ძებნის რეზულტატი:
ზელენსკი დონეცკის ოლქში ოთხ სამხედრო ადმინისტრაციას ქმნის
დონეცკის ოლქში, პოკროვსკის რაიონში უკრაინა ოთხ სამხედრო ადმინისტრაციას ქმნის. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა. „პრეზიდენტმა დონეცკის ოლქის პოკროვსკის რაიონში ოთხი საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის შექმნა გადაწყვიტა. ესენია: დობროპილიას საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია, მირნოგრადის ქალაქის სამხედრო ადმინისტრაცია, პოკროვსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია და სელიდოვეს სამხედრო ადმინისტრაცია“, - აღნიშნულია განკარგულების ტექსტში.
EBRD უკრაინის რკინიგზას €100 მილიონიან სესხს გამოუყოფს
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უკრაინის რკინიგზას €100 მილიონის ოდენობით სესხს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მისივე ცნობით, სახსრები გამოყენებული იქნება ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად და უკრაინის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საჭიროებების დასაფინანსებლად.
ნიკოლოზ სამხარაძე: აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა ახალ მიდგომებს საჭიროებს
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენცია „ფორუმი 2000“-ის პანელზე - „აღმოსავლეთ პარტნიორობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ“. პარლამენტის ინფორმაციით, ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობაზე იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც ევროკავშირის წევრობის გზა აირჩიეს. მან ხაზი გაუსვა, რომ არსებულ პირობებში, როდესაც საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ უკვე მიიღეს ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა და გაწერილი პირობები, აღმოსავლეთ პარტნიორობა გადახედვას საჭიროებს. „აღმოსავლეთ პარტნიორობა საჭიროებს გადახედვას და ახალი იდეების გენერირებას. საქართველო მიიჩნევს, რომ მისთვის ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მთავარი პლატფორმა არის ასოცირების ხელშეკრულება და ის რეკომენდაციები, რომლებიც მიღებული აქვს ქვეყანას. აღმოსავლეთ პარტნიორობა ამ შემთხვევაში არ არის რელევანტური. თუმცა, ის რელევანტური რჩება ევროკავშირისთვის, რომ მას ჰქონდეს ურთიერთობები სხვადასხვა სახელმწიფოსთან, მათ შორის ჩვენს რეგიონში, სომხეთთან და აზერბაიჯანთან. რა თქმა უნდა, იმის თქმა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა მკვდარია, არ იქნება სწორი, თუმცა ჩვენი პოზიციაა, რომ ის საჭიროებს ახალ მიდგომებს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას და ევროკომისიის გაფართოების დირექტორატის წარმომადგენლებმა. „ფორუმი 2000-ის“ 26-ე ყოველწლიური კონფერენციაში, რომელსაც პრაღა მასპინძლობს, ევროკავშირის საგარეო მინისტრებთან ერთად, ევროპარლამენტარები, ექსპერტები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ფინეთი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას მიაწვდის
ფინეთის ხელისუფლება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მერვე პაკეტს მიაწვდის. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, პირველ სექტემბერს, რესპუბლიკის პრეზიდენტმა მთავრობის წინადადების საფუძველზე გადაწყვიტა, რომ ფინეთი უკრაინას დამატებით სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის. ფინეთის თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს უკრაინის დამატებითი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის ჯამურ ღირებულებას, თუმცა, Reuters-ის ცნობით, საუბარია დაახლოებით, 8,3 მილიონ ევროზე.
უკრაინა: დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესაძლოა, 120 000-მდე ბავშვი იყოს დარჩენილი
დაახლოებით, 100 000-120 000 უკრაინელი ბავშვი შესაძლოა, იყოს დარჩენილი რუსეთის ძალების მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამის შესახებ ვიცე-პრემიერ-მინისტრმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ირინა ვერეშჩუკმა უკრაინული ტელეარხების ეთერში განაცხადა. მისივე განმარტებით, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობენ. „თუმცა, მაგალითად, ვიცით, რომ დონეცკის ოლქში ათიათასობით ბავშვია. ხერსონის რეგიონში ასევე ათიათასობით ბავშვია. ასევეა ზაპოროჟიეშიც. თუ ჯამურ მაჩვენებელზეა საუბარი, ვფიქრობ, დაახლოებით 100 000-120 000 ბავშვი უნდა იყოს", - განაცხადა ვერეშჩუკმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ჟურნალისტები არ შეუშვეს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე ჟურნალისტები არ შეუშვეს. მედიის წარმომადგენლები ატომური საერთაშორისო სააგენტოს მისიას ახლდნენ. უკრაინის ლიდერის თქმით, ადგილზე ოკუპანტებმა პროპაგანდისტებს მოუყარეს თავი. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამწუხაროდ, ატომური ენერგიის სააგენტოს მისიამ არ მოახდინა საკმარისი ზეწოლა რუსებზე, რომ დამოუკიდებელი მედია ელექტროსადგურზე შესულიყო. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ცდილობს, ინსპექტორების ვიზიტი უშედეგო ტურად აქციოს. მისივე თქმით, უნდა მოხდეს ქარხნის ტერიტორიის დემილიტარიზაცია, რაც უკრაინის და საერთაშორისო ძალისხმევის მიზანია. „ცუდია, რომ ჯერ არ მოგვისმენია შესაბამისი მოწოდებები IAEA-სგან. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ვილაპარაკეთ ბატონ გროსისთან, კიევში გამართულ შეხვედრაზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. BBC: IAEA-ს მისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 3 სექტემბრამდე დარჩება
ისრაელი აშშ-სგან, საწვავით მომმარაგებელი Boeing KC-46-ის ოთხ თვითმფრინავს შეისყიდის
ისრაელი აშშ-სგან 927 მილიონის ღირებულების საწვავით მომმარაგებელი Boeing KC-46-ის 4 თვითმფრინავს შეისყიდის. Reuters-ს ცნობით, ამის შესახებ ისრაელის მთავრობამ და აშშ-ის თავდაცვის კონტრაქტორმა განაცხადეს. პირველი თვითმფრინავების მიწოდება 2025 წელს იგეგმება.
უკრაინული მედია: მელიტოპოლში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ოკუპანტების ორი საბრძოლო საცავი გაანადგურეს
ოკუპირებულ მელიტოპოლში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ძალების ორი საბრძოლო საცავი გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. "უკრაინელმა სამხედროებმა მტრის ორ ლოკაციას ერთდროულად დაარტყეს. პირველი არის საბრძოლო მასალის საცავი აეროდრომთან. მეორეს შესახებ კი ინფორმაცია ზუსტდება", - ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა განაცხადა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს - მაია სანდუ
"რუსეთი მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობს", - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რითაც სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა. „ყოველ ჯერზე ვსაუბრობთ და ახლაც ვაგრძელებთ იმის თქმას, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტის გადასაჭრელად ავირჩევთ და მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან გადაწყვეტილებებს, ამიტომ ლავროვის განცხადებები წარმოადგენს მანიპულაციას და სავარაუდოდ მიზნად ისახავს სიტუაციის დესტაბილიზაციას. ჩვენ უნდა ვკითხოთ ლავროვს, რატომ გააკეთა ეს განცხადება. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმავე პრინციპს“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ჩაითვლება დნესტრისპირეთში დისლოცირებული რუსი სამხედროებისადმი საფრთხის შემცველად, კრემლის მიერ რუსეთზე თავდასხმად იქნება აღქმული.
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტყეში, ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა
ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდას მიმდებარედ ტყეში ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ მოხერხდა. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად როგორც ცნობილია, ცეცხლი ალპურ ზონასთან ახლოს ფოთლოვანი ხის ქვედა საფარს უკიდია. ხანძრის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ. ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდაში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ბორჯომში ხანძრის რამდენიმე მცირე კერა ისევ რჩება
ზურაბ აზარაშვილი: თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა, წლიურად, დაახლოებით, 180-დან 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს
თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა, წლიურად, დაახლოებით, 180-დან 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრი: ერთ თვეში, ქართულ ბაზარზე, თურქეთიდან შემოსული 200-მდე მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი ზურაბ აზარაშვილი: 2 თვეში 100 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოს მოქალაქეებმა, მედიკამენტებში 80 მილიონ ლარამდე უკვე დაზოგეს. „თურქეთის ბაზრის გახსნის გარდა, მედიკამენტებზე ფასის შემცირების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო წამლებზე რეფერენტული ფასის დადგენის მიმართულებითაც მუშაობს. რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტების ღირებულებაზე ზედა ზღვარი დაწესდება, რაც ქვეყანაში წამლის ფასს მნიშვნელოვნად გააიაფებს. მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე დანერგილია. რეფორმის განხორციელებისთვის სამინისტრო საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობს, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში, ჩართულები იყვნენ აღნიშნული პროექტების წარმატებით განხორციელებაში“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
კაცს, რომელმაც მეუღლის ოჯახის 5 წევრს დანით დაზიანებები მიაყენა, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის ოჯახის ხუთი წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. გენერალური პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ნასამართლევმა ს.მ.-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. " ბრალდებული 2021 წლის 11 დეკემბერს, მეუღლის მშობლების სახლში მივიდა, სადაც დანით დაზიანებები მიაყენა მეუღლის დედ-მამას, მეუღლის დას, მეუღლის ძმის ცოლს და ამ უკანასკნელის მცირეწლოვან შვილს. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება ოჯახში ძალადობის და დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ჩადენისთვის წარედგინა. ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისების ფაქტზე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული რომელიც მუშაობდა აჭარის რეგიონში მდებარე ორ სასწავლო დაწესებულებაში ბუღალტრის თანამდებობაზე, სახელფასო უწყისების მანიპულირებით, ხელოვნურად იზრდიდა მისაღები ხელფასის ოდენობას, რა გზითაც, იგი 2019-2021 წლებში, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ჯამში 41 543 ლარს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
საქსტატი: 2022 წელს წლიურმა ინფლაციამ 10.9 პროცენტი შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.9 პროცენტი შეადგინა. "პური და პურპროდუქტები 32.4 პროცენტით არის გაძვირებული, რძე, ყველი და კვერცხი – 20.8 პროცენტი, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 20.3 პროცენტი, ზეთი და ცხიმი – 19.8 პროცენტი, ყავა, ჩაი და კაკაო – 18.7 პროცენტი, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 18.6 პროცენტი, თევზეული – 13.6 პროცენტი, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 11.1 პროცენტი, ხილი – 2.5 პროცენტი. ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 9.6 პროცენტით", - აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, ეროვნული ბანკი ინფლაციის მიზნობრივ 3 პროცენტამდე მიახლოებას 2023 წლის მეორე ნახევრიდან ელოდება.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყების დღიდან დღემდე უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 48700 ჯარისკაცია ლიკვიდირებული. უკრაინული მედია: მელიტოპოლში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ოკუპანტების ორი საბრძოლო საცავი გაანადგურეს "უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტების კუთვნილი კიდევ 12 ტანკი, 21 ჯავშანმანქანა, 11 საარტილერიო სისტემა და სხვა სახის აღჭურვილობა გაანადგურეს. მტრის საერთო დანაკარგი კი მოიცავს: 2009 ტანკს, 4366 ჯავშანმანქანას, 1126 საარტილერიო სისტემას, 289 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 153 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 234 თვითმფრინავს, 205 ვერტმფრენს, 3247 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 853 უპილოტო საფრენ აპარატს, 105 ერთეულ სპეცტექნიკას, 198 ფრთოსან რაკეტას", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
ლიკანის მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენია ჩართული
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი ამ დრომდე გრძელდება. ხანძრის ქრობის პროცესში, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენია ჩართული. ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარია "ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები მონაწილეობენ", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო: სამხრეთ უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება
რუსეთის ყოველწლიური სამხედრო წვრთნები „ვოსტოკ 22" ხუთშაბათს დაიწყო. ოფიციალური რუსეთი საჯაროდ აცხადებდა, რომ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 50 000 სამხედრო, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ წელს 15 000-ზე მეტი ჯარისკაცი იქნება აქტიურად ჩართული. ამასთან, სამხრეთ უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს „რუსეთი საჯაროდ აცხადებდა, რომ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 50 000 სამხედრო, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ წელს 15 000-ზე მეტი ჯარისკაცი იქნება აქტიურად ჩართული, რაც იმ ძალების დაახლოებით 20%-ია, რომელიც წინა წვრთნებში, 2018 წელს მონაწილეობდნენ“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის წვრთნებში, 50,000 რუსი ჯარისკაცის ნაცვლად, სავარაუდოდ, მხოლოდ 15 000 სამხედრო ჩაერთვება
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოსკოვის ხელმძღვანელობით წვრთნები - Vostok 2022, რომელშიც რუსეთის მტკიცებით, 50,000 ჯარისკაცი მონაწილეობს, მოსკოვის შესაძლებლობებს ვერ გააუმოჯობესებს. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, ასეთი წვრთნები „უპირველეს ყოვლისა რუს ლიდერებსა და საერთაშორისო აუდიტორიაზე შთაბეჭდილების მოხდენას ისახავს მიზნად". აშშ რუსეთის სამხედრო წვრთნებში ინდოეთის მონაწილეობით შეშფოთებულია „რუსეთი საჯაროდ აცხადებდა, რომ მონაწილეობას მიიღებს 50 000 ჯარისკაცი, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ წვრთნებში წელს, 15 000-ზე მეტი პერსონალი აქტიურად ჩაერთოს. ეს არის იმ ძალების დაახლოებით 20%, რომლებიც ბოლო წვრთნებში 2018 წელს მონაწილეობდნენ“, - აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობებში. გავრცელებული ინფორმაციით, 30 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარე წვრთნებში („ვოსტოკი“) ჩინეთი, ინდოეთი, ბელორუსი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი და სხვა ქვეყნები მონაწილეობენ. მედიის ცნობით, სწავლებაში ასევე არიან ჩართულნი ალჟირი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლაოსი, ნიკარაგუა და სირია.
გასულ თვეში, უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 189 ფაქტი გამოვლინდა
1-31 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 14739 კოლოფი (მ.შ. 179 ელექტრო სიგარეტი) და 10 კილოგრამზე მეტი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 189 ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი. 102 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა. 2 ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. ხოლო დანარჩენი 85 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
გერმანიის, იტალიის და აშშ-ის საბრძოლო და დამხმარე თვითმფრინავები დიდი ბრიტანეთის ბაზაზე განლაგდნენ
გერმანიის, იტალიის, შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს საჰაერო ძალების საბრძოლო და დამხმარე თვითმფრინავები ბრიტანეთის ბაზაზე დაეშვნენ. NATO-ს მხარდაჭერით დაგეგმილ წვრთნებში - „Cobra Warrior“ NATO-ს მოკავშირეები მაღალი ინტენსივობის ტაქტიკურ წვრთნებს ჩაატარებენ. წვრთნები მთელი სექტემბრის განმავლობაში ჩატარდება. Cobra Warrior-ს სამეფო საჰაერო ძალები ხელმძღვანელობს. „Cobra Warrior არის ყველაზე მნიშვნელოვანი წვრთნები, რომელსაც RAF დიდ ბრიტანეთში ატარებს. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ვიმუშაოთ NATO-ს მთავარ მოკავშირეებთან, რითაც ჩვენს ავიატორებს შეუძლიათ, ისწავლონ და შეინარჩუნონ უაღრესად რთული უნარები, რომლებიც საჭიროა სინქრინული ოპერაციების ჩასატარებლად ახლა და მომავალში“, - აღნიშნავს ბრიტანული მხარე.