ძებნის რეზულტატი:
ირაკლი ღარიბაშვილმა Rothschild & Co-ს მმართველ დირექტორთან საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგია განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, Rothschild & Co-ს მმართველ დირექტორს არიელ მალარდ დე როტშილდს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგია. აღნიშნული სტრატეგია პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, Rothschild & Co-სთან და კომპანია Kaiser Partner-თან ერთობლივი თანამშრომლობით მომზადდა და მისი მიზანია, ქვეყანა გადაიქცეს მულტიფუნქციურ ჰაბად როგორც ტექნოლოგიების, ისე განათლებისა და ფინანსური სერვისების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბების საკითხზე, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თანამედროვე ფინანსური, ტექნოლოგიური სიახლეების გაზიარებას. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რაც ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას კომპანია Kaiser Partner-ის აღმასრულებელი მმართველი სტეფან ლინიგერი, კომპანია Kaiser Partner -ის სტრატეგიული მიმართულების ხელმძღვანელი ტილლა ქავენგი, კომპანია Rothschild & Co -ს მრჩეველი პიერ ადელინი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.
ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარია
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარია. ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად როგორც ცნობილია, ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე მაშველები. ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ბორჯომში ხანძრის რამდენიმე მცირე კერა ისევ რჩება
Lufthansa ხვალისთვის დაგეგმილ 800 ფრენას გააუქმებს
გერმანულმა Lufthansa-მ (LHAG.DE) განაცხადა, რომ 800 ფრენის გაუქმება მოუწევს. შედეგად, სავარაუდოდ 130 000 მგზავრი დაზარალდება. ფრენის გაუქმების მიზეზი პილოტთა ერთდღიანი გაფიცვაა. პროფკავშირმა ოთხშაბათს გვიან განაცხადა, რომ ანაზღაურების შესახებ მოლაპარაკებები ჩაიშალა და Lufthansa-ს მფრინავები 24-საათიან გაფიცვას მოაწყობენ.
სოსო გოგაშვილი სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე უარს აცხადებს
მე ვარ უკანონოდ დაკავებული ბიძინა ივანიშვილის მითითებების გამო. ჩემი საქმე მთლიანად აგებულია ყალბ და ფალსიფიცირებულ „მტკიცებულებებზე“, - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ გოგაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს გიორგი გელაშვილს მიმართავს. „მე ვარ უკანონოდ დაკავებული ბიძინა ივანიშვილის მითითებების გამო. ჩემი საქმე მთლიანად აგებულია ყალბ და ფალსიფიცირებულ „მტკიცებულებებზე“, რომელიც 16 ივლისის ღამეს შემოიტანეს და ჩადეს ჩემს საცხოვრებელ სახლში, ქ.თბილისი, ავთო ვარაზის 91-ში. ჩემი დაკავებაც განხორციელდა უკანონოდ და ძალადობრივად, ასევე იძალადეს ჩემი ოჯახის წევრებზეც. სასამართლომ არ გაითვალისწინა არცერთი ჩვენს მიერ მოყვანილი ფაქტი და აღკვეთიც კი არ შეცვალა. მე არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა ამ დადგმულ „მასკარადში“, რომელიც წოდებულია, როგორც სასამართლო, ხოლო იმართება და ხელმძღვანელობს ივანიშვილის დირექტივების მიხედვით. ამაზე მე მაქვს საკმაოზე მეტი მტკიცებულებები, რასაც უახლოეს დღეებში გავასაჯაროვებ. ასევე ჩემი გადაადგილება რუსთავის ციხიდან სასამართლომდე შეიცავს სიცოცხლისთვის და უსაფრთხოებისთვის დიდ რისკებს, აქედან გამომდინარე უარს ვაცხადებ დავესწრო სასამართლო პროცესებს. უკანონო პატიმარი, იოსებ გოგაშვილი 1.09.2022 წ.“,- აღნიშნულია გოგაშვილის განცხადებაში. ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სუსის ინფორმაციით, გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას. თავად გოგაშვილი ბრალდებებს უარყობს და აცხადებს, ოჯახის განადგურებით ემუქრებიან. სოსო გოგაშვილი: მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან ასევე წაიკითხეთ: ვახტანგ გომელაური სოსო გოგაშვილზე: ამბობს, ყველაფერს გამოვდებო, ველოდები. არანაირი პრობლემა არ იქნება, მეცინება უბრალოდ
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა და უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას დაჰპირდა
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეპე კოფოდი უკრაინის დედაქალაქშია. შესაბამისი განცხადება კოფოდმა Twitter-ზე გაავრცელა. „მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი მშვენიერ კიევში, რათა ხაზი გავუსვა დანიის ურყევ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისადმი“, - წერს კოფოდი. მისი თქმით, დანიამ უკვე გამოუყო უკრაინას 400 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის სამხედრო დახმარება. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 16 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დანიის პრემიერ მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის გაზრდისა და რუსეთის ფედერაციაზე სანქციების ზეწოლის საკითები განიხილეს.
IAEA-ს ექსპერტები ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე არიან
უკრაინის ბირთვული ენერგიის ოპერატორის Energoatom-ის ცნობით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარში, ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე ქარხანაში ჩავიდა. მანამადე უკრაინული მედია იუწყებოდა, რომ რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ IAEA-ს წინასწარ შეთანხმებული მარშრუტი დაბომბეს. ზაპოროჟიეს ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა, რომ რუსული ძალები ბომბავენ IAEA-ს მისიის წინასწარ შეთანხმებულ მარშრუტს, თუმცა ამის მიუხედავად, IAEA-ს მისია კვლავ მიემგზავრებოდა ელექტროსადგურზე შესასვლელად. „ჩვენ არ ვჩერდებით”, - განაცხადა IAEA-ს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ. პარალელურად, უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ენერგოატომის“ ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის გამო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მეხუთე ენერგობლოკი დაიხურა. ენერგოდარის მერმა, დმიტრო ორლოვმა განაცხადა, რომ ენერგობლოკის დახურვის შემდეგ ავარიული დაცვის სისტემა გააქტიურდა.
კახა კალაძე „ტვ პირველისა” და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს
თბილისის მერი კახა კალაძე „ტვ პირველისა” და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. კალაძე მოპასუხე პირებისგან მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 100 000 ლარს ითხოვს. „გვაინტერესებს ის დოკუმენტაცია, რომელზეც საუბრობდა ჟურნალისტი მაია მამულაშვილი, კონკრეტული ფაქტი, რომ კახა კალაძემ 60 მილიონი ,,ჩაიდო ჯიბეში”. ეს განცხადება მიზნად ისახავდა მხოლოდ კალაძის დისკრედიტაციას და მოსახლეობაში რეპუტაციის შელახვას. ეს არის ტყუილი და ცილისწამება”, - აღნიშნა კახა კალაძის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ. ამასთან, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მომავალში კონკრეტული მედიასაშუალებების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას სისტემური ხასიათი ჰქონდეს.
ვენეციის კინოფესტივალის გახსნაზე ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ უკრაინაში ომი საშინელებათა ფილმს შეადარა
ოთხშაბათს ღამით ვენეციის 79-ე კინოფესტივალის გახსნის ღონისძიებაზე უკრაინის პრეზიდენტის ვოლადიმირ ზელენსკის ვიდეოგზავნილი გავრცელდა. წინასწარ ჩაწერილ ვიდეოში ზელენსკიმ უკრაინის ომს 189-დღიანი საშინელებათა ფილმი უწოდა. „ეს არის დრამა, რომელიც დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. დიდი ტრაგედია…“, - განაცხადა უკრაინის ლიდერმა. უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა კინოსამყაროს, „არ გაჩუმდეს“ და „დაიღალოს“ მიმდინარე კონფლიქტის შესახებ საუბრით. ზელენსკის ვიდეო ომში აქამდე დაღუპული ბავშვებისა და მოზარდების სახელების სიას შეიცავდა. უკრაინის პრეზიდენტმა მსგავსი გზავნილი მაისში კანის კინოფესტივალის გახსნაზეც გაავრცელა. კანში მისი გზავნილი პირდაპირ ეთერში ფრანგულ ენაზე ითარგმნა. ზელენსკის გამოსვლას აპლოდისმენტები მოჰყვა. 79-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ოთხშაბათს ღამით დაიწყო და 10 სექტემბრამდე გასტანს.
უკრაინაში რუსმა სამხედროებმა 48 წლის ბრიტანელი მედიკოსი მოკლეს
უკრაინაში ბრიტანელი კაცი, 48 წლის ქრეიგ მაკინტოში მოკლეს, რომელიც მოხალისე მედიკოსად მსახურობდა. ამის შესახებ BBC მოკლულის დაზე, ლორნა მაკინტოშზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ბრიტანული მედია ავრცელებს, მაკინტოში ხარკოვის მახლობლად დაიღუპა. "მაკინტოში უკრაინის არმიასთან არსებულ ჯგუფში მსახურობდა. ის თვე-ნახევარში სამშობლოში დაბრუნებას გეგმავდა", - აცხადებენ დაღუპულის ოჯახის წევრები. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
საქართველოს პრეზიდენტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლენიანმა ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა რწმუნებათა სიგელები გადასცა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ჰუბერ ქნირშს პეტერ ფიშერი ცვლის 2018 წლის ივლისიდან ფიშერი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გერმანიის ელჩი იყო. მანამდე გახლდათ ენერგეტიკის, კლიმატის პოლიტიკისა და ექსპორტის კონტროლის მიმართულების დირექტორი ბერლინში, გერმანიის ფედერალურ საგარეო ოფისში. საქმიანობის სფერო მოიცავდა გლობალურ ენერგეტიკასა და კლიმატის პოლიტიკას, ასევე ექსპორტის კონტროლს და საერთაშორისო სანქციებს. ელჩი ფიშერი არის კარიერული დიპლომატი, რომელიც ფედერალურ საგარეო უწყებას 1986 წელს შეუერთდა. მისი პროფესიული გზა ეკონომიკურ პროგრესსა და მდგრადობაზე იყო ფოკუსირებული. მას ეკავა რამდენიმე თანამდებობა ბერლინის ფედერალურ საგარეო საქმეთა ოფისში, მათ შორის იყო საერთაშორისო გარემოსდაცვითი პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი და მთავარი ეკონომისტი. პიტერ ფიშერი ფედერალური პრეზიდენტის აპარატში, საგარეო პოლიტიკის საკითხებში მრჩევლად მუშაობდა. მსახურობდა გერმანიის დიპლომატიურ მისიებში ვაშინგტონში, როგორც ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, თელ-ავივში ელჩის მოადგილედ, ასევე ლონდონში, შანხაისა და სინგაპურში. ელჩი ფიშერი ერთი წლით იყო გაგზავნილი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა და თანამეგობრობის ოფისში, სადაც ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე მუშაობდა. ის რამდენიმე თვით იყო მივლენილი საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სამინისტროშიც. გერმანიის ახალი ელჩი ფლობს მაგისტრის ორ ხარისხს: ისტორია/პოლიტოლოგია ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი; მმართველობა/საერთაშორისო ურთიერთობები - ჯორჯთაუნის უნივერსიტეტი, აშშ. (ფულბრაიტის პროგრამით). ასევე, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდიით, სწავლობდა პარიზში, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. რაც შეეხება ჰუბერტ ქნირშს, ის საქართველოში ელჩად 2018 წლის 18 სექტემბრიდან მუშაობდა.
პროკურატურამ ცეცხლის წაკიდებით საცხოვრებელი სახლების და ხეხილის ბაღების განადგურების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ქარელის რაიონში ცეცხლის წაკიდებით საცხოვრებელი სახლების, სათავსოების, ხეხილის ბაღების დაზიანების და განადგურების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს, ქარელის რაიონის სოფელ ელბაქიანთკარში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ნარჩენების განადგურების მიზნით, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში ცეცხლი დაანთო. მიუხედავად იმისა, რომ თანასოფლელებმა ხანძრის გაჩენის გამო მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე გააფრთხილეს და ცეცხლის ჩაქრობა სთხოვეს, ცეცხლი არ ჩააქრო და დასახმარებლად მისული მეზობლები სახლიდან გაყარა. ცეცხლი ფართო ტერიტორიაზე გავრცელდა, რის შედეგადაც დაიწვა სოფელ ელბაქიანთკარში მდებარე 300 000 ლარის ღირებულების ექვსი სახლი, დამხმარე სათავსოები და ხეხილის ბაღები. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილებით (სხვისი ნივთის დაზიანება, განადგურება, ცეცხლის წაკიდებით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქვეყნის ეროვნული განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტი დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქვეყნის ეროვნული განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტი განიხილა, რომელიც 2030 წლისთვის საქართველოს განვითარების ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებს ასახავს. აღინიშნა, რომ დოკუმენტი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის მდგრადი, გრძელვადიანი განვითარების დაგეგმვისათვის, მისი ხედვა კი ორიენტირებულია თითოეული მოქალაქის ცხოვრების ხარისხის გაზრდასა და კეთილდღეობაზე. სხდომის დასასრულს, საბჭოს წევრებმა ქვეყნის ეროვნული განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტი მოიწონეს, რომელიც დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.
HRW-ის ახალი ანგარიში: რუსულ ძალებს უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში
Human Rights Watch-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეს სერიოზული დარღვევები წარმოადგენს ომის დანაშაულს და პოტენციურ დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ. აშშ-ის ანალიტიკური ცენტრი 24 აგვისტოს იუწყებოდა, რომ უკრაინელ ბავშვებს რუსეთში აგზავნიან გასაშვილებლად. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ.
ირაკლი კობახიძე: ერთჯერადად თვალს დავხუჭავთ სამართლებრივ პრინციპებზე და გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მივიღებთ
„ქართული ოცნება“ მზადაა, გენერალური პროკურორი 3/5-იანი კვორუმით აირჩიონ და შესაბამისი ნორმა კონსტიტუციაში ჩაიწეროს, - ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. „როგორც მოგეხსენებათ, რადიკალური ოპოზიციის საბოტაჟის ფონზე, „ქართული ოცნება“ აქტიურად მუშაობს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებაზე. აღნიშნული 12 პუნქტის ნაწილია საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევის წესის გადასინჯვა. ამ დათქმის შესრულების მიზნით, გუშინ საპარლამენტო უმრავლესობამ ოფიციალურად დააინიცირა კონსტიტუციური კანონის პროექტი ზუსტად იმ შინაარსით, რომელიც შარშან შეჯერდა უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის გამართული კონსულტაციების საფუძველზე. კანონპროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი საქართველოს გენერალურ პროკურორს აირჩევს 3/5-ის უმრავლესობით, 6 წლის ვადით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმათა 3/5-ს ვერ მიიღებს, გენერალური პროკურორი აირჩევა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ ერთი წლის ვადით. საპარლამენტო ოპოზიციასთან შეჯერებულ ამ კანონპროექტს ანალოგი არა აქვს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. ამას აქვს მარტივი მიზეზი - მისი შინაარსი ეწინააღმდეგება მმართველობის სისტემის ლოგიკას და ელემენტარულ სამართლებრივ პრინციპებს, რაზეც დღეს დიდხანს აღარ შევჩერდებით. გავიხსენებთ მხოლოდ იმას, რომ აღნიშნული მიზეზით, ჩვენი გადაწყვეტილებით, შარშან შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შეჩერდა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულება ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია, გამონაკლისის სახით, ერთჯერადად თვალს დავხუჭავთ სამართლებრივ პრინციპებზე და გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე მივიღებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უკრაინა: პირველ სექტემბერს, ხარკოვის რეგიონში რუსეთის ძალებმა სკოლა „გრადებით“ დაბომბეს
ხარკოვის რეგიონში, სკოლას, საცხოვრებელ შენობებსა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს. პეჩენიჰის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ჰუსაროვმა განაცხადა, რომ დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. ამასთან, ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ კორპუსში, მნიშვნელოვნად დაზიანდა და განადგურდა ინფრასტრუქტურული ობიექტები. მისივე თქმით, სოფელში დაბომბვის გამო შეფერხებული ელექტრომომარაგება და კომუნიკაცია აღდგა. როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის იერიშის შედეგად პეჩენიჰიში ერთი ადამიანი დაშავდა, ოთხი - ხარკოვის ოლქში, ხოლო ბალაქლიას ერთი მკვიდრი დაიღუპა.
ირაკლი კობახიძე ახალი ომბუდსმენის შერჩევაზე: ოპოზიციას უპრეცედენტო წესი შევთავაზეთ, თუმცა აქაც მოახერხეს საბაბის მოფიქრება
"ჩვენ ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს რეალურად უპრეცედენტო წესი შევთავაზეთ. ეს არის უპრეცედენტო შეთავაზება და ბუნებრივია, აქ საბაბიც კი არ არის კრიტიკისთვის, თუმცა აქაც მოახერხეს ასეთი საბაბის მოფიქრება", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც სახალხო დამცველის შერჩევის საკითხს გამოეხმაურა. მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს კობახიძის განმარტებით, აღნიშნული პროცესი აბსოლუტურად ღია იქნება. „თავიდან ბოლომდე გახსნილი ვართ ამ დისკუსიისთვის, არანაირი ინტერესი არ გვაქვს, რომ იქ ვინმე ისეთი პირი მოხვდეს, ვისთანაც ჩვენ შედარებით განსხვავებული, უკეთესი ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. აბსოლუტურად ღია იქნება ეს პროცესი, თავად შეუძლიათ დაასახელონ, არის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პლატფორმა, თავად შეუძლიათ დაასახელონ კანდიდატები ამ ჯგუფისთვის, საერთოდ არ ჩავერევით ჩვენ ამ ჯგუფის ჩამოყალიბებაში, თავიდან ბოლომდე თვითონ შეუძლიათ დააკომპლექტონ ეს ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილში. რაც შეეხება დასახელებას, მარტივად ვთავაზობთ მათ, რომ ჩვენ არც ერთ კანდიდატს არ დავასახელებთ, დაასახელონ მათ ის კანდიდატები, რომლებიც მათთვის არიან მისაღები, ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ ჩავერთვებით პროცესში. დამსახელებელი სუბიექტები არიან ფრაქციები, პოლიტიკური ჯგუფები და უფრაქციო დეპუტატების 7-კაციანი ჯგუფი. ნებისმიერი მათგანი შეიძლება იყოს ჩართული ამ პროცესში, თუ იქნება მათი სურვილი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის სასურველია, ყველა ფრაქცია, პოლიტიკური ჯგუფი და 7-კაციანი დეპუტატების ჯგუფი იყოს ჩართული ამ პროცესში, აქედან გამომდინარე, ბოლომდე გახსნილი იქნება ეს პროცესი“, - განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარიას 2022 წლის დეკემბერში სახალხო დამცველის თანამდებობაზე მუშაობის უფლებამოსილების ვადა ეწურება.
მედია: უკრაინის სასამართლომ რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის ქონება დააყადაღა
ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულ რუს ოლიგარქს ვლადიმერ ევტუშენკოვს უკრაინის სასამართლომ ქონება დაუყადაღა. დაყადაღებულ აქტივებს შორის არის უძრავი ქონება, ქარხანა და უკრაინაში რეგისტრირებული კერძო კომპანიის წილები.ევტუშენკოვის კომპანია Sistema-ს რუსი სამხედროებისთვის Orion დრონების მიწოდებაშიც ადანაშაულებენ.
ემანუელ მაკრონი: ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოვემზადოთ
ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოვემზადოთ, უნდა ვიყოთ ორგანიზებული ეროვნულ და ევროპულ დონეზე, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. „უნდა მოვემზადოთ ხანგრძლივი ომისთვის და ამისთვის უნდა ვიყოთ ორგანიზებული ეროვნულ და ევროპულ დონეზე, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ენერგეტიკას, სურსათსა და მრავალ სხვა საკითხს. თუმცა, აშკარაა, რომ ამ ხანგრძლივი ომის წინაშე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ესკალაცია და დავამყაროთ მშვიდობა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
„ქართულმა ოცნებამ“ თეკლათისა და ჭალადიდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზაზა ყურაშვილი წარადგინა
პარტია „ქართულმა ოცნებამ“, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, თეკლათისა და ჭალადიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ზაზა ყურაშვილი წარადგინა. „გვსურს, წარმოგიდგინოთ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში. თეკლათისა და ჭალადიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩვენი კანდიდატი იქნება ბატონი ზაზა ყურაშვილი. ბატონი ზაზა არის ჩვენი პარტიის ერთგული და აქტიური წევრი, რომელიც საკუთარ თემში სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით. დარწმუნებული ვართ, რომ ის აუცილებლად მოიგებს არჩევნებს, რის შემდეგაც ღირსეულად წარმოადგენს ორივე სოფლის ინტერესებს სენაკის საკრებულოში“, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
გერმანიის ახალი ელჩი: გერმანია მომავალშიც საქართველოს ძლიერი პარტნიორი იქნება და მხარს დაუჭერს ქვეყანას ევროპულ გზაზე
გერმანია მომავალშიც საქართველოს ძლიერი პარტნიორი იქნება და მხარს დაუჭერს მას ევროპულ გზაზე, - საქართველოში გერმანიის ახალმა ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა. „მოხარული ვარ და ჩემთვის პატივია, გავაგრძელო გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული მრავალწლიანი მეგობრობა. გერმანია მომავალშიც საქართველოს ძლიერი პარტნიორი იქნება და მხარს დაუჭერს მას ევროპულ გზაზე", - განაცხადა გერმანიის ელჩმა. ამასთან, ფიშერმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს რწმუნების სიგელი გადასცა. ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე ჰუბერტ კნირში პეტერ ფიშერმა შეცვალა. ამასთან, პეტერ ფიშერი გერმანიის საგარეო უწყებაში მუშაობს 1986 წლიდან. სხვადასხვა დროს მსახურობდა გერმანიის დიპლომატიურ მისიებში ვაშინგტონში, ლონდონში, თელ-ავივში, შანხაისა და სინგაპურში. ასევე, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ელჩად დანიშვნამდე იყო ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკის & ექსპორტის კონტროლის ფედერალური ოფისის ხელმძღვანელი ბერლინში.