ძებნის რეზულტატი:
ცნობილია, რა რაოდენობის გაზი გაიტანა აზერბაიჯანმა ევროპაში
აზერბაიჯანმა 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ევროპაში 8,3 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერა. აზერბაიჯანიდან თურქეთში, გაზის ექსპორტმა 6,1 მილიარდი, საქართველოში - 1,9 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. შაჰბაზოვმა აღნიშნა, რომ გაზის ექსპორტი 2022 წელს, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22,6 პროცენტით გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ევროპას „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გავლით 2020 წლის 31 დეკემბერს მიწოდება. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, [რომელიც მსოფლიოში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორია], აზერბაიჯანმა ამ ბაზრის დივერსიფიცირება შეძლო. TAP-ი „სამხრეთის გაზის დერეფნის“ ევროპულ ნაწილს, ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდის. მათ შორის იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.
ირაკლი კობახიძე: პარტნიორებმა იციან, რომ პატიმარი სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა - დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია
პარტნიორებმა იციან, რომ პატიმარი სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა - დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ადვოკატი: ფაქტია, რომ უკრაინამ მოითხოვა სააკაშვილის დროებით გადაცემა, არის საკითხები, როცა მხარეებს შორის მოლაპარაკებები ხდება „მთავარია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა იციან ყველაფერი ამ საქმის შესახებ. პარტნიორებმა იციან, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და ყველა პირობაა შექმნილი სამედიცინო მომსახურებისთვის. დანარჩენი პოლიტიკური სპეკულაციებია“, - აღნიშნავს კობახიძე. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
დღეს უკრაინის დამცველთა დღეა
14 ოქტომბერს, უკრაინელები უკრაინის დამცველთა დღეს აღნიშნავენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს ეს დღე მიულოცა. ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გამარჯვება დავაჩქაროთ „თქვენ იბრძვით უკრაინის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, ყველა მომავალი თაობისთვის. გმირები... ჩვენი დამცველები", - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში. უკრაინის დამცველთა დღე არის სახალხო დღესასწაული, რომელიც 14 ოქტომბერს აღინიშნება. ოფიციალურად დაარსდა 2014 წლის 14 ოქტომბერს, პრეზიდენტის ბრძანებულებით, სახელწოდებით „უკრაინის დამცველის დღე". 2021 წლის 12 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ დღესასწაულს უკრაინის დამცველთა დღე დაარქვა. „ამ ეროვნული დღესასწაულის აუცილებლობა გამძაფრდა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციისა და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში შეიარაღებული საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ. საზოგადოებას და სახელმწიფოს ღირსეული პატივისცემა უნდა გამოეჩინა ფრონტის ხაზზე უკრაინელი ჯარისკაცების უპრეცედენტო სიმამაცისა და ვაჟკაცობისა და სამშობლოსთვის გაწირული ასობით სიცოცხლისთვის“, - წერს უკრაინული მედია.
ნიდერლანდები უკრაინას 70 მილიონ ევროს გამოუყოფს
ჰოლანდიის ხელისუფლება უკრაინის გათბობის სეზონის უზრუნველსაყოფად 70 მილიონ ევროს გამოყოფს. ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრმა კაჯსა ოლონგრენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინაში 15 მილიონი ევროს ღირებულების საზენიტო რაკეტებს გაუგზავნის „უკრაინის ქალაქებზე დაუნდობელი თავდასხმების“ საპასუხოდ. „ზამთრის მოახლოებასთან ერთად, უკრაინელების პრობლემები მხოლოდ იზრდება, შენობებს, წყალმომარაგებასა და გათბობის სისტემებს სასწრაფო რემონტი სჭირდება.მე ვუთხარი მსოფლიო ბანკს, რომ ნიდერლანდები მზად იყო, გამოყოს 70 მილიონი ევრო სპეციალურად ამ ზამთრისთვის“, - განაცხადა მინისტრმა. 10 ოქტომბერს, დილით, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა. დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, ზოგიერთ რაიონში შეფერხდა ელექტროენერგიის მიწოდება და მობილური კავშირი. მომდევნო დღეებში რუსეთმა განაგრძო სარაკეტო თავდასხმები უკრაინაზე.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკაშირებით, საქართველომ დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციას ინფორმაცია მიაწოდა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული პარტნიორობის ასპექტებზე და მისი გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ მდგომარეობას. როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს ქართულ-ბრიტანული სტრატეგიული პარტნიორობის ასპექტები და მისი გაღრმავების შესაძლებლობები. კომიტეტის თავმჯდომარემ ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. „მათ კითხვები ჰქონდათ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე. ზოგადად, რა გავლენას ახდენს უკრაინაში რუსეთის აგრესია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არა მხოლოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ ზოგადად, რეგიონზე. ასევე ისინი დაინტერესდნენ, საქართველოს როლით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე კონფლიქტით, მათ ჩვენ ჩვენი ხედვა გავაცანით მშვიდობიანი კავკასიის თაობაზე. საუბარი იყო ასევე ვაჭრობის საკითხებზე, შავ ზღვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე ვისაუბრეთ ბრიტანეთში არსებული ფაზების კრიზისზე, ენერგო კრიზისზე, ახალი პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ. საკითხების ძალიან ფართო სპექტრი იყო განხილული შეხვედრის ფარგლებში“, – განაცხადა სამხარაძემ. თავის მხრივ, როგორც ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჰარიეტ ბოლდიუნმა განაცხადა, შეხვედრაზე ბრიტანეთის დელეგაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მტკიცე მეგობრობა ქართველ კოლეგებთან.
„ნიუ ჰოსპიტალსში" მოთავსებული მოზარდის მდგომარეობა გაუმჯობესდა, „იაშვილში“ მყოფ კიდევ ერთ მოზარდს კი სავარაუდოდ, დღეს გაწერენ
„ნიუ ჰოსპიტალსში" მოთავსებული 13 წლის მოზარდის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა განუცხადა. ზურაბ აზარაშვილი იმედოვნებს, რომ მოზარდი მალე დატოვებს კლინიკას. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მინისტრის თქმით, ბავშვი შესაძლოა, იაშვილის კლინიკიდან რამდენიმე საათში გაწერონ. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალები: ჩვენმა სამხედროებმა მიკოლაივის ოლქში, ოკუპანტების სადამკვირვებლო პუნქტი გაანადგურეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების ქვედანაყოფმა, მიკოლაევის ოლქის ქალაქ ოჩაკოვთან ოკუპანტების სადამკვირვებლო პუნქტი გაანადგურა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. უკრაინის გენშტაბი: ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, მტრის კონცენტრაციის 19 ადგილზე მიიტანეს იერიში უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსებმა უკრაინაში 57 386 დანაშაული ჩაიდინეს "ქალაქ ოჩაკოვთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების ნაწილებმა გაანადგურეს მტრის მიერ კონტროლირებადი სადამკვირვებლო პუნქტი და ორი ირანული დრონი „შაჰიდ-136“ - ნათქვამია ინფორმაციაში. ზელენსკი: ტერორს ძალით უნდა უპასუხო ყველა დონეზე - ბრძოლის ველზე, სანქციებითა და კანონის საფუძველზე ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
BBC: რუსეთის დადასტურებული დანაკარგი უკრაინაში 7,5 ათასს აჭარბებს
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ საომარ მოქმედებებში დაიღუპა 7502 რუს ოფიცერი და ჯარისკაცი. ამის შესახებ BBC გამოცემა Mediazona-სთან ერთობლივ ანგარიშს აქვეყნებს. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს „14 ოქტომბრის მდგომარეობით, ჩვენ შევძელით მიგვეღო დადასტურებული ინფორმაცია 7502 დაღუპული რუსი ჯარისკაცისა და ოფიცრის შესახებ. ჩვენ ვეყრდნობით მხოლოდ დადასტურებულ გარდაცვალების ცნობებს, ამიტომ შეგროვებული მონაცემები არ ასახავს მსხვერპლის რეალურ დონეს“- წერს BBC. სამხერო-საზღვაო ანალიზის ცენტრის ექსპერტის მაიკლ კოფმანის თქმით, უკრაინის ომის დროს ყოველ დაღუპულ რუს ჯარისკაცზე დაახლოებით 3,5 დაჭრილია. „ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რუსეთის გამოუსწორებელი დანაკარგები (ანუ, დაშავებულთა, გარდაცვალების ან უგზო-უკვლოდ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო მოქმედების გარეშე) შესაძლოა, სულ მცირე 53 000 ადამიანი იყოს“, - აცხადებს მაიკლ კოფმანი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ექიმი: „ნიუ ჰოსპიტალსში“ მოთავსებულმა მოზარდმა მშობლებთან კონტაქტი შეძლო, ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე სახლში წავა
„ნიუ ჰოსპიტალსში“ მოთავსებული ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მოხსნილია ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან, კონტაქტურია. ამის შესახებ ექიმმა დავით ციბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, რისკები რჩება, თუმცა პირველი 24 საათის სირთულეები მეტ-ნაკლებად დაძლეულია. „ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე სახლში წავა“, - განუცხადა ექიმმა ჟურნალისტებს. ამასთან ექიმმა აღნიშნა, რომ გართულების საშიშროება მაინც არსებობს. სამედიცინო პერსონალის მხრიდან, არცერთი მიზეზი არაა, რომ ბავშვი სადმე გადავიყვანოთ. „გართულებების საშიშროება რჩება. იყო იქ ასპირაცია, 72 საათი ჯერ არ გასულა და ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება. ამ დროისთვის აპარატიდან მოხსნილია. მოზარდი მშობლებთან კომუნიკაციაში შევიდა“, - განაცხადა ექიმმა. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
ექიმი: სამედიცინო პერსონალის მხრიდან, არცერთი მიზეზი არაა, რომ ბავშვი „ნიუ ჰოსპიტალსიდან“ სადმე გადავიყვანოთ
სამედიცინო პერსონალის მხრიდან, არცერთი მიზეზი არაა, რომ ბავშვი სადმე გადავიყვანოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნიუ ჰოსპიტალის“ ექიმმა დავით ციბაძემ განუცხადა. ექიმი: „ნიუ ჰოსპიტალსში“ მოთავსებული მოზარდი კონტაქტურია, ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე სახლში წავა ამასთან ექიმმა აღნიშნა, რომ გართულების საშიშროება მაინც არსებობს. „გართულებების საშიშროება რჩება. იყო იქ ასპირაცია, 72 საათი ჯერ არ გასულა და ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება. ამ დროისთვის აპარატიდან მოხსნილია. მოზარდი მშობლებთან კომუნიკაციაში შევიდა“, - განაცხადა ექიმმა. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 40 000-ზე მეტი ქალი მსახურობს, მათგან 5 000 ფრონტის ხაზზეა
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში, სამხედრო პოზიციებზე 40 000-ზე მეტი ქალი მსახურობს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების სარდალმა სერჰი ნაევმა განაცხადა. „40 000-ზე მეტი ქალია სამხედრო პოზიციებზე, რომელიც ამჟამად უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. მათგან 8 000 ოფიცრის თანამდებობაზეა“, - განაცხადა სერჰი ნაევმა. მისივე თქმით, 5000-ზე მეტი ქალი იმყოფება იმ ადგილებში, სადაც აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. მათ შორის არიან ოცეულის, მანქანებისა და უპილოტო თვითმფრინავების მეთაურები, ასევე სნაიპერები. „აქედან გამომდინარე, დადებითად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალები და კაცები ერთად ატარებენ სამხედრო სამსახურის მძიმე ტვირთს და ასრულებენ დავალებებს შეიარაღებული აგრესიის მოსაგერიებლად. მე დიდ პატივს ვცემ ყველა იმ ქალს, ვინც ჯარში სამსახურში მოვიდა“, - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების სარდალმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ოლექსი დანილოვი: ახლოვდება დრო, როდესაც რუსეთი მაღალი სიზუსტის რაკეტებს ვეღარ გამოიყენებს
რუსეთმა მაღალი სიზუსტის რაკეტების ორი მესამედი გამოიყენა. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა დრო, როდესაც რუსეთი ვეღარ გამოიყენებს ამ რაკეტებს, უკვე ახლოვდება“. მისი თქმით, იმისთვის, რომ რუსეთმა გააგრძელოს მასობრივი თავდასხმები, ისევე როგორც 10 ოქტომბერს, უნდა გაზარდოს რაკეტების წარმოება 20%-ზე მეტით, რაც მათთვის პრობლემურია სანქციების და „გამოცდილების დეფიციტის“ გამო. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა აგვისტოს მდგომარეობით უკრაინას 3500 რაკეტა ესროლა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1 620 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს - უკრაინის პრეზიდენტის ოფისი
უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, უკრაინამ უკვე მოახდინა 1620 დასახლების დეოკუპაცია. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს. „დღეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია - უკრაინის დამცველთა დღე. თქვენი წყალობით რუსი დამპყრობლებისგან უკვე გათავისუფლდა 1620 დასახლებული პუნქტი“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, აქედან ხერსონის ოლქში დეოკუპირებულია 75 დასახლებული პუნქტი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი, იაშვილის სახელობის კლინიკიდან გაწერეს
ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი, იაშვილის სახელობის კლინიკიდან გაწერეს. „ნიუ ჰოსპიტალსში" მოთავსებული მოზარდის მდგომარეობა გაუმჯობესდა, „იაშვილში“ მყოფ კიდევ ერთ მოზარდს კი სავარაუდოდ, დღეს გაწერენ როგორც ცნობილია, ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა სახლში გაწერეს. შეგახსენებთ, რომ კიდევ ერთი დაშავებული მოზარდი კი „ნიუ ჰოსპიტალსშია“ მოთავსებული. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. მეორე ბავშვის მდგომარეობა 14 ოქტომბერს გაუმჯობესდა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
ლიეტუვაში შეკეთებული ჰაუბიცები უკრაინის ბრძოლის ველზე ბრუნდებიან
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა, რომ ლიეტუვაში შეკეთებული PzH 2000 ტიპის თვითმავალი ჰაუბიცები უკვე უკრაინაში ბრუნდებიან. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. ანუსაუსკასმა მანამდე განაცხადა, რომ ლიეტუვა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ზამთრის ტანსაცმლითა და აღჭურვილობით მოამარაგებს. მისი თქმით, დახმარების ამ ჯგუფის მიწოდების შემდეგ, ლიეტუვის ჯამური სამხედრო დახმარება უკრაინისთვის, 230 მილიონ ევროს მიაღწევს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ოლექსი რეზნიკოვი: აშშ-სგან უკრაინა, პირველ საზენიტო-სარაკეტო სისტემა NASAMS-ს, ოქტომბერში მიიღებს
შეერთებული შტატების მიერ, უკრაინისთვის, საჰაერო თავდაცვისთვის გადაცემული NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, ქვეყანაში ოქტომბერში იქნება. ამის შესახებ უკრაინის ტელემარტონის ეთერში თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა. რეზნიკოვმა დასძინა, რომ გერმანული IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში, ასევე ოქტომბერში ჩავა. „აშშ-ის გადაწყვეტილებაა მოგვაწოდოს ძალიან ცნობილი NASAMS-ის სისტემა, პირველი რამდენიმე ინსტალაცია. ჩვენი სპეციალისტები ასევე გადიან ტრენინგს“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.
თბილისის მერის მოადგილე: ვაკის პარკში შადრევნის რეაბილიტაციის შემდეგ, ჩვენი თანამშრომლები ჩართულ აუზში ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდნენ
თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განმარტებით, ვაკის პარკში მდებარე შადრევნის რეაბილიტაციის პროცესი აგვისტოში დასრულდა და მას შემდეგ სისტემის ტესტირება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ბავშვი, იაშვილის სახელობის კლინიკიდან გაწერეს მისი თქმით, მუნიციპალიტეტი ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას ყოველთვის უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს ითხოვს. „მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ობიექტი გვაქვს ქალაქში და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები არსად გვქონია. ამ შემთხვევაშიც, გათვალისწინებული იყო კონკრეტული „რელე“, რომელსაც უნდა ემუშავა ძაბვის ცვალებადობის დროს. ახლა გამოძიების საგანია, რატომ არ იმუშავა ამ ხელსაწყომ. ამასთან, რეალურად შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა აგვისტოს ბოლოს, რის შემდეგაც, როგორც მუნიციპალიტეტის, ისე კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში იყვნენ ჩართულ შადრევანში, აქტიურად აკეთებდნენ სისტემის ტესტირებას და რაიმე შემთხვევა არც ერთხელ დაფიქსირებულა“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. დედაქალაქის მერის მოადგილემ იმ პროცედურებზეც ისაუბრა, რომელიც პროექტმა გაიარა. „კასკადის რეაბილიტაციის პროექტი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი მუნიციპალიტეტში, წარიმართა შემდეგნაირად: ჩვენ შევისყიდეთ კასკადის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც ჩავიბარეთ დაექსპერტებული, ანუ მას მოჰყვა შესაბამისი საექსპერტო დასკვნა და დაიწყო უშუალოდ კასკადის რეაბილიტაციის განხორციელება. ამ პროცესში ასევე ჩართულია მუნიციპალური ლაბორატორია, რომელიც უწევს ტექნიკურ ზედამხედველობას და აკეთებს მოცულობების დადასტურებას, ანუ რა მოცულობები და რა სახის მასალები შემოვიდა ობიექტზე. როდესაც მოდის კონკრეტული ეტაპის მიღება-ჩაბარების დრო, ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რისი საფუძველიც არის საექსპერტო დასკვნა ჩატარებულ სამუშაოებზე. საექსპერტო ბიურო ადარებს პროექტის შესაბამისობას შესრულებულ სამუშაოსთან და წერს შესაბამის დადებით დასკვნას, რომლის შემდეგაც კონკრეტული სამუშაოს ჩაბარება ხდება“, - აღნიშნა ანდრია ბასილაიამ. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
“გრინსერვის პლუსის” დირექტორის ადვოკატი: პასუხისმგებლობას ეს კაცი გრძნობს, მაგრამ არ უთქვამს, რომ დამნაშავეა
ლაშა ფურცხვანიძისთვის ბრალის წარდგენას არ ველოდები, არ არის საკმარისი მტკიცებულებები - პასუხისმგებლობას ეს კაცი გრძნობს, მაგრამ არ უთქვამს, რომ დამნაშავეა, - ამის შესახებ კომპანია “გრინსერვის პლუსის” დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა, ტარიელ კიკნაძემ ჟურნალისტებს ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოსთან განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკვშირებით. “დასრულდეს პროცესი და ყველაფერს გეტყვით შემდეგ. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ეს კაცი გრძნობს,მაგრამ მას არ უთქვამს, რომ მე დამნაშავე ვარო”,- განაცხადა ტარიელ კიკნაძემ. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორ ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
მიხეილ სააკაშვილი PACE-ს რეზოლუციას გამოეხმაურა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. „ევროპის საბჭოს ისტორიულ რეზოლუციაში ჩემი, როგორც პუტინის პირადი პატიმრის ჩართვა - სიტუაციის ზუსტი აღწერაა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მახარებს. ეს აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და მიმაჩნია, რომ ამ რთულ ვითარებაში საქართველოს ვნებს მეტი შინაგანი კონფრონტაცია და პირიქით, სჭირდება კონსოლიდაცია და საერთო ენის გამონახვა“,- წერს სააკაშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში პრეზიდენტ პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტპატიმრების, მათ შორის უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეების განხილვასა და მათ გათავისუფლებას. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“, 13 ოქტომბერს დაამტკიცა. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ნინო ჩხობაძე: სამწუხაროდ, გარემოსდაცვითი გამოცდილება, სახალხო დამცველობის კანდიდატებს ცოტას ჰქონდათ
ჩემი შეფასების პირველი კრიტერიუმი იყო, რამდენად ჰქონდათ კანდიდატებს გამოცდილება გარემოსდაცვით სისტემებთან მიმართებით. ჩემდა სამწუხაროდ, 19 კანდიდატიდან ძალიან ცოტას ჰქონდა გამოცდილება, - ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატების შემფასებელმა, ნინო ჩხობაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ნინო ჩხობაძის თქმით, გარემოსდაცვითი გამოცდილება ძალიან ცოტა კანდიდატს ჰქონდა. „ჩემი შეფასების პირველი კრიტერიუმი იყო, რამდენად ჰქონდათ კანდიდატებს გამოცდილება გარემოსდაცვით სისტემებთან მიმართებით. ჩემდა სამწუხაროდ, 19 კანდიდატიდან ძალიან ცოტას ჰქონდა გამოცდილება. არ გამომიტოვებია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სოციალური სამართლიანობის პრინციპები – არა მარტო სამართალ- სასჯელაღსრულებით სისტემებში გამოცდილება, ადამიანის უფლებებში ან ბავშვთა უფლებებში. დღეს, 21-ე საუკუნეში ადამიანის უფლებები პირდაპირ გადაკვეთილია გარემოს დაცვით სისტემებთან და გარემოს დაცვის პრობლემატიკასთან. მით უფრო, რომ კლიმატის ცვლილება ხდება, მოსახლეობას მეტი და მეტი უჭირს. ადაპტაციურ ღონისძიებებზე, რომლებიც გასატარებელია, ჩემი ხედვით, ომბუდსმენმა უნდა დაიცვას სამართლიანობის პრინციპი, დაიცვას ადამიანის უფლება, პირველ რიგში, დაიცვას სიცოცხლის უფლება. ალბათ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ოთხი კრიტერიუმიდან, ვუყურებდი, გარემოსდაცვითი გამოცდილება ვის, როგორ ჰქონდა. ჩემთთან სიაში ლიდერობს ნუგზარ კოხრეიძე, ქალბატონი ანა აბაშიძე და ასე შემდეგ“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა სახალხო დამცველობის კანდიდატების ცხრაკაციანმა შემფასებელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. როგორც ცნობილია, კომისიის წევრებმა ომბუდსმენობის 19 კანდიდატი ოთხი კრიტერიუმის მიხედვით შეაფასეს. მომავალი სახალხო დამცველი პარლამენტმა 90-ხმიანი კვორუმით უნდა აირჩიოს.