ძებნის რეზულტატი:
მედია: რუსეთში, მობილიზაციის ფონზე სულ მცირე, 5 რეკრუტირების ოფისს წაუკიდეს ცეცხლი
ხაბაროვსკსა და ამურის ოლქში, რეკრუტირების ოფიებს ცეცხლი წაუკიდეს. ინფორმაციას სააგენტო Meduza ავრცელებს. როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ მობილიზაცია გამოაცხადა, რუსეთის მოქალაქეეებმა სულ მცირე, ხუთი რეკრუტირების ოფისის დაწვა სცადეს, მათ შორის სანქტ-პეტერბურგში. Meduza-ს ცნობით, ადგილობრივი ადმინისტრაციის ზოგიერთ შენობაზე თავდასხმის ფაქტიც დაფიქსირდა.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს თეიმურაზ კუპატაძე უხელმძღვანელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. შსს-ს ინფორმაციით, ამ დრომდე მას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ახალ თანამდებობაზე მან მამუკა ჭელიძე შეცვალა. თეიმურაზ კუპატაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი სხვადასხვა წლებში სამინისტროში არაერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებას, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემა დაუდასტურა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის შეხვდა. „შეხვედრა გავმართე ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველ და საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან. განვიხილეთ უკრაინასა და ჩინეთს შორის ურთიერთობები. თავის მხრივ, ჩემმა კოლეგამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის პატივისცემა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ ძალა არ უნდა იყოს გამოყენებული, უთანხმოების გადაწყვეტის საშუალებად“, - წერს დმიტრო კულება twitter-ზე. თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის განცხადებით, დმიტრო კულებასთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს“. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი ყოველთვის მშვიდობის მომხრეა. ვან იმ კულებას ასევე განუცხადა, რომ მხარდაჭერილი უნდა იყოს ყველა მცდელობა, რომელიც ხელს უწყობს უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. ჩინეთმა უარი თქვა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობაზე და მას არც შეჭრას უწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.
რა გავლენა აქვს ორნიშნა ინფლაციის პირობებში საშუალო ხელფასის ზრდას, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაზე
2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოში ეკონომიკისა და საშუალო ნომინალური ხელფასის ზრდა დაფიქსირდა. ეკონომიკა 7,1%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ყოველთვიური ხელფასი 16.1 % -ით (213,3 ლარით) და 1 541.3 ლარი შეადგინა. ორივე ტრენდი დადებითია. გაუმჯობესდება თუ არა მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა ორნიშნა ინფლაციის პირობებში? Europetime-თან, ეკონომისტი, პროფესორი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ ეკონომიკისა და საშუალო ხელფასების ზრდის დადებითი ტრენდი ერთმანეთს დაემთხვა, თუმცა იმისთვის, რომ მოსახლეობამ ეკონომიკური კეთილდღეობა იგრძნოს, ეს საკმარისი არ არის. „საქსტატის მონაცემებით, ბოლო თვეებში დაქირავებულთა რაოდენობა სულ მცირე 36 ათასით გაიზარდა. იზრდება საშუალო ხელფასიც. გვაქვს ორი დადებითი ტრენდი ამ მიმართულებით. ამასთან, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია 225 მილიონი ლარით, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულთა შემოსავლებმა 4%-ით მოიმატა. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, როცა ინფლაცია ორნიშნაა. რეალურად, აგვისტოში წლიურ 10,9%-იან ინფლაციას მოსახლეობა შემოსავლების 4%-იანი ზრდით დაუპირისპირდა“, - ამბობს სოსო არჩვაძე. მისი თქმით, მზარდ ინფლაციას, საქართველოში ხელფასების ზრდის ტემპი ვერ ეწევა და ამას თავისი მიზეზები აქვს. „ეს ყველაფერი დამოკიდებულია მთლიანი შიდა პროდუქტის [ეკონომიკის] ზრდაზე. რა დოვლათსაც ვქმნით, იმის განაწილება შეგვიძლია. ტრენდი დადებითია, თუმცა იმისათვის, რომ ინფლაციას გაუსწროს და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა გაიზარდოს, არადამაკმაყოფილებელია“, - ამბობს არჩვაძე. წლიური ინფლაციის დონე საქართველოში. საქსტატის 2022 წლის მონაცემები: იანვარი - 13,9; თებერვალი -13,7%; მარტი - 11,8%; აპრილი - 12.8%; მაისი - 13.3%; ივნისი- 12,8% ; ივლისი - 11.5% ; აგვისტო -10,9%. საშუალო ხელფასი: 2022 წელი პირველი კვარტალი - 1456,5 ლარი; მეორე კვარტალი 1 541.3 ლარი; 2021 წლის პირველი კვარტალი - 1256, 2 ლარი; მეორე კვარტალი 1328 ლარი; რეალური მშპ-ს ზრდა: 2022 წლის პირველი კვარტალი - 14,9%; მეორე კვარტალი - 7,1%; 2021 წლის პირველი კვარტალი კლება - 4,1%; მეორე კვარტალი ზრდა - 28,9%; საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკისა და საშუალო ხელფასის ზრდის ფონზე, მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა და სიღარიბე კვლავ გამოწვევად რჩება. გასულ კვირას ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, გამოკითხულთა 36% აცხადებს, რომ მათთვის სამუშაო ადგილები ყველაზე მწვავე საკითხია. 36% პრობლემად ფასების ზრდას, 32% - სიღარიბეს, ხოლო 18% პენსიებს ასახელებს. Europetim-თან, ასოცირებული პროფესორი, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი, გიორგი პაპავა ამბობს, რომ საქსტატის მიერ საშუალო ხელფასის ზრდის შესახებ გამოქვეყნებული მონაცემით, საქართველოში მოსახლეობის კეთილდღეობის კუთხით შექმნილ ვითარებას ვერ შევაფასებთ. „თუ ქვეყანაში დასაქმების დონე იქნება დაბალი, ბუნებრივია, დავაკვირდებით იმას, თუ როგორ იცვლება მილიონიდან 900 ათასამდე დასაქმებულის ხელფასი. ის რომ, საშუალო ხელფასი იზრდება, ეს არ ნიშნავს, რომ სახელფასო სარგო ყველა დასაქმებულს გაეზარდა. ანუ შესაძლოა, ვიღაცას ხელფასი გაეზარდა, ვიღაცას იგივე დარჩა, ან შეუმცირდა“, - ამბობს პაპავა. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი ამბობს, რომ ქვეყანაში კეთილდღეობის შესაფასებლად მნიშვნელოვანი მონაცემია აბსოლუტური სიღარიბე, დასაქმებულთა რაოდენობა და უმუშევრობის დონეა. როგორ იცველებოდა უმუშევრობის დონე და აბსოლუტური სიღარიბე 2012-2021 წლები (საქსტატი) უმუშევრობის დონე: 2012 წელი - 26,7%; 2013 წელი - 26,4%; 2014 წელი - 23%; 2015 წელი - 21,9%; 2016 წელი - 21,7%; 2017 წელი - 21,6%; 2018 წელი - 19,2%; 2019 წელი - 17,6%; 2020 წელი - 18,5%; 2021 წელი - 20,6%. საქსტატის მონაცემებით 2022 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონემ 19.4% შეადგინა, მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 18,1% იყო. აბსოლუტური სიღარიბე: 2012 წელი - 30%; 2013 წელი - 26,2%; 2014 წელი - 23,5%; 2015 წელი - 21,6%; 2016 წელი - 22.0%; 2017 წელი - 21,9%; 2018 წელი - 20.1%; 2019 წელი - 19,5%; 2020 წელი -21,3%; 2021 წელი - 17,5%. „საშუალო ხელფასის ზრდის შედეგად, მოსახლეობამ რომ ეკონომიკური კეთილდღეობა იგრძნოს, რამდენიმე საკითხი უნდა გადაიჭრას“, - ამბობს გიორგი პაპავა. პირველი: სწრაფი ტემპით უნდა იზრდებოდეს დასაქმება, მეორე - ამ საკითხთან თანდართული უნდა იყოს სტაბილური ეკონომიური ზრდა. არ უნდა იყოს ამოვარდნა, როგორც ჩვენს შემთხვევაში ხდება. 2020 წელს, ეკონომიკური ვარდნა იყო მაღალი, 2021 წელს კი, ზრდის მაჩვენებელი. გარკვეულწილად, დავაკომპენსირეთ, მაგრამ მაინც არ გვაქვს იმის თქმის შესაძლებლობა, რომ უკეთესი ეკონომიკური კეთილდღეობა გვაქვს. ეკონომისტის პროგნოზით, თუ 7-10 წლის განმავლობაში, ორნიშნასთან მიახლოებული ეკონომიკური ზრდა გვექნება, ამის შემდეგ, უკვე რთული იქნება საქართველოში ადამიანების ისეთი ჯგუფის პოვნა, რომელიც საშუალო ნომინალური ხელფასის ზრდის შედეგად ეკონომიკურ კეთილდღეობას ვერ იგრძნობს. გიორგი პაპავას თქმით, ახლა ეკონომიკისა და ხელფასების ზრდის დადებით ეფექტი, მხოლოდ ადამიანების კონკრეტულ ჯგუფებზე აისახება. „ეკონომიკის ზრდას მოკლევადიანი ეფექტი აქვს. ქვეყანაში ინფლაციური ნაკადებია, უძრავი ქონება გაძვირდა და ამ ფონზე, ადამიანების კონკრეტული ჯგუფები აღწევენ ფინანსურ კეთილდღეობას. ისინი ან უძრავ ქონებას ფლობენ, ან ტურიზმის სექტორში არიან დასაქმებულნი და იმ მომენტში იღებენ სარგებელს, რადგან ეკონომიკური ზრდა ერთჯერადი ფაქტორებითაა გამოწვეული. კეთილდღეობის განცდა არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა მაღალია, თუმცა მოკლევადიანია და მოსახლეობის ყველა ჯგუფსა და ეკონომიკის სექტორზე არაა განზოგადებული“, - ამბობს პაპავა. კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ეკონომიკური კეთილდღეობის განცდაზე, პაპავას შეფასებით, არის ინფლაცია. რადგან მზარდი ინფლაციის დროს, დასაქმებულების ხელფასზე სასურსათო კალათის გაძვირება დამატებითი წნეხია. შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის აგვისტოში, წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 10.9% შეადგინა. უკვე ერთ წელზე მეტია, საქართველოში ორნიშნა ინფლაციაა, რომელიც ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე 3-ჯერ მეტია. ეროვნული ბანკის პროგნოზით, წელს საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღალი იქნება და 9.5%-ს გაუტოლდება. სებ-ში აცხადებენ, რომ სანამ ინფლაციურ მოლოდინებზე ზრდის რისკები არ შერბილდება, მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული დარჩება. ამ დროისთვის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ია.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8286 ლარი გახდა
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8286 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. ამასთან, კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8372 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0086 ლარი შეადგინა. "ევროს, კურსი 2.7618 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8037 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0419 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინა კიდევ ერთი დასახლების გათავისუფლების შესახებ იუწყება
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელ იაცკივკაზე კონტროლი დაამყარეს და ბახმუტის მიმართულებით ადრე დაკარგული პოზიციები დაიბრუნეს, იტყობინება გენერალური შტაბი სექტემბერს. უკრაინის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, ოლექსი ჰრომოვის თქმით, რუსული ჯარები აგრძელებენ შეტევას ბახმუტის გარშემო, მაგრამ უკრაინის სამხედროები ტაქტიკურ პოზიციას აუმჯობესებენ. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინა: რუსეთი ოდესას ირანული დრონით დაესხა თავს, დაიღუპა მშვიდობიანი მოქალაქე
რუსეთის ძალებმა ოდესას ირანული თვითმფრინავით ზღვიდან შეუტიეს, რის შედეგადაც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და პორტის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული შენობა გაანადგურდა, იტყობინება ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“. უკრაინა: რუსეთი ოდესას ირანული დრონით დაესხა თავს, დაიღუპა მშვიდობიანი მოქალაქე მისივე ცნობით, ერთი დრონი უკრაინის საჰაერო ძალებმა ზღვის თავზე ჩამოაგდეს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ყოველდღიურად თითქმის, 50 სამხედროს ვკარგავთ
ჩვენ გვაქვს ყოველდღიური დანაკარგების შეფასებები, თუმცა ისინი ზუსტი არაა. ეს თითქმის 50 სამხედრო მოსამსახურეა დღეში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „დანაკარგების შეფასებები გვაქვს, თუმცა ზუსტი არ არის. ეს არის დაახლოებით 50 ადამიანი დღეში. თუმცა, ეს არ არის ზუსტი მონაცემები, რადგან უცნობია რამდენი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე რჩება ტერიტორიაზე. მოკლული უკრაინელი ჯარისკაცების რაოდენობა ხუთჯერ ნაკლებია, ვიდრე მოკლული რუსი ჯარისკაცების“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინა: რუსეთი ოდესას ირანული დრონით დაესხა თავს, დაიღუპა მშვიდობიანი მოქალაქე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ბოლო ცნობებით, უკრაინამ რუსეთთან ომში 9000 სამხედრო დაკარგა. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რუსეთმა იცის, უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში მძიმე შედეგები დადგება - სტოლტენბერგი
"რუსეთმა იცის, რომ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში მძიმე შედეგები დადგება", - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. აშშ უკრაინაში, საბრძოლო მასალის ახალ პარტიას აგზავნის „რუსებმა იციან, რომ სერიოზული შედეგები დადგება. არ დავაკონკრეტებ, როგორი რეაგირება გვექნება, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის მასობრივი განადგურების იარაღი შეიძლება გამოიყენონ. ჩვენ ვაგზავნით ამ მესიჯებს და მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ეს არ უნდა მოხდეს“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. პენტაგონი: პუტინის ბირთვული რიტორიკა გავლენას არ მოახდენს უკრაინის დახმარებაზე 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ომის დაწყების შემდეგ, ისრაელს უკრაინისთვის არანაირი დახმარება არ აღმოუჩენია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Ouest France-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ისრაელს უკრაინისთვის არანაირი დახმარება არ აღმოუჩენია. ამავე დროს, ქვეყანამ იარაღის ექსპორტი განახორციელა სხვა სახელმწიფოებში. მე შოკირებული ვარ, არ მესმის. ისრაელმა არაფერი მოგვცა, არაფერი, ნული … მე მესმის, რომ მათ უნდა დაიცვან თავიანთი მიწა, თუმცა მე მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელი თავისი შეიარაღების ექსპორტს სხვა ქვეყნებში ახორციელებს“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ამასთან, ზელენსკიმ განმარტა, რომ ის არ ადანაშაულებს ქვეყნის ლიდერებს. „მე ფაქტებზე ვსაუბრობ: იყო დისკუსია ისრაელის ხელმძღვანელობასთან და ეს არ დაეხმარა უკრაინას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ისრაელზე რუსეთის გავლენა შესამჩნევია.
ზელენსკიმ გერმანიაში ახალი ელჩი დანიშნა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ოლექსი მაკეევი დანიშნა. Ukrinform-ის ცნობით, შესაბამისი განკარგულება, No662/2022, პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან ანდრი მელნიკი 2022 წლის ივლისში გაათავისუფლა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ვისურვებდი, რომ ჩინეთი უკრაინას დახმარებოდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ დროისთვის მას არ აქვს ჩინეთთან კომუნიკაციის არხი, მაგრამ რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოჭრის ფონზე, ისურვებდა, რომ ჩინეთი უკრაინას დახმარებოდა. „მასშტაბიანი შეჭრამდე ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობდა საკომუნიკაციო არხები, ჩვენ ეკონომიკისა და ვაჭრობის ბევრ საკითხებში ვთანამშრომლობდით“, - განაცხადა ზელენსკიმ რამდენიმე ფრანგულ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში. თუმცა, მისი თქმით, ამჟამად ჩინეთთან კომუნიკაციის არხი არ აქვს. „სირცხვილია. ვისურვებდი, რომ ისინი (ჩინეთი - IF) დაეხმარონ უკრაინას“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტთან მისი დღევანდელი ზარი „რთული იქნებოდა“.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ სნიგირევკაში „რეფერენდუმის“ წინააღმდეგ აქცია გაიმართა
ნიკოლაევის რაიონში რუსული ჯარების მიერ ოკუპირებული სნიგირევკის მაცხოვრებნი ოკუპანტების „რეფერენდუმის“ წინააღმდეგ აქციაზე გავიდნენ. უკრაინის გენშტაბი: ოკუპანტები ლუგანსკის მოსახლეობას რეფერენდუმზე წასვლას აიძულებენ „ჩვენ, სნიგირევკას მცხოვრებნ, დღეს შევიკრიბეთ, რათა გავაპროტესტოთ რეფერენდუმის უკანონო ჩატარება ქალაქ სნიგირევკისა და მიმდებარე სოფლებში. სნიგირევსკის რეგიონი ყოველთვის იყო და იქნება უკრაინა. ჩვენ არასდროს გვინდოდა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა და არც ახლა გვსურს“, - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა. ოკუპანტები, რუსეთის ფედერაციასთან შეერთების მიზნით, 23-27 სექტემბერს ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ რაიონებში ფსევდორეფერენდუმების გამართვას გეგმავენ. უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმის“ გამართვის განზრახვის გამო, ევროკავშირი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს. შეერთებულმა შტატებმა, NATO-მ, ეუთომ და მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ რუსეთის გეგმები უკანონო „რეფერენდუმების“ ჩატარების შესახებ, დაგმეს.
სუს-ი: იოსებ გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვის უძრავი და მოძრავი ქონებები დაყადაღდა
ანტიკორუფციული სააგენტოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე იოსებ გოგაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვის კუთვნილ უძრავ და მოძრავ ქონებებს ყადაღა დაედო. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი. სამართალდამცველები სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში, მოძრავი ქონების დაყადაღებისა და ამოღების პროცესს ახორციელებენ მათივე ინფორმაციით, ყადაღა დაედო: თბილისში, კახეთის რეგიონში, ხონის მუნიციპალიტეტში, მარტყოფსა და დაბა ბაკურიანში მდებრე, ჯამში 34 მიწის ნაკვეთს - საერთო ფართით 4 439 260 კვადრატული მეტრი, 4 საცხოვრებელ ბინას და სიღნაღში მდებარე სასტუმროს. „ყადაღა ასევე დაედო ზემოხსენებულ პირთა მოძრავ ქონებებს. კერძოდ, 13 ავტომანქანას, 3 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, 3 ერთეულ მოტოტექნიკასა და 15 ცეცხლსასროლ იარაღს. ხსენებული უძრავი და მოძრავი ქონებების რეალური საბაზრო ღირებულებების დადგენის მიზნით დანიშნულია სასაქონლო ექსპერტიზა“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს
„თბილისიმარათონთან“ დაკავშირებით, 25 სექტემბერს ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება
„თბილისიმარათონი 2022“-თან დაკავშირებით, რომელიც რუსთაველის გამზირიდან დაიწყება, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე, 25 სექტემბრის 00:00-დან 11:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, მოძრაობა თავისუფლების მოედანზე შეზღუდული იქნება და სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ დადიანის ქუჩიდან ლეონიძის ქუჩის მიმართულებით. რუსთაველის გამზირზე გადაადგილება სრულად შეიზღუდება, რის გამოც, ავტომობილების მძღოლები მოძრაობას ინაშვილის ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით შეძლებენ. გადაადგილება შეიზღუდება ჯავახიშვილის ქუჩაზე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან და თაბუკაშვილის ქუჩიდან; ასევე, გალაკტიონის ხიდზე, მარჯანიშვილის ქუჩასა და მარჯანიშვილის მოედანზე, წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; აღმაშენებლის გამზირზე გადაადგილება შეიზღუდება ბაქოს ქუჩის კვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნის ჩათვლით; ბაქოს ქუჩაზე გადაადგილება სრულად აიკრძალება, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე კი მოძრაობა შესაძლებელი იქნება მარჯანიშვილის ქუჩის კვეთიდან. გარდა ამისა, შეზღუდვა შეეხება ზაარბრიუკენის მოედანსა და ხიდს. გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ გოგიბერიძის ქუჩიდან ტოლსტოის ქუჩაზე და მშრალი ხიდიდან სკუდიერის ქუჩამდე, სკუდიერის ქუჩიდან კი, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. მშრალი ხიდიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ მოძრავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება მხოლოდ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, ორივე ამსვლელ პანდუსზე შეეძლებათ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე შავთელის ქუჩის კვეთიდან გორგასალის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში კი, მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა ასევე, შეეხება მეტეხის ხიდსა და კოტე აფხაზის ქუჩას. ღონისძიების ფარგლებში, სატრანსპორტო გადაადგილება ასევე, შეიზღუდება ორთაჭალის მხრიდან გორგასალის ქუჩაზე მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის. კრწანისის მოედნისკენ მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას პირველ ეტაპზე, აბანოს, ფირდოუსისა და ისპაჰანლის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ, საიდანაც დაუკავშირდებიან გრიშაშვილის ქუჩას, დაუბრუნდებიან გორგასალის ქუჩას და მოძრაობას კრწანისის მოედნის მიმართულებით, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ. „თბილისიმარათონის“ მსვლელობის დროს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: N301, N344, N345, N350 და N371 ავტობუსები იმოძრავებენ კრწანისის მოედნამდე, გულუას ქუჩის საშუალებით უკან მობრუნდებიან, გულუას მოედნიდან კი იმოძრავებენ დადგენილი სქემით; ავტობუსები: N362 და N368 სადგურის მოედნიდან გადაადგილდებიან ნინოშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ჩიტაიას ქუჩიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ; ავტობუსები: N328 და N353 ჩიტაიას მოედნიდან მგზავრებს ჩიტაიას ქუჩის გავლით, კლდიაშვილისა და ჩუბინაშვილის ქუჩების საშუალებით მოემსახურებიან და სადგურის მოედანს დაუკავშირდებიან. უკუმიმართულებისას, ავტობუსები სადგურის მოედნიდან გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის, კლდიაშვილისა და ჩიტაიას ქუჩების გავლით, ჩიტაიას მოედანს დაუკავშირდებიან და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ. ავტობუსები: N306 და N308 იმოძრავებენ გმირთა მოედნამდე და უკან; ავტობუსი N320 დიღმის მასივიდან იმოძრავებს სადგურის მოედნამდე; N342, N352, N358, N326, N314 და N311 ავტობუსები იმოძრავებენ გმირთა მოედნამდე; N316, N324, N364, N374, N380, N382, N383 და N390 იმოძრავებენ ამაღლების ქუჩა N11-მდე; ავტობუსები: N359 და N388 ვაკიდან იმოძრავებენ გმირთა მოედნამდე და უკან; ავტობუსი N337 იმოძრავებს აეროპორტიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე, შემდეგ გადავა ქეთევან დედოფლის გამზირზე და მეტროსადგურ „ისნის“ გავლით, გზას დადგენილი სქემით, აეროპორტის მიმართულებით განაგრძობს. ავტობუსი N331 კრწანისისა და ორთაჭალის ქუჩებიდან იმოძრავებს მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით და „ისნიდან“ უკან, კრწანისის ქუჩის მიმართულებით დაბრუნდება; N310 ავტობუსი იმოძრავებს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან გმირთა მოედნამდე და უკუმიმართულებისას, გმირთა მოედნიდან დადგენილი სქემით გადაადგილდება; ავტობუსი N300 სადგურის მოედნიდან იმოძრავებს მარიჯანის ქუჩის მიმართულებით; N391 ავტობუსს დადგენილი მარშრუტი შეეცვლება და გოთუას ქუჩიდან იმოძრავებს სააკაძისა და გმირთა მოედნების, თამარ მეფის გამზირის, წინამძღვრიშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილისა და ბუხაიძის ქუჩების გავლით, მეტროსადგურ „ავლაბრამდე“. უკუმიმართულებისას, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ ბუხაიძისა და ჩიქობავას ქუჩების გავლით, ავტობუსი გადაინაცვლებს ჩიტაიას მოედანზე, შემდეგ კი, კიტა აბაშიძის, ჯავახიშვილის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის ქუჩებით თამარ მეფის გამზირს, გმირთა მოედანს, სააკაძის მოედანსა და გოთუას ქუჩას დაუკავშირდება. ავტობუსი N333 ქეთევან დედოფლის გამზირიდან ვაჟა ჩაჩავას ქუჩისკენ იმოძრავებს, დაუკავშირდება ბუშის ქუჩას, რის შემდეგაც, ლეხ კაჩინსკის, ზურაბაშვილის, წურწუმიას ქუჩისა და ავლაბრის მოედნის გავლით, სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებისას, ავტობუსი ჯავახიშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება ევროპის მოედანს, ბარათაშვილის აღმართს, ავლაბრის მოედანს და იმოძრავებს წურწუმიას, ზურაბაშვილისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩების მიმართულებით, საიდანაც ქეთევან დედოფლის გამზირზე გადაინაცვლებს და სვლას არსებული სქემით განაგრძობს. რაც შეეხება N416, N417, N436, N462, N477, N507, N522 და N529-ს, აღნიშნული მიკროავტობუსები სადგურის მოედნიდან ჩიტაიას ქუჩის მიმართულებით, გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილისა და კლდიაშვილის ქუჩების საშუალებით იმოძრავებენ; მიკროავტობუსები: N532 და N541 იმოძრავებენ გმირთა მოედნამდე და შემდეგ უკან, დადგენილი სქემით; მიკროავტობუსები: N472, N534 და N540 ავლაბრის მოედნიდან გზას კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით განაგრძობენ, შემდეგ ჩიქობავას, ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან თამარ მეფის გამზირს და გმირთა მოედნიდან დადგენილი სქემით იმოძრავებენ. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსები ავლაბრის მოედანთან მისასვლელად, გმირთა მოედნიდან თამარ მეფის გამზირს, ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილისა და ხეთაგუროვის ქუჩებს გაივლიან, ევროპის მოედანზე დატრიალდებიან და ბარათაშვილის აღმართიდან არსებული სქემით იმოძრავებენ. N427 მიკროავტობუსი იმოძრავებს კრწანისის მოედნამდე; მიკროავტობუსები: N462 და N528 ავლაბრის მოედნიდან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან, რის შემდეგაც, ჩიქობავას, ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციისა და ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით, სადგურის მოედანს დაუკავშირდებიან. უკუმიმართულებისას, ავლაბრის მოედანთან მისასვლელად, მიკროავტობუსები გმირთა მოედნიდან თამარ მეფის გამზირის, ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილისა და ხეთაგუროვის ქუჩების მიმართულებით იმოძრავებენ, ევროპის მოედანზე დატრიალდებიან და ბარათაშვილის აღმართიდან დადგენილი სქემით გადაადგილდებიან. მიკროავტობუსი N480 იმოძრავებს მეტროსადგურ „ისნამდე“ და უკან; N550 მიკროავტობუსი იმოძრავებს კრწანისის მოედნამდე; N536 მიკროავტობუსი წერეთლის გამზირიდან იმოძრავებს აღმაშენებლისა და თამარ მეფის გამზირების გავლით, შემდეგ ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილის და ხეთაგუროვის ქუჩების გავლით, ბარათაშვილის ხიდს დაუკავშირდება. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი ხეთაგუროვის, ჩიქობავას, ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციისა და ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით, თამარ მეფის გამზირს დაუკავშირდება და წინამძღვრიშვილის ქუჩის საშუალებით, მოძრაობას წერეთლის გამზირზე, დადგენილი სქემით განაგრძობს.
პოლონეთმა ნორვეგიიდან გაზის იმპორტისთვის, Baltic Pipe-ს გაზსადენის მშენებლობა დაასრულა
რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, პოლონეთმა Baltic Pipe-ს გაზსადენის მშენებლობა დაასრულა. გასადენი სავარაუდოდ მომავალ სამშაბათს გაიხსნება. ცერემონიას სამი ქვეყნის: ნორვეგიის, დანიისა და პოლონეთის წარმომადგენლები დაესწრებიან. Baltic Pipe ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის ნორვეგიიდან დანიის და პოლონეთის ბაზრებზე და მეზობელ ქვეყნებში საბოლოო მომხმარებლებისთვის, ახალ მარშრუტს ქმნის. გაზსადენით პოლონეთუ ყოველწლიურად 10 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირის მიიღებს. Baltic Pipe-ის მიზანია ცენტრალური ევროპის ქვეყნების რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება. პროექტის ინვესტორები არიან სატრანსპორტო ოპერატორები: Danish Energinet და Polish Gaz-System.
ფინეთი რუსეთის მოქალაქეების ტურისტულ ვიზიტებს კრძალავს
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰავისტომ პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ფინეთი რუსეთის მოქალაქეების ტურისტულ ვიზიტებს აკრძალავს. ფინეთი გეგმავს, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა სრულად შეუზღუდოს მისი თქმით, შესაძლოა, გადაიხედოს რუსეთის მოქალაქეებზე უკვე გაცემული შენგენის ვიზების საკითხიც. „მაგალითად, ოჯახთან ან ნათესაურ კავშირთან, სამუშაოსთან ან სწავლასთან დაკავშირებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნება ფინეთში შესვლა. ეს უფრო დეტალურად არის ჩამოთვლილი პრინციპულ გადაწყვეტილებაში“, - განმარტა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა. ჰუმანიტარული მიზეზები ასევე ფინეთში შესვლის გამონაკლისების საფუძველი გახდეს. პეკა ჰავისტომ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეები ვიზის მისაღებად „ხვრელებს“ იყენებდნენ. მაგალითად, როგორიცაა უძრავი ქონების ფლობა ფინეთში ან უძრავი ქონების საკუთრების განაწილება რამდენიმე ადამიანზე, რათა გაადვილებულიყო ვიზის მიღება. „ეს ხარვეზები ახლა დაბლოკილია”, - თქვა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
უკრაინელმა სამხედროებმა დღეს, რუსეთის კუთვნილი 6 კამიკაძე დრონი და სუ-25 ჩამოაგდეს - უკრაინის გენშტაბი
უკრაინელმა სამხედროებმა დღეს, ექვსი (შაჰედ-136) კამიკაძე დრონი და რუსული სუ-25 გაანადგურეს. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო შეიარაღებული ძალების სარდლობამ, Facebook-ზე დაწერა. „23 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში, აღმოსავლეთ და სამხრეთ მიმართულებით, რუსი დამპყრობლები თავს დაესხნენ უკრაინას ირანული წარმოების შაჰედ-136 კამიკაძე თვითმფრინავებით“, - ნათქვამია ანგარიშში. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 18:30 საათისთვის, უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა 6 კამიკაძე უპილოტო დრონი ჩამოაგდო. გარდა ამისა, ქვეყნის სამხრეთით, საჰაერო ძალების საზენიტო მსროლელებმა გაანადგურეს მტრის სუ-25.
ილია დარჩიაშვილმა და მევლუთ ჩავუშოღლუმ, სტრატეგული პარტნიორობისა და რეგიონში უსაფრთოების საკითხები განიხილეს
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების ლევან დავითაშვილისა და მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრა შედგა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საქართველოსა და თურქეთის საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის მიმდინარე დღის წესრიგზე, ორ ქვეყანას შორის გამართული მაღალი დონის ვიზიტებსა და მათ შედეგებზე ისაუბრეს. მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატებში და ურთიერთმხარდაჭერის საკითხი. საუბარი შეეხო თანამშრომლობის წარმატებულ რეგიონალურ ფორმატებს საქართველოსა და თურქეთის მონაწილეობით და ამ მიმართულებით ძალისხმევის გააქტიურების აუცილებლობას. მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ხაზი გაუსვეს სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობას რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის. ხაზი გაესვა თურქეთის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას. ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა კოლეგას, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს თურქეთის თანადგომისთვის. მინისტრებმა დაადასტურეს მზაობა განაგრძონ მაღალი დონის ინტენსიური კომუნიკაცია სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.
საელჩო: 10 ქართველი მოსამართლე აშშ-ში ორკვირიან სასწავლო ტურს ესწრება
10 ქართველი მოსამართლე აშშ-ში ორკვირიან სასწავლო ტურს ესწრება. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „Სწავლება ორიენტირებულია ბავშვთა უფლებებსა და ოჯახურ სამართალზე! სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მოსამართლეები ვაშინგტონში ამერიკელ კოლეგებს ხვდებიან, ესწრებიან ოჯახურ და არასრულწლოვანთა საკითხებზე გამართულ სასამართლო სხდომებს და განიხილავენ ბავშვთა და ოჯახის უფლებების საკითხებს. სასწავლო ტური ქართველ მოსამართლეებს საშუალებას მისცემს გაეცნონ აშშ-ის კანონმდებლობას და სასამართლო პრაქტიკას, რომელიც ძალადობის შემთხვევაში ბავშვის მშობლებისგან განცალკევებას არეგულირებს. Მოსამართლეები გაეცნობიან თუ როგორ არეგულირებს აშშ-ის კანონები სახელმწიფოს ზრუნვას განცალკევებულ ბავშვზე, როგორ განიხილება პროცედურულად მშობლისგან განცალკევების საკითხი და როგორია სასამართლოს როლი ამ პროცესში“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში. Სასწავლო ტურში მონაწილე 10 მოსამართლე 73 აპლიკანტიდან ღია კონკურსის წესით შეირჩა. მოსამართლეები არჩეულნი არიან ხაშურიდან, ახალციხიდან, ოზურგეთიდან, თბილისიდან, რუსთავიდან, ქუთაისიდან და ბათუმიდან. „მომავალ კვირას გაგაცნობთ მათი ვიზიტის შესახებ ორეგონში, იუჯინში! USAID 30 წელია მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებელი, ანგარიშვალდებული და გამჭირვალე სასამართლო სისტემის გაძლიერებაში. USAID-ის და ამერიკის სამთავრობო საგენტოების მხარდაჭერით ამ პერიოდში ასობით მოსამართლე იმყოფებოდა ამერიკაში და მომავალშიც მრავალი მსგავსი პროგრამა განხორციელდება“, -ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.