ძებნის რეზულტატი:

ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულებით გადავდგით ნაბიჯები - ისრაელში გავაგზავნეთ მოდერნიზაციისთვის არსებული საშუალებები - თავდაცვის მინისტრი

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, იგეგმება უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება საქართველოში. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ქვეყანა წლის ბოლომდე მიიღებს სატესტო ვერსიებს. „უკრაინის ომში დრონები გამოცდილია. ჩვენ წლის ბოლომდე მივიღებთ სატესტო ვერსიებს და მომავალ წელს გადავალთ მასიურ წარმოებაზე. ამასთან ერთად, ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულებით გადავდგით ნაბიჯები - ისრაელში გავაგზავნეთ მოდერნიზაციისთვის არსებული საშუალებები“. „ჩვენ თავდაცვით შესაძლებლობებს განვავითარებთ და შესყიდვების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით ორ-სამ წელიწადში დიდ მასშტაბებს მივაღწევთ“, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რადიო „იმედის“ გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას.

ჯუანშერ ბურჭულაძე: გარკვეული ჯგუფები, ჯარში შუღლის გაღვივებას ცდილობენ

"პარადოქსია, რომ ჯარის პოპულარიზაციისა და ჯარისკაცის დაფასების, მისი მუნდირის ღირსების გაფრთხილების ნაცვლად, გარკვეული ჯგუფების მხრიდან ინსტიტუციის დისკრედიტაციასა და ჯარში შუღლის გაღვივების მცდელობას აქვს ადგილი", - ამის შესახებ ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. „ჩემს დისკრედიტაციას ავიტან, მაგრამ ჯარის დისკრედიტაციას ნამდვილად არ შევეგუებით. ბოროტის მოსურნეებმა ინდივიდუალურ დონეზეც ვერ ნახეს ჯარისკაცები, რომლებიც ინტერვიუს მისცემდნენ და რაიმე პრეტენზიას გამოთქვამდნენ. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ავღანეთში, დამოუკიდებელ უბანზე 1000-კაციან შემადგენლობაში, პრემიერ-მინისტრის თავდაცვის მინისტრობის დროს ხმათა 96% მივიღეთ. ეს ხომ იმის გამოხატულებაა, რომ ჯარისკაცი გვიფასებს, რომ ჩვენ მას ვაფასებთ“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.  

შსს-მ თაღლითობის ფაქტზე ტყიბულში ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ტყიბულის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი 1970 წელს დაბადებული მ.შ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე თაღლითობის ფაქტზე დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ მ.შ.-მ მოქალქეს მოტყუებით, ჩამორთმეული მართვის უფლების თითქოსდა აღდგენის სანაცვლოდ გამოართვა 2000 ლარი.  

ირანის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

გააქტიურებული სამხედრო შეტაკებებისა და გაზრდილი არეულობის გამო, ირანის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს. აღნიშნული მოწოდება ირანის ხელისუფლებამ მას შემდეგ გაავრცელა, რაც აშშ-მა და ევროპელმა მოკავშირეებმა ირანი უკრაინაში გამოსაყენებლად რუსეთისთვის დრონების მიწოდებაში დაადანაშაულეს. აშშ ირანს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში პირდაპირ მონაწილეობაში ადანაშაულებს უკრაინის პრეზიდენტმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინამ ერთი თვის განმავლობაში 233 ირანული დრონი ჩამოაგდო. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი.ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. ზელენსკი: რუსეთის მიერ ირანული დრონების ყიდვა, სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: გავაგრძელებთ ყველა სანქციის მტკიცედ აღსრულებას, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.  

რა გავლენა აქვს „პრაღის შეთანხმებას“ სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და რა ახალი შესაძლებლობები იხსნება საქართველოსთვის

სამხრეთ კავკასიის რეგიონი, მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ერთ-ერთი ეპიცენტრია. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული პოლიტიკური და სამხედრო დაძაბულობის ფონზე, პრაღაში, მხარეები ბრიუსელის მონაწილეობით, სომხეთის საზღვარზე ევროკავშირის სამოქალაქო მისიის ორი თვით განთავსებაზე შეთანხმდნენ. ევროკავშირის 40-კაციანი სამოქალაქო მისია სომხეთში, საქართველოდან მიმდინარე კვირას ჩავიდა. რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ სამხრეთ კავკასიაში „პრაღის შეთანხმების“ შემდეგ და რა როლი აქვს ამ პროცესებში საქართველოს, ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე Europetime საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსს ნინო სამხარაძეს ესაუბრა. ET: რა მნიშვნელობა აქვს „პრაღის შეთანხმებას“ ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის საკითხში და რა გავლენა ექნება ამ შეთანხმებას სამხრეთ კავკასიის რეგიონზე? პრაღის შეთანხმება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ სასაზღვრო მუშაობა ჩატარდება და თუკი გავითვალისწინებთ ევროკავშირის მედიაციის ტრადიციებსა და მათ გამოცდილებას თუნდაც ევროპის შიგნით საზღვრების მართვის საკითხში, იმედიანად უნდა ვიყოთ, რომ ამ მისიას, რომელიც ამ ეტაპზე სამოქალაქოა, ექნება ისეთი მიღწევები, რომლებიც შემდგომში, მთლიანად რეგიონს დაეხმარება.  ET: რას გულისხმობთ, რეგიონს ეს რა მიმართულებით დაეხმარება? ამ სამოქალაქო მისიის საქმიანობა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, პრაგმატული თვალსაზრისით, შემდგომი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვისაა მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიცით, რომ საფრთხის ქვეშაა ის ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, რომელიც გაცხოველებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს, მათ შორის საქართველოს ჩართულობით უწყობს ხელს. ამ პოტენციალის გამოყენება აქამდე არსებული ამ რისკ-ფაქტორების გამო ვერ ხდებოდა. ამიტომ, პრაგმატულად თუ შევხედავთ, რეგიონში, საზღვარზე წარმატების მიღწევა არის რეალისტური. განსხვავებით, წინა უფრო ფართო პოლიტიკური შეთანხმებებისგან, რომელსაც ეს ორი ქვეყანა, სხვადასხვა სახელმწიფოს ჩართულობით აღწევდა და შემდეგ არღვევდა.  ET: რაც შეეხება გეოპოლიტიკის მიმართულებას, ამ შემთხვევაში სამხრეთ კავკასიის რეგიონში, „პრაღის შეთანხმების“ ფონზე რა შეიძლება, შეიცვალოს?   გეოპოლიტიკური თვალსაზრისით თუ შევხედავთ ჩვენი რეგიონისთვის „პრაღის შეთანხმების“ მნიშვნელობას, კონკრეტულად საქართველოსთვის თავისთავად სასიამოვნო სანახავია ის, რომ რეგიონში იზრდება ევროკავშირისა და ზოგადად დასავლეთის წარმომადგენლობა, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, „პრაღის შეთანხმების“ მიღმა აშშ-მ სხვადასხვა დონეზე გამოთქვა სურვილი, რომ კიდევ უფრო გააქტიურდეს რეგიონში. კონკრეტულად, პრაღაში მიღწეული შეთანხმება აშშ-ის წარმომადგენლობასაც შეუწყობს ხელს და გააძლიერებს. თანაც იმ ფონზე, რომ რეგიონში გაჩნდა ძალის ვაკუუმი მას შემდეგ, რაც რუსეთმა ინერტულობა გამოიჩინა ბოლო პერიოდში რეგიონში გამწვავებული სამხედრო დაპირისპირებების მიღმა. ასე რომ, ამ ვაკუუმს, ანაცვლებს კოლექტიური დასავლეთი. ამ შემთხვევაში ევროკავშირი, რაც ზოგადად რეგიონისთვის და კონკრეტულად, საქართველოს პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანია, თუნდაც, იმისთვის, რომ შემდეგ ევროინტეგრაციული თუ არა ევროპასთან დაახლოების პროცესები მეტად დაჩქარდეს.  ნინო სამხარაძე ET: როგორ ფიქრობთ, რატომ დათანხმდა სომხეთი ევროკავშირის სამოქალაქო მისიის ჩასვლას, მაშინ, როცა ეს ქვეყანა რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია?  ამ ეტაპზე, ამ შემთხვევაში ორ ფაქტორს გამოვყოფდი, რომელიც აზერბაიჯანისა და სომხეთისგან მოდის. ერთი მხრივ, სომხეთმა იგრძნო, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთისგან მოთხოვნილი დახმარება ვერ მიიღო, აქამდე არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, მას უფრო მეტად შეუძლია, ენდოს ევროპას. სომხეთი ამ ეტაპზე იმ მდგომარეობაშია, რომ ყველგან მეგობრებს ეძებს. ამიტომ, მისთვის უფრო ადვილია, გნებავთ ამას დათმობა ვუწოდოთ ან რისკზე წასვლა, რომ მის გადაწყვეტილებებზე, „რუსული გავლენა“, ჩაანაცვლოს „დასავლური გავლენით“. გავლენაში ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მედიატორის, შუამავლის გავლენებს. მეორე მხარესაა აზერბაიჯანი, რომელმაც გაააქტიურა ევროკავშირთან სტრატეგიული ურთიერთობები მას შემდეგ, რაც ევროპული ქვეყნების დღის წესრიგში ენერგოდივერსიფიკაციის ახალი გეგმა გაჩნდა. თავის მხრივ, ევროპა დათმობებზე წავიდა აზერბაიჯანთან მიმართებით, რომელსაც მმართველობის გამოკვეთილად ავტორიტარული რეჟიმი აქვს. ასე შეიძლება, ვუწოდოთ აზერბაიჯანის პოლიტიკურ სისტემას, რაც ევროკავშირისთვის თანამშრომლობის საიმედო გზა არ არის ხოლმე, თუმცა ახლა იმდენად მნიშვნელოვანი გახდა ეს ორმხრივი პარტნიორობა ბრიუსელსა და ბაქოს შორის, რომ ორივე მხარეს ერთმანეთთან თანამშრომლობის ბევრად მეტი სურვილი აქვთ, თუნდაც, გარკვეული ორმხრივი დათმობების საფუძველზე. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ აზერბაიჯანი ახლა გამარჯვებულის პოზიციაშია, ნებისმიერი მოლაპარაკების მაგიდასთან და  მასთან უფრო ადვილია შეთანხმება. თუნდაც, კონკრეტულ მისიაზე, ფორმულირება ისეა, რომ მისია უნდა განლაგდეს სომხეთის მხარეს და აზერბაიჯანის მხრიდან არის დაპირება, რომ ამ მისიასთან ითანამშრომლებს. ასეთი დეტალების გათვალისწინებით, ევროკავშირმა ადვილად მოახერხა ამ ქვეყნების მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანა. მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ორივე სახელმწიფოსა და თავად ბრიუსელს ეს ახლა როგორც არასდროს ისე სჭირდებათ. თუმცა რამდენად თანაბრად, ეს კვლევის საგანია, მაგრამ ფაქტია, რომ სამივეს ინტერესები დაემთხვა.  ET: „პრაღის შეთანხმების“ ფონზე, რა როლი ექნება სამხრეთ კავკასიის რეგიონში საქართველოს?  რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, გეოპოლიტიკური ბანაკები იცვლება. საქართველომ თავისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს იმ ბანაკში, რომელიც ჩვენთვის უფრო სასურველია. დასავლეთის მედიაცია უნდა იყოს ჩვენი პოლიტიკური ინტერესების ნაწილი. აქედან გამომდინარე, ის როლი, რაც აქამდე საქართველოს ჰქონდა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში, კერძოდ საქართველოს მთავრობის აქტივობა, გარკვეულწილად დასავლური გეგმის ნაწილი იყო. ამასთან საქართველოს ინტერესებშია სომხეთთან და აზერბაიჯანთან მშვიდობიანი ურთიერთობა და თანამშრომლობა.  ET: რა უნდა იყოს საქართველოს სტრატეგია, რომ ეს აქტიური როლი შევინარჩუნოთ?  ჩვენი სტრატეგია უნდა იყოს ის, რომ დასავლეთის მედიაციის პროცესში, რამე ფორმით ჩავებათ. ამ საკითხებზე უნდა მოველაპარაკოთ აზერბაიჯანს, სომხეთს და პირველ რიგში ბრიუსელს, რომ გამოიჩინოს ინიციატივა და თბილისი პროცესებში ლოგისტიკის კუთხით ჩაერთოს.  მაგალითად, ცოტა უფრო მაღალ დონეზე მოლაპარაკებები, ბრიუსელის ნაცვლად სამმხრივი ან უფრო მრავალმხრივი მოლაპარაკებები თბილისში გაიმართოს. ესეც მნიშვნელოვანი ჟესტი და გზავნილი იქნებოდა მსოფლიოსთვის და რუსეთისთვის, რომ რეგიონში, სწორედ საქართველოა ის ფლაგმანი, რომელიც დასავლურ წარმომადგენლობას საფუძველსა და ბაზისს აძლევს.   ET: რა გავლენა ექნება ამ პროცესებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკაზე?  აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირების სხვადასხვა ფაზაში, რაც ამ ომს ჰქონდა, ორივე მხარე იცავს სატრანზიტო ინფრასტრუქტურას. თუმცა არის რისკი, რომ ეს ინფრასტრუქტურა, რაც უკვე არსებობს და რასაც ვიყენებთ, იგივე აზერბაიჯანთან და თურქეთთან თანამშრომლობის პროექტში, (იგივე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი), რისკის ქვეშ არის და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე გონიერი ქვეყანა ასეთ სტრატეგიულ ობიექტებს დააზიანებს, მაგრამ ნებისმიერი საომარი მდგომარეობის დროს ასეთი ინფრასტრუქტურა რისკის ქვეშ ექცევა. ახლა ეს რისკები განეიტრალდება.  ამას ისიც ემატება, რომ ახალა გაცილებით ადვილი იქნება დამატებითი სავაჭრო ოპერაციების წარმოება, იმ დერეფნების გამოყენებით, რომლებიც აქამდე არ ფუნქციონირებდა. სომხეთისთვის პოლიტიკურად სენსიტიურია იგივე ლაჩინსა და ზანგეზურის დერეფანზე მოლაპარაკება. სომხეთს გარკვეულ დათმობებზე წასვლა უჭირს და თუ ამ ტერიტორიებზე ნეიტრალური კონტროლის დამყარება მოხდება. ამ დერეფნების ამოქმედება მხარეებს ახალ ეკონომიკურ დივიდენდებს მოუტანს. საქართველოს შეუძლია, აქ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს თავისი პოლიტიკური ნდობის გათვალისწინებით და ამ დერეფნებზე მხარეების შეთანხმების პროცესში, თავისი წარმომადგენლები ჩართოს.  ET: უკრაინასთან საბრძოლო მოქმედებების ფონზე, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში გავლენებს არ თმობს. რა პროცესებია მოსალოდნელი და ამ მიმართულებით როდის შეიცვლება ვითარება?  ამ ეტაპზე იმის ილუზია, რომ რუსეთის ჩანაცვლება სრულად მოხდება რეგიონში, რა თქმა უნდა, ვერ გვექნება. პირველ რიგში იმიტომ, რომ დასავლეთი რუსეთთან გეოპოლიტიკურ დაპირისპირებას მოცემულ მომენტშიც კი ერიდება. დასავლეთს ბევრად მეტი სივრცე აქვს იმისთვის, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაძაბულობა განიმუხტოს. დასავლეთი თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ იმოქმედებს, თუკი ნამდვილად აქვს დასახული მიზნები. ამისთვის შესაძლებლობა და სივრცე ბევრად დიდია, ვიდრე ეს იყო თუნდაც ნახევარი წლის წინ.  აქედან გამომდინარე, დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური საიმედოობა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დასავლეთის მეტი ყოფნა ჩვენს ქვეყანაში. გნებავთ ბაზები იქნება თუ სასწავლო ცენტრები, ბევრად უფრო თამამად შეიძლება ამ პროექტების განხორციელება. მაგალითად, საერთო კავკასიური პოლიტიკური პროექტების შეთავაზებით, რაშიც უფრო ადვილი იქნება სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართვა, სამმხრივი შეთანხმების არსებობის პირობებში. ასევე პროცესები დაჩქარდება, თუ რუსეთი „მოდუნებულ ყურადღებას“ ამ სამ ქვეყანაზე ვეღარ გადმოიტანს. საქართველომ ამ საკითხებზე უნდა ისაუბროს მაღალი დონის შეხვედრებზე. ასევე, ბრიუსელის მხრიდანაც გამოიკვეთება, ამ ორთვიანი სამოქალაქო მისიის შემდეგ, როგორ დაინახავენ თავიანთ როლს რეგიონში. ბრიუსელმა რომ სამხრეთ კავკასიაში თავისი როლი დაინახოს, ამის ყველაზე მეტი რესურსი აქვს თბილისს. ამაზე უნდა ილაპარაკოს თბილისმა, რის გაკეთება შეუძლია ბრიუსელს სამხრეთ კავკასიაში და სამომავლოდ, რისი პერსპექტივა უნდა ჰქონდეს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ოსტინი შოიგუს მეორედ ესაუბრა

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ტელეფონით ესაუბრა.  ამის შესახებ პენტაგონი იუწყება. ლოიდ ოსტინისა და სერგეი შოიგუს შორის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პირველი სატელეფონო საუბარი შედგა „21 ოქტომბერს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს. მდივანმა ოსტინმა ხაზი გაუსვა საკომუნიკაციო ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე”, - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც. „2022 წლის 21 ოქტომბერს შედგა სატელეფონო მოლაპარაკებები რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს შორის. განხილულია საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალური საკითხები, მათ შორის უკრაინაში არსებული ვითარება”, - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

გერმანულმა კომპანიამ უკრაინას, რადიოლოკაციის სადგური გადასცა

გერმანულმა კომპანია Hensoldt AG-მა, რომელიც თავდაცვის, საჰაერო კოსმოსური და უსაფრთხოების სექტორებში, დაცვისა და მეთვალყურეობის სენსორულ ტექნოლოგიებშია სპეციალიზირებული, უკრაინას, პირველი მრავალფუნქციური სარადარო სადგური TRML-4D-ი გადასცა. გერმანია უკრაინას დაპირებული სამხედრო დახმარების დიდ ნაწილს წლის ბოლომდე გადასცემს TRML-4D უზრუნველყოფს დაახლოებით 1500 სამიზნის სწრაფ აღმოჩენასა და თვალყურის დევნებას 250 კმ-მდე რადიუსში. როგორც ცნობილია, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა იური იგნატმა განაცხადა, რომ IRIS-T საზენიტო სარაკეტო სისტემა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემაშია ინტეგრირებული. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებულის სხდომაზე, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ხათუნა ხარჩილავამ გამოაცხადა. ნელი დოროყაშვილი სასამართლოზე არ გამოცხადებულა. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახში არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს. მოგვიანებით, პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ ძალადობასაც ედავებოდნენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები ერთიდან 3-წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებდა.

უკრაინა: ხერსონის ოლქში დეოკუპირებულია 88 დასახლება, ხოლო 551 ხარკოვის რეგიონში

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს 551 დასახლება ხარკოვში და 88 დასახლება ხერსონის რაიონებში.ამის შესახებ ბრიფინგზე, პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა, იუწყება Ukrinform. „ხერსონის რაიონში სულ დეოკუპირებულია 88 დასახლება. აქ 11 827 მშვიდობიანი მოქალაქე ცხოვრობს", - განაცხადა ტიმოშენკომ. მისი თქმით, ამჟამად ბერისლავის რეგიონის დეოკუპირებული დასახლებების მცხოვრებლებს ჰუმანიტარული დახმარება ურიგდებათ. ხოლო, განთავისუფლებულ დასახლებებში აღმოიფხვრება ელექტროსადენების წყვეტები, მიმდინარეობს სატრანსფორმატორო ქვესადგურების შემოწმება და ელექტრობოძების მონტაჟი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ნიკოლოზ ბასილაშვილი: რთული პერიოდი გავიარე, სამართლიან განაჩენს ველოდი

ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემ შვილთან არ მქონია ურთიერთობა ბოლო 2 წელია, მინდა დავიწყო ამ გაციებული ურთიერთობების თავიდან აღდგენა და გამოსწორება. პირველ რიგში, ჩემი ნაბიჯი ეს იქნება - ნიკოლოზ ბასილაშვილმა, მისი გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, პირველი კომენტარი მედიასთან, სასამართლო დავასთან დაკავშირებით, ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოში გააკეთა. სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო „მე, როგორც თავიდან, საქმის დაწყებიდან აღვნიშნე, არ მინდა საჯაროდ ნეგატიური განცხადებების გაკეთება. ის ყველა შემთხვევაში არის ლუკასის დედა, ამიტომ ჩემთვის ბავშვი არის აბსოლუტურად მთავარი. მე არ მინდა ჩემს პირადზე ვისაუბრო. გადავხარშავ, დავლაგდები ცოტას... მე ველოდი სამართლიან გადაწყვეტილებას ჩემთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ამიტომ ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ დადგა სამართლიანი განაჩენი. ვნერვიულობდი, რთული პერიოდი გამოვიარე ცხოვრებაში, მითუმეტეს, როდესაც იყო გაშვებული ჩემი ხმა სატელევიზიო სივრცეში არასწორად, ამან ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა, ეს შინაარსი არ ემსახურებოდა სიმართლეს, ამიტომ, ეს მომენტი ამდენი ცრუ ბრალდება ჩემთვის ძალიან რთული ასატანი იყო და ძალიან მიხარია, რომ ეს ყველაფერი დამთავრდა. ჩემთვის პრიორიტეტია ბავშვთან ურთიერთობების აღდგენა და შემდეგ პროფესიული კარიერა", - განაცხადა ბასილაშვილმა.  ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები ერთიდან 3-წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებდა.  

უკრაინის ძალებმა, ნიკოლაევსკის რეგიონში რუსული სუ-25 ჩამოაგდეს

უკრაინის ძალებმა, ნიკოლაევსკის რაიონში რუსული სუ-25 ჩამოაგდეს.  ამის შესახებ ნიკოლაევსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ვიტალი კიმმა Telegram-ში განაცხადა. ნიკოლაივსკის რეგიონში, რუსული ძალების საჰაერო იერიში საათნახევარი გაგრძელდა.  სამხრეთის საჰაერო სარდლობამ განმარტა, რომ თავდასხმის თვითმფრინავი ნიკოლაევსკის რაიონის ბაშტანსკის რაიონში, ოდესის საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის ქვედანაყოფმა ჩამოაგდო.   

ჯადოქართა ჩოგანი

ბასილაშვილის საქმეზე ვწერ. საქმეზე, რომლის მსგავსიც ათასობით განიხილება ნორმალურ ქვეყნებში. მსგავსი საქმეები ყოველთვის იწვევს მითქმა-მოთქმას, განსაკუთრებით, თუ ცნობილ ადამიანებს ეხება. მაგრამ ეს საქმეები ყოველთვის რჩება ხოლმე საზოგადოებრივი და მედიის განხილვის დონეზე და არასდროს გადადის პოლიტიკურ ჭრილში. ეს ნორმალურ ქვეყნებში. ახლა ვნახოთ, რა ხდება საქართველოში. Facebook-ის მუდმივად პოლარიზებულმა ქართველმა მომხმარებელმა ამ შემთხვევაშიც შეინარჩუნა სტატუს-კვო და პოლიტიკურ ჭრილში გადაწყვიტა ყველაფერი. „ბაბლი“ ასე დაიყო - ფუნდამენტალისტი „ქოცები“ ერთმანეთს ულოცავდნენ ბასილაშვილის გამართლებას, ხოლო დანარჩენი ნაწილი ზიზღით იფურთხებოდა მოსამართლის (განაჩენის წაკითხვისას მიღებული გამომეტყველების გამო), ზოგადად ქართული სასამართლოს (გაქანებული ფემიციდის დროს ძალადობაში ბრალდებულის გამართლების გამო), ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარდამჭერების (გამაღიზიანებელი ნიშნისმოგების გამო) და ვლადიმერ პუტინის (ყოველი შემთხვევისთვის) მისამართით. არადა, ეს საქმე ჩვეულებრივ, „სელებრითების სასამართლოდ“ დარჩებოდა, რომ არა ფემიციდის რეალური პრობლემა, ოჯახური ძალადობისა და გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობის არნახული ზრდა და ამ ყველაფერზე მმართველი ძალის მხარდამჭერი, რეალური თუ არარეალური მომხმარებლების დამცინავი დამოკიდებულება. „თუ გინდა, იპოვო დამნაშავე, ეძებე ის, ვისაც ეს დანაშაული სარგებელს მოუტანდა“ (უცნობი ავტორი) ზოგადად, ნებისმიერი თემის პოლიტიკურ სარგებლად ქცევა ქართული პოლიტიკის ექსკლუზივია. მაგრამ, ლოგიკურად რომ გავყვეთ, რატომ უნდა აწყობდეს ან მმართველ და ან ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას ქვეყანაში ქალთა მკვლელობები და ამისი მორალური მხარდაჭერა სასამართლოს  (ანუ სახელმწიფოს)  მიერ? ხაზს ვუსვამ - ეს განაჩენი სწორედ ასე იქნა აღქმული საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან. რეალურად, ბოლო დროს გახშირებული ქალთა მკვლელობები არ არის შემთხვევითი მოვლენა - ეს რამდენიმე ფაქტორის ერთდროული მოქმედების შედეგია. კერძოდ:  1. ყბადაღებული „ქართული მენტალიტეტი“ და „ტრადიციები“, რომელიც, სინამდვილეში, „ქართული საბჭოთა მენტალიტეტი“ და „საბჭოთა ტრადიციებია“ და არაფერი აქვს საერთო რეალურ ქართულ აზროვნებასთან - პირიქით, უფრო ფუნდამენტალურ ისლამს უთანაბრდება ქალთა მიმართ დამოკიდებულებაში და მათზე ძალადობის მხრივ ხშირად აჭარბებს კიდეც.  2. რელიგიური ფაქტორი - რომელიც, უმეტესწილად, ისევ „ტრადიციად“ საღდება და რომელსაც არ ჰყავს პატრონი, რომ ადამიანებს გასაგებად აუხსნას, რას გულისხმობს ესა თუ ის მონაკვეთი საღვთო სჯულსა თუ სხვა წიგნებში.  3. თაობათა შორის არასწორი კავშირი - მოძალადე მშობლები და ახალგაზრდები, რომლებიც იზრდებიან გარემოში, სადაც ძალადობა და სიყვარული ხშირად გაიგივებულია.  4. განათლების ძირეული პრობლემა - ბავშვთა მოძულე მასწავლებლები, „კარგ მენეჯერებად“ მონათლული, თავის მართლებაში დახელოვნებული დირექტორები, არაპროფესიონალებით სავსე რესურსცენტრები და რეალურ საჭიროებებს აბსოლუტურად აცდენილი სასწავლო პროგრამა.  5. რუსული პროპაგანდა - უამრავი არასამთავრობო, პოლიტიკური თუ სხვა ტიპის, ძირითადად მოძალადე ჯგუფები, რომელთა დაფინანსებაც პირდაპირ, უკვე ღიად და დაუფარავად მიბმულია რუსეთის სპეცსამსახურებზე და რომელთა მეშვეობითაც მუდმივად ვრცელდება ფემიციდის თუ სხვა ტიპის ძალადობის წამახალისებელი მესიჯები. ამ ყველაფრის მოგვარებას ნორმალური საზოგადოება ამდენი წლის განმავლობაში უპრობლემოდ მოახერხებდა. ჩვენც მოვახერხებდით, რომ არა ერთი კონკრეტული, ძალიან დიდი და სერიოზული მიზეზი ამ ყველაფრისა - ქართული სახელმწიფო და მმართველი პარტია, რომელიც საზოგადოების წევრებს მხოლოდ ამომრჩევლებად და სტატისტიკად აღიქვამს. უკუღმა გავყვეთ - ოკუპანტის პროპაგანდის აღმოფხვრა ნებისმიერ თავმოყვარე სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა უნდა იყოს, მაგრამ ხელისუფლება პრორუსულ ჯგუფებს ხელს არ უშლის და სწორედ ასე ცდილობს, ამომრჩევლის იმ ნაწილის გული მოიგოს, ვისაც ჯერ კიდევ ახსოვს „საბჭოთა სიკეთეები“ და არამარტო სსრკ-ში, 90-იანებში დაბრუნებასაც კი ნატრობს. განათლების პრობლემასაც მივხედავდით აქამდე, რომ არა აგიტატორებად ქცეული მასწავლებლები, კოორდინატორებად ქცეული დირექტორები, ოდეერებით სავსე რესურსცენტრები და რადარებიდან გამქრალი განათლების სამინისტრო. თაობათა კავშირსაც მიეხედებოდა აქამდე, რომელიმე თაობას მაინც ნორმალური დასაქმებისა და პოტენციალის რეალიზების პირობები რომ ჰქონოდა - სხვის ცხოვრებაში ხელების ფათური, უმეტესწილად, ბირჟაზე მდგომი, უსაქმური ხალხის საქმეა და ფემიციდის შემთხვევათა უმეტესობაც, სწორედ მსგავსი, კვაზისოციუმების წახალისებით ხდება - რეგიონებში განსაკუთრებით. რელიგიური ფაქტორი ცალკე პოსტის თემაა - ქართული პოლიტიკური ძალები, უკვე ათწლეულებია, საკუთარი დაკარგული ნდობის ჩანაცვლებას ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასთან კეკლუცობით, კოალიციებითა და მათთვის უზარმაზარი ბენეფიტების შეთავაზებით ცდილობენ, ხოლო შედეგად ვიღებთ ამბიონიდან და მიტინგის ტრიბუნიდან ძალადობის ქადაგებას, სადაც ძალადობის ადრესატი, უმეტესად, ხელისუფლებისთვის არასასურველი პერსონები და სოციალური ჯგუფებია (გაიხსენეთ 2021 წლის 5 ივლისი). მენტალიტეტის ცვლილება ყველაზე შრომატევადი და გრძელვადიანი საქმეა, მაგრამ ამასაც მოვერეოდით, რომ არა ამ მენტალიტეტის გადაჯაჭვულობა კრიმინალურ მენტალიტეტთან და ამ მენტალიტეტის მქონეთა აქტივობის გამოყენება მმართველი ძალების მიერ ყველა არჩევნებზე, რაც, ბოლო დროს, ფაქტობრივად, ნორმად იქცა. კი, ჩვენ შევძლებდით, ამ ყველაფრისთვის ეტაპობრივად მოგვევლო და მოგვეგვარებინა, რომ არა ხელისუფლების დაინტერესება, ყველაფერი დარჩეს ისე, როგორც არის. ქვეყანაში, სადაც, შეიძლება, ითქვას, შუა საუკუნეების მსგავსი „ჯადოქრებზე ნადირობაა“ გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი, ბასილაშვილის საქმე, შესაძლოა, ახალ „ჯადოქართა უროდ“ - ერთგვარ სახელმძღვანელოდ იქცეს, რომელიც ყველა მოძალადეს ხელებს გაუხსნის, ხოლო ძალადობის მსხვერპლ უამრავ ქალს იმედს მოუკლავს, რომ სამართლის პოვნა ნორმალური გზით შესაძლებელია. ასე აღიქვამს ამას ყველა, მმართველი ძალის მხარდამჭერების გარდა. ძალადობა, ნებისმიერი ფორმით, კონვეიერული წესით ამრავლებს უბედურ ადამიანებს. ხოლო უბედური ადამიანი იდეალური გადამხდელია  რელიგიური ორგანიზაციებისთვის (ირაციონალურ ტკივილებს ირაციონალური წამალის ძიებამდე მივყავართ) და იდეალური ამომრჩეველია მმართველი ძალისთვის (მაინც არაფერი შეიცვლება და რა აზრი აქვს არჩევნებზე მისვლას). ამ ყველაფერს დავუმატოთ აბსოლუტურად ნდობადაკარგული სასამართლო, რომელიც საზოგადოებისთვის „მურუსიძეებთან“ ასოცირდება, და მივიღებთ სიტუაციას. სადაც საზოგადოების მოთმინება და იმედი თანაბარპროპორციულად იწურება. ჩემს მშობლიურ კუთხეში, ქიზიყში, ნებისმიერი მეღვინე გლეხი გეტყვით, რომ ღვინის დუღილის დროს ჭურჭელს თავი არ უნდა დაახურო - გახეთქავს. დროებით.  ლექსო ლეკიაშვილი

ჯორჯა მელონი, იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა

ჯორჯა მელონი მთავრობის ფორმირების პროცესს დათანხმდა. ის იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა „ჯორჯა მელონიმ მიიღო მანდატი და წარადგინა მინისტრების სია", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, უგო ზამპეტიმ, მელონისა და  პრეზიდენტ, სერჯო მატარელის კონსულტაციების დასრულების შემდეგ განუცხადა.  ახალი მთავრობა ოფიციალურად ფიცს ხვალ, 22 ოქტომბერს დილით დადებს, მომავალ კვირას კი პარლამენტის ორივე პალატა კენჭისყრის გზით ნდობას გამოუცხადებს. შეგახსენებთ, რომ იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა.   

საქალაქო სასამართლო, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო „2022 წლის 21 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო ოჯახური ძალადობის ბრალდების საქმეზე. ნიკოლოზ ბასილაშვილი: რთული პერიოდი გავიარე, სამართლიან განაჩენს ველოდი საქმის არსებითად განხილვისას სასამართლომ მოისმინა მხარეთა პოზიციები, შეაფასა მოწმეთა ჩვენებები, ვიდეო-აუდიო ჩანაწერები, დაცვის მხარის მიერ ალტერნატიული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის ნიკოლოზ ბასილაშვილის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც ამ უკანასკნელმა ნელი დოროყაშვილის ქმედებების გამო განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. სასამართლოს შეფასებით, დაზარალებულის ჩვენება თავის მხრივ წინააღმდეგობაში მოდიოდა მის მიერვე განხორციელებულ ფარულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებთან და არ ქმნიდა გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტისთვის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, ასევე, არ დადასტურდა ეკონომიკური ძალადობის, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით დაზარალებულის შევიწროების ფაქტები. კერძოდ, საბანკო ამონაწერებით ვერ დადგინდა ბრალდებულის მხრიდან პლასტიკური ბარათის დაბლოკვის ფაქტები. ასევე, არ დადასტურდა გენდერული ნიშნით დაზარალებულის კონტროლი, პროფესიული საქმიანობისთვის ხელშეშლა. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში (2018 წ) და საქართველოში (2019წ) განხორციელებულ შესაძლო ფიზიკური ძალადობის ეპიზოდებს, დაზარალებულის მხრიდან სამართალდამცავ ორგანოებში მიმართვიანობას ადგილი არ ჰქონია. ამ ეპიზოდებშიც უტყუარად არ დადასტურდა პირის ბრალეულობა. 2020 წლის 21 მაისის, ე.წ. ავჭალის ეპიზოდში, ასევე არ იყო წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის. უდანაშაულობის პრეზუმციის ცნების შესაბამისად, სასამართლომ ყოველგვარი გონივრული ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა”,- აღნიშნულია სასამართლოს ინფორმაციაში. ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები ერთიდან 3-წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებდა.  

დოროყაშვილი ბასილაშვილის წინააღმდეგ, სამართლებრივ დავას ყველა ინსტანციაში აპირებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელ განაჩენს, მისი ყოფილი ცოლი ნელი დოროყაშვილი Facebook-ზე გამოეხმაურა. სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო დოროყაშვილი ბასილაშვილის წინააღმდეგ, ყველა ინსტანციაში აპირებს სამართლებრივ დავას. ნიკოლოზ ბასილაშვილი: რთული პერიოდი გავიარე, სამართლიან განაჩენს ველოდი „სამწუხაროა, რომ პირდაპირ სტრასბურგში და გაეროში არ შეიძლება ამ საქმის წაღება, რადგან უმოკლეს ვადაში მოხდეს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და სამართლიანობის მიღწევა. ჩვენ გავივლით ყველა ინსტანციას, სულ რომ ყველამ თვალი დახუჭოს მტკიცებულებებით სავსე საქმეზე სტატუსისა და გავლენების გამო, ჩვენ მაინც მივიღებთ სამართლიანობას. ამ „ქეისს" გავხდით მაგალითად, თუ როგორ მუშაობს საქართველოში სასამართლო სისტემა“, - წერს დოროყაშვილი.  საქალაქო სასამართლო, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს მანამდე, სოციალურ ქსელში, ნელი დოროყაშვილის ადვოკატი, ანა აბაშიძე გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.  „გაფორმდა ფემიციდი! მიკერძოებულმა სისტემამ დღეს კიდევ ერთხელ ამხილა თავი და კიდევ ერთი ქალი გადააგდო საჯიჯგნად“,- წერს აბაშიძე.  როგორც ადვოკატი სოციალურ ქსელში წერს, „მსხვერპლი ქალის მონელების უფლებას“ არავის არ მისცემენ და ნელი დოროყაშვილის დაცვა გაგრძელდება.  ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები ერთიდან 3-წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებდა.  

მაკრონი: ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების დაწყების მომენტი, უკრაინამ უნდა განსაზღვროს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების გზის ნაწილი უნდა იყოს. დადგა თუ არა ასეთი მომენტი უკრაინამ უნდა განსაზღვროს. ამის შესახებ მაკრონმა ბრიუსელში, ევროსაბჭოს მეორე დღის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.  კითხვაზე „რა შეუძლიათ გააკეთონ საფრანგეთმა და სხვა ევროპელმა პარტნიორებმა უკრაინაში ომის დასასრულებლად?“ მაკრონმა აღნიშნა, რომ ეს არის „ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ასევე ყველაზე რთული კითხვაა“. „ჩვენ არ ვიბრძვით უკრაინაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. ჩვენ ვახორციელებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენ არ ვმონაწილეობთ ამ ომში, ამიტომ მისი შეჩერება ჩვენს ძალას აღემატება, რადგან ჩვენ არ ვართ ამ კონფლიქტის მხარე“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. Europetime-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ამ დროისთვის უკრაინაში, საქართველოს საელჩოში ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს.  უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 22 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.   

პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის პროკურორის, ნათია გურულის განცხადებით, ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლო გადაწყვეტილებას და გამამართლებელ განაჩენს გაასაჩივრებს. დოროყაშვილი ბასილაშვილის წინააღმდეგ, სამართლებრივ დავას ყველა ინსტანციაში აპირებს „ბრალდების მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარეს წარდგენილი ჰქონდა არა ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც ადასტურებდა ბრალდებულის დამნაშავეობის საკითხს. ბრალდების მხარეს დარჩა განცდა, რომ სასამართლომ არ შეაფასა ის მტკიცებულები, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილს ამხელდა დანაშაულში. ობიექტური მტკიცებულებები სუბიექტურად შეაფასა და ამასთან, ბრალდებული და მისი ოჯახის წევრების პოზიცია გაიზიარა“, - განაცხადა პროკურორმა. სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ ცნო ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებები ერთიდან 3-წლამდე პატიმრობას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებდა.  

კრივი-რიჰზე საჰაერო განგაშია

კრივი-რიჰზე, საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალის ხმა ისმის. „დაფიქსირდა რაკეტის გაშვება კასპიიდან“, - ამის შესახებ კრივი-რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვილკულმა Telegram-ში დაწერა, იუწყება Ukrinform. „კრივი-რიჰ, ნუ უგულებელყოფთ საჰაერო დაბომბვას. რაკეტები გაუშვეს კასპიის ზღვიდან და „კამიკაძე-დრონების“ რამდენიმე ჯგუფი სამხრეთიდან", - წერს ვილკული. საჰაერო თავდასხმის სიგნალი ისმის დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, პოლტავას, სუმისა და ხარკოვის რეგიონებში.  

ქეთევან დედოფლის გამზირზე, ტრანსპორტის გადაადგილების სქემა იცვლება

თბილისის მერიის ცნობით, ქეთევან დედოფლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 22 ოქტომბრის 00:00 საათიდან ბოჭორმის ქუჩის მონაკვეთზე - იალბუზის ქუჩიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით, მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდება და გადაადგილების სქემა შეიცვლება. აღნიშნული ცვლილებების გამო, გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგი მიმართულებით: მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით. ასევე, წინანდლის ქუჩიდან, ახმეტის, თელავის, ზურაბაშვილის, აწყურისა და ოდისეი დიმიტრიადის ქუჩების გავლით, მოსკოვის გამზირის მიმართულებით; მოსკოვის გამზირიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ჩაჩავას, აწყურის, ქეთევან დედოფლის გამზირის (ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე), ლეხ კაჩინსკის, ჯორჯ ბუშის, ზურაბაშვილისა და წურწუმიას ქუჩების გამოყენებით; სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში, ბოჭორმის ქუჩის მონაკვეთი - ქეთევან დედოფლის გამზირიდან იალბუზის ქუჩის მიმართულებით, ცალმხრივი გახდება. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ოქტომბრის 00:00 საათიდან სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტით: ავტობუსები: N305, N309, N325, N333, N393 ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ ლეხ კაჩინსკის, ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩებით მტკვრის მარცხენა სანაპირომდე, შემდეგ 300 არაგველის ხიდით დაუკავშირდებიან მარჯვენა სანაპიროს, მეტეხის ხიდისა და მარცხენა სანაპიროს გავლით, გადავლენ ბარათაშვილის ქუჩაზე და იმოძრავებენ დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მოედნისკენ იმოძრავებენ, ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით დაუკავშირდებიან ბოჭორმისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩებს, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირიდან სვლას დადგენილი სქემით განაგრძობენ. ავტობუსი N337 ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან ბოჭორმისა და იალბუზის ქუჩების მიმართულებით იმოძრავებს, რის შემდეგაც, მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და 300 არაგველის ხიდის გავლით, დაუკავშირდება მარჯვენა სანაპიროს და მეტეხის ხიდს, შემდეგ კვლავ მარცხენა სანაპიროზე გადავა და ბარათაშვილის ქუჩიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით. უკუმიმართულებით მოძრაობისას, ბარათაშვილის ქუჩიდან მოძრაობას ავლაბრის მოედნისკენ შეძლებს, ავლაბრის მოედნიდან დაუკავშირდება ქეთევან დედოფლის გამზირს, შემდეგ კი ბოჭორმისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩებს და გააგრძელებს მოძრაობას დადგენილი სქემით. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N462, N472, N528, N534, N540 მეტროსადგური „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ავლაბრის მოედნისკენ იმოძრავებენ ქეთევან დედოფლის გამზირის, ლეხ კაჩინსკისა და აწყურის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც, კასპის, ძმები ყურაშვილების, წინანდლისა და ახმეტის ქუჩების გავლით, თელავის ქუჩაზე გადავლენ, საიდანაც წურწუმიასა და ირბახის ქუჩების საშუალებით, მოხვდებიან ავლაბრის მოედანზე და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობენ. უკუმიმართულებით მოძრაობისას, მიკროავტობუსები ავლაბრის მოედნიდან გადაადგილდებიან ქეთევან დედოფლის გამზირის, ბოჭორმისა და ლეხ კაჩინსკის ქუჩების გავლით, საიდანაც ისევ ქეთევან დედოფლის გამზირს დაუკავშირდებიან და დადგენილი სქემით იმოძრავებენ.