ძებნის რეზულტატი:

ირანში, სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

ირანში, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ძალლოვანი უწყების წარმომადგენლებმა, დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ამასთან, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია ქალთა უფლებების დამცველი ფაიზა რაფსანჯანი, რომელიც ირანის ექსპრეზიდენტის ქალიშვილია. როგორც ცნობილია, ძლიერი პროტესტის გამო, ქვეყანაში შეზღუდულია ინტერნეტი. Reuters-ის ცნობით, ირანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია, პროტესტისა და საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დარღვევის ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდეს.  სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ერთკვირიანი არეულობის დროს, სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა. ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური ცნობები არ გამოქვეყნებულა. ცნობისთვის, ირანში 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ, საპროტესტო აქციები 16 სექტემბერს დაიწყო.   

ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინის შეიარაღებული ძალები, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში შეტევას აძლიერებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში შეტევას აძლიერებენ. ამავდროულად, რუსეთი ამზადებს უფრო სტაბილურ თავდაცვას, რადგან უკრაინის შეტევამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ლუგანსკის რეგიონის ნაწილებს. იუწყება ბრიტანული დაზვერვა. „უკრაინული ძალები ნელ-ნელა მიიწევენ მდინარეების ოსკოლისა და სევერსკი დონეცის აღმოსავლეთით მინიმუმ ორი მიმართულებით. ხერსონის რეგიონში მძიმე ბრძოლები გრძელდება“, - ნათქვამია ანგარიშში. ასევე, ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი აგრძელებს ბახმუტის რაიონში წინსვლის „მცდელობებს“, მიუხედავად იმისა, რომ მას ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე სერიოზული ზეწოლა ემუქრება. დაზვერვა აღნიშნავს, რომ ამის უკან შესაძლოა, პოლიტიკური ზეწოლა იყოს, რადგან რუსეთი იყენებს სამხედრო ძალებს, რომლებსაც შეუძლიათ გააძლიერონ მისი სხვა საბრძოლო ფლანგები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

პოლიციამ მესტიასა და თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისსა და მესტიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს და 3 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თ.ბ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ცეცხლსასროლი რევოლვერი, 2 მჭიდი და 17 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.გ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული დ.ვ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 12 ვაზნა. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს,“- ნათქვამია განცხადებაში.  

ჯორჯა მელონი: უკრაინას შეუძლია იტალიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს

იტალიის მმართველი მემარჯვენე პარტიის „იტალიის ძმების“ ლიდერი, ჯორჯა მელონი, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უკრაინას მხარდაჭერას დაჰპირდა. იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა ამის შესახებ მან Twitter-ზე, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მილოცვის პასუხად დაწერა. „ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, თქვენ იცით, რომ შეგიძლიათ ჩვენი ერთგული მხარდაჭერის იმედი გქონდეთ უკრაინელი ხალხის თავისუფლებისთვის. იყავით მტკიცე და შეინარჩუნეთ თქვენი ურყევი რწმენა!" - წერს მელონი. შეგახსენებთ, რომ იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა.   

კახა კალაძე: როდესაც საცობია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ახერხებს სრულყოფილად მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას

როდესაც საცობია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ახერხებს სრულყოფილად მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას, მაგალითად, გუშინ 100 000 მგზავრს ვერ მოვემსახურეთ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “როდესაც საცობია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ახერხებს სრულყოფილად მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას. მაგალითად, გუშინ, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ვერ მოახერხა 1650 ბრუნის გაკეთება. 1650-ჯერ ვერ მოემსახურა თბილისის მოსახლეობას. დაახლოებით 100 000 მგზავრს ვერ მოვემსახურეთ, ეს ძალიან დიდი ციფრია. ვაკვირდებით დედაქალაქში კერძო ავტომობილების გადაადგილებას. გასულ წელს, დეკემბრის პერიოდში, ქალაქში 460 ათასი ავტომობილი მოძრაობდა. დღეს, ყოველდღე დედაქალაში მოძრაობს 590 000 კერძო ავტომობილი. ეს რა თქმა უნდა, პრობლემაა“, -აღნიშნავს კალაძე. საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა - კალაძე  

თოყაევი: ყაზახეთი მზადაა, ევრაზიის მთავარი ციფრული ჰაბი გახდეს

ყაზახეთის სტრატეგიული მიზანია ევრაზიულ სივრცეში, ერთ-ერთი უდიდესი ციფრული ცენტრი გახდეს. ამის შესახებ ყაზახეთის სახელმწიფოს მეთაურმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა Digital Bridge ფორუმის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. თოყაევის თქმით, ამ დროისთვის ყაზახეთი ყველაზე გაციფრულებული სახელმწიფოების ტოპ 30-ეულშია და ბევრ განვითარებულ ქვეყანას უსწრებს. „ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით ჩვენ ვაპირებთ მაქსიმალურად გავამარტივოთ მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება და მივაღწიოთ ყველასთვის თანაბარ შესაძლებლობებს. ამისათვის საჭიროა გადავიდეთ საჯარო ადმინისტრაციის დიჯითალიზაციის თვისობრივად ახალ ფორმატზე - უხილავ მთავრობაზე. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი აქცენტი ადამიანზე, მის საჭიროებებსა და ინტერესებზეა ორიენტირებული“, - განაცხადა თოყაევმა. მეორე პრიორიტეტად თოყაევმა IT ინდუსტრიისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა დაასახელა.  „ამ ბოლო დროს აშშ-ში შეხვედრები გავმართე ისეთი კომპანიების ხელმძღვანელობასთან, როგორიცაა Microsoft, Epam, Coursera. მიღწეულია კონკრეტული შეთანხმებები ყაზახეთში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ლოკალიზაციის შესახებ“, - აღნიშნა ყაზახეთის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ყაზახეთის ბაზარი იზიდავს ღრუბლოვანი გამოთვლების უმსხვილეს მოთამაშეებს, როგორიცაა Microsoft Azure, Amazon Web Services, Google Cloud და სხვა.  

კახა კალაძე: ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში?!

ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში? ცხვირ-პირის მტვრევა რომ მიდიოდა, კონდიციონერი ჩართე, კონდიციონერი არ მუშაობს, დავიწვით ხალხი, ეს წარსულს ჩავაბარეთ, თქვენი მხარდაჭერით და თანადგომით. ეს არის ის, რაც გვაძლიერებს და გვაძლევს სტიმულს, ხვალ უფრო მეტი გავაკეთოთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძე: როდესაც საცობია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ახერხებს სრულყოფილად მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას „დავიწყეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. მეამაყება, რომ თბილისს ყველაზე ახალი, მოწესრიგებული ავტობუსები და მიკროავტობუსები ჰყავს. ისინი ყველანაირად გამართულია კონდიცირება-გაგრილება-გათბობის სისტემებით, აღჭურვილია შესაბამისი უსაფრთხოების კამერებით, ადაპტირებულია შშმ პირთათვის და ა.შ. მოუწესრიგებელი იყო ის ძირგამომპალი ე.წ. ყვითელი ავტობუსები, დანგრეული, გაუბედურებული ყვითელი „ბოგდანები“, რომელიც უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა, როგორც გადაადგილების, ასევე ეკოლოგიის თვალსაზრისით. ქალაქში ჰაერის პირველი დამბინძურებელი იყო მაშინდელი „ყვითელი ავტობუსები“ და მიკროავტობუსები. ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში? ცხვირ-პირის მტვრევა რომ მიდიოდა, კონდიციონერი ჩართე, კონდიციონერი არ მუშაობს, დავიწვით ხალხი, ეს წარსულს ჩავაბარეთ, თქვენი მხარდაჭერით და თანადგომით. ეს არის ის, რაც გვაძლიერებს და გვაძლევს სტიმულს, ხვალ უფრო მეტი გავაკეთოთ“, – განაცხადა თბილისის მერმა. საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა - კალაძე  

უკრაინამ რუსეთში პროდუქციის ექსპორტი სრულად აკრძალა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო დადგენილება „უკრაინიდან რუსეთის ფედერაციის საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის ექსპორტის აკრძალვის შესახებ“, რომლის შედეგადაც უკრაინამ რუსეთში პროდუქციის ექსპორტი სრულად აკრძალა.  დადგენილება, საომარი მდგომარეობის შეწყვეტის ან გაუქმების დღემდე იქნება ძალაში.   „ჩვენ ვაგრძელებთ სანქციებით ზეწოლას რუსეთის წინააღმდეგ. ეს გადაწყვეტილება არის ეკონომიკური გავლენის კიდევ ერთი ინსტრუმენტი. ჩვენ გვესმის, რომ სანქციები არის არამხოლოდ სამხედრო საფრთხეზე რეაგირების, არამედ მომავალში აგრესიის პრევენციის საშუალებაც. მინდა განვაცხადო, რომ ომის დაწყებიდან რუსეთში საქონლის ექსპორტი დე ფაქტოდ შევაჩერეთ, ახლა ეს კანონიერ დონეზეა დაფიქსირებული“, - განაცხადა უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

საერთაშორისო საზოგადოება „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების დაზიანებას დივერსიად აფასებს და მტკიცე პასუხის პირობას დებს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგი დანიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა. იენს სტოლტენბერგის თქმით, შეხვედრისას განიხილებოდა ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენზე მომხდარი დივერსია. „ჩვენ განვიხილეთ NATO-ს ქვეყნებში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის საკითხი“, - წერს სტოლტენბერგი Twitter-ზე. უცხოელი ლიდერები იზიარებენ სტოლტენბერგის შეფასებას. შვედეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, Nord Stream-ის გაზსადენზე გაჟონვა, მიზანმიმართულ ქმედებებად განიხილება. „ჩვენ გვაქვს შვედური დაზვერვის ინფორმაცია, მაგრამ ასევე მივიღეთ ინფორმაცია დანიასთან კონტაქტების დროს და ამის საფუძველზე დავასკვენით, რომ ეს, ალბათ, მიზანმიმართული ქმედებაა. სავარაუდოდ, საუბარია დივერსიაზე", - განაცხადა ანდერსონმა. თავის მხრივ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი ღრმად არის შეშფოთებული Nord Stream 1 და 2 გაზსადენების დაზიანების გამო, რამაც გამოიწვია გაჟონვა ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლებში. „უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვა უმთავრესი პრიორიტეტია. ეს ინციდენტები შემთხვევითი არ არის და ყველას გვეხება. ყველა არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ეს გაჟონვა არის მიზანმიმართული ქმედების შედეგი. ჩვენ მხარს დავუჭერთ ნებისმიერ გამოძიებას, რომელიც მიზნად ისახავს სრული სიცხადის შეტანაზე იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა და რატომ მოხდა. ჩვენ გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით ჩვენი გამძლეობის გაზრდის მიზნით. ევროპის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნებისმიერი მიზანმიმართული დარღვევა ყოვლად მიუღებელია და მას მტკიცე და ერთიანი პასუხი მოჰყვება“, - აცხადებს ბორელი. ბალტიის ზღვაში „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენების დაზიანების შესახებ ცნობები მედიამ 27 სექტემბერს გაავრცელა.

კახა კალაძემ სადგურის მოედანზე გადასასვლელი გვირაბის გაგანიერება-მოწესრიგების დავალება გასცა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ირაკლი ხმალაძესა და ვიქტორ წილოსანს სადგურის მოედანზე, გვირაბის მოწესრიგებაზე მუშაობის დაწყება დაავალა, ისე რომ გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენდეს. კახა კალაძე: ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში?! „70-მეტრიან გვირაბში ადამიანების გადაადგილება წარმოადგენს უდიდეს პრობლემას, ფიზიკურად გავლა შეუძლებელია. ეს განსაკუთრებით ხდება პიკის საათებში, რომელსაც ყველანი ვხედავთ, სრულყოფილი ინფორმაცია გვაქვს, დეტალურად ვიცით არსებული პრობლემის შესახებ. მინდა, დავავალო ვიცე-მერს, ასევე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსს ვიქტორ წილოსანს, რომ დაიწყოთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ ყველაფრის მოსაწესრიგებლად. პირველად შეიძლება სატესტო რეჟიმში გამოვიყენოთ განვითარებული ქვეყნების მაგალითები, თუ როგორ ხდება ნაკადების მართვა", - განაცხადა კალაძემ. კახა კალაძე: როდესაც საცობია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ახერხებს სრულყოფილად მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას  

Politico: აშშ რუსული ბირთვული საფრთხეების საპასუხოდ, ზომებს აძლიერებს

ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანების რაიმე ნიშნებს, ყურადღებით აკვირდებიან. ამის შესახებ Politico ამერიკის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. გამოცემა 5 წყაროზე მიუთითებს, მათ შორის მოქმედსა და ყოფილ ოფიციალურ პირებს ასახელებს. მედია წერს, რომ პუტინის მუქარა ბირთვული დარტყმის შესახებ უკრაინაზე ან თუნდაც NATO-ზე, რომელიც დიდი ხანია, ბლეფად იყო მიჩნეული, უფრო სერიოზულად აღიქმება მას შემდეგ, რაც მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდასხმები რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიებზე, რუსეთზე თავდასხმად განიხილება. CNN: თეთრი სახლი $35 მილიონს ითხოვს უკრაინის ბირთვული უსაფრთხოებისთვის ყალბი რეფერენდუმის შედეგები მარიონეტულმა რეჟიმებმა უკვე გამოაცხადეს და მოსალოდნელია, რომ რუსეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას გამოაცხადებს. ბლინკენის თქმით, უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც რუსეთმა შეიძლება, მალე ანექსირებულად გამოაცხადოს ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს. რამდენი ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს მედვედევი: რუსეთს უფლება აქვს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი საჭიროების შემთხვევაში ბირთვული ომი ვერ იქნება მომგებიანი და რუსეთს ეს ძალიან ნათლად უნდა ესმოდეს, მაშინ როცა, მისი ლიდერები სულ უფრო მეტად მიმართავენ სახიფათო „ბირთვულ“ რიტორიკას. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 27 სექტემბერს განაცხადა. კრემლის პროპაგანდისტების აზრით, „რეფერენდუმები“ და შემდგომი ანექსია ტერიტორიებს რუსეთს „დაუკანონებს“, რაც რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმად ჩაითვლება, ამასთან, დასავლეთი უკრაინის ძალისხმევას ქვეყნის დეოკუპაციის შესახებ, მხარდაჭერას უცხადებს.  

საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველო უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის მიერ ჩატარებულ უკანონო რეფერენდუმებს გმობს

საქართველო გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ უკანონო რეფერენდუმებს, - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას Twitter-ზე ეხმაურება. უკრაინული მედია: რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები გამოაცხადეს Reuters: აშშ უკრაინისთვის ახალ, $1.1 მილიარდის დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელიც HIMARS-ის სარაკეტო სისტემებსაც მოიცავს „საქართველო გმობს რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ უკანონო რეფერენდუმებს. უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ეს მცდელობები მიუღებელია. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უილიამ კორტნი: კრემლის პროპაგანდისტების აზრით, „რეფერენდუმების“ შემდეგ უკრაინელები ამ ტერიტორიებს ვერ შეეხებიან. დასავლეთი ასე არ ფიქრობს უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.  21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, ევროკავშირში რუსეთის 1 303 000 მოქალაქეზე მეტი შევიდა

გასულ კვირას (19-25 სექტემბერი), ევროკავშირში რუსეთის 66 000 მოქალაქე შევიდა, რაც გასულ კვირასთან შედარებით, 30%-ით მეტია. ამ ინფორმაციას ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო frontex-ი ავრცელებს. მისივე ცნობით, რუსეთის მოქალაქეების უმეტესობა ევროკავშირში ფინეთისა და ესტონეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტებით შემოდის. რუსეთის ფედერაციაში გამოცხადებული მობილიზაციის შემდეგ ფინეთში საგრძნობლად გაიზარდა საზღვრის გადაკვეთის რაოდენობა. „გასული კვირის განმავლობაში, რუსეთის თითქმის 66 000 მოქალაქე შევიდა ევროკავშირში, რაც წინა კვირასთან შედარებით, 30%-ზე მეტია. მათი უმეტესობა ფინეთსა და ესტონეთში ჩავიდა. ბოლო ოთხი დღის განმავლობაში ფინეთში რუსეთის 30 000 მოქალაქე ჩავიდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, ევროკავშირში სახმელეთო საზღვრებით რუსეთის 1 303 000 მოქალაქეზე მეტი შევიდა. ამავდროულად, რუსეთის 1 273 000 მოქალაქეზე მეტი დაბრუნდა რუსეთში ევროკავშირთან სახმელეთო საზღვრების გავლით.

მაია ბუწაშვილი: COVID19-მა სერიოზული პრობლემა შეგვიქმნა სხვა ინფექციური დაავადებების მართვაში

COVID19-მა სერიოზული პრობლემა შეგვიქმნა სხვა ინფექციური დაავადებების მართვაში. მსოფლიოში ტუბერკულოზით სიკვდილიანობა გაიზარდა, რაც ძალიან დიდი განგაშია. იმ შემთხვევაში, თუ ხველა 2 კვირაზე მეტი გრძელდება, აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში" განაცხადა. „COVID19-მა სერიოზული პრობლემა შეგვიქმნა სხვა ინფექციური დაავადებების მართვაში. მთელ მსოფლიოში პირველად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ტუბერკულოზით სიკვდილიანობა გაიზარდა, რაც ძალიან დიდი განგაშია. მიზეზია დაგვიანებული გამოვლენა. ადამიანებს ეს ორი წელი აქცენტი მთლიანად ჰქონდათ კორონავირუსზე, მათ შორის ექიმებსაც. თუ ადამიანი ახველებდა, იკეთებდა ტესტს და თუ არ აღმოაჩნდებოდა კოვიდი ყველა ბედნიერი იყო. ყველას ავიწყდება, რომ ხველას შესაძლოა სხვა მიზეზიც ჰქონდეს, მათ შორის, ტუბერკულოზი. თუ ხველა 2 კვირაზე მეტი გრძელდება, აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას. ექიმებსაც მოვუწოდოთ, რომ დაუბრუნდნენ ძველ ალგორითმებს, მხოლოდ კოვიდი არ არის, პაციენტს გამოკვლევა ჩაუტარონ“, - განაცხადა ბუწაშვილმა მედიაცენტრ „მთავარში". ცნობისთვის, ტუბერკულოზი ჰაერის გზით გადაეცემა. დიდ მანძილზე ვრცელდება და 2 მეტრიანი დისტანცია ეფექტური არ არის. ასევე წაიკითხეთ: კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან  

მედია: სომხეთმა რუსული თვითმფრინავების მიღებაზე უარი თქვა

სომხეთში ორი რუსული თვითმფრინავი არ შეუშვეს, რადგან მათი ლიცენზია ამოეწურათ. „ბაზას“ Telegram არხის ცნობით, სომხეთმა აიძულა „აეროფლოტის“ ორი თვითმფრინავი, რომლებიც ერევანში მიფრინავდნენ, უკან გაბრუნებულიყვნენ. როგორც გაირკვა, სომხეთის საჰაერო სივრცეში შესასვლელად მომზადებისას გახდა ცნობილი, რომ რუსულ თვითმფრინავებს ლიცენზიის ვადა ამოეწურათ. კრემლის კონტროლირებადი მედიის ინფორმაციით კი, თვითმფრინავი ტექნიკური პრობლემების გამო, ავარიულად დაეშვა მინერალნიე ვოდიში. ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.  

ეროვნული ბანკი: უძრავი ქონების ბაზარზე ფასებისა და ქირის ზრდის ტენდენცია შეინიშნება

"უძრავი ქონების ბაზარზე ფასებისა და ქირის ზრდის ტენდენცია შეინიშნება", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდა ეს ერთი მხრივ, გაზრდილი მოთხოვნით, ხოლო მეორე მხრივ, მშენებლობის მომატებული ხარჯებითაა განპირობებული. „უძრავი ქონების ბაზარი პანდემიით გამოწვეულ კრიზისამდეც მდგრადი იყო, რამაც სექტორს კრიზისის დროულ დაძლევაში შეუწყო ხელი. აღნიშნულს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებებიც დაეხმარა. ყოველივე ამის ფონზე, უძრავი ქონების ფასების მნიშვნელოვანი კორექტირება წინა წლებში არ მომხდარა. მიმდინარე წელს კი უძრავი ქონების როგორც ლარში, ასევე დოლარში გამოხატულ ფასებში ზრდის დინამიკა შეინიშნება. აღნიშნული ტენდენცია ფიქსირდება სხვა ქვეყნებშიც, განსაკუთრებით პანდემიის დაწყების შემდეგ, რაც გარკვეულწილად მუშაობის ონლაინ რეჟიმზე გადასვლითა და, შესაბამისად, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საჭიროებით იყო განპირობებული. გარდა ამისა, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ ქვეყანაში გაზრდილი მიგრაციის შედეგად უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ მოიმატა. ასევე, მომატებულია სამშენებლო ხარჯები, რაც უძრავი ქონების ფასს დამატებით ზრდის. აღსანიშნავია კაპიტალიზაციის ინდექსის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც უძრავი ქონების, როგორც საინვესტიციო აქტივის, მიმზიდველობის საზომია. ეროვნულის ბანკის ხელთ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, უძრავი ქონების ბაზარი მდგრადობას ინარჩუნებს, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომი რეგიონში გაურკვევლობას მნიშვნელოვნად ზრდის, რაც სექტორში რისკების დაგროვების წყარო შეიძლება გახდეს. უძრავი ქონების ბაზარზე დაგროვილი რისკების რეალიზაციას შეუძლია მნიშვნელოვნად იმოქმედოს ბანკების აქტივების ხარისხზე და, შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობის რისკების წყარო გახდეს. აქედან გამომდინარე, უძრავი ქონების ბაზრის მონიტორინგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება“, – აცხადებენ ეროვნული ბანკში.  

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ირანის ახალდანიშნულ ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალდანიშნულ ელჩს მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა საპარლამენტო და სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობაზე და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე. შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ხაზგასმით აღნიშნეს მშვიდობის მნიშვნელობა. შალვა პაპუაშვილმა ელჩს წარმატება უსურვა მის საქმიანობაში.  

ბულგარეთისა და პოლონეთის ხელისუფლებებმა თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდეს, რუსეთი სასწრაფო წესით დატოვონ

ბულგარეთისა და პოლონეთის ხელისუფლებებმა თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდეს, სასწრაფო წესით დატოვონ რუსეთი. „უსაფრთხოების სიტუაციის მკვეთრი გაუარესების, საზღვრების ჩაკეტვის, ან სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში, ევაკუაცია შეიძლება მნიშვნელოვნად გართულდეს, ან შეუძლებელიც კი იყოს. ჩვენ ვურჩევთ პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც რჩებიან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ქვეყანა დატოვონ“, - განაცხადა პოლინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: ჩვენ არ ვგეგმავთ რუსეთის იმ მოქალაქეების მიღებას, რომლებიც უცებ დიდი დემოკრატები გახდნენ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი: მეტი იარაღი, მეტი სანქციები, რუსეთის მეტი იზოლაცია ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.  დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, პუტინმა შესაძლოა, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსია 30 სექტემბერს გამოაცხადოს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ბენ ჰოჯესი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე შეზღუდვების გაუქმებას ითხოვს

რუსეთს არ უნდა მიეცეს უფლება, ომი გაჭიანურებულ კონფლიქტად გადააქციოს, ამიტომ ყველა საჭირო იარაღი უნდა მიეწოდოს ერს, რომელიც თავს იცავს. ამის შესახებ ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის (CEPA) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელი, 2014-2017 წლებში, ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი აცხადებს. მის ინტერვიუს უკრაინული მედია ავრცელებს. მისი ცნობით, ბენ ჰოჯესი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე შეზღუდვების გაუქმებას ითხოვს. Reuters: აშშ უკრაინისთვის ახალ, $1.1 მილიარდის დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელიც HIMARS-ის სარაკეტო სისტემებსაც მოიცავს „ვიცი, რომ ადმინისტრაცია და სხვა მთავრობები ცდილობენ გაარკვიონ, როგორ გააკეთონ ეს ყველაფერი. სრულიად არ ვეთანხმები ადმინისტრაციის მიდგომას, რომ ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული შეზღუდვები (უკრაინას იარაღის მიწოდებაზე - რედ.). CNN: თეთრი სახლი $35 მილიონს ითხოვს უკრაინის ბირთვული უსაფრთხოებისთვის ეჭვგარეშეა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციაში ყველას უნდა, რომ უკრაინა იყოს წარმატებული, სურს, რომ უკრაინამ მიაღწიოს მთელი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მაგრამ მაინც არის ნაწილი, რომელსაც ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად სჯერა, რომ რეალურად შესაძლებელია რუსეთთან მოლაპარაკება. ეს კარგი ხალხია, მათ აწუხებთ, რა ბედი ეწევა ბირთვულ იარაღს, მათ აწუხებთ ესკალაცია, მე ეს მესმის, მე პირადად არ ვეთანხმები ამას“, - აცხადებს ბენ ჰოჯესი. გაეცანით Europetime-ის ინტერვიუს ბენ ჰოჯესთან ბენ ჰოჯესი: უკრაინა გაიმარჯვებს და ეს საქართველოს უსაფრთხოებას დაუყოვნებლივ გაზრდის ბენ ჰოჯესი: უკრაინელებს სჭირდებათ შორს-მოქმედი, ზუსტი დამიზნების იარაღი და რა თქმა უნდა, მათ ესაჭიროებათ შეუზღუდავი რაოდენობის ამუნიცია, მათ ესაჭიროებათ ჭურვები. ჩვენ ძალიან ბევრი მივაწოდეთ და უნდა გავზარდოთ მათი წარმოების ტემპები, რადგან თავად ჩვენც და სხვა ქვეყნებსაც ესაჭიროებათ ეს ამუნიცია. ეს გადასაწყვეტია და ინდუსტრია წახალისებული უნდა იყოს, რომ შეძლებისდაგვარად დაჩქარდეს წარმოების ტემპები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

შალვა პაპუაშვილი: ვგმობთ და არ ვაღიარებთ იმ ფსევდორეფერენდუმებს, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ტარდება

ჩვენ ვგმობთ და არ ვაღიარებთ იმ ფსევდორეფერენდუმებს, რომლებიც ტარდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველო უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის მიერ ჩატარებულ უკანონო რეფერენდუმებს გმობს „ჩვენ ვგმობთ და არ ვაღიარებთ იმ ფსევდორეფერენდუმებს, რომლებიც ტარდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში. დაუშვებელია საზღვრების ძალისმიერი შეცვლა. აუცილებელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერს შალვა პაპუაშვილი. უკრაინული მედია: რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები გამოაცხადეს Reuters: აშშ უკრაინისთვის ახალ, $1.1 მილიარდის დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელიც HIMARS-ის სარაკეტო სისტემებსაც მოიცავს უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.  21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.