ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი შევიდა „არ გამოვრიცხავთ ჩავატაროთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა, რათა საბოლოოდ დავრწმუნდეთ, რა ხდება ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ. თუ იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული, მოგვიანებით გაიგებთ ამის შესახებ. კონკრეტულ ვადას რაც შეეხება, ამას ვერ გიპასუხებთ. მისი ჯანმრთელობისთვის კეთდება ყველაფერი. როგორც მოგეხსენებათ, ის რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფება „ვივამედის“ კლინიკაში, მას ამჟამად უტარდება ასევე „ემპათიის“ ექსპერტიზა და არ გამოვრიცხავთ სხვა დამოუკიდებლები ექსპერტიზის ჩატარებასაც“, - განაცხადა ბრეგაძემ. შეგახსნებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. კლინიკა „ვივამედი” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს მთავრობამ 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამტკიცდა 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია და ამავე სტრატეგიის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობის წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პირადად წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მიხეილ ჩხენკელმა მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით ერთიანი ეროვნული სტრატეგიის შემუშავების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მთავრობის წევრებს სამოქმედო გეგმის დეტალები გააცნო. „აღსანიშნავია, რომ 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაფუძნებულია 2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის მიერ წარდგენილ ათწლიან გეგმაზე. დოკუმენტი ითვალისწინებს მდგრადი განვითარების მიზნებს და ხელს შეუწყობს მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში მიღწეული შედეგების გამყარებას. დოკუმენტში, სიტუაციური ანალიზის ჩატარების შედეგად გამოვლენილი პრობლემებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, განსაზღვრულია სამი ძირითადი სექტორულ-პრიორიტეტული მიმართულება: 1. საზოგადოებისა და სახელმწიფოს საჭიროებებზე ორიენტირებული ხარისხიანი და მდგრადი განათლებისა და მეცნიერების სისტემის უზრუნველყოფა; 2. თანასწორი, ინკლუზიური და მრავალფეროვანი განათლებისა და მეცნიერების სისტემის უზრუნველყოფა; 3. განათლებისა და მეცნიერების სისტემის მართვისა და ანგარიშვალდებულების სისტემის უზრუნველყოფა. თავის მხრივ, დოკუმენტში, სექტორული პრიორიტეტების საფუძველზე, განსაზღვრულია 15 სტრატეგიული მიზანი და 28 ამოცანა. სტრატეგია ასევე მოიცავს ევროკავშირის, გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ განათლებისა და მეცნიერების სექტორში გამოვლენილი გამოწვევების დასაძლევად შემუშავებულ რეკომენდაციებსაც. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, რომელიც თან ერთვის სტრატეგიას, ის წარმოადგენს პრიორიტეტული მიმართულებების შესასრულებლად დროში გაწერილ კონკრეტულ, შესაბამის მიზნებზე ორიენტირებულ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ აქტივობებს პასუხისმგებელი მხარეებისა და შესაბამისი შედეგების ინდიკატორების მითითებით. სამოქმედო გეგმა კვარტალური პრინციპით არის გაწერილი და მოიცავს შესაბამისი ბიუჯეტით დამტკიცებულ განხორციელების სამწლიან პერიოდს. მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, 2022-2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიან ეროვნულ სტრატეგიაზე მუშაობა 2021 წელს დაიწყო. დოკუმენტი შემუშავდა პროექტის – „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში (PAR)“, მსოფლიო ბანკის პროექტის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)“, UNDP Georgia-ს და ევროკავშირის პროგრამის Skillsforjobs-ის ექსპერტების მხარდაჭერითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის“ შესაბამისად. სამუშაო პროცესში ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულნი დარგის სპეციალისტები, დონორი ორგანიზაციები და საქართველოს მთავრობის 2021 წლის 28 ივნისის 304-ე დადგენილებით შექმნილი 2022-2030 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს წევრები. პოლიტიკის შემუშავების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მოქალაქეების, საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ონლაინ ფორმატში გამართა საჯარო კონსულტაციები, რომელთა საფუძველზე მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია შემუშავდა“,-ვკითხულობთ განათლების სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.