ძებნის რეზულტატი:
უკრაინის უშიშროების საბჭომ მოქალაქეების მიმართ ინსტრუქციები შეიმუშავა იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებს
ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭო უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში, მოქალაქეების სამოქმედო ინსტრუქციებს მალე გამოაქვეყნებს. ამის შესახებ უწყების ხელმძღვანელმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა. „საუბარია ტაქტიკურ იარაღზე. ჩვენ შევიმუშავეთ ინსტრუქციები NSDC-ის აპარატში, რომელიც უახლოეს დღეებში შეძლებისდაგვარად გასაჯაროვდება", - განაცხადა დანილოვმა. ამავე დროს, დანილოვმა აღნიშნა, რომ ბირთვული ძალები იღებენ პასუხისმგებლობას ბირთვული თავდასხმების თავიდან აცილებაზე. ბლინკენის თქმით, უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც რუსეთმა შეიძლება, მალე ანექსირებულად გამოაცხადოს მისივე თქმით, უკრაინელებს საკუთარი ტერიტორიების დაცვისგან ატომური იარაღიც ვერ შეაჩერებს. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ. მედვედევი: რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ივნისში უკანონოდ დაკავებული ნუკრი კალაშნიკოვი თავისუფალია
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიმდინარე წლის ივნისში უკანონოდ დაკავებული ნუკრი კალაშნიკოვი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული სხვა ინსტრუმენტები. „ნუკრი კალაშნიკოვის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი რეგულარულად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, ხოლო ინფორმაცია მიეწოდებოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს“, - აცხადებს სუს-ი. 23 სექტემბრის ინფორმაციით, დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში, საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფებოდა.
თეთრი სახლი: აშშ მიესალმება რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც პუტინის არაპოპულარული ომისგან თავშესაფარს ითხოვენ
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ-ჟან პიერმა განაცხადა. რომ აშშ მიესალმება რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც პუტინის არაპოპულარული ომისგან თავშესაფარს ითხოვენ. „ჩვენ მკაფიოდ განვასხვავეთ რუსეთის მთავრობის, მისი შეიარაღებული ძალების და რუსი ხალხის ქმედებები, რომელთაგან ბევრი საუბრობდა ამ გაუმართლებელი ომის წინააღმდეგ. ჩვენ ამას ვხედავთ მხოლოდ ბოლო ორი დღის განმავლობაში, როცა რუსეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. ასე რომ, მიგვაჩნია, მათი ეროვნების მიუხედავად, მათ შეუძლიათ, განაცხადონ აშშ-ში თავშესაფარზე და მათი განცხადება სათითაოდ განიხილება. ასე ვხედავთ ჩვენს როლს აქ“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეები ქვეყანას მასიურად ტოვებენ.
CNN: თეთრი სახლი $35 მილიონს ითხოვს უკრაინის ბირთვული უსაფრთხოებისთვის
თეთრმა სახლმა 35 მილიონი დოლარი მოითხოვა, რათა უკრაინის ბირთვულ უსაფრთხოებას დაეხმაროს. აშშ-ის ოფიციალური პირები, ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის გარშემო არასტაბილურ ვითარებას თვალყურს ადევნებენ. ამის შესახებ CNN წყაროზე დაყრდნობით წერს. „ეს თანხები გამოყენებული იქნება „დამატებითი სენსორების შესყიდვისა და შენარჩუნებისთვის, მონაცემთა შეფასებისა და ანალიზისთვის და უკრაინის ეროვნული გვარდიისთვის ატომური ელექტროსადგურების დამცავი შესაძლებლობების მიწოდებისთვის“, იტყობინება CNN ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთი იყენებს ოკუპირებულ ენერგოდარში მდებარე ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, როგორც ბაზას უკრაინაზე თავდასხმების განსახორციელებლად, რაც საფრთხეს უქმნის მსოფლიოს ბირთვულ უსაფრთხოებას.
ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს: რუსეთს არ აქვს უფლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც სამშაბათს, გაეროს უშიშროების საბჭოში გამოვიდა, განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს უფლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი, რადგან ის არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას მთელი მსოფლიოსათვის. უკრაინის ლიდერმა ისაუბრა შეხვედრაზე, რომელიც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართულ რეფერენდუმს მიეძღვნა. „ატომური იარაღის გამოყენების მუქარა გახდა რუსი ოფიციალური პირების და პროპაგანდისტების მუდმივი ნარატივი. ეს ადასტურებს, რომ რუსეთს არ აქვს უფლება, ჰქონდეს ბირთვული იარაღი, რადგან მას არ შეუძლია, უზრუნველყოს მსოფლიოს უსაფრთხოება ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის წინააღმდეგაც კი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. სამშაბათს, ნიუ-იორკში გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს ღია სხდომა, რომელზეც განიხილეს რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყალბი „რეფერენდუმის“ გამართვასთან დაკავშირებული ვითარება. შეხვედრა აშშ-სა და ალბანეთის ინიციატივით, უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან ოფიციალური მიმართვის შემდეგ გაიმართა. უკრაინის პრეზიდენტმა შეხვედრას ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიმართა. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.
სენატორი ბენ კარდინი: ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, საქართველოს თავდაცვისთვის ფრონტის ხაზია
„ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, არის ფრონტის ხაზი საქართველოს თავდაცვისთვის, რადგან თუ რუსეთი შეძლებს, რომ წინ წავიდეს ამ სამხედრო კამპანიაში, მაშინ საქართველო და მოლდოვა ნამდვილად იქნებიან რუსეთის შემდეგი სამხედრო აგრესიის მსხვერპლი“, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საუბრობს. ბენ კარდინის თქმით, საქართველო ძალიან რთულ გეოგრაფიულ ადგილას მდებარეობს. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებშია, რომ იმის წინააღმდეგ დადგეს, რასაც რუსეთი უკრაინაში აკეთებს. „რადგან თუ უკრაინა დაეცემა, საქართველო ნამდვილადა იქნება ბატონი პუტინის თვალთახედვის არეალში. ასე რომ, ვფიქრობთ, საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია, ყველა სუვერენული ქვეყნის ეროვნულ ინტერესებშია, რომ ჩვენთან [ამერიკასთან] ერთად იმუშაოს ნებისმიერი ისეთი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, რომ ძალა გამოიყენოს და გაანადგუროს სუვერენული ქვეყანა. ამ შემთხვევაში ეს რუსეთია. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს რაიმე განხილვის საგანია. ეს სიკეთისა და ბოროტების დაპირისპირებაა და საქართველოს უნდა უნდოდეს სწორ მხარეს დგომა“, - აღნიშნავს ბენ კარდინი. მან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციის შესრულებაზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. „ვიცით, რომ საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირეა სამხედრო უსაფრთხოების მიმართულებით. ისინი თავიანთი მონაწილეობით გვეხმარებოდნენ კამპანიებში, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთში. ვაღიარებთ მათ დახმარებას ჩვენს დასავლურ უსაფრთხოებაში. საქართველოს ვხედავთ ევროპის ინტეგრაციის გზაზე და ვიმედოვნებ, რომ ერთ დღეს NATO-ს წევრადაც. თუმცა, საჭიროა, რომ ქვეყანაში რეფორმები გატარდეს და სხვა პრობლემები მოგვარდეს. არსებობს გარკვეული ინსტიტუციური ასპექტები მთავრობის განშტოებებში იქნება ეს სასამართლოს სისტემა, ადამიანის უფლებების, ჟურნალისტების უფლებების დაცვა, თუ მსგავსი საკითხები, რომლებიც ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების მოთხოვნებია. ვფიქრობ, რომ ისინი ადგანან ევროკავშირის გზას, თუმცა ეს შიდა საკითხია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნდა გადაწყდეს. რა თქმა უნდა, ნამდვილად გვაქვს იმედი, რომ ისინი ამ მიმართულებით სვლას განაგრძობენ. წლების განმავლობაში პროგრესი ვნახეთ, თუმცა ასევე იყო იმედგაცრუებებიც. ეს არაა გასაკვირი. იყო გარკვეული პროგრესი და იყო შეკითხვებიც. საქართველოში ჩატარებულ ზოგიერთ არჩევნებზე, ოპოზიციის ლიდერებს განსხვავებულად ეპყრობოდნენ და ამაზე საერთაშორისო საზოგადოებამ შეშფოთება გამოთქვა. საქართველოში კორუფციაა. კორუფცია ყველა ქვეყანაშია, თუმცა ქვეყნებმა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგან კორუფციასთან საბრძოლველად მაღალ ეშელონებში. ასე რომ დიახ, გარკვეული პროგრესი ვიხილეთ, თუმცა მეტი პროგრესის ხილვა გვსურს“, - განაცხადა სენატორმა ბენ კარდინმა.
უილიამ კორტნი: კრემლის პროპაგანდისტების აზრით, „რეფერენდუმების“ შემდეგ უკრაინელები ამ ტერიტორიებს ვერ შეეხებიან. დასავლეთი ასე არ ფიქრობს
„კრემლის პროპაგანდისტების აზრით, „რეფერენდუმების“ შემდეგ უკრაინელები ამ ტერიტორიებს ვერ შეეხებიან, რადგან ეს რუსულ ტერიტორიაზე თავდასხმად ჩაითვლება. დასავლეთი ასე არ ფიქრობს“, - ამის შესახებ საქართველოსა და ყაზახეთში ამერიკის ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი აცხადებს. მისი თქმით, პირიქით, საკმაოდ ხაზგასმით კეთდება აქცენტი, რომ რუსეთის ტერიტორია ერთია, და მიტაცებული ტერიტორიები, ყირიმის ჩათვლით, მეორე. ბლინკენის თქმით, უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც რუსეთმა შეიძლება, მალე ანექსირებულად გამოაცხადოს პუტინი ამ ნაბიჯითაც დიდ რისკზე მიდის, რადგან აქაც შეიძლება, სირცხვილი ჭამოს: ჩაატარებს რეფერენდუმს, ვთქვათ, ხერსონში და რამდენიმე დღეში ამ ტერიტორიას უკრაინელები დაიბრუნებენ და ყირიმზე იერიშისთვის გაემზადებიან. ეს კიდევ უფრო დამამცირებელი იქნებოდა რუსეთისთვის, და არც ისე დიდია იმის შანსი, რომ რუსული ჯარი შეძლებს ამ სცენარის რეალობად ქცევას ხელი შეუშალოს“, - აცხადებს უილიამ კორტნი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში. რუსეთმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა, რომ „რეფერენდუმები“ დასრულდა. „მოგესალმებით სახლში - რუსეთში“, - განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე მედვედევმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა. 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს.
უილიამ კორტნი: ბირთვული არსენალის სიუხვეს ამერიკაც არ უჩივის და ვერავინ გამორიცხავს ხისტ პასუხს ოკეანის გაღმიდან
პუტინმა იმ ნიშნულს მიაღწია, სადაც მის მუქარას დასავლეთი სათვალავში აღარ აგდებს. ფაქტია, მისი ბოლო გამოსვლის შემდეგ არც დასავლეთია დიდად შეფიქრიანებული და არც უკრაინელები ჩანან შეშინებულები რაც უფრო სუსტდება რუსეთი, მით უფრო ხშირად მიმართავს პუტინი ბირთვულ რიტორიკას. ალბათ გახსოვთ, 2018 წელს ფედერალური საბჭოს წინ სიტყვით გამოვიდა, რომელსაც თან ახლდა ვიდეო - თუ როგორ მიფრინავს ბირთვული ქობინით აღჭურვილი ფრთოსანი რაკეტა ნახევარი მსოფლიოს გადაღმა და ვარდება ფლორიდაში, მარ ა ლაგოსთან (პრეზიდენტ ტრამპის “ზამთრის თეთრი სახლი“) ახლოს, ამის შესახებ საქართველოსა და ყაზახეთში ამერიკის ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი აცხადებს. ეს ღია სიგნალი იყო, პროპაგანდის სიგნალი, რადგან ნებისმიერი საღად მოაზროვნე სამხედრო გეტყვით, რომ მსგავსი „ბირთვული შობის“ ხილვა მსოფლიო კატასტროფას უდრის. რაც შეეხება იმას, რამდენად შეიძლება, რუსეთი რეალურად წავიდეს ამაზე - მთავარი პრობლემა ისაა, რომ თუ ბირთვულ დარტყმაზე მიდიხარ, აქედან სამხედრო სარგებლის მიღება უნდა შეგეძლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი ჯარების გაგზავნა მოგიწევს იმ ტერიტორიის დასაკავებლად, რომელსაც ცოტა ხნის წინ ბირთვული ჭურვი ესროლე. ძალიან მეეჭვება, რუს ჯარისკაცებს ამისთვის საჭირო წვრთნები გავლილი ჰქონდეთ და ვფიქრობ, ბევრი მათგანი შიშისაგან სულს გააცხებს, თუ ასეთი ბრძანება მიუვათ. მეორე მიზანი, რის გამოც რუსეთი შეიძლება ბირთვულ დარტყმაზე წავიდეს, არის ე.წ. შოკის ეფექტი და სხვების დაშინება - უკრაინელების, ევროპელების, ამერიკელების, რათა მათ წინააღმდეგობის გაწევის ხალისი დაეკარგოთ და რუსეთს „დანებდნენ“. მაგრამ თუ რამე გვაჩვენა ამ ომმა, გვაჩვენა ის, რომ რუსეთის მუქარა აღარ ჭრის - პირიქით, თითოეულ ახალ მუქარას უკრაინა მეტი და მეტი შემართებით პასუხობს. ამას გარდა, ბირთვული არსენალის სიუხვეს ამერიკაც არ უჩივის და ვერავინ გამორიცხავს ხისტ პასუხს ოკეანის გაღმიდან, თუ რუსეთი გაბედავს და ბირთვულ დარტყმას NATO-ს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან ახლოს განახორციელებს“, - აღნიშნავს კორტნი „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში. შეუძლია კი რუსეთს, დარწმუნებული იყოს, რომ თუ ტაქტიკურ ბირთვულ დარტყმას განახორციელებს, აფეთქების შედეგად წამოქმნილი რადიოაქტიური მტვერი მისსავე ტერიტორიას და მოსახლეობას ასცდება? - ამ შეკითხვას უილიამ კორტნი პასუხობს: „ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, რა ტიპის ბირთვული დარტყმა იქნება ეს, რა სიმაღლეზე და სად აფეთქდება ჭურვი, როგორ იქნება ატმოსფერული ცირკულაცია და სხვა მრავალი ფაქტორი. მაგალითად, თუ რუსები გამოიყენებდნენ ბირთვულ იარაღს ხარკოვის ოლქში, მეტი ტერიტორიის დასაკავებლად, მაშინ ისინი დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ აფეთქება არ იქნება ისეთ სიმაღლეზე. რომ რადიოაქტიური მტვერი დასავლეთ ტერიტორიებამდეც მიაღწევს და ეს, რა თქმა უნდა, ქარზეც იქნება დამოკიდებული. შედეგების პროგნოზირება ასეთ დროს ხშირად შეუძლებელია“.
უილიამ კორტნი: პუტინი სტალინის გზას დაადგა
„ამ ომში როგორც მონაწილეობის, ასევე მსხვერპლის არაპროპორციულად მაღალი წილი სწორედ არარუსებზე მოდის. და ეს სარკესავით იმეორებს საბჭოთა კავშირის დროინდელ პრაქტიკას, როდესაც სტალინმა ომის ნარატივი რუსულ ნაციონალიზმზე დააშენა, და ეს იმის ფონზე, რომ რუსულ ჯარში არარუსული წარმოშობის მქონე ხალხის კოლოსალური რაოდენობა მსახურობდა“, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი ყაზახეთსა და საქართველოში ულიამ კორტნი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში აცხადებს. „მეც ვიტყოდი, რომ პრეზიდენტი პუტინი ცალსახად სტალინის გზას ადგას. და ერთობ ირონიულია ის ფაქტი, რომ ნაციონალიზმზე გაკეთებული აქცენტების ფონზე, უკრაინაში ომში გაწვეულთა, და შემდგომ, დაღუპულთა უმრავლესობა არარუსი იქნება. უკვე ვიხილეთ ახალწვეულებით სავსე ავტობუსების ფოტოები ბურიატიიდან. ამ ომში როგორც მონაწილეობის, ასევე მსხვერპლის არაპროპორციულად მაღალი წილი სწორედ არარუსებზე მოდის. და ეს სარკესავით იმეორებს საბჭოთა კავშირის დროინდელ პრაქტიკას, როდესაც სტალინმა ომის ნარატივი რუსულ ნაციონალიზმზე დააშენა, და ეს იმის ფონზე, რომ რუსულ ჯარში არარუსული წარმოშობის მქონე ხალხის კოლოსალური რაოდენობა მსახურობდა. ცხადად იმატებს იმ სცენარის ალბათობა, რომელშიც პუტინის რეჟიმი თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობს. ამასვე მოწმობს კრემლის ბოლოდროინდელი, ერთიმეორეზე უფრო ახირებული განცხადებებიც. იზრდება განცდა, რომ პუტინი და მისი ამფსონები სულ უფრო და უფრო მოწყვეტილნი არიან რეალობას, ისინი სულ უფრო და უფრო იზოლირებული არიან რუსი ხალხისგან და რუსეთში ეს ყოველთვის ზრდის მთავრობის ცვლილების საფრთხეს“, - აღნიშნავს კორტნი.
უკრაინული მედია: რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები გამოაცხადეს
მოსკოვის მიერ კონტროლირებადი დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების მარიონეტები ამტკიცებენ, რომ თითქმის ყველა მცხოვრებმა ხმა მისცა რუსეთთან შეერთებას. უილიამ კორტნი: კრემლის პროპაგანდისტების აზრით, „რეფერენდუმების“ შემდეგ უკრაინელები ამ ტერიტორიებს ვერ შეეხებიან. დასავლეთი ასე არ ფიქრობს მოსკოვი ცდილობს, გამოიყენოს ყალბი რეფერენდუმი, რომელიც უკრაინის ცნობით, იარაღის მუქარით, 23-27 სექტემბერს ჩატარდა - უკრაინის მიწების უკანონოდ ანექსიის მიზნით, როგორც ეს ყირიმში, 2014 წელს გააკეთა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა. 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირობა დადო, რომ უკრაინელები შეძლებენ, გამოიყენონ შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული იარაღი თავისი ტერიტორიის დასაბრუნებლად, მათ შორის იმ რეგიონებში, რომლებიც რუსეთმა შესაძლოა, მალე ანექსირებულად გამოაცხადონ. „უკრაინას აქვს აბსოლუტური უფლება, დაიცვას თავი მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, დაიბრუნოს ტერიტორიები, რომლებიც უკანონოდ მიიტაცა რუსეთმა“, - განაცხადა ბლინკენმა. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, გაათავისუფლოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა 27 სექტემბერს, ონლაინ ბრიფინგზე, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. უფრო ადრე, Europetime-თან ინტერვიუში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა აღნიშნავდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო მკაფიოდ გამოხატავს იმას, რომ მისი მიზანია, უკრაინამ მოიგოს ომი და რუსეთი დამარცხდეს. „უკრაინის კონტრშეტევა სერიოზული აქტივია კიევის სასარგებლოდ, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება ნიშნავს, რომ რუსეთი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
იენს სტოლტენბერგი რუსეთს „სახიფათო ბირთვული რიტორიკის“ გამო აფრთხილებს
ბირთვული ომი ვერ იქნება მომგებიანი და რუსეთს ეს ძალიან ნათლად უნდა ესმოდეს, მაშინ როცა, მისი ლიდერები სულ უფრო მეტად მიმართავენ სახიფათო „ბირთვულ“ რიტორიკას. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომელიც სიტყვით გამოვიდა ევროპარლამენტში სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის შეხვედრაზე. „ატომური იარაღის ნებისმიერი გამოყენება აბსოლუტურად მიუღებელია, ის მთლიანად შეცვლის კონფლიქტის ხასიათს და რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვული ომი ვერ იქნება მომგებიანი და ის არ უნდა იყოს გამოყენებული“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ ეს არ არის იმის ვარაუდი, რომ რუსეთი ამჟამად გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. „ეს არის ის, რასაც NATO სერიოზულად უნდა მოეკიდოს. „და ამიტომ, ჩვენ ვუგზავნით მკაფიო გზავნილს, რომ ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.
Reuters: აშშ უკრაინისთვის ახალ, $1.1 მილიარდის დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელიც HIMARS-ის სარაკეტო სისტემებსაც მოიცავს
აშშ უკრაინისთვის ახალ, $1.1 მილიარდის დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელიც HIMARS-ის სარაკეტო სისტემებსაც მოიცავს - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. მეთიუ ბრაიზა: უკრაინამ დაამტკიცა, რომ გამარჯვება შეუძლია და კიდევ უფრო დიდი რაოდენობით HIMARS-ის სარაკეტო სისტემას იმსახურებს მათივე ცნობით, დახმარება მოიცავს HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს, თანმხლებ საბრძოლო მასალას, დრონების საწინააღმდეგო და სარადარო სისტემებს, სათადარიგო ნაწილებს, ტრენინგსა და ტექნიკურ მხარდაჭერას. "კიდევ უფრო დიდი რაოდენობით Himars-ს, (ზალპური ცეცხლის რეაქტიული საარტილერიო სისტემა, რედ.) სარაკეტო სისტემას, რომელსაც რუსული ძალების წინააღმდეგ დამანგრეველი ეფექტი აქვს. ნახეთ, ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო მკაფიოდ გამოხატავს იმას, რომ მისი მიზანია, უკრაინამ მოიგოს ომი და რუსეთი დამარცხდეს. უკრაინის კონტრშეტევა სერიოზული აქტივია კიევის სასარგებლოდ, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება ნიშნავს, რომ რუსეთი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს. ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. უკრაინული მედია: რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები გამოაცხადეს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: წინ მივდივართ და ვათავისუფლებთ ჩვენს მიწას
პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინელი დამცველები წინ მიიწევენ და ათავისუფლებენ უკრაინის მიწას. უკრაინელმა სამხედროებმა, ხარკოვის ოლქში 454 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს „ფრონტთან დაკავშირებით, მოკლედ და ჯერჯერობით დეტალების გარეშე ვიტყვი, თუმცა კარგი დეტალები იქნება: წინ მივდივართ და ვათავისუფლებთ ჩვენს მიწას “. მანამდე, ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა დაადასტურა, რომ მდინარე ოსკოლის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ურბანული ტიპის დასახლება კუპიანსკ-უზლოვი დეოკუპირებულია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პიტერ სტანო: ევროკავშირი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმის ორგანიზატორთა წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმის ორგანიზატორთა და დამკვირვებელთა წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს. უკრაინული მედია: რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები გამოაცხადეს „ამ რეფერენდუმების ნებისმიერი მხარდაჭერა უკანონოდ ითვლება... მაგრამ წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, მოხვდებიან თუ არა კონკრეტული პირები სანქციების რეჟიმის ქვეშ. თითოეულ შემთხვევაზე გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღება. შედეგები ყველა იმ ადამიანისთვის მოჰყვება, ვინც უკანონო, არალეგიტიმურ რეფერენდუმში მონაწილეობდა“, - განაცხადა სტანომ. 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პირობა დადო, რომ უკრაინელები შეძლებენ, გამოიყენონ შეერთებული შტატების მიერ მოწოდებული იარაღი თავისი ტერიტორიის დასაბრუნებლად, მათ შორის იმ რეგიონებში, რომლებიც რუსეთმა შესაძლოა, მალე ანექსირებულად გამოაცხადონ. „უკრაინას აქვს აბსოლუტური უფლება, დაიცვას თავი მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, დაიბრუნოს ტერიტორიები, რომლებიც უკანონოდ მიიტაცა რუსეთმა“, - განაცხადა ბლინკენმა. ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, გაათავისუფლოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა 27 სექტემბერს, ონლაინ ბრიფინგზე, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. უფრო ადრე, Europetime-თან ინტერვიუში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე, მეთიუ ბრაიზა აღნიშნავდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უფრო მკაფიოდ გამოხატავს იმას, რომ მისი მიზანია, უკრაინამ მოიგოს ომი და რუსეთი დამარცხდეს. „უკრაინის კონტრშეტევა სერიოზული აქტივია კიევის სასარგებლოდ, ხოლო რუსეთის პრეზიდენტის მიერ ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება ნიშნავს, რომ რუსეთი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს.
მედია: რუსეთი განსაკუთრებით დიდი ოდენობის კალიუმის იოდიდს ყიდულობს, პრეპარატი ხელს უშლის რადიოაქტიური იოდის შეწოვას
რუსეთი განსაკუთრებით დიდი ოდენობის კალიუმის იოდიდს ყიდულობს, აბების შესასყიდად 5 მლნ რუბლია გამოყოფილი. ინფორმაციას რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, პრეპარატი ხელს უშლის რადიოაქტიური იოდის შეწოვას ორგანიზმში და ადამიანს რადიაციული დაზიანებებისგან იცავს. მედვედევი: რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ლატვიამ, რუსეთის საზღვართან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ლატვიის მთავრობამ მოსკოვის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის გამო, რუსეთთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სპეციალური რეჟიმი 28 სექტემბრიდან ამოქმედდა და სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება, ნათქვამია მთავრობის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. ანგარიშში ნათქვამია, რომ საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის ალუქსნეს, ბალვისა და ლუძას რაიონებში იმოქმედებს. რეჟიმი ასევე ვრცელდება პორტებზე, აეროპორტებზე, სასაზღვრო პუნქტებსა და რკინიგზაზე. ლატვიის ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შემცირების მიზნით, პედეძის სასაზღვრო პუნქტს ხურავს. ქვეყნის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა საზღვრის გადაკვეთაზე რუსეთის მოქალაქეების ზედამხედველობის გაძლიერების შესახებ, ბრძანება მიიღო. მანამდე ლატვიამ გადაწყვიტა ჰუმანიტარული ვიზები რუსეთის იმ მოქალაქეებზე არ გასცენ, რომლებსაც სურთ ჯარში გაწვევის თავიდან აცილება ან საზღვრის გადაკვეთა, თუ უკვე აქვთ შენგენის ვიზა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება „უსაფრთხოების მოსაზრებებით“ ახსნა. იმავდროულად, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ბულგარეთის შემდეგ, მის მოქალაქეებს რეკომენდაცია მისცა, დატოვონ რუსეთი და თავი შეიკავონ ქვეყანაში მოგზაურობისგან.
კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან
COVID19-ით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. დღემდე მოქმედი რეგულაციით, არავაქცინირებული ან არასრულად ვაქცინირებული მოქალაქეები, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში, 8-დღიან იზოლაციაში უნდა გადასულიყვნენ, რომლის დასრულების შემდეგ, მომდევნო 9-12 დღის განმავლობაში ნიღაბი უნდა ეტარებინათ. საქართველოში კოვიდსტატისტიკა თვეში ერთხელ განახლდება „COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები არ ექვემდებარებიან იზოლაციას, ამასთან, ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში (მათ შორის, დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საცხოვრისში, თავის არიდება ისეთი ადგილებისგან, სადაც ნიღბის გამოყენება შეუძლებელია, მაგ: საზკვების დაწესებულებებში და ა.შ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2019 წლსის 31 დეკემბერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჩინეთის ხელისუფლებამ შეატყობინა, რომ 11-მილიონიან ქალაქ უხანში პნევმონიის მსგავსი ახალი დაავადება გავრცელდა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა დაადგინა, რომ გავრცელების ცენტრი ზღვის პროდუქტების ბაზარი იყო. 2020 წლის 1 იანვარს ის დახურეს. 9 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ უხანის ეპიდემიის მიზეზი იყო COVID19-ის აქამდე უცნობი ტიპი. ეს გახლავთ ვირუსების ფართო ოჯახი, რომელშიც შედის როგორც ზოგადი გაციება, ისე მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი უფრო სერიოზული დაავადება.
კვლევა: საქართველოს შრომის ბაზარზე, ზრდის პოტენციალის მქონე სექტორები და მოთხოვნადი პროფესიები გამოვლინდა
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული შრომის ბაზრის კვლევებით ზრდის პოტენციალის მქონე სექტორები და მოთხოვნადი პროფესიები გამოვლინდა. ინფორმაციას კვლევების შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახური ავრცელებს. ევროკავშირის პროგრამის “განათლება დასაქმებისთვის“ ფარგლებში დაფინანსებულმა შვიდმა პროექტმა, ადგილობრივი შრომის ბაზარი შეაფასა და სამუშაოს მაძიებელთათვის დასაქმების ბარიერები გამოავლინა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული შრომის ბაზრის კვლევების მთავარი შედეგების პრეზენტაცია, ევროკავშირის პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის“ საგრანტო პროექტების ორგანიზებით გაიმართა. კვლევების შედეგად, შეფასდა, საქართველოს ადგილობრივი შრომის ბაზრის საჭიროებები და გამოვლინდა სამუშაოს მაძიებელთათვის არსებული ბარიერები. სამიზნე რეგიონებში ჩატარებული კვლევის შედეგები მოწმობს, რომ რეალობა რეგიონების მიხედვით არსებითად არ განსხვავდება დასაქმების ბარიერების აღქმის თვალსაზრისით. კვლევების მიხედვით, ერთ-ერთ მთავარი ბარიერად როგორც დამსაქმებლებისთვის, ასევე სამუშაოს მაძიებელთათვის, სამუშაოს მაძიებელთა დაბალი კვალიფიკაცია გამოიკვეთა, რასაც ხშირად არასაკმარისი სამუშაო გამოცდილება, საკუთარი ცოდნისა და უნარების არასათანადო შეფასება და ანაზღაურებასთან დაკავშირებით გადაჭარბებული მოლოდინები ახლავს თან. კვლევების თანახმად, შრომის ბაზრის ერთ-ერთი გამოწვევა, რეგიონებიდან შრომითი რესურსის მიგრაციაა, ასევე აღსანიშნავია, პოტენციურ დამსაქმებელსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის ნაკლებობა. „ევროკავშირი 2008 წლიდან მხარს უჭერს საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას. მოხარული ვართ, რომ დღეს საინტერესო კვლევების და მიგნებების განხილვის საშუალება გვეძლევა ფართო დაინტერესებულ მხარეებთან. ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი დისკუსია, დაეხმარება საქართველოს მთავრობას, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო სექტორს, ასევე დონორ საზოგადოებას, დაადგინონ თუ რა ტიპის ჩართულობაა საჭირო ამ გამოწვევების ერთობლივად გადასაჭრელად,“ - განაცხადა ნინო ყოჩიშვილმა, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობაში განათლების პროგრამების კოორდინატორია. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კვლევების ფარგლებში, გამოვლინდა ზრდის პოტენციალის მქონე სექტორები და მოთხოვნადი პროფესიები. კვლევებმა ცხადყო, რომ ადგილობრივი შრომის ბაზარზე, დეფიციტურია ტექნიკური და დარგობრივი კვალიფიკაციები, ხოლო განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მოკლე-ვადიანი პროგრამები, რომლებიც თვითდასაქმებას უწყობს ხელს. სამუშაოს მაძიებლები უმეტესად იმ დარგებით ინტერესდებიან, რომლებიც ბიზნეს სუბიექტების სიმრავლითა და შესაბამისად, დასაქმების მაღალი შესაძლებლობებით ხასიათდება. „პროფესიული განათლების პოლიტიკის დაგეგმვის დროს მნიშვნელოვანია ემპირიული მონაცემები, რომელიც დაფუძნებული იქნება გარკვეული შრომის ბაზრის საჭიროებებზე. წარმოდგენილი კვლევები დაეხმარება განათლების და მეცნიერების სამინისტროს, ასევე პროფესიული უნარების სააგენტოს, პროფესიული განათლების სისტემის პოლიტიკის შემუშავებისას. დარწმუნებული ვართ, საგანმანათლებლო დაწესებულებები ასევე, გაითვალისწინებენ კვლევის მიგნებებს და რეკომენდაციებს, პროფესიული პროგრამების დანერგვის დროს“, - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნირების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნათია გვირჯიშვილმა. კვლევის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ, მონაწილეებმა განიხილეს სამომავლო გეგმები და შეთანხმდნენ კვლევების რეგულარულად გაგრძელების აუცილებლობაზე. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უნარების სააგენტოს, ახალგაზრდობის სააგენტოს, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს და სხვა უწყებებისა და საგრანტო პროექტის წარმომადგენლები. პროექტის შესახებ: შვიდი მილიონი ევროს ღირებულების ცხრა საგრანტო პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის „განათლება დასაქმებისთვის“ პროგრამის ფარგლებში. „განათლება დასაქმებისთვის“ პროგრამის მეორე ფაზა 2018 წელს დაიწყო, რომლის მიზანია ქალების, მამაკაცების, ახალგაზრდების და სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების გაუმჯობესება თბილისში და საქართველოს რეგიონებში. პროგრამა ხორციელდება დახმარების ღონისძიებების პაკეტის საშუალებით, რომელშიც შედის საქართველოს მთავრობის საბიუჯეტო დახმარება, ორი ინსტიტუციური დაძმობილების პროექტი, საგრანტო სქემის კომპონენტი და ტექნიკური დახმარების პროექტი.
ზურაბ აზარაშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ზურაბ აზარაშვილმა და ალი ქაან ორბანმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს თურქეთის ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოში მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ზრდასა და გაიაფების ტენდენციაზე. მხარეებმა სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზეც იმსჯელეს. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა თურქეთის ელჩის მრჩეველი გიზემ თურქგენჯი-სევიმი.
ISW: უკრაინის ჯარები აძლიერებენ პოზიციებს ლიმანთან, რუსული არმიის შეტევა ბახმუტზე წარუმატებლად დასრულდა
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) იტყობინება, რომ უკრაინული ძალები აძლიერებენ პოზიციებს დონეცკის რეგიონში ლიმანთან ახლოს, აგრძელებენ ქალაქთან მიახლოებას და უფრო და უფრო მეტ ახალ დასახლებებს ათავისუფლებენ. ISW-ის ექსპერტები უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ 26 და 27 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი აიღეს ლიმანის ჩრდილო-დასავლეთით და ჩრდილოეთით რამდენიმე სოფელზე. გარდა ამისა, ამერიკული ინსტიტუტი რუსულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინული არტილერია ცეცხლის ქვეშ აკონტროლებს ქალაქში რუსული ჯარების მომარაგების ბოლო გზას, რომელიც გადის სვატოვოს, მაკიივკასა და ტერნის გავლით. ლიმანის სამხრეთ-აღმოსავლეთით ქალაქ ტორსკოესა და იამპოლში უკვე ნახეს უკრაინული სადაზვერვო და დივერსიული ჯგუფები. რაც შეეხება ბახმუტის რეგიონში (ერთადერთი უკრაინის ქალაქი, სადაც რუსული ჯარები ახორციელებენ აქტიურ შეტევაზე) ვითარებას, ISW-ის რეზიუმეში ნათქვამია, რომ 27 სექტემბერს ეს თავდასხმები წარუმატებლად დასრულდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.