ძებნის რეზულტატი:

ბელორუსში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა

მეზობელი სახელმწიფოების მიერ მოსალოდნელ პროვოკაციებზე ცნობების ფონზე, ბელორუსმა ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი შემოიღო. ამის შესახებ ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ მაკეიმ განაცხადა.  ლუკაშენკომ, სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებები, მხოლოდ საკუთარ თავს დაუქვემდებარა „ჩვენი ქვეყნის მეთაურმა არაერთი შეხვედრა გამართა ძალოვან სტრუქტურებთან, შემოღებულია კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი. მართლაც, იყო ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფო გეგმავდა პროვოკაციებს ბელორუსის ტერიტორიის გარკვეული მონაკვეთებზე. იგეგმებოდა ამ ტერიტორიების დაკავება“, - განაცხადა მაკეიმ.  ლუკაშენკო აცხადებს, რომ პუტინთან, ერთობლივი რეგიონული სამხედრო დაჯგუფების შექმნაზე შეთანხმდა მისივე თქმით, კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი უშიშროების ძალებს ფართო უფლებამოსილებებს ანიჭებს. მათ შორის შესაძლებელია პირადობის შემოწმების მიზნით დაკავება, გადაადგილების აკრძალვის დაწესება, მოსმენა და ყველა კომუნიკაციის კონტროლი, ასევე დაზვერვის ოფიცრებს უფლება აქვთ დაუბრკოლებლად შევიდნენ ნებისმიერ შენობაში.  

საპატრიარქო სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს სრულიად საქართველოთ კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს. საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, ღვთიმსახურება დაიწყება 10:00 საათზე. მრევლისთვის მცხეთაში უფასო ავტობუსები საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან 8:00 საათზე გავა. „ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვინაიდან გადაიდო ყველა საზეიმო ღონისძიება, მათ შორის, მცხეთობის საერო დღესასწაულიც, სვეტიცხოვლობის წირვაზე წამსვლელებს თავისუფლად შეეძლებათ გადაადგილება და მანქანების საშვები აღარ იქნება საჭირო“,- აღნიშნული საპატრიარქოს ინფორმაციაში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს.  

Financial Times: უკრაინამ შესაძლოა, ხერსონი მომავალ კვირას დაიბრუნოს

უკრაინამ შესაძლოა, მომავალ კვირას დაიბრუნოს ხერსონი და დნეპრის მარჯვენა სანაპირო გაათავისუფლოს. ამის შესახებ Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს.  ხერსონის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლება, მოსახლეობის ევაკუაციას იწყებს მედია ყურადღებას ამახვილებს, რუსი ოკუპანტების მიმართ კოლაბორატორთა მოწოდებაზე, დაუყონებლივ დაეწყოთ ოკუპირებულ რეგიონში მოსახლეობის „ევაკუაცია“, სავარაუდოდ „დაბომბვასთან დაკავშირებით“. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი „გადამწყვეტი ბრძოლისთვის“ ემზადება. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში, კიდევ ხუთი დასახლება გაათავისუფლეს შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა ძალებმა, ფრონტის ხაზი ხერსონში თვის დასაწყისში გაარღვიეს, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც აღირა. მას შემდეგ კიევმა დაიბრუნა მნიშვნელოვანი ტერიტორია დნეპრის დასავლეთით. უკრაინის სამხრეთის ოპერატიულმა სარდლობამ ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ ხერსონის რეგიონში კიდევ ხუთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, განადგურდა რუსული სამეთაურო-საკონტროლო კოშკი და ორი ბუქსირებადი ჰაუბიცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.   

ირაკლი ღარიბაშვილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ დარენ ტანგს შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, აგრეთვე მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებაში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველომ წლების განმავლობაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების რეგიონული ჯგუფის მუშაობაში აქტიურად არის ჩართული და 2017 და 2021 წლებში წარმატებით დაასრულა აღნიშნული ჯგუფის კოორდინაცია. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ჯგუფის რეგიონული კოორდინატორის, მიღწევებსა და წარმატებულ საქმიანობას. აღინიშნა, რომ რეგიონული ჯგუფის კოორდინატორის რანგში, საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას მაღალი შეფასება მისცა ორგანიზაციის დელეგაციამ. ასევე, აღინიშნა, რომ ცენტრალური ევროპისა და ბალტიის ქვეყნების რეგიონულ ჯგუფში მუშაობამ ევროკავშირის გამოცდილების გაზიარების ახალი შესაძლებლობები გააჩინა, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების უკეთ შესრულებისთვის და საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებისთვის. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილე ჰასან კლეიბი, გარდამავალი და განვითარებული ქვეყნების დეპარტამენტის უფროსი ჰაბიპ ასანი და ჟენევაში, გაერო-ს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე ესწრებოდნენ.  

მედია: ლუკაშენკო ფარულ მობილიზაციას ახორციელებს

პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გადაწყვიტა, ბელორუსში სამხედრო ნაწილების საბრძოლო მასალის მომარაგების საფარქვეშ, ფარული მობილიზაცია განახორციელოს. ამის შესახებ უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს.  ლუკაშენკომ, სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებები, მხოლოდ საკუთარ თავს დაუქვემდებარა „მობილიზაცია ჩატარდება საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებისა და სამხედრო სამსახურის სასწავლო ბანაკებში“, - წერს მედია.  პირველ ეტაპზე სამხედრო ნაწილები სოფლის მოსახლეობიდან დაკომპლექტდება. ლუკაშენკო აცხადებს, რომ პუტინთან, ერთობლივი რეგიონული სამხედრო დაჯგუფების შექმნაზე შეთანხმდა „2000-მდე ადამიანის მობილიზაცია მიუთითებს ცალკეული დანაყოფების დამატებით დაკომპლექტებაზე, რომლებიც ვიწრო საბრძოლო მისიებისთვის იქნება განკუთვნილი. მაგალითად, არტილერიისთვის,” - განუცხადა ბელორუსის შეიარაღებული ძალების ოფიცერმა უკრაინულ მედიას.  გამოცემის ანონიმური თანამოსაუბრე აღნიშნავს, რომ თუ მობილიზებულთა რაოდენობა ხუთ ათასს გადააჭარბებს, „ეს რომელიმე მიმართულებით დამრტყმელი ძალის შექმნაზე მიანიშნებს, თუ 10 000-ს გადააჭარბებს, რამდენიმე ჯგუფი იქნება", - აცხადებს ანონიმური წყარო.  ბელორუსში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა  

უკრაინის გენშტაბი: ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, მტრის კონცენტრაციის 19 ადგილზე მიიტანეს იერიში

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის კონცენტრაციის 19 ადგილზე მიიტანეს იერიში. უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსებმა უკრაინაში 57 386 დანაშაული ჩაიდინეს "ბოლო 24 საათში რუსეთის არმიამ განახორციელა ორი სარაკეტო და 16 საავიაციო დარტყმა უკრაინის ტერიტორიაზე. ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 70-ზე მეტჯერ გახსნეს ცეცხლი. უკრაინელმა ჯარისკაცებმა ბოლო 24 საათში ცხრა მიმართულებიდან განხორციელებული იერიშის მოგერიება შეძლეს. საავიაციო ძალებმა კი 25 დარტყმა მიიტანეს", - ნათქვამია ინფორმაციაში. ზელენსკი: ტერორს ძალით უნდა უპასუხო ყველა დონეზე - ბრძოლის ველზე, სანქციებითა და კანონის საფუძველზე ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

სამივე ბავშვი უგონოდ იყო, ორის გამოყვანა შევძელი, სადამდეც გამიძლო ორგანიზმმა - ვაკის პარკის მებაღე

მებაღე დევი მეზურნიშვილი, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანში ბავშვები გადაარჩინა, ტელეკომპანია „ფორმულასთან“ მომხდარს იხსენებს. „სამივე ბავშვი უგონოდ იყო ჩაძირული წყალში, უგონო მდგომარეობაში და ორის გამოყვანა შევძელი გუშინ, სადამდეც გამიძლო მეც ორგანიზმმა იმ დენის გამო და სამწუხაროა, რომ მესამე ბავშვი ვერ გადარჩა. ნეტა ისიც გადარჩენილიყო და არ მომხდარიყო ეს ამბავი. პირველი დახმარება მე მომიწია, ხალხიც უამრავი იყო, ყველა ცდილობდა მათ დახმარებას. სასწრაფოც მაშინვე მოვიდა, მალევე და მერე მათ გააგრძელეს ბავშვების დახმარება. მერე გადაიყვანეს საავადმყოფოში და დაიღუპაო მერე გავიგე... მანამდე კიდევ იყო რაღაც იმედი"- ამბობს მეზურნიშვილი. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.  სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.  გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: დეკემბერში პატრიარქის გადადგომის შესახებ ინფორმაცია, მორიგი ფანტაზია და ტყუილია

რაც გუშინ მოვისმინეთ, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის მორიგი ფანტაზია, ტყუილი, ტყუილი, ტყუილი, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე დეკემბერში გადადგომას აპირებს. „შარშან ვთქვი, რომ პატრიარქს ჰქონდა მსგავსი რამ ნათქვამი გადადგომაზე, მაგრამ არანაირი თარიღები და ვადები, რაც გუშინ მოვისმინეთ, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის მორიგი ფანტაზია, ტყუილი, ტყუილი, ტყუილი. მღვდელმთავრები ზოგადად ამის წინააღმდეგ არიან, პატრიარქის მიმართ მამობრივი გრძნობით არიან, განწყობაც შესაბამისია, პატრიარქმა გააგრძელოს თავისი მსახურება. ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. ცნობისთვის, გუშინ ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე დეკემბერში გადადგომას აპირებს.  

13 წლის ბიჭი, რომელსაც ვაკის პარკში შადრევანში დენმა დაარტყა, მართვით სუნთქვაზე რჩება

13 წლის ბიჭი, რომელსაც ვაკის პარკში შადრევანში დენმა დაარტყა, მართვის სუნთქვაზე რჩება. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მედიასთან კომენტარი „ნიუ ჰოსპიტალის“ ექიმმა გააკეთა.  „იმყოფება მართვით სუნთქვაზე, საძილე მედიკამენტების მოქმედების ფონზე სძინავს. დინამიკაში მდგომარეობა გაუარესებული არ არის. აღინიშნა ცხელების ეპიზოდი, თუმცა ახლა ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია. ჩაუტარდა კვლევები. ამ ეტაპზე თავის ტვინზე პათოლოგიური ცვლილებები არ აღინიშნება. მკურნალობა გრძელდება“, - აცხადებს ექიმი. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.  სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.  გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

"ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინელებმა 64 300-მდე რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს. მათ შორის 500 ჯარისკაცი ბოლო 24 საათის განმავლობაშია ლიკვიდირებული", - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უკრაინის გენშტაბი: ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, მტრის კონცენტრაციის 19 ადგილზე მიიტანეს იერიში უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსებმა უკრაინაში 57 386 დანაშაული ჩაიდინეს "საერთო დანაკარგები მოიცავს: 2521 ტანკს, 5172 ჯავშანტექნიკას, 268 საბრძოლო თვითმფრინავს და 240 ვერტმფრენს, 3944 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 16 გემს/ნავს, 1199 უპილოტო საფრენ აპარატს, 142 ერთეულ სპეცტექნიკას, 316 ფრთოსან რაკეტას", - ნათქვამია ინფორმაციაში. ზელენსკი: ტერორს ძალით უნდა უპასუხო ყველა დონეზე - ბრძოლის ველზე, სანქციებითა და კანონის საფუძველზე ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გამარჯვება დავაჩქაროთ

ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავაჩქაროთ გამარჯვება - უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან იცის, რას იცავს ამ ომში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს უკრაინის გენშტაბი: ბოლო 24 საათში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, მტრის კონცენტრაციის 19 ადგილზე მიიტანეს იერიში უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსებმა უკრაინაში 57 386 დანაშაული ჩაიდინეს „14 ოქტომბერს ჩვენ აღვნიშნავთ უკრაინის დამცველთა დღეს. ეს იმ ხალხის დღეა, ვინც იბრძვის. ეს ის დღეა, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. ეს იმის დღეა, თუ როგორ გამარჯვებას მოვიპოვეთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავაჩქაროთ გამარჯვება. ჩვენ დიდი ქვეყნის დიდი ხალხი ვართ!“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკი: ტერორს ძალით უნდა უპასუხო ყველა დონეზე - ბრძოლის ველზე, სანქციებითა და კანონის საფუძველზე ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინა: რუსეთი, გაზსადენ „თურქული ნაკადის“ საბოტაჟისთვის ემზადება

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია თურქული ნაკადის გაზსადენის საბოტაჟისთვის ემზადება. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარტნიორებს, გამოხატონ მტკიცე პოზიცია და საჯაროდ განაცხადონ, რომ გაზსადენ Nord Stream 2-ის გაშვება ან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება არ მოხდება. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯაროდ გააფრთხილა, რომ რუსეთი ემზადება უკრაინის გაზის ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის შესაძლო დაზიანებისთვის, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე პროვოკაციების საბაბით, რათა აიძულოს გერმანია გაუშვას Nord Stream 2. უკრაინას ასევე აქვს მონაცემები რუსეთის შესაძლო მსგავს გეგმებზე „თურქეთის ნაკადთან“ დაკავშირებით.  უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც პარტნიორებს რუსული ენერგეტიკული ტერორიზმის თავიდან აცილება შეუძლიათ, არის მკაცრი პოზიციის დაკავება. „ახლა და საჯაროდ უნდა გამოცხადდეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოხდება Nord Stream 2-ის გაშვება ან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება,“- ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  

აშშ-ის საელჩო: ვუერთდებით მთელ საქართველოს, რომელიც ერთად გლოვობს ამ ტრაგიკულ დანაკლისს

საქართველოში აშშ-ის საელჩო ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაღუპული მარიტა მეფარიშვილის ოჯახს უსამძიმრებს. ინფორმაცია საელოს Facebook-ზე გავრცელდა.  „ჯაზ კვინტეტის დღევანდელი კონცერტი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასა და 16 ოქტომბრის კონცერტი თელავის სამუსიკო სასწავლებელში აღარ გაიმართება. უდიდესი მწუხარებით ვუსამძიმრებთ 13 წლის მარიტას ოჯახს, მეგობრებსა და თანაკლასელებს. ვუერთდებით მთელ საქართველოს, რომელიც ერთად გლოვობს ამ ტრაგიკულ დანაკლისს. იმედი გვაქვს, რომ დაშავებულები სრულად გამოჯანმრთელდებიან და ამისთვის ვლოცულობთ" - წერს საელჩო. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.  სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.  გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

ვაკის პარკში, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება

ვაკის პარკში, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.  "გრინ სერვისის" დამფუძნებელი: მე ვიყავი პირადად პასუხისმგებელი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე, შსს-ში განცხადება გაკეთდა ამ ეტაპზე, პოლიციაში იმყოფებიან კომპანია "გრინსერვის პლიუსის" დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსს გიგა გიგაშვილი. ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლიციაში „გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლები იკითხებიან 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.  სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.  გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი თანამდებობას ტოვებს

თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი სანაკოევი თანამდებობას ტოვებს. ინფორმაციას მის კომენტაზე დაყრდნობით, რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს.  „16 წელი საკმარისია ერთ ადგილზე ყოფნისთვის. მინდა ჩემ ცხოვრებას მივხედო. ბიზნესში მინდა და სხვა სამსახურში უნდა გადავიდე“, - ეუბნება სანაკოევი რადიო თავისუფლებას და ამატებს, რომ გადაწყვეტილება პირადად მიიღო. მისივე თქმით, არ იცის ვინ დაინიშნება მის ადგილას.  

ირაკლი კობახიძე გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარე ლარს კლინგბაილს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარე ლარს კლინგბაილს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს გერმანიის როლსა და მხარდაჭერაზე ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. „ძალიან მეგობრული და პროდუქტიული შეხვედრა შედგა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ლარს კლინგბაილთან, ჩვენ გვქონდა საუბარი როგორც პარტიებს შორის თანამშრომლობაზე, ასევე გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გერმანია მხარს უჭერს ჩვენს ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში და მაქსიმუმი გაკეთდება იმისთვის, რომ წარმატებებს მივაღწიოთ ამ გზაზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტიული თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენს პარტიასა და გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას შორის, ეს ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებას" - განაცხადა კობახიძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ დელეგაციის წევრები - პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს ელჩი გერმანიაში ლევან იზორია.  

ილონ მასკმა, უკრაინაში Starlink-ის მიწოდების შეწყვეტაზე კომენტარი გააკეთა

ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა გააფრთხილა პენტაგონი, რომ შეწყვეტს Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო სისტემების მიწოდებას უკრაინაში, თუ აშშ-ის ხელისუფლება მათ დაფინანსებაში არ დაეხმარება (რომელიც წლის ბოლოსთვის $120 მილიონზე მეტი დაჯდება, ხოლო შემდეგ $400 მილიონზე მეტი). Financial Times: უკრაინელი სამხედროების ცნობით, ფრონტის ხაზზე Starlink-ის ტერმინალებზე, შეფერხებაა Kyiv Post-ის კორესპონდენტმა ჯეისონ სმარტმა Twitter-ზე დაწერა, რომ მასკმა უკრაინელებისთვის Starlink-ის სისტემების მიწოდებაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც უკრაინის ელჩმა გერმანიაში, ანდრი მელნიკმა მასკი „ერთ ადგილას გაუშვა“.  მასკმა სმარტს უპასუხა, რომ მისი კომპანია „მხოლოდ [მელნიკის] მის რჩევას მისდევდა". მანამდე მასკმა განაცხადა, რომ SpaceX-ის დახმარება უკრაინას „80 მილიონი დოლარი დაუჯდა და წლის ბოლომდე 100 მილიონ დოლარს გადააჭარბებს“. ილონ მასკი უკრაინელი და დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან კრიტიკის ტალღღის ქვეშ მოექცა იმის გამო, რომ რამდენიმე კვირის წინ უკრაინაში ომის მშვიდობიანი გადაწყვეტის გეგმა შესთავაზა. მასკმა უკრაინას, ყირიმის რუსეთისთვის დატოვება და რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარება შესთავაზა.  

ილია მეორე: უფალი როდესაც გვაძლევს განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ჩვენ ძალას, არ უნდა შეგეშინდეთ

უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი როდესაც გვაძლევს განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ჩვენ ძალას - უფალი აღგვავსებს ჩვენ სიყვარულით. არ უნდა შეგეშინდეთ. არ უნდა გაგიტყდეთ გული, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სვეტიცხოველში ქადაგებისას განაცხადა. საპატრიარქო სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს „მრავალი სასწაული გვინახავს ჩვენ, მაგრამ ეს სასწაული, რომ უფალი ჩვენთან არის, უფალი არ დაგვტოვებს ჩვენ, უფალი აღგვავსებს ჩვენ სიყვარულით. არ უნდა შეგეშინდეთ. არ უნდა გაგიტყდეთ გული. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი როდესაც გვაძლევს განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ჩვენ ძალას. გულითადად მივსალმები პრეზიდენტს, პრემიერს, რომლებიც ესწრებიან. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, - განაცხადა უწმინდესმა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს.  

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველანი უნდა გავერთიანდეთ ეკლესიის გარშემო, როგორც დღევანდელობამდე მოვედით ერთიანად

ყველანი უნდა გავერთიანდეთ ეკლესიის გარშემო, როგორც დღევანდელობამდე მოვედით ერთიანად, ერთ მუშტად შეკრული, ასე უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოვლის ტაძარში განაცხადა. ილია მეორე: უფალი როდესაც გვაძლევს განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ჩვენ ძალას, არ უნდა შეგეშინდეთ ირაკლი ღარიბაშვილმა მთელ საქართველოს სვეტიცხოვლის დღესასწაული მიულოცა. "მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. გუშინ სამწუხაროდ, დიდი უბედურება დატრიალდა. დღეს ჩვენ არ გვაქვს საზეიმო განწყობა. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდა მარიტას ოჯახს, მის ახლობლებს, მის მეგობრებს, ჩვენ საზოგადოებას დატრიალებული უბედურება. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული და გაანათლოს. მე ასევე მინდა, გითხრათ, რომ ჩვენთვის, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პატრიარქის, ჩვენი ბრძენი წინამძღოლის რჩევებს, დარიგებებს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ჩვენი ეკლესიის, ჩვენი პატრიარქის. ყველანი უნდა გავერთიანდეთ ეკლესიის გარშემო, ისე როგორც მოვედით დღევანდელობამდე, ერთიანად, ერთ მუშტად შეკრული, ასე უნდა გავაგრძელოთ წინსვლა, ეს რთული დროა მთელ მსოფლიოში, ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას დღეს მსოფლიო, სამყარო. მადლობა უფალს ჩვენი ეკლესიის ლოცვა-დიდებით, ჩვენ გავდივართ მშვიდად ამ განსაცდელს და ღმერთის იმედით, ჩვენ ამ გზას გავივლით მშვიდად და მტკიცედ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს „წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას“ – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს.  

ირაკლი ღარიბაშვილი: დიდი უბედურება დატრიალდა, მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდა მარიტას ოჯახს

მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდა მარიტას ოჯახს, მის ახლობლებს, მის მეგობრებს, ჩვენს საზოგადოებას ეს დატრიალებული უბედურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვას დაესწრო. „გუშინ სამწუხაროდ, დიდი უბედურება დატრიალდა. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდა მარიტას ოჯახს, მის ახლობლებს, მის მეგობრებს, ჩვენს საზოგადოებას ეს დატრიალებული უბედურება. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული და გაანათლოს“, - განაცხადა პრემიერმა. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.  სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.  გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.