ძებნის რეზულტატი:
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მზადაა, გაზარდოს წვლილი საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტმა აჩვენა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება ევროატლანტიკური უსაფრთხოების დღის წესრიგის სათავეშია, ხოლო საქართველო, როგორც ამ რეგიონალური არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი, მზადაა, გაზარდოს თავისი წვლილი საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „კარგად ვიცით, რომ უსაფრთხოებას მოაქვს სტაბილურობა, სტაბილურობას კი - პროგნოზირებადობა. მდგრადი ეკონომიკური განვითარების გადამწყვეტი წინაპირობაა პროგნოზირებადობა. რაც უფრო პროგნოზირებადი გახდება შავი ზღვის რეგიონი, მით უფრო მეტად შევძლებთ მისი ეკონომიკური პოტენციალის გახსნას ჩვენი ხალხისა და გლობალური ეკონომიკის სასარგებლოდ. ამ მიზეზით, ვავითარებთ აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნებს. ევროპელ კოლეგებთან ერთად, საქართველო მონაწილეობს რამდენიმე საერთაშორისო ინიციატივასა და ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომლებიც გააუმჯობესებენ ჩვენს კავშირს და ხელს შეუწყობენ სანდო და ქმედით სავაჭრო კავშირებს შავი ზღვის ზოლში“, - აღნიშნა პრემიერმა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უახლესი ანგარიში საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ ცხადყოფს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულ შესაბამისობაში არიან შეერთებული შტატებისა და სხვათა მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან“. ევროკავშირის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ 2014 წელს დაწესებულ შემზღუდველ ზომებს მივუერთდით, ხოლო წელს ეს ნორმა გავრცელდა დონეცკსა და ლუგანსკზეც. მისივე თქმით, საქართველო ხელს უწყობს მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს მონაწილეობას ითვალისწინებს რეგიონში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, ძალისხმევას არ ვიშურებთ მეზობლებს შორის ურთიერთობის მოგვარებისთვის. წარმატებული შემთხვევები უკვე გვქონდა. მათ შორისაა 15 სომეხი სამხედრო ტყვე, რომელთა უსაფრთხო დაბრუნება მოხდა აზერბაიჯანის დანაღმული ტერიტორიების რუკების სანაცვლოდ. საქართველო მზადაა, მოიაზრებოდეს დიალოგის ცენტრად, რათა საჭირო მშვიდობა და სტაბილურობა დამკვიდრდეს რეგიონში. „მიმდინარე წლის ივლისში, თბილისში ვუმასპინძლეთ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ნაყოფიერ დისკუსიებს. მზად ვართ, მოვიაზრებოდეთ დიალოგის ცენტრად, რათა ესოდენ საჭირო მშვიდობა და სტაბილურობა დამკვიდრდეს ჩვენს რეგიონში. ამ განზრახვით, საქართველო ხელს უწყობს მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივას, რომელიც სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს მონაწილეობას ითვალისწინებს. ის არ ანაცვლებს და არც ეწინააღმდეგება ან უპირისპირდება თანამშრომლობის სხვა ფორმატებს. სამაგიეროდ, საქართველო იმედოვნებს, რომ იქნება პატიოსანი შუამავალი, რომელიც დაეხმარება რეგიონალური ურთიერთობების ნორმალიზებას“, - აღნიშნა პრემიერმა.
პენტაგონი: საქართველოსთვის 26 ტონა უსაფრთხოების დახმარების მიწოდება, ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება
ექსკლუზივი Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი განმარტავს, რომელი პროგრამის ნაწილია, 22 სექტემბერს, საქართველოსთვის 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობის გადაცემა. „26 ტონა უსაფრთხოების დახმარების მიწოდება პირველ რიგში, პარტნიორთა შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის (Building Partner Capacity Section 333 Program) (10 USC $ 333) დაფინანსებული დახმარებაა. პარტნიორთა შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამა დიდი ხანია, ემსახურება პარტნიორობის დამყარებას უცხო ქვეყნებთან და წვრთნისა და აღჭურვილობის უზრუნველყოფის გზით, პარტნიორი ქვეყნების შესაძლებლობების გაზრდას“, - განუცხადა Europetime-ს პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ამერიკის საელჩომ 22 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ძალებს 11.5 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა. რა არის Building Partner Capacity Section 333 Program - უფრო მეტი პროგრამის შესახებ თავდაცვის მდივანი უფლებამოსილია, განახორციელოს ან მხარი დაუჭიროს პროგრამას ან პროგრამებს ერთი ან მეტი უცხო ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ძალებისთვის სწავლებისა და აღჭურვილობის უზრუნველსაყოფად, ამ ძალების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით განახორციელონ ერთი ან მეტი შემდეგი აქტივობა: კონტრტერორისტული ოპერაციები მასობრივი განადგურების ოპერაციების საწინააღმდეგო იარაღი კონტრტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ოპერაციები საზღვაო და სასაზღვრო უსაფრთხოების ოპერაციები სამხედრო დაზვერვის ოპერაციები ოპერაციები ან აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს საერთაშორისო კოალიციის ოპერაციას, რომელიც მდივნის მიერ არის განსაზღვრული, შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესების შესაბამისად.
პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, გერმანია განმარტავს, რა პირობებით მიიღებს რუსეთის მოქალაქეებს
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რეჟიმს და ტოვებენ ქვეყანას, შეიძლება, პოლიტიკური დევნისგან გაქცეულად მივიჩნიოთ. მან განმარტა, რა შემთხვევაში იღებს გერმანია დეზერტირებს. მინისტრის განმარტებით, ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან პუტინის რეჟიმს და ამით დიდ საფრთხეში აღმოჩნდება, შეუძლია, თავშესაფარი პოლიტიკური დევნის მოტივით მოითხოვოს. „როგორც წესი, დეზერტირები, რომლებსაც სასტიკი რეპრესიები ემუქრებათ, გერმანიაში საერთაშორისო დაცვას იღებენ“, - განაცხადა ფეზერმა და დაამატა, რომ თავშესაფრის მინიჭება ცალკეული გადაწყვეტილებაა. ცნობისთვის, ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ ან სხვა სახის ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მობილიზაციას არიდებენ თავს. ფინეთი გეგმავს, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა სრულად შეუზღუდოს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ რუსეთში, საკუთარი სამოქალაქო მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმა, სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მინიჭებისთვის საკმარისი მიზეზი არ არის ყაზახეთი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვას მოსკოვის თანხმობის გარეშე არ გასცემს მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, ათასობით რუსი გაემგზავრა ქვეყნებში, სადაც რუსებს უვიზოდ შესვლა შეუძლიათ, მათ შორის არიან სომხეთი, ბელორუსი, საქართველო, სერბეთი, ყაზახეთი და მონღოლეთი.
საჰაერო ძალების სარდლობა: უკრაინელმა სამხედროებმა ირანული დრონები გაანადგურეს
მიკოლაივის რეგიონში, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა ირანული წარმოების კამიკაძე-დრონები გაანადგურეს. ამის შესახებ საჰაერო ძალების სარდლობამ განაცხადა. „22 სექტემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, მიკოლაევის რეგიონში, ოდესის საზენიტო სარაკეტო ბრიგადის სამხრეთის საჰაერო სარდლობის მეომრებმა ერთდროულად ჩამოაგდეს ოთხი (Shahed-136) კამიკაძე-დრონი, რომელიც ირანის მიერ არის წარმოებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
პენტაგონი: პუტინის ბირთვული რიტორიკა გავლენას არ მოახდენს უკრაინის დახმარებაზე
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესმდივანმა პატრიკ რაიდერმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთის განცხადება, უკრაინის მიმართ აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხარდაჭერაზე გავლენას არ მოახდენს. „ჩვენ გავაგრძელებთ ამ საუბრებს და განვაგრძობთ, ვიფიქროთ არამხოლოდ იმაზე, თუ რა სჭირდებათ მათ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, არამედ ის, რაც მათ ახლა სჭირდებათ”, - განაცხადა რაიდერმა. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინაში ომის დასრულებას, პუტინის რეჟიმის დასრულებასთან არ ვაკავშირებ
დასრულდება თუ არა ომი მაშინ, როდესაც პუტინის რეჟიმი დასრულდება, უკრაინის პრეზიდენტმა გერმანული მედიის ამ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, პუტინის რეჟიმი დაემხობა, თუმცა ამას რუსი ხალხი წყვეტს. აქვე ზეელნსკი კითხვას სვამს ვინ მოვა მის ნაცვლად და ამბობს, რომ საქმე ხალხში არ არის, საქმე რეჟიმის ფილოსოფიაშია, ძალაუფლების შენარჩუნების ფილოსოფიაში, უკრაინისადმი დამოკიდებულების ფილოსოფიაში. „თუ არ შეცვლიან დამოკიდებულებას, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მის ადგილას – ახალგაზრდა თუ ხანდაზმული“, - განაცხადა ზელენსკიმ. ჟურნალისტმა ზელენსკის ჰკითხა, იზიარებს თუ არა ევროკომისიის პრეზიდენტის პოზიციას, რომ არავის უნდა უხაროდეს ადამიანის სიკვდილი. ლაიენის ეს პასუხი მოჰყვა შეკითხვას, გაუხარდებოდა თუ არა მას პუტინის სიკვდილი. პოლ გობლი Europetime-თან ინტერვიუში: ომი დიდხანს, ან იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც მოსკოვში რეჟიმის შეცვლას დასჭირდება „ამას არ ვეთანხმები. მე განსხვავებული აზრი მაქვს რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის და ჩვენს მიწაზე მოსული რუსი სამხედროების მიმართ. აქ მე არ მჭირდება არანაირი დიპლომატიის ძიება“, - განაცხადა ზელენსკიმ. „მე მათ კარგს ნამდვილად ვერ ვუსურვებ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს, პუტინის ბრძანების გაპროტესტებისკენ მოუწოდებს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ მოუწოდა რუსეთის მოქალაქეებს, გააპროტესტონ „ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება". თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თითქმის შვიდთვიანი ომის დროს, ათასობით რუსი ჯარისკაცი უკვე დაიღუპა. „თქვენ უკვე ხართ თანამონაწილეები უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულის, მკვლელობისა და წამების. იმიტომ, რომ თქვენ ჩუმად იყავით“, - მიმართა ზელენსკიმ რუსეთის მოქალაქეებს. მისივე თქმით, რუსეთში მიმდინარე საპროტესტო აქციები ქვეყანაში საზოგადოების განწყობის მაჩვენებელია. „ჩვენ ვიცით რეგიონებში რეალური განწყობების შესახებ. დადგა არჩევანის დრო, რუსეთში მამაკაცებისთვის - იცოცხლონ თუ დაიღუპონ. ქალებისთვის - სამუდამოდ დაკარგონ ქმრები, შვილები, შვილიშვილები ან სცადონ მათი დაცვა ომისგან, ერთი ადამიანისგან“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს.
დაზვერვა: უკრაინელ დამცველებს ტყვეობის დროს აწამებდნენ
ბევრ უკრაინელ დამცველს, რომლებიც 21 სექტემბერს, ტყვეთა გაცვლის შედეგად გაათავისუფლეს რუსული ტყვეობიდან, აწამებდნენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილო ბუდანოვმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, არიან ადამიანები, რომლებსაც სასტიკად აწამებდნენ და მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია. როგორც ცნობილია, 21 სექტემბერს, ტყვეთა გაცვლის შედეგად, რუსეთის ტყვეობიდან 200-ზე მეტი უკრაინელი დამცველი, მათ შორის 124 ოფიცერი, ასევე 10 უცხოელი გათავისუფლდა. ღალატში ეჭვმიტანილი ვიქტორ მედვედჩუკი და 55 რუსი ჯარისკაცი რუსულ მხარეს დააბრუნეს. გათავისუფლებულ უკრაინელებს შორის არის 188 აზოვსტალის დამცველი, მათ შორის აზოვის პოლკის 108 მეომარი, ეროვნული გვარდიის სამსახურის წევრები, საზღვაო ქვეითები, მესაზღვრეები, პოლიციის ოფიცრები, ტერიტორიული თავდაცვის ძალების წევრები, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებული აზოვის ხუთი მეთაური ახლა უსაფრთხო პირობებში იმყოფება თურქეთში, სადაც ისინი ომის დასრულებამდე დარჩებიან.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი შესაძლოა, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდეს
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ოქტომბრის დასაწყისში, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდეს, იუწყება Trend-ი. „2022 წლის 6 ოქტომბერს, პრაღაში, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობა სამიტს გამართავს. ახლა ჩვენ, სამიტზე დასწრების შესაძლებლობას განვიხილავთ. შესაძლოა, სამიტს ესტუმროს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ფაშინიანიც. შესაძლოა, ჩვენ მოვახერხოთ მასთან საუბარი“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში.
აშშ უკრაინაში, საბრძოლო მასალის ახალ პარტიას აგზავნის
პენტაგონის პრესსამსახურის ინფორმაციით, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინელი სამხედროებისთვის საბრძოლო მასალის მორიგ პარტიას ამზადებს. პენტაგონი: პუტინის ბირთვული რიტორიკა გავლენას არ მოახდენს უკრაინის დახმარებაზე "დელავერის დოვერის საჰაერო ძალების ბაზაზე ჩასული სამხედრო-საჰაერო ძალების სამხედროები საბრძოლო მასალის პაკეტებს უკრაინაში გასაგზავნად ტვირთავენ", - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, პენტაგონში აცხადებენ, რომ სამხედრო დამხარება უკრაინაში C-17 Globemaster III-ით გაიგზავნება. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინთან მოლაპარაკების მაგიდაზე აღარავინ დაჯდება
პუტინი იქამდე მიდის, რომ მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან აღარავინ დაჯდება. ვთვლი, რომ ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა შეგვიძლია იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩვენი ტერიტორიიდან გავლენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. აშშ უკრაინაში, საბრძოლო მასალის ახალ პარტიას აგზავნის „პუტინი იქამდე მიდის, რომ მასთან მოლაპარაკების მაგიდასთან აღარავინ დაჯდება. ვთვლი, რომ ჩვენ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა შეგვიძლია იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩვენი ტერიტორიიდან გავლენ. რადგან როცა ისინი ჩვენი ტერიტორიებიდან გავლენ, ჩვენი მეზობლები გახდებიან. სწორედ ამ მომენტში შეგვიძლია მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა და იმაზე საუბარი, როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება“,- განაცხადა ზელენსკიმ. პენტაგონი: პუტინის ბირთვული რიტორიკა გავლენას არ მოახდენს უკრაინის დახმარებაზე 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დმიტრო კულება: შევამჩნიე, რომ რუსი დიპლომატები ისევე ოსტატურად გარბიან, როგორც რუსი ჯარისკაცები
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებმამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, „პროპაგანდისტული მარკებით“ სავსე გამოსვლის შემდეგ, გაეროს სესია მაშინვე დატოვა. „მე შევამჩნიე, რომ რუსი დიპლომატები ისევე ოსტატურად გარბიან, როგორც რუსი ჯარისკაცები“, - თქვა კულებამ. აღსანიშნავია, რომ ლავროვმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც უკრაინაში არსებულ ვითარებას ეძღვნება, საათნახევრით დაიგვიანა. თავის გამოსვლაში ლავროვმა განაცხადა, რომ „უკრაინა საბოლოოდ გადაიქცა ნეონაცისტური ტიპის ტოტალიტარულ სახელმწიფოდ“. შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იმ რუს მაღალჩინოსანთა შორისაა, რომელთა წინააღმდეგ აშშ-ს პერსონალური სანქციები აქვს დაწესებული. რუსმა დიპლომატმა აშშ-ის ვიზა ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე დასასწრებად მიიღო.
კახეთის და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად კი, პოლიციის პოლკოვნიკი ვალერი თელია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, თეიმურაზ კალანდაძეს და ვალერი თელიას სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მათ სხვადასხვა წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებში ხელმძღვანელის პოზიციები ეკავათ. "ამ დრომდე კალანდაძეს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად კი პოლიციის პოლკოვნიკი ვალერი თელია დაინიშნა, რომელიც მანამდე აღნიშნული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თეიმურაზ კალანდაძეს და ვალერი თელიას სამართალდამცავ სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მათ სხვადასხვა წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებში ხელმძღვანელის პოზიციები ეკავათ", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ისრაელის მედია: უკრაინამ დრონების სათვალთვალო სისტემები მიიღო
ისრაელის გამოცემა Zman Yisrael იტყობინება, რომ უკრაინამ, სავარაუდოდ, ისრაელის დრონების სათვალთვალო სისტემები მიიღო. საჰაერო ძალების სარდლობა: უკრაინელმა სამხედროებმა ირანული დრონები გაანადგურეს გამოცემის წყაროს თქმით, ამ სისტემების გაყიდვები პოლონეთის გავლით ხორციელდება, რადგან ისრაელს უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიყიდვა აკრძალული აქვს. ისრაელი ანტიდრონების სისტემებს ღაზას, ლიბანისა და სირიის უპილოტო საფრენი აპარატების აღმოსაჩენად იყენებს. „როგორც ჩანს, მთავრობა თვალს ხუჭავს გაყიდვაზე და გადაწყვეტილი აქვს დაარღვიოს გარიგება მოწინავე თავდაცვის ტექნოლოგიების მიწოდებაზე, რომლის ექსპორტიც კიევში, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ კომპანიებს აუკრძალა“, -წერს ისრაელის მედია. გამოცემის თანახმად, ამ სისტემების ექსპორტის კომპანიამ თავდაცვის სამინისტროს განუცხადა, რომ გაყიდვა განხორციელდა პოლონეთში და, როგორც ჩანს, არ იცოდა, რომ ვარშავა შუამავალის ფუნქციას ასრულებდა კიევში იარაღის გადასატანად. ისრაელი ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია ანტიდრონის სისტემების დიზაინსა და წარმოებაში. ამ ტექნოლოგიების წარმოებაში მინიმუმ ექვსი კომპანიაა ჩართული, მათ შორის: IAI, Elbit Systems, MCTECH, Avnon Group და Spear-ი.
კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება
საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა შეკრებაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით გასამართი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. „ახლოვდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის საიუბილეო თარიღები. კერძოდ, აღსაყდრებიდან - 45 და დაბადებიდან 90 წელი. მღვდელმთავრებმა სწორედ აღნიშნულ თარიღებთან დაკავშირებული ღონისძიებების დაგეგმვის შესახებ იმსჯელეს“, - აცხადებენ საპატრიარქოში.
ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ ლიმანზე, იერიში მიიტანეს
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, დონეცკის მხარეში, უკრაინის სამხედრო ძალები, ქალაქ ლიმანზე შტურმს ახორციელებენ. ქალაქი ლიმანი, რუსეთის არმიამ 2022 წლის მაისში დაიკავა. ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ბრძოლის ველზე ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. „თუმცა უკრაინა ახლა ზეწოლას ახდენს იმ ტერიტორიაზე, რომელზე კონტროლიც რუსეთისთვის თავისი მიზნების განსახორციელებლად მნიშვნელოვანია“, - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სამართალდამცველები სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში, მოძრავი ქონების დაყადაღებისა და ამოღების პროცესს ახორციელებენ
სუს-ის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები იმყოფებიან. სოსო გოგაშვილი: არალეგალური და კონტრაბანდული ტვირთების მოძრაობის უზრუნველყოფაში ჩართულია სუს-ი, შსს, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლები სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოძრავი ქონების დაყადაღებისა და ამოღების პროცესს ახორციელებენ. ამასთან, 20 სექტემბრის განჩინების საფუძველზე ასევე დაყადაღებულია გოგაშვილების უძრავი ქონებებიც, მათ შორის საცხოვრებელი სახლი. ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად 16 ივლისს დააკავეს. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს
რუმინეთი NATO-ს პროგრამის ფარგლებში, უკრაინას, მოლდოვას, საქართველოსა და იორდანიას თავდაცვის გასაძლიერებლად $1,4 მილიონს გამოუყოფს
რუმინეთი, NATO-ს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ინიციატივის (DCB) ფარგლებში, მოლდოვის, უკრაინის, საქართველოსა და იორდანიის თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად $1,4 მილიონს აშშ დოლარს გამოუყოფს. რუმინეთი სატრასტო ფონდიდან, თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად $600 ათას დოლარს მოლდოვას, $400 000 უკრაინას, $300 000 საქართველოს და იორდანიას $100 000 გადასცემს. „გადაწყვეტილება შეესაბამება რუმინეთის საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოების ინტერესებს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების მიზნით, განსაკუთრებით მოლდოვას რესპუბლიკის, უკრაინისა და საქართველოს ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერის კუთხით“, - ნათქვამია მთავრობის გადაწყვეტილებაში.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინული ძალების მიერ რუსეთის 56 060 ჯარისკაცია ლიკვიდირებული. ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინთან მოლაპარაკების მაგიდაზე აღარავინ დაჯდება "განადგურებულია 2254 ტანკი, 4796 ჯავშანტექნიკა, 1355 ერთეულ საარტილერიო სისტემა, 326 ერთეულ მრავალჯერად სარაკეტო სისტემა, 170 ერთეულ საჰაერო თავდაცვის სისტემა, 254 საბრძოლო თვითმფრინავი, 219 ვერტმფრენი, 950 ერთეულ ოპერატიულ-ტაქტიკურ უპილოტო საფრენ აპარატი", - ნათქვამია ინფორმაციაში. აშშ უკრაინაში, საბრძოლო მასალის ახალ პარტიას აგზავნის 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში, საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ორთვიანი პაუზის შემდეგ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 108-ე შეხვედრა იმართება. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა, ამ დროისთვის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს ხუთი მოქალაქე. "შეხვედრაზე ბოლო ორი თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ. ამასთან, საუბარი იქნება საოკუპაციო ხაზთან უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე, რომელიც მისივე თქმით, განსაკუთრებით გააქტიურებულია გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლებში. ამ დროისთვის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში იმყოფება საქართველოს ხუთი მოქალაქე. მამუკა ჩხიკვაძეს სამი წელი და რვა თვე, ლაშა ხეთერელს ერთი წელი და ოთხი თვე, კახაბერ ნათაძეს კი სამი წელი და ერთი თვე აქვთ შეფარდებული. ნუკრი კალაშნიკოვი და გელა იობაშვილი კი, სექტემბერში დააკავეს და მათ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს", - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ. მისივე თქმით, გელა იობაშვილის დაკავება მოხდა 14 სექტემბერს, მაგრამ ინფორმაცია გაზიარებული იყო დაგვიანებით. „გუშინ ცხელი გაზით გაზიარდა ინფორმაცია, რომ შედგა ე.წ. სასამართლო და მას მიესაჯა უკანონო ორთვიანი პატიმრობა. სხვა დამატებითი დეტალის გარკვევას შევეცდებით შეხვედრაზე“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.