ძებნის რეზულტატი:
ჯო ბაიდენი: გადაწყვეტილი მაქვს, საპრეზიდენტო არჩევნებში, კენჭი მეორე ვადითაც ვიყარო
გადაწყვეტილი მაქვს, კენჭი მეორე ვადითაც ვიყარო. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. „როგორც კი ეს მოხდება, მე როგორც კანდიდატმა უნდა ვიმოქმედო. ფორმალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ვგეგმავ ამის გაკეთებას, განზრახული მაქვს მეორე ვადითაც ვიყარო კენჭი. ჩემი მეუღლე მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ და რომ ეს არ უნდა შევწყვიტოთ“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ცნობისთვის, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპეციალურმა კომიტეტმა, დონალდ ტრამპი ჩვენების მისაცემად დაიბარა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპეციალურმა კომიტეტმა, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჩვენების მისაცემად დაიბარა. ამასთა, კომიტეტი 2021 წლის 6 იანვარს კაპილოტიუმზე მომხდარ შტურმს იძიებს, "ტრამპმა 4 ნოემბრამდე დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს, 14 ნოემბრიდან კი ფიზიკურად, ან ვირტუალურად მიიღოს მონაწილეობა კომიტეტის სხდომაში", - აცხადებენ კომიტეტის წარმოამდგენლები. ამ ეტაპზე უცნობია, შეასრულებს, თუ არა ტრამპი კომიტეტის მოთხოვნას, რადგან ტრამპს უფლება აქვს, მოთხოვნა სასამართლოში გაასაჩივროს. ცნობისთვის, შშ-ის სასამართლომ დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს, სტივ ბენონს ბრალი მას შემდეგ წაუყენა, რაც ბენონსმა უარი თქვა კაპიტოლიუმზე შტურმის საქმეზე კონგრესის კომიტეტისთვის დოკუმენტები წარედგინა და ჩვენების მისაცემად გამოცხადებულიყო.
ილია დარჩიაშვილი ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან, მარკო მიჰკელსონთან, რიჰარდს კოლსთან და ლაიმა ანდრიკიენესთან.მინისტრი მიესალმა ბალტიის ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეთა ერთობლივ ვიზიტს, რომელსაც დღევანდელი გამოწვევების ფონზე დამატებითი მნიშვნელობა ენიჭება.შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური დიალოგის კიდევ უფრო გააქტიურებასა და მჭიდრო კომუნიკაციის შენარჩუნებაზე.მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების შეუქცევადობა. აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების მხრივ მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმებზე.ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში, საუბარი შეეხო მომავალ წელს ვილნიუსში დაგეგმილ NATO-ს სამიტს. ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. აღინიშნა სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინები და ბალტიის ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობა.მხარეებმა განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების ვითარება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე და ხაზი გაესვა საქართველოს საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში მუდმივად შენარჩუნების მნიშვნელობას.ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისადმი მტკიცე მხარდაჭერა.
იტალიის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი დღეს ფიცს დადებს
იტალიის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი, ჯორჯია მელონი დღეს ფიცს დადებს. ჯორჯა მელონი მთავრობის ფორმირების პროცესს დათანხმდა. ის იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა „ჯორჯა მელონიმ მიიღო მანდატი და წარადგინა მინისტრების სია", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, უგო ზამპეტიმ, მელონისა და პრეზიდენტ, სერჯო მატარელის კონსულტაციების დასრულების შემდეგ განუცხადა. შეგახსენებთ, რომ იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა.
უკრაინული მედია: რუსულმა ძალებმა, ბახმუტის მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბეს
რუსულმა ძალებმა დონეცკის, ოლქის ქალაქ ბახმუტის მშვიდობიანი მოსახლეობა კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს, - ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. უკრაინის ძალებმა, ნიკოლაევსკის რეგიონში რუსული სუ-25 ჩამოაგდეს მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე მოქალაქე დაშავდა. „კასეტური საბრძოლო მასალით ქალაქების დაბომბვა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ცხოვრობს, არის ომის დანაშაული. რუსი სამხედროები და დაქირავებულები - დაისჯებიან“, - აცხადებენ უკრაინის ეროვნულ გვარდიაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული
დღეს დილით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა. მიკოლაივის ოლქის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა რაკეტები სამხრეთიდან გაუშვეს. უკრაინული მედია: რუსულმა ძალებმა, ბახმუტის მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბეს უკრაინული მედიის ინფორმაციით, სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის კიევის, ოდესის, ჩერნიგოვის, კოროვოგრადის, ვოლინსკის და ხმელნიცკის ოლქებში. ყველა ჩამოთვლილ რეგიონში ამუშავდა საჰაერო თავდაცვითი სისტემები. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, თავი თავშესაფრებს შეაფარონ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რუსეთი მიზანმიმართულად აფერხებს ხორბლით დატვირთული 150 გემის გასვლას უკრაინის ნავსდგურებიდან - ზელენსკი
მტერი ყველაფერს აკეთებს, რათა შეაფერხოს ჩვენი სურსათის ექსპორტი. დღეისთვის 150 გემია რიგში, მათ პრობლემები აქვთ, რადგან რუსეთი მიზანმიმართულად აფერხებს მათ გადაადგილებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა. „მტერი ყველაფერს აკეთებს, რათა შეაფერხოს ჩვენი სურსათის ექსპორტი. დღეისთვის 150 გემია რიგში, მათ პრობლემები აქვთ, რადგან რუსეთი მიზანმიმართულად აფერხებს მათ გადაადგილებას. ჩვენი პარტნიორები – გაერო, თურქეთი და სხვები სრულად არიან ინფორმირებულები შექმნილი ვითარების შესახებ. მარცვლეულის ინიციატივის მოქმედების განმავლობაში, უკრაინამ სამ მილიონამდე ტონა სურსათის ექსპორტი ბოლომდე ვერ განახორციელა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო, დაკავებულია შვიდი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში შვიდი პირი დააკავეს. პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას, პისტოლეტი, მჭიდი და ხუთი ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. ამავე დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.გ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ნაძალადევის რაიონში, ი.გ.-ის საცხოვრებელ ბინაში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულის მიერ მოწყობილი სამალავიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, 90 ვაზნა და მჭიდები. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1972 წელს დაბადებული ჯ.გ. და 1978 წელს დაბადებული ა.თ. დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ორი მჭიდი და რვა ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.პ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზეა დაკავებული. მისი პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 17 ვაზნა ამოიღო. მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თიანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, 1994 წელს დაბადებული ლ.ც. თიანეთში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 22 ვაზნა ამოიღეს. რაც შეეხება 1994 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ და ამაჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ბ.ბ.-ს, იგი ამავე ბრალდებით დააკავეს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა. სამართალდამცველებმა ყვარლის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი ერთი ვაზნით და მცირეკალიბრიანი შაშხანა – ე.წ. „გეკო“. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე, სავარაუდოდ ხელყუმბარა აფეთქდა
თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. გავრცელებულუ ინფორმაციით, ქუჩაში სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა, არიან დაშავებულები. „აფეთქების ხმა გავიგე. ახალგაზრდა ბიჭი იყო დაჭრილი, რომელიც ამბობდა მთაწმინდაზე ვცხოვრობო“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
კიევის მერი: უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, დედაქალაქისკენ გასროლილი რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დღეს დილით, დედაქალაქისკენ გასროლილი რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს, - ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული "საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევისკენ გასროლილი რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს. მადლობა ჩვენს დამცველებს!" - დაწერა მერმა „ტელეგრამზე“. უკრაინული მედია: რუსულმა ძალებმა, ბახმუტის მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბეს უკრაინული მედიის ინფორმაციით, სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის კიევის, ოდესის, ჩერნიგოვის, კოროვოგრადის, ვოლინსკის და ხმელნიცკის ოლქებში. ყველა ჩამოთვლილ რეგიონში ამუშავდა საჰაერო თავდაცვითი სისტემები. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, თავი თავშესაფრებს შეაფარონ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თბილისში, აფეთქების შედეგად 3 პირი დაშავდა
თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად 3 პირი დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. „აფეთქების ხმა გავიგე. ახალგაზრდა ბიჭი იყო დაჭრილი, რომელიც ამბობდა მთაწმინდაზე ვცხოვრობო“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
რუსთავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს
რუსთავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფრომაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა ახალგაზრდა კაცს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული პირი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
უკრაინის 8 ოლქზე სარაკეტო იერიში განხორციელდა
უკრაინის 8 ოლქზე სარაკეტო იერიში განხორციელდა. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, აფეთქებები მოხდა ვოლინის, ხმელნიცკის, ოდესის, რივნესა და კიროვოგრადის ოლქებში. კიევის, ჩერნოვცისა და ლვოვის ოლქებში კი რუსული რაკეტები საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. უკრაინული მედია: რუსულმა ძალებმა, ბახმუტის მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბეს უკრაინული მედიის ინფორმაციით, სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის კიევის, ოდესის, ჩერნიგოვის, კოროვოგრადის, ვოლინსკის და ხმელნიცკის ოლქებში. ყველა ჩამოთვლილ რეგიონში ამუშავდა საჰაერო თავდაცვითი სისტემები. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, თავი თავშესაფრებს შეაფარონ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თბილისში, აფეთქების შედეგად დაშავებულებული ორი ადამიანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი
თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულებული ორი ადამიანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. ამასთან, დაშავებულებს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
პროექტი „ჩვენი ჯარი“ განახლდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, პროექტს „ჩვენი ჯარი“ აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლების საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრებს ითვალისწინებს, ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს მიზნად. პანდემიის გამო ორი წლის განმავლობაში შეჩერებული პროექტი 2022-2023 სასწავლო წელს განახლდა. სამხედრო მოსამსახურეები პირველად აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 53-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ. მათ მაღალი კლასების მოსწავლეებს თემატური ვიდეო და ფოტომასალით დატვირთული პრეზენტაცია წარუდგინეს და საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიის, მიზნების, ამოცანების, ეროვნული გმირების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, სამსახურისა და განათლების შესაძლებლობების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, შესახებ გაესაუბრნენ. ჯარისკაცებმა მოსწავლეებს პროექტის მნიშვნელობა და მიზნებიც გააცნეს და მოგვიანებით მათთვის საინტერესი კითხვებზე ამომწურავი პასუხები გასცეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები დედაქალაქისა და ქვეყნის ყველა რეგიონის სკოლებს რეგულარულად ეწვევიან და ახალგაზრდებს ქართული ჯარის შესახებ აქტუალურ ინფორმაციებსა და სიახლეებს პირადად მიაწვდიან.
მედია: პოლონეთში ავტოავარიის დროს სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა, დაღუპულები სავარაუდოდ საქართველოს მოქალაქეები არიან
პოლონეთში ქალაქ პოზნანთან ახლოს მომხდარ ავტოკატასტროფის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთი დაშავდა. პოლონური მედიის ინფორმაციით, ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. ავტობუსში სულ 8 მგზავრი იმყოფებოდა, აქედან სამი გარდაიცვალა, ხუთი კი - დაშავდა. პოლონური მედია სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ გარდაცვლილები, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეები არიან. ბოლო მონაცემებით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმედ ითვლება.
თბილისში, მომხდარი აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულ კაცს ორივე კიდური და ხერხემალი აქვს დაზიანებული
თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულ კაცს ორივე კიდური და ხერხემალი აქვს დაზიანებული. დაშავებულის ახლობლის თქმით, კაცი სახლიდან პროდუქტების საყიდლად გავიდა, შემდეგ კი რა მოხდა, მისთვის უცნობია. ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულებული ორი ადამიანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდი ბრიტანეთმა და აშშ-მა გაეროს რუსეთისთვის ირანული დრონების გადაცემის საკითხის გამოძიებისკენ მოუწოდა
გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ მოუწოდებენ გაეროს, ჩაატაროს მიუკერძოებელი გამოძიება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში ირანული უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლო გამოყენების საკითხზე. აშშ ირანს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში პირდაპირ მონაწილეობაში ადანაშაულებს გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის საკითხზე გაგზავნილ ერთობლივ წერილში ბერლინის, პარიზისა და ლონდონის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ღრმა შეშფოთება გამოხატეს. „ამ უპილოტო საფრენი აპარატებს რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და ქალაქების წინააღმდეგ თავდასხმებში, რაც უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილს იწვევს“, - აღნიშნულია წერილში. უკრაინის პრეზიდენტმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინამ ერთი თვის განმავლობაში 233 ირანული დრონი ჩამოაგდო. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი.ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. ზელენსკი: რუსეთის მიერ ირანული დრონების ყიდვა, სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: გავაგრძელებთ ყველა სანქციის მტკიცედ აღსრულებას, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.
CNN: თეთრი სახლი და ილონ მასკი ირანელი აქტივისტებისთვის Starlink-ის გადაცემაზე მსჯელობენ
თეთრი სახლი და კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ირანის ტერიტორიაზე Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის ტერმინალების განთავსებაზე მსჯელობენ. ამის შესახებ მოლაპარაკებების შინაარსთან წვდომის მქონე პირებზე დაყრდნობით CNN-ი იტყობინება. CNN-ის ინფორმაციით, ვაშინგტონი ეძებს საშუალებებს, თუ როგორ დაეხმაროს საპროტესტო მოძრაობას ირანში, რომელიც უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს. ირანის საპროტესტო აქციებს ბიძგი მისცა - ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილმა მორალის პოლიციის მიერ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევის გამო დაპატიმრების შემდეგ. საპროტესტო აქციები გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციებზე მძლავრ ზეწოლას ახორციელებს ხელისუფლება, იზრდება მსხვერპლის რიცხვი. ამასთან, სოციალური მედიით ვრცელდება ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ასახავს შეხლა-შემოხლას დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის, თუმცა აქტივისტები ამბობენ, რომ ინტერნეტის ჩახშობის გამო ვიდეოების გავრცელება სულ უფრო რთული ხდება.
იტალიის პირველმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა ფიცი დადო
იტალიის პირველმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონემ კაბინეტის გუნდთან ერთად ფიცი უკვე დადო. მელონე იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა „ჯორჯა მელონიმ მიიღო მანდატი და წარადგინა მინისტრების სია", - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, უგო ზამპეტიმ, მელონისა და პრეზიდენტ, სერჯო მატარელის კონსულტაციების დასრულების შემდეგ განუცხადა. შეგახსენებთ, რომ იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ გაიმარჯვა.