ძებნის რეზულტატი:

ჯოზეფ ბორელი: რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერებაზე პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია

პოლიტიკური შეთანხმება რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების სრულად შეჩერების შესახებ მიღწეულია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „ჩვენ ვნახეთ საზღვრის კვეთის მნიშვნელოვანი ზრდა რუსეთიდან მეზობელ ქვეყნებში. ეს უსაფრთხოების რისკის საკითხი ხდება. ამიტომ დღეს ჩვენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად შევთანხმდით რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების სრულ შეჩერებაზე“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა. ამასთან, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ არ სურთ იზოლაცია რუსეთის იმ მოქალაქეებისგან, რომლებიც არიან ომის წინააღმდეგ. ევროკავშირი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებას აჩერებს - FT "ჩვენ არ გვინდა, მოვახდინოთ ჩვენი თავის იზოლაცია იმ რუსებისგან, ვინც არიან ომის წინააღმდეგ", - აცხადებს ბორელი. შეგახსენებთ, რომ უკრაინა ევროკავშირს აქტიურად მოუწოდებდა, წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე რუსი ტურისტების შესვლა აეკრძალა.  

შვედეთი უკრაინისთვის Archer-ის ტიპის თვითმავალი ჰაუბიცების გაგზავნას განიხილავს

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა Archer-ის თვითმავალი ჰაუბიცების და RBS70 ადამიანის პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემების უკრაინისთვის გადაცემას განიხილავს. მანამდე, შვედეთმა უკრაინას სამხედრო დახმარების მეშვიდე პაკეტი წარუდგინა. ენ ლინდემ განაცხადა, რომ უკრაინისთვის 500 მილიონი შვედური კრონის (47 მილიონი დოლარი) დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს საარტილერიო ჭურვებს. დახმარების ეს პაკეტი ორი დღის წინ გამოაცხადა შვედეთის პრემიერ მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა, მაგრამ  მისი შინაარსი დღემდე უცნობი იყო. Archer არის შვედური თვითმავალი 155 მმ-იანი ჰაუბიცა. შვედეთის არმია მხოლოდ 50 ასეთს ითვლის. შვედეთმა უკრაინისთის $100 მილიონამდე სამხედრო და ეკონომიკური დახმარება დააანონსა RBS70 - ასევე შვედური პორტატული საჰაერო თავდაცვის სისტემებია.  

ზელენსკი „ბირთვული შანტაჟის გამო“, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღებას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტი „ბირთვული შანტაჟის გამო“, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღებას ითხოვს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და მისი პოტენციალი, გააგრძელოს აგრესია, მთლიანად უნდა განადგურდეს. ამიტომ, სანქციების ახალი პაკეტია საჭირო მათი ბირთვული შანტაჟის საპასუხოდ, კერძოდ, Rosatom-ის (ბირთვული ოპერატორის - რედ.) წინააღმდეგ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოს ნებისმიერმა აგრესორმა ძალამ უნდა გააცნობიეროს, რა სანქციები დაწესდება მათ მიმართ და რა ფასის გადახდა მოუწევს ომის გაჩაღების შემთხვევაში. უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა აგრესორული ძალის საბანკო სისტემის სრულად დაბლოკვის აუცილებლობას, რადგან მისი ბანკები კვლავ მოქმედებენ საერთაშორისო საბანკო სისტემაში. ასევე, ზელენსკის თქმით, უნდა დაწესდეს ემბარგო რუსულ ნავთობსა და გაზზე, რათა „რუსეთმა დაკარგოს მოგების მიღების შესაძლებლობა“. ამასთან, ზელენსკის თქმით, ევროკავშირმა უნდა აკრძალოს ყველა რუსული სახელმწიფო „პროპაგანდისტი“ მედიასაშუალება. „არცერთი რუსული პროპაგანდისტი არ უნდა დარჩეს ევროკავშირის ტერიტორიაზე. არცერთ რუსულ სახელმწიფო ტელეარხს არ უნდა მიეცეს უფლება, გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირის ტერიტორიაზე", - განაცხადა ზელენსკიმ.  

აშშ-მ უკრაინისთვის მორიგი სამხედრო დახმარება დააანონსა

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ უკრაინას მორიგ სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. „ჩვენ გამოვუყავით 13 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო დახმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და ამას გავაგრძელებთ. უახლოეს დღეებში გაკეთდება განცხადებები უსაფრთხოების დამატებითი მხარდაჭერის შესახებ", - განუცხადა კირბიმ ჟურნალისტებს. აშშ-ის მიერ დამტკიცებული ბოლო, $6 მილიარდიანი პაკეტიდან, სამი თავდაცვას და სამიც ფინანსურ მხარდაჭერას მოიცავს. 24 აგვისტოს გახდა ცნობილი, რომ შეერთებული შტატები უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების ყველაზე დიდი ტრანშის ფარგლებში, 2,98 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარებას აგზავნის. რა შეიარაღებას უგზავნის ამერიკა უკრაინას  

რა შედეგით დასრულდა სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრა ბრიუსელში

ბრიუსელში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ მხარეები სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობას განაგრძობენ. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში შედგება. შეხვედრაზე, შარლ მიშელის ინფორმაციით, ასევე განიხილეს სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებისა და ტერიტორიების განაღმვის საკითხები. ფაშინიანსა და ალიევს შორის განსახილველ საკითხებს შორის იყო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის საკითხიც. ამასთან დაკავშირებით, ორმხრივი სახელმწიფო კომისია ბრიუსელში ნოემბერში შეიკრიბება. ბრიუსელის ინფორმაციით, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ბრიუსელში კიდევ ერთხელ ნოემბერში გამართავენ შეხვედრას.  

უკრაინა: ოლიგარქ მედვედჩუკთან და პუტინის ყოფილ მრჩეველთან მჭიდრო კოორდინაციით, სახელმწიფო გადატრიალების მომზადების საქმეზე ორ პირს ბრალი წაუყენეს

2019 წელს კრემლთან დაკავშირებულ ოლიგარქ ვიქტორ მედვედჩუკთან, მის ორგანიზაცია „სამოქალაქო არჩევანთან“ და რუსეთის პრეზიდენტის მაშინდელ მრჩეველ ვლადისლავ სურკოვთან, მჭიდრო თანამშრომლობით სახელმწიფო გადატრიალების მომზადების საქმეზე ბრალი ორ პირს წაუყენეს. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (SBU) ავრცელებს. მისი ცნობით, დადგინდა, რომ დამნაშავეები რუსებთან და არასამთავრობო ორგანიზაცია „უკრაინული არჩევანის“ ცალკეულ წევრებთან კოორდინირებულად მოქმედებდნენ. SBU-ს გამომძიებლების თქმით, ყირიმის ანექსიის და რუსეთის ფედერაციის სამხედრო შეჭრის დროს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მონაწილეები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ვიქტორ მედვედჩუკთან, განიხილავდნენ რუსეთის, ბელორუსისა და უკრაინის საკავშირო სახელმწიფოს შექმნის გეგმებს. დაკავებულებს ბრალად ედებათ შეთქმულება კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით.  

დარჩიაშვილი ესტონელ კოლეგას ევროკომისიის რეკომენდაციების და ასოცირების დღის წესრიგის შესრულებაზე ესაუბრა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური ე.წ გიმნიხის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ესტონელ კოლეგას ურმას რეინსალუს შეხვდა. საგარეო უწყების ცნობით, მინისტრების შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ესტონეთს შორის ტრადიციულად არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და მათი განვითარების პერსპექტივებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ესტონეთის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერაზე, როგორც ქვეყნის ევროინტეგრაციის, ასევე სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ევროკომისიის რეკომენდაციების და ასევე ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მიმართულებით. ილია დარჩიაშვილმა ესტონელ კოლეგასთან ასევე განიხილა საქართველო-ესტონეთის თანამშრომლობის ფართო სპექტრი. მინისტრმა ურმას რეინსალუს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ტრადიციულად მეგობრული და ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ილია დარჩიაშვილმა ესტონელი კოლეგა საქართველოში მიიწვია“, - იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის მიწვევით, 30-31 აგვისტოს, პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ გიმნიხის შეხვედრაში მონაწილეობს.

კულება ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ მეტი სიმკაცრისკენ მოუწოდებს

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ გამარჯვების გზაზე ყოველთვის იქნება რთული არჩევანი და ყოველთვის იქნება აგრესორის წინააღმდეგ ნახევარი ზომების მისაღების და ბალანსის მიღწევის ცდუნება. ამ კონტექსტში მინისტრი გაფრთხილებით გამოვიდა, რომ ევროპაში მშვიდობის ეპოქა დასრულდა და ასევე დასრულდა „ნახევრად-დასავლეთის“ ეპოქა და მოუწოდა ევროკავშირს, იყოს მტკიცე, და მკაცრი, რაც ომში გამარჯვების ერთადერთი გზაა ისეთი ქვეყნის წინააღმდეგ, როგორიც პუტინის მმართველობის ქვეშ მყოფი რუსეთია. ჯოზეფ ბორელი: რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერებაზე პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია „თუ მე აღმოვჩნდები ისეთი სიტუაციის წინაშე, როდესაც უნდა გავაკეთო არჩევანი ნახევარი ზომის მიღებასა და გადამჭრელი ზომების არარსებობას შორის, მე მირჩევნია ასეთი ზომა საერთოდ არ იყოს. უკეთესია, მეტი დრო დავუთმო დისკუსიას გამოსავლის მოსაძებნად, რომელიც ნამდვილად მკაცრ შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა უკრაინის პირველმა დიპლომატმა ევროკავშირის გადაწყვეტილების კომენტირებისას.  

პოლონეთის პრემიერი: ევროკავშირი მზად უნდა იყოს უკრაინის რამდენიმე წელიწადში მისაღებად

პოლონეთის პრემიერი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს უკრაინის რამდენიმე წელიწადში მისაღებად.  ზბიგნევ რაუმ ეს განცხადება პრაღაში მიმდინარე ფორუმზე გააკეთა. მისი თქმით, უკრაინამ „ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროპული ფასეულობებისადმი ყველაზე თავდადებული ქვეყნის ტიტული მოეპოვებინა“. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება გადაწყვიტა.  

ანალენა ბერბოკის თქმით, საზოგადოებრივი აზრი გერმანიას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას ვერ აიძულებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა დაარწმუნა უკრაინა, რომ ბერლინი არ გააუქმებს სანქციებს მაშინაც კი, თუ პროტესტი ენერგიაზე ფასების ზრდის წინააღმდეგ დაიწყება. მისი თქმით, ომის კიდევ ერთი ნაწილია ჰიბრიდული ომი, რისი მიზანიც დემოკრატიული სახელმწიფოების დაყოფაა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, რაც ნიშნავს, რომ სანქციები ძალაში დარჩება ზამთარში. ზამთარი მოდის და ჩვენ, როგორც დემოკრატიულ პოლიტიკოსებს, გამოწვევები გვექნება. ხალხი ქუჩაში გამოვა და იტყვის – „ელექტროენერგიის საფასურს ვერ ვიხდით“. მე კი ვიტყვი - დიახ, ვიცი და დაგეხმარებით სოციალური ზომებით“, - თქვა ბერბოკმა.  

CNN: კონტრშეტევის დაწყებამდე აშშ-მ და უკრაინამ „ანალიტიკური წვრთნები“ გამართეს

უკრაინის ამჟამინდელი კონტრშეტევის დაწყებამდე, აშშ-მ მოუწოდა კიევს, შეეზღუდა ოპერაცია რათა „თავიდან აეცილებინა გადაჭარბება როგორც მისი მიზნების, ასევე გეოგრაფიული არეალის თვალსაზრისით და მრავალ ფრონტზე არ „ჩაძირულიყვნენ“ , - ამის შესახებ CNN-ს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა და უკრაინულმა წყაროებმა განუცხადეს. წყაროს ცნობით, ეს დისკუსიები მოიცავდა ე.წ. სამხედრო თამაშებს, სხვაგვარად  -  ანალიტიკურ წვრთნებს, რომლებიც მიზნად ისახავდა უკრაინელი სამხედროების დახმარებას იმის გასაგებად, თუ რა ძალები უნდა შეეკრიბათ სხვადასხვა სცენარის მიხედვით, წარმატების მისაღწევად. „უკრაინელები თავდაპირველად უფრო ფართო კონტრშეტევას განიხილავდნენ, მაგრამ ბოლო კვირებში მათი მისია სამხრეთით, ხერსონის რეგიონის მიმართულებით შემცირდა“, - განაცხადეს აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალურმა პირებმა. „ჩვენ კომენტარს არ გავაკეთებთ ამ ურთიერთობის სპეციფიკაზე. ზოგადად რომ ვთქვათ, ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას უკრაინელებს, რათა დავეხმაროთ მათ, უკეთ გაიგონ საფრთხეების შესახებ. ისინი უპირისპირდებიან რუსეთის აგრესიას და იცავენ საკუთარ ქვეყანას. საბოლოო ჯამში, უკრაინელები იღებენ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა თავის მხრივ, პენტაგონის სპიკერმა.  

რუსეთი ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერებას გამოეხმაურა

CNN რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერების გამო იმუქრება.  მოსკოვი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება უპასუხოდ არ დარჩება.  „ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, იქნება თუ არა ზომები სიმეტრიული, ასიმეტრიული თუ ის, რასაც ევროკავშირი არ ელის“, - განცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ. პოლიტიკური შეთანხმება რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების სრულად შეჩერების შესახებ მიღწეულია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.  

NATO-ს სახმელეთო ძალების ოფიცრების ვიზიტისას საქართველოში ოფიციალურ შეთანხმებას მოეწერა ხელი

ექსკლუზივი NATO და საქართველო ალიანსის შეფასების (NEL2) პროცესის ახალ ეტაპზე გადადიან NAT0-ს ოფიციალური პირი Europetime-ს ექსკლუზიურად ესაუბრა NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის ოფიცრების ვიზიტის მიზნებსა და იმ შეთანხმებაზე, რომელიც ალიანსმა ქართულ მხარესთან გააფორმა. NAT0-ს ოფიციალური პირის თქმით, შეთანხმება ღონისძიებათა ერთობლიობას მოიცავს და სწორედ მის საფუძველზე დაიწყება NEL2-ის შეფასების მეორე ეტაპი, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების მსუბუქი ქვეითი ასეულის ოპერატიული შესაძლებლობების განსაზღვრას ემსახურება. როგორც ცნობილია, NEL2-ის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ქართული დანაყოფი NATO-სთან სრულად თავსებადი ხდება. „NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM) 3 ოფიცერი საქართველოში ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის (OCC) საკონსულტაციო ვიზიტის ფარგლებში 22-დან 26 აგვისტომდე იმყოფებოდა. დელეგაცია საქართველოში NATO-ს შეფასების II დონის (NEL2) შეფასების მიზნით ჩამოვიდა.   NEL2 მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების მსუბუქი ქვეითი ასეულის ოპერატიული შესაძლებლობების დონის განსაზღვრას, რომელიც თავის დროზე NATO-ს რეაგირების ძალებს (NRF) შეუერთდა. NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის ოფიცრების ვიზიტები მოიცავდა მოხსენებების, შეხვედრებისა და აქტივობების მთელ რიგ სერიას, მათ შორის საქართველოს თავდაცვის უწყების ოფიციალური პირების ჩართულობით. ხსენებული ვიზიტი დასრულდა შესრულების ღონისძიებების ერთობლიობის შესახებ ორივე მხარის მიერ ოფიციალურ შეთანხმებაზე ხელმოწერით, რასაც აღნიშნული შეფასების პროცესის მეორე ეტაპი დაეფუძნება“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, NATO-ს შეფასების II დონის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ქართული დანაყოფი NATO-სთან სრულად თავსებადი ხდება. NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები 2002 წელს ჩამოყალიბდა, ის ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდლობას ექვემდებარება. NATO-ს წევრი სახელმწიფოების გარდა, NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობა ასევე შეუძლიათ NATO-ს პარტნიორ ქვეყნებს. საქართველომ თავისი სამხედროების მონაწილეობა ალიანსს 2013 წელს შესთავაზა და მისი პირველი ასეული NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს 2015 წლის იანვარში შეუერთდა. NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეციალური ოპერაციების ძალებისგან შედგება.

საგარეო საქმეთა მინისტრი: ესტონეთის მიზანია, რუსეთის მოქალაქეების უმეტესობისთვის ქვეყანაში შესვლა რამდენიმე კვირაში შეაჩეროს

ესტონეთი მიზნად ისახავს, შეაჩეროს რუსეთის მოქალაქეების უმეტესობისთვის ქვეყანაში შესვლა რამდენიმე კვირის განმავლობაში და თუ ეს შესაძლებელია, იმოქმედოს თავის რეგიონულ პარტნიორებთან ერთად, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა. „ამას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა სწორედ დრო არის ახლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ რა რაოდენობის რუსეთის მოქალაქეები შედიან ესტონეთში“, - აღნიშნა მინისტრმა. ბოლო ექვს თვეში ქვეყანაში 1.3 მილიონიან ესტონეთში რუსეთის 300 000 მოქალაქე შევიდა. პოლიტიკური შეთანხმება რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმების სრულად შეჩერების შესახებ მიღწეულია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა 31 აგვისტოს განაცხადა. კულება ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ მეტი სიმკაცრისკენ მოუწოდებს ეგახსენებთ, რომ უკრაინა ევროკავშირს აქტიურად მოუწოდებდა, წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე რუსი ტურისტების შესვლა აეკრძალა.  

CNN: აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, რუსეთს უკრაინაში სამხედრო პერსონალის მძიმე დეფიციტი ემუქრება

აშშ-ის შეფასებით, რუსეთს უკრაინაში სამხედრო პერსონალის მძიმე დეფიციტი ემუქრება. ამის შესახებ აშშ-ის ორმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა. მათივე შეფასებით, რუსეთი თავისი ჯარის რაოდენობის გასაძლიერებლად ახალ გზებს ეძებს.  ოფიციალურმა პირებმა ასევე განაცხადეს, რომ აშშ-ის სარწმუნო ინფორმაციით,რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში „სავარაუდოდ, „მსჯავრდებულთა“ რეკრუტირებას, „შეწყალებისა და ფინანსური კომპენსაციის სანაცვლოდ" დაიწყებს.     

ზელენსკი: საბოლოოდ უნდა გადაწყდეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების შეზღუდვის საკითხი. ევროპა პირველ რიგში, ფასეულობების ტერიტორიაა

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპული ვიზების შეზღუდვის საკითხი საბოლოოდ უნდა გადაიჭრას. ამ საკითხზე ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „საბოლოოდ უნდა გადაწყდეს რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპული ვიზების შეზღუდვის საკითხი. ვფიქრობ, ევროპისთვის დამამცირებელია, როდესად მას როგორც ერთ დიდ ბუტიკს ან რესტორანს განიხილავენ. ევროპა პირველ რიგში, ფასეულობების ტერიტორიაა და არა პრიმიტიული მოხმარების და როდესაც სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებსაც ევროპული ფასეულობების განადგურება სურთ, ევროპას იყენებენ გასართობად ან შოპინგისთვის, ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რისთვისაც ზოგადად ევროპა გაერთიანდა.ევროკავშირი მიზნად ისახავდა კონტინენტზე მშვიდობის შენარჩუნებას. მუშაობას ევროპის ქვეყნების მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებისთვის.მადლობელი ვარ იმ ევროპელებისა, რომლებსაც ესმით, რომ ომის დროს ნებისმიერი ნორმალური ადამიანის მოვალეობაა, იბრძოლოს იმისთვის, რომ აგრესორი დამარცხდეს, ოკუპაცია დასრულდეს და რუსმა სამხედროებმა უკრაინის მიწა დატოვონ“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა

დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა. პირველადი მონაცემებით, აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. ამასთან, შემთხვევის შედეგად ოჯახის 3 წევრი დაშავდა. დაშავებულები, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. “დილით ძლიერი აფეთქების ხმა იყო. ოჯახის სამი წევრი მძიმედაა დაშავებული. როგორც ვიცით, ბინაში აფრიკელები ცხოვრობდნენ“, - აცხადებენ ადგილობრივები.  

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

ქვეყანაში მაღალი ტემპერატურა და უნალექო ამინდი კვლავ ნარჩუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. "3 სექტემბრის ჩათვლით ტემპერატურა 39-41 გრადუსს მიაღწევს. 4 სექტემბრიდან კი, დასავლეთ საქართველოში ნავარაუდევია წვიმა, ტემპერატურა 30 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდები 5 სექტემბრიდან არის ნავარაუდები", - ნათქვამია ინფორმაციაში. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად  

დიდ დიღომში გაზის გაჟონვის შედეგად შედეგად 3 ადამიანი დაშავდა - ერთ წლამდე ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ წლამდე ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა როგორც ცნობილია, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის დედა და მცირეწლოვანი შვილი. “დილით ძლიერი აფეთქების ხმა იყო. ოჯახის სამი წევრი მძიმედაა დაშავებული. როგორც ვიცით, ბინაში აფრიკელები ცხოვრობდნენ“, - აცხადებენ ადგილობრივები.  

უკრაინის გენშტაბი: რუსი ოკუპანტების ძალისხმევა კონცენტრირებულია დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარებაზე

რუსი ოკუპანტების ძალისხმევა კონცენტრირებულია დონეცკის ოლქის ტერიტორიაზე სრული კონტროლის დამყარებაზე, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. მათივე ცნობით,  მტერი ასევე მაქსიმალურად ცდილობს, ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს და მიკოლაივის ოლქების შენარჩუნებას. „მოწინააღმდეგე უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე საჰაერო და სარაკეტო დარტყმებს აგრძელებს. სევერსკის მიმართულებით, მტერმა, არტილერიის გამოყენებით დაბომბა სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურა ჩერნიგოვის ოლქის კამენსკაია სლობოდასა და ჟელეზნი მოსტის დასახლებები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ვოლოდიმირ ზელენსკი: ოკუპანტებს მხოლოდ ორი რამის გაკეთება შეუძლიათ - გაიქცნენ ან ტყვედ ჩაბარდნენ ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.