ძებნის რეზულტატი:

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში რადიაციული ღრუბელი უკრაინის სამხრეთ და რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებს დაფარავს - ენერგოატომი

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის მეექვსე ენერობლოკზე ავარიის შემთხვევაში რადიაციული ღრუბელი სამხრეთ და რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებს დაფარავს. ასეთია „ენერგოატომის“ პროგნოზი, რომელიც კომპანიამ 29 აგვისტოსთვის ჰაერის მასების მოძრაობის მიმართულებასა და სიჩქარეზე დაყრდნობით გააკეთა. BBC წერს, რომ სადგურზე სიტუაცია ბოლო კვირებში გართულდა დაბომბვისა და უშუალოდ ატომურ ობიექტზე რუსული ჯარების განლაგების გამო. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ცდილობს, იქ სიტუაციის გასარკვევად მისია გაგზავნოს. რუსმა სამხედროებმა ზაპორიჟჟიის ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს, რის გამოც მთელი კონტინენტი საფრთხეშია. შესაბამისი განცხადებით კი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება დღეს Twitter-ზე გამოვიდა. რამდენად საშიშია ვითარება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე „ათწლეულების განმავლობაში ბირთვული უსაფრთხოება რჩება უკრაინის მთავარ პრიორიტეტად, განსაკუთრებით, ჩვენი ტრაგიკული წარსულის გათვალისწინებით. რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური სამხედრო ბაზად აქციეს, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ კონტინენტს. რუსი სამხედროები უნდა გავიდნენ ქარხნიდან“, - წერს კულება.    

უკრაინაში საფეხბურთო მატჩი საჰაერო განგაშის გამო 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა

უკრაინის 32-ე საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო. თუმცა BBC-ის ცნობით, ლვოვისა და ხარკოვის გუნდებს შორის მატჩი 4 საათსა და 27 წუთს გაგრძელდა. ამის მიზეზი კი ის ფაქტი გახდა, რომ საჰაერო განგაშის გამო, თამაში სამჯერ შეწყდა. 32-ე ჩემპიონატის ფარგლებში მატჩი უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გაიმართა, თუმცა მოედანზე განვითარებული მოვლენების დეტალები მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი. „უკრაინის შეიარაღებული ძალების და ორივე კლუბის გამძლეობის წყალობით, მატჩი დასრულდა და თამაში უკრაინული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა", - წერს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების პრესმდივანი ალექსანდრ გლივინსკი. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კადრებში ჩანს, რომ მოთამაშეებს ხელში ეჭირათ ბანერი წარწერით - „რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა".    

უკრაინა ლუგანსკის ოლქში ძლიერი აფეთქებების შესახებ იუწყება

რუსეთის მიერ ოკუპირებულ სვატოვეში, ლუგანსკის ოლქში ძლიერი აფეთქებები მოხდა. ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა სერჰი გაიდაიმ განაცხადა, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო ობიექტზე, რომელიც რუსულ სამხედრო ბაზად გამოიყენებოდა. პარალელურად, BBC წერს, რომ აფეთქებების ხმა ისმის ოკუპირებულ ყირიმშიც. ცნობისთვის, ასევე იუწყებიან, რომ უკრაინულმა ძალებმა დღეს საბრძოლო მასალებით დატვირთული რუსული სატვირთო მანქანა გაანადგურეს, რომელიც მიზანში ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსის Stugna-ს გამოყენებით ამოიღეს. ამ ინფორმაციას და შესაბამის ვიდეოს უკრაინული მედიის ცნობით, ოპერატიული სარდლობა ავრცელებს. ოპერატიული სარდლობა: უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქში ოკუპანტების ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს „ნამდვილი სუპერგმირები, რომლებიც უკრაინას იცავენ", - ნათქვამია ვიდეოს აღწერაში.  

თურქეთი მაკრონს ალჟირში გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს

ოფიციალური ანკარა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ ალჟირში გაკეთებული განცხადების გამო წუხილს გამოთქვამს. თურქეთის საგარეო უწყება ფრანგი ლიდერის სიტყვებს მიუღებელს უწოდებს. „მიუღებელია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, რომელსაც ფრიკაში, განსაკუთრებით ალჟირში, თავის კოლონიურ წარსულთან დაპირისპირება უჭირს, ცდილობს, თავი დააღწიოს კოლონიური წარსულს სხვა ქვეყნების, მათ შორის ჩვენის დადანაშაულებით“, - აღნიშნავს უწყება. თურქული მედიის ცნობით, ალჟირში სამდღიანი ვიზიტისას მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთიდან, ჩინეთიდან და თურქეთიდან წარმოშობილი ქსელები აფრიკაში „ანტიფრანგულ პროპაგანდას" ავითარებენ.  თურქეთის საგარეო უწყების განმარტებით, ანკარა ავითარებს ურთიერთობას როგორც ალჟირთან, ისე აფრიკის კონტინენტის სხვა ქვეყნებთან და ეს ურთიერთობები ურთიერთნდობას ეფუძნება.  

დიდუბეში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის საწყობში ხანძარია

მეტროსადგურ „დიდუბესთან“, სავაჭრო ცენტრ „გორგიას“ საწყობში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მყოფის სახანძრო-სამაშველო დანაყოფები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ. სხვა დეტალები ჯერ უცნობია.  

კიევში, ტრუხანოვის კუნძულზე, საცალფეხო ხიდზე უკრაინის 430-მეტრიანი დროშა გაშალეს

კიევში, ტრუხანოვის კუნძულზე საცალფეხო ხიდზე უკრაინის 430-მეტრიანი დროშა გაშალეს, რომელიც დნეპრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს სიმბოლურად აკავშირებს. აქციას ხერსონიდან, მარიუპოლიდან, დონეცკიდან და მელიტოპოლიდან დროებით დევნილი მოსახლეობა შეუერთდა. BBC წერს, რომ ეს აქცია უკრაინელი ხალხის ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში სიმბოლური ჟესტია.

უკრაინის ყველა ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონში საჰაერო განგაშია გამოცხადებული

უკრაინის ყველა ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. რივნის რაიონში თვითმხილველები  აფეთქების შესახებ იუწყებიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.  მისივე ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ ქალაქ სარნის მახლობლად ასევე აფეთქებების შესახებ განაცხადა.  

თურქეთში ტურისტული ავტობუსის ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

თურქეთში, ბურსაში ტურისტული ავტობუსის ავარიას მსხვერპლი მოჰყვა. არიან დაშავებულები. რეგიონში გაიგზავნა ჯანდაცვის, სახანძრო და ჟანდარმერიის ბრიგადები. მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ავტობუსის მძღოლიც. 38 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო ჯგუფებმა ბურსასა და კუტაჰიას საავადმყოფოებში გადაიყვანეს.  

IAEA განმარტავს, გაიზარდა თუ არა რადიაციის დონე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე (ZNPP) არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. ის უკრაინული მხარისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განმარტავს, რომ რადიაციის დონე არ გაზრდილა. გარდა ამისა, რეაქტორის ორივე ბლოკი, რომლებიც ხუთშაბათს ელექტროენერგიის შეწყვეტის დროს გათიშული იყო ქსელიდან, პარასკევს ხელახლა მიერთების შემდეგ კვლავ მუშაობს. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში რადიაციული ღრუბელი უკრაინის სამხრეთ და რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებს დაფარავს - ენერგოატომი „დაბომბვა მოხდა ქარხნის ორი ე.წ. სპეციალური შენობის მიდამოებში, ორივე, ისევე როგორც - ერთი ესტაკადის ტერიტორია, რეაქტორის შენობიდან დაახლოებით 100 მეტრში მდებარეობს. ამ შენობებში განთავსებულია ობიექტები, მათ შორის წყლის გამწმენდი ნაგებობები, აღჭურვილობის სარემონტო მაღაზიები ან ნარჩენების მართვის ობიექტები. ადგილზე ასევე დაზიანებულია რამდენიმე წყალსადენი, მაგრამ ისინი გარემონტდა“, - ნათქვამია განცხადებაში. გროსის განცხადებით, ბოლო დაბომბვამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე ZNPP-ზე პოტენციური ატომური ავარიის რისკს. გენერალურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ის აგრძელებს კონსულტაციებს ყველა მხარესთან, რათა უახლოეს დღეებში გაგზავნოს IAEA-ს ექსპერტთა მისია ქარხანაში, რათა დაეხმაროს იქ ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფას. დაგეგმილი მისია ასევე შეაფასებს ZNPP-ისთვის მიყენებულ ზიანს.

ზელენსკი: უკრაინა ყველა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას დაიბრუნებს

უკრაინა ყველა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლს დაიბრუნებს და რუსული ტერორიზმი უპასუხოდ არ დარჩება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. დამპყრობლებს მოაქვთ დეგრადაცია და სიკვდილი. მათ სჯერათ, რომ ისინი სამუდამოდ არიან აქ, მაგრამ ეს დროებითია. უკრაინა დაბრუნდება. ღირსება, სიცოცხლის უნარი, უსაფრთხოდ და ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობა დაბრუნდება. სწორედ ამის სიმბოლო იქნება ჩვენი უკრაინის დროშა, როდესაც მას ავაფრიალებთ დონეცკში, ჰორლივკაში, მარიუპოლში, დონბასის ყველა ქალაქში, აზოვის რაიონში, რუსეთის ოკუპაციის ქვეშ მყოფ ყველა რაიონში - ხარკოვში, ზაპოროჟიეში, ხერსონის რაიონებში. აუცილებლად - ყირიმში. უკრაინას ყველაფერი ახსოვს. დღეს მე გავმართე შეხვედრა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებთან. მას ესწრებოდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვის სხვა სტრუქტურებისა და სფეროების ხელმძღვანელები. ყველა ის საკითხი, რაც განვიხილეთ, მნიშვნელოვანია, საიდუმლო დეტალებს ვერ შევეხები, მაგრამ ოკუპანტები მის შედეგებს ჩვენი დამცველების შემდგომ ქმედებებში იგრძნობენ. არცერთი ტერორისტი არ დარჩება პასუხის გარშე, ჩვენს ქალაქებზე თავდასხმებისთვის. ზაპოროჟიე ორიხივი, ხარკოვი, დონბასი - ყველგან პასუხს მიიღებენ. ვემზადებით ახალი კვირისთვის - ის ძალიან აქტიური იქნება. დაგეგმილია პარტნიორების მნიშვნელოვანი ვიზიტები უკრაინაში. მე განვაახლებ ჩვენი მხარდამჭერი სახელმწიფოებისა და ერებისადმი მიმართვის პრაქტიკას. და რაც მთავარია, ჩვენ ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ რუსეთისთვის ახალი შეზღუდვები ომის გამო და ახალი მხარდაჭერის პაკეტები ჩვენი დამცველებისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ. 

აშშ მიუთითებს მიზეზზე, რის გამოც რუსეთს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სერიოზული რადიოლოგიური რისკის აღიარება არ სურს

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სერიოზული რადიოლოგიური რისკის აღიარება არ სურს და სწორედ ამიტომ დაბლოკა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმების საბოლოო პროექტი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ბრიტანული სააგენტო აღნიშნავს, რომ ხსენებული განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა პარასკევს დაბლოკა შეთანხმება გაეროს ხელშეკრულების საბოლოო პროექტზე, რომელიც ბირთვული განიარაღების ქვაკუთხედად ითვლება, უკრაინაში მოსკოვის ქმედებების კრიტიკის ფონზე. ბოლოს ცნობები, რაც ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის შესახებ ვრცელდება IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე (ZNPP) არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. ის უკრაინული მხარისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე განმარტავს, რომ რადიაციის დონე არ გაზრდილა. არდა ამისა, რეაქტორის ორივე ბლოკი, რომლებიც ხუთშაბათს ელექტროენერგიის შეწყვეტის დროს გათიშული იყო ქსელიდან, პარასკევს ხელახლა მიერთების შემდეგ კვლავ მუშაობს. ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შემთხვევაში რადიაციული ღრუბელი უკრაინის სამხრეთ და რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებს დაფარავს - ენერგოატომი „დაბომბვა მოხდა ქარხნის ორი ე.წ. სპეციალური შენობის მიდამოებში, ორივე, ისევე როგორც - ერთი ესტაკადის ტერიტორია, რეაქტორის შენობიდან დაახლოებით 100 მეტრში მდებარეობს. ამ შენობებში განთავსებულია ობიექტები, მათ შორის წყლის გამწმენდი ნაგებობები, აღჭურვილობის სარემონტო მაღაზიები ან ნარჩენების მართვის ობიექტები. ადგილზე ასევე დაზიანებულია რამდენიმე წყალსადენი, მაგრამ ისინი გარემონტდა“, - ნათქვამია განცხადებაში. გროსის განცხადებით, ბოლო დაბომბვამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე ZNPP-ზე პოტენციური ატომური ავარიის რისკს. გენერალურმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ის აგრძელებს კონსულტაციებს ყველა მხარესთან, რათა უახლოეს დღეებში გაგზავნოს IAEA-ს ექსპერტთა მისია ქარხანაში, რათა დაეხმაროს იქ ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფას. დაგეგმილი მისია ასევე შეაფასებს ZNPP-ისთვის მიყენებულ ზიანს. რამდენად საშიშია ვითარება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

ზელენსკი: თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებთან დახურული თათბირი გავმართე, რომლის შედეგებსაც ოკუპანტები იგრძნობენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინა ყველა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლს დაიბრუნებს და რუსული ტერორიზმი უპასუხოდ არ დარჩება. მისი თქმით, 28 აგვისტოს გამართა შეხვედრა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებთან. ზელენკის განცხადებით, თათბირს ესწრებოდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფოს თავდაცვის სხვა სტრუქტურებისა და სფეროების ხელმძღვანელები. „ყველა ის საკითხი, რაც განვიხილეთ, მნიშვნელოვანია, საიდუმლო დეტალებს ვერ შევეხები, მაგრამ ოკუპანტები მის შედეგებს ჩვენი დამცველების შემდგომ ქმედებებში იგრძნობენ. ზელენსკი: უკრაინა ყველა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიას დაიბრუნებს არცერთი ტერორისტი არ დარჩება პასუხის გარშე, ჩვენს ქალაქებზე თავდასხმებისთვის. ზაპოროჟიე ორიხივი, ხარკოვი, დონბასი - ყველგან პასუხს მიიღებენ. ვემზადებით ახალი კვირისთვის - ის ძალიან აქტიური იქნება. დაგეგმილია პარტნიორების მნიშვნელოვანი ვიზიტები უკრაინაში. მე განვაახლებ ჩვენი მხარდამჭერი სახელმწიფოებისა და ერებისადმი მიმართვის პრაქტიკას. და რაც მთავარია, ჩვენ ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ რუსეთისთვის ახალი შეზღუდვები ომის გამო და ახალი მხარდაჭერის პაკეტები ჩვენი დამცველებისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილე იაროსლავ სპოდარი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ განკარგულება კვირას სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე განთავსდა. სპოდარი უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილედ 2014 წლის 24 მაისს დაინიშნა.  

მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთი ვერ შეძლებს „რეფერენდუმის“ გზით უკრაინის ტერიტორიების ანექსიას

„რუსეთი ვერ შეძლებს „რეფერენდუმის“ გზით უკრაინის ტერიტორიების ანექსიას ან ენერგეტიკული შანტაჟით უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერის შერყევას“, - ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმაგანაცხადა. „შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაცია აპირებდა კიევის აღებას სამ დღეში. შემდეგ - დონბასის დაკავებას 9 მაისამდე, შემდეგ კი - მინიმუმ სექტემბრამდე. არცერთმა გეგმამ არ გაამართლა. უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობები ფსევდორეფერენდუმებით ან გაზის შანტაჟით  დასავლეთის მხარდაჭერის შელახვის მცდელობაც არ გამოუვა“, - ამნობს პოდოლიაკი. კირბის თქმით, რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმის“ ჩასატარებლად ემზადება უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს და გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს მოუწოდა, დაეფიქსირებინათ ყველაზე მკაცრი პოზიცია რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმის ჩატარების შესახებ. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

Guardian: სასოწარკვეთილი პუტინი ხაფანგიდან თავის დაღწევას ცდილობს

პრეზიდენტი პუტინი ცდილობს, თავი დააღწიოს ხაფანგს, რომელშიც თავად გაება. ამ შინაარსის სტატიას ბრიტანული გაზეთის The Guardian-ის მიმომხილველი აქვეყნებს. პუტინმა ნამდვილად იცის, რომ კიევი არასოდეს მიიღებს რუსეთის პირობებს. ის ახლა ვერ ბედავს უკან დახევას. ასე რომ, როდესაც მასზე ზეწოლა გაიზრდება, პუტინმა, შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ მისი საუკეთესო ვარიანტია ომის ფასი გაზარდოს უკრაინის მხარდამჭერებისთვის და ამ გზით შეარყიოს კიევის წინააღმდეგობა, რაც ფაქტობრივად, უკვე დაიწყო. ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა გასულ კვირას უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერა გამოაცხადეს. მათ იციან, რაზე დებს ფსონს პუტინი. პუტინი შესაძლოა, ახლა იწყებს. მას აქვს მრავალი საშუალება, რომლითაც ძირს უთხრის დასავლეთის ერთიანობას და ძალაუფლების შენარჩუნებას.  რუსეთს ჰყავს მოკავშირეები, რომლებიც მიმოფანტულნი არიან პოლიტიკურად დაშლილ ევროპულ ლანდშაფტზე. დაეხმარებიან თუ არა პუტინის მეგობრები დასავლეთში აღმოსავლეთიდან მხეცის გადარჩენაში? ბელორუსი ალექსანდრე ლუკაშენკო უკვე პუტინის ჯიბეშია. მოსკოვმა უზრუნველყო დიქტატორის გადარჩენა. ევროკავშირის შიგნით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პუტინის „ტროას ცხენად“ აღიქმება. ევროპის უკიდურესი მემარჯვენეების მსგავსად, ორბანი აღფრთოვანებულია მისი შეუწყნარებელი ნაციონალისტური იდეოლოგიით და იზიარებს მის რასისტულ, ჰომოფობიურ შეხედულებებს. მან არაერთხელ შეუშალა ხელი ევროკავშირის სანქციებს. გასულ თვეში კრემლთან გაზის ცალმხრივი ხელშეკრულება გააფორმა. ორბანის ნდობა აშკარად არ შეიძლება. ივნისში ბულგარეთის რეფორმისტული მთავრობის დაშლა და შემდგომი საუბარი მოსკოვთან ურთიერთობების გამოსწორებაზე, შეშფოთებას იწვევს, რომ პუტინი  ევროკავშირის დასაყოფად ბერკეტებს იძენს. იტალიას ვლადიმერ პუტინის ბევრი  გულშემატკივარი ჰყავს. ორი ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერები, რომლებიც, სავარაუდოდ, მმართველ კოალიციას მომავალი თვის არჩევნების შემდეგ, წლების განმავლობაში შეუერთდებიან, მჭიდრო კავშირებით სარგებლობდნენ მოსკოვთან. მატეო სალვინის ლიგამ პუტინის გაერთიანებულ რუსეთთან 2017 წელს დაამყარა კავშირი. შესაბამისად, იტალიის გადაყენებული პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის მკაცრი ხაზი შეიძლება, შეიცვალოს. სხვა ევროპული ულტრამემარჯვენე (და ულტრამემარცხენე) მეამბოხე და პოპულისტური პარტიები სხვადასხვა ხარისხით იდენტიფიცირებენ პუტინისტურ იდეოლოგიასთან და კონსერვატიულ-სოციალურ ღირებულებებთან. პუტინს ასევე შეუძლია, დაეყრდნოს ისეთ პოლიტიკოსებს, როგორიცაა ალექსანდრ ვუჩიჩი, სერბეთის პრეზიდენტი. ვუჩიჩს ოპონენტებმა „პატარა პუტინი" შეარქვეს. სერბეთს აქვს ღრმა ისტორიული, სლავური და რელიგიური კავშირები რუსეთთან, პლუს NATO-ს მიმართ საერთო უნდობლობა. ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი შიშობენ, რომ არასტაბილური დასავლეთ ბალკანეთი აკრიტიკული ზეწოლის წერტილია, რომელსაც პუტინი გამოიყენებს ძველი კონფლიქტების გასაღვივებლად და უკრაინისგან ყურადღების გადასატანად. პუტინის უგუნური საქციელი ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იმაზე მეტყველებს, რომ გამარჯვებისთვის მზადაა, ყველაფერზე წავიდეს. სასოწარკვეთილი პუტინი ყოველდღე უფრო საშიში ხდება“, ასკვნის Guardian-ის მიმომხილველი.  

მელიტოპოლის მერი: ზაპოროჟიეს რეგიონში ოკუპანტები „რეფერენდუმის“ ნაცვლად, „არჩევნების“ ჩატარებას გეგმავენ

ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე კოლაბორანტებმა გადაწყვიტეს, 11 სექტემბერს ფსევდორეფერენდუმი არ გამართონ. სამაგიეროდ, სურთ, ჩაატარონ ე.წ. გამოკითხვა, სადაც ხალხი ხმის მიცემას რუსეთშიც კი შეძლებს. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა. „მონაწილეობა სხვა ქალაქების და თუნდაც ქვეყნების მცხოვრებლებს შეეძლებათ. უნდათ, რომ რუსეთში გაიხსნას ასეთი უბნები, რათა გააყალბონ ხმები და განაცხადონ, რომ 110% მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციას“, - განაცხადა მერმა. ორი კვირის წინ ქალაქსა და რაიონში უკრაინის წინააღმდეგობის ძალებმა რეფერენდუმის ჩატარების საწინააღმდეგო მოძრაობა დაიწყეს. დაანგრიეს პარტიის შტაბი, მოკლეს მიხაილივკაში თანამშრომელი, ხოლო მიხაილივკის ფსევდოპოლიციის უფროსი ჩამომხრჩვალი იპოვეს. ფედოროვმა ასევე დაამატა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინის სპეცსამსახურებმა მიიღეს უამრავი ზარი თანამშრომლებისგან, რომლებსაც აღარ სურთ ოკუპანტებთან თანამშრომლობა.

შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ხანძრის ადგილზე ცალკეული კერების დამუშავება მიმდინარეობს. ასევე ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ავიაცია. ამასთან, სახანძრო-სამაშველო ბრიგადები ადგილზე დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. ასევე წაიკითხეთ: დიდუბეში, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის საწყობში ხანძარია ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე ხანძარია  

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ ექსპერტთა საერთაშორისო მისია მიემგზავრება

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ მარიანო გროსის განცახდებით, უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ IEIA-ს მისიის წარმომადგენლები გაემგზავრნენ.  IAEA განმარტავს, გაიზარდა თუ არა რადიაციის დონე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ამის შესახებ დღეს, 29 აგვისტოს, გროსიმ Twitter-ზე დაწერა, რომ ეს დღე დადგა მისია, რომელმაც უკრაინის და ევროპის უდიდესი ბირთვული ობიექტის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს, გზაშია. საერთაშორისო მისიის ექსპერტები ადგილზე ამ კვირაში ჩავლენ. ცნობილია ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასათვალიერებლად ჩავა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ევროპაში უდიდესია. 4 მარტიდან ის რუსმა სამხედროებმა დაიკავეს.    

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა "ვივამედში" ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი შევიდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა "ვივამედში" ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი ერიკ გოლდსმიტი შევიდა.  "უახლოეს საათებში საქართველოში ასევე ჩამოვა შვეიცარიელი ექსპერტი, მომდევნო დღეებში კი ქვეყანაში კიდევ ორ ამერიკელ სამედიცინო ექსპერტს ვედლოებით", - განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. კლინიკა „ვივამედი” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს  

ბრიტანეთის დაზვერვა: ომში პროგრესის ნაკლებობის გამო, შოიგუმ პუტინის კეთილგანწყობა დაკარგა

ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს, ვლადიმერ პუტინთან პრობლემები აქვს, რადგან ომში პროგრესი შენელდა.  შოიგუს მტკიცებით, რუსეთი შეტევის ტემპს განგებ ანელებს ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, შოიგუ ხელმძღვანელობას ჩამოშორებულია და პუტინს ომის მიმდინარეობის შესახებ ცნობებს, ფრონტის ხაზიდან, უშუალოდ მეთაურები აწვდიან.  ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსი ოფიცრები და ჯარისკაცები, ომის საკუთარი გამოცდილებით, რეგულარულად დასცინიან შოიგუს მისი არაეფექტური ხელმძღვანელობის გამო, რადგან უკრაინასთან ომში, რუსეთის პროგრესი შეჩერებულია.