ძებნის რეზულტატი:
ალექსანდრ ლუკაშენკო რუსების მასობრივ გადინებაზე: გაუშვით, ნამდვილად არ ვნერვიულობდი, როდესაც 2020 წელს რამდენიმე ათასი წავიდა
ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდ ლუკაშენკო, რუსეთის მოქალაქეების მიერ ქვეყნის მასობრვად დატოვების საკითხს გამოეხმაურა. „რუსეთს აქვს 25 მილიონი ადამიანის მობილიზების რესურსი. კარგი, ვთქვათ გაიქცევა 30 ათასი, ან 50 ათასი... აქ რომ დარჩენილიყვნენ, ისინი მაინც არ იქნებოდნენ ჩვენი ადამიანები, ამიტომ გაიქცნენ“, - განაცხადა ლუკაშენკომ. „მე არ ვიცი, როგორ დამოკიდებულება გაქვთ, მაგრამ მე არ განვიცდი. გაუშვით, ნამდვილად არ ვნერვიულობდი, როდესაც [ბელორუსიდან] 2020 წელს რამდენიმე ათასი წავიდა“, - აღნიშნა ლუკაშენკომ. რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე), 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მაიკლ კარპენტერი: ეს არ არის რეფერენდუმი, ეს არის პროპაგანდისტული ტრიუკები
აშშ მოწოდებულია, უკრაინამ დაიბრუნოს კონტროლი მთელ თავის ტერიტორიაზე, დონბასისა და ყირიმის ჩათვლით შეერთებული შტატები, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობაში სხვა სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა, არასოდეს, არასოდეს აღიარებს რუსეთის ტრიუკებს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა ონლაინ ბრიფინგზე, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „მე მართლაც გამოვდიოდი გაფრთხილებით ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოში, ასევე, მედიასთან სხვადასხვა შეხვედრაზე, მათ შორის მაისის დასაწყისში, რომ რუსეთი აპირებდა ყალბი რეფერენდუმების ჩატარებას იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც მისი ძალები აკონტროლებდნენ უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში. ახლა კი, ჩვენ ვხედავთ იმ მკაფიო პროგნოზებს, რომლებიც ეფუძნება შეერთებული შტატების ხელთ არსებულ ფაქტებსა და ინფორმაციას, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს გეგმები კონკრეტული გზით ვითარდება. გულწრფელად რომ გითხრათ, როგორც ადრე ვთქვი, მე ამას რეფერენდუმებს ვერ ვუწოდებ, რადგან ეს არ არის რეფერენდუმი. ეს არის პროპაგანდისტული ტრიუკები და მეტი არაფერი. კენჭისყრის კანონიერების საფუძვლიანად განხილვაც კი უბრალოდ სასაცილოა. ცხადია, ეს სიყალბეა. შედეგი წინასწარ ცნობილია, ეს ნამდვილად არ არის ხმის მიცემა, ეს პროცესი იარაღის ლულის ფონზე მიმდინარეობს. ეს ხდება ტერიტორიებზე, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა გააძევეს სახლებიდან, საშინელი ე.წ. ფილტრაციის ბანაკების გავლით, სადაც მათ არასათანადოდ ეპყრობოდნენ. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს, ზოგიც აწამეს და შემდეგ, მათი ნების საწინააღმდეგოდ, რუსეთში გადაასახლეს. ასე რომ, ამ პროპაგანდისტულ ტრიუკებს, რომლებსაც რუსეთი ახორციელებს უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში, აბსოლუტურად, არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. შეერთებული შტატები, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობაში სხვა სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობა, არასოდეს, არასოდეს აღიარებს ამ ტრიუკების ლეგიტიმურობას. ეს ვერანაირად ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ უკრაინა არის უკრაინა და რომ ჩვენ ვაღიარებთ მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. მინდა ისიც გითხრათ, რომ ეს არის რუსეთის მიერ გატარებული „სასოწარკვეთილი ზომა“, რათა შეეცადოს ადგილზე შეცვალოს ფაქტები, მაგრამ სინამდვილეში, ეს არაფრის ცვლის. ჩვენ, შეერთებული შტატები, მოწოდებული ვართ, დავეხმაროთ უკრაინას, გააგრძელოს საკუთარი თავის დაცვა და გაათავისუფლოს მისი ტერიტორიები რუსეთის კონტროლისა და რუსეთის დროებითი ოკუპაციისგან. თუ არ ვცდები, ბოლო რამდენიმე კვირაში, უკრაინელებმა გაათავისუფლეს 8500-მდე კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორია, რაც მიუახლოვდა 9000 კვადრატულ კილომეტრს. ეს არის ტერიტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ამ ძალისხმევის შედეგად, უკრაინამ დაიბრუნოს კონტროლი მთელ თავის ტერიტორიაზე. მაიკლ კარპენტერი: აშშ განაგრძობს უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, გაათავისუფლოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები ამ ომის წარმოება რუსეთის მხრიდან, წმინდა იმპერიული დაპყრობის სურვილს ეფუძნება. ამ აგრესიაში აბსოლუტურად არანაირი რაციონალურობა არ არის, ამას გამართლება არ აქვს და ჩვენი მიზანია, რომ დავინახოთ, უკრაინამ დაიბრუნოს სრული, ვიმეორებ, სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რაც რა თქმა უნდა, მოიცავს მთლიანად დონბასსა და ყირიმს“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა. 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისინი ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ.უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა, ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტისკენ ჯავშანტრანსპორტიორის მოძრაობის მიზეზი განმარტა
რუსული მედია უშიშროების ფედერალურს სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტისკენ ჯავშანტრანსპორტიორი „გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოძრაობს“. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტისკენ ჯავშანტრანსპორტიორის მოძრაობას ადასტურებს, თუმცა ბლოკპოსტის გახსნის გეგმას უარყოფს. „ჯავშანტრანსპორტიორი იქ მოძრაობს, მაგრამ არ იგეგმება საგუშაგოს მოწყობა. უხეშად რომ ვთქვათ, ეს რეზერვია იმ შემთხვევისთვის, თუ რეზერვისტებს მოუნდებათ საგუშაგოს გარღვევა და ქვეყნის სასაზღვრო ფორმალობების გარეშე დატოვება. არანაირი გამშვები პუნქტი არ შეიქმნება... საგუშაგო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, სამხედრო ასაკის მამრობითი სქესის მოქალაქეების გასვლაზე არანაირი შეზღუდვა არ დაწესებულა“, - აცხედებენ ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიის რესპუბლიკის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოში. მანამდე თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ ოსეთში, ზემო ლარსის საგუშაგოსთან, გზაზე რუს სამხედროებთან ერთად ჯავშანტრანსპორტიორი გამოჩნდა. ფოტოები, ბლოგერის ნიკოლაი ლევშიცის ტელეგრამის არხზე და ზემო ლარსის ჩატში გამოქვეყნდა. დღეს უფლებადამცველმა პაველ ჩიკოვმა განაცხადა, რომ ზემო ლარსის საგუშაგოზე რუსი მესაზღვრეები ქვეყნის დატოვებაზე უარს ეუბნებიან იმ მოქალაქეებს, რომლებსააც შესაძლოა, მობილიზაცია შეეხოთ. გასულ კვირას მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს და საზღვრები ჩაკეტოს. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
რუსეთში დაასახელეს იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს
საქართველოს საზღვარზე რუსული საგუშაგო „ზემო ლარსი“ ერთი კვირის განმავლობაში ორივე მიმართულებით 37 000-ზე მეტმა მანქანამ და 115 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა ირბეკ ტომაევმა განაცხადა. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა, ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტისკენ ჯავშანტრანსპორტიორის მოძრაობის მიზეზი განმარტა მისი თქმით, ეს 23,3%-ით მეტია გასულ საანგარიშო კვირასთან შედარებით, იტყობინება TASS. რამდენი რუსეთის მოქალაქე ჩამოვიდა რუსეთიდან საქართველოში, თომაევმა არ დააკონკრეტა. „ქვეყანაში ჩვენი რესპუბლიკის გავლით განხორციელებულ ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს მიმართულებით, სამგზავრო ავტოტრანსპორტის ნაკადი საგრძნობლად გაიზარდა. დღეს „ზემო ლარსის“ საბაჟო გამშვებ პუნქტთან დგას 3,5 ათასამდე მანქანაა, რომლებშიც ძირითადად იმ ასაკის ადამიანები იმყოფებიან, რომლებიც სამხედრო გაწვევას ექვემდებარებიან. გარდა ამისა, ყაბარდო-ბალყანეთის რესპუბლიკასა და ინგუშეთის რესპუბლიკასთან ადმინისტრაციულ საზღვრებზე 800-მდე მანქანაა დაგროვილი. რესპუბლიკის გზებზე ტრანზიტული მანქანების საერთო რაოდენობა 4 891-ია, მათ შორის 1 391 მძიმე და 3,5 ათასი მსუბუქი სატვირთო მანქანა“, - განაცხადა ტომაევმა. როგორც ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟო ადმინისტრაციის პრესსამსახურში აზუსტებენ, „საბაჟო გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს“. მანამდე, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტისკენ ჯავშანტრანსპორტიორის მოძრაობა დაადასტურა, თუმცა ბლოკპოსტის გახსნის გეგმა უარყო.
მაიკლ კარპენტერი: ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, განსაზღვროს, რომელი პოლიტიკური პარტია წარმოადგენს საუკეთესოდ მათ ინტერესებს
დემოკრატიული პროცესი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ქართველ ხალხზეა დამოკიდებული, განსაზღვროს, რომელი პოლიტიკური პარტია წარმოადგენს საუკეთესოდ მათ ინტერესებს, -ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა. „საქართველოში ჩემი მრავალი ვიზიტიდან ცხადია ჩემთვის, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციას. ეს მისწრაფება საჯარო ხდება სხვადასხვა ქართველი ლიდერისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან. ეს ასევე არის ურყევი მისწრაფება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული, განსაზღვროს, ხელისუფლებაში მყოფი პარტია მიჰყვება თუ არა ამ მისწრაფებას მთელი ენერგიით, როგორც ეს მოსახლეობას სურს“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა ეუთოში. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან, ისევე როგორც საქართველოს წინა ხელისუფლებებთან, რადგან ეს არის სახელმწიფოთა შორის პარტნიორობა, დემოკრატიებს შორის პარტნიორობა, რომლებიც საერთო ღირებულებებს იზიარებენ. „რაც შეეხება NATO-ს კონტექსტში არსებულ საკითხს, საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო, გამოეყენებინა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი, რათა წინ წაეწია თავდაცვის მიმართულებით არსებული რეფორმები. ხელისუფლებაში არსებული ნებისმიერი ძალის შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობამ უნდა განსაზღვროს, ასრულებენ თუ არა მათ მიერ დასახულ მიზნებს პროგრესით. რაც შემიძლია ვთქვა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, არის ის, რომ ჩვენ ვაფასებთ საქართველოსთან არსებულ ძლიერ პარტნიორობას ამ ხელისუფლების პირობებში და შემდგომი ხელისუფლებების პირობებში, რადგან ეს არის სახელმწიფოთა შორის პარტნიორობა, დემოკრატიებს შორის პარტნიორობა, რომლებიც საერთო ღირებულებებს იზიარებენ“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.
აშშ-მ უკრაინისთვის დამატებით, $457,5 მილიონის დახმარება გამოყო
შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის დამატებით, 457,5 მილიონი აშშ დოლარის დახმარება გამოყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, დახმარება გამოიყოფა უკრაინის სამართალდამცავი და სისხლის სამართლის უწყებების ოპერატიული შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად და უკრაინელების სიცოცხლის გადასარჩენად იმ ფონზე, როცა უკრაინა კრემლის აგრესიული და სასტიკი ომის წინაშეა. „2021 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან, შეერთებულმა შტატებმა გამოყო 645 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება, რამაც ხელშესახები, დადებითი გავლენა მოახდინა ჩვენს უკრაინელ სამართალდამცავ და სისხლის სამართლის სფეროში პარტნიორებზე, მათ შორის უკრაინის ნაციონალურ პოლიციასა (NPU) და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურზე. ჩვენ მიერ პირადი დამცავი აღჭურვილობის, სამედიცინო აღჭურვილობისა და ჯავშანტექნიკის მიწოდებამ, მნიშვნელოვნად შეამცირა მსხვეროლი უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობასა და მათ დამცველებში. აშშ აგრძელებს უკრაინის მთავრობის მცდელობების მხარდაჭერას, მოახდინოს დოკუმენტირება, გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკეზე, რაც ეყრდნობა ჩვენს მრავალწლიან ურთიერთობას უკრაინელებთან. შეერთებული შტატები უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და რჩება დემოკრატიული, დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინის მხარდაჭერის ერთგული“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ფინანსთა მინისტრი: საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის
„საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით არანაირი დრამატული სიტუაცია არ არის“, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი დადგენილი წესების მიხედვით ხორციელდება. "თითოეული უწყება, რომელიც პასუხისმგებელია საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, ძალიან აქტიურად მუშაობს. ბუნებრივია, გაზრდილი ნაკადებიდან გამომდინარე, მეტი დატვირთვით მუშაობენ, ვიდრე აქამდე ხორციელდებოდა. გაზრდილია არა მხოლოდ ქვეყანაში შემოსვლა, არამედ გაზრდილია ქვეყნიდან გაზრდის მაჩვენებელი. შესაბამისად, ამ მიმართულებით ცვლილება ისაა, რომ გაიზარდა დატვირთვა ყველა უწყების, რომელიც აქტიურად აკონტროლებს საზღვრის კვეთის მაჩვენებელს და პასუხისმგებელია როგორც უსაფრთხოებაზე, ასევე ფისკალურ წესრიგზე, ქვეყნის ფისკალურ უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა მინისტრმა. დღეს უფლებადამცველმა პაველ ჩიკოვმა განაცხადა, რომ ზემო ლარსის საგუშაგოზე რუსი მესაზღვრეები ქვეყნის დატოვებაზე უარს ეუბნებიან იმ მოქალაქეებს, რომლებსააც შესაძლოა, მობილიზაცია შეეხოთ. გასულ კვირას მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შესაძლოა, საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს და საზღვრები ჩაკეტოს. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დღეს განაცხადა, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
მაიკლ კარპენტერი: აშშ განაგრძობს უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას, გაათავისუფლოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები
აშშ არასდროს აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ ფსევდორეფერენდუმებს. შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინის დახმარებას, რათა კიევმა დაიცვას თავი და გაათავისუფლოს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებილი ტერიტორიები. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერმა ონლაინ ბრიფინგზე, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მაიკლ კარპენტერი: ეს არ არის რეფერენდუმი, ეს არის პროპაგანდისტული ტრიუკები კარპენტერის თქმით, ეს არის რუსეთის სასოწარკვეთილი ნაბიჯი, რითაც ადგილზე ვითარების შეცვლა სურდა, თუმცა რეალურად, მოსკოვი ამით ვერაფერს შეცვლის. „ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. აშშ მოწოდებულია, დაეხმაროს უკრაინას, დაიცვას საკუთარი თავი, გაათავისუფლოს მისი ტერიტორიები რუსეთის დროებითი ოკუპაციისგან. უკრაინელებმა გაათავისუფლეს ათასობით კვადრატული ტერიტორია და ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევაა“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა. მისივე თქმით, ეს არის რუსეთის იმპერიულ მიზნებზე დაფუძნებული ომი, რომელსაც არავითარი გამართლება არ აქვს. რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე) 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) მაიკლ კარპენტერი 29 აპრილს, სარწმუნო ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის ძალები აკავებენ ადგილობრივ მოსახლეობას და შემდეგ, უკრაინის მთავრობასთან ან დამოუკიდებელ მედიასთან რაიმე სავარაუდო კავშირის გამო სასტიკ პირობებში კითხავენ. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში კარპენტერი ასევე აცხადებდა, რომ კრემლი შესაძლოა, ემზადებოდეს ყალბი რეფერენდუმების მოსაწყობად უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში - იმ რაიონებში, რომლებიც მან უკანონოდ დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8344 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 27 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8344 ლარი ეღირება, ევრო – 2.7352 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.0433 ლარი. "დღევანდელი ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8286 ლარი ღირდა, ევრო – 2.7618 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1298 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 27 სექტემბრისთვის ამოქმედდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მიხაილო პოდოლიაკი რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებაზე: მხოლოდ მე-5 დღეს, კილომეტრიანი რიგები ქვეყნიდან გასასვლელად
კილომეტრიანი რიგები გასასვლელად. 2. საპროტესტო აქციები ნაციონალურ რესპუბლიკებში. 3. სროლა სამხედრო სამსახურში გაწვევის ოფისში, - უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებას ეხმაურება. თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი: ჩვენ ვაღიარებთ, უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას მედია: დროებით ოკუპირებულ ხერსონში, ე.წ. რეფერენდუმზე რუსეთთან შეერთების მომხრეთა აქტივობა 15% იყო „კილომეტრიანი რიგები გასასვლელად. 2. საპროტესტო აქციები ნაციონალურ რესპუბლიკებში. 3. სროლა სამხედრო სამსახურში გაწვევის ოფისში 4. ათასობით საჩივარი უკანონო გაწვევაზე, ტექნიკის ნაკლებობაზე. მხოლოდ მე-5 დღეს. ათასობით კუბოს დაბრუნების დაწყებამდე“, - წერს პოდოლიაკი. The New York Times: პუტინმა გენერლების თხოვნა, უკრაინის ქალაქ ხერსონიდან უკან დახევის შესახებ, არ დააკმაყოფილა რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე), 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სკვერების თვითნებური გადათხრა-დაზიანებისთვის ჯარიმები დაწესდება
სკვერების თვითნებური გადათხრა-დაზიანებისთვის ჯარიმები დაწესდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მთავრობამ მოამზადა, რომელიც პარლამენტს წარუდგინა. ცვლილებების მიხედვით, სკვერების თვითნებური გადათხრა-დაზიანებისთვის, ასევე მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვისა და გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვების გამო ფიზიკური პირი – 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი – 1 000 ლარით დაჯარიმდება. ცნობისთვის, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ადმინისტრაციული ჯარიმა დადგენილია ეზოების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური გადათხრისა და მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვის შემთხვევებზე.
ევროკავშირის ელჩის თქმით, ქართველების გადასაწყვეტია, რა დამოკიდებულება ექნებათ რუსეთის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ქვეყანას ტოვებენ და საქართველოში ჩამოდიან
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ქართველების გადასაწყვეტია, რა დამოკიდებულება ექნებათ რუსეთის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ნაწილობრივი მობილიზაციის გამო ქვეყანას ტოვებენ და საქართველოში ჩამოდიან. ამ საკითხზე ელჩს კითხვით ჟურნალისტებმა მიმართეს. „სამწუხაროდ, არ შემიძლია გითხრათ, რა დამოკიდებულება უნდა იყოს. ეს ქართველებმა და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, შემიძლია სრულად გავიგო, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ ნაწილობრივ მობილიზაციასთან დაკავშირებით, გამოიწვია რუსების შემოდინება, მაგრამ ეს ქართველების გადასაწყვეტია“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
პოლონეთში, რუს ტურისტებს, პორტებისა და აეროპორტების გავლით შესვლა აეკრძალათ
პოლონეთში დღედან, შენგენის ტურისტული ვიზებით რუსეთის მოქალაქეების პორტებსა და აეროპორტებში შესვლა აიკრძალა. ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და პოლონეთმა შენგენის ვიზების მქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები დახურეს ჩვეულებრივი ვიზებით რუსების შესვლა ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც აკრძალეს და ამისთვის ემზადება ფინეთი, რომელსაც რუსეთთან საერთო სახმელეთო საზღვარი აქვს. იმავდროულად, მედია წერს, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩები დღევანდელ შეხვედრაზე გამოვიდნენ ინიციატივით, რომ მობილიზაციისგან რუსეთის მოქალაქეების გაქცევასთან დაკავშირებით, ამ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის გადახედვა კიდევ ერთხელ სცადონ. თუმცა ეს რა ფორმით მოხდება, ჯერ არაა ცნობილი. ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო. რას ნიშნავს ევროკავშირის გადაწყვეტილება სავიზო განაცხადის საფასურის გაზრდას 35 ევროდან 80 ევრომდე, დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების წარდგენის საჭიროება; ვიზის დამუშავების დროის გაზრდას და მრავალჯერადი ვიზების გაცემის უფრო შემზღუდველ წესებს; საკონსულოებისთვის სავიზო განაცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების სტანდარტული ვადა 10-დან 15 დღემდე გაიზრდება; ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 45 დღემდე ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა განაცხადის შემდგომი შესწავლა. პოლიტიკურ შეთანხმებას რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერების შესახებ, ევროკავშირმა 31 აგვისტოს მიაღწია.
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა
დიდი ბრიტანეთის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს. გაერთიანებული სამეფოს სანქციები რუსეთის მიერ უკრაინის ოთხ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებაზე პასუხია. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „დღევანდელი სანქციები გამიზნული იქნება მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ყალბი რეფერენდუმის უკან დგას, ასევე, იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთის რეჟიმის მიერ წარმოებულ აგრესიულ ომს უწყობენ ხელს“, - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში. რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე), 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ტიუმენის აეროპორტმა დაადასტურა, რომ რუსეთის ჯარში მობილიზებულებს, ქვეყნის დატოვება შეეზღუდათ
ტიუმენში, როსჩინოს აეროპორტმა დაადასტურა, რომ სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის ოფისებიდან სები გადაეცათ და მობილიზებულთათვის ფრენები შეზღუდეს. მობილიზაციის გამო, რუსეთმა როსტოვის ოლქი ჩაკეტა - უკრაინის გენშტაბი ეს მოთხოვნა არ ვრცელდება ქვეყნის შიგნით ფრენებზე, - აცხადებენ როსჩინოს აეროპორტში. რუსეთში დაასახელეს იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აეროპორტებმა მობილიზებულთა სიები მიიღეს. საუბარია არა ყველა იმ პირზე, ვინც სამხედრო სამსახურზეა პასუხისმგებელი, არამედ იმ ადამიანებზე, რომელთა სახელზეც უკვე გაცემულია გამოძახების ან მობილიზაციის ბრძანება, - იტყობინება The Bell. რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე), 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რუსეთის მოქალაქეებს, საქართველოს საზღვრის ფეხით გადაკვეთის უფლება მისცეს
ჩრდილოეთ ოსეთის „ტელეგრამის არხების“ ცნობით, რუსეთის მოქალაქეებს „ზემო ლარსში“ საპასპორტო კონტროლის გავლისა და რუსეთ-საქართველოს საზღვრის ფეხით გადაკვეთის უფლება მიეცათ. აქამდე საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ მანქანით ან ველოსიპედით იყო შესაძლებელი. რუსეთში დაასახელეს იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებმაც საქართველოს საზღვარი გადაკვეთეს ინფორმაცია, ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის FSB-ს სასაზღვრო დეპარტამენტის პრესსამსახურში დაუდასტურეს. როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, ასეთი გადაწყვეტილება „პროცესის დაჩქარების მიზნით“ მიიღეს. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა, ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტისკენ ჯავშანტრანსპორტიორის მოძრაობის მიზეზი განმარტა ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა ირბეკ ტომაევმა განაცხადა, რომ საქართველოს საზღვარზე რუსული საგუშაგო „ზემო ლარსი“ ერთი კვირის განმავლობაში ორივე მიმართულებით 37 000-ზე მეტმა მანქანამ და 115 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. მანამდე, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტისკენ ჯავშანტრანსპორტიორის მოძრაობა დაადასტურა, თუმცა ბლოკპოსტის გახსნის გეგმა უარყო.
პრეზიდენტმა „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წევრებთან 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესი განიხილა
პრეზიდენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წევრებთან მეორე გაფართოებული შეხვედრა გამართა და ევროკომისიის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესი განიხილა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ ჩართულობისა და მათი ინიციატივების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. 24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. გაეცანით Europetime-ს სტატიას: ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას
ლიეტუვამ უკრაინას, 50 ჯავშანტრანსპორტიორი M 113 გადასცა
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ ლიეტუვამ უკრაინას 50 ჯავშანტრანსპორტიორი M113 უკვე გადასცა და შემდგომი სამხედრო მხარდაჭერის განხილვისას NATO-ს მოკავშირეებთან კონსულტაციები საჭირო იქნება. ლიეტუვა უკრაინაში ჯავშანტრანსპორტიორებს გაგზავნის რაც შეეხება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, არვიდას ანუსაუსკასის თქმით, ლიეტუვა ამ პროცესს განაგრძობს. „შეგახსენებთ, რომ ფაქტობრივად სამი დღის წინ ჩვენი ჯავშანტექნიკა, რომელიც გავგზავნეთ, უკრაინაში ჩავიდა“, - ამის შესახებ ანუსუსკასმა ჟურნალისტებს, სახელმწიფო თავდაცვის საბჭოს (DSO) სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
Reuters: ევროკავშირის ათი ქვეყანა რუსულ გაზზე ფასის შეზღუდვას ემხრობა
ევროკავშირის ათი ქვეყანა რუსულ გაზზე ფასის შეზღუდვას ემხრობა. შესაბამისი წერილი უკვე მზადაა და მალე ევროკომისიას გადაეცემა. ამის შესახებ Reuters რედაქტორების ხელთ არსებულ წერილის პროექტზე დაყრდნობით იუწყება. წერილში ქვეყნები სთხოვენ ევროკომისიას, პარასკევს ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაზე, რუსულ გაზზე ფასის შეზღუდვიაზე განსახილველად, წინადადებები წარადგინოს. რის შემდეგაც, რაც შეიძლება მალე მოხდეს შესაბამისი საკანონმდებლო წინადადების შეტანა. წერილზე ხელმოწერთა შორისაა ბელგია, იტალია, პოლონეთი, მალტა და საბერძნეთი. წერილის პროექტი, ევროკავშირის ენერგეტიკის კომისარ კადრი სიმსონის სახელზეა. ევროკავშირის ქვეყნები რუსული გაზის ყველა საბითუმო ტრანზაქციის ფასის შეზღუდვას ითხოვენ. წერილზე მსჯელობა დღეს გაგრძელდა, რადგან მისი შინაარსი ცვლილებას ექვემდებარება.
პრეზიდენტმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის დარბაზი გახსნა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საკონფერენციო დარბაზის გახსნის ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ, რექტორის მრჩეველმა და ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი ფარეშიშვილმა სიტყვით მიმართეს. ისტორიის დოქტორმა, პროფესორმა ქეთევან შოშიაშვილმა კი, ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მოხსენება წაიკითხა. ღონისძიებას უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და საქმიანობის მკვლევრები ესწრებოდნენ. გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.