ძებნის რეზულტატი:

პუტინმა მისი ბრძანების შესრულების ვადად „ორი კვირა“ დაასახელა

ვლადიმერ პუტინის თქმით, „ნაწილობრივი მობილიზაცია" ორ კვირაში დასრულდება, „რაც გააძლიერებს რუსეთის საბრძოლო ძალებს“. კითხვას, ნანობს თუ არა რუსეთის ქმედებებს უკრაინაში, პუტინი პასუხობს, რომ არა. მისი მტკიცებით, რუსეთის „მიზანი არ იყო უკრაინის განადგურება“. ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გამართულ პრესკონფერენციაზე, პუტინმა ისიც განაცხადა, რომ გერმანია შეცდომას უშვებს, როცა „NATO-ს ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე მის ეროვნულ ინტერესებს“. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ NATO-ს ჯარებთან ნებისმიერი პირდაპირი შეტაკება, „გლობალურ კატასტროფას" გამოიწევვს. რუსეთმა უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს.  

დავით ასათიანი: სახალხო დამცველობის რამდენიმე კანდიდატი არაკვალიფიციურად მივიჩნიე

იყო რამდენიმე კანდიდატი, რომლებიც თავიდანვე არაკვალიფიციურ კანდიდატებად მივიჩნიე, - ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატების შემფასებელმა, დავით ასათიანმა განაცხადა. ნინო ჩხობაძე: სამწუხაროდ, გარემოსდაცვითი გამოცდილება, სახალხო დამცველობის კანდიდატებს ცოტას ჰქონდათ „კრიტერიუმები იყო კეთილსინდისიერება, დამოუკიდებლობა, პროფესიული კვალიფიკაცია და გამოცდილება. ოთხივე მნიშვნელოვანია ისეთი პოზიციისთვის, როგორიც არის სახალხო დამცველი საქართველოში. პირადად მე ყველა შევაფასე პროფესიული კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების კუთხით. იყო რამდენიმე კანდიდატი, რომლებიც თავიდანვე არაკვალიფიციურ კანდიდატებად მივიჩნიე, რადგან შთაბეჭდილება მრჩება, რეალურად, მათ წარმოდგენა ჰქონდათ, რომ jobs.ge-ზე გამოცხადებულ ვაკანსიას ავსებდნენ. ასეთი მცირე იყო და მათი შეფასებისაგან თავი შევიკავე", - განაცხადა ასათაიანმა. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა სახალხო დამცველობის კანდიდატების ცხრაკაციანმა შემფასებელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა.  როგორც ცნობილია, კომისიის წევრებმა ომბუდსმენობის 19 კანდიდატი ოთხი კრიტერიუმის მიხედვით შეაფასეს. მომავალი სახალხო დამცველი პარლამენტმა 90-ხმიანი კვორუმით უნდა აირჩიოს.  

ქუთაისში, ახალგაზრდა კაცს დენმა დაარტყა

ქუთაისში, ახალგაზრდა კაცს დენმა დაარტყა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანა, პატრულის ეკიპაჟები და სამაშველო სამსახურის ჯგუფები. როგორც ცნობილია, ახალგაზრდამ კისრის არეში მიიღო დამწვრობა. ამასთან, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებმა, კაცი კლინიკაში გადაიყვანეს.  

Reuters: რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ სანქციებს განიხილავს

ევროკავშირის მინისტრები განიხილავენ სამომავლო სანქციებს ირანის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც მან რუსეთს, სავარაუდოდ, კამიკაძე-დრონები მაიწოდა. იუწყება Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით. Reuters-ის ცნობით, მინისტრები ამ საკითხს 17 ოქტომბერს განიხილავენ. 10 ოქტომბერს, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის და ბელორუსის ტერიტორიებიდან გაშვებული ირანული წარმოების დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის მთავრობის ცნობით, 29 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე უკრაინამ სულ 24 ასეთი დრონი ჩამოაგდო.  ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მ გაავრცელა.  

მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთს სურს ზაპოროჟიეს ქალაქ ენერგოდარის დაპყრობა, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს

რუსეთს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები აღარ სჭირდება, რუსეთს სურს ზაპოროჟიეს ქალაქ ენერგოდარის დაპყრობა, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, - ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა. ჯოზეფ ბორელი: რუსული არმია განადგურდება, თუ მოსკოვი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს უკრაინაში "მათ სურთ წაიღონ მხოლოდ პატარა ნაჭერი, სახელწოდებით ზაპოროჟიეს რეგიონის ნაწილი, სადაც მდებარეობს ქალაქი ენერგოდარი, რათა წაგვართვან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. ეს მათი ერთადერთი სურვილია დღეს", - განაცხადა პოდოლიაკმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

თურქეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც მედიაში დეზინფორმაციის გავრცელებისთვის პატიმრობას ითვალისწინებს

თურქეთის პარლამენტმა მიიღო პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ შეთავაზებული კანონი, რომელიც ჟურნალისტებისა და სოციალური მედიის მომხმარებლებისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. კრიტიკოსებს ყველაზე მეტად აშფოთებთ კანონის 29-ე მუხლი, რომელიც  „შიშისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მიზნით“, თურქეთის უსაფრთხოების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ოპოზიცია კანონს მხარს არ უჭერს. კანონს ხელი პრეზიდენტმა ერდოღანმა უნდა მოაწეროს.  

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის დამცველებსა და ექიმებს ჯილდოები გადასცა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის დამცველთა დღეს, სამხედრო ჰოსპიტალს ეწვია. ზელენსკი დაჭრილ ჯარისკაცებს გაესაუბრა და მათ სახელმწიფო ჯილდოები, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეში გამბედაობისა და თავგანწირვისთვის გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის Facebook-ზე გავრცელდა. უკრაინის პრეზიდენტი თერაპიისა და ტრავმატოლოგიურ განყოფილებებს ესტუმრა, სადაც ექიმებმა უკრაინელი დამცველების მკურნალობისა და გამოჯანმრთელების კურსზე ისაუბრეს. ვოლოდიმირ ზელენსკი: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გამარჯვება დავაჩქაროთ "მადლობა სამსახურისთვის. გისურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას. გულწრფელ მადლობას გიხდით სახელმწიფოს დაცვისთვის", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.   14 ოქტომბერს, უკრაინელები უკრაინის დამცველთა დღეს აღნიშნავენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

მედია: აშშ უკრაინისთვის $725 მილიონის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის, $725 მილიონის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ Reuters-ს პარასკევს ორმა წყარომ განუცხადა. ახალი პაკეტი, სავარაუდოდ, მოიცავს დამატებით საბრძოლო მასალას, ასევე HMMWV სამხედრო მანქანებს, მაგრამ ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემები არ არის გათვალისწინებული. კონკრეტულად როდის გახდება ცნობილი ვაშინგტონის ახალი სამხედრო დახმარების შესახებ, უცნობია. მოგეხსენებათ, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, უკრაინამ მოუწოდა პარტნიორებს, საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდება დააჩქარონ. აშშ-ის ჯამური დახმარება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, დაახლოებით $16,8 მილიარდს შეადგენს.   

New York Times: უკრაინასთან ომში რუსეთმა, 6 ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკა დაკარგა

The New York Times-ი იტყობინება, რომ რუსმა სამხედროებმა უკრაინასთან ომში, 6 000 ერთეული სამხედრო ტექნიკა დაკარგეს. გამოცემა აშშ-ის მთავრობის გათვლებს ეყრდნობა.  პუბლიკაციის ავტორი წერს, რომ ასეთ დასკვნებს შეიცავს აშშ-ს დაზვერვის სამსახურების გამოქვეყნებული ანგარიში, რომელიც დღეს დაზვერვის მაღალჩინოსანმა მორგან მიურმა წარმოადგინა. გამოცემის ცნობით, მოხსენების მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ეფექტურობას, რათა ჩამოერთვას მას თანამედროვე იარაღის წარმოების უნარი. აშშ-ს მთავრობა განმარტავს, რომ შეზღუდვები შეეხო არა მხოლოდ მაღალ ტექნოლოგიას, არამედ აღჭურვილობის წარმოებისთვის საჭირო მარტივ ნაწილებს. ამასთან, უკრაინის გენერალური შტაბი 14 ოქტომბრის მოხსენებაში აცხადებს, რომ სრულმასშტაბიანი შემოჭრის დროს განადგურდა 2,5 ათასზე მეტი რუსული ტანკი, 5 ათასზე მეტი ჯავშანტექნიკა, 1,5 ათასზე მეტი საარტილერიო სისტემა, 186 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 268 თვითმფრინავი და 240 შვეულმფრენი, ასევე 16 ხომალდი და ნავი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მიხაილო პოდოლიაკი: ვიპოვით გამოსავალს, რომ Starlink-ის სერვისმა უკრაინაში მუშაობა განაგრძოს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა, კომენტარი გააკეთა SpaceX-ის ხელმძღვანელის, ილონ მასკის განცხადებებზე, რომელმაც უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის ფრონტზე მდებარე მისი Starlink სატელიტური ინტერნეტ ტერმინალების ფუნქციონირების დაფინანსებაზე უარი თქვა.  ილონ მასკმა, უკრაინაში Starlink-ის მიწოდების შეწყვეტაზე კომენტარი გააკეთა „მოდით, ვიყოთ გულწრფელები. მოგვწონს ეს თუ არა, ილონ მასკი დაგვეხმარა გადავრჩეთ ომის ყველაზე კრიტიკულ მომენტებში", - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.  „ბიზნესს აქვს უფლება თავისი სტრატეგია ჰქონდეს. უკრაინა იპოვის გამოსავალს Starlink-ის შესანარჩუნებლად. ჩვენ ველით, რომ კომპანია უზრუნველყოფს სტაბილურ კავშირს მოლაპარაკებების დასრულებამდე", - აღნიშნა პრეზიდენტის ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა. Starlink უზრუნველყოფს ინტერნეტ კომუნიკაციებს თანამგზავრის საშუალებით, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვან უპირატესობას ანიჭებს, როდესაც კომუნიკაციის სხვა საშუალებები დაზიანებულია ან მტრისთვის ღიაა.  მანამდე ილონ მასკმა განაცახდა, რომ Starlink-ი უკრაინას ინტერნეთს უფასოდ ვეღარ მიაწვდის.   

უკრაინა: ავიაციამ, რუსეთის ძალების 12 სამიზნეზე იერიში მიიტანა. განადგურებულია იარაღი და ტექნიკა

უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, რუსული ძალების იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 12 უბანზე მიიტანა იაერიში.  ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ინფორმაცია Facebook-ზე გაავრცელა.  გენშტაბისვე ინფორმაციით დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ტერიტორიაზე, განადგურებულია 150 დამპყრობელი, ხოლო 12 სამიზნეზე იარაღი და სამხედრო ტექნიკა.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

პრეზიდენტმა მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის (WPA) კონგრესი გახსნა, რომელსაც თბილისი მასპინძლობს

პრეზიდენტმა მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის (WPA) კონგრესი გახსნა, რომელსაც თბილისი მასპინძლობს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართა საერთაშორისო კონგრესის მონაწილეებს და იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომელიც დღეს საზოგადოების წინაშე დგას. „ჩემთვის პატივი და მოვალეობაა ამ კონგრესის გახსნა, რადგან ის თბილისში ძალიან მნიშვნელოვან, გადამწყვეტ დროს, ძალიან აქტუალურ საკითხზე ტარდება. ჩვენ დღეს რეალურად, ძალადობისა და დაძაბულობის გამოწვევის წინაშე ვდგავართ. თქვენ ახსენეთ, რა თქმა უნდა, კოვიდი და ის, თუ როგორ ვცხოვრობდით ჩვენ ყველა, ამ პერიოდის განმავლობაში - იზოლაცია, დანაკარგი, სიკვდილი. სიკვდილი, რომელიც ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, (და დარწმუნებული ვარ ბევრი სხვა ქვეყნისთვისაც), შეიძლება უაფრო რთულიც კი იყო, რადგან ეწინააღმდეგებოდა ჩვენს ტრადიციეებს - სიკვდილის დროს ოჯახთან ერთად ყოფნის ყველა ტრადიციას. ასე რომ, კოვიდმა ძალიან საშინელი გავლენა მოახდინა. შემდეგ კი, ჩვენ მოულოდნელად უფრო პირდაპირი ძალადობისა და დესტრუქციის შუაგულში აღმოვჩნდით და ეს არის ომი უკრაინაში. რვა თვეა, რაც ეს ომი მიმდინარეობს. ეს არ არის ომი, რომელიც შემოიფარგლება უკრაინით და ეს არ არის ძალადობა, რომელიც შემოიფარგლება უკრაინით.  ეს არის  ძალადობა ყველა ჩვენგანზე. ძალადობა, ყველაზე, ვინც ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც მოკლებული არიან საკუთარი დამოუკიდებლობის, საკუთარი ტერიტორიების შენარჩუნების უფლებას და უწევთ ამ ტოტალური დესტრუქციის გავლა, მათ შორის, (რაც კიდევ ერთხელ არის ძალადობის ის მაქსიმუმალური გამოვლინება, რაც შეიძლება წარმოვიდგინოთ) - ბირთვული განადგურების საფრთხე. ჩვენ, საქართველოში, ბოლო 30 წელია ვიცით, რა არის ომის ძალადობა. არა ერთხელ და ორჯერ, არამედ სამჯერ,  რასაც თან ახლავს ძალადობა ტერიტორიის ოკუპაციის, ოჯახების დაყოფის, ტერიტორიის ნაწილის დაკარგვის გრძნობის, (რაც ალბათ სხეულისთვის კიდურის დაკარგვას ჰგავს) და  უკიდურესი ძალადობა, რომელიც ყოველდღე ხდება და რომელსაც ჩვენ ყოველ ჯერზე ვიტანთ, როცა რუსი მეზობლის მხრიდან ზეწოლა ხორციელდება. და ოჯახური ძალადობა, რომელიც ომის გაურესების კონტექსტში გაიზარდა. და რა თქმა უნდა, ეკონომიკური და სოციალური პირობები, რომელიც ოჯახებში ითარგმნება [როგორც ძალადობა], კიდევ ერთი პირდაპირი ეფექტია. ამასობაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სტიგმა კვლავ რჩება. ძალიან ძნელია იმ დროს, როდესაც შემთხვევები და სირთულეები იზრდება, გქონდეთ პოლიტიკა, რომელიც დროულად უნდა დაინიშნოს. ასე რომ, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ვუპასუხოთ იმ საკითხებს, რომლებიც წამოჭრილია, ყველაზე მყისიერ პრობლემებს, ვიდრე თავიდან ავიცილოთ და გავუმკლავდეთ გრძელვადიან პერსპექტივაში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ქალისთვის, როგორც დედისთვის და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის  ძალადობის კიდევ ერთი ფორმა, რომელშიც ჩვენ ყველა ვცხოვრობთ - და ეს არის ახალგაზრების მიერ ნარკოტიკების, ბიო ან სხვა ქიმიური პრეპარატების მზარდი გამოყენება. მე აქ ვსაუბრობ საქართველოსთვის და საჯარო სექტორისთვის, რომელიც უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს იმას, რომ ოჯახებსა და განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობას ნათლად დაანახოს ის რისკები, რომლებიც დგას ამ „გასართობი“ ნარკოტიკების გამოყენებისას. და ეს ის საკითხის, რომელიც დარწმუნებული ვარ, ყველას აწუხებს. და რაც ძალიან ცხადია ყველა ეს გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, საზღვრებს გარეშეა. ისინი ყველა ჩვენგანს აწუხებს, ჩვენ ამ საკითხში გარკვეული თვალსაზრისით, ერთმანეთთან დაკავშირებული ვართ. ჩვენ ან ერთად გავუმკლავდებით ამ საკითხებს, ან ვერ გადავლახავთ მათ. ასე რომ, მინდა გისურვოთ ძალიან ნაყოფიერი სესია. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, რომ ყველა ეს დისკუსია, თქვენი დისკუსიების შედეგები მაინც იქნება გავრცელებული. ასე რომ, კიდევ ერთხელ გმადლობთ საქართველოში ჩამოსვლისთვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენს დისკუსიებში!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. კონგრესის ორგანიზებაში მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციასთან ერთად მონაწილეობს ევროპის ფსიქიატრთა ასოციაცია. მოწვეულ სტუმრებს შორის არიან 250 დარგის გამორჩეული სპეციალისტი მსოფლიოს 20 ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებიდან და კლინიკებიდან, რომლებიც მსჯელობენ არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე. ღონისძიება ტარდება რუსთაველის ფონდის და ევროკავშირის 2020-2022 წლების სოლიდარობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.  

გარდაიცვალა მსახიობი რობი კოლტრეინი, რომელიც ჰარი პოტერის ფილმებში ჰაგრიდის როლს ასრულებდა

შოტლანდიელი მსახიობი რობი კოლტრეინი, რომელიც ჰარი პოტერის ფილმებში ჰაგრიდის როლს ასრულებდა, 72 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაცია მსახიობის გარდაცვალების შესახებ მისმა აგენტმა, ბელინდა ვრაითმა გაავრცელა. Deadline-ის ცნობით, მსახიობი შოტლანდიის ქალაქ ლარბერტის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ის მკურნალობდა ოსტეოართრიტს, ქრონიკული დაავადება, რომელიც აზიანებს ხრტილს და მიმდებარე ქსოვილს.  

თურქეთში, მაღაროში აფეთქება მოხდა. ნანგრევებში სავარაუდოდ 150 ადამიანი მოყვა

თურქეთის პროვინცია ბარტინის ამსრას რაიონში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქება მოხდა. ამ დროისტვის ნანგრევებიდან 11 ადამიანია ამოყვანილი. ამის შესახებ Habertürk-ზე დაყრდნობით აზერბაიჯანული მედია წერს.  წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. აფეთქების ადგილზე დიდი რაოდენობით მეხანძრე-მაშველები და ექიმები მივიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ სავარაუდოდ 150-მდე ადამიანი მოყვა.   

ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენს დროშას დავაბრუნებთ უკრაინის ყველა ქალაქში და ყველა ტყვეს გავათავისუფლებთ

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა თავის დროშას ქვეყნის აღმოსავლეთ, სამხრეთისა და ყირიმის ყველა ქალაქში დააბრუნებს.„ასევე აუცილებელია რუსეთის ტყვეობაში მყოფი ან რუსეთში დეპორტირებული ყველა უკრაინელის დაბრუნება“, განაცხადა ზელენსკიმ უკრაინის დამცველთა დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულზე გამოსვლისას. „ჩვენ გავათავისუფლეთ ქვეყნის ჩრდილოეთი რუსი დამპყრობლებისგან. ჩვენ ვათავისუფლებთ ხარკოვის რეგიონს და მთელ აღმოსავლეთსაც აუცილებლად გავათავისუფლებთ. უკრაინის დროშას დავუბრუნებთ ყველა ქალაქს ქვეყნის სამხრეთში. დავიბრუნებთ ჩვენს ყირიმს, აღვადგენთ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ყველა უკრაინელი, რომლებიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რუსეთში მტრის ტყვეობაში არიან, ან ძალით არიან დეპორტირებულნი ჩვენი მიწიდან“, - განაცხადა ზელენსკიმ.  მისი თქმით, ეს მართლაც ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ მისი გადაჭრა უკრაინის მოქალაქეებზეა დამოკიდებული. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ტაჯიკეთის პრეზიდენტი: რუსეთის ფედერაცია არ უნდა მოექცეს შუა აზიის ქვეყნებს ისე, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს ექცეოდა

ტაჯიკეთი არის რესურსებით მდიდარი ქვეყანა, რომელსაც აქვს ისტორია, რომელიც იმსახურებს პატივისცემას რუსეთისგან, როგორც მთავარი სტრატეგიული პარტნიორისგან. რუსეთის ფედერაცია არ უნდა მოექცეს შუა აზიის ქვეყნებს ისე, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს ექცეოდა. ეს განცხადებები ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა, „შუა აზია-რუსეთის“ სამიტზე გააკეთა. „რაღაც უბადრუკ ფორუმზე ტაჯიკეთში გეხვეწებით, რომ მინისტრების დონეზე მაინც მიიღოთ მონაწილეობა. არა, თქვენ მონაწილეობთ მინისტრების მოადგილეების დონეზე. რატომ არ დავიმსახურეთ ეს, როგორც რუსეთის სტრატეგიულმა პარტნიორმა. ჩვენთან 2,5 მილიონი მოსწავლე სკოლებში რუსულ ენას სწავლობს, თუმცა ჩვენს მიმართ არის ისეთი დამოკიდებულება, რომ მცირე ერი ვართ. არ ვართ 100-200 მილიონი, თუმცა ჩვენ გვაქვს ისტორია. გვინდა, რომ პატივს გვცემდნენ“, - განაცხადა რაჰმონმა.   

კურტ ვოლკერი: უკრაინის NATO-ში გაწევრიანება რეალური გახდება, როცა რუსეთი ომს შეაჩერებს

„ვერავის ვერ მიიღებენ NATO-ში ვიდრე ეს ომი მიმდინარეობს. რისკები ძალიან მაღალია, როცა ადამიანები საუბრობენ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. NATO-ს არ სურს პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში ყოფნა რუსეთთან. ასე რომ ამ ეტაპზე არაფერი არ შეიცვლება,“- ამის შესახებ NATO-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კურტ ვოლკერმა „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.  უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს ამასთან, კურტ ვოლკერი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ვითარება შეიცვლება.  „მაგრამ ჩემი აზრით დანახული პერსპექტივა არის ის, რომ უკრაინას ექნება პროგრესი რუსეთის დამარცხებასა და სამხედრო ძალის განდევნაში. ასევე ვფიქრობ, რომ რუსეთში შეიცვლება პროცესები. არ ვფიქრობ, რომ  როცა რუსეთი დამარცხდება, პუტინი ხელისუფლებაში დარჩება. ამის შემდეგ NATO-ში გაწევრიანება ძალიან რეალური გახდება, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს შეაჩერებს და ცნობს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინას აქვს ძალიან კარგი თავდაცვითი პოტენციალი და უნდა გახდეს NATO-ს წევრი. ზუსტად ამავე დროს უნდა გახდეს საქართველოც NATO-ს წევრი. აქ არ უნდა იყოს ჩავარდნა დროში, ორივე ქვეყანა ერთდროულად უნდა მიიღონ“, - განაცხადა ვოლკერმა.  

კურტ ვოლკერი: ძალიან რეალურია, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და ეს წელს უნდა მოხდეს

„ძალიან რეალურია, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ეს წელს უნდა მოხდეს“, - ამის შესახებ NATO-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კურტ ვოლკერმა „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.  მისივე თქმით, უკრაინასა და მოლდოვას ასეთი ეკონომიკური რეფორმები არ ჩაუტარებია როგორც საქართველოს, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც შესთავაზეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. „ევროკავშირმა უთხრა საქართველოს, რომ არის 12 საკითხი რომელზეც უნდა იმუშაოთ. ჩვენ გადავხედავთ თქვენს პროგრესს და მოგანიჭებთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსს თუ ყველაფერი წესრიგში იქნება. ეს რა თქმა უნდა ხელისუფლების პრეროგატივაა, რომ ეს საკითხები შესაბამისობაში იყოს. იყო დიალოგი ბრიუსელთან ამის შესახებ. ამის შესახებ საუბრები იყო ოპოზიციასთანაც. ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მთლიანად საქართველოსთვის, ყველა პარტიისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს“, - აღნიშნა ვოლკერმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.  

„გრინსერვისის" ხელმძღვანელი: პასუხისმგებელი ვარ იმ სამუშაოზე, რაც ჩავატარეთ. წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს

„გრინსერვისის“ ხელმძღვანელმა ლაშა ფურცხვანიძემ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ხანგრძლივი გამოკითხვის შემდეგ პოლიცია დატოვა. მისი განცხადებით, გატარებულ სამუშაოეზე პასუხისმგებლობას იღებენ, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ტრაგედიის უკან, წინასწარ განსაზღვრული ქმედებაც იყოს. „მთავარი კითხვები იყო შესრულებული სამუშაოს შესახებ და უბედური შემთხვევის შესახებ. პასუხისმგებელი ვართ იმ სამუშაოებზე, რაც ჩავატარეთ, სამუშაოები ყველა ნორმის დაცვით არის ჩატარებული, ყველა საბუთი არსებობს და ეს ნახეს უკვე პოლიციაში და გამოძიება დაადგენს. შემოწმებული იყო, ვიდრე ჩამოვიდოდა ეს აპარატურა საქართველოში, შემოწმებული იყო, ამის ტესტირება და რეპორტები არსებობს და დევს ესეც პოლიციაში. ძალიან არ მინდა ვთქვა, ერთადერთ რაღაცას ვიტყვი, წინასწარ განსაზღვრულ ქმედებას ჰგავს, სხვას მე ვერაფერს ვიტყვი, უკვე გამოძიება დაადგენს. ჩვენი თანამშრომლები წინა დღესაც მუშაობდნენ, 3 საათი მუშაობდნენ აუზში, ჩართულში ამოწმებდნენ და ასწორებდნენ და მეტსაც გეტყვით, ძაღლი ჩახტა სამჯერ, კადრებიც არის. ჩვენ 2 თვის განმავლობაში ტესტირების რეჟიმი გვქონდა, ვამუშავებდით და არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა. მე ერთ შემთხვევას თუ მეტყვით, როდესაც აუზში ჩასულს ვინმეს დენმა დაარტყა, მაშინ მეც დავფიქრდები, მაგრამ მიშას დროიდან, როდესაც შადრევნები კეთდებოდა, არცერთი ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა... გამოძიებას თუ დასჭირდა, რა თქმა უნდა მოვალ და ვითანამშრომლებ. იმაზე მეტ სასჯელს მე ვერავინ მომისჯის, რაც ღმერთმა მთელი სიცოცხლის ბოლომდე სატარებლად უკვე მომისაჯა, მე თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, მაგრამ ის პატარა უმწიკვლო არსება, რომელიც გარდაიცვალა, სიცოცხლის ბოლომდე იქნება ჩემს სასჯელად. მანამდე ყველაფერი მწყობრში იყო, ძალიან ბევრი დამთხვევაა და ძალიან ბევრი რამ ასე არ ხდება. გვქონდა დაყენებული, ტესტირების რეპორტი არსებობს, მე გეტყვით, რომ ჩემი თვალით მაქვს ნანახი პირადად გაჟონვის ღელე, ასე ქვია, რომელიც თანხაში გეტყვით და მიხვდებით, ღირს 300 ლარი და არცერთი თავმოყვარე კომპანია კი არა, აი ბოლო კომპანია არ გააკეთებს იმას, რომ შადრევანში, რომელშიც დენია, არ დააყენოს გაჟონვის ღელე. ძალიან მაინტერესებს ექსპერტიზამ დაადგინოს რა მოხდა, ესეთი რამ მანამდე არ მომხდარა ბოლო რავიცი რამდენი წლის განმავლობაში, ნუ ჩემი გადმოსახედიდან 25 წლის განმავლობაში არასოდეს მომხდარა, არაერთი შადრევანი გაგვიკთებია და ასეთი რამ არ მომხდარა“, - აცხადებს ლაშა ფურცხვანიძე „რუსთავი2“-ის ცნობით. ლაშა ფურცხვანიძის და გიგა გიგაშვილის ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოკითხვა ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახა მურადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის 100-მდე პირია დაკითხული. 13 წლის გოგო, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში ჩასვლის შემდეგ დენმა დაარტყა, გარდაიცვალა.  სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორ ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.

თურქეთში, მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

თურქეთში, მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. როგორც ცნობილია, აფეთქების დროს მიწის ქვეშ 110 ადამიანი იმყოფებოდა.  თურქეთში, მაღაროში აფეთქება მოხდა. ნანგრევებში სავარაუდოდ 150 ადამიანი მოყვა ამასთან, ნანგრევებში მოყოლილი მაღაროელების გადასარჩენად, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც ტარდება. შეგახსენებთ, რომ თურქეთის პროვინცია ბარტინის ამსრას რაიონში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქება გუშინ მოხდა.