ძებნის რეზულტატი:
დენის შმიგალი: დასავლეთის ქვეყნებმა $500 მილიარდამდე რუსული აქტივები გაყინეს
დასავლეთის ქვეყნებმა $300-დან $500 მილიარდამდე რუსული აქტივები გაყინეს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა ამ აქტივების კონფისკაციისთვის, ახალი საერთაშორისო შეთანხმების მიღებას ლობირებს. „უკრაინის სასარგებლოდ აქტივების კონფისკაციისთვის, ჩვენ ეროვნული კანონმდებლობის შეცვლის საკითხს განვიხილავთ. აგრესორმა უნდა გადაიხადოს თავისი ფასი და მისი სახსრები, ჩვენი ფართომასშტაბიანი აღდგენისთვის მთავარი რესურსი უნდა გახდეს", - განაცხადა შმიგალმა.
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ზე: ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მადლობელი ვარ
ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლეს შევხვდი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით აშშ-ის მხარდაჭერა გადამწყვეტია. „ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლეს შევხვდი. ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დახმარებისთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მადლობელი ვარ. ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსთვის გადამწყვეტია”,- წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.
Bloomberg: ოლიგარქი აბრამოვიჩი, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის პროცესში მონაწილეობდა
რუსი მილიარდერი და პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი, რომან აბრამოვიჩი,საუდის არაბეთის პრინცს მოჰამედ ბინ სალმანს მოლაპარაკების ფარგლებში შეხვდა, რის შემდეგაც ომის დაწყების შემდეგ რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის მასშტაბური პროცესი განხორციელდა. ამის შესახებ Bloomberg წყაროზე დაყრდნობით იუწყება. სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, ბიზნესმენისა და პრინცის შეხვედრა ერ-რიადში აგვისტოს ბოლოს შედგა. Bloomberg-ის წყაროები სხვა დეტალებს არ ასახელებენ და აცხადებენ, რომ შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა. ბრიტანული ტაბლოიდი The Sun იტყობინება, რომ აბრამოვიჩმა „გადამწყვეტი როლი ითამაშა" ბრიტანეთის ხუთი მოქალაქის გათავისუფლებაში, რომლებიც რუსმა სამხედროებმა უკრაინაში დაატყვევეს და სამშობლოში ტყვეთა გაცვლის ფარგლებში დაბრუნდნენ. ამის შესახებ გამოცემას ერთ-ერთმა ყოფილმა ტყვემ, ჯონ ჰარდინგმა განუცხადა, რომელიც ამტკიცებს, რომ ამის შესახებ მილიარდერის თანაშემწემ უთხრა. ჰარდინგმა თქვა, რომ აბრამოვიჩი ბრიტანელ პატიმრებს კერძო თვითმფრინავში შეხვდა, რომელმაც გაცვლის შემდეგ ისინი რუსეთიდან ერ-რიადში წაიყვანა. მისი თქმით, მილიარდერმა ყველა გათავისუფლებულ ბრიტანელს iPhone აჩუქა, ფრენის დროს სტეიკებით გაუმასპინძლდა და ფეხბურთზე ესაუბრა. როგორც ცნობილია, 21 სექტემბერს, ტყვეთა გაცვლის შედეგად, რუსეთის ტყვეობიდან 200-ზე მეტი უკრაინელი დამცველი, მათ შორის 124 ოფიცერი, ასევე 10 უცხოელი გათავისუფლდა. ღალატში ეჭვმიტანილი ვიქტორ მედვედჩუკი და 55 რუსი ჯარისკაცი რუსულ მხარეს დააბრუნეს. გათავისუფლებულ უკრაინელებს შორის არის 188 აზოვსტალის დამცველი, მათ შორის აზოვის პოლკის 108 მეომარი, ეროვნული გვარდიის სამსახურის წევრები, საზღვაო ქვეითები, მესაზღვრეები, პოლიციის ოფიცრები, ტერიტორიული თავდაცვის ძალების წევრები, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებული აზოვის ხუთი მეთაური ახლა უსაფრთხო პირობებში იმყოფება თურქეთში, სადაც ისინი ომის დასრულებამდე დარჩებიან.
შარლ მიშელს მიაჩნია, რომ რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობა უნდა შეუჩერდეს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოში წევრის სტატუსი უნდა შეუჩერდეს. „როდესაც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი იწყებს არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს, რომელსაც გმობს გენერალური ასამბლეა, ამ ქვეყანას უშიშროების საბჭოს წევრობა ავტომატურად უნდა შეუჩერდეს“, - განაცხადა მიშელმა. „გამონაკლისი უნდა იყოს ვეტოს უფლების გამოყენება, მაგრამ ეს, როგორც ვხედავთ, წესად იქცა. რეფორმა აუცილებელია და გადაუდებელი", - ხაზგასმით აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. როგორც ცნობილია, რეზოლუციებზე ვეტოს უფლება აქვთ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს - ჩინეთს, აშშ-ს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს და რუსეთს. უშიშროების საბჭო გაერო-ს ყველაზე გავლენიანი ორგანოა, რადგან მისი რეზოლუციები სავალდებულოა წევრი ქვეყნებისთვის. გაეროს წესდების თანახმად, უშიშროების საბჭოს ეკისრება „პირველადი პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე“. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ მოითხოვა, რომ რუსეთს ვეტოს ჩამოერთვას, ვიდრე ის ომს აწარმოებს.
უკრაინამ ირანის ელჩი გააძევა და საელჩოში დიპლომატების რაოდენობა შეამცირა
უკრაინულმა მხარემ ირანის ელჩს უკრაინაში აკრედიტაცია ჩამოართვა და ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა ირანის საელჩოს დიპლომატიური პერსონალის რაოდენობა. ამის მიზეზია რუსეთისთვის საბრძოლო დრონების მიწოდება. ბრიტანეთის დაზვერვა: რუსმა სამხედროებმა უკრაინაში ირანული დრონების გამოყენება დაიწყეს Evropeyska Pravda-ს ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ პარასკევს გამოქვეყნებულ კომენტარშია ნათქვამი. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს, რომელსაც განუცხადეს, რომ რუსეთისთვის ირანული იარაღის მიწოდება „ეწინააღმდეგება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას“. „რუსეთისთვის იარაღის მიწოდება უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის, არამეგობრული ქმედებაა, რომელიც სერიოზულ დარტყმას აყენებს უკრაინასა და ირანს შორის ურთიერთობებს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ირანის ელჩმა უკრაინაში მანუჩეჰრ მორადმა უკრაინა დატოვა. ის უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისში კიშინიოვში გაემგზავრა. აკრედიტაციის ჩამორთმევა ნიშნავს, რომ ელჩი ვეღარ შეასრულებს თავის მოვალეობას და დიპლომატიური პრაქტიკის მიხედვით, თეირანში უნდა დაბრუნდეს. აშშ-ის ინფორმაციით, რუსები ირანული დრონების მართვას სწავლობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მახლობლად ჩამოაგდეს რუსეთის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სავარაუდოდ ირანშია ნაწარმოები. აგვისტოს ბოლოს The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, სამხედრო თვითმფრინავების პირველი პარტია გადასცა. ირანმა ეს ცნობა უარყო. 27 ივლისს, ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ თეირანი მოსკოვს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის.
ზელენსკი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ უკრაინელებს: ყველაფერი გააკეთეთ სიცოცხლის გადასარჩენად და უკრაინის თავისუფლებისთვის
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ უკრაინელებს მოუწოდა, რომ პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციას მოერიდონ და თუ რუსულ ჯარში მაინც გაიწვევენ, პირველივე შესაძლებლობისას უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს გადავიდნენ. „დაემალეთ რუსეთის მობილიზაციას ნებისმიერი საშუალებით. მოერიდეთ გამოძახებებს. სცადეთ გამგზავრება უკრაინის თავისუფალ ტერიტორიაზე. და თუ მაინც აღმოჩნდებით რუსულ ჯარში, მაშინ ჩაერიეთ რუსეთის ნებისმიერ ოპერაციაში, გადმოგვეცით ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია დამპყრობლების შესახებ: სად არის მათი ბაზები, შტაბები, საბრძოლო მასალის საცავი და პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში გადმოდით ჩვენს პოზიციებზე. ყველაფერი გააკეთეთ სიცოცხლის გადასარჩენად და უკრაინის თავისუფლებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისივე ცნობით, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების კარგი საფუძველია. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება მიმოიხილეს. ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მედიატორის როლი და ხელი შეუწყოს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიე დაბომბეს
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. პენტაგონი: პუტინის ბირთვული რიტორიკა გავლენას არ მოახდენს უკრაინის დახმარებაზე მათივე ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. „ზაპოროჟიეზე მტრის თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, არის მსხვერპლი. ადგილზე უკვე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები“, - განაცხადა ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივანმა, ანატოლი კურტევმა. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საგარეო საქმეთა მინისტრი იორდანელ კოლეგას შეხვდა
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა იორდანიის სამეფოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან. ილია დარჩიაშვილმა და აიმან საფადიმ მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და იორდანიას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ კავშირებს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს იორდანიის სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ისტორიული ვიზიტის და მის უდიდებულესობა პრინც აბდულა მეორესთან შეხვედრის მნიშვნელობა. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ აღნიშნული კავშირების შენარჩუნებისა და მათი განვითარების მიმართულებით. ხაზი გაესვა იორდანიასა და საქართველოს შორის ტურიზიმის და ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურებას, რასაც დამატებით იმპულსს მისცემს იორდანიის სამეფო ოჯახის გადაწყვეტილება საქართველოსთვის წმინდა მიწაზე ტერიტორიის მფლობელობაში გადმოცემა. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო ფორმატებში ორი ქვეყნის ურთიერთობას, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას არაბული ლიგის ორგანიზაციასთან და ზოგადად არაბულ სახელმწიფოებთან.
ირაკლი ღარიბაშვილი: ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობის, სტაბილურობის კრიტიკული მნიშვნელობა განვიხილეთ
"ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და სტაბილურობის კრიტიკული მნიშვნელობა განვიხილე", - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა „კარგი შეხვედრა მქონდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები, რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და სტაბილურობის კრიტიკული მნიშვნელობა. სამხრეთ კავკასია უნდა იქცეს შესაძლებლობების რეგიონად”, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
ორბელიანების სასახლეში დღეს, აფხაზი მხატვრის, ნიკოლოზ ემხვარის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
ორბელიანების სასახლეში დღეს, აფხაზი მხატვრის, ნიკოლოზ ემხვარის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ეს გამოფენა პრეზიდენტის მხრიდან თბილისში მიმდინარე არტ-ფეარისა და ახალგაზრდა მხატვრების თვითრეალიზებისა და თვითგამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა. გამოფენაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, მხატვარმა და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კულტურისა და განათლების საკითხებში. საქართველოს პრეზიდენტმა გამოფენის მოწყობის იდეის შესახებ ისაუბრა და გამოფენის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს საშუალება, ამ სასახლეში ვუმასპინძლოთ ახალგაზრდა მხატვარს, ნიკა ემხვარს, რომლის ძალიან საინტერესო ნამუშევრებიც მე პირველად, რამდენიმე თვის წინ, სიღნაღის მუზეუმში ვნახე და აქედან გაჩნდა იდეა, რომ ასეთი გამოფენა ამ სასახლეში მოგვეწყო. თბილისში მიმდინარე არტ-ფეარის ფონზე, დღეს ძალიან დროულია ეს გამოფენა. ჩემი სურვილი იყო, ერთგვარად, ჩვენც ვყოფილიყავით ამ ღონისძიების მონაწილე. მხატვარი, გარდა იმისა, რომ საკუთარი შემოქმედებით თავის თავს წარმოადგენს, ის ასევე არის აფხაზეთიდან და მნიშვნელოვანია, რომ არტ-ფეარში ჩვენი გავლით აფხაზეთიც იყოს წარმოდგენილი. ეს არის საქართველოს ხელოვნება, ძალიან საინტერესო თანამედროვე ხელოვნება. საქართველო სწორედ ის ქვეყანაა, სადაც თანამედროვე ნიჭის აღმავლობა ხდება. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ ქვეყანაში და ჩვენს ახალგაზრდებში ასეთი შემოქმედებითი უნარი და სიცოცხლეა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მხატვარმა ნიკა ემხვარმა საქართველოს პრეზიდენტს გამოფენისთვის მადლობა გადაუხადა. „ხელოვნება ჩემთვის ყველაფერია და მინდა, რომ ჩემი სული ჩავდო ჩემს ნამუშევრებში. დიდი მადლობა, რომ ხართ აქ, ჩემი ნამუშევრების დასათვალიერებლად, რომლებიც ადამიანის ბუნებას ასახავს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა, რომელიც მინდა ჩემი შემოქმედებით ვაჩვენო“,- განაცხადა ნიკა ემხვარმა. საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის კონსტანტინე ნაცვლიშვილის განცხადებით, მხატვრები არასდროს ყოფილან დისტანცირებული ყოფითი კულტურისგან და ყოფა და ჩვენი გარემო ყოველთვის დიდ გავლენას ახდენდა მათ შემოქმედებაზე. „ჩვენ ვცხოვრობთ საინტერესო ეპოქაში, და, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც ნიკა ემხვარია, მის შემოქმედებაში ჩვენ შეგვიძლია, თვალი მივადევნოთ პოპკულტურის როლს, ჩვენს ცხოვრებაში იმ ე.წ. იმიჯებს, რომლებიც ჩვენს ცნობიერებაში რჩება, ილექება და მერე უკვე ახალი ფორმით გამოვლინდება. ეს იმიჯები თავისთავზე მეტყველებენ, წარმოადგენენ იმავდროულად მედიუმს, რომლითაც მხატვარი გვესაუბრება და ამ უნივერსალურ ენაზე, რომელიც მთელი მსოფლიოსთვისაა გასაგები, თავის სათქმელს ამბობს. ვფიქრობ, რომ ტრანსფორმაციისა და ამ პოპკულტურის როლის კუთხით მხატვრის ნამუშევრები ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას“, – განაცხადა კონსტანტინე ნაცვლიშვილი. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, გამოფენა სასახლეში 29 სექტემბრამდე დარჩება და ღიაა დამთვალიერებლებისთვის – შაბათ-კვირას 15:00-18:00 საათამდე და სამუშაო დღეებში 12:00-დან 18:00 საათამდე. დამთვალიერებლებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
უკრაინის გენშტაბი: რუსი ოკუპანტების ერთი თვითმფრინავი, ერთი ვერტმფრენი და 8 დრონი გავანადგურეთ
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის ერთი თვითმფრინავი, ერთი ვერტმფრენი და 8 დრონი გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. პენტაგონი: პუტინის ბირთვული რიტორიკა გავლენას არ მოახდენს უკრაინის დახმარებაზე „უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის ერთი თვითმფრინავი, ერთი ვერტმფრენი და 8 დრონი გაანადგურეს. ჩვენი სახელმწიფოს დამცველებმა ასევე დაარტყეს მტრის საჰაერო თავდაცვის 3 პოზიციასა და მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის კონცენტრაციის ზონებს 20-ზე მეტ ტერიტორიაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სექტემბერში გათავისუფლდა 9 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია - ვოლოდიმირ ზელენსკი
სექტემბერში გათავისუფლდა 9 000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია, დაახლოებით 400 დასახლებული პუნქტი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის გენშტაბი: რუსი ოკუპანტების ერთი თვითმფრინავი, ერთი ვერტმფრენი და 8 დრონი გავანადგურეთ პენტაგონი: პუტინის ბირთვული რიტორიკა გავლენას არ მოახდენს უკრაინის დახმარებაზე „სექტემბერში გათავისუფლდა 9 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია. დაახლოებით 400 დასახლებული პუნქტი. ეს შედეგი მიღწეულია, რადგან ჩვენი ხალხი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გვეხმარება. ძალიან გთხოვთ, გააკეთეთ ყველაფერი, რომ ასეთი დახმარება მეტი იყოს“, – განაცხადა ზელენსკიმ. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ესპანეთში პოლიციამ 15,4 ტონა მაროკოული ჰაშიში ამოიღო და 49 ადამიანი დააკავა
ესპანეთში პოლიციამ 15,4 ტონა მაროკოული ჰაშიში ამოიღო და 49 ადამიანი დააკავა. "სამართალდამცველებმა ქვეყანაში ნარკოტიკების კონტრაბანდის უმსხვილესი ქსელი გამოააშკარავეს, რომელიც ყოველთვიურად ჩრდილოეთ აფრიკიდან პირენეს ნახევარკუნძულზე 19,7 ტონა ჰაშიშს შემოჰქონდა", - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, ნარკოტიკების გარდა, სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი საქართველოს ეწვევა
მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი თავისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან ერთად 26 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ბოლო პერიოდში გატარებულ წარმატებულ რეფორმებსა და საქართველოს ნაკრების მაღალ შედეგებს უკავშირდება. „ის რომ ბატონი ბომონტი პირადად ჩამოვა საქართველოში და ქართული რაგბის მესვეურებს სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ესაუბრება, ნათელი დადასტურებაა თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო მსოფლიო სარაგბო ოჯახისთვის, – პანდემიის შემდეგ ეს მისი პირველი ვიზიტი იქნება ცალკე აღებულ ერთ ქვეყანაში“ – განაცხადა მსოფლიო რაგბის მაღალი მიღწევების მიმართულების ხელმძღვანელმა პიტერ ჰორნიმ, რომელიც ბილ ბომონტის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე ეწვია საქართველოს, – „ჩვენ ქართველ კოლეგებს ვესაუბრებით თამაშის ახლებურ სტრატეგიაზე და ასევე რაგბის კომერციალიზაციაზე, განვიხილავთ ქართული რაგბის სასპონსორო ბიუჯეტსაც და შეჯიბრებების ახლებურ სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს ქართველ მორაგბეებს მეტად იყვნენ წარმოდგენილნი საერთაშორისო ასპარეზზე“ – დასძინა მან. 26 სექტემბერს საქართველოში ასევე ჩამოვლენ მსოფლიო რაგბის აღმასრულებელი დირექტორი ალან გილპინი და საერთაშორისო მიმართულების ხელმძღვანელი დევიდ ქერიგი. საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის გარდა დელეგაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სპორტისა და კულტურის მინისტრსაც შეხვდება, თანამშრომლობის საკითხებს სპექტრს შორის განიხილავენ ქართველ მორაგბეთა მომავალი თაობის ხელშეწყობის პერსპექტივასაც. „როდესაც 10 დღის განმავლობაში მსოფლიო რაგბის უმაღლესი რანგის ხუთი მოხელე შენს ქვეყანაში ჩამოდის, ეს ნიშნავს, რომ ქართული რაგბი მსოფლიო რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს იმკვიდრებს და მის მომავალს დანარჩენი მსოფლიო დიდ მოლოდინებს უკავშირებს“ – განაცხადა რაგბის კავშირის აღმასრუებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა, მისი თქმით ეს მოლოდინები მნიშვნელოვნად გაამყარა რაგბის კავშირის წარმატებულმა რეფორმებმა და ასევე ზაფხულის სერიის ფარგლებში, იტალიის ნაკრებთან ბათუმში მოპოვებულმა გამარჯვებამ, როდესაც ქართველმა მორაგბეებმა პირველად სძლიეს ტიერ-1-ის გუნდს. საქართველოს რაგბის კავშირი გამოდის ინიციატივით და მიმდინარეობს მოლაპარაკება მსოფლიო რაგბთან, რათა მაღალი მიღწევების დირექტორის პოზიციაზე მოიწვიოს საერთაშორისო დონის სპეციალისტი, რომელიც კიდევ უფრო წინ წაწევს და ახალ საფეხურზე აიყვანს ქართულ რაგბს საერთაშორისო ასპარეზზე.
The New York Times: პუტინმა გენერლების თხოვნა, უკრაინის ქალაქ ხერსონიდან უკან დახევის შესახებ, არ დააკმაყოფილა
"რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი პირადად იღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით და გენერლების თხოვნა, უკრაინის ქალაქ ხერსონიდან უკან დახევის შესახებ, არ დააკმაყოფილა", - ამის შესახებ The New York Times საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს. უკრაინის გენშტაბი: ლუგანსკის ოლქში, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი დაიჭრა "რუსმა გენერლებმა პუტინს, პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის შენახვის მიზნით, ხერსონის დატოვება და მდინარე დნეპრის გადაღმა ორგანიზებული თავდაცვის ორგანიზება შესთავაზეს. თუმცა ვლადიმერ პუტინმა მათი შეთავაზება არ დააკმაყოფილა", - წერს გამოცემა. ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინთან მოლაპარაკების მაგიდაზე აღარავინ დაჯდება აშშ უკრაინაში, საბრძოლო მასალის ახალ პარტიას აგზავნის 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ევროკავშირმა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინის მუქარა სერიოზულად უნდა მიიღოს - ბორელი
ევროკავშირმა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის მუქარა სერიოზულად უნდა მიიღოს, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. The New York Times: პუტინმა გენერლების თხოვნა, უკრაინის ქალაქ ხერსონიდან უკან დახევის შესახებ, არ დააკმაყოფილა „რა თქმა უნდა, ეს არის სახიფათო მომენტი, რადგან რუსები კუთხეში მოიმწყვდიეს და პუტინის რეაქცია, ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის შესახებ, არის ძალიან ცუდი. ევროკავშირმა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის მუქარა სერიოზულად უნდა მიიღოს“, – განაცხადა ბორელმა. ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინთან მოლაპარაკების მაგიდაზე აღარავინ დაჯდება აშშ უკრაინაში, საბრძოლო მასალის ახალ პარტიას აგზავნის 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მედია: დროებით ოკუპირებულ ხერსონში, ე.წ. რეფერენდუმზე რუსეთთან შეერთების მომხრეთა აქტივობა 15% იყო
კრემლმა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი დაიწყო. დროებით ოკუპირებულ ხერსონში, ე.წ. რეფერენდუმზე რუსეთთან შეერთების მომხრეთა აქტივობა 15% იყო. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას "რეფერენდუმში" მონაწილეობის მიღებას აიძულებენ. The New York Times: პუტინმა გენერლების თხოვნა, უკრაინის ქალაქ ხერსონიდან უკან დახევის შესახებ, არ დააკმაყოფილა "შეიარაღებული დაჯგუფებები მოსახლეობის სახლებში მიდიან და სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან", - აცხადებენ ადგილობრივები. ამასთან, უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, ადგილობრივებს ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება ე.წ. რეფერენდუმის დასრულებამდე ეკრძალებათ. ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინთან მოლაპარაკების მაგიდაზე აღარავინ დაჯდება 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი: ჩვენ ვაღიარებთ, უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას
ჩვენ ვაღიარებთ უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას - უკრაინაში, ცალმხრივი ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების მცდელობა სწორად არ მიგვაჩნია, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იბრაჰიმ კალინმა განაცხადა. მედია: დროებით ოკუპირებულ ხერსონში, ე.წ. რეფერენდუმზე რუსეთთან შეერთების მომხრეთა აქტივობა 15% იყო „ჩვენ ვაღიარებთ უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა. The New York Times: პუტინმა გენერლების თხოვნა, უკრაინის ქალაქ ხერსონიდან უკან დახევის შესახებ, არ დააკმაყოფილა 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ჯო ბაიდენი: აშშ უკრაინის მიტაცებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას, არასდროს აღიარებს
აშშ უკრაინის მიტაცებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას, არასდროს აღიარებს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი: ჩვენ ვაღიარებთ, უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას მედია: დროებით ოკუპირებულ ხერსონში, ე.წ. რეფერენდუმზე რუსეთთან შეერთების მომხრეთა აქტივობა 15% იყო "რუსეთის მიერ ჩატარებული, ეს „რეფერენდუმები“ ოკუპირებული რეგიონების ანექსიისკენაა მიმართული და აშშ არასდროს აღიარებს უკრაინის ტერიტორიებს სხვა ქვეყნის ტერიტორიად", - განაცხადა ბაიდენმა. The New York Times: პუტინმა გენერლების თხოვნა, უკრაინის ქალაქ ხერსონიდან უკან დახევის შესახებ, არ დააკმაყოფილა 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.