ძებნის რეზულტატი:

საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა - კალაძე

საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა და ეს გამოწვეულია იმ მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო სამუშაოებით, რომელიც ამ ორ კონკრეტულ გამზირზე მიმდინარეობს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისში შექმნილ საცობებს ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის გამზირებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ქმნის. „ეს სამუშაოები დაიწყება მას შემდეგ, რაც ორი უმნიშვნელოვანესი პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება, მხედველობაში მაქვს ქეთევან დედოფლის გამზირი და მელიქიშვილის გამზირი. ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი კვანძი, რომელიც დღეს გადაკეტილია, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, მთლიანად მოწესრიგება და შემდეგი ეტაპი იქნება უკვე წერეთლის გამზირი და მომავალი წლისთვის ვაპირებთ დავიწყოთ ვაჟა-ფშაველას გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები. საცობების ახლანდელ მდგომარეობას ავხსნი იმით, რომ ორი უმნიშვნელოვანესი კვანძი არის გადაკეტილი, მოძრაობა შეზღუდულია და ეს, რა თქმა უნდა, იწვევს იმ საცობებს დღის განმავლობაში, რაც გვაქვს. საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა და ეს გამოწვეულია იმ მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო სამუშაოებით, რომელიც ამ ორ კონკრეტულ გამზირზე მიმდინარეობს“,- განაცხადა კალაძემ.  

კრწანისის რაიონში, „კრწანისობა 2022“ გაიმართა

ორწლიანი პაუზის შემდეგ, კრწანისის რაიონში, 300 „კრწანისობა 2022“ გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე კრწანისის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად დაესწრო. თბილისის მერმა ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს დღესასწაული მიულოცა. „დღეს კრწანისობაა – ჩვენი გმირების, კრწანისის გმირების დღე. ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება ეს ღონისძიება და ეს არის სახალხო დღესასწაული. მინდა, კიდევ ერთხელ სრულიად საქართველოს მივულოცო და პირველ რიგში, ვუსურვო ის, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია და საჭიროა დღეს – მშვიდობა და სიმშვიდე. ასევე, რა თქმა უნდა, მინდა, ვუსურვო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა კახა კალაძემ. „კრწანისობა 2022“ მეფე ერეკლე მეორისა და კრწანისის ბრძოლის შესახებ ჯაბა სამუშიას ლექციით გაიხსნა. ლექციის დასრულებისთანავე, კრწანისის ბრძოლაში დაღუპულთა სულის სავედრებელი პარაკლისი აღევლინა. ღონისძიების დასკვნით ნაწილში კონცერტი გაიმართა, სადაც სტუმრების წინაშე ანსამბლები „შვიდკაცა“ და „თბილისი“ წარდგნენ. „კრწანისობა 2022“-ზე მისულ სტუმრებს ძველი, ქართულ-კავკასიური საბრძოლო იარაღისა და ქართული სამოსის გამოფენა: ხმლები, თოფები, მუზარადები, ჯაჭვის პერანგი, ხევსურული ტალავერი, ჩოხა, ყაბალახი, აჭარული ჩაქურა და სხვა სამოსელიც დახვდათ. მათ საშუალება ჰქონდათ, თავად მოერგოთ ინვენტარი და სამახსოვრო ფოტოები გადაეღოთ. თბილისის მერთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები.  

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „რეფერენდუმებს“ გმობენ

ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ამ "რეფერენდუმებს", - „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „რეფერენდუმებს“ გმობენ. თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი: ჩვენ ვაღიარებთ, უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას მედია: დროებით ოკუპირებულ ხერსონში, ე.წ. რეფერენდუმზე რუსეთთან შეერთების მომხრეთა აქტივობა 15% იყო „ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ამ "რეფერენდუმებს", რომლებიც როგორც ჩანს, არის ნაბიჯი რუსეთის მიერ ანექსიის განხორციელებისკენ და ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ანექსიას, თუ ეს მოხდება“, - აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში. The New York Times: პუტინმა გენერლების თხოვნა, უკრაინის ქალაქ ხერსონიდან უკან დახევის შესახებ, არ დააკმაყოფილა 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

იუსტიციის სამინისტრო: ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი, "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - დეპორტირებულების საქმის" განხილვას 2022 წლის დეკემბერში დაუბრუნდება

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე მკაცრი შუალედური რეზოლუცია მიიღო, - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიმდინარე წლის სექტემბრის დებატებზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I)“ (ე.წ. „დეპორტირებულების საქმე“) განიხილა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულოს მათივე ცნობით, სხდომაზე საქართველოს წარმომადგენლობამ ხაზი გაუსვა განსახილველ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და გამოთქვა მკაფიო პოზიცია, რომ მიუხედავად რუსეთის ფედერაციისთვის ევროპის საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტისა, მოპასუხე სახელმწიფოს კვლავ რჩება გადაწყვეტილების აღსრულების უპირობო ვალდებულება. ამასთან, როგორც იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, მინისტრთა კომიტეტის დებატების ფარგლებში დელეგაციების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ ზემოხსენებული ვალდებულების აღუსრულებლობა და სრულად გაიზიარა საქართველოს წარმომადგენლების პოზიცია. „რეზოლუციის ფარგლებში, კომიტეტმა გამოთქვა ღრმა მწუხარება, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლებამ არ გადაიხადა ევროპული სასამართლოს მიერ დაზარალებულებისთვის მიკუთვნებული თანხა. მინისტრთა კომიტეტის თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება განსაკუთრებით აზიანებს დაზარალებულთა ინტერესებს. ქართული მხარის ინიციატივით, მინისტრთა კომიტეტმა მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს, გამოიყენონ ყველა საშუალება საქმის აღსრულების უზრუნველსაყოფად. ამასთან კომიტეტმა გაიზიარა ქართული მხარის პოზიცია, რომ რუსეთისათვის ევროპის საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის პირობებში, აუცილებელია რუსეთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობის სტრატეგიის შემუშავება, ყველა წევრი სახელმწიფოს ჩართულობით და დაავალა კომიტეტის სამდივნოს, წარადგინოს შესაბამისი შეთავაზებები და ხედვა განსახილველი საქმის აღსრულების თაობაზე შემდეგ სხდომამდე, რომელიც 2022 წლის დეკემბერში გაიმართება. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სტრასბურგის სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით რუსეთის მთავრობას დაეკისრა ქართული მხარისათვის 10 000 000 ევროს გადახდის ვალდებულება იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წელს რუსეთიდან მასობრივი დეპორტაციის მსხვერპლი გახდნენ. თუმცა, მიუხედავად ქართული მხარისა და მინისტრთა კომიტეტის ძალისხმევისა, რომელიც 2021 წლის ბოლოს ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდა, რუსეთს თანხა ამ დრომდე არ გადაუხდია. ქართული მხარის ინიციატივით, კომიტეტი დეპორტირებულების საქმის განხილვას მომდევნო სხდომაზე, 2022 წლის დეკემბერში დაუბრუნდება“, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2019 წლის 31 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას უკავშირდება, 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრება, დაკავება და კოლექტიური გაძევება რუსეთიდან 2006 წლის შემოდგომაზე, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევაა.  

მედია: ჩინეთის მასშტაბით, ფრენები მასობრივად უქმდება, მიზეზები გაურკვეველია

პეკინის აეროპორტმა 6000-ზე მეტი შიდა და საერთაშორისო რეისი გააუქმა. ამასთან, შანხაის საერთაშორისო აეროპორტებში (Pudong International Airport) ფრენების 50 პროცენტზე მეტი გაუქმებულია. ასევე, ჩქაროსნულ მატარებელზე გაყიდული ყველა ბილეთი გაუქმებულია და რკინიგზის მუშაობა სრულად გაჩერებულია შემდგომ შეტყობინებამდე. ოფიციალური განმარტება არ გაკეთებულა. მედიის ცნობით, რეისების გაუქმების მიზეზი ძირითადად, ჩინეთის ბევრ პროვინციაში ეპიდვითარების გაუარესებას უკავშირდება. გამომძიებელი ჟურნალისტები კი წერენ, რომ „ფრენების ასეთი მასობრივი გაუქმება სამხედრო დირექტივა უნდა იყოს“. „საჰაერო მოძრაობის კონტროლის უფლებამოსილება ჩინეთის სამხედროებს აქვთ, რომლებიც თავის მხრივ, მითითებებს აძლევენ სამოქალაქო ავიაციის მენეჯმენტს. საჰაერო სივრცე გამოყოფილია ისე, რომ სამხედრო თვითმფრინავებს სურვილისამებრ შეეძლოთ ფრენა. ეს არის სამხედრო გეგმის, ან თუნდაც სამხედრო მომზადების ნაწილი“, - წერს ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც მისი საგამოძიებო მასალების გამო, დევნის ობიექტი გახდა და ახლა აშშ-ში ცხოვრობს. 

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსები ქვეყანაში უნდა დარჩნენ და პუტინის წინააღმდეგ იბრძოლონ

"ჩემი ქვეყანა რუსეთიდან გაქცეულ ადამიანებს თავშესაფარს არ მისცემს, რუსები უნდა დარჩნენ და იბრძოლონ პუტინის წინააღმდეგ", - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა. თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი: ჩვენ ვაღიარებთ, უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას მედია: დროებით ოკუპირებულ ხერსონში, ე.წ. რეფერენდუმზე რუსეთთან შეერთების მომხრეთა აქტივობა 15% იყო „ლიეტუვა არ მისცემს თავშესაფარს მათ, ვინც უბრალოდ გაურბის პასუხისმგებლობას. რუსები უნდა დარჩნენ და იბრძოლონ პუტინის წინააღმდეგ“, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი. The New York Times: პუტინმა გენერლების თხოვნა, უკრაინის ქალაქ ხერსონიდან უკან დახევის შესახებ, არ დააკმაყოფილა 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ირანში, მიმდინარე საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ირანში, მიმდინარე საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. „ქვეყანაში ბოლოდროინდელი არეულობის დროს დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა“, -ნათქვამია მედიის მიერ გავრცელბულ ინფორმაციაში. ამასთან, ირანის ხელისუფლების ოფიციალური მონაცემებით, საპროტესტო აქციებს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და მათ შორის 5 სამართალდამცავია. შეგახსენეთ, რომ ირანში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციები 16 სექტემბერს დაიწყო.   

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტომობილი დაიწვა

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტომობილი დაიწვა, - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. მგზავრებმა და მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა მოასწრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი "რენოს" მარკის მოძრავ ავტომობილს გაუჩნდა.  ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და პოლიციის ეკიპაჟები.  

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ავტომობილი გზიდან გადავარდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი გზიდან გადავარდა.  ავარიის შედეგად, ავტომანქანის მძღოლი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.  

თეირანი კიევს მოუწოდებს, არ მოექცეს „მესამე მხარის“ გავლენის ქვეშ, რომელიც „ორი ქვეყნის ურთიერთობების განადგურებას ცდილობს“

ირანი სამწუხაროს უწოდებს უკრაინის გადაწყვეტილებას ქვეყნის ელჩის გაძევების შესახებ, რადგან ამან შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გააუარესოს.  ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. უკრაინამ ირანის ელჩი გააძევა და საელჩოში დიპლომატების რაოდენობა შეამცირა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ ქანაანმა მოუწოდა უკრაინას, „თავი შეიკავოს მესამე მხარის გავლენისგან, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განადგურებას ცდილობს“. უკრაინამ 23 სექტემბერს განაცხადა, რომ ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობას გაწყვეტს თეირანის გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმადაც, რუსეთის ჯარს უპილოტო თვითმფრინავები გადასცა.  უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირანის ქმედებებს, „ბოროტებასთან თანამშრომლობა“ უწოდა. აშშ-ის ინფორმაციით, რუსები ირანული დრონების მართვას სწავლობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მახლობლად ჩამოაგდეს რუსეთის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სავარაუდოდ ირანშია წარმოებული.  აგვისტოს ბოლოს, The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, სამხედრო თვითმფრინავების პირველი პარტია გადასცა.  ირანმა ეს ცნობა უარყო. 27 ივლისს, ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ თეირანი მოსკოვს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის.  

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მიხეილ მიზინცევი დანიშნეს, რომელიც მარიუპოლზე თავდასხმას ხელმძღვანელობდა

არმიის თავდაცვის მინისტრის მოადგილე გენერალი დიმიტრი ბულგაკოვი, რომელიც არმიის ლოგისტიკაზე იყო პასუხისმგებელი,  თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლების ოფიციალური განმარტება სხვა სამუშაოზე გადასვლას უკავშირდება. სამაგიეროდ ამ თანამდებობაზე გენერალ-პოლკოვნიკი მიხეილ მიზინცევი დაინიშნა. მიზინცევი ადრე რუსეთის ეროვნული თავდაცვის კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელად მუშაობდა.  მედია წერდა, რომ ის პირადად ხელმძღვანელობდა ქალაქ მარიუპოლზე თავდასხმას. დასავლურ პრესაში გენერალმა მიიღო მეტსახელი „მარიუპოლის ჯალათი“. მარტში მიზინცევი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა.   

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის ან დეზერტირობის შემთხვევაში, 10-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს

რუსული მედიის ცნობით, პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში თავისუფლების 10 წლამდე ვადით შეზღუდვას ითვალისწინებს.  კანონი სახელმწიფო დუმამ 20 სექტემბერს, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების წინა დღეს სასწრაფოდ მიიღო. ცვლილებების თანახმად, ასევე მკაცრდება სასჯელი მობილიზაციის პერიოდში დანაყოფის უნებართვო მიტოვებისთვის, ბრძანების შეუსრულებლობისთვისა და დეზერტირებისთვის. საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმისთვის კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე, ხოლო თუ უარს „მძიმე შედეგები“ მოჰყვა, პატიმრობა 10 წლამდეა. იგივე ვადა გათვალისწინებულია ბრძანების შეუსრულებლობისთვის. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.   

ირანმა გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს რუსეთს, ტექნოლოგიურად ჩამორჩენილ ქვეყანას - პოდოლიაკი

ირანმა გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს რუსეთს და ტექნოლოგიურად ჩამორჩენილ ქვეყანას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა სოციალურ ქსლეში დაწერა. უკრაინამ ირანის ელჩი გააძევა და საელჩოში დიპლომატების რაოდენობა შეამცირა „წლების განმავლობაში სანქციების, იზოლაციის, ამაზრზენი რეპუტაციის შემდეგ - ირანის ელიტამ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა, როგორ ამაღლდეს ცივილიზაციის ფსკერიდან. ირანმა გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს რუსეთს და ტექნოლოგიურად ჩამორჩენილ ქვეყანას უკრაინელების მკვლელობისთვის თანამედროვე დრონები მისცეს“, - წერს პოდოლიაკი. პარასკევს უკრაინამ განაცხადა, რომ გაწყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობას ირანთან თეირანის გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმადაც რუსეთის ჯარს უპილოტო თვითმფრინავები გადასცა.  უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირანის ქმედებებს „ბოროტებასთან თანამშრომლობა“ უწოდა. აშშ-ის ინფორმაციით, რუსები ირანული დრონების მართვას სწავლობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მახლობლად ჩამოაგდეს რუსეთის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სავარაუდოდ ირანშია ნაწარმოები.  აგვისტოს ბოლოს The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, სამხედრო თვითმფრინავების პირველი პარტია გადასცა.  ირანმა ეს ცნობა უარყო. 27 ივლისს, ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ თეირანი მოსკოვს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის.  

Reuters: ინდოეთი რუსული ნავთობის შესყიდვას წყვეტს

ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები რუსულ ნავთობს აღარ შეისყიდიან. Reuters-ის ცნობით, ინდოეთი ტვირთების მაღალი ტარიფის გამო, რუსული ნავთობის შესყიდვაზე უარს ამბობს. გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ინდოეთი, რომელიც ადრე იშვიათად ყიდულობდა რუსულ ნავთობს, ჩინეთის შემდეგ სიდიდით მეორე მომხმარებელი გახდა. მას შემდეგ, რაც დასავლეთის ზოგიერთმა კომპანიამ რუსული ნავთობის ყიდვა შეწყვიტა, ინდოეთში ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა თითქმის ყველა კლასის რუსული ნავთობის შეძენისას, ფასდაკლებით ისარგებლეს. ახლა რუსული ნავთობის ფასი გაიზარდა. Reuters-ის ცნობით, ინდური კომპანიები სულ უფრო ხშირად ყიდულობენ სხვა კლასის ნავთობს დასავლეთ აფრიკიდან. ამრიგად, ინდოეთმა ტანკერები ამ თვეში 2,35 მილიონი ტონა აფრიკული ნავთობით დატვირთა (აგვისტოში - 1,16 მილიონი ტონა), ხოლო  დაახლოებით 2 მილიონი ტონა რუსული ნავთობი (აგვისტოში - 3,55 მილიონი ტონა), შეისყიდა.   

ბელორუსმა ქვეყნიდან მარცვლეულის ექსპორტზე აკრძალვა, 6 თვით გაახანგრძლივა

ბელორუსის მინისტრთა საბჭომ ქვეყნიდან ხორბლისა და სხვა მარცვლეულის ექსპორტზე აკრძალვა, კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა.    ამავდროულად, რეზოლუციის მოქმედება არ ვრცელდება ბელორუსის რესპუბლიკის გარეთ ექსპორტირებულ საქონელზე ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EAEU) წევრ ქვეყნებში. ბელორუსიდან დროებითი ექსპორტისთვის აკრძალული საქონლის სიაშია ხორბალი, ჭვავი, ქერი, სიმინდი, ფეტვი, წიწიბურა, შვრია და სხვა მარცვლეული.  

პუტინის პანიკა, უკრაინას შესაძლებლობის ფანჯარას უხსნის - The Economist

ვლადიმერ პუტინის ბოლო განცხადება ნაწილობრივი მობილიზაციისა და ბირთვული შანტაჟის შესახებ მის სიძლიერზე კი არა, პანიკაზე მეტყველებს, ეს კი უკრაინას შესაძლებლობის ფანჯარას უხსნის. ამის შესახებ The Economist-ი წერს.  მასალის ავტორების თქმით, დრო რუსეთის პრეზიდენტის მხარეს არ არის. მაგალითად, ნაწილობრივ მობილიზაციასაც კი აქვს თავისი ნიუანსი. „საჭირო არაა რეზერვისტებს ასწავლონ ზუსტი სროლა, თუმცა მათ უნდა ასწავლონ ახალ ეკიპირებასთან მოპყრობა და ახალ პირობებთან შეგუება. თუ მათ ბრძოლის ველზე მალე გაიყვანენ, მასობრივად დაიღუპებიან. ისინი უნდა ჩაერთონ არსებულ საჯარისო განყოფილებებში, რომლებიც ომისგან გადაიღალნენ. ეს რუსეთს თავისი საზღვრების დაცვას გაუადვილებდა. ან რუსეთი აღარ გადადგამდა ახალი შეტევისთვის ნაბიჯებს“, - წერს გამოცემის ჟურნალისტი.  21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.  

უკრაინა: ერთადერთი „მესამე მხარე“ ირანული უპილოტო საფრენი აპარატებია, რომლითაც უკრაინელებს კლავენ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ირანის განცხადებები, რომლის თანახმადაც, უკრინის გადაწყვეტილებაზე ირანის ელჩის გაძევების შესახებ, მესამე მხარემ მოახდინა გავლენა.   თეირანი კიევს მოუწოდებს, არ მოექცეს მესამე მხარის გავლენის ქვეშ, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობების განადგურებას ცდილობს ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ „ევროპული პრავდასთვის“ მიცემულ კომენტარში განაცხადა. „ერთადერთი „მესამე მხარე“ არის ირანული თვითმფრინავები, რომლებსაც უკრაინა ანადგურებს. თეირანს ეკისრება სრულ პასუხისმგებლობა უკრაინასთან ურთიერთობების დანგრევაზე", - ხაზგასმით აღნიშნა ნიკოლენკომ.  „ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს იარაღის მიწოდება რუსეთის ფედერაციისთვის უკრაინელების მოსაკლავად და არ გაამართლოს ეს, „გარე გავლენის“ ფანტაზიებით“, - განაცხადა ნიკოლენკომ. უკრაინამ 23 სექტემბერს განაცხადა, რომ ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობას გაწყვეტს თეირანის გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმადაც, რუსეთის ჯარს უპილოტო თვითმფრინავები გადასცა.  უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირანის ქმედებებს, „ბოროტებასთან თანამშრომლობა“ უწოდა. აშშ-ის ინფორმაციით, რუსები ირანული დრონების მართვას სწავლობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მახლობლად ჩამოაგდეს რუსეთის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სავარაუდოდ, ირანშია წარმოებული.  აგვისტოს ბოლოს, The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, სამხედრო თვითმფრინავების პირველი პარტია გადასცა.  ირანმა ეს ცნობა უარყო. 27 ივლისს, ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ თეირანი მოსკოვს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის.  

რუსეთში ომის საწინააღმდეგო აქციებზე, 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

უკრაინის ომისა და მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს, რუსეთის ქალაქებში 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, იუწყება OVD-Info. მოსკოვის დროით 19:06 საათისთვის პროექტი, რუსეთის 32 ქალაქში 707 დაკავებულის შესახებ იუწყებოდა. OVD-Info-ს ცნობით, მოსკოვში (300-ზე მეტი ადამიანი), სანკტ-პეტერბურგში (100-ზე მეტი) და ნოვოსიბირსკში (დაახლოებით 70) ადამიანი დააკავეს.  საპროტესტო აქციები, რუსეთის ქალაქებში 21 სექტემბერს დაიწყო.  1 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.  

ილონ მასკი, ირანში, აქციების ფონზე, Starlink-ის გააქტიურებას გეგმავს

ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ირანში, Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტ სერვისს გაააქტიურებს. მასკმა ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცახდებას უპასუხა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. ირანში, მიმდინარე საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა მანამდე, ბლინკენმა Twitter-ზე დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანელებისთვის ინტერნეტის თავისუფლებისა და ინფორმაციის თავისუფალი ნაკადის ხელშეწყობისთვის ზომები მიიღო. მედიის ცნობით, პარასკევს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა, ირანელებისთვის ხელმისაწვდომი ინტერნეტ სერვისების გასაფართოებლად სახელმძღვანელო მითითებები გამოქვეყნა. აშშ-მ სანქციების მიუხედვად, ირანში, პატიმრობაში მყოფი 22 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების ფონზე, ხსენებული გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ მასკი, ირანში დამოუკიდებელი გადაწყვეტილების საფუძველზე იმუშავებს. თავად მილიარდერს ამ საკითხზე მედიასთან ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.  შეგახსენეთ, რომ ირანში, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, საპროტესტო აქციები 16 სექტემბერს დაიწყო.   

ირანი უკრაინას, ელჩის გაძევების გამო, პროპორციულ პასუხს ჰპირდება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ნასერ ქანაანმა განაცხადა, რომ უკრაინული მხარის გადაწყვეტილებას ირანის ელჩისთვის აკრედიტაციის ჩამორთმევისა და საელჩოს თანამშრომლების რაოდენობის შემცირების შესახებ, თეირანი პროპორციულად უპასუხებს.  უკრაინამ ირანის ელჩი გააძევა და საელჩოში დიპლომატების რაოდენობა შეამცირა ქანაანმა აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება კიევში, სავარაუდოდ, დაუდასტურებელი ინფორმაციისა და მედიაში უცხოური პროპაგანდის საფუძველზე მიიღეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეირანი მიიღებს პროპორციულ ზომებს უკრაინის მთავრობის ამ ნაბიჯის საპასუხოდ და მოუწოდა კიევს, „თავი აარიდოს მესამე მხარის გავლენას, რომლებიც მიზნად ისახავს ირანისა და უკრაინის კავშირების განადგურებას“, - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინა: ერთადერთი „მესამე მხარე“ ირანული უპილოტო საფრენი აპარატებია, რომლითაც უკრაინელებს კლავენ უკრაინამ 23 სექტემბერს განაცხადა, რომ ირანთან დიპლომატიურ ურთიერთობას გაწყვეტს თეირანის გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმადაც, რუსეთის ჯარს უპილოტო თვითმფრინავები გადასცა.  უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირანის ქმედებებს, „ბოროტებასთან თანამშრომლობა“ უწოდა. აშშ-ის ინფორმაციით, რუსები ირანული დრონების მართვას სწავლობენ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მახლობლად ჩამოაგდეს რუსეთის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სავარაუდოდ ირანშია წარმოებული.  აგვისტოს ბოლოს, The Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად, სამხედრო თვითმფრინავების პირველი პარტია გადასცა.  ირანმა ეს ცნობა უარყო. 27 ივლისს, ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ თეირანი მოსკოვს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის.