ძებნის რეზულტატი:
სალომე ზურაბიშვილს გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძის დანიშვნა მიზანშეწონილად არ მიაჩნია
"დავით ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია, აქედან გამომდინარე მისი დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად, მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ომი ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში, საქართველოს პრეზიდენტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად", - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დავით ბაქრაძე დაინიშნა "საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბატონი დავით ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია, აქედან გამომდინარე მისი დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად, მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ომი ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში საქართველოს პრეზიდენტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად. ეს პოზიცია პრეზიდენტმა არაერთგზის დააფიქსირა როგორც საჯაროდ, ასევე არაფორმალური კონსულტაციების დროს. რაც შეეხება ბატონი დავით ბაქრაძის დანიშვნას, ის დანაშული იქნა პრეზიდენტის 30 აგვიტოს განკარგულებით გაეროში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ოფიციალური წარდგინება, რაც საქართველოს მთავრობის სახელით შემოვიდა პრეზიდენტთან და ასეთი მისი ინაუგრაციის შემდეგ 39 იყო, 39-ვე წარდგინება დაკმაყოფილდა და ყველა დაინიშნა შესაბამის თანამდებობებზე," - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პრეზიდენტი: 37 ელჩიდან 36-ის დანიშვნაზე ხელი მოვაწერე, ერთადერთია გაეროში დავით ბაქრაძე - 5 წელი იყო ელჩი და არაფერი გაუკეთებია
ქართველი მშვიდობისმყოფელების დღე „ღირსეული პარტნიორი 2022“-ში მონაწილე სამხედროების გარბენით აღინიშნა
დღეს ქართველი მშვიდობისმყოფელების დღეა. საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროები მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2022“-ის ხელმძღვანელებმა ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მდებარე მემორიალთან გაიხსენეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ და პოლკოვნიკმა ჯონ მაიკლ ფუჩკომ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედროების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. დღესვე IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საერთაშორისო მისიებში დაღუპული მშვიდობისმყოფელების ხსოვნის პატივსაცემად 5-კილომეტრიანი გარბენი მოეწყო. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა „ღირსეული პარტნიორი 2022“-ში მონაწილე ქართველმა და უცხოელმა სამხედროებმა მიიღეს. გარბენი დაჯილდოებით დასრულდა. ფინიშის ხაზის გადამკვეთ პირველ ხუთ სამხედროს სამახსოვრო დაფა და კოინები გადაეცა. მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ საქართველოში უკვე მეექვსედ ტარდება და მიზნად ისახავს საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდას შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის.
უკრაინულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ოლქში წინსვლას მიაღწიეს
რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ოლქის სამ რაიონში, ხერსონში, ბერისლავსა და კახოვკაში, უკრაინულმა ძალებმა წარმატებას მიაღწიეს, - ამის შესახებ ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, იური სობოლევსკიმ განაცხადა. უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყების დღიდან უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 47 900 ჯარისკაცია მოკლული "რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ოლქის სამ რაიონში, ხერსონში, ბერისლავსა და კახოვკაში, უკრაინულმა ძალებმა წარმატებას მიაღწიეს", - აღნიშნა იური სობოლევსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკი: ოკუპანტებს მხოლოდ ორი რამის გაკეთება შეუძლიათ - გაიქცნენ ან ტყვედ ჩაბარდნენ ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ზაპოროჟიეს საოკუპაციო რეჟიმმა IAEA-ს მისიისთვის სპეციალური საშვი არ გასცა - BBC
ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის მიერ „დანიშნულმა“ ოფიციალურმა პირმა ევგენი ბალიცკიმ განაცხადა, რომ IAEA-ს დელეგაცია უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა იმყოფება. „მისია რიგში დადგება ზაპოროჟიეს „რეგიონის გათავისუფლებულ ნაწილამდე მისასვლელად (ასე უწოდებენ რუსი სამხედროები მათ მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიას)“, - ამბობს ზაპოროჟიეს ოკუპირებულ რეგიონში, რუსეთის მიერ „დანიშნული“ ოფიციალური პირი. IAEA-ს მისია კიევშია და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარების შესასწავლად ემზადება უკრაინას აქვს მოლოდინი, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია არამხოლოდ შეისწავლის ვითარებას ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურზე, არამედ დააყენებს მოთხოვნებს ტერიტორიის დემილიტარიზაციის შესახებ. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინულ მხარეს სურს, რომ IAEA-ს მისია გენერალური დირექტორის გროსის ხელმძღვანელობით შევიდეს ატომურ ელექტროსადგურზე და ყველაფერი გააკეთოს გლობალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ IAEA-მ და გაერომ დააყენონ მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს დემილიტარიზებული ზონის შექმნას.
ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს, რუბენ სადოიანს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. მათივე ცნობით, განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს და ხელი შეუწყოს სამშვიდობო პროცესს. პრემიერმა სომეხ დიპლომატს ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარებაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
უკრაინის დაზვერვა: რუსეთმა მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ფარული მობილიზაცია გამოაცხადა
უკრაინის დაზვერვის დირექტორატმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ყირიმში შემდგომი განლაგების მიზნით, რუსეთის ორი უდიდესი ქალაქის სამხედრო კომისარიატებმა სამხედრო სამსახურში მასობრივი გაწვევის შესახებ მითითებები მიიღეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დღეს დილით BBC ბელგოროდის რეგიონში აფეთქებების შესახებ იუწყებოდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ანექსირებულ ყირიმში ხანძრის შესახებ. „დღეს დილა ბელგოროდში რამდენიმე აფეთქებით დაიწყო. საჰაერო თავდაცვის სისტემა ამოქმედდა. იმ ინფორმაციით, რაც ამ დროისთვის მაქვს, ნგრევა და მსხვერპლი არ არის", - წერს ბელგოროდის რეგიონის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ გლადკოვი. გარდა ამისა, არსებობს ცნობები, რომ ყირიმში, ჯანკოის უკან, სოფელ კრასნოგვარდეისკოეში ნავთობის საცავი იწვის. ოფიციალური კომენტარები ჯერ არ გაკეთებულა.
ილია დარჩიაშვილი მოლდოველ კოლეგას შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მოლდოველ კოლეგას, ნიკუ პოპესკუს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრების შეხვედრა პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში შედგა. „საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ევროკავშირის არაფორმალურ მინისტერიალზე ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიწვევას, რაც კიდევ ერთხელ წარმოადგენს ევროკავშირის მხრიდან ამ ქვეყნების მკაფიო მხარდაჭერის დემონსტრირებას. მინისტრებმა ისაუბრეს ასოცირებული ტრიოს ევროინტეგრაციის საკითხზე, მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის ევროკომისიის რეკომენდაციებსა და მათი შესრულების მიმდინარეობაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს ასოცირებული ტრიოს როლი და მნიშვნელობა ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგის პირობებში. აქცენტები გაკეთდა ამ კუთხით ერთობლივი სამომავლო ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობაზე. ილია დარჩიაშვილმა და ნიკუ პოპესკუმ ასევე განიხილეს საქართველო-მოლდოვას ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა აქტუალური საკითხები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის – ჩეხეთის მიწვევით, 30-31 აგვისტოს, ქ. პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ. გიმნიხის შეხვედრაში მონაწილეობს“, – აცხადებენ სამინისტროში.
საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული გემის ან ტვირთის შესაძლო შემოსვლაზე ეკონომიკის სამინისტრომ განმარტება გააკეთა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული გემის ან ტვირთის შემოსვლას უარყოფს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა განაცხადა, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. გურამიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გემი, გემის მფლობელი, ან ტვირთი სანქციების სიაშია, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება. მისივე თქმით, ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტი, რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტს ევროკავშირში კრძალავს 2022 წლის 5 დეკემბრიდან, ხოლო მსუბუქ ნავთობპროდუქტებს 2023 წლის 5 თებერვლიდან. გურამიშვილის განცხადებით, ბულგარეთს საზღვაო გზებით 2024 წლის ბოლომდე შეეძლება, განაგრძოს საზღვაო ტრანსპორტით ენერგომატარებლების შეტანა, ხოლო ხორვატიას 2023 წლის ბოლომდე მიეცემა საშუალება, მოახდინოს მსუბუქი ნავთობპროდუქტების რუსეთიდან იმპორტი. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, ევროკავშირის სანქციები არ ეხება მილსადენით ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებას, რაც ნავთობპროდუქტების ალტერნატიული ტრანსპორტირების სახეა. „ბოლო დროს გახშირდა ფაქტები, როდესაც გადაუმოწმებელი ინფორმაცია გადის მედიაში და ეს აზიანებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას, ამიტომ მინდა, გავაკეთო განცხადება, რომელიც ნათელს მოჰფენს კონკრეტულად დღევანდელ შემთხვევას. გავრცელდა გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაცია ერთ-ერთ მედიასაშუალებაში. საკითხი ეხება კონკრეტულ გემს – ატაკამას. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აცხადებს, რომ დღემდე საქართველოს ნავსადგურებში სანქცირებული გემი ან ტვირთი არ შემოსულა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისი სამსახურების მიერ შემოწმებულია სენტ-კიტსისა და ნევისის დროშის ქვეშ მცურავი გემი ATACAMA (IMO # 9248801, მოსვლის ნავსადგური ტუაფსე, რუსეთი), რომელიც 29 აგვისტოს დადგა ბათუმის აკვატორიის საღუზე რაიონში და არა ნავმისადგომთან. აღნიშნული გემის საქართველოს წყლებში შემოსვლის მიზანი იყო სასმელი წყლითა და საკვები პროდუქტებით მომარაგება, რაც განხორციელდა 30 აგვისტოს, საღუზე წერტილში მცურავი საშუალების გამოყენებით. რაც შეეხება ტვირთს, გემს სატვირთო ოპერაციებზე განაცხადი არ გაუკეთებია და შესაბამისად, არ განუხორციელებია სატვირთო ოპერაციები. სკრინინგის შედეგებზე დაყრდნობით, ცალსახად ვაცხადებთ, რომ რამდენიმე საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის მცდარი. გემი „ატაკამა“ ან მისი მფლობელი არ იძებნება სანქცირებულ კომპანიათა ჩამონათვალში. მიმდინარე მონაცემებით, გემი მოიხსნა საღუზე წერტილიდან და ტოვებს საქართველოს ტერიტორიულ წყლებს“, – აღნიშნა გურამიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. სანქცირებული გემის შემოსვლაზე ინფორმაცია დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა.
ესპანეთში ძლიერი სეტყვის შედეგად 20 თვის ბავშვი დაიღუპა
ესპანეთში, ჟირონას რეგიონში ძლიერი სეტყვის შედეგად 20 თვის ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ბავშვს სეტყვის მარცვალი თავში მოხვდა. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ამასთან, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება კიდევ 50-მდე ადამიანმა მიიღო. დაზიანებულია ინფრასტრუქტურაც.
ან ლინდე: ევროკავშირის ჩართულობა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისადმი მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია
პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური ე.წ გიმნიხის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის მიწვევით გაიმართა. ამასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება დააფიქსირა შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და სამივე ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. რა საკითხები განიხილეს ილია დარჩიაშვილმა და დმიტრო კულებამ პრაღაში გამართულ შეხვედრაზე „ევროკავშირის ჩართულობა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისადმი მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გამკლავების, ასევე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო რეფორმების მხარდაჭერის თვალსაზრისით“, - აცხადებს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე.
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 32 305 000 აშშ დოლარი გაყიდა
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 32 305 000 აშშ დოლარი გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 32 305 000 აშშ დოლარი გაყიდა დღეს, გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 40 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე 32 305 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8983 შეადგინა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეშია
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია ქალაქ ზაპოროჟიეში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარში მდებარე ატომური ელექტროსადგურის (NPP) მოსანახულებლად ჩავიდა. ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარუხმა ჟურნალისტებთან განაცხადა. დამატებითი დეტალები არ გახმაურებულა. IAEA-ს მისია კიევშია და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვითარების შესასწავლად ემზადება უკრაინას აქვს მოლოდინი, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია არამხოლოდ შეისწავლის ვითარებას ზაპორიჟჟიას ატომურ ელექტროსადგურზე, არამედ დააყენებს მოთხოვნებს ტერიტორიის დემილიტარიზაციის შესახებ. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უკრაინულ მხარეს სურს, რომ IAEA-ს მისია გენერალური დირექტორის გროსის ხელმძღვანელობით შევიდეს ატომურ ელექტროსადგურზე და ყველაფერი გააკეთოს გლობალური საფრთხის თავიდან ასაცილებლად. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ IAEA-მ და გაერომ დააყენონ მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს დემილიტარიზებული ზონის შექმნას.
პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტებზე შს სამინისტროს ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 15 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და სამმართველოს შენობის ერთ-ერთ ოთახში მყოფ დაკავებულ პირს სახეში ხელი დაარტყა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული 30 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით ) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორს, რომლის მიმართაც ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. სასამართლომ არ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულს გირაო 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით შეუფარდა, რაც ბრალდების მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2022 წლის 31 ივლისს, საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში, დაკავებულ პირს სხეულის სხვადასხვა არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული 27 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით ) წარედგინა. სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი: ჩვენ ნაკლებ ელექტროენერგიას ვაწარმოებთ და თუ ზამთარში ძალიან აცივდა, ცალკეულ უბნებში დენს დღეში ორი საათით გავთიშავთ
"ჩვენ ნაკლებ ელექტროენერგიას ვაწარმოებთ და შეიძლება დადგეს მომენტი, თუ ზამთარში ძალიან აცივდა, რომ დენის მიწოდებაში პრობლემები შეიქმნას. ასეთ შეთხვევაში, ცალკეულ უბნებში დენს დღეში ორი საათით გავთიშავთ", - ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელისაბედ ბორნმა განაცხადა. „ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლებ ელექტროენერგიას ვაწარმოებთ და შეიძლება დადგეს მომენტი, თუ ზამთარში ძალიან აცივდა, რომ დენის მიწოდებაში პრობლემები შეგვექმნება. ასეთ შეთხვევაში, ცალკეულ უბნებში დენს დღეში ორი საათით გავთიშავთ“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირმა გაზის საცავების 80% დაგეგმილ ვადაზე ორი თვით ადრე შეავსო
ამერიკის საელჩო: აშშ-სა და საქართველოს შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე თანამშრომლობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი კომპონენტია
ამერიკის საელჩოს განცხადებით, აშშ-სა და საქართველოს შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე თანამშრომლობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. „შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე თანამშრომლობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. აღვნიშნავთ რა დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს, ქართულ-ამერიკული მიღწევები ჯანდაცვის სფეროში განსაკუთრებით გამოირჩევა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა კარგად იციან, რომ დაავადებათა გავრცელება ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, ამიტომ უმნიშვნელოვანესია მუდმივი მზადყოფნა და გამოცდილების გაცვლა. აშშ-საქართველო რეგიონულ პარტნიორებთან ერთად ჯანდაცვის კუთხით 1995 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს. ამ კვირაში აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში შეხვდნენ ადგილობრივი და რეგიონის ჯანდაცვის ექსპერტები, რომლებმაც გაცვალეს საუკეთესო გამოცდილება და განიხილეს ჯანდაცვის რისკების პრევენციის, აღმოჩენისა და საპასუხო ქმედებების გეგმა მთელ რეგიონში“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მედია: გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ორი მაღალჩინოსანი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი
გერმანულ გამოცემა Die Zeit-ზე დაყრდნობით, საერთაშორისო მედია წერს, რომ გერმანიის შიდა სადაზვერვო სამსახურებმა ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს ორი მაღალჩინოსნის რუსეთის სასარგებლოდ სავარაუდო ჯაშუშობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს. საქმე ეხება განყოფილებას, რომელიც ენერგეტიკის, მათ შორის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საკითხებზე მუშაობს. მედიის ცნობით, საიდუმლო სამსახურს გამოძიების დაწყების თხოვნით ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის ნდობით აღჭურვილმა პირებმა მიმართეს. ამის საფუძველი კი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებულ შიდა დოკუმენტაციაში გარკვეული ხარვეზები გახდა.
კელი დეგნანი ომბუდსმენის შერჩევაზე: ახლა არის დრო მაქსიმალურად მრავალფეროვანი ხმების ჩართვის და არა პროცესის დახურვის
ამერიკის ელჩი კელი დეგნანი სახალხო დამცველის შერჩევისას საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებას მნიჩვნელოვნად მიიჩნევს. დეგნანი პროცესის ინკლუზიურობის აუცილებლობას უსვამს ხაზს, რათა მიუკერძოებლობაში არ იყოს ეჭვი შეტანილი. ამასთან, ელჩი თვლის, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებ იმას, რომ პროცესი წარიმართოს ყველა მხარისთვის მისაღებად ქვეყნის შიგნით და ასევე ის იღებდეს მაღალ შეფასებას საქართველოს პარტნიორებისგანაც. „სახალხო დამცველის შერჩევა უაღრესად მნიშვნელოვანია. პარლამენტს აქვს უდიდესი შანსი, რომ ეს პროცესი ინკლუზიური იყოს. ახლა არის დრო მაქსიმალურად მრავალფეროვანი ხმების ჩართვის და არა პროცესის დახურვის. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინა შერჩევის პროცესმა მაღალი შეფასება დაიმსახურა იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან რომლებიც აკვირდებიან სახალხო დამცველის შერჩევას. საქართველომ მართლაც მაღალი შეფასება მიიღო წინა სახალხო დამცველის შერჩევისას, რადგანაც პროცესი ინკლუზიური იყო და მასში არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა მხარეები მონაწილეობდნენ. თუ საქართველოს სურს, შეინარჩუნოს ეს ძალიან მაღალი შეფასება, რომელიც მან მიიღო „ადამიანის უფლებებზე მომუშავე ეროვნული ორგანიზაციების გლობალური ალიანსის" მხრიდან, მან უნდა დაიცვას პრინციპები, რომლებიც გათვალისწინებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის სახით, პარიზის პრონციპებით და რეკომენდაციებით, რომლებიც საქართველოს გადაეცა 5 წლის წინ. საქართველო ასე შეინარჩუნებს იმ მაღალ შეფასებას, რომელიც მან მიიღო წინა ჯერზე სახალხო დამცველის შერჩევის გამართული პროცესისათვის, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციებიჩ მონაწილეობდნენ. ასე რომ, რთულად გამოსაცნობი არ არის, როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი. ეს ყველაფერი გაწერილია პარიზის პრინციპებში, ევროსაბჭოს რეკომენდაციებში, „გლობალური ალიანსის" შეფასებაში. ამ პროცესის კარგად წარსამართად საქართველოსთვის მრავალი სახელმძღვანელო პრინციპი არსებობს, რათა სახალხო დამცველი შეირჩეს კონსენსუსის საფუძველზე და ყველა მხარის აღიარებით. უნდა გვახსოვდეს, რომ სახალხო დამცველის მთავარ ამოცანას საქართველოს თითოეული მოქალაქის ადამიანის უფლებების დაცვა წარმოადგენს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი სამუშაოა, რომელიც ითხოვს მიუკერძოებელ პირს, სათანადო კვალიფიკაციითა და ყველა მხარის აღიარებით. დავამატებდი, რომ პროცესის ინკლუზიურობასთან დაკავშირებით მაგალითად ვენეციის კომისიის უკანასკნელი პერიოდის მოსაზრება მიყურადების კანონთან დაკავშირებით იყო პირდაპირი, მტკიცე და მკაფიო, რომ მნიშვნელოვანია მიდგომა იყოს ინკლუზიური. ვენეციის კომისიის მოსაზრება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ექსპერტების შეფასებას იმასთან დაკავშირებით უზრუნველყოფდა თუ არა პარლამენტის მიერ ივნისში მიღებული შესწორებები საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას. ეს არის მკაფიო და მტკიცე მოსაზრება ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპის შესახებ, რომელიც ეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი შეფასება აკეთებს დასკვნას, რომ ამ შესწორებებისთვის არ არის წარმოდგენილი საკმარისი განმარტება და დასაბუთება. ამ შესწორებებით საქართველოს მოქალაქეთა მიყურადების შესაძლებლობები იზრდება, აგრეთვე, იზრდება ხანგრძლივობა მთავრობის მიერ მოქალაქეების მოსმენისა, აგრეთვე გახანგრძლივდა დრო ვიდრე მთავრობა შეატყობინებს პირს მისი საუბრების საიდუმლოდ მოსმენის შესახებ. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა გასული წლის სექტემბერში გახმაურდა მასიური უკანონო მოსმენებისა და მიყურადების შესახებ, რომელიც ხორციელდებოდა ეკლესისიის მაღალი იერარქების, დიპლომატების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება, რომელიც მკაფიოდ და მტკიცედ განაცხადებს, რომ შესწორებების მიზეზი იყოს დასაბუთებული, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. ეს არის ამ ანგარიშის დასკვნა. ამდენად, მნიშვნელოვანია ინკლუზიური საპარლამენტო პროცესის, რაც გულისხმობს უკეთესი კანონის შემუშავებაში ყველა ჩართულობას. ვენეციის კომისია არ აკრიტიკებს საქართველოს, იგი გამოხატავს მოსაზრებებს და აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, რომ გააუმჯობესოს მისი კანონმდებლობა და უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვა მოქალაქეების უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს პერსონალური მონაცემებისა და მობილური ტელეფონით საუბრების დაცვას“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9002 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9002 ლარი ეღირება, ევრო – 2.8935 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3697 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.9045 ლარი ღირდა, ევრო – 2.9126 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.4029 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, პირველი სექტემბრისთვის ამოქმედდება.
კელი დეგნანი: ფარული მიყურადების კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნა მტკიცე და მკაფიოა
ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ვენეციის კომისია საქართველოს სთავაზობს დაცვის მექანიზმს, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების პირადი სივრცე ხელშეუხებელი იქნება. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გამოეხმაურა. „ვენეციის კომისიის უკანასკნელი პერიოდის მოსაზრება მიყურადების კანონთან დაკავშირებით იყო პირდაპირი, მტკიცე და მკაფიო, რომ მნიშვნელოვანია მიდგომა იყოს ინკლუზიური. ვენეციის კომისიის მოსაზრება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ექსპერტების შეფასებას იმასთან დაკავშირებით, უზრუნველყოფდა თუ არა პარლამენტის მიერ ივნისში მიღებული შესწორებები საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას. ეს არის მკაფიო და მტკიცე მოსაზრება ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპის შესახებ, რომელიც ეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი შეფასება აკეთებს დასკვნას, რომ ამ შესწორებებისთვის არ არის წარმოდგენილი საკმარისი განმარტება და დასაბუთება. ამ შესწორებებით საქართველოს მოქალაქეთა მიყურადების შესაძლებლობები იზრდება, აგრეთვე, იზრდება ხანგრძლივობა მთავრობის მიერ მოქალაქეების მოსმენისა, აგრეთვე გახანგრძლივდა დრო ვიდრე მთავრობა შეატყობინებს პირს მისი საუბრების საიდუმლოდ მოსმენის შესახებ. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა გასული წლის სექტემბერში გახმაურდა მასიური უკანონო მოსმენებისა და მიყურადების შესახებ, რომელიც ხორციელდებოდა ეკლესისიის მაღალი იერარქების, დიპლომატების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება, რომელიც მკაფიოდ და მტკიცედ განაცხადებს, რომ შესწორებების მიზეზი იყოს დასაბუთებული, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. ეს არის ამ ანგარიშის დასკვნა. ამდენად, მნიშვნელოვანია ინკლუზიური საპარლამენტო პროცესის, რაც გულისხმობს უკეთესი კანონის შემუშავებაში ყველა ჩართულობას. ვენეციის კომისია არ აკრიტიკებს საქართველოს, ის გამოხატავს მოსაზრებებს და აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, რომ გააუმჯობესოს მისი კანონმდებლობა და უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვა მოქალაქეების უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს პერსონალური მონაცემებისა და მობილური ტელეფონით საუბრების დაცვას“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
მამუკა მდინარაძე: საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს
საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის კანდიდატურას არ წარადგენს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მდინარაძის თქმით, ომბუდსმენის წარდგენის საკითხს მთლიანად მიანდობენ ოპოზიციურ სუბიექტებს და სამოქალაქო სექტორს. „საზოგადოებისთვის კიდევ უფრო ნათელი რომ იყოს, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური სუბიექტები პირს შეკრავენ და არცერთ კანდიდატურას არ წარადგენენ, იმიტომ, რომ პროცესი დაიბლოკოს, რეკომენდაციების მე-12 პუნქტი არ შესრულდეს და ვერ მოხდეს არჩევა, ანუ ეს თუ მოხდება ხელოვნურად, მხოლოდ ამ შემთხვევაში დავიტოვებთ წარდგენის უფლებას. სხვა შემთხვევაში ჩვენ ამ, პროცესში კანდიდატის წარდგენის გზით არ ჩავერთვებით", - განაცხადა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარიას 2022 წლის დეკემბერში სახალხო დამცველის თანამდებობაზე მუშაობის უფლებამოსილების ვადა ეწურება.