ძებნის რეზულტატი:
გენერალურ პროკურატურაში ახალი დეპარტამენტი შეიქმნა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტი შეიქმნა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურამ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს 12-წლიანი არსებობის მანძილზე, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინსტიტუტის განვითარებაში. „უწყებამ მხარი დაუჭირა ყველა ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებდა სასამართლოს იურისდიქციის გაფართოებას. პროკურატურა არის პირველი უწყება, სადაც შეიქმნა მსაჯულთა სასამართლო სისტემაზე მომუშავე სპეციალური დანაყოფი. ამ დანაყოფის მეშვეობით, სისტემა ჩაერთო ყველა ღონისძიებაში, რომელიც მიზნად ისახავდა საპროცესო და მატერიალური კანონმდებლობის სრულყოფას, ინსტიტუტის მოქმედების პრაქტიკული ასპექტების გაუმჯობესებასა და პროცესში მონაწილე პირების კვალიფიკაციის ამაღლებას. 2021-2022 წლების მონაცემების მიხედვით, საგრძნობლად გაიზარდა იმ საქმეების რაოდენობრივი მაჩვენებელი, რომლებსაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს საქართველოში. შესაბამისად, საჭირო გახდა ამ საქმეებზე მომუშავე პროკურორების ჯგუფის რაოდენობრივი და ფუნქციური გაძლიერება. ამ მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, შეიქმნა დეპარტამენტი, რომელიც დაკომპლექტდა სასამართლო პროცესზე გამომსვლელი საუკეთესო გამოცდილების მქონე პროკურორებით. დეპარტამენტი კოორდინირებას გაუწევს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საქმეებზე არა მხოლოდ ბრალდების მხარდაჭერის, არამედ, გამოძიების მიმდინარეობის პროცესს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დიდ დიღომში, "ბენდუქიძის დასახლებაში" მოხდარი აფეთქების დროს დაშავებული 30 წლამდე ქალის მდგომარეობა მძიმეა
დიდ დიღომში, "ბენდუქიძის დასახლებაში" მოხდარი აფეთქების დროს 30 წლამდე ქალი დაშავდა. დიდი დიღომში, ე.წ. ბენდუქიძის დასახლებაში აფეთქება მოხდა როგორც ცნობილია, დაშავებული ქალის მდგომარება მძიმეა და ამჟამად, ხეჩინაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. დიდ დიღომში გაზის გაჟონვის შედეგად შედეგად 3 ადამიანი დაშავდა - ერთ წლამდე ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
ყაზახეთის პრეზიდენტმა 2022 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა
სამართლიანი ყაზახეთის მშენებლობის გზაზე კარდინალური და ყოველმხრივი რეფორმების წარმატებული რეალიზებისთვის აუცილებელია მოსახლეობის ნდობის ახალი მანდატი, - ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 2022 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. მისივე თქმით, მზად არის შეამციროს საკუთარი უფლებამოსილების ვადა. „სამართლიანი ყაზახეთის მშენებლობის გზაზე კარდინალური და ყოველმხრივი რეფორმების წარმატებული რეალიზებისთვის აუცილებელია მოსახლეობის ნდობის ახალი მანდატი. ჩემთვის სახელმწიფოს ინტერესები ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ მზად ვარ, შევამცირო ჩემი უფლებამოსილების ვადა და რიგგარეშე არჩევნებზე ვიყარო კენჭი“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა. ამასთან, თოყაევი გამოვიდა ინიციატივით, საპრეზიდენტო ვადა 5-დან 7 წლამდე გაიზარდოს, მეორე ვადით არჩევა კი აიკრძალოს. მისივე თქმით, 2023 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც უნდა გაიმართოს. ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების კი, 2025 წელს იყო დაგეგმილი. თოყაევი ხელისუფლებაშია 2019 წლიდან. თოყაევმა ყაზახეთში იანვარში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების ამნისტიაც გამოაცხადა. ამნისტია მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებულებს არ შეეხებათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო ხბოების დაცვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გარკვეული მედიასაშუალებების მიერ „ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის“ დამტკიცება სრულიად არაადეკვატურად იქნა აღქმული და გააზრებული, რაც საზოგადოებაში, ნებსით თუ უნებლიეთ, ევროკავშირთან დაახლოების მიზნით მიმდინარე უმნიშვნელოვანეს საქმიანობას ჩრდილს აყენებს და ნეგატიური განწყობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში, საქართველოს მხარეს აღებული აქვს ვალდებულება, ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოოს. საკანონმდებლო დაახლოების აღნიშნული პროცესი გაწერილი და შეთანხმებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. 2015 წლიდან დღემდე, 272 დირექტივიდან მიღებული და დაახლოებულია 162 ნორმატიული აქტი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით, მათ შორისაა, ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული დირექტივები, რომელიც, ასევე, DCFTA-ით არის გათვალისწინებული. ზემოაღნიშნულის ფარგლებში, შემუშავებულია „ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვის წესის“ პროექტი, ხოლო „ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა. რეგლამენტი 2008 წლის 18 დეკემბრის ევროსაბჭოს 2008/119/EC დირექტივის შესაბამისად მომზადდა და ითვალისწინებს 6 თვემდე ასაკის მსხვილფეხა საქონლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, სადგომის შესაბამის სივრცეს, სათანადო საკვებ რაციონსა და ა.შ., რაც, შემდგომ, უზრუნველყოფს პროდუქტიულობის ზრდას და უვნებელი და ხარისხიანი სურსათის წარმოების წინაპირობაა. გაწერილი გეგმის მიხედვით, აღნიშნული დადგენილების მიღების ვადად განსაზღვრული იყო 2022 წელი, ხოლო მისი ამოქმედების ვადაა 2028 წლის პირველი იანვარი. გარდა ამისა, 2008 წლის 18 დეკემბრის ევროსაბჭოს 2008/120/EC დირექტივის შესაბამისად მომზადებულია „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი და ადგენს ღორების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს. ასევე 2007 წლის 28 ივნისის ევროსაბჭოს 2007/43/EC დირექტივის შესაბამისად დაგეგმილია საკანონმდებლო დაახლოება, რომელიც ითვალისწინებს მეხორცული ჯიშის ქათმების დაცვის მინიმალურ წესებს. აღნიშნული რეგულაციების მიღება ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა იმისათვის, რომ ქართველი ფერმერებისთვის სამომავლოდ შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის ბაზარზე ცხოველური წარმოშობის სურსათის გატანა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ნავთობკომპანია „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კლინიკის ფანჯრიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპა - მედია
ნავთობკომპანია „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, რავილ მაგანოვი მოსკოვში, კლინიკის ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, მაგანოვს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვები ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ცნობისთვის, რავილ მაგანოვი ნავთობკომპანია „ლუკოილში“ კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე 2020 წლიდან იყო.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ რუსული „ლუკოილის“ „ბოინგ 737“-ის დაკავების ორდერი მიიღო
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ტეხასის საოლქო სასამართლოსგან სანქცირებული რუსული ნავთობკომპანიის, „ლუკოილის“ საკუთრებაში არსებული თვითმფრინავის, „ბოინგ 737“-ის დაკავების ორდერი მიიღო. როგორც ცნობილია, თვითმფრინავი ამჟამად რუსეთის ტერტორიაზეა. "ორდერის საფუძველია უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების დარღვევა", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, „ლუკოილის“ საკუთრებაში არსებული „ბოინგი“ 45 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ასევე წაიკითხეთ: ნავთობკომპანია „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კლინიკის ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა
უკრაინა: რუსული ძალების მიერ მარშრუტის დაბომბვის მიუხედავად, IAEA-ს მისია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ მიემართება
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისკენ IAEA-ს წინასწარ შეთანხმებული მარშრუტი დაბომბეს ზაპოროჟიეს ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა, რომ რუსული ძალები ბომბავენ IAEA-ს მისიის წინასწარ შეთანხმებულ მარშრუტს, თუმცა ამის მიუხედავად, IAEA-ს მისია კვლავ მიემგზავრება ელექტროსადგურზე შესასვლელად. „ჩვენ არ ვჩერდებით”, - განაცხადა IAEA-ს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი „არღვევს თავის ვალდებულებებს“ და მოუწოდებს რუსულ ძალებს, შეწყვიტონ წინასწარ შეთანხმებული მარშრუტის დაბომბვა. პარალელურად, უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „ენერგოატომის“ ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის გამო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მეხუთე ენერგობლოკი დაიხურა. ენერგოდარის მერმა, დმიტრო ორლოვმა განაცხადა, რომ ენერგობლოკის დახურვის შემდეგ ავარიული დაცვის სისტემა გააქტიურდა.
იუსტიციის სამინისტრო სამხარაულის ბიუროს ექსპრეზიდენტ სააკაშვილისთვის ექსპერტიზის ჩატარების თხოვნით მიმართავს
იუსტიციის სამინისტრო სამხარაულის ბიუროს ექსპრეზიდენტ სააკაშვილისთვის „კომპლესური ექსპერტიზის“ ჩატარების თხოვნით უახლოეს მომავალში მიმართავს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა "ვივამედში" ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი შევიდა როგორც მოგეხსენებათ, ის რამდენიმე თვე იმყოფება კლინიკა „ვივამედში“ და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. გვსურს მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც იქნება ცალკე ექსპერტიზისგან, რომ არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო. სააკაშვილის პატიმრობის პერიოდში მას არაერთხელ გაეწია კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, როგორც პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, ასევე გორში. მთელს ამ პერიოდში, როდესაც მას სჭირდებოდა სამედიცინო დახმარება, სახელმწიფოს მხრიდან ის გაეწია“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
უკრაინის გენშტაბი: ომის დაწყების დღიდან უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 48 350 ჯარისკაცია მოკლული
ომის დაწყების დღიდან უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 48 350 ჯარისკაცია მოკლული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. ამასთან, უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტების კუთვნილი კიდევ 23 ტანკი, 33 ჯავშანმანქანა, 24 საარტილერიო სისტემა და სხვა სახის აღჭურვილობა გაანადგურეს. "მტრის საერთო დანაკარგი კი მოიცავს: 1997 ტანკს, 4345 ჯავშანმანქანას, 1115 საარტილერიო სისტემას, 287 ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას, 153 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 234 თვითმფრინავს, 205 ვერტმფრენს, 3239 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 15 გემს/ნავს, 851 უპილოტო საფრენ აპარატს, 104 ერთეულ სპეცტექნიკას, 196 ფრთოსან რაკეტას", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
AP: ჩრდილოეთ კორეამ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აღმოსავლეთ უკრაინაში შესაძლოა, „სამუშაო ძალა“ გაგზავნოს
რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პირები რუსეთის მიერ ოკუპირებულ აღმოსავლეთ უკრაინაში „სამუშაო ძალის“ გაგზავნას განიხილავენ. ამის შესახებ Associated Press-ი წერს. მისივე ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე ჩრდილოეთ კორეელები უკრაინაში ჩასვლას შეძლებენ. ჩრდილოეთ კორეელი მუშაკების დასაქმება ნიშნავს, რომ რუსეთი არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციებს ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით, რომელსაც 2017 წელს დაუჭირა მხარი. შეგახსენებთ, სანქციები ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებთან დაკავშირებით დაწესდა.
სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განცხადებების მიღება დღეიდან დაიწყო
სტუდენტთა დაფინანსების პროგრამაზე განცხადებები პირველი სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით მიიღება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის დაფინანსების მიზნით, განცხადებების შემოტანა სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტების შეეძლებათ. „თბილისის მერიის მიერ დაფინანსდებიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი და კანონმდებლობით დადგენილი წესით არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი. გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულაზე. სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში (არაუმეტეს 1 125 ლარი) 50%, 70% ან 100% დაფინანსება“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, პროგრამით პირველკურსელი სტუდენტებიც ისარგებლებენ. „მინდა, ავღნიშნო, რომ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამით პირველკურსელი სტუდენტებიც ისარგებლებენ. მინდა, მივულოცო მათ სტუდენტობა და ვუსურვო წარმატებები ცხოვრების ახალ ეტაპზე“, – აღნიშნა თბილისის მერმა. სტუდენტთა დაფინანსების პროგრამის მიხედვით, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ სტუდენტებს და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს სწავლა უფინანსდებათ სამივე აკადემიურ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა), ასევე, გაიცემა ფინანსური წახალისება სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული მაგისტრანტებისთვის (თბილისის მერიის სტიპენდია). პროგრამის ფარგლებში, 2021-2022 სასწავლო წელს 3 964 სტუდენტს გაეწია ფინანსური მხარდაჭერა, მათ შორის 2 962 სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა, ხოლო 1 038 წარჩინებულ მაგისტრანტზე თბილისის მერიის სტიპენდია გაიცა.
„თბილისობა“ 1-2 ოქტომბერს გაიმართება
„თბილისობა“ დედაქალაქში 1-2 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „გვაქვს შესაძლებლობა 1-2 ოქტომბერს ჩავატაროთ „თბილისობის“ დღესასწაულზე მიძღვნილი ღონისძიებები, რაც ძალიან მასშტაბური იქნება. „თბილისობას“ ტრადიციულად უმასპინძლებს რიყე და ლეღვთახევი. წელს ღონისძიებები ასევე გაიმართება ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე. ველოდებით დელეგაციებს თბილისის მეგობარი და პარტნიორი ქალაქებიდან. გაიმართება სხვადასხვა ტიპის აქტივობები კონცერტები მთელი დღის განმავლობაში. რაც შეეხება თბილისობის ხარჯებთან დაკავშირებით რიგი პოლიტიკოსებისა და მათი საკუთარი, სატელიტი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს, ამაზე ყურადღების გამახვილება, რა თქმა უნდა, არ ღირს. რასაკვირველია, ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას სჭირდება თანხები და ასევე ყველასთვის გასაგებია, რომ როდესაც საუბარია კონცერტებზე, შემოქმედებით ღონისძიებებზე, აქ შეუძლებელია ტენდერის გამოცხადება. ეს აჟიოტაჟი „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიების მხრიდან საახალწლო ღონისძიებების თანმდევი პროცესია, „თბილისობის“ და სხვადასხვა ღონისძიებების, რომელსაც მუნიციპალიტეტი აკეთებს. მიზანმიმართული სიცრუის პროპაგანდა მიმდინარეობს“, - განაცხადა კალაძემ.
თოყაევი ვადამდელ არჩევნებზე კენჭისყრას გეგმავს
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 2022 წლის შემოდგომაზე რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ განაცხადა. „სამართლიანი ყაზახეთის შექმნის გზაზე ფუნდამენტური და ყოვლისმომცველი რეფორმების წარმატებით განხორციელებისთვის, საჭიროა მოსახლეობის ნდობის ახალი მანდატი“, - განაცხადა თოყაევმა, რომელიც კენჭისყრას ისევ გეგმავს. მისივე თქმით, 2023 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც უნდა გაიმართოს. ყაზახეთის პრეზიდენტმა იანვარში საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების ამნისტიაც გამოაცხადა. მისივე განმარტებით, ამნისტია მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებულებს არ შეეხებათ. ყაზახეთში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების კი, 2025 წელს იყო დაგეგმილი. თოყაევი ხელისუფლებაშია 2019 წლიდან.
თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია
თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ხეებსა და ბალახს უკიდია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველები და ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად
EIB-ის პრეზიდენტი: უკრაინის აღდგენა ახლა უნდა დაიწყოს, რუსეთის შეჭრის დასრულებას არ უნდა დაველოდოთ
უკრაინული საინფორმაციო სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა ვერნერ ჰოიერმა პრაღაში გამართულ ფორუმზე განაცხადა. ჰოიერმა სახელმწიფოებს მოუწოდა, დაეხმარონ უკრაინას რეკონსტრუქციის რაც შეიძლება მალე დაწყებაში ნაცვლად იმისა, რომ რუსეთის შეჭრის დასრულებას დაელოდონ. ჰოიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ვალდებულება ნაწილობრივ კერძო სექტორმა უნდა იტვირთოს, რადგან სამთავრობო ინსტიტუტებს უკრაინის დაფინანსების შესაძლებლობები შეზღუდული აქვთ.
სემეკ-ის გადაწყვეტილებით, რუსთავის წყალმომარაგების კომპანია 50 000 ლარით დაჯარიმდა
სემეკ-ის გადაწყვეტილებით, რუსთავის წყალმომარაგების კომპანია 50 000 ლარით დაჯარიმდა. „სემეკ-მა მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის დაჯარიმების შესახებ. ამავდროულად, დაევალა კომპანიას, რომ 19 სექტემბრამდე წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა იმ აუცილებელი საინვესტიციო პროექტების შესახებ, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს ქალაქ რუსთავში წყალმომარაგება, უნდა შეამციროს ავარიები და სისტემა გახადოს ქმედითი. ამით არ სრულდება რუსთავის წყალმომარაგების სისტემაში პრობლემების მოწესრიგება. დაახლოებით 8,5 მლნ ლარია ინვესტიციის ის მოცულობა, რომელიც მინიმუმ უნდა დაიხარჯოს 2023 წლის ბოლომდე ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე ასევე გაიცა რეკომენდაცია, რომ მოხდეს თბილისისა და რუსთავის წყლების შერწყმა, რომლითაც კომპანიის ეფექტიანობა გაიზრდება. ამის კარგი მაგალითია, როდესაც მცხეთის და თბილისის წყლის შერწყმა მოხდა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
იტალიამ პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქს 11 ვილა ჩამოართვა - მედია
იტალიის ხელისუფლებამ რუს მილიარდერს და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მეგობარს ვიაჩესლავ კანტორს 11 ვილა ჩამოართვა. მედიის ცნობით, ევროკავშირის საბჭომ კანტორის აქტივების კონფისკაციის განკარგულება 2022 წლის აპრილის შუა რიცხვებში გასცა, მაგრამ პროცესი მხოლოდ ახლა დასრულდა. კანტორის იტალიური ქონება სარდინიაში მდებარეობდა. ერთ-ერთი ვილა კი იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სილვიო ბერლუსკონის საზაფხულო რეზიდენციას ესაზღვრება. სანქციების დაწესებამდე ვიაჩესლავ კანტორი მინერალური სასუქების მწარმოებელი Akron-ის მთავარი მფლობელი იყო, Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება 4,6 მილიარდ დოლარად შეფასდა. 2022 წლის რეიტინგში კანტორი 27-ე ადგილზეა. სანქციების დაწესების შემდეგ ბიზნესმენმა თავისი წილი მენეჯმენტს გადასცა.
ბორჯომში ხანძრის რამდენიმე მცირე კერა ისევ რჩება
ბორჯომში ხანძრის რამდენიმე მცირე კერა ისევ რჩება. დარჩენილია ცეცხლის რამდენიმე მცირე კერა, რომლის დამუშავებასაც ცოცხალი ძალა ავიაციასთან ერთად ცდილობს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის სრული ლიკვიდაცია მოკლე დროში მოხდება. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად ცნობისთვის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში რამდენიმე ხანძრის კერა 21 აგვისტოს, დილიდან გაჩნდა. ასევე წაიკითხეთ: თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია
ელექტრომობილების დამტენები დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზეც დამონტაჟდება
ელექტრომობილების შეძენის მსურველებს, რომელთაც, გადაწყვეტილების მისაღებად, დასავლეთ საქართველოში მგზავრობისას, ელექტროდამტენების არარსებობა აფერხებთ, ეს პრობლემა აღარ ექნებათ. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ელექტრომობილების დამტენები დასავლეთის მიმართულებით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზეც დამონტაჟდება. როგორც მერმა განმარტა, თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე ერთი სადგური მოეწყობა, სადაც 10 დამტენი მოწყობილობა იქნება დამონტაჟებული. ერთი სადგური იქნება ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალი ელექტრომობილებისთვისაც. ამ შემთხვევაშიც, სადგურზე 10 დამტენი იმუშავებს. „ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, შეიძინოს თუ არა ელექტრომობილი, როდესაც დასავლეთ საქართველოში წასვლა უნდა. არ არსებობს ინფრასტრუქტურა, რომ მგზავრობისას ავტომობილი დაიტენოს. ამიტომ, ჩვენ, ბიზნესთან მუშაობით, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და დედაქალაქში, ელექტრომობილების შემოდინებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს და წაახალისებს. თბილისის მუნიციპალიტეტი, კერძო სექტორთან ერთად, ახორციელებს დამატებით 50 ელექტროდამტენის მონტაჟის პროექტს. აქედან 30 დამტენი დამონტაჟდება დედაქალაქის სხვადასხვა მისამართზე, სხვადასხვა უბანში, ხოლო 20 დამტენი მოეწყობა დასავლეთის მიმართულებით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აბუ-დაბის დიდ მეჩეთთან თვითმფრინავი ჩამოვარდა
არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბის დიდ მეჩეთთან მსუბუქი თვითმფრინავი ჩამოვარდა. Cessna-ს ერთძრავიანი თვითმფრინავი არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქის ცენტრში კერძო თვითმფრინავებისთვის განკუთვნულ აეროპორტს უახლოვდებოდა, როდესაც ქვეყნის ყველაზე დიდ მეჩეთთან, თეთრი მარმარილოს ღირშესანიშნაობასთან ჩამოვარდა. „ავარიის შედეგად პილოტი დაშავდა. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში“, - განაცხადეს სამოქალაქო ავიაციის გენერალურ სამმართველოში. წინასწარმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ავარია ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.