ძებნის რეზულტატი:
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინას საჰაერო თავდაცვის მხოლოდ 10% აქვს
„ჩვენ ვებრძვით დიდ სახელმწიფოს, რომლებსაც აქვთ დიდი რაოდენობით აღჭურვილობა და რაკეტები“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დასავლეთის ქვეყნებს უკრაინითვის აღჭურვილობის მიწოდებისთვის და დაამატა, რომ საფრანგეთისა და იტალიისგან მტკიცე ვალდებულებას ელოდება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მათ შორის რადარებსა და რაკეტებს, უახლოეს კვირებში მიაწვდის. განცხადება დასავლელი პარტნიორების მრავალ სხვა დაპირებას მოჰყვა მას შემდეგ, რაც 10 ოქტომბერს, რუსეთის ძალებმა უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბეს.
ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს ევროპას, თავი დააღწიოს პუტინის შიშს
უკრაინის ომი ახალ ფაზაში შევიდა, რომლის დროსაც ევროპამ რუსეთის შიში საბოლოოდ უნდა დაძლიოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ ჟურნალ ZDF heute-თან ინტერვიუში განაცხადა. „ევროპას ჯერ კიდევ არ დაუძლევია რუსეთის შიში. როგორ რეაგირებენ რუსები ამაზე? რას ამბობს პუტინი ამაზე? და, რა მოხდება, როცა პუტინი ერთ დღეს წავა? ეს არის ევროპის საზრუნავი“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი. პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკზე კომენტირებისას, ზელენსკიმ აღიარა, რომ ასეთი რისკი არსებობს, მაგრამ აღნიშნა, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული იქნება, რომ ამას არაფერი მოჰყვება. მისი თქმით, მთელი ევროპის ამოცანაა, აჩვენოს პუტინს, რომ მას არავინ დაელაპარაკება და ის იზოლაციაში დარჩება. „მაშინ რუსული საზოგადოება მიხვდება, რომ პრეზიდენტად აირჩიეს ადამიანი, რომელიც ყველას ემუქრება ბირთვული იარაღით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ჯოზეფ ბორელი: რუსული არმია განადგურდება, თუ მოსკოვი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს უკრაინაში
„ეს ალბათ არ არის ბლეფი, როცა რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ საფრთხეებზე საუბრობს, მაგრამ არც დასავლეთის მხრიდან არის ბლეფი, როცა ამბობს, რომ რუსი სამხედროები განადგურდებიან, თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „არსებობს ბირთვული საფრთხე და პუტინი ამბობს, რომ ის არ ბლეფობს, მას ბლეფის საშუალება არ აქვს. ცხადი უნდა იყოს, რომ ხალხი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას, ევროკავშირი და წევრ ქვეყნები, შეერთებული შტატები და NATO არ ბლეფობენ. ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვევს პასუხს და არა ბირთვულ პასუხს, არამედ სამხედრო თვალსაზრისით ისეთ მძლავრ პასუხს, რომ რუსული არმია განადგურდება“, - აცხადებს ბორელი.
ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე, შსს-ში განცხადება გაკეთდა
ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკული შემთხვევის შესახებ, შს მინისტრის მოადგილემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „პირველ რიგში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა დღეს ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო და მივუსამძიმრო გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, მოგაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა უფლებამოსილი დანაყოფის წარმომადგენლები და დაიწყო შესაბამისი მოქმედებები. მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები და მუშაობენ როგორ შინაგან საქმეთა სამინისტროს ასევე სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ-კრიმინალისტები. ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიმდინარეობს სამუშაოების შემსრულებელი შპს „გრინ სერვის პლუსის“ დირექტორის, დამფუძნებლებისა და სხვა თანამშრომლების გამოკითხვები, ასევე გამოიკითხებიან ის პირები, ვინც ექსპერტიზა ჩაუტარა დასრულებულ ობიექტს. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამ დროისთვის, აქტიურად მიმდინარეობს და გაგრძელდება თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების, მათ შორის, თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის თანამშრომლების გამოკითხვა. ასევე, გამოძიება დეტალურად შეისწავლის საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ამსახველ დოკუმენტაციას, საექსპერტო დასკვნებსა და მიღება-ჩაბარების აქტებს. გარდა ამისა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარ სამმართველოში მიმდინარეობს შემთხვევის დროს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მყოფი არასრულწლოვნების, თბილისის 55-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეების, პედაგოგების, სკოლის ადმინისტრაციისა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლების გამოკითხვა. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო ექსპერტიზა, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით ვაცხადებთ, რომ შესაბამისი ექსპერტიზებისა და საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი. გამოძიების მსვლელობისას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ. ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლიციაში „გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლები იკითხებიან 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
რა საკითხები განიხილეს ერდოღანმა და პუტინმა ასტანაში გამართულ შეხვედრაზე
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხუთშაბათს თავის თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს შესთავაზა, თურქეთში ბუნებრივი აირის ჰაბის აშენება. ყაზახეთში შეხვედრისას პუტინმა განაცხადა, რომ თურქეთში ჰაბის აშენება ფასების რეგულირებას, საბაზრო ფასებში გაზის გაყიდვას შეუწყოს ხელს. სტამბულის შეთანხმება მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის შესახებ უნდა შენარჩუნდეს და გაძლიერდეს, მათ შორის რუსული მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტის მიმართულებით. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამ საკითხს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას შეეხო, იუწყება Ukrinform თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორატზე დაყრდნობით. რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ასტანაში, დღეს ერთმანეთს შეხვდებიან „ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, გავაძლიეროთ და გავაფართოოთ სტამბოლის შეთანხმება ამ კუთხით და რუსული მარცვლეულისა და სასუქების ტრანსპორტირება განვითარებად ქვეყნებში, როგორც თქვენ თქვით, თურქეთის გავლით. ჩვენ ვახორციელებთ ამ ტრანსპორტირებას განვითარებად ქვეყნებში ჩვენი მეშვეობით. ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ და განსაზღვრეთ ეს ქვეყნები“, - განაცხადა ერდოღანმა. როგორც უკრაინის ელჩმა თურქეთში ვასილ ბოდნარმა ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კარგად იცის უკრაინის პოზიცია რუსეთთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით: „ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები ჩვენი გარეშე შეუძლებელია. მათი აღდგენის პირობა უნდა მოიცავდეს რუსული ჯარების გაყვანას მთელი უკრაინის ტერიტორიიდან, მანამდე პუტინთან არავინ ისაუბრებს“. ანალოგიური პირობა დღესვე გაიმეორე უკრაინის პრეზიდენტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი ონლაინ მიმართვისას.
დიდი ბრიტანეთი უკრაინას მოწინავე ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებს გაუგზავნის
დიდი ბრიტანეთი უკრაინას საშუალო რადიუსის ჰაერსაწინააღმდეგო (Amraam) რაკეტებს მიაწვდის, რაც მათ საშუალებას მისცემს უკრაინელ სამხედროებს, ჩამოაგდონ რუსული საკრუიზო რაკეტები, ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. ,მისივე თქმით, ასობით სხვა საჰაერო თავდაცვის რაკეტა და საჰაერო დრონი ასევე გაიგზავნება, როგორც დახმარების პაკეტის ნაწილი. „ეს იარაღი დაეხმარება უკრაინას, დაიცვას თავისი ცა თავდასხმებისგან და გააძლიეროს საერთო საჰაერო თავდაცვა“, - განაცხადა უოლესმა.
NATO უკრაინას რუსული თვითმფრინავების განეიტრალებასა და ინფრასტრუქტურის დაცვაში დაეხმარება
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ ალიანსი დაუყოვნებლივ მიაწვდის უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემებს, რათა დაეხმაროს კიევს რუსეთის თვითმფრინავების განეიტრალებაში და დაიცვას უკრაინის მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა. სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ალიანსი გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმარება უკრაინას საბჭოთადან NATO-ს თანამედროვე იარაღზე გადასვლაში. ადრე, 12 ოქტომბერს, NATO-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება მოკავშირეებისთვის „მთავარი პრიორიტეტი" იქნება.
მოსკოვის „ბირთვულ რიტორიკასთან“ დაკავშირებით, NATO-სა და რუსეთს შორის კომუნიკაცია შედგა
საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთი არ აპირებს პასუხს ბირთვული იარაღით, თუ რუსეთი გამოიყენებს ამგვარი ტიპის იარაღს უკრაინის წინააღმდეგ. განიხილავს NATO ბირთვულ პასუხს ამგვარი შეტევის შემთხვევაში? ძირს უთხრის თუ არა საფრანგეთი დასავლეთის შეკავების პოლიტიკას, როდესაც ცალმხრივად გამორიცხავს ბირთვულ პასუხს? ამ შეკითხვით მიმართეს NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში, თავდაცვის მინისტერიალის შემდეგ. NATO-ს „ბირთვული შეკავების“ ფუნდამენტური მიზანია მშვიდობის შენარჩუნება, აგრესიის თავიდან აცილება და NATO-ს მოკავშირეების მიმართ იძულების თავიდან აცილება. გარემოებებს, როდესაც NATO-ს შეიძლება ბირთვული იარაღის გამოყენება მოუწიოს, უკიდურესად შორი მიზეზობრივი კავშირი აქვს. რუსეთის ბირთვული რიტორიკა საშიშია, უგუნური. მათ იციან, რომ თუ ისინი გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს უკრაინის წინააღმდეგ, მას სერიოზული შედეგები მოჰყვება. ეს არის ის, რაც რუსეთმა იცის, NATO-ს მოკავშირეებმა რუსეთს ამის შესახებ სხვადასხვა გზით აცნობეს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
კახა კალაძე: თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ, კანონის წინაშე პასუხი ვაგო
თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს „ნიუ ჰოსპიტალსში“ განუცხადა, რომ თუ აქვს რაიმე დანაშაული, მზადაა, კანონის წინაშე პასუხი აგოს. კალაძემ, ვაკის პარკში ტრაგედიისას დაზარალებული მოზარდი მოინახულა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია. „მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს. კარგად წარმომიდგენია, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა. მეც გაუბედურებული ვარ. შემზარავი ფაქტი მოხდა და უმძიმესია ეს ყველასთვის. გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაადგენს. ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს, მათ შორის მეც, თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე ვაგო პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ მედიასთან. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
ესპანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემით უზრუნველყოფს
NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ესპანეთის მიერ ვალდებულების აღების შესახებ გამოაცხადა, რომელიც უკრაინისთვის ამერიკული წარმოების MIM-23 HAWK-ის ტიპის საშუალო დიაპაზონის სარაკეტო სისტემების მიწოდებას ითვალისწინებს. 13 ოქტომბერს, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ NATO დაუყოვნებლივ მიაწვდის უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემებს, რათა დაეხმაროს კიევს რუსეთის თვითმფრინავების განეიტრალებაში და დაიცვას უკრაინის მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე განაცხადა, რომ უკრაინას მხოლოდ საჰაერო თავდაცვის 10% აქვს.
NATO-ს მოკავშირეების საბრძოლო თვითმფრინავების მონაწილეობით, წვრთნები გაიმართა
გერმანიაში, რამშტეინის ბაზაზე, შეერთებული შტატების F-22-ის, პოლონური F-16-ის, MIG-29-ებისა და იტალიური საბრძოლო თვითმფრინავების მონაწილეობით, საჰაერო მანევრები ჩატარდა. NATO-ს გაძლიერებული მისია ალიანსს საშუალებას აძლევს, შეაჩეროს შესაძლო საფრთხეები ჰაერიდან. NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე მოკავშირეთა თვითმფრინავების უპრეცედენტო რაოდენობაა თავმოყრილი. გამანადგურებელი თვითმფრინავები მზად არიან, შეაჩერონ და დაიცვან ნებისმიერი საფრთხე. ეს საქმიანობა ტარდება საერთაშორისო კანონებისა და სტანდარტების შესაბამისად. ისინი ხაზს უსვამენ NATO-ს მზადყოფნას, ჩვენი მოკავშირეების დასაცავად.
შოლცის თქმით, რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში, დასავლეთის წინააღმდეგ „ჯვაროსნული ლაშქრობის“ ნაწილია
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში, დასავლეთის წინააღმდეგ „ჯვაროსნული ლაშქრობის“ ნაწილი. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გახადეს მკაფიო: ეს ომი არამხოლოდ უკრაინას ეხება. ისინი მიიჩნევენ, რომ მათი ომი უკრაინის წინააღმდეგ, უფრო დიდი ჯვაროსნული ლაშქრობის ნაწილია, ჯვაროსნული ლაშქრობა ლიბერალური დემოკრატიის წინააღმდეგ“, - განაცხადა შოლცმა ბერლინში, პროგრესული მმართველობის სამიტზე, ვიდეოგზავნილში.
ალიევი პუტინთან შეხვედრაზე: ჩვენ მხარს ვუჭერთ გრძელვადიან მშვიდობას
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი რუსეთის ფედერაციის ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტს ასტანაში შეხვდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. „ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ იმით, თუ როგორ ვითარდება ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები. ჩვენ ყველა სფეროში პოზიტიურ იმპულსს ვხედავთ. რასაკვირველია, ყოველ შეხვედრაზე ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით ჩვენი რეგიონის საკითხებს, უსაფრთხოების და რეგიონში მშვიდობის მიღწევის საკითხებს. ჩვენ ერთგული ვართ გრძელვადიანი მშვიდობის“, - განაცხადა ალიევმა.
ილია მეორე: დიდია ჩვენი გულისტკივილი დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს მომხდარ ტრაგედიასთან დკავშირებით, სამძიმრის წერილს ავრცელებს: მარიამ (მარიტა) მეფარიშვილის მშობლებსა და ახლობლებს ბატონო დავით, ქალბატონო ანა, დიდია ჩვენი გულისტკივილი დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო. აღვავლენთ ლოცვებს პატარა მარიტა-მარიამის უკვდავი, ნათელი სულისათვის, რათა უფალმან თვის საუფლოში, - სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო თქვენ მოგმადლოთ ჭირსა შიგან სიმტკიცე და ურყევი რწმენა იმისა, რომ სინამდვილეში სიკვდილი არ არსებობს, რადგან გარდაცვალება არის დასაწყისი ახალი, მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ დროებით განგვაშორებს ახლობლებს; მთავარია, ჩვენ შევძლოთ ღვთის გზით სვლა. ვლოცულობთ მარიტა-მარიამისთვის. ღმერთი იყოს თქვენი შემწე. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
ზელენსკი: ტერორს ძალით უნდა უპასუხო ყველა დონეზე - ბრძოლის ველზე, სანქციებითა და კანონის საფუძველზე
უკრაინის პრეზიდენტმა მიმდინარე ომში, ბახმუტის მიმართულებით არსებულ ვითარებას კვლავ ერთ-ერთი რთული უწოდა. „ახლა რუსეთი ათასობით მობილიზებულს გზავნის. ისინი არ არიან სათანადოდ მომზადებულები, მაგრამ მათ მეთაურებს ეს არ სჭირდებათ. იმედი აქვთ, რომ მობილიზებული რუსები რამდენიმე კვირა მაინც გაძლებენ ომის პირობებში, შემდეგ დაიღუპებიან, შემდეგ ახლებს მიიყავნენ ფრონტის ხაზზე. მაგრამ ამ პერიოდში რუსი გენერლების მიერ თავისი ხალხის საზარბაზნე ხორცად გამოყენება, დამატებით ზეწოლას ახდენს ჩვენს მცველებზე. ეს მნიშვნელოვანი ზეწოლაა. და, მადლიერი ვარ ყველა ჩვენი მებრძოლის, ვინც ამ ზეწოლას უძლებს. ასევე მადლობა პარტნიორებს, ვინც ხვდება, რომ ამ პირობებში ჩვენ გვესაჭიროება თავდაცვითი მხარდაჭერის გაზრდა. ხვალ იქნება ჩვენი სრულმასშტაბიანი თავდაცვის 233-ე დღე და ახალი ნაბიჯები, რომლებიც მშვიდობასა და გამარჯვებასთან დაგვაახლოებს“, - განაცხადა ზელენსკიმ. „ჩვენ შევქმნით სპეციალურ ტრიბუნალს რუსული აგრესიის დანაშაულისთვის და უზრუნველვყოფთ სპეციალური კომპენსაციის მექანიზმს, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს. მადლობელი ვარ ევროპის საბჭოში ყველა ჩვენი პარტნიორის, რომლებიც მუშაობენ სამართლიანობისთვის უკრაინასა და ჩვენს მთელ კონტინენტზე. მადლობელი ვარ PACE-ში ჩვენი დელეგაციის, ნამდვილად ეფექტიანი მუშაობისთვის! ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადდა ასევე მადლობელი ვარ ყველა უკრაინელი დიპლომატისა და ჩვენი მეგობრების მსოფლიოსა და გაეროში, რომლებმაც ხელი შეუწყვეს სახელმწიფოების კონსოლიდაციას ისე, რომ ჩვენ ყველაზე მაღალი მხარდაჭერა მოვიპოვეთ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, რუსული ტერორისტული ომის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის მცდელობას გმობს მსოფლიო ხედავს, რა ხდება. მან იცის იმ ფარსის ფასი, რომელიც რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ყალბი რეფერენდუმების სახით მოაწყო. გაეროს 143 წევრმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც იცავს გაეროს წესდების ძირითად პრინციპებს და გმობს რუსეთს ჩვენი ტერიტორიის ანექსიის დანაშაულებრივი მცდელობისთვის. ეს რეკორდული რაოდენობაა სახელმწიფოებისა, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას დღეს. მაგრამ მე მჯერა, რომ ეს რაოდენობა კიდევ გაიზრდება“, - აღნიშნავს ზელენსკიმ.
ზალუჟნი მარკ მილისთან საუბრის შემდეგ: რუსულ აგრესიას წარმატებით ვუწევთ წინააღმდეგობას
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროს, გენერალ მარკ მილისთან განიხილა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის გუშინდელი შეხვედრის შედეგები. „სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროს მარკ მილისთან. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის გუშინდელი შეხვედრის შედეგები რამშტეინის ფორმატში. გულწრფელად მადლობელი ვარ პარტნიორი ქვეყნების თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის, რომლის შედეგადაც, ჩვენ წარმატებით ვეწინააღმდეგებით რუსულ აგრესიას. ასევე, მადლიერი ვარ გენერალ მილის ამ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხში მისი ხელმძღვანელობისთვის”, - წერს ზალუჟნი Twitter-ზე. ზალუჟნი მარკ მილისთან საუბრის შემდეგ: სიტუაცია რთულია, მაგრამ უკრაინის გეგმის მიხედვით ვითარდება უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეექვსე შეხვედრა „რამშტეინის" ფორმატში, ბრიუსელში, 12 ოქტომბერს გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ 50 ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებიც შეთანხმდნენ, რომ უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად მიეწოდება დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მიკოლაივში, ნანგრევებიდან ამოყვანილი 11 წლის ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა
11 წლის ბიჭი, რომელიც მაშველებმა მიკოლაივში რუსული რაკეტებით დანგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოიყვანეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა განაცხადა. უკრაინა: რუსმა ოკუპანტებმა, მიკოლაივი S-300 რაკეტებით დაბომბეს ქალაქ მიკოლიევში, მაშველებმა საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. დაშავებული 11 წლის ბიჭი კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ხალხი ისევ იყოს.
უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსებმა უკრაინაში 57 386 დანაშაული ჩაიდინეს
უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსებმა უკრაინაში 57 386 დანაშაული ჩაიდინეს. ზელენსკი: ტერორს ძალით უნდა უპასუხო ყველა დონეზე - ბრძოლის ველზე, სანქციებითა და კანონის საფუძველზე რეგისტრირებულია აგრესიისა და ომის 39 774 დანაშაული, აქედან 38 341 დანაშაული ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევას ეხება, 73 - აგრესიული ომის დაგეგმვას, მომზადებას ან წარმოებას, 35 - ომის პროპაგანდას, 1325 კი სხვა დანაშაულებს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ესპანეთმა უკრაინაში Hawk-ის ოთხი კომპლექსი გაგზავნა
ესპანეთმა უკრაინას, ოთხი საზენიტო სარაკეტო სისტემა Hawk-ი გაუგზავნა, განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა. ესპანეთი უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემით უზრუნველყოფს „მადლობა ჩემს ესპანელ კოლეგას მარგარიტა რობლესს, უკრაინაში, ოთხი საზენიტო-სარაკეტო სისტემის Hawk-ის გაგზავნის გადაწყვეტილების მიღებისთვის. დღეს საჰაერო თავდაცვა პრიორიტეტია არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის“, - დაწერა რეზნიკოვმა Twitter-ზე. Hawk-ი ამერიკული საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემაა, რომელიც ექსპლუატაციაში 1960 წელს შევიდა. 2000-იანი წლების დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა Hawk-ი უფრო თანამედროვე Stingers-ით შეცვალა, მაგრამ კომპლექსებს კვლავ ბევრი ქვეყანა იყენებს. საერთო ჯამში, დაახლოებით 40 ათასი საჰაერო თავდაცვის სისტემა ლიცენზიით დამზადდა, მათ შორის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ.
ნინო ლომჯარია: მარიტას წინაშე დამნაშავეა, არა მხოლოდ ტექნიკური შემსრულებლები, არამედ უსაფრთხოების საკითხების მიმართ სისტემის გულგრილობა
მარიტას წინაშე დამნაშავე არა მხოლოდ ტექნიკური შემსრულებლები, ან ზედამხედველები შეიძლება იყვნენ, არამედ დამნაშავე არის უსაფრთხოების საკითხების მიმართ სისტემის გულგრილობა - თავისი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებით, თვითმმართველობით! - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რითაც გუშინ, ვაკის პარკში 13 წლის მარიტა მეფარიშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. „2017 წლის 24 ნოემბერს, ბათუმში სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო 11 ადამიანი დაიღუპა... - 2021 წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში 9 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი დაიღუპა სამშენებლო უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო... ყოველივე ამის შემდგომ, 2022 წლის 23 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რითიც ბათუმში შესაძლებელი გახდა მშენებლობები შენობა-ნაგებობის მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების, ევაკუაციის ნორმების დაუცველად ! ჩვენ ეს კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში სასწრაფოდ გავასაჩივრეთ, რათა სასამართლოს მისი მოქმედება დაუყოვნებლივ შეეჩერებინა, ვინაიდან საფრთხე ექმნება ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მაგრამ სასამართლოს ამ საკითხზე არც კი უმსჯელია, ხოლო აჭარის მთავრობის მეთაურმა ჩვეულ სტილში "მოგვიხსენია". რატომ დავწერე ეს. იმიტომ დავწერე, რომ მარიტას წინაშე დამნაშავე არა მხოლოდ ტექნიკური შემსრულებლები ან ზედამხედველები შეიძლება იყვნენ, არამედ დამნაშავე არის უსაფრთხოების საკითხების მიმართ სისტემის გულგრილობა - თავისი საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებით, თვითმმართველობით! სისტემა, რომელიც ათობით ადამიანის, მათ შორის, ბავშვების დაღუპვის შემდეგაც კი ბედავს უსაფრთხოების წესების გარეშე მშენებლობა დააკანონოს, წარდგენილი საჩივარი არ განიხილოს, თანამდებობის პირებმა აქეთ ითავხედონ. დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემა პოლიტიკოსების მხრიდან არ გამოიხატება მხოლოდ სამძიმრით, ხსოვნის პატივისცემა გამოიხატება იმაში, თუ რას ცვლი რომ ასეთი ტრაგედიები არ განმეორდეს! არაპროფესიონალიზმი და უკონტროლო ძალაუფლება, ანგარიშვალდებულების არარსებობა ღუპავს მისი პირდაპირი და ირიბი გაგებით, ღუპავს ადამიანებს და ღუპავს ამ სისტემის მონაწილეებს“, - წერს ნინო ლომჯარია. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.