ძებნის რეზულტატი:
საგარეო საქმეთა სამინისტრო: კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს
2022 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 29 წელი შესრულდა - კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია, - ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებით, მავთულხლართებით დაშორიშორებულ თანამოქალაქეებს შორის ნდობის აღდგენა და შერიგება წარმოადგენს ერთადერთ მყარ საფუძველს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საერთო კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. „2022 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 29 წელი შესრულდა. 27 სექტემბერი რუსეთის აგრესიით გამოწვეული ქართველთა და აფხაზთა საერთო ტრაგედიაა, რომელსაც რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონის - აფხაზეთის ოკუპაცია, ათობით ათასი ადამიანის დაღუპვა და ასობით ათასი ადამიანის საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცევა მოჰყვა. ჩვენ დღეს ვიგონებთ ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოსახლეობას და სამძიმარს ვუცხადებთ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია — დეოკუპაცია და მავთულხლართებით დაშორიშორებულ თანამოქალაქეებს შორის ნდობის აღდგენა და შერიგება წარმოადგენს ერთადერთ მყარ საფუძველს ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საერთო კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა. რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლამდე, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობა გამოცხადდა. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები. სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ფინეთმა შესაძლოა, მიგრაციის შესაჩერებლად რუსეთის საზღვართან ღობე ააშენოს
ფინეთის საზღვრის დაცვის სამსახური მიგრაციის შეჩერების მიზნით, რუსეთის საზრვართან ღობის აშენების ინიციატივით გამოდის. მესაზღვრეებმა თავიანთ მოხსენებაში „უსაფრთხოების პირობების ცვლილების გამო“ რუსეთ-ფინეთის საზღვარზე ფიზიკური ბარიერის აშენებას რეკომენდაცია გაუწიეს. საზღვრის დაცვის სამსახურში მიაჩნიათ, რომ ღობე ხელს შეუწყობს რუსეთის მოქალაქეების ფინეთის საზღვარზე შემოდინების თავიდან აცილებას, რაც ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ შეინიშნება. სასაზღვრო სამსახურის უფროსის პასი კოსტამოვაარას თქმით, ღობის სიგრძე შეიძლება 130-დან 260 კმ-მდე იყოს და მშენებლობას ორი-სამი წელი დასჭირდება.
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყო
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს მხრიდან სამთავრობო მომლაპარაკებელთა ჯგუფს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობს. „არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, საქართველო საამიროებთან ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოსთვის, ადგილობრივი მწარმოებლებისთვის დამატებით გაიხსნება 10-მილიონიანი მაღალმსყიდველობით უნარიანი ბაზარი,“ – განაცხადა გენადი არველაძემ. მინისტრის მოადგილის თქმით, ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება, პოტენციურად დაფარავს საქონლით ვაჭრობას, წარმოშობის წესებს და წარმოშობის პროცედურებს, საბაჟო ადმინისტრაციას და ვაჭრობის ხელშეწყობას, სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ზომებს, ტექნიკურ ბარიერებს ვაჭრობაში, ვაჭრობაში დაცვით ზომებს, ინვესტიციას, მომსახურებით ვაჭრობას, ციფრული ვაჭრობას და მრავალ სხვა საკითხს. საქართველოსა და საამიროებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, 2020 წლის დეკემბერში, ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს“.
სალომე ზურაბიშვილი: კატეგორიულად უნდა დავგმოთ „რეფერენდუმები“ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის უაღრესად ცინიკური ქმედება ჩვენთვის მიუღებელია
კატეგორიულად უნდა დავგმოთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე „რეფერენდუმები“, რუსეთის უაღრესად ცინიკური ქმედება ჩვენთვის მიუღებელია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა. „კატეგორიულად უნდა დავგმოთ ის რეფერენდუმები, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში ტარდება. ვიცით, რას ნიშნავს ეს რეფერენდუმები, როცა ის ჩატარებულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ომის პირობებში. ეს არის რუსეთის უაღრესად ცინიკური ქმედება, რომელიც ჩვენთვის, მსოფლიოსთვის და ცივილიზებული ადამიანებისთვის არის მიღებელია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისინი ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ.უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.
კრემლი: პუტინმა ერდოღანთან საუბარში კიევთან მოლაპარაკებისთვის მზადყოფნა გამოთქვა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ „სიტუაციის ცვლილებით იცვლება მათი პირობებიც“. ერდოღანი: თურქეთი პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის მომხრეა ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა სამშაბათს განუცხადა. დმიტრო კულება: რუსეთთან „მოლაპარაკებები“ ბრძოლის ველზე მიმდინარეობს „პრეზიდენტმა თქვა, რომ, რა თქმა უნდა, რუსეთი მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ როგორც სიტუაცია იცვლება, ისე იცვლება პირობები“, - განაცხადა პესკოვმა. რეზნიკოვის თქმით, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკების შესახებ რეკომენდაციას არ იღებს და სრულ დეოკუპაციას ითხოვს 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სალომე ზურაბიშვილი: დღეს ალბათ, ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ აფხაზეთში, ხვდება, რომ რუსეთის ოკუპაცია არაფრის მომტანი არ არის
„უნდა ვიცხოვროთ მომავალში, დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომავალი ძალიან ბევრს, ძალიან ჩქარა მოგვიტანს. ამას ვხედავთ, როცა ჩვენი მოსახლეობა გამოდის ბიჭვინთის საკითხზე, ამას ვხედავთ, როცა რეაქციები იწყება მობილიზაციაზე, ეს ყველაფერი არის ის ნიშნები, რომლებიც კარგად უნდა წავიკითხოთ“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განუცხადა. „სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. ეს არის ერთი თაობა. ამ ერთმა თაობამ ყველას გვაჩვენა, ასევე აჩვენა აფხაზეთის მოსახლეობას, რომ არაფრის მომტანი არ იყო ეს წლები. არა აფხაზეთის კულტურისთვის, არა ენისთვის, არა მისი ეკონომიკისთვის, განვითარებისთვის და ეს არის ის, რასაც დღეს ალბათ, ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ აფხაზეთში, ამას ხვდება, რომ რუსეთის ოკუპაცია არაფრის მომტანი არ არის. ჩვენ დღეს მზად უნდა ვიყოთ, დავინახოთ და ვაჩვენოთ, რომ ახალი დრო, ახალი პერსპექტივა, ახალი ურთიერთობა იწყება. გლოვა არ ყოფნის, ის აუცილებელია, რომ ვიცოდეთ, რა არის ჩვენი წარსული, მაგრამ გლოვაში არ შეიძლება, რომ ვიცხოვროთ, უნდა ვიცხოვროთ მომავალში და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომავალი ძალიან ბევრს, ძალიან ჩქარა მოგვიტანს. ამას ვხედავთ, როცა ჩვენი მოსახლეობა გამოდის ბიჭვინთის საკითხზე, ამას ვხედავთ, როცა რეაქციები იწყება მობილიზაციაზე, ეს ყველაფერი არის ის ნიშნები, რომლებიც კარგად უნდა წავიკითხოთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: ჩვენ არ ვგეგმავთ რუსეთის იმ მოქალაქეების მიღებას, რომლებიც უცებ დიდი დემოკრატები გახდნენ
ჩვენ არ ვგეგმავთ რუსეთის იმ მოქალაქეების მიღებას, რომლებიც აქამდე მხარს უჭერდნენ ვლადიმირ პუტინის რეჟიმს და ახლა, როდესაც მოულოდნელად გამოჩნდა პერსპექტივა, რომ მათ შეიძლება არა მხოლოდ სიტყვებით დაუჭირონ ამ რეჟიმს მხარი, არამედ ფრონტზეც აღმოჩნდნენ, უცებ დიდი დემოკრატები გახდნენ, - ამის შესახებ უკრაინული მედიის ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა, მიხალ დვორჩიკმა განაცხადა.. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: მობილიზებული რუსები ცხელ ხაზზე რეკავენ და კითხულობენ, როგორ ჩაბარდნენ ტყვედ „ჩვენ არ ვგეგმავთ რუსეთის იმ მოქალაქეების მიღებას, რომლებიც აქამდე მხარს უჭერდნენ ვლადიმირ პუტინის რეჟიმს და ახლა, როდესაც მოულოდნელად გამოჩნდა პერსპექტივა, რომ მათ შეიძლება არა მხოლოდ სიტყვებით დაუჭირონ ამ რეჟიმს მხარი, არამედ ფრონტზეც აღმოჩნდნენ, უცებ დიდი დემოკრატები გახდნენ და რუსეთის დატოვებას გეგმავენ. ეჭვგარეშეა, ჩვენ ასეთ ადამიანებს მხარს არ დავუჭერთ, - განაცხადა დვორჩიკმა. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი: მეტი იარაღი, მეტი სანქციები, რუსეთის მეტი იზოლაცია რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე), 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მედვედევი: რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ისევ აცხადებს, რომ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს „თუ რუსეთს ან მის მოკავშირეებს თავს დაესხმებიან ამ ტიპის იარაღით ან თუ საფრთხე დაეუმუქრება რუსეთის სახელმწიფოს არსებობას“. რამდენი ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედვედევი მსგავსი განცხადებით გამოდის. ენტონი ბლინკენი: რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, აშშ-ს სამოქმედო გეგმა აქვს ბოლოს მან 22 სექტემბერს განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციის დასაცავად“, უახლესი და ბირთვული იარაღის გამოყენება აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ბირთვული შანტაჟის გაგრძელების შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე), 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. 21 სექტემრბის სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ამავე დღეს პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო რაგბის პრეზიდენტ ბილ ბომონტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს, ბილ ბომონტს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, მხარეებმა ქართული რაგბის განვითარების ხელშეწყობასა და წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. მთავრობის მეთაურმა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტს ქართული რაგბის მხარდაჭერისა და საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, რაგბის, საქართველოს მთავრობის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს, რაც რაგბის კავშირის გაზრდილი ბიუჯეტით გამოიხატება და ამ სპორტის განვითარების ხელშეწყობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. „განსაკუთრებით აღინიშნა ფონდი „ქართუს“ როლი საქართველოში რაგბის განვითარებისა და გაძლიერების მიმართულებით. ითქვა, რომ „ქართუს“ შემოწირულობა რაგბის ინფრასტრუქტურის შესაქმნელად და გასავითარებლად 100 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს. ფონდის დახმარებით, ქვეყნის მასშტაბით აშენდა 14 ბაზა და 27 სტადიონი, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ქართული რაგბის წარმატებაში. აგრეთვე აღინიშნა ის ფაქტი, რომ მსოფლიო რაგბიმ აღიარა ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული ძალისხმევა და მას 2014 წელს საპატიო „განვითარების ჯილდო“ გადასცა. საუბარი შეეხო საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ინიცირებულ პროექტებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობის მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს. მათ შორის, 100 ახალი მოედნის კონცეფცია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის 47 ლოკაციაზე, აგრეთვე პროექტი „სასკოლო რაგბი“, რომლის მიზანია მოსწავლეებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჰქონდეთ შესაძლებლობა, ითამაშონ რაგბი და ხელი მიუწვდებოდეთ ცხოვრების ჯანსაღ წესზე. აღნიშნული პროექტი ფონდი „ქართუს“, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კახა კალაძე თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფ ბერნის მერს შეხვდა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისში სამუშაო ვიზიტით მყოფ ბერნის მერს, ალეკ ფონ გრაფენრიდს შეხვდა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქალაქებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების აღსრულებაზე, ნარჩენების მართვის კუთხით გამოცდილების გაზიარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. „მიხარია, რომ ჩვენს ქალაქებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე პრაქტიკაში სრულდება. გვაქვს შესაძლებლობა, ნარჩენების მართვის თვალსაზრისით თქვენი გამოცდილება გაგვიზიაროთ, რაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ამ მიმართულებით, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. სამწუხაროა, რომ ვიზიტი „თბილისობის“ დღეებს ვერ დაემთხვა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქალაქი თქვენზე სასიამოვნო შთაბეჭდილებებს მოახდენს. დღეს და ხვალ გვექნება საშუალება, ერთად დავათვალიეროთ დედაქალაქის კონკრეტული ადგილები“, – განაცხადა კახა კალაძემ. ბერნის მერმა თბილისელ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ნარჩენების მართვა და ამ მიმართულებით საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, მნიშვნელოვანი საკითხია. „მიხარია, რომ ქალაქებს შორის გაფორმებული მემორანდუმი სრულდება და ერთმანეთისთვის ნარჩენების მართვის კუთხით, გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა გვაქვს. აღნიშნული საკითხი ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება კი ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, თქვენი ქალაქი ნამდვილად მოგვეწონება – ქალაქი, რომელიც სავსეა ისტორიითა და კულტურით. ჩამოვედი მხარდაჭერის გამოსახატად გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, ქალაქისთვის. შეხვედრაზე მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ. შევეხეთ ინფრასტრუქტურის თემას. ინფრასტრუქტურის განვითარება ხალხის კეთილდღეობისთვის ამოსავალი წერტილია. გვაქვს გეგმები, როგორ გავაუმჯობესოთ დედაქალაქში ინფრასტრუქტურა“, – აღნიშნა ბერნის მერმა. თბილისის მერიის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საქმიანობა და „თბილისის მყარი მუნიციპალური ნარჩენების სტრატეგია“ გააცნეს, რომელიც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების კონსორციუმმა შეიმუშავა. ორმხრივ შეხვედრას ასევე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს ელჩი შვეიცარიაში რევაზ ლომინაძე, ბერნის ნარჩენების მართვის საწარმოს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ბით ამანი და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი დავით ფაჩულია დაესწრნენ.
ევროპარლამენტარი: სამართლიანობა გაიმარჯვებს მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება და ყველა ოკუპირებული ტერიტორია სრულად გათავისუფლდება
29 წლის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა რუსეთის მიერ პროვოცირებული და მხარდაჭერილი ძალების წინაშე. რუსეთი გადაიხდის თავისი სამხედრო დანაშაულებისთვის და განდევნილ იქნება საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან, სამართლიანობა გაიმარჯვებს მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება და ყველა ოკუპირებული ტერიტორია სრულად გათავისუფლდება – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს. „29 წლის წინ, ამ დღეს სოხუმი დაეცა რუსეთის მიერ პროვოცირებული და მხარდაჭერილი ძალების წინაშე, რასაც მოყვა ეთნიკური წმენდა და მასობრივი მკვლელობები, 250 ათასზე მეტი ადამიანი თავიანთი სახლებიდან იძულებით გადაადგილებულად იქცა. დღეს თავისუფლებისთვის უკრაინის გმირულმა ბრძოლამ რუსეთის იმპერიალისტური მიზნების დამარცხების შანსი შექმნა. უკრაინაში რუსეთის აგრესია არის რუსეთის მიმართ დაუსჯელობის და დათმობის პოლიტიკის შედეგი. რუსეთი გადაიხდის თავისი სამხედრო დანაშაულებისთვის და განდევნილ იქნება საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან. სამართლიანობა გაიმარჯვებს მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება და ყველა ოკუპირებული ტერიტორია სრულად იქნება გათავისუფლებული“, – წერს ფოტიგა. 27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა. რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლამდე, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობა გამოცხადდა. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები. სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
მედია: ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენების დაზიანება შესაძლოა, დივერსიის შედეგი იყოს
ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენების დაზიანება შესაძლოა, დივერსიის შედეგი იყოს. ამის შესახებ Tagesspiegel წერს. გამოცემის ცნობით, დანიისა და შვედეთის ხელისუფლებამ 24 საათზე ნაკლებ დროში Nord Stream 1 და Nord Stream 2 -ზე სამი დაზიანება დააფიქსირა. (გაზსადენები, ბალტიის ზღვის ფსკერზე რუსეთის ფედერაციიდან გერმანიამდეა გაყვანილი). ზღვაში შეიქმნა არანავიგაციისა და ფრენის ზონები, ხოლო დანიის ენერგეტიკული ობიექტები უსაფრთხოების „ნარინჯისფერ“ რეჟიმზე გადავიდა. გერმანული გამოცემა ირწმუნება, რომ ყველაფერი დივერსიაზე მიუთითებს. „Nord Stream 1-დან ერთმანეთთან ძალიან ახლოს ორი გაჟონვა დაფიქსირდა. ერთი შვედეთის, ხოლო მეორე - დანიის ეკონომიკურ ზონაში“, - განუცხადა Reuters შვედეთის საზღვაო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა. ორივე დაზიანება დანიის კუნძულ ბორნჰოლმის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. Nord Stream 2-ის დაზიანება იმავე ზონაშია, მაგრამ უფრო ახლოს ბორნჰოლმთან. Nord Stream AG, Nord Stream-ის ოპერატორმა, 26 სექტემბერს განაცხადა, რომ Nord Stream 1-ის ორივე ხაზზე წნევა დაეცა. 27 სექტემბერს კი, რუსეთის სახელმწიფო სააგენტო RIA-Novosti-ის ცნობით, ოპერატორმა ორივე მილსადენზე უპრეცედენტო დაზიანების შესახებ განაცხადა. დანიის ხელისუფლებამ გაჟონვის ირგვლივ აფეთქების რისკის შესამცირებლად რამდენიმე უსაფრთხოების ზონა შექმნა: 9,3 კმ (5 მილი) რადიუსი გემებისთვის და 1 კმ თვითმფრინავებისთვის, DR-ის თანახმად. ანალოგიურად იმოქმედება შვედეთის ხელისუფლებამაც. მომხდარზე,ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა
ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და NATO-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ხავიერ კოლომინას შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა და ხავიერ კოლომინამ საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის ზომების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდას ისახავს მიზნად. ყურადღება გამახვილდა NATO-ს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე. ითქვა, რომ კონცეფცია იმეორებს NATO-ს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზს უსვამს ალიანსისთვის შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას. საქართველოს პრეზიდენტი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ქმედუნარიანი პარტნიორი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ხავიერ კოლომინამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება მიმოიხილეს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრ ვინიკოვი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და ნატოში საქართველოს წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გუბერნატორი: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში კუპიანსკ-ვუზლოვი გაათავისუფლეს
ხარკოვის ოლქის გუბერნატორმა ოლეგ სინიეჰუბოვმა 27 სექტემბერს განაცხადა, რომ სოფელი კუპიანსკ-ვუზლოვი, რომელიც მდინარე ოსკილის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს, გათავისუფლებულია. სინიეჰუბოვის თქმით, ოლქის დაახლოებით 6% რჩება რუსეთის კონტროლის ქვეშ. გუბერნატორის თქმით, რუსეთმა სოფელი 24 თებერვალს, სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ საათებში დაიპყრო და იქ მტკიცედ იკავებდა პოზიციებს, რადგან ეს არის ხარკოვის ოლქის ერთ-ერთი მთავარი სარკინიგზო კვანძი. უკრაინული მედიის ცნობით, რუსული ჯარები აგრძელებენ ოლქის დაბომბვას.
რუსული მედია: ზემო ლარსზე, მობილიზაციას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს, გაწვევის უწყებებს ურიგებენ
ზემო ლარსის საზღვარზე, მობილიზაციას დაქვემდებარებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები გაწვევის უწყებებს უკვე იღებენ. ამის შესახებ კრემლის კონტროლირებად მედიას ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურისა და მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს. რუსული მედიის ცნობით, ზემო ლარსთან შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს ზემო ლარსზე სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისის სამობილიზაციო პუნქტის განლაგების გეგმის შესახებ, ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დილით განაცხადა. რუსული მედიის ცნობით, რუსეთი „ზემო ლარსთან“ სამობილიზაციო პუნქტს მოაწყობს 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
რუსეთის პატრიარქმა თანამემამულეებს „სულიერი მობილიზაციისაკენ“ მოუწოდა
რუსეთის პატრიარქმა კირილმა, მაცხოვრის საკათედრო ტაძარში ლიტურგიის შემდეგ ქადაგებისას ყველა მორწმუნეს რწმენის განმტკიცებისა და მთელი ძალების „სულიერი მობილიზაციისკენ“ მიმართვისკენ მოუწოდა და გამოთქვა იმედი, რომ ეს „რუსეთისა და უკრაინის სრულ შერიგებას ხელს შეუწყობს“. რუსეთის პატრიარქი: სამხედრო სამსახურისას გაღებული მსხვერპლი, ყველა ცოდვას ჩამორეცხავს „დღეს ბევრი აჯანყდა რუსეთის წინააღმდეგ...ბევრს დაეხვა თავბრუ და სურს რუსეთი დაიღუპოს, მისი თვითმყოფადობა, მისი დამოუკიდებლობა, თავისუფლება... ამიტომ ჩვენ დღეს, ამ საბედისწერო დროს, როგორც არასდროს რწმენაში უნდა გავძლიერდეთ და მაშინ ეს ჩვენი სულიერი მობილიზაცია, რომელისკენაც ახლა ყველას მოვუწოდებ, ასევე დაეხმარება ჩვენი სამშობლოს ყველა ძალის მობილიზებაში“, - განაცახდა კირილმა. რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე), 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8385 ლარი გახდა
"დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8385 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8344 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა", - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7349 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7352 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0003 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
რამდენი მოქალაქე შემოვიდა რუსეთიდან, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ - შსს სტატისტიკას აქვეყნებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსეთის ფედერაციიდან შემოსული და გასული მოქალაქეების რაოდენობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოსული მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის სტანდარტის, რაოდენობის და უარის თქმის საფუძვლებისა და წესების შესახებ. მიმდინარე წლის 21 სექტემბრის შემდგომ, საქართველო-რუსეთის ფედერაციის საზღვარზე მოიმატა რუსეთიდან შემომსვლელ პირთა რაოდენობამ. საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გაგაცნობთ ბოლო 10 დღის მონაცემებს, კერძოდ, საქართველოს საზღვარი ყველა გამშვები პუნქტიდან გადმოკვეთა და გადაკვეთა: 17 სექტემბერს 6986 – 740618 სექტემბერს 6606 – 674319 სექტემბერს 6411 – 678220 სექტემბერს 5603 – 619921 სექტემბერს 6402 – 601122 სექტემბერს 6150 – 605023 სექტემბერს 9307 – 621424სექტემბერს 9330 – 624925 სექტემბერს 11 143 – 551926 სექტემბერს 10 804 – 4947 რუსეთის მოქალაქემ. რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომატებული ნაკადის ეფექტიანად მართვის მიზნით, სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ დამატებით განლაგებულია პოლიციური ჯგუფები, როგორც სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის პროცედურების შესრულების, ასევე, პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის და შესაძლო სამართალდარღვევების პრევენციის მიზნით. ამასთანავე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტში მუდმივ რეჟიმში იმყოფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დანაყოფი, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რისკების გამოვლენის მიზნით. სასაზღვრო კონტროლის პროცედურები მიმდინარეობს განსაკუთრებული დაკვირვებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. ბოლო პერიოდში მომატებულია იმ მოქალაქეთა რაოდენობაც, რომელთა შემოშვებაც საქართველოს ტერიტორიაზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზეზების გამო არ ხდება. შესაბამისად, უფრო ხშირად ისმის კითხვები შემოშვების წესებსა და უარის თქმის მიზეზებთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოში შემოსვლისას ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე გადის ინსპექტირებას სასაზღვრო გამტარ პუნქტში, რის შედეგადაც მას ან ეძლევა თანხმობა საქართველოში შემოსვლაზე, ან იღებს უარს და ვერ კვეთს საქართველოს საზღვარს. უცხო ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინსპექტირება/გამოკითხვა საერთაშორისოდ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად ხორციელდება. უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის შემოსვლის თანხმობის ან უარის თქმის გადაწყვეტილებას მესაზღვრე სხვადასხვა ფაქტორისა და გარემოებების შეფასების შედეგად იღებს. მაგალითად, ითვალისწინებს პირის ხელთ არსებული დოკუმენტაციის შესაბამისობას მგზავრობის მიზნობრიობასთან, საქართველოში ყოფნის პერიოდში და საქართველოდან გამგზავრებისას ფინანსური სახსრების საკმარის ოდენობას, წარსულში ქვეყანაში ყოფნის ვადებს და ა.შ. შესაბამისად, თუ დარღვეულია ეს სტანდარტი, სამართალდამცველები უცხო ქვეყნის მოქალაქეს ადგილზე უმარტავენ უარის თქმის შესაძლო მიზეზებს და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების პირობებს. სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში რისკის შემცველი პირების გამოვლენის მიზნით, მოქალაქეთა ინსპექტირება/გამოკითხვა და მომატებული რაოდენობის პირობებში, სასაზღვრო-გამტარი პუნქტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გადაადგილებისას გარკვეულწილად იწვევს რიგების წარმოქმნას, რაც, პარალელურად, რეგისტრაციისთვის დროის გაზრდილ მონაკვეთს საჭიროებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვიურად, პროაქტიულად აქვეყნებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული პირებისა და ტრანსპორტის სტატისტიკურ მონაცემებს. შესაბამისად, სამინისტრო მომავალშიც უზრუნველყოფს ერთი მხრივ – სტატისტიკის გამოქვეყნებას, ხოლო მეორე მხრივ – შესაბამისი მონაცემების ანალიზს და საზოგადოების ინფორმირებას“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოცხადდა.
გერმანიაში, რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის იახტა გაჩხრიკეს
გერმანიაში, 156 მეტრიან იახტა Dilbar-ზე, რომელიც რუს ბიზნესმენ ალიშერ უსმანოვს ეკუთვნის ჩხრეკა ჩატარდა, იუწყება Der Spiegel. რუსი ოლიგარქი ფულის გათეთრებაში, საგარეო ვაჭრობის შესახებ კანონის დარღვევასა და გადასახადებისგან თავის არიდებაშია ეჭვმიტანილი. რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის ბავარიის მამულში გერმანიის პოლიცია ჩხრეკას ატარებს იახტა Dilbar-ი, რომელიც უსმანოვმა 2016 წელს $600 მილიონად იყიდა, ახლა ქალაქ ბრემენში დგას. იახტა რუს ოლიგარქს, ჰამბურგის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში ჩამოართვა. იტალიის ხელისუფლებამ რუსი ოლიგარქის ალიშერ უსმანოვის ჯავშნიანი მერსედესი დააყადაღა მანამდე გერმანიის პოლიციამ ასევე გაჩხრიკა ალიშერ უსმანოვის რამდენიმე ქონება, მათ შორის მისი აგარაკი ბავარიაში, ტეგერნსეს ტბაზე. იქვე ამოიღეს დოკუმენტები, ასევე ოთხი ფაბერჟეს კვერცხი. მათი ზუსტი ღირებულების დადგენა იშვიათობის გამო რთულია, თუმცა 2007 წელს გასული საუკუნის დასაწყისში დამზადებული როტშილდის კვერცხი 12,5 მილიონ ევროდ გაიყიდა. 69 წლის უსმანოვი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალმა Forbes-მა მისი ქონება 11,5 მილიარდ დოლარად შეაფასა. თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უსმანოვი საერთაშორისო სანქციების, მათ შორის ევროკავშირის სიაში მოხვდა. მას კრემლთან დაახლოებასა და რეჟიმის მხარდაჭერაში ედება ბრალი. მაისში მან დაკირებული სანქციები ლუქსემბურგის საერთო იურისდიქციის ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრა.
ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისთვის, რუსეთი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას ამარტივებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოსკოვში ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს ინალ არძინბას შეხვდა. სააგენტო Apsnypress-ის ცნობით, მხარეებმა ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარების შესახებ, შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებისთვის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მისაღებად გამარტივებული პროცედურის შემოღებას ითვალიწინებს. მანამდე აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურა არ იცვლება. Apsnypress-ის ცნობითვე, ხელშეკრულება ასევე სამხედრო სამსახურსაც ეხება. „პირები, რომლებიც ორივე მხარის მოქალაქეები არიან, სამხედრო სამსახურს გაწვევის დროს ასრულებენ იმ მხარეში, რომლის ტერიტორიაზეც მუდმივად ცხოვრობენ“, - ნათქვამია დოკუმენტში. ის ფაქტი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაავალა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების გაფორმება აფხაზეთთან, 9 სექტემბერს გახდა ცნობილი.