ძებნის რეზულტატი:
„საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე: პური შესაძლოა, ათი თეთრით გაიაფდეს
ახლა ამ პერიოდს ჰქვია ალოობა, ანუ ხორბლის აღების პერიოდი. ალბათ მოხდება ფასების სტაბილიზაცია და დაბლა წამოსვლა. შესაძლებელია, 10 თეთრის ფარგლებში მოხდეს ფასის ცვლილება კლებისკენ, - ამის შესახებ „საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ განაცხადა. საქსტატი: პური და პურპროდუქტები 32.4 პროცენტით არის გაძვირებული ამასთან, დოლიძე იმედოვნებს, რომ ადგილობრივი წიქსვილებიც ამუშავდება. „ახლა ამ პერიოდს ჰქვია ალოობა, ანუ ხორბლის აღების პერიოდი. ამ პერიოდში ალბათ მოხდება ფასების სტაბილიზაცია და დაბლა წამოსვლა. შარშანდელ პერიოდს თუ შევადარებთ, ხორბალთან დაკავშირებით მსოფლიო ბირჟებზე 500 დოლარი და კიდევ მცოცავი საბაჟო გადასახადი იყო და ძალიან დიდი ფასები არსებობდა, წელს დაახლოებით 340 დოლარია. გვაქვს იმედი, რომ ამუშავდება ადგილობრივი წიქსვილებიც. პატარები უკვე ამუშავდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფქვილის კონკურენციაც იქნება. კონკურენციამ ფასების დაბლა წამოსვლა იცის. მოდით, სიმართლეს შევხედოთ, რაოდენობას ყოველთვის განსაზღვრავს ფასი, რადგან როდესაც ფასი შედარებით დაბალია, მაშინ უფრო მეტი იყიდება. რა თქმა უნდა, მეწარმე ყოველთვის დაინტერესებულია, რომ მას მეტი პროდუქცია გაეყიდოს. აქედან გამომდინარე, საუბარია იმაზე, რომ შესაძლებელია, 10 თეთრის ფარგლებში მოხდეს ფასის ცვლილება კლებისკენ“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
ISW: პუტინის ბრძანება არარეალურია და ვერ შესრულდება
ომის შესწავლის ინსტიტუტის თანახმად, უკრაინა ხერსონში რუსეთის ლოგისტიკისა და საკვანძო პოზიციებზე შეტევას განაგრძობს. ISW ასევე იუწყება, რომ მაშინ, ვლადიმერ პუტინის ბრძანება დონეცკის ოლქის 15 სექტემბრამდე დაპყრობაზე, არარეალურ მიზნად რჩება. ISW წერს, რომ უკრაინა აგრძელებს ხერსონზე კონტრშეტევას. ამერიკული ინსტიტუტის ძირითადი დასკვნები ასეთია უკრაინული ძალები აგრძელებენ რუსეთის საკვანძო პოზიციებზე დარტყმას ხერსონის რეგიონში, სამხრეთ უკრაინაში მიმდინარე კონტრშეტევის მხარდასაჭერად. უკრაინული ძალები ხერსონის ოლქის დასავლეთ ნაწილში, ოთხი თავდასხმის ხაზზე იბრძვიან და ამას რუსი სამხედრო ბლოგერებიც ადასტურებენ. რუსეთის ჯარებმა სახმელეთო დარტყმები განახორციელეს სლოვიანსკის ჩრდილო-დასავლეთით, ბახმუტის სამხრეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით და დონეცკის ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით. გრძელდება რუსეთის მე-3 არმიის კორპუსის ფორმირება დონბასში განლაგების მიზნით. რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება, სავარაუდოდ, სულ უფრო მეტად აცნობიერებს მათ უუნარობას, წარმატებით ჩაატარონ ყალბი რეფერენდუმი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სამხედრო წარუმატებლობისა და უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობის გაგრძელების გამო.
შმიგალი: არ შეიძლება რუსების დაყოფა კარგ და ცუდ რუსებად, ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 80% უკრაინის წინააღმდეგ ომს მხარს უჭერს
„სამწუხაროდ, გამოკითხვები აჩვენებს, რომ რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტი მხარს უჭერს ჩვენს წინააღმდეგ ომს. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ პუტინის ომი არ არის - რუსეთის საზოგადოებისთვის აუცილებელია ცივი შხაპი, როგორიცაა, მაგალითად, სავიზო შეზღუდვა ტურისტებისთვის და სტუდენტებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. „სამწუხაროდ, გამოკითხვები აჩვენებს, რომ რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტი მხარს უჭერს ჩვენს წინააღმდეგ ომს. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ პუტინის ომი არ არის. 200 000 რუსი სამხედრო იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ. მათი ოჯახებიც კი არაფერს ამბობენ საწინააღმდეგოს. რუსეთის მოსახლეობა, საერთო ჯამში, მხარს უჭერს ამ ომს. რუსეთის საზოგადოებისთვის აუცილებელია ცივი შხაპი, როგორიცაა, მაგალითად, სავიზო შეზღუდვა ტურისტებისთვის და სტუდენტებისთვის“, – განაცხადა შმიგალმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
უკრაინამ რუსულ კომპანიას $54 მილიონის ქონება ჩამოართვა
უკრაინა რუსი ოლიგარქების კომპანიას 2 მილიარდ გრივნაზე (უკრაინული ვალუტა) მეტი ოდენობის აქტივს ართმევს. პროკურატურამ რუსული მწარმოებლის კუთვნილი $54 მილიონის ქონება დააყადაღა. ამის შესახებ გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა. მისივე ცნობით, ვინიცის ოლქში არსებული აქტივები დაუდგენელ რუსულ კომპანიას ეკუთვნოდა, რომელიც საყოფაცხოვრებო ქიმიურ პროდუქტებს აწარმოებს. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საწარმოს ბოლო ბენეფიციარი ერთ-ერთი ცნობილი რუსი ოლიგარქია, რომელიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ახლო გარემოცვას წარმოადგენს. საწარმოში ჩატარდა არაერთი ჩხრეკა, ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა, სერვერის აღჭურვილობა და სხვა დოკუმენტები. დალუქულია თითქმის 5 ათასი ტონა ტვირთი.
კახა კალაძე: თუ "ტვ პირველის" წინააღმდეგ სარჩელს მოვიგებ, თანხა იმ ადამიანებს მოხმარდება, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს
"იმ შემთხვევაში, თუ „ტვ პირველისა“ და ამავე არხის ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ სარჩელს მოვიგებ, თანხას იმ ოჯახების და ადამიანების დასახმარებლად გამოვიყენებ, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კახა კალაძე „ტვ პირველისა” და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს „ძალიან ბევრ სიბინძურეს ვითმენ თქვენგან, ძალიან ბევრ ცილისწამებას, ტალახის სროლას, შეურაცხყოფას. შესაბამისად, სასამართლოს გზით გადაწყდეს ყველაფერი. იმაზე, რაც იყო ნათქვამი, კონკრეტულ ჟურნალისტს აუცილებლად მოუწევს წარმოადგინოს ამის მტკიცებულება. დეტალებში აღარ შევალ, არ მინდა ეს ყველაფერი შემდეგ ჩემს საწინააღმდეგოდ იყოს გამოყენებული. რაც შეეხება თანხას, თუ ჩვენ მოგვეცემა იმის შესაძლებლობა, რომ მოვიგოთ ეს თანხა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მიმართული იქნება იმ ოჯახების და ადამიანების დასახმარებლად, ვისაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს“, - განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, თბილისის მერი კახა კალაძე „ტვ პირველისა” და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. კალაძე მოპასუხე პირებისგან მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 100 000 ლარს ითხოვს.
ნორვეგიული ნავთობკომპანია რუსეთს ტოვებს
ნორვეგიის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ 2 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთიდან მთლიანად გავიდა. „Equinor-ს აღარ დარჩა აქტივები ან პროექტები რუსეთში", - იტყობინება კომპანია. რუსეთის შეჭრიდან მეოთხე დღეს, 28 თებერვალს კომპანიამ განაცხადა, რომ რუსეთიდან გასვლის პროცესს იწყებდა.
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების შესახებ IAEA-ს პირველადი შეფასება ცნობილია
IAEA-ს ხელმძღვანელი, რომელმაც ხუთშაბათს რამდენიმე საათი გაატარა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში, პირველ შეფასებებს აკეთებს. მისი თქმით, ცხადია, რომ რამდენჯერმე დაირღვა ელექტროსადგურის ფიზიკური მთლიანობა. „ასე გაგრძელება არ შეიძლება“, - განუცხადა რაფაელ გროსიმ ჟურნალისტებს, როდესაც უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ბრუნდებოდა. „ჩვენ არსად მივდივართ. ინსპექტორები იქ დარჩებიან", - განაცხადა გროსიმ. მისი თქმით, ექსპერტები უზრუნველყოფენ მიუკერძოებელ, ნეიტრალურ, ტექნიკურად გამართულ შეფასებას იმის შესახებ, თუ რა ხდება ZNPP-ზე. „პრობლემა, რომელიც მსოფლიო საზოგადოებას ძალიან აწუხებს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვაა, რამაც შესაძლოა, ქარხანა დააზიანოს და რადიაციული დაბინძურების გაჟონვა გამოიწვიოს. გროსის თქმით, ის შეესწრო სროლებს. „აშკარაა რომ ისროდნენ: ტყვიამფრქვევი... ნაღმტყორცნები. ეს მართლაც ძალიან შემაშფოთებელი იყო ყველა ჩვენგანისთვის", - განაცხადა IAEA-ს ხელმძღვანელმა. 14-კაციანი გუნდის ექვსი წევრი ბირთვულ ობიექტზე დარჩება. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ პირველ სექტემბერს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ორსაათნახევარი გაატარა, რაც საკმარისი არ იყო ორგანიზაციის ინსპექტორებისთვის, რომ ბირთვულ ობიექტზე ვითარება სრულად შეეფასებინათ. მისი თქმით, მისია ზაპოროჟიეში ჩასული იყო, რათა შეემოწმებინა, არის თუ არა რაიმე საფრთხე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მხრივ. „ასე რომ, უცნაურია, რომ ის იქ მხოლოდ ორი საათის განმავლობაში დარჩა“, - განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა. უკმაყოფილება გამოხატა ქვეყნის პრეზიდენტმაც. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამწუხაროდ, ატომური ენერგიის სააგენტოს მისიამ არ მოახდინა საკმარისი ზეწოლა რუსებზე, რომ დამოუკიდებელი მედია ელექტროსადგურზე შესულიყო. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ცდილობს, ინსპექტორების ვიზიტი უშედეგო ტურად აქციოს. მისივე თქმით, უნდა მოხდეს ქარხნის ტერიტორიის დემილიტარიზაცია, რაც უკრაინის და საერთაშორისო ძალისხმევის მიზანია. უკრაინას აქვს მოლოდინი, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია არამხოლოდ შეისწავლის ვითარებას ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურზე, არამედ დააყენებს მოთხოვნებს ტერიტორიის დემილიტარიზაციის შესახებ. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინულ მხარეს სურს, რომ IAEA-ს მისია გენერალური დირექტორის გროსის ხელმძღვანელობით შევიდეს ატომურ ელექტროსადგურზე და ყველაფერი გააკეთოს გლობალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ IAEA-მ და გაერომ დააყენონ მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს დემილიტარიზებული ზონის შექმნას.
მიხაილო პოდოლიაკი: ევროკავშირის ზოგიერთი კომპანია რუსულ ბაზარზე რჩება და კიდევ ვერ გრძნობს, რომ ფულს ბავშვების სისხლის სუნი ასდის
რუსული ბაზარი ევროკავშირის ყველა კომპანიას არ დაუტოვებია. ზოგიერთი ჯერ კიდევ ვერ გრძნობს, რომ ფულს ბავშვების სისხლის სუნი ასდის, - ამის შესახებ მიხაილო პოდოლიაკიმ სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თქმით, კომპანიებმა უკრაინელი ოჯახების მხარდასაჭერად მცირე გამოსასყიდის სახით ფუნდი უნდა შექმნან. „გჯერათ ეს თუ არა, რუსული ბაზარი ევროკავშირის ყველა კომპანიას არ დაუტოვებია. ზოგიერთი ჯერ კიდევ ვერ გრძნობს, რომ ფულს ბავშვების სისხლის სუნი ასდის. კომპანია TotalEnergies ასობით მილიონ დოლარს იღებს Novatek-იდან. ყველაზე მცირე გამოსასყიდი არის ფონდის შექმნა იმ უკრაინელი ოჯახების მხარდასაჭერად, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები რუსული ჭურვების გამო“, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“. ნორვეგიული ნავთობკომპანია რუსეთს ტოვებს ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
მცხეთის მუნიციპალიტეტში, მაშველებმა 4 წლის დაკარგული ბავშვი იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელიდან შეტყობინება შემოვიდა, რომ დაკარგული იყო მცირეწლოვანი ბიჭი. ოჯახის წევრის განცხადებით, 4 წლის ბავშვი დაახლოებით 1 საათის წინ საცხოვრებელი სახლიდან გავიდა და ვეღარ პოულობდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელიდან შეტყობინება შემოვიდა, რომ დაკარგული იყო მცირეწლოვანი ბიჭი. ოჯახის წევრის განცხადებით, 4 წლის ბავშვი დაახლოებით 1 საათის წინ საცხოვრებელი სახლიდან გავიდა და ვეღარ პოულობდნენ. მაშველები დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ და უმოკლეს პერიოდში საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 1,5 კმ-ის მოშორებით, სარწყავი არხის მიმდებარედ იპოვეს და უვნებლად დაუბრუნეს ოჯახს", - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, პატარა ბიჭი თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
უკრაინა: მიკოლაივის რეგიონში რუსული დრონი ჩამოაგდეს
საჰაერო სარდლობა „სამხრეთი“ მიკოლაივში რუსული დრონის ჩამოგდების შესახებ იუწყება. „დაახლოებით 09:00 საათზე, უკრაინულმა საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა მიკოლაივის ოლქის თავზე ჩამოაგდო დრონი Kartograf-ი, რომელიც რუსული მრავალფუნქციური უპილოტო საჰაერო სისტემების - Ptero-ს ოჯახიდანაა“, - აღნშნულია ინფორმაციაში. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის დამცველებმა ბოლო დღის განმავლობაში102 დამპყრობელი, საბრძოლო მასალის ხუთი საცავი გაანადურეს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: Vostok 2022 რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობებს ვერ გააუმჯობესებს
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, Vostok 2022 რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობებს ვერ გააუმჯობესებს. მისივე თანახმად, წვრთნებში, დაგეგმილი - 50 000 ჯარისკაცის ნაცვლად, რუსეთმა 15 000 სამხედრო ჩართო. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ასეთი წვრთნები „უპირველეს ყოვლისა რუს ლიდერებსა და საერთაშორისო აუდიტორიაზე შთაბეჭდილების მოხდენას ისახავს მიზნად". აშშ რუსეთის სამხედრო წვრთნებში ინდოეთის მონაწილეობით შეშფოთებულია „რუსეთი საჯაროდ აცხადებდა, რომ მონაწილეობას მიიღებს 50 000 ჯარისკაცი, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ წვრთნებში წელს, 15 000-ზე მეტი პერსონალი აქტიურად ჩაერთოს. ეს არის იმ ძალების დაახლოებით 20%, რომლებიც ბოლო წვრთნებში 2018 წელს მონაწილეობდნენ“, - აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობებში. გავრცელებული ინფორმაციით, 30 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარე წვრთნებში („ვოსტოკი“) ჩინეთი, ინდოეთი, ბელორუსი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი და სხვა ქვეყნები მონაწილეობენ. მედიის ცნობით, სწავლებაში ასევე არიან ჩართულნი ალჟირი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლაოსი, ნიკარაგუა და სირია.
პროკურატურამ სოფელ გავაზში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მომხდარ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 აგვისტოს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა თანასოფლელს დანით ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ვაზიანი-საგარეჯოს საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისი-საგარეჯოს ჩქაროსნული მაგისტრალის შემადგენელი, ვაზიანი-საგარეჯოს საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო. ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი 23,8 კმ-იანი 4 ზოლიანი გზისა და 13 სახიდე გადასასვლელის მშენებლობას ითავლისწინებს. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 313,4 მილიონ ლარს შეადგენს. „თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ავტობანის პროექტი 3 მონაკვეთადაა დაყოფილი, სადაც 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონისა და ნაწილობრივ ასფალტ-ბეტონის საფარის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა აშენდება. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები სამივე მონაკვეთზე მიმდინარეობს. თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ჩქაროსნული გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 169 937 ლარს შეადგენს. თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშრებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელ სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. არსებული გზა ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში გადის როგორებიცაა – ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
ზელენსკი: ყველას ერთად, ევროპასა და თავისუფალ სამყაროში, გვაქვს ძალა, დავასრულოთ ომი
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთს არ ესმის მშვიდობის ენაზე საუბარი, მაგრამ ძალიან კარგად გრძნობს ძალას ბრძოლის ველზე, ამიტომ ძალა უნდა იყოს უკრაინის მხარეს, თავისუფალი სამყაროს მხარეს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის მხარდაჭერაზე სიტყვები ქმედებებად უნდა იქცეს. „უკრაინის იარაღით, ჭურვებითა და ფინანსებით მხარდაჭერაზე ყველა სიტყვა ქმედებებით უნდა დადასტურდეს, ვიდრე ეს ომი გაგრძელდება. რუსეთს არ ესმის მშვიდობის ენა. მაგრამ ის ძალიან კარგად გრძნობს ძალას ბრძოლის ველზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ყოველწლიურ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე მიმართვისას. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალა უნდა იყოს უკრაინის მხარეს, თავისუფალი სამყაროს მხარეს, მათ შორის სანქციების საშუალებით. მისივე თქმით, აუცილებელია დაუყოვნებლივ შეწყდეს ყველა ბიზნეს ურთიერთობა იმ ქვეყანასთან, რომელიც რადიაციულ შანტაჟს მიმართავს. „ნუ დაელოდებით კატასტროფებს გადაწყვეტილების მისაღებად, გადადით პროგნოზირებად პარტნიორებზე. უკრაინა სწორედ ასეთი პარტნიორია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მან ევროპელ პარტნიორებს შეახსენა, რომ რუსეთი საჰაერო იერიშებს ახორციელებს უკრაინის სუვერენულ მიწაზე. „ყოველდღე ვკარგავთ ადამიანებს. მხოლოდ ერთ საშინელ რიცხვს შეგახსენებთ - 379. რუსეთის თავდასხმების შედეგად სწორედ ამდენი უკრაინელი ბავშვი დაიღუპა. დაშავდა 735-ზე მეტი ბავშვი. ჩვენ ყველას ერთად, ევროპასა და თავისუფალ სამყაროში, გვაქვს ძალა, დავასრულოთ ეს ომი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის მხარდაჭერაზე ყველა სიტყვა ქმედებებით უნდა დადასტურდეს
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის იარაღით, ჭურვებითა და ფინანსებით მხარდაჭერაზე ყველა სიტყვა, ქმედებებით უნდა დადასტურდეს, ვიდრე ეს ომი გაგრძელდება. მისი თქმით, რუსეთს არ ესმის მშვიდობის ენაზე საუბარი, მაგრამ ძალიან კარგად გრძნობს ძალას ბრძოლის ველზე, ამიტომ უნდა იყოს ძალა უკრაინის მხარეს, თავისუფალი სამყაროს მხარეს. მისივე თქმით, აუცილებელია დაუყოვნებლივ შეწყდეს ყველა ბიზნეს ურთიერთობა იმ ქვეყანასთან, რომელიც რადიაციულ შანტაჟს მიმართავს. „ნუ დაელოდებით კატასტროფებს გადაწყვეტილების მისაღებად, გადადით პროგნოზირებად პარტნიორებზე. უკრაინა სწორედ ასეთი პარტნიორია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მან ევროპელ პარტნიორებს შეახსენა, რომ რუსეთი საჰაერო იერიშებს ახორციელებს უკრაინის სუვერენულ მიწაზე. „ყოველდღე ვკარგავთ ადამიანებს. მხოლოდ ერთ საშინელ რიცხვს შეგახსენებთ - 379. რუსეთის თავდასხმების შედეგად სწორედ ამდენი უკრაინელი ბავშვი დაიღუპა. დაშავდა 735-ზე მეტი ბავშვი. ჩვენ ყველას ერთად, ევროპასა და თავისუფალ სამყაროში, გვაქვს ძალა, დავასრულოთ ეს ომი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
თბილისი-გორის ავტობანზე ხანძარია
თბილისი-გორის ავტობანზე ხანძარია. ამ ეტაპზე, ცეცხლი ბალახის საფარს უკიდია. ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარია შემთხვევის ადგილიზე, მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ და ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ. რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა, უცნობია. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად
ზელენსკი: რუსეთს არ ესმის მშვიდობის ენა, ამიტომ უნდა იყოს ძალა უკრაინის მხარეს, თავისუფალი სამყაროს მხარეს
„ყველა სიტყვა უკრაინის იარაღით, ჭურვებითა და ფინანსებით მხარდაჭერის შესახებ, ქმედებებით უნდა დადასტურდეს, ვიდრე ეს ომი გაგრძელდება. რუსეთს არ ესმის მშვიდობის ენა, ის ძალიან კარგად გრძნობს ძალას ბრძოლის ველზე“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველწლიურ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალა უნდა იყოს უკრაინის მხარეს, თავისუფალი სამყაროს მხარეს, მათ შორის სანქციების საშუალებით, რომლებსაც მსოფლიო აწესებს რუსეთის აგრესიისგან თავდაცვის მიზნით. მისივე თქმით, აუცილებელია დაუყოვნებლივ შეწყდეს ყველა ბიზნეს ურთიერთობა იმ ქვეყანასთან, რომელიც რადიაციულ შანტაჟს მიმართავს. „ნუ დაელოდებით კატასტროფებს გადაწყვეტილების მისაღებად, გადადით პროგნოზირებად პარტნიორებზე. უკრაინა სწორედ ასეთი პარტნიორია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მან ევროპელ პარტნიორებს შეახსენა, რომ რუსეთი საჰაერო იერიშებს ახორციელებს უკრაინის სუვერენულ მიწაზე. „ყოველდღე ვკარგავთ ადამიანებს. მხოლოდ ერთ საშინელ რიცხვს შეგახსენებთ - 379. რუსეთის თავდასხმების შედეგად სწორედ ამდენი უკრაინელი ბავშვი დაიღუპა. დაშავდა 735-ზე მეტი ბავშვი. ჩვენ ყველას ერთად, ევროპასა და თავისუფალ სამყაროში, გვაქვს ძალა, დავასრულოთ ეს ომი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ავღანეთში, მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავღანეთის ქალაქ ჰერატში მდებარე მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „თალიბანის“ მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ დაიღუპა 18 და დაშავდა 23 ადამიანი. ისინი მომხდარს თავდასხმად აფასებენ. ამასთან, აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით, არავის აუღია.
კიევი: რუსეთის ტყვეობიდან უკრაინის 14 დამცველი გათავისუფლდა
რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის ფარგლებში უკრაინის 14 დამცველი გათავისუფლდა. ამის შესახებ Ukrinform-ის ცნობით, საკოორდინაციო შტაბი იტყობინება. დ „ონეცკის რეგიონში სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის მუშაობის ფარგლებში, დღეს უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლა მოხდა. 14 უკრაინელი დამცველი სახლში დაბრუნდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. შტაბის ცნობით, გათავისუფლებულთა შორის არის 58-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ათი სამხედრო მოსამსახურე და 30-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ოთხი სამხედრო მოსამსახურე. ისინი რუსმა ოკუპანტებმა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაატყვევეს. ასევე აღნიშნულია, რომ გათავისუფლებულთა შორის არიან ოფიცერი და სამხედრო მედიკოსი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძარი ლიკვიდირებულია
"ორი კვირის წინ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევსა და სოფელ აწყურს შორის მდებარე ფერდზე ხანძარი ლიკვიდირებულია", - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა. თბილისი-გორის ავტობანზე ხანძარია ამასთან, მისივე თქმით, ლიკანთან არსებული კერა სრულად ლოკალიზებულია და კონტროლს ექვემდებარება. "ფაქტობრივად, აქტიური კერა აღარ გვაქვს და ეს ზუსტად ნიშნავს იმას, რომ სალიკვიდაციო სამუშაოები მიდის მხრჩოლავი კერების დამუშავებით და ღია ცეცხლი არსად აღარ გვაქვს. თუ ამინდმა და კლიმატურმა პირობებმა ხელი არ შეგვიშალა, დღის ბოლოს სავარაუდოდ ამ ლოკაციაზეც გამოვაცხადებთ ლიკვიდირებას. რთულს ვერ ვიტყოდი, ალბათ იყო ურთულესი. ხედავთ, რა რთული რელიეფია, ფიზიკურად მისვლა ძალიან ჭირდა, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფმა, ოპერატიულმა მოქმედებამ, ასევე მუნიციპალიტეტის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან ტრაქტორებისა და მძიმე ტექნიკის მობილიზებამ მოგვცა საშუალება, გზები გაგვეყვანა. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა და შედეგი სახეზეა“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად