ძებნის რეზულტატი:
პრემიერი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე: ძნელია, მოძებნო სიტყვები
ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ვაკის პარკში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა მთავრობის მეთაური გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს თანადგომას უცხადებს. „ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრების, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ. გამოძიება უკვე დაწყებულია, დადგინდება ტრაგედიის მიზეზები და მოხდება უმკაცრესი რეაგირება,”- ნათქვამია განცხადებაში. ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ დენმა სამ მოზარდს დარტყა. შსს-ში აცხადებენ, გამოძიება 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
NATO-ს 14 წევრი ქვეყანა და ფინეთი „ევროპის ცის ფარის ინიციატივას“ აამოქმედებენ
NATO-ს 14 მოკავშირის თავდაცვის მინისტრები და ფინეთი ევროპის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. მოკავშირეები შეიმუშავებენ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემას სახელწოდებით - „ევროპული ცის ფარის ინიციატივა“ ქმნიან. მისი მიზანია, გააძლიეროს ალიანსის უნარი, დაიცვას თავისი წევრები, იტყობინება ორგანიზაცია. „ეს ვალდებულება დღეს კიდევ უფრო გადამწყვეტია, რადგან ჩვენ მოწმენი ვართ რუსეთის მიერ უკრაინაში დაუნდობელი და განურჩეველი სარაკეტო თავდასხმების“, - განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ. გერმანიის ხელმძღვანელობით ამოქმედებული ინიციატივა მიზნად ისახავს ევროპული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნას, ევროპული ქვეყნების მიერ საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობისა და რაკეტების ერთობლივი შეძენის გზით. ეს გააძლიერებს NATO-ს ინტეგრირებულ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვას. NATO-ს 14 ქვეყანას შორის არიან: ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვაკეთი, სლოვენია, რუმინეთი, გაერთიანებული სამეფო. ფინეთი NATO-ს წევრობის მოლოდინშია. მისი განაცხადი წევრი ქვეყნების მიერ რატიფიცირების ეტაპზეა.
ესტონეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას ზამთრის აღჭურვილობას და საბრძოლო მასალას გაუგზავნის. კაია კალასის განმარტებით, ესტონეთი კიევისთვის დახმარების მიწოდებას აჩქარებს. ლოიდ ოსტინი: უკრაინა, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღებს „მოდით, ყველამ დავაჩქაროთ ჩვენი დახმარება, რათა უკრაინელებმა გაათავისუფლონ თავიანთი ტერიტორიები. ეს არის მშვიდობის გზა", - განაცხადა კალასმა. იენს სტოლტენბერგი: უკრაინას უფრო მეტ საჰაერო თავდაცვის სისტემას მივაწვდით დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.
ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვა მიმდინარეობს
ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში გარკვეულ პირთა გამოკითხვა მიმდინარეობს. მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა ამასთან, შს სამინისტროს წარმომადგენლები კონკრეტულად ვისი გამოკითხვა მიმდინარეობს, ინფორმაციას არ ავრცელებენ. შეგახსენებთ, მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
როგორია ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მოზარდის მდგომარეობა
ნიუ-ჰოსპიტალის ექიმის ინფორმაციით, ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად, კლინიკაში შეყვანილი მოზარდის ჯანმრთლობის მდგომარეობა სტაბილირად მძიმეა. „პაციენტი დაახლოებით ერთი საათის წინ შემოიყვანეს „ნიუ ჰოსპიტალის“ განყოფილებაში. ამ წუთისთვის სასიცოცხლო ფუნქციები ნორმის ფარგლებშია. მიმდინარეობს კვლევები სხვადასხვა მიმართილებით და ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა არსებობს გარკვეული ტიპის გართულებები, რომლებიც ჩვენ ვიცით. ბავშვი არის ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზე, ხლოვნურ სუნთქვაზე, გონება და დაბინდულია“, - აცხადებს ექიმი დავით ცაბაძე. ექიმის ინფორმაციით, გართულებებისთვის კრიტიკული 72 საათია. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
გიორგი ამილახვარი: ბოდიში მინდა მოვიხადო! ვაკის პარკში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა
ბოდიში მინდა მოვიხადო! ამ ფაქტთან, რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, ჩემდა სამწუხაროდ, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. მიუხედავად ყველაფრისა, რა ინფორმაციაც მქონდა, თუ არ მქონდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ბოდიშს ვიხდი, - „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გიორგი ამილახვარმა ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე გაკეთებული კომენტარის გამო ბოდიში მოიხადა. გიორგი ამილახვარი ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე: არასრულწლოვან ბავშვს უნდა ჰყავდეს მეთვალყურე "ბოდიში მინდა მოვიხადო! პირველ რიგში, ბოდიში მინდა მოვუხადო გარდაცვლილის სულს, მის ოჯახს და მთლიანად საზოგადოებას. ჩემთვის ამ კონტექსტში ის განცხადება, რაც გავაკეთე სრულიად მიუღებელია. სრულიად გაუთვითცნობიერებლად გავეცი კითხვას პასუხი. ამ ფაქტთან, რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით, ჩემდა სამწუხაროდ არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. მიუხედავად ყველაფრისა რა ინფორმაცია მქონდა, თუ არ მქონდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ბოდიშს ვიხდი", - განაცხადა ამილახვარმა. მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადდა
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შემდგომი ესკალაცია“, - ამ საკითხთან დაკავშირებით დებატების შემდეგ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ რეჟიმად გამოცხადდა. Ukrinform-ის კორესპონდენტის ცნობით, საპარლამენტო ასამბლეის 100 დეპუტატიდან ,99-მა მხარი დაუჭირა დოკუმენტს, ერთმა კი, თავი შეიკავა. კერძოდ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს რეზოლუციის პროექტში შესწორებას, რომელშიც ნათქვამია: „გამოცხადდეს რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ რეჟიმად“. უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებაა. ვოლოდიმირ ზელენსკი თავის ვიდეომიმართვებში რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენიებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარები საბჭოს 47 ქვეყნის ეროვნული პარლამენტების წევრები არიან. ეს პარლამენტარები თავიანთი ამომრჩევლის - 700 მილიონი ევროპელის - სათქმელს ახმოვანებენ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, ამრიგად, ევროპული ქვეყნების მთავრობები, რომლებიც ევროპის საბჭოში მინისტრთა კომიტეტის სახით არიან წარმოდგენილები, ვალდებულნი არიან, გამოეხმაურონ ასამბლეას. 1949 წლიდან დღემდე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, PACE, რომელსაც ხშირად ევროპის საბჭოს გამწევ ძალას უწოდებენ, ორგანიზაციის უმნიშვნელოვანესი ინიციატივების ავტორია (მაგ. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია). ამ ორგანოსთან შეთანხმება სავალდებულოა ევროპის საბჭოს ნებისმიერი საერთაშორისო ხელშეკრულების ინიცირებისთვის. ის ირჩევს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებსა და ადამიანის უფლებათა კომისარს, აგრეთვე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მის მოადგილეს და თავად ასამბლეის გენერალურ მდივანს. კონკრეტული შედეგები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტები -რეკომენდაციები, რეზოლუციები და მოსაზრებები - სახელმძღვანელოს ფუნქციას ასრულებს მინისტრთა კომიტეტისთვის, ეროვნული მთავრობების, პარლამენტებისა და პოლიტიკური პარტიებისთვის.
მიხეილ ჩხენკელი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე: ძნელია, სიტყვებით იმ ტკივილის გადმოცემა, რასაც ახლა თითოეული ჩვენგანი განვიცდით
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ვაკის პარკში უბედური შემთხვევის შედეგად მოზარდის გარდაცვალებაზე სამძიმრის წერილს ავრცელებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის გარდაცვალების გამო და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და თანაკლასელებს. დღევანდელი შემთხვევა სკოლისა და სამინისტროსთვის, ისევე როგორც სრულიად საქართველოსთვის უმძიმესი ტრაგედიაა. ძნელია სიტყვებით იმ ტკივილის გადმოცემა, რასაც ახლა თითოეული ჩვენგანი განვიცდით. კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ გარდაცვლილი მოსწავლის მშობლებსა და ახლობლებს, მხნეობასა და გამძლეობას ვუსურვებ მათ ამ უმძიმეს წუთებში“, - ნათქვამია ჩხენკელის განცახდებაში. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
შალვა პაპუაშვილი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის პირველ მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ერთად, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ოლექსანდრ კორნიენკოს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ მიმდინარე ომი დიდი გამოწვევაა ევროპის უსაფრთხოებისთვის. პარლამენტის თავმჯდომარემ მიმოიხილა საქართველოს მიერ უკრაინისადმი გაწეული მხარდაჭერა. მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესი. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით. პარლამენტის თავმჯდომარემ წარმატება უსურვა უკრაინელ ხალხს მათი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. შეხვედრა გაიმართა რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი შედიან.
ხერსონის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლება, მოსახლეობის ევაკუაციას იწყებს
ხერსონის ოლქის საოკუპაციო ხელისუფლების მეთაურმა ვლადიმერ სალდომ მოსკოვს, ქალაქის მცხოვრებლების ევაკუაციაში დახმარება სთხოვა. ვლადიმერ სალდო, ხერსონის მოსახლეობის ევაკუაციას ყირიმში, კრასნოდარის მხარესა და სხვა რეგიონებში ითხოვს. „წაიყვანეთ თქვენი შვილები და წადით. მივმართავთ ქვეყნის ხელმძღვანელობას, მინდა გთხოვოთ დახმარება მსგავსი სამუშაოების ორგანიზებაში", - აცხადებს სალდო. მისი თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს ესხმიან ხერსონს, ნოვა კახოვკას, ჰოლა პრისტანს და ჩერნობაევკას. მანამდე, ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეგიონის პრორუსულმა ადმინისტრაციამ დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ხესონში უკრაინის ჯარების შესვლა გარდაუვალია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7741 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7741 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7741 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7859 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0118 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6970 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7057ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0087 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი: შადრევანი, რომელმაც 13 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, ექსპერტიზის მიერ იყო შემოწმებული
შადრევანი, რომელმაც 13 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა, ექსპერტიზის მიერ იყო შემოწმებული და მერიის სამსახურის მიერ არაერთხელ დატესტილი, - თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში, გიგა გიგაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოკითხვაზე მივიდა. მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა „შადრევანი დასრულებული და შემოწმებული იყო. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ჩავიბარეთ. ექსპერტიზა აკრედიტებულმა ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა. დატესტილი იყო, ექსპერტიზაც ჰქონდა ჩატარებული. შესაბამისად, რა მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს.ექსპერტიზა ჩატარდება და დაადგენს. დილითაც გაიწმინდა შადრევანი, არანაირი პრობლემა არ ჰქონია. რამე პრობლემა რომ ჰქონოდა, რეაბილიტაციაშიც ვერ ჩაეშვებოდა. ხარვეზი არ გამოვლენილა, რამდენჯერმე სატესტო რეჟიმში იყო ჩართული და ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ ამ შადრევანს, ჩართულსაც და გამორთულსაც, აქამდე არანაირი პრობლემა არ ყოფილა",- განაცხადა გიგაშვილმა. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
რუსეთს ერთ თვეში, ნავთობის რეალიზაციიდან შემოსავალი $3,2 მილიარდით შეუმცირდა
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით 17,3%-ით, ანუ $3,2 მილიარდით შემცირდა. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება. გამმოცემა წერს, რომ რუსეთის შემოსავალი ნავთობის ექსპორტიდან სექტემბერში $15,3 მილიარდამდე შემცირდა, რაც მთელი 2022 წლისთვის ყველაზე დაბალი თვიური მაჩვენებელია. ამის მიზეზი იყო აგვისტოსთან შედარებიტ, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის დღეში 390 000 ბარელით შემცირება. ზოგადად, IEA-ს მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ქვეყნების წილი რუსული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტში 50-დან 35%-მდე დაეცა.
ნინო ლომჯარია: თავზარდამცემია, რომ იმ ადგილებში, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ბავშვების გართობას, არ არის დაცული მათი სიცოცხლე
აუცილებელია, მოხდეს ამ ფაქტის დროული და ეფექტიანი გამოძიება და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, რომელსაც წვლილი მიუძღვის ამ უმძიმეს ტრაგედიაში, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დღეს მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს და ახლობლებს. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულ ბავშვებს, რომლებიც ამჟამადაც იღებენ სამედიცინო დახმარებას. შემზარავი და თავზარდამცემია, რომ ქალაქში, განსაკუთრებით იმ ადგილებში, რომელიც ხელს უნდა უწყობდეს ბავშვების გართობას და სრულფასოვან განვითარებას, არ არის დაცული მათი სიცოცხლე და უსაფრთხოება. წარმოუდგენელია, რომ ბავშვები მსგავსი ტრაგედიის მსხვერპლნი ხდებიან. აუცილებელია, მოხდეს ამ ფაქტის დროული და ეფექტიანი გამოძიება და დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, რომელსაც წვლილი მიუძღვის ამ უმძიმეს ტრაგედიაში. ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ მძიმე დროს სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდეს მკაფიო განცხადებები, გაეცეს პასუხი საზოგადოებაში არსებულ კითხვებს და გაზიარებული იყოს პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით", - განაცხადა ლომჯარიამ. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
პრეზიდენტი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე: როგორც ადამიანი შეძრული ვარ და ვიზიარებ მშობლების, ოჯახისა და მთელი საქართველოს ტკივილს
„შეუძლებელია ვიპოვო სიტყვები მომხდარზე სასაუბროდ. მსგავსი ტრაგედია არ უნდა განმეორდეს და არავინ უნდა განიცადოს“, - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხევვას Facebook-ზე გამოეხმაურა. მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა „როგორც ადამიანი შეძრული ვარ და ვიზიარებ მშობლების, ოჯახისა და მთელი საქართველოს ტკივილს“, - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პატრიარქი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 14 ოქტომბერს, სრულიად საქართველოთ კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წირვას აღავლენს. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს. ღვთიმსახურება დაიწყება 10:00 საათზე. მრევლისთვის მცხეთაში უფასო ავტობუსები გავა საქართველოს საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან 8:00 საათზე. ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს, მოციქულთა მადლი ეწეოდეს სრულიად საქართველოს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსეთის ტყვეობიდან 20 უკრაინელი სამხედრო გათავისუფლდა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა პატიმრების მორიგი გაცვლის შესახებ განაცხადა. ტყვეთა გაცვლის შედეგადაც უკრაინამ 20 სამხედრო დააბრუნა. ანდრეი ერმაკის თქმით, შესაძლებელი გახდა უკრაინის შეიარაღებული ძალების 14 ჯარისკაცის, ეროვნული გვარდიისა და საზღვაო ძალების სამხედროების დაბრუნება. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის ძალებმა ოლენივკაში, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დააკავეს. გათავისუფლებულებს სამედიცინო შემოწმება უტარდებათ.
ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლიციაში „გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლები იკითხებიან
ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლიციაში „გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლები იკითხებიან. ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება კომპანიის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. როგორც ცნობილია, გამოკითხვაზე ასევე იმყოფებიან კომპანიის სხვა თანამშრომლები. მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა ამასთან, გრძელდება თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის, გიგა გიგაშვილის გამოკითხვა. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
"გრინ სერვისის" დამფუძნებელი: მე ვიყავი პირადად პასუხისმგებელი
მე ვიყავი პირადად პასუხისმგებელი, - ამის შესახებ კომპანია "გრინ სერვისის" დამფუძნებელმა, ლაშა ფურცხვანიძემ ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში შესვლამდე განაცხადა. ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლიციაში „გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლები იკითხებიან პოლიციაში ასევე იკითხებიან მერიის თანამშრომლები. მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, გარდაიცვალა ვაკის პარკში, შადრევნიდან ბურთის ამოტანისას, სკოლის მოსწავლეებს დენმა დაარტყა 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა. სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი მართვით სუნთქვაზეა, მეორეს მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.
ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო, სომხეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
სომხეთის ეროვნულმა უშიშროების სამსახურმა, მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმების მიზნით, სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მედიამ, რუსეთის ФСБ-ზე დაყრდნობით დაწერა, რომ ყირიმის ხიდის აფეთქების დროს გამოყენებული ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამალული სატვირთო მანქანაში, რომელსაც სომხეთის მოქალაქე მართავდა. რუსეთის ФСБ-ს მტკიცებით, ყირიმის ხიდის აფეთქებაში საქართველოს ორი მოქალაქეც მონაწილეობდა მედიის ცნობით, სისხლის სამართლის საქმე საერთაშორისო ტერორიზმისადმი დახმარების სავარაუდო ფაქტზე აღიძრა. საქმის წარმოების ფარგლებში ჩატარდება დაკითხვები და სხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ალექსანდრე დარახველიძე: როგორც ტრანზიტული, ასევე, არატრანზიტული ტვირთები საქართველოში, საბაჟო კონტროლს გადის. საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა 12 ოქტომბერს, რუსეთის ФСБ -მ ყირიმის ხიდზე აფეთქების მომზადებაში ეჭვმიტანილი 8 ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა, მათ შორისაა სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჯანიანი. რუსეთის ფედერაციის ცნობით, აფეთქება უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა კირილ ბუდანოვმა მოაწყო, რუსეთის ხუთი, უკრაინის ორი და სომხეთის ერთი მოქალაქის დახმარებით. ყველა მათგანი დაკავებულია. ФСБ-ს ცნობითვე, სატვირთო მანქანა რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ტერიტორიიდან შევიდა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე დარახველიძემ რუსეთის ბრალდებები, რომ გასულ კვირას ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაში, სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ, უარყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: რა არის რიგში შემდეგი, რუსებო?! 8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ უკრაინულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს