ძებნის რეზულტატი:

ევროკავშირი აზერბაიჯანს სანდო და სტრატეგიულ ენერგოპარტნიორად განიხილავს - ევროკომისია

მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ჩვენ განვიხილავთ სტაბილურ კავშირებს და თანამშრომლობას ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკულ სექტორში. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს კონკურენტუნარიან, დივერსიფიცირებულ და უსაფრთხო გაზის მიწოდებას REPowerEU გეგმის პრიორიტეტების შესაბამისად. ამის შესახებ Trend-ს ევროკომისიაში განუცხადეს. „ენერგეტიკული თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილებიდან და გადამწყვეტ მომენტში სამხრეთ გაზის დერეფნის მეშვეობით გაზის მიწოდების წარმატებით დაწყების საფუძველზე, ევროკავშირი აზერბაიჯანს, როგორც სანდო და სტრატეგიულ ენერგეტიკულ სავაჭრო პარტნიორს განიხილავს. აზერბაიჯანს შეაქვს წვლილი ენერგომატარებლების მარაგების დივერსიფიკაციაში და ჩვენი ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში. ამასთან მზად ვართ გავაფართოოთ თანამშრომლობა განახლებადი ენერგიის წყაროების სფეროში“, - აცხადებენ სტრუქტურაში. აზერბაიჯანი ევროპაში გაზის მიწოდებას ყოველწლიურად 40%-ით გაზრდის - ფარვიზ შაჰბაზოვი შეგახსენებთ, რომ ევროპას „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გავლით 2020 წლის 31 დეკემბერს მიწოდება. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, [რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორია], აზერბაიჯანმა ამ ბაზრის დივერსიფიცირება შეძლო. TAP-ი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ევროპულ ნაწილს, ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. მათ შორის იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.  

თეა წულუკიანი: არ ვარ მეცნიერი, მაგრამ როდესაც პროცესს ვმართავ, აღმოვაჩინე, რომ უამრავი ექსპონატი დაკარგულია

ექსპონატების დიდი რაოდენობა გამქრალია, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა. „არის სხვა ექსპონატები, ასეულობით, რომლებიც არ არის ადგილზე, მაგრამ ვიცით, სად შეიძლება, იყოს. მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ რომელიღაც საელჩოში გაიგზავნა, თვის დროზე. შემდეგ, ჩვენ ვცდილობთ მათ დაბრუნებას, ვაბრუნებთ და შეიძლება, აღმოჩნდეს, რომ სხვადასხვა კეთილსინდისიერი ელჩის თანმიმდევრობაში ეს ექსპონატები იქნა შემონახული და სრულად ბრუნდება. ზოგჯერ, სრულად ვერ ბრუნდება, მაგრამ, როდესაც ვამბობთ, რომ გამქრალია, აქ ვგულისხმობთ არა იმას, რომ ვიცით, სად შეიძლება, ვეძებოთ, არამედ არც კი ვიცით, სად ვეძებოთ. ვიცით, რომ მუზეუმში არსებობდა და კვალი იკარგება“, – განაცხადა წულუკიანმა. კულტურის მინისტრის თქმით, იმისთვის, რათა დადგინდეს, როდის დაიკარგა ეს ექსპონატები, საჭიროა მოკვლევა და გამოძიება. „ფაქტია, ინვენტარიზაცია ბოლო მინიმუმ, თხუთმეტი წლის განმავლობაში არ ჩატარებულა. ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდიდან, როდესაც ეროვნული მუზეუმის გაერთიანება შეიქმნა, ეროვნული მუზეუმის გაერთიანების შესაბამის ხელმძღვანელობას სრულფასოვნად არასოდეს ჩაუტარებია ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციები ტარდებოდა, მაგრამ საკმაოდ ზედაპირულად. ამას ადასტურებს სწორედ ეს შედეგი“, – განაცხადა წულუკიანმა. თეა წულუკიანის თქმით, როდესაც პრობლემაა, მას ურჩევნია, ყოველთვის ხმამაღლა ისაუბროს. „მესმის, როდესაც ხარ ეროვნული მუზეუმის გაერთიანების ხელმძღვანელობაში, შეიძლება, რაღაცებზე ხმამაღლა საუბარი არ გინდოდეს, მაგრამ, როდესაც საზოგადოებას ესმის, რომ ზოგიერთი კადრის გათავისუფლება ხდება, მინისტრი არ არის კომპეტენტური, ამ მინისტრმა კარგად იცის პოლიცია, იუსტიცია და ციხე, მაგრამ არ იცის მუზეუმი, რა თქმა უნდა, მე ვსაუბრობ ფაქტებით. მე არ ვარ მეცნიერი, არც პალეონტოლოგი, არც პალინოლოგი, მაგრამ შემიძლია, ვმართო პროცესი, ხოლო როდესაც პროცესს ვმართავ, აღმოვაჩინე, რომ უამრავი ექსპონატი არის დაკარგული“, – განაცხადა წულუკიანმა.  

დენის შმიგალმა დაასახელა სამი ელემენტი, რომლებიც უკრაინას ომის მოსაგებად სჭირდება

ომის მოსაგებად უკრაინას სჭირდება სამი ელემენტი: იარაღი, ფინანსები და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ამერიკულ ტელეარხ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას რუს დამპყრობელთან. „ამ ომში გამარჯვება ჩვენი არსებობის საკითხია.“ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა  ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა მთელი მსოფლიო ხედავს უკრაინის სამხედრო წარმატებებს ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში, ხარკოვის რეგიონში, ასევე წარმატებულ ოპერაციებს ხერსონის რეგიონში. „ჩვენ გავაგრძელებთ ამას, სხვა არჩევანი არ გვაქვს. ჩვენთვის ამ ომში გამარჯვება ჩვენი ხალხის არსებობის საკითხია", - განაცხადა შმიგალმა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ოკუპირებული ბერდიანსკის ცენტრში აფეთქება მოხდა

დროებით ოკუპირებული ბერდიანსკის ცენტრში ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. ამის შესახებ ბერდიანსკის საქალაქო საბჭომ Telegram-ზე დაწერა, იუწყება Ukrinform. „ბერდიანსკში ძლიერი აფეთქება გაისმა. მოსახლეობა აცხადებს, რომ აფეთქება ქალაქის ცენტრში მოხდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  შეგახსენებთ, რომ ზაპოროჟიის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს ფსევდორეფერენდუმის მეორე დღეა.  

პოლონეთი საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად, ახალ დაჯგუფებას ქმნის

პოლონეთის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ახალი დაჯგუფება - საზღვრის დაცვის კომპონენტი (KOP) შეიქმნება. KOP-ის შექმნის კონცეფციის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას, პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა მოაწერა ხელი.  პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის ფონზე, საზღვრის დაცვის გაძლიერება მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, პოლონეთი მანამდე, ბელორუსის ჰიბრიდული აგრესიის წინაშე აღმოჩნდა, რამაც კულმინაციას გასულ შემოდგომაზე მიაღწია. მარიუშ ბლაშჩაკმა ასევე განაცხადა, რომ ჰიბრიდული აგრესია პოლონეთის წინააღმდეგ, არ შეწყვეტილა და კრემლს შეუძლია, არსებული რთული ვითარება, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში გამოიყენოს, რათა ამ რეგიონებიდან ხალხი ბელორსი-პოლონეთის საზღვარზე გაგზავნოს.  „მე გადავწყვიტე, თავდაცვის ძალების ფარგლებში, საზღვრის დაცვის კომპონენტის შექმნის კონცეფცია მივიღო“, - აღნიშნა ბლაშაკმა.

იტალიური Eni ზამთარში, რუსული გაზის 50%-ზე მეტს ჩაანაცვლებს

იტალიური ენერგეტიკული კომპანია Eni, ზამთარში რუსული გაზის 50%-ზე მეტის ჩანაცვლებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუდიო დესკალზიმ განაცხადა. იტალიურმა ნავთობგიგანტმა ENI– მ Qatar Energy–სთან შეთანხმება გააფორმა „2022-2023 წლების ზამთარში ჩვენ შევძლებთ რუსული გაზის 50%-ზე მეტის ჩანაცვლებას, 2023-2024 წლებში კი ეს მაჩვენებელი 80% იქნება, მაგრამ ამისთვის რეგაზიფიკატორებია საჭირო“, - განაცხადა დესკალზიმ. მისი თქმით, 2024 წლის ზამთრისთვის იტალიური კომპანია რუსული გაზის ჩანაცვლებას სრულად გეგმავს. დესკალზის თქმით, ალჟირიდან გაზის მიწოდება გარანტირებულია და დღეში 83-85 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.   

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენი ჯარისკაცების გმირობა და სიმამაცე ეჭვს არ ტოვებს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს

უკრაინელი ჯარისკაცების გმირობა და გამბედაობა ეჭვს არ ტოვებს, რომ ჩვენი ქვეყანა ომს მოიგებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. „ჩვენი ჯარისკაცების გმირობა, სიმამაცე, დამოუკიდებლობისა და სამართლიანობის სურვილი, რომელმაც მთელი ჩვენი ხალხი გააერთიანა, ეჭვს არ ტოვებს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და რომ ყველა დამპყრობელი ჩვენს ტერიტორიაზე აუცილებლად დამარცხდება და ეს სიმართლეა“, - განაცხადა ზელენსკიმ.  2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს: რეზერვისტად გაწვევაზე უარის თქმა სჯობს, უცხო ქვეყანაში ომის დამნაშავედ სიკვდილს

რუსეთის ჯარის მეთაურებს არ აინტერესებთ თავისი მოქალაქეების სიცოცხლე. ამ ადამიანებმა უბრალოდ უნდა შეავსონ ცარიელი ადგილები, დაღუპული, დაჭრილი, გაქცეული ან დატყვევებული რუსი ჯარისკაცების შემდეგ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცახდა.  „ვინ შეავსებს ამ ადგილებს, რუსეთის მთავრობას არ აინტერესებს. თუნდაც, ახალგაზრდა IT სპეციალისტები, რომლებიც საერთოდ არ მსახურობდნენ, თუნდაც პენსიონერები, რომლებიც მხოლოდ საბჭოთა ჯარში მსახურობდნენ. ახლა არის გადამწყვეტი მომენტი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის, გადაწყვიტონ, დასრულდება თუ არა მათი ცხოვრება. რეზერვისტად გაწვევაზე უარის თქმა სჯობს, უცხო ქვეყანაში ომის დამნაშავედ სიკვდილს. სჯობს, ამ კრიმინალურ მობილიზაციას გაექცეთ, ვიდრე დაშავდეთ და მერე აგრესიულ ომში მონაწილეობისთვის, სასამართლოს წინაშე პასუხი აგოთ. სჯობს, ჩაბარდეთ უკრაინელებს ტყვედ, ვიდრე ჩვენი იარაღის დარტყმის ქვეშ დაიღუპოთ. ჩვენი ბრძოლა აბსოლუტურად სამართლიანია, რადგან უკრაინა ამ ომში თავს იცავს. ჩვენ ვიცავთ ყველაზე ნათელს, ვიცავთ ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენს შვილებს, ჩვენს თავისუფლებას“, - განაცხადა ზელენსკიმ.  21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ რისთვის იბრძვის რუსეთი, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ იცის. ბევრი არ აღიარებს, რომ რუსეთს მოაქვს ბოროტება

თუ რისთვის იბრძვის რუსეთი, ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ იცის. ბევრი არ აღიარებს ამას, მაგრამ დანამდვილებით იცის, რომ რუსეთს მოაქვს ბოროტება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. „უკრაინა თითოეულ რუს ჯარისკაცს, ვინც ტყვედ ჩაბარდება, სამ გარანტიას სთავაზობს: პირველ რიგში, მათ მოექცევიან ცივილურად, ყველა კონვენციის შესაბამისად. მეორე, რუსეთში ვერავინ გაიგებს, რომ თქვენი ჩაბარება, ნებაყოფლობითი იყო. მესამე, თუ გეშინიათ რუსეთში დაბრუნების და თავად არ სურთ გაცვლა, ჩვენ ვიპოვით გზას ამის უზრუნველსაყოფად. უკრაინა ყველაფერს გააკეთებს თავისი გამარჯვებისთვის და რუსეთის ყველა მოქალაქემ უნდა გაიგოს, რომ არანაირი ხრიკი არ დაეხმარება ოკუპანტს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველა დამპყრობელი დამარცხდება, თუ ისინი ჩვენს ტერიტორიას არ დატოვებენ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცახდებს, რომ უკრაინა რუსეთის ფედერაციის ყველა დარტყმას უპასუხებს, თავის ტერიტორიებს გაათავისუფლებს, მათ შორის, ხერსონს, ლუგანსკის ოლქს, დონბასს, ყირიმს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდეომიმართვისას განაცახდა. „აგრესორს ყველა დარტყმაზე ვუპასუხებთ, მათ შორის, ზაპოროჟიესა და ხარკოვზე, ნიკოლაევზე, ​​ნიკოპოლზე, დონბასზე - ყველა ჩვენს ქალაქსა და რეგიონზე. აუცილებლად გავათავისუფლებთ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ჯეიჰუნ ბაირამოვი: აზერბაიჯანმა სომხეთს, სამშვიდობო შეთანხმების პროექტის განხილვა შესთავაზა

აზერბაიჯანმა სომხეთს, სამშვიდობო შეთანხმების პროექტის განსახილველად, შეხვედრის ადგილი და დრო შესთავაზა. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.   ბაირამოვის თქმით, ბრიუსელის ბოლო შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანმა გამოხატა მზადყოფნა, რომ მხარეებს სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა დაეწყოთ. „ორი დღის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა გაეროს 77-ე გენერალურ ასამბლეაზე. სამწუხაროდ, მისმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ სომხეთი კვლავ მოწოდებულია გააგრძელოს კონფრონტაცია და არ სურს ურთიერთობების ნორმალიზება", - განაცხადა მინისტრმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი, თავის მხრივ, მიზნად ისახავს პოსტკონფლიქტურ ნორმალიზებას, „რათა ავაშენოთ უკეთესი მომავალი ახალი თაობებისთვის“, - აღნიშნა ბაირამოვმა. ცნობისთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.  

ISW: რუსეთი შესაძლოა, უკრაინელი ტყვეების იძულებით მობილიზებას ცდილობდეს

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, რუსული ძალები შესაძლოა, უკრაინელი სამხედრო ტყვეების იძულებით მობილიზებისთვის ემზადებიან, რაც ჟენევის კონვენციის დარღვევას წარმოადგენს.   ISW-ის თანახმად, სამხედრო კომისრების მუდმივი ცნობები, რომლებიც მობილიზაციას ქაოტურად ცდილობენ, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი მნიშვნელოვან ზეწოლას განიცდიან მობილიზაციის რაც შეიძლება სწრაფად განხორციელებისთვის.   ამასთან, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, უკრაინული ძალები სავარაუდოდ, განაგრძობდნენ ხარკოვ-ლუგანსკის რეგიონის საზღვართან და ლიმანის ჩრდილო-დასავლეთით, წინსწვლად განაგრძობენ.   21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს

რუსეთმა პასუხი უნდა აგოს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი რეფერენდუმის ჩატარებისა და გაეროს წესდების დარღვევით უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის მცდელობებისთვის. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა. რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე) 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მედია: რუსეთი, ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან, სამხედროების მობილიზაციას განიხილავს

კრემლი განიხილავს არამხოლოდ რუსეთის მოქალაქეების, არამედ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მოქალაქეების მობილიზებას უკრაინაში ომისთვის, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ Meduza-ს განუცხადა. ამავე წყაროს ცნობით, შესაძლოა, რამდენიმე ათასი ადამიანი ოკუპირებული აფხაზეთიდან და „სამხრეთ ოსეთიდან“ იძულებით გაიწვიონ. „მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ საქართველოს ნაწილად მიიჩნევს. რუსეთმა ოფიციალურად აღიარა მათი დამოუკიდებლობა 2008 წელს, საქართველოსთან ომის შემდეგ; ამ რესპუბლიკების ადმინისტრაციას კრემლი აკონტროლებს. 21 სექტემბერს, უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის ფონზე, რუსეთმა მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის ხელისუფლებამ 300 000 სამხედრო მოსამსახურის გაწვევის გეგმის შესახებ ისაუბრა. არაოფიციალური წყაროების მიხედვით, შესაძლოა, ერთ მილიონზე მეტი ადამიანი გამოიძახონ. ამავდროულად, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, „რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმი“ მიმდინარეობს; დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამ ტერიტორიების ფორმალური ანექსია შესაძლოა, სექტემბრის ბოლოს მოხდეს“, - წერს Meduza. რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე) 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.

იტალიაში ვადამდელი არჩევნები ტარდება

იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. წინასწარი გამოკითხვები აჩვენებს, რომ იტალიას სავარაუდოდ, მემარჯვენე კოალიცია უხელმძღვანელებს. პარტია „იტალიის ძმები“, რომელსაც ულტრამემარჯვენე, ჯორჯია მელონი ხელმძღვანელობს, მედიის ვარაუდით, ხმათა უმრავლესობას მოპოვებს. ასეთ შემთხვევაში, მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი იქნება და პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ქვეყანას ულტრამემარჯვენე ლიდერი უხელმძღვანელებს. კენჭისყრა ადგილობრივი დროით, 07:00 საათზე დაიწყო. საარჩევნო უბნები 23:00 საათზე დაიხურება. ხმის მიცემის უფლება თითქმის 51 მილიონ მოქალაქეს აქვს. იტალიელები 200 სენატორსა და 400 დეპუტატს ირჩევენ.  

Reuters: ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

სამხრეთ კორეასა და იაპონიაში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის წინ, ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. მისივე ცნობით, სამხრეთ კორეის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ეს იყო ერთიანი, მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ჩრდილოეთ პიონგიანის პროვინციის ტაეჩონის მახლობლად გაისროლეს.  „ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვება არის სერიოზული პროვოკაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის კორეის ნახევარკუნძულისა და საერთაშორისო საზოგადოების მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, - ნათქვამია სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის განცხადებაში. ჩრდილოეთ კორეის ქმედება წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ქვეყნის, რეგიონისა და საერთაშორისო საზოგადოების მშვიდობასა და უსაფრთხოებისთვის და ამის გაკეთება უკრაინაში შეჭრის დროს, მიუღებელია“, - განაცხადა თავის მხრივ, იაპონიის თავდაცვის სამინისტრომ. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი ტოკიოსა და სეულში ჩასვლას გეგმავს. Reuters-ის ცნობით, მის მიერ განსახილველ საკითხთა შორისაა ტაივანის უსაფრთხოების საკითხი.    

ადამ კინზინგერი: ჭკვიანური იქნებოდა, თუ საქართველო მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც არ შეუშვებს რუს ტურისტებს

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი მიიჩნევს, რომ საქართველოს მიერ საზღვრების ჩაკეტვა რუსი ტურისტებისთვის, მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნებოდა.  „ჭკვიანური იქნებოდა, თუ საქართველო ჩაკეტავს საზღვრებს და მოკლევადიან პერსპექტივაში მაინც არ შეუშვებს რუს ტურისტებს. ჯარში გაწვევის ასაკის მქონე კაცების შედინება ამ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან მოკავშირე ქვეყანაში, მაგრამ მნიშვნელოვან მოკავშირე ქვეყანაში, ძალიან საშიშია. უნდა დავინახოთ, რომ ეს მსხვერპლია, ტურიზმი მნიშვნელოვანია", - წერს კინზინგერი Twitter-ზე.  

მედია: ოკუპირებული ხერსონის ოლქში, სარაკეტო დარტყმის შედეგად, კრემლის მომხრე ყოფილი დეპუტატი დაიღუპა

ოკუპირებული ხერსონის ოლქში, კრემლის მომხრე ყოფილი დეპუტატი დაიღუპა, ოკუპანტები ტრადიციულად, უკრაინას ადანაშაულებენ მის სიკვდილში. მედიის ცნობით, სარაკეტო დარტყმას სულ ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. რუსეთის მიერ კონტროლირებადი საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ყოფილი უკრაინელი დეპუტატი, ოლექსი ჟურავკო, რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ოლქში მოკლეს. მედია წერს, რომ კრემლის მომხრე ჟურავკო, უკრაინიდან რუსეთში, 2015 წელს გაიქცა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, ჟურავკო მოსკოვთან თანამშრომლობდა.  

ებრაჰიმ რაისის თქმით, ირანი ბოლო პერიოდში, ყველაზე დიდი საპროტესტო გამოსვლების წინააღმდეგ, გადამწყვეტად იმოქმედებს

ირანის რეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისმა განაცხადა, რომ ირანი გადამწყვეტად უნდა გაუმკლავდეს საპროტესტო გამოსვლებს, რომლებმაც უკანასკნელ პერიოდში ქვეყანა მოიცვა. Reuters-ის ცნობით, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია, პროტესტისა და საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დარღვევის ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდეს.  სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ერთკვირიანი არეულობის დროს, სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა. ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური ცნობები არ გამოქვეყნებულა. ცნობისთვის, ირანში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, საპროტესტო აქციები 16 სექტემბერს დაიწყო.   

პოლონეთის პრემიერი: პუტინი კუთხეშია მომწყვდეული

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ღრმა კრიზისშია, ხოლო ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ხარკოვის ოლქში ბოლო მარცხის შემდეგ, კუთხეშია მომწყვდეული. პოლონეთის პრემიერის თქმით, მასიური გარე და შიდა ზეწოლის პირობებში, კრემლის რეჟიმი შესაძლოა, დაეცეს. „უახლოეს მომავალში, შეიძლება, ველოდოთ ძალადობის ესკალაციას და რუსული აგრესიის ტალღებს“, - განაცხადა მორავეცკიმ. მისივე თქმით, კრემლის პოლიტიკა რასისტულად გამოიყურება. „პუტინმა, ფრონტზე „ძირითადად, რუსეთის შორეული რეგიონებიდან გაგზავნა აზიური უმცირესობების წარმომადგენლები“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა. 6 სექტემბერს, უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, ბალაკლეაში სწრაფი წინსვლა დაიწყეს, რის შედეგადაც ერთი კვირის განმავლობაში, ხარკოვის ოლქის უმეტესი ნაწილი გაათავისუფლეს.