ძებნის რეზულტატი:

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია, სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია, სამშობლოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ახლობლები და ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. ედიშერ კვარაცხელია 10 ოქტომბერს დაიღუპა. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 20 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.   

თოყაევმა ყაზახეთის სამხედრო დოქტრინა შეცვალა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის სამხედრო დოქტრინა შეცვალა.  თოყაევის  ბრძანებით ყაზახეთის არმიის „საბრძოლო პოტენციალი“ გაიზრდება და ტერიტორიული თავდაცვის სისტემის გაძლიერდება. ყაზახეთის არმიაში უკვე შეიქმნა დანაყოფები საინფორმაციო-ფსიქოლოგიური და კიბერშეტევების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზებისთვის. „ტერიტორიული თავდაცვა ინტეგრირებული იქნება სამხედრო უსაფრთხოების საერთო სისტემაში. ამისათვის შეიქმნება ჯარის თავდაცვის კონტროლის ორგანო“, - აცხადებს თოყაევი.  გარდა ამისა, ჯარების მობილურობის გაზრდის მიზნით, მიიღება ზომები ყაზახეთის ეროვნული გვარდიის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. სამობილიზაციო მომზადების ფარგლებში, გატადება ღონისძიებები, რომლიც თანახმადაც ქვეყნის ეკონომიკა ომის დროს ახალ რეჟიმზე სწრაფად გადაეწყობა.   

მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი: ვაკის პარკის ტერიტორიაზე ყველა სამუშაო იყო პროექტის შესაბამისად შესრულებული

სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან, თუ რაიმე ბრალეულობა მიმიძღვის კონკრეტულ საქმიანობაში, მზად ვარ ამაზე პასუხი ვაგო,- ამის შესახებ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ტერიტორიაზე მოწყობილი ყველა სამუშაო შესრულებული იყო პროექტის შესაბამისად. "სრულად ვთანამშრომლობ გამოძიებასთან და ჩვენ სტრუქტურულად ყველა საჭირო ინფორმაცია, რაც მათ სჭირდებოდათ ამ ეტაპისთვის, მიწოდებულია. ამ წუთებშიც რაღაც კონკრეტული ინფორმაციის მოძიება მიმდინარეობს, რომელიც აუცილებელი იქნება გამოძიების სრულყოფილად წარმართვისთვის", - განაცხადა გიგაშვილმა. ვაკეში მდებარე სამების ეკლესიაში, შადრევანში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი, მარიტა მეფარიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.  სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორ ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.  

შალვა პაპუაშვილი ინდოეთის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-სპიკერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და საპარლამენტო დელეგაციის წევრები ინდოეთის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-სპიკერს ჰარივანშ ნარაიან სინგხს შეხვდნენ. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინისადმი რუსული აგრესიაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ აგრესია მიუღებელია, ვინაიდან ძირს უთხრის მშვიდობას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პოტენციური მიმართულებები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური, განათლების, კულტურის, ხალხთაშორისი ურთიერთობების სფეროებში. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობის და საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე, მათ შორის, პარლამენტების ადმინისტრაციების დონეზე. შალვა პაპუაშვილმა ქართველი ხალხის სახელით, 2021 წელს, ქეთევან დედოფლის ნეშტის ფრაგმენტების საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის გამო, ინდოეთის მხარეს მადლობა გადაუხადა. შეხვედრები რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.  

ბონი ჯენკინსი: ვცდილობთ, რომ საქართველოს ყველაფერი მივცეთ, რაც თავდაცვის გასაძლიერებლად სჭირდება

„ვაცნობიერებთ, რომ საქართველო ახლა იმ სიტუაციაშია, როდესაც უსაფრთხოების რისკი ასე ახლოსაა. ასევე ვაცნობიერებთ, რომ მობილიზაციის გამო, რუსების დიდი ნაკადი საქართველოში შედის და გვესმის ის გამოწვევებიც, რაც ამან საქართველოს შეიძლება მოუტანოს“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ბონი ჯენკინსმა „ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში თბილისში გასული კვირის ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. „იმის გათვალისწინებით, რაც მე საქართველოში მოვისმინე, ქვეყანაში სჯერათ, რომ შეუძლიათ ამ სიტუაციას გაუმკლავდნენ. თუმცა, რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში ჩვენ ვაძლევდით საქართველოს დაფინანსებას სამხედრო შესყიდვებისთვის. მხოლოდ ამ წელს, თუ არ ვცდები, 35 მილიონ დოლარზე მეტი გვაქვს საქართველოსთვის გაცემული. საქართველოს სხვადასხვა ტიპის დახმარებას ვუწევთ და კვლავაც ვეძებთ გზებს, იმისთვის, რომ საქართველოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის საჭირო სამხედრო და სხვა ტიპის დახმარება მივცეთ“, - განაცხადა ჯენკინსმა.  ჯენკინსი 5-7 ოქტომბერს თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც „ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბიოუსაფრთხოების ასოციაციების კონფერენციას“ დაესწრო და საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრები გამართა.  

ბონი ჯენკინსი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, ელჩ დეგნანსა და ჩვენს საელჩოს საქართველოში

ბონი ჯენკინსი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების მიმართულებით, „არასწორს“ და „დეზინფორმაციას“ უწოდებს იმას, თითქოს ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა სურს. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა. ბონი ჯენკინსი: ვცდილობთ, რომ საქართველოს ყველაფერი მივცეთ, რაც თავდაცვის გასაძლიერებლად სჭირდება  „როგორც ვიცით, რუსეთი დეზინფორმაციაზე აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ისინი ცდილობენ, რომ ყურადღება გადაგვატანინონ იმისგან, რასაც აკეთებენ. ისინი ცდილობენ, რომ უკუღმა წარმოაჩინონ ის დახმარება, რასაც ამერიკა და სხვა ქვეყნების მთავრობები აწვდიან უკრაინას. ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ უკრაინაა აგრესორი, ან რომ ის არასწორად იქცევა“, - აღნიშნა ჯენკინსმა.  მისი თქმით, დენიზფორმაციის კიდევ ერთი ფორმაა, საქართველოში აშშ-ის ელჩზე თავდასხმები.  „დეზინფორმაციის კიდევ ერთი ფორმაა, რასაც ისინი აკეთებენ: თავს ესხმიან ელჩ დეგნანს და იმას, რასაც ის აკეთებს. ასე რომ, ერთ-ერთი მესიჯი, რომლის გაჟღერებაც მინდოდა - და ასეც მოვიქეცი - ის არის, რომ ადმინისტრაცია მხარს უჭერს ელჩ დეგნანს, რომ გარშემო ძალიან ბევრი დეზინფორმაციაა და საქართველო ასეთ დეზინფორმაციას ხელს არ უნდა უწყობდეს. ეს არავის ინტერესში არ შედის. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს, მტკიცედ ვუჭერთ მხარს ელჩ დეგნანს და ჩვენს საელჩოს საქართველოში“, - განაცხადა ჯენკინსმა.  ჯენკინსი 5-7 ოქტომბერს თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც „ცენტრალური აზიისა და კავკასიის ბიოუსაფრთხოების ასოციაციების კონფერენციას“ დაესწრო და საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრები გამართა.  

ოლაფ შოლცი: ჩვენ ვართ ევროპის ხალხი და ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმა

დღეს, როდესაც რუსეთი ცდილობს, ძალისმიერი გზით შეცვალოს საზღვრები თავისუფლებასა და ავტოკრატიას შორის, ჩვენ ვართ ევროპის ხალხი, ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს, ხმელთაშუადან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან თბილისამდე და მის მიღმა. ჩვენ ერთად საფუძველი უნდა ჩავუყაროთ თავისუფალ ევროპას“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის კონგრესზე განაცხადა, რომელშიც ქართული დელეგაციაც მონაწილეობს. მისი თქმით, ევროკავშირს 27, 30 თუ 36 ქვეყნით, 500 მილიონზე მეტი მოქალაქით, შესაძლებლობა ექნება, გლობალური თვალსაზრისით თავი უკეთ დაიცვას.  „მოხარული ვარ, რომ ივნისში ევროპული საბჭოს სხდომაზე ერთხმად ვუთხარით თანხმობა უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკასა და პერსპექტივაში ასევე საქართველოს, რა თქმა უნდა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ადგილიც ჩვენთანაა – თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის ნაწილში. ჩვენ პირობა მივეცით წევრობის კანდიდატებს – დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს თითქმის 20 წლის წინ და ამ სიტყვებს ახლა საქმე უნდა მოჰყვეს. ეს არის ის, რასაც ევროპის სოციალისტური პარტია ემხრობა და კარგია ჩვენთვის, თუკი გვსურს, დავიცვათ ღირებულებები სამყაროში, სადაც 10 მილიარდი ადამიანი იქნება მომავალში. ევროკავშირს 27, 30 თუ 36 ქვეყნით, 500 მილიონზე მეტი მოქალაქით, შესაძლებლობა ექნება, უკეთ დაიცვას თავი გლობალური თვალსაზრისით. რამდენიმე კვირის წინ პრაღაში მე წარმოვადგინე რამდენიმე იდეა ევროკავშირის მომავალთან დაკავშირებით. პირველ რიგში, პირადად ვიღებ ევროკავშირის გაფართოების ვალდებულებას. ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება ყველა ჩვენგანისთვის მომგებიანია. რა თქმა უნდა, კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ კრიტერიუმები. ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ, როგორც შეგვიძლია. თუმცა ასევე უნდა მოვარგოთ ევროკავშირი ამ დიდ გაფართოებას. ევროკავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ახალი წევრების მიღებას, თუ შეინარჩუნებს ევროპული გაღრმავების იმპულსს, რაც შექმნის საფუძველს უფრო ფართო ევროკავშირისთვის“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.  ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესი მიმდინარეობს, რომელშიც „ქართული ოცნების“ დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მონაწელეობს.  

ხერსონში, რუსმა სამხედროებმა მოკლეს თეატრის დირიჟორი, რომელმაც ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე უარი თქვა

უკრაინის კულტურის სამინისტრომ ხერსონის მუსიკისა და დრამის თეატრის მთავარი დირიჟორის, იური კერპატენკოს გარდაცვალების შესახებ განაცხადა. დეპარტამენტის ინფორმაციით, რეჟისორი რუსმა სამხედროებმა საკუთარ სახლში 14 ოქტომბერს მას შემდეგ მოკლეს, რაც მან „ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა“. ადგილობრივი მედიის ცნობით, კერპატენკომ კატეგორიული უარი თქვა პირველ ოქტომბერს საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულ კონცერტში მონაწილეობაზე. „კერპატენკო თეატრის მთავარ დირიჟორად 2004 წლიდან მუშაობდა და უარი თქვა ოკუპირებული ხერსონის დატოვებაზე“,- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა ხერსონის ოლქის ანექსია მოახდინა. 30 სექტემბერს კრემლში, ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების რუსეთში შესვლის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. ამ გადაწყვეტილებას მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ აღიარებს.  

ლიეტუვამ მოკავშირეებს მოუწოდა, რომ უკრაინაში Starlink-ის მუშაობა დააფინანსონ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, მოკავშირეებს მოუწოდა, რომ შექმნან კოალიცია, რომელიც უკრაინაში Starlink-ის მუშაობას დააფინანსებს.  ილონ მასკმა, უკრაინაში Starlink-ის მიწოდების შეწყვეტაზე კომენტარი გააკეთა ამის შესახებ გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, შაბათს თავის Twitter-ზე დაწერა. მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ინტერნეტი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთი კერძო პირის ხელში დარჩეს.  მიხაილო პოდოლიაკი: ვიპოვით გამოსავალს, რომ Starlink-ის სერვისმა უკრაინაში მუშაობა განაგრძოს „მოდით, ვიპოვოთ გზა უკრაინის მოკავშირეთა კოალიციის შესაქმნელად, რათა დავაფინანსოთ Starlink-ის მუშაობა, ან ალტერნატიული მიმწოდებელი ვიპოვოთ. ლიეტუვა მზადაა ამაში წვლილი შეიტანოს", - წერს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი.  

რუმინეთი, უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად NATO-ს ფონდს $400 000 გადასცემს

რუმინეთის მთავრობა $1,4 მილიონს გადაურიცხავს NATO-ს სატრასტო ფონდებს, რომელიც ოთხი ქვეყნის, მათ შორის უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას მოხმარდება. ამ დაფინანსებიდან უკრაინა $400 ათასს მიიღებს.  ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ Twitter-ზე დაწერა. „მოხარული ვარ განვაცხადო, რომ რუმინეთი ნებაყოფლობით $1,4 მილიონს გამოყოფს NATO-ს სატრანსპორტო ფონდებში ჩვენი პარტნიორების გამძლეობისა და თავდაცვის გასაძლიერებლად შავ ზღვაში და მის ფარგლებს გარეთ. დაფინანსებას მიიღებს - უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და იორდანია“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.  აღნიშნულია, რომ $400 ათასი დოლარი უკრაინისთვის NATO-ს სპეციალურ სატრასტო ფონდში გადაირიცხება. გარდა ამისა, რუმინეთი $600 ათასს გამოყოფს მოლდოვას, $300 ათასს საქართველოს და $100 ათასს იორდანიას.  როგორც Ukrinform იტყობინება, რუმინეთი გახდა ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის მეშვიდე წევრი, რომელიც იძიებს უკრაინაში მძიმე საერთაშორისო დანაშაულებს (JIT).  

რუმინეთი, საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად NATO-ს ფონდს, $300 ათასს გადასცემს

რუმინეთის მთავრობა $1,4 მილიონს გადაურიცხავს NATO-ს სატრასტო ფონდებს, რომელიც ოთხი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს თავდაცვის გაძლიერებას მოხმარდება. ამ დაფინანსებიდან საქართველო $300 ათასს მიიღებს.  ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბოგდან აურესკუმ Twitter-ზე დაწერა. „მოხარული ვარ განვაცხადო, რომ რუმინეთი ნებაყოფლობით $1,4 მილიონს გამოყოფს NATO-ს სატრანსპორტო ფონდებში ჩვენი პარტნიორების გამძლეობისა და თავდაცვის გასაძლიერებლად შავ ზღვაში და მის ფარგლებს გარეთ. დაფინანსებას მიიღებს - უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და იორდანია“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.  აღნიშნულია, რომ $400 ათასი დოლარი უკრაინისთვის NATO-ს სპეციალურ სატრასტო ფონდში გადაირიცხება. გარდა ამისა, რუმინეთი $600 ათასს გამოყოფს მოლდოვას, $300 ათასს საქართველოს და $100 ათასს იორდანიას.   

ორ დღეზე ნაკლებ დროში უკრაინელებმა, „დრონების დამჭერი“ სისტემისთვის 150 მილიონი გრივნა შეაგროვეს - უკრაინის ვიცე-პრემიერი

უკრაინელებმა, ორ დღეში ნაკლებ დროში ძლიერი ანტიდრონის სისტემისთვის 150 მილიონი გრივნა შეაგროვეს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა Telegram-ზე განაცხადა. „150 მილიონი გრივნა ორ დღეში ნაკლებ დროში მძლავრი ანტიდრონის სისტემისთვის შეგროვდა monobank-მა, Lachen-მა და UNITED24-მა. თქვენ უბრალოდ წარმოუდგენელი ადამინები ხართ", - წერს ოფიციალური პირი. მიხაილო ფედოროვმა აღნიშნა, რომ მიზანი 100 მილიონის შეგროვება იყო, მაგრამ უკრაინელებმა მეტი შემოწირეს.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: 100 ათასი დაღუპული რუსეთის მოქალაქეც კი არ აიძულებს კრემლს, რომ რამეზე დაფიქრდეს

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში რუსული არმიის ჯამური დანაკარგი 65 000-ს უახლოვდება, მაგრამ 100 000 დაღუპული რუსეთის მოქალაქეც კი კრემლს დაფიქრებისკენ არ უბიძგებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.  ზელენსკის თქმით, უკრაინის არმია გამუდმებით ანადგურებს მოწინააღმდეგის ლოგისტიკას, მის საწყობებსა და შტაბებს. „მტრის ჯამური დანაკარგები ცოცხალი ძალის მხრივ, 65 000-ს უახლოვდება. რუსეთის ამდენი ადამიანი დაიღუპა იმისთვის, რომ კრემლში მყოფმა რამდენიმე ადამიანმა რეალობის იგნორირება მოახდინოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.  ამავდროულად, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, თუ როგორი სისწრაფით იზრდება დაღუპულთა რაოდენობა რუსეთის ფედერაციაში, 100 000 მოქალაქის დაღუპვის ფაქტიც კი, „კრემლს არ უბიძგებს რაიმეზე იფიქროს“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: აუცილებლად დადგება დღე, როდესაც უკრაინა, მტრის რაკეტებისა და თვითმფრინავების 100%-ს ჩამოაგდებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ აუცილებლად დადგება დღე, როდესაც უკრაინა მტრის რაკეტებისა და თვითმფრინავების 100%-ს ჩამოაგდებს. ამის შესახებ მან საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, იუწყება Ukrinform. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩამოვაგდოთ მტრის მეტი რაკეტა და უპილოტო თვითმფრინავი და გავანეიტრალოთ რუსული არმიის მეტი დამრტყმელი პოზიციები. აუცილებლად მოვა დღე, როცა ჩვენი სახელმწიფო შეძლებს ამ ამოცანის 100%-ით შესრულებას", - განაცხადა პრეზიდენტმა. ზელენსკიმ დასძინა, რომ რუსეთი უკრაინაზე რაკეტებითა და ირანული დრონებით თავდასხმას განაგრძობს, თუმცა მიმდინარე და გასულ დღეებში, რაკეტებისა და დრონების ნაწილი განადგურდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ილონ მასკი უკრაინაში, Starlink-ის სერვისს ისევ დაფინანსებს

ილონ მასკმა გამოაცხადა, რომ უკრაინაში Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო სადგურებიდან სერვისის საფასურს კვლავ დაფარავს.  ილონ მასკმა, უკრაინაში Starlink-ის მიწოდების შეწყვეტაზე კომენტარი გააკეთა „ჯანდაბა... მიუხედავად იმისა, რომ Starlink კარგავს ფულს და სხვა კომპანიები მილიარდობით დოლარს იგებენ, ჩვენ უბრალოდ განვაგრძობთ უკრაინის ხელისუფლების დაფინანსებას", - წერს მასკი Twitter-ზე. მიხაილო პოდოლიაკი: ვიპოვით გამოსავალს, რომ Starlink-ის სერვისმა უკრაინაში მუშაობა განაგრძოს ერთი დღით ადრე მასკმა გამოაცხადა, რომ შეწყვეტს Starlink-ის სატელიტური საკომუნიკაციო სადგურების ფუნქციონირების დაფინანსებას, რომელიც მან უკრაინას ომის დასაწყისში გადასცა. ეს ტექნოლოგიები უკრაინაში, როგორც სამხედროებს, ასევე სამოქალაქო პირებს კომუნიკაციაში დაეხმარა. ლიეტუვამ მოკავშირეებს მოუწოდა, რომ უკრაინაში Starlink-ის მუშაობა დააფინანსონ მასკმა ამის შესახებ მაშინ განაცხადა, რაც უკრაინელებმა სოციალურ ქსელებსა და პრესაში, ის სამშვიდობო წინადადებების გამო გაკიცხეს.   

ბელგოროდში, სამხედრო ნაწილში სამმა ჯარისკაცმა ცეცხლი გახსნა. 22 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა 16

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ბოლო საათში ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ბელგოროდის ოლქის პოლიგონზე სროლა იყო და ინციდენტის შედეგად დაიღუპა 22 და 16 ადამიანი დაიჭრა.  თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ომში წასასვლელად გამზადებულ „მოხალისეებს“, ორმა პირმა ცეცხლი გაუხსნა.  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობითვე, სროლისას 11 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა. ასევე დაიღუპნენ ის პირები, რომლებმაც მოხალისეებს ცეცხლი გაუხსნეს.  მანამდე, მომხდარზე ინფორმაცია, რამდენიმე რუსულმა წყარომ გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულთა რიცხვი 10-დან 22-მდე მერყეობს.  

მიხაილო პოდოლიაკი: უკრაინასთან ომში რუსეთი აუცილებლად დამარცხდება

რუსეთი აუცილებლად წააგებს უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში. ამიტომ სამყარომ ეს აქსიომად უნდა მიიღოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა Twitter-ზე დაწერა. „რუსეთმა უნდა წააგოს. და ის წააგებს... მე ვურჩევ, რომ პარტნიორებმა საბოლოოდ მიიღონ ეს აქსიომა“, - აღნიშნა პოდოლიაკმა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიიჩნევს, რომ კიევის პარტნიორებმა რაც შეიძლება მალე უნდა აღიარონ რუსეთის ფედერაციის დამარცხება. „ეს მკვეთრად დააჩქარებს და ხელს შეუწყობს ყველა საჭირო პროცესს“, - ამბობს პოდოლიაკი.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

სტამბოლში, 24 სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია

სტამბოლის დასახლება ფიკირთეფეში საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. თურქული მედიის ცნობით, ილდირიმის ქუჩაზე მდებარე 24 სართულიანი შენობა იწვის. შემთხვევის ადგილზე სახანძრო ბრიგადები ცეცხლის ქრობის ოპერაციას ახორციელებენ. ინოფრმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ჯერ არ ვრცელდება.   

Reuters: თეირანში, ევინის ციხის ტერიტორიაზე, ხანძარია. ისმის სროლის ხმა

თეირანში, ევინის ციხის ტერიტორიაზე, ხანძარია. შემთხვევის ადგილზე სროლის ხმებმაც ისმის. ამის შესახებ Reuters-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება. თავის მხრივ, ირანული სააგენტო IRNA ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ წუთებში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ირანელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ პატიმრების ბუნტზე საუბარი არ ყოფილა. Reuters აღნიშნავს, რომ ციხეში, პოლიტიკური საქმეებისთვის მსჯავრდებული პირები, უცხოელები და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები იმყოფებიან.  სააგენტოში ასევე აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, თუმცა მსხვერპლი არ არის.  

ლაშა ფურცხვანიძე: ძალიან ბევრი დამთხვევაა, ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ჩადიოდნენ აუზში, ამოწმებდნენ

„გრინსერვის პლუსის“ დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გამოიკითხა. შენობიდან გამოსვლის შემდეგ ფურცხვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვაკის პარკის შადრევანი არამხოლოდ ქართველებს, უცხოელ სპეციალისტსაც შემოწმებული ჰქონდა. მისივე თქმით, მას გამოკითხვაზე ალბათ, ისევ დაიბარებენ. „ჩვენ ყველა სამუშაო წესების დაცვით გვქონდა გაკეთებული, რაც პროექტში იყო, რა მოთხოვნაც არის საქართველოს კანონმდებლობაში და ზოგადად, ასეთი ტიპის სამუშაობის მოსაწყობად. ძალიან ბევრი დამთხვევაა, იმ დღესაც გითხარით, ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ჩადიოდნენ აუზში, ამოწმებდნენ, ყველა ტექნიკური მაკომპლექტებელი შემოწმებული გვაქვს არამარტო ჩვენ, უცხოელ სპეციალისტსაც და ასევე შემოწმებული აქვთ ექსპერტებსაც. ამის შემდეგ შეამოწმებს ექსპერტიზა“, - განაცხადა ფურცხვანიძემ. „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი მანამდე თითქმის 24 საათის განმავლობაში იკითხებოდა. „გრინსერვისის" ხელმძღვანელი: პასუხისმგებელი ვარ იმ სამუშაოზე, რაც ჩავატარეთ. წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.  სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.