ძებნის რეზულტატი:

მედია: გერმანია გამოდის ინიციატივით, ევროკავშირის მოქალაქეებს რუსეთის სახელმწიფო კორპორაციებში მაღალი თანამდებობების დაკავება აეკრძალოთ

ბერლინმა თავისი წინადადება წარმოადგინა და ევროკავშირის მთავრობებს მოუწოდა, ის სანქციების მერვე პაკეტში შეიტანოს. ამის შესახებ გერმანული მედია წერს. მისი წყაროების ცნობით, გერმანია გამოდის ინიციატივით, ევროკავშირის მოქალაქეებს რუსეთის სახელმწიფო კორპორაციებში მაღალი თანამდებობების დაკავება აეკრძალოთ. პუტინის მეგობარი გერჰარდ შრიოდერი რუსეთთან კავშირების არშეწყვეტის გამო პრივილეგიებს კარგავს „ამ ზომის მიღება შეამსუბუქებს რუსეთის „პოლიტიკურ გავლენას“ ევროკავშირის ქვეყნებში და ხელს შეუშლის ევროკავშირის პოლიტიკოსების, მათ შორის ყოფილი კანცლერის, გერჰარდ შრიოდერის ჩართულობას რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ბიზნესში“, - წერს მედია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ვახტანგ გომელაური: საქართველოში რუსეთის 250 ათასი მოქალაქის შემოსვლაზე ინფორმაცია ტყუილია

განიხილება თუ არა ლარსის ჩაკეტვა, ამ საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვას შს მინისტრმა უპასუხა. ვახტანგ გომელაურის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა, 250 ათასი ადამიანი ნამდვილად არ შემოსულა და ეს სიცრუეა. ეს ადამიანები, რუსეთის მოქალაქეები, ეთნკურად რუსები მოდიოდნენ, წლებია, დადიან საქართველოში, დღეს უნდა გახდეს ეს პრობლემატური?! ამას უარესი მასშტაბები ჰქონდა, ბატონი სააკაშვილი ხვდებოდა და თითო ბოთლ ღვინოს ურიგებდა მანქანებში რუსებს: „შემობრძანდით, ხალხო, თქვენ რა შუაში ხართ, ეს პუტინია“. „რუსეთის მოქალაქეები ყოველთვის შემოდიოდნენ და დღეს დავკეტოთ?( საზღვარი. რედ). „რაც შეეხება ინფორმაციას, რომ 250 ათასი ადამიანი შემოვიდა, ეს არასწორია, ტყუილია, ამდენი არ შემოსულა, საიდან მოაქვთ ეს ციფრები არ ვიცი. დაახლოებით 4-5 დღის წინ იყო 5 ათასიდან 6 ათასამდე, ახლა გაიზარდა სადღაც 40-45%-ით. გუშინ ღამით, 10 ათასამდე იყო, იმის წინ 11 ათასამდე, 200 ათასამდე არ შემოდის. როგორც ჩანს, ოპოზიცია ორად არის გაყოფილი, თუმცა მსოფლიოში უკვე სხვა მიდგომებზე გადადიან, ზოგი ამბობს, ჩავკეტოთ, ზოგი - შემოვუშვათ, რათა ეს ხალხი ომში არ წავიდეს, უკრაინელებს არ ესროლონ და არ მოკლან. იქნებ, ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, უნდა შემოვუშვათ თუ არ უნდა შემოვუშვათ ეს ადამიანები. კრიმინალი შეიძლება, ისედაც გაიზარდოს ან დაიწიოს. რაც მეტი ადამიანი შემოვა, რა თქმა უნდა, ალბათობა არის იმის, რომ გაიზარდოს. შეიძლება, არც გაიზარდოს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. კითხვაზე, რამდენი ადამიანი შეუძლია, რომ მიიღოს საქართველომ უცხოეთიდან, ვახტანგ გომელაურმა უპასუხა: ახლა უკვე რთულია, პიკზეა ხედავთ, რიგებია ჩვენს მხარეზეც, გამტარიანობა 20 გეითიანი არ არის, ახლაც გვიჭირს გატარება, თუმცა გაძლიერებულია დანაყოფები, რომ მაქსიმალურად გავფილტროთ და ვინმე არ შემოგვეპაროს. უსაფრთხოების სამსახურიც გვეხმარება. „არ მგონია, ამაზე მეტი გაიზარდოს, ფიზიკურად ვერ გავატარებთ“. მისივე თქმით, ლოგიკურია, რომ უკან გაბრუნებულთა რიცხვი გაიზარდა. „თუ ას კაცში, ათ კაცს უკან ვაბრუნდებით, ათას კაცში პირობითად, 100 კაცი გაბრუნდება უკან“.

ვახტანგ გომელაური: ნიკა მელიასა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი მუმლაძის დაპირისპირებაზე საქმე აღიძრა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი მუმლაძის დაპირისპირების საკითხზე საქმე აღიძრა. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობა“: ნიკა მელიასა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრს შორის დაპირისპირება მოხდა "საქმე აღვძარით, პრაქტიკაში როგორც გვაქვს. ვმუშაობთ და თუ რაიმე გამოიკვეთება, აუცილებლად გაცნობებთ ყველაფერს. საქმე, გუშინ საღამოს აღიძრა", - განაცხადა გომელაურმა. ცნობისთვის, გუშინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიასა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრს, გიორგი მუმლაძეს შორის დაპირისპირება მოხდა. გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა, რაც პარტიის წევრებმა აღკვეთეს.  

რუსული მედიის ცნობით, რუსეთი „ზემო ლარსთან“ სამობილიზაციო პუნქტს მოაწყობს

რუსული მედია, საქართველოს საზღვართან, „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტთან სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტის განთავსების შეახებ იუწყება. რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სახელმწიფო საგზაო ინსპექციის უფროსისა და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელების მონაწილეობით შეხვედრა შედგა. „უახლოეს მომავალში საკონტროლო გამშვებ პუნქტზე სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტი, სამხედრო კომისარიატი, განთავსდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში. ვახტანგ გომელაური: ვახტანგ გომელაური: საქართველოში რუსეთის 250 ათასი მოქალაქის შემოსვლაზე ინფორმაცია ტყუილია 21 სექტემბერს რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის საზღვარზე, სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე რიგებია.  

გრიგოლ ლილუაშვილი: უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზეა მოსასმენი

"უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზეა მოსასმენი. ეს ემსახურება სახელმწიფოს ინტერესებს", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. "უსმენენ იმას, ვინც კანონიერ საფუძველზეა მოსასმენი. ეს ემსახურება სახელმწიფოს ინტერესებს. ვინმემ გამოიყენა თქვენს წინააღმდეგ? დაგაშანტაჟათ თუ რა? რომელი კრებსები იყო? აუდიო? ვიდეო? სპექტაკლი რომ დადგით, აგენტი 001 და აგენტი 007? ამ სისულელეებს? გამოძიებამ თქვენ მოგწერათ, გადმოგვეცით ის მასალები, რაც გაქვთო და გადაეცით მასალა, თუკი გინდათ გარკვევა. ოღონდ მერე არ აღმოჩნდეს, რომ ამის შემოქმედი არა სუსი, არამედ თქვენი ტელეკომპანიაა", - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა. ცნობისთვის, მოსმენების საქმეზე სარჩელები საქართველოდან გაგზავნილია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.  

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს. „რუსეთის ლიდერები იმედოვნებენ, რომ ეს გადაწყვეტილება განიხილება „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გამართლებად და კონფლიქტის მიმართ პატრიოტულ მხარდაჭერას გააძლიერებს“, იტყობინება გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო 27 სექტემბერს. 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისინი ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ.უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.  შეერთებული შტატები, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობაში სხვა სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა, არასოდეს, არასოდეს აღიარებს რუსეთის ტრიუკებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა ონლაინ ბრიფინგზე, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. აშშ მოწოდებულია, უკრაინამ დაიბრუნოს კონტროლი მთელ თავის ტერიტორიაზე, დონბასისა და ყირიმის ჩათვლით შეერთებული შტატები, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობაში სხვა სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა, არასოდეს, არასოდეს აღიარებს რუსეთის ტრიუკებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა ონლაინ ბრიფინგზე, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „მე მართლაც გამოვდიოდი გაფრთხილებით ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოში, ასევე, მედიასთან სხვადასხვა შეხვედრაზე, მათ შორის მაისის დასაწყისში, რომ რუსეთი აპირებდა ყალბი რეფერენდუმების ჩატარებას იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც მისი ძალები აკონტროლებდნენ უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში. ახლა კი, ჩვენ ვხედავთ იმ მკაფიო პროგნოზებს, რომლებიც ეფუძნება შეერთებული შტატების ხელთ არსებულ ფაქტებსა და ინფორმაციას, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს გეგმები კონკრეტული გზით ვითარდება. გულწრფელად რომ გითხრათ, როგორც ადრე ვთქვი, მე ამას რეფერენდუმებს ვერ ვუწოდებ, რადგან ეს არ არის რეფერენდუმი. ეს არის პროპაგანდისტული ტრიუკები და მეტი არაფერი. კენჭისყრის კანონიერების საფუძვლიანად განხილვაც კი უბრალოდ სასაცილოა. ცხადია, ეს სიყალბეა. შედეგი წინასწარ ცნობილია, ეს ნამდვილად არ არის ხმის მიცემა, ეს პროცესი იარაღის ლულის ფონზე მიმდინარეობს. ეს ხდება ტერიტორიებზე, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გააძევეს სახლებიდან, საშინელი ე.წ. ფილტრაციის ბანაკების გავლით, სადაც მათ არასათანადოდ ეპყრობოდნენ. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს, ზოგიც აწამეს და შემდეგ, მათი ნების საწინააღმდეგოდ, რუსეთში გადაასახლეს. ასე რომ, ამ პროპაგანდისტულ ტრიუკებს, რომლებსაც რუსეთი ახორციელებს უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში, აბსოლუტურად, არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. შეერთებული შტატები, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობაში სხვა სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა, არასოდეს, არასოდეს აღიარებს ამ ტრიუკების ლეგიტიმურობას. ეს ვერანაირად ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ უკრაინა არის უკრაინა და რომ ჩვენ ვაღიარებთ მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. მინდა ისიც გითხრათ, რომ ეს არის რუსეთის მიერ გატარებული „სასოწარკვეთილი ზომა“, რათა შეეცადოს ადგილზე შეცვალოს ფაქტები, მაგრამ სინამდვილეში, ეს არაფრის ცვლის.   ჩვენ, შეერთებული შტატები, მოწოდებული ვართ, დავეხმაროთ უკრაინას, გააგრძელოს საკუთარი თავის დაცვა და გაათავისუფლოს მისი ტერიტორიები რუსეთის კონტროლისა და რუსეთის დროებითი ოკუპაციისგან. თუ არ ვცდები, ბოლო რამდენიმე კვირაში, უკრაინელებმა გაათავისუფლეს 8500-მდე კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორია, რაც მიუახლოვდა 9000 კვადრატულ კილომეტრს. ეს არის ტერიტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ამ ძალისხმევის შედეგად, უკრაინამ დაიბრუნოს კონტროლი მთელ თავის ტერიტორიაზე. მაიკლ კარპენტერი: აშშ განაგრძობს უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, გაათავისუფლოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები ამ ომის წარმოება რუსეთის მხრიდან, წმინდა იმპერიული დაპყრობის სურვილს ეფუძნება. ამ აგრესიაში აბსოლუტურად არანაირი რაციონალურობა არ არის, ამას გამართლება არ აქვს და ჩვენი მიზანია, რომ დავინახოთ, უკრაინამ დაიბრუნოს სრული, ვიმეორებ, სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც რა თქმა უნდა, მოიცავს მთლიანად დონბასსა და ყირიმს“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ჯუანშერ ბურჭულაძე: „ზემო ლარსის" პუნქტთან ჯავშანტრანსპორტიორის გამოჩენა, ეს რუსეთის შიდა საკითხია

„ზემო ლარსის" პუნქტთან ჯავშანტრანსპორტიორის გამოჩენა, ეს რუსეთის შიდა საკითხია, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეების ჭარბი რაოდენობით შემოსვლაზე დასმულ კითხვას, არის თუ არა ეს ქვეყნისთვის საფრთხე, ბურჭულაძემ უპასუხა, რომ თეორიული რისკი ყოველთვის არსებობს. „ჩვენ აქამდეც გვქონდა მკაცრი კონტროლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, სად მიდიოდნენ ტურისტები, რა სახსრებით და ა.შ. დღეს ეს კონტროლი არის კიდევ უფრო მეტი რესურსით გამკაცრებული და ჩვენ ვერ ვხედავთ საფრთხეებს ამ ეტაპზე. თუ თქვენ ინდივიდუალურად მეკითხებით, რუსეთის ყველა მოქალაქე არის თუ არა კეთილსინდისიერი, ამ სიტუაციამდეც იყო ეს რისკი. თეორიული რისკი ყოველთვის იყო. თუ რისკის ეჭვები ჩნდება, რა თქმა უნდა, კონტროლდება“, - განაცხადა ბურჭულაძემ. ასევე წაიკითხეთ: ვახტანგ გომელაური: საქართველოში რუსეთის 250 ათასი მოქალაქის შემოსვლაზე ინფორმაცია ტყუილია  

შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია - ამერიკის საელჩო

ელჩი კელი დეგნანი და ამერიკელი სამხედროები საქართველოში პატივს მიაგებენ აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას. ამის ამსახველ ფოტოსა და ტექსტს ამერიკის საელჩო ავრცელებს და აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი კვლავაც ურყევია. „სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა. ეს არის ტკივილი, რომელიც ათობით ათასი მსხვერპლის საყვარელ ადამიანთა გულებში დარჩა და ტკივლი, რომლითაც ასობით ათასი დევნილი ყოველდღე ცხოვრობს.   მათ თვალებში ყოველთვის ვხედავთ, რომ ასე ახლოს და ასე შორსაა მათი სახლი. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.   სოხუმის დაცემიდან 29 წლის შემდეგაც იგრძნობა ტკივილი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილ მასობრივ მკვლელობას მოჰყვა - ამერიკის საელჩო მთავრობის, პარლამენტის და სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაუშვეს  

თბილისში, გმირთა მოედანზე საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა

თბილისში, გმირთა მოედანზე საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას ბიუსტი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, ჟიული შარტავას ბიუსტი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გახსნეს და არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიცია გვირგვინით შეამკეს. გარდა ამისა, სოხუმის დაცემის დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა და კახა კალაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. „27 სექტემბერი ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია, რომლის უკან უამრავი ადამიანის სიცოცხლე, დევნილად ქცეული ოჯახები და ოკუპირებული ტერიტორია დგას. საქართველოს ისტორია გმირების ისტორიაა. სამშობლოსთვის თავგანწირვის, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მაგალითები ბევრი გვაქვს. ერთ-ერთი მათგანია ჟიული შარტავა. დღეს გვქონდა პატივი, გაგვეხსნა საქართველოს ეროვნული გმირის, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწის, ჟიული შარტავას ბიუსტი. 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავა დახვრიტეს. კაცი, რომელმაც იბრძოლა ბოლომდე, არ დატოვა სოხუმი. მოკლეს, მაგრამ ვერ გააქრეს მისი სახელი. მჯერა, მოვა დრო და მისი სახელი სოხუმშიც დაიმკვიდრებს საპატიო ადგილს. ქედს ვიხრი ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნის წინაშე“, – განაცხადა კახა კალაძემ. ჟიული შარტავას ბიუსტის ავტორი ავთანდილ მჭედლიშვილია. არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ესკიზის შესაქმნელად კონკურსი თბილისის მერიამ გამოაცხადა. მასში მონაწილეობა შეეძლო, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქე ცალკეულ ავტორს ან ავტორთა ჯგუფს. გამარჯვებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის საუკეთესო წინადადების შესარჩევად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ“ გამოავლინა.  

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამი კანდიდატი დაასახელეს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე სამი კანდიდატი: ნაზი ჯანეზაშვილი, გიორგი ბურჯანაძე და ანა აბაშიძე დაასახელეს. ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. „მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ადამიანს ჰქონოდა უფლებადაცვით საქმიანობაში 5 წლის გამოცდილება. ის არ უნდა ყოფილიყო პარტიული, არც ამჟამად და ბოლო 5 წლის განმავლობაში მას არ უნდა დაეკავებინა რაიმე პოლიტიკური თანამდებობა ან ყოფილიყო რომელიმე პარტიის წევრი. ჩავატარეთ სხვადასხვა პროცედურები, მათ შორის კენჭისყრა და შეირჩა 3 კანდიდატი. ესენი არიან საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი პირები და ადამიანის უფლებათა დაცვაში ცნობილი ადამიანები. ესენი არიან- ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე და ნაზი ჯანეზაშვილი“, - განაცხადა ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ. ნინო ლომაჯარია: ჩემი მოადგულე, გიორგი ბურჯანაძე განიხილავს, რომ ომბუდსმენის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.  მოქმედ ომბუდსმენს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურებ ლომჯარია 2016 წლის 4 ნოემბრიდან, 11 თვის განმავლობაში, გენერალური აუდიტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე იგი არასამთავრობო ორგანიზაციას – სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელობდა.   

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა მემორიალი გვირგვინით შეამკო და დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. 27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა. რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლამდე, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობა გამოცხადდა. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები. სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.  

ყასიმ ჟომართ თოყაევი: უსაფრთხოების გაძლიერება ყაზახეთის მთავარი პრიორიტეტია

ყაზახეთისთვის ქვეყნის უსაფრთხოება პრიორიტეტულია. ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, თურქესტანის რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. ყაზახეთი რუსეთთან ომის შიშით თავდაცვას აძლიერებს - WSJ „ჩვენს სიახლოვეს ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. ამის გათვალისწინებით, პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ ქვეყნის უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა თოყაევმა. მისი თქმით, სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობა ურყევი უნდა იყოს. თოყაევმა ყაზახეთის არმიის განვითარების კონცეფცია განიხილა „ეს არის მთავარი პრინციპი, საერთაშორისო ასპარეზზე ყოველთვის ღიად და მკაფიოდ ვლაპარაკობდი ამაზე. შემთხვევითი არ არის, რომ გაერო-ს უმაღლესი ტრიბუნიდან გამოსვლაში ამის შესახებ კიდევ ერთხელ განვაცხადე“, - აღნიშა თოყაევმა.  ყაზახეთი სამხედრო ტექნიკის განახლებას 2030 წლამდე გეგმავს  

თოყაევი რუსეთის მოქალაქეების მიგრაციაზე: სტუმრებს დახმარებას გავუწევთ, მაგრამ ისინი პრეფერენციებს არ მიიღებენ

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში არსებულ მიგრაციული ვითარება შეაფასა.  მისი თქმით, მიგრანტებს მიიღებენ, მაგრამ ისინი პრეფერენციებით ვერ ისარგებლებენ.  „საზღვარგარეთიდან ჩამოსულ სტუმრებს დახმარებას გავუწევთ, მაგრამ ისინი არ მიიღებენ პრეფერენციებს. ყველა სამუშაო უნდა განხორციელდეს კანონისა და ჩვენი ვალდებულებების შესაბამისად. ამ რთულ ვითარებაში პირველ რიგში უნდა გამოვავლინოთ ადამიანობა, მოთმინება და ორგანიზებულობა. ჩვენ არ გვაქვს კრიზისი, არანაირი პანიკა. მთავრობამ თავისი საქმე უნდა შეასრულოს“, - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.  მისი თქმით, ყაზახეთის ხელისუფლება აპირებს რუსულ მხარესთან შესაბამისი მოლაპარაკებების გამართვას და ამ პრობლემას თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოაგვარებს. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ რთულ პერიოდში ჩვენ გვჭირდება, პირველ რიგში, ერთიანობა და კეთილდღეობა. მხოლოდ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებით შევძლებთ სტაბილურად განვითარებას. ჩვენ სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ და გადავწყვიტოთ ყველა საკითხი“, - განაცხადა პრეზიდენტმა. რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების ნაწილი ყაზახეთში ჩავიდა.  21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.  

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მობილიზებული რუსები, რომლებიც ჩაბარდებიან, თავიანთი სიცოცხლის გადარჩენის შანსი აქვთ

მობილიზებული რუსები, რომლებიც ჩაბარდებიან, თავიანთი სიცოცხლის გადარჩენის შანსი აქვთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკიმ განაცხადა.  უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: მობილიზებული რუსები ცხელ ხაზზე რეკავენ და კითხულობენ, როგორ ჩაბარდნენ ტყვედ „რუს სამხედროებს, რომლებიც ნებაყოფლობით ჩაბარდებიან საკუთარი სიცოცხლის გადარჩენის შანსი აქვთ. მობილიზებული რუსები, რომლებიც ჩაბარდებიან, თავიანთი სიცოცხლის გადარჩენის შანსი აქვთ. რაც შეეხება დანარჩენს, მათ ეს შანსი არ აქვთ“, - წერს ერმაკი „ტვიტერზე“. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი: მეტი იარაღი, მეტი სანქციები, რუსეთის მეტი იზოლაცია რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე), 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსული მედიის ცნობით, ზემო ლარსთან შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს

ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიის რესპუბლიკის მეთაურმა სერგეი მენიაილომ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის საგუშაგოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის შემოღებას გეგმავს. რუსული მედიის ცნობით, რუსეთი „ზემო ლარსთან“ სამობილიზაციო პუნქტს მოაწყობს ekhokavkaza სერგეი მენიაილოს კომენტარს, კრემლის მიერ კონტროლირებად მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.  როგორც მენიაილომ Solovyov Live-ის ეთერში განაცხადა, ასევე გაიხსნება დროებითი განსახლების ცენტრები მოქალაქეებისთვის. „ახლა ვითარება ფასდება და, დიდი ალბათობით, გადავწყვეტ საგანგებო მდგომარეობის შემოღებას [გამშვებ პუნქტზე], იქ დროებითი განსახლების ცენტრი უნდა განვათავსო, რადგან იქ ქალები და ბავშვები არიან”, - თქვა მენიაილომ. ამასთან, რუსული მედია, საქართველოს საზღვართან, „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტთან სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტის განთავსების შეახებ იუწყება. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.  

საქართველოს პრეზიდენტი NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინას შეხვდა. NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა. ხაზგასმით აღინიშნა საქართველო - ნატოს ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც დინამიურად ვითარდება და ინსტიტუციური და დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობა. შეხევდრისას განიხილეს საქართველოს განსაკუთრებული როლი რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში.  შეხვედრისას განიხილეს ასევე, საქართველოს ევროპული პერსპექტივა, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება და ამ თვალსაზრისით, დეპოლარიზაციისა და დემოკრატიული რეფორმების გატარების მნიშვნელობა. აღინიშნა, რომ ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერაა მხარდაჭერილი, რისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთოს დეპოლარიზაციისა და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებისათვის.  

ყაზახეთის შს მინისტრმა განმარტა, რა შემთხვევაში გადასცემს რუსეთს, სამხედრო კომისარიატების მიერ ძებნილებს

სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო მოსამსახურეების მიერ რუსეთის მოქალაქეების ძებნა, ყაზახეთიდან მათი ექსტრადიციის სამართლებრივი საფუძველი ვერ გახდება. ამის შესახებ რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა მარატ ახმეტჟანოვმა განაცახდა. თოყაევი რუსეთის მოქალაქეების მიგრაციაზე: სტუმრებს დახმარებას გავუწევთ, მაგრამ ისინი პრეფერენციებს არ მიიღებენ ახმეტჟანოვმა თქვა, რომ ყაზახეთსა და რუსეთს შორის არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობები იურიდიული დახმარების გაწევის, მსჯავრდებულთა გაცვლისა და კრიმინალთა ექსტრადიციის შესახებ. ახმეტჟანოვმა განმარტა, რომ მოქალაქის ექსტრადაციისთვის აუცილებელია მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას და საერთაშორისო ძებნაში მოხვდეს, ასევე ყაზახეთში მომხდარი ანალოგიური ქმედება, სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ ჟომართ თოყაევმა განაცახადა, რომ ყაზახეთის ხელისუფლება რუსულ მხარესთან შესაბამისი მოლაპარაკებების გამართვას აპირებს და ამ პრობლემას თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოაგვარებს. რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის მოქალაქეების ნაწილი ყაზახეთში ჩავიდა.  21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.  

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

საფრანგეთის ევროპისა და ევროპის საქმეთა მინისტრი კატრინ კოლონა კიევში ჩავიდა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. „დილა მშვიდობისა უკრაინა, კარგია დაბრუნება", - წერს კოლონა. უფრო ადრე, მან განაცხადა, რომ საფრანგეთი ხაზს უსვამს უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებთან მიმართებით სამართლის აღსრულების აუცილებლობას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

პატრიარქი: დღეს არის მწუხარების დღე, დაცემა სოხუმისა, მაგრამ არ შეგეშინდეთ, მწუხარება ჩვენი სიხარულად გარდაიქცევა, დაცემა გარდაიქცევა ამაღლებად

დღეს არის მწუხარების დღე, დაცემა სოხუმისა, მაგრამ არ შეგეშინდეთ, მწუხარება ჩვენი სიხარულად გარდაიქცევა, დაცემა გარდაიქცევა ამაღლებად, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-ის ჯვართამაღლების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა. "ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება ძალიან ახლოს არის დაკავშირებული ერთმანეთთან, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი მწუხარება გარდაიქცევა სიხარულად. აი, ახლა მრავალი მწუხარე ადამიანია, მრავალი უცხო ადამიანია ჩამოსული საქართველოში, მაგრამ იმედის თვალით ვუყურებთ მომავალს. დღეს არის მწუხარების დღე დაცემა სოხუმისა, მაგრამ არ შეგეშინდეთ, მწუხარება ჩვენი სიხარულად გარდაიქცევა, დაცემა გარდაიქცევა ამაღლებად. ვინც ზეიმობს დაცემას, ის ზეიმობს თავის დაცემას. ჯვარი გეწეროთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ჯვარი უფლისა იყოს მფარველი თქვენი და მთელი მსოფლიოსი. ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. 27 სექტემბერს აფხაზეთის დაცემის დღეა. აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა. რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლამდე, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობა გამოცხადდა. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები. სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.  

ირაკლი კობახიძემ განმარტა, თუ რატომ არ ჩაკეტეს რუსეთ-საქართველოს საზღვარი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა განმარტება, თუ რატომ არ ჩაკეტეს რუსეთ-საქართველოს საზღვარი. მისი თქმით, საზღვრის ჩაკეტვა, პირველ რიგში რუსეთში მცხოვრები ქართველების ინტერესს დააზიანებს. ჯუანშერ ბურჭულაძე: „ზემო ლარსის" პუნქტთან ჯავშანტრანსპორტიორის გამოჩენა, ეს რუსეთის შიდა საკითხია  „რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის არჩაკეტვის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ჩვენი თანამოქალაქეები რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ და მათაც აქვთ ინტერესი, რომ საქართველოში შემოვიდნენ - აპრიორი საზღვრის ჩაკეტვა სწორი არ იქნება და ეს პირველ რიგში, ქართველების ინტერესებს დააზიანებს,“- განაცახადა კობახიძემ.  ვახტანგ გომელაური: საქართველოში რუსეთის 250 ათასი მოქალაქის შემოსვლაზე ინფორმაცია ტყუილია კობახიძის თქმით, „ქვეყნის უსაფრთხოებას პრობლემა არავითარ შემთხვევაში არ შეექმნება და ვითარება კონტროლქვეშაა". „სახელმწიფო უწყებები პასუხისმგებელი არიან ვითარების კონტროლზე და ახლა ვითარება თავიდან ბოლომდე კონტროლქვეშაა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანების ინტერესები იყოს დაცული, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში და საქართველოდან არიან წასული. ყველა საკითხი აწონ-დაწონილი უნდა იყოს. ეს არის სახელმწიფო უწყებების საქმე და ისინი მუშაობენ პასუხისმგებლობით. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები იყო დაცული და მომავალშიც ბოლომდე იქნება დაცული", - განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.