ძებნის რეზულტატი:
უჩა მამაცაშვილის ადვოკატი სანქცირებაზე: ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის გაგრძელება
სამწუხაროა უკრაინის პრეზიდენტისა და რადას აღნიშნული გადაწყვეტილება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის პოლიტიკური სპეკულაციის გაგრძელება. ამის შესახებ უჩა მამაცაშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა „ტვ.პირველის“ ეთერში განაცახდა. უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრები, სანქცირებულთა სიაში შეიყვანა „თავიდან, როგორც ვიცი, უკრაინის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის სიაში სხვა ბიზნესმენებიც იყვნენ და დღეს დარჩნენ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული პირები, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ სიის პოლიტიკურ და სპეკულაციურ ხასიათს. თუ რამე მტკიცებულება აქვთ ამ სანქციის სამართლებრივ საფუძველთან დაკავშირებით, გვაჩვენონ. დანარჩენთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ესაა სრულიად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და პოლიტკური სპეკულაციის შემცველი ბრძანებულება“, - აღნიშნა ადვოკატმა. ადვოკატის თქმით, ბიძინა ივანიშვილს, ნათესავების სანქცირების გამო, პრობლემები არ შეექმნება დღეს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში, რომელიც 256 ადამიანისგან შედგება, შეყვანილია ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი.
დარჩიაშვილი ოპოზიციას: სჯობს, თქვენს პარტიაში მოიკითხოთ, რეზოლუციებთან დაკავშირებით რა მიდგომები იყო
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას უპასუხა ოპოზიციონერი დეპუტატის შეკითხვას, როგორ აფასებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების გადაწყვეტილებას და მიაჩნია თუ არა, რომ რუსეთის ფედერაცია ტერორისტული სახელმწიფოა. „სჯობს, თქვენს პარტიაში მოიკითხოთ, რეზოლუციებთან დაკავშირებით რა მიდგომები იყო. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ნებისმიერი რეზოლუცია, რომელიც დაკავშირებულია უკრაინასთან, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენი პოზიცია იყოს მობილიზებული და ჩვენ ამ მიმართულებითაც გექნება მომავალში კონკრეტული ნაბიჯები“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. „ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ ცხადდება და მისგან მოთხოვნილია ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანა, ჩვენი საპარლამენტო დელეგაცია ხელს არ აწერს. ამ გადაწყვეტილებას იმ მიზეზით ხსნიან, რომ რეზოლუციის დამატებით პუნქტში მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად არის მოხსენიებული. ცხადია, ეს არ შეიძლება, ნამდვილი მიზეზი ყოფილიყო. ბატონო მინისტრო, თქვენ როგორ აფასებთ რეზოლუციაზე საპარლამენტო დელეგაციის დეპუტაციის ხელმოუწერლობას? - როგორ აფასებთ, არა როგორც „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, არამედ როგორც საქართველოს მოქალაქე, არა პარტიული თვალთახედვით, არამედ სახელმწიფოებრივი ხედვით. პირადად, თქვენ მიგაჩნიათ თუ არა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ და აღიარებთ თუ არა მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად? გეკითხებით როგორც საქართველოს მოქალაქეს - პარტიული პასუხისთვის ნუ შეწუხდებით“, - მიმართა ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა როსტომ ჩხეიძემ დარჩიაშვილს. გარდა ამისა, დეპუტატების შეკითხვების საპასუხოდ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ დიპლომატიური სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა ძლიერი მხარდაჭერა აღმოუჩინოს უკრაინას საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიის მცდელობას გმობს ვფიქრობ, ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დიპლომატიური სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა ძლიერი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინას, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად კონკრეტული პოზიცია ჰქონდეს. ამიტომ, ვერ მივიღებთ პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო დუმს. კონკრეტულ შემთხვევებზე ყოველთვის კონკრეტული პოზიციები გვაქვს“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ილია დარჩიაშვილის თქმით, აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი აუცილებელია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი აუცილებელია. ამის შესახებ დარჩიაშვილმა პარლამენტში, "მინისტრის საათის" დროს განაცხადა. „კითხვაზე, მიმაჩნია თუ არა, რომ პირდაპირი დიალოგი აუცილებელია, დიახ, გიდასტურებთ და ვთვლი, რომ პირდაპირი დიალოგი აუცილებელია“,- განაცხადა დარჩიაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით ყველა დიპლომატიური ნაბიჯი გადავდგით - დარჩიაშვილი
კელი დეგნანი: ქართველ ხალხს სურს ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის წევრობა
ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსის მიღწევა, რაც გახლდათ როგორც მმართველი პარტიის, მთავრობის და ასევე საქართველოს პოლიტიკური ლიდერების დაპირება ქართველი ხალხისადმი „ვერ ვიტყვით, ვინ იყო შეთანხმებაში ამ საკითხის ჩართვის კონკრეტული ინიციატორი, ვინაიდან ეს ხდებოდა დისკუსიების, მოლაპარაკებების შედეგად, რომლებიც საათობით გრძელდებოდა“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან, 19 აპრილის შეთანხმებაში გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით. ელჩის განმარტებით, 19 აპრილის შეთანხმების თითოეული პუნქტი და საკითხი მოდიოდა პოლიტიკური ლიდერებისგან და იყო იმ დიალოგისა და მოლაპარაკებების შედეგი, რაც იმართებოდა. „მართლმსაჯულების რეფორმაზე იყო საკმაოდ დიდი განხილვები, დისკუსიები და გარკვეულწილად ეს საკითხები, ამასთან დაკავშირებით, მოდიოდა ან პოლიტიკური ლიდერებისგან თავად ან ეყრდნობოდა ვენეციის კომისიის ან ეუთოს მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა განეხორციელებინა საქართველოს. ვერ ვიტყვით კონკრეტული ინიციატორი ვინ იყო შეთანხმებაში ამ საკითხის ჩართვის, ვინაიდან ეს ხდებოდა დისკუსიების, მოლაპარაკებების შედეგად, რომლებიც საათობით გრძელდებოდა და თითოეული საკითხი რაც იქ განიხილებოდა და რაც იქნა მიღებული, მოდიოდა პოლიტიკური ლიდერებისგან, ვინც ესწრებოდნენ ამ მოლაპარაკებების პროცესს. რაც შეეხება ვენეციის კომისიას, მოგეხსენებათ, რომ ეს კომისია დაკომპლექტებულია სამართლის სფეროს ექსპერტებით, რომლებიც სწავლობენ ევროპის და არამხოლოდ ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას. სწორედ ამიტომ საქართველოს ვურჩიეთ, რომ ვიდრე მიიღებს კანონმდებლობას ეს გადაგზავნილიყო ვენეციის კომისიაში და ასევე ეუთოში შეფასებებისთვის იმიტომ, რომ მათ უკეთ იციან, თუ რამდენად შეესაბამება აღნიშნული კანონმდებლობა საუკეთესო სტანდარტებს, რამდენად შეესაბამება ევროპის კანონმდებლობას და აკმაყოფილებს თუ არა ამ სტანდარტებს. შესაბამისად, სწორედ ამიტომ გადაეგზავნა ვენეციის კომისიას ეს კანონმდებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხებზე კონცენტრირება და კანდიდატის სტატუსის მიღწევა, რაც გახლდათ როგორც მმართველი პარტიის, მთავრობის და ასევე საქართველოს პოლიტიკური ლიდერების დაპირება ქართველი ხალხისადმი. ეს იყო ყველაზე დიდი პრიორიტეტი და დაპირება, ვინაიდან ქართველი ხალხის არჩევანი არის ძალიან მკაფიო და ნათელი. ქართველ ხალხს სურს ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის წევრობა”, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ირაკლი კობახიძე: სანქციებით ვერ აიძულებენ ბიძინა ივანიშვილს, ქვეყანა მეორე ფრონტში ჩართოს
ეს ყველაფერი არა დასჯა, არამედ შანტაჟია, მათ სჭირდებათ, ბერკეტი, რომ შეგვიყვანონ ომში. ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, მას ვერ აიძულებენ, რომ ქვეყანა მეორე ფრონტში ჩართოს, - ამის შესახებ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივნმა ბრიფინგზე განაცხადა. უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, სანქცირებულთა სიაში შეიყვანა ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე: ივანიშვილსა და მის ოჯახს ჩვენი დაცვა არ სჭირდება, საქართველოში მეორე ფრონტი არ იქნება "უშიშროების საბჭოს მდივანი პირდაპირ ექვემდებარება ამ ვერტიკალს. ახლა ის გამოდის შანტაჟით, რა თქმა უნდა, ვერავითარი შანტაჟით მეორე ფრონტს ვერ გაგვახსნევინებენ. ვერავინ ვერ გვაიძულებს დამანგრეველი მეორე ფრონტი გავხსნათ. ეს ყველაფერი არა დასჯა, არამედ შანტაჟია, მათ სჭირდებათ, ბერკეტი, რომ შეგვიყვანონ ომში. ისინი არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს, მას ვერ აიძულებენ, რომ ქვეყანა მეორე ფრონტში ჩართოს, დაბრუნდეს პოლიტიკაში", - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი,რძალი ქეთაევან ხარაიძე და დეიდაშვილი, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტატე მამაცაშვილი დაასანქცირა. ამასთან, პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანება პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სია 256 ადამიანისგან შედგება, მათ შორის არის რომან აბრამოვიჩი და სხვა რუსი ოლიგარქები.
ბენ უოლესი: რუსულმა გამანადგურებელმა შავ ზღვაში, ჩვენი თვითმფრინავის მახლობლად რაკეტა ისროლა
ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა პარლამენტს განუცხადა, რომ რუსულმა სუ-27 გამანადგურებელმა ბრიტანულ Boeing RC-135-ის სადაზვერვო თვითმფრინავთან ახლოს რაკეტა გაისროლა, რომელიც საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, შავი ზღვის რეგიონში დაფრინავდა. უოლესის თქმით, ინციდენტი 29 სექტემბერს მოხდა. ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა პარლამენტარებს განუცხადა, რომ მომხდარი არ განიხილება, როგორც მიზანმიმართული ესკალაცია. „ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ესაა რუსეთის მხრიდან მიზანმიმართულ ესკალაცია. ჩვენმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ეს იყო ტექნიკური მარცხი", - თქვა უოლესმა. ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა დროებით შეაჩერა თვითმფრინავების ფრენები რეგიონში და შეშფოთება გამოუცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, მათ შორის პირადად სერგეი შოიგუს. უოლესის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უპასუხა, რომ რაკეტა ტექნიკური გაუმართაობის შედეგად ისროლეს. „რუსეთის თავდაცვის მინისტრის პასუხში, რომელიც 10 ოქტომბერს მიიღეს, ნათქვამია, რომ მათ ჩაატარეს გამოძიება ინციდენტის გარემოებების შესახებ და განაცხადეს, რომ იყო სუ-27 გამანადგურებლის ტექნიკური გაუმართაობა. მათ ასევე აღიარეს, რომ ინციდენტი მოხდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში“, - განაცხადა უოლესმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით განცხადებები არ გაუკეთებია.
უკრაინა: ბელორუსის ტერიტორიიდან, რუსეთის შეტევის საფრთხე იზრდება
ჩრდილოეთ ფრონტზე რუსეთის ფედერაციის განახლებული შეტევითი მოქმედებების საფრთხე იზრდება. მიმართულება შეიძლება, შეიცვალოს უკრაინის დასავლეთ საზღვრისკენ, რათა საერთაშორისო პარტნიორებისგან უკრაინაში იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდების ლოგისტიკური მარშრუტები შეწყდეს. მედია: ბელორუსისა და უკრაინის საზღვართან, აეროდრომზე, რუსეთმა სამხედრო კონტინგენტი გაზარდა ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ, ოლექსი გრომოვმა ბრიფინგზე განაცხადა. ოლექსი გრომოვის თქმით, ბელორუსში მიმდინარეობს ფარული სამობილიზაციო ღონისძიებები და ბელორუსის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა განაგრძობს თავისი ტერიტორიის უზრუნველყოფას რუსული ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავების გასაშვებად. მედია: ლუკაშენკო ფარულ მობილიზაციას ახორციელებს „კერძოდ, რუსეთმა ბელორუსის აეროდრომებზე განათავსა თვითმფრინავი MiG-31, რომელიც შეიძლება, შეიარაღებული იყოს კალიბრის ფრთოსანი რაკეტებით“, - აღნიშნა გრომოვმა. მისივე თქმით, გენერალური უკრაინის გენშტაბი მუდმივად აკონტროლებს ამ ვითარებას. ბელორუსში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა
The Times: კონსერვატიული პარტიის ლიდერის არჩევნებში, შესაძლოა, ბორის ჯონსონმა მიიღოს მონაწილეობა
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გეგმავს, რომ ლიზ ტრასის გადადგომის შემდეგ, „კონსერვატიული პარტიის“ მომავალ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. როგორც ჩანს, ჯონსონს, ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის პოსტზე დაბრუნება სურს. ამის შესახებ The Times-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. როგორც The Times-მა აღნიშნა, კონსერვატიული პარტიის რამდენიმე წევრი უკვე ვარაუდობს, რომ ჯონსონმა უნდა შეცვალოს ტრასი. YouGov-ის გამოკითხვის მიხედვით, რომელიც 17-18 ოქტომბერს (ლიზ ტრასის გადადგომამდე) ჩატარდა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ლიდერობს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.
ზელენსკიმ უარყო უკრაინის მონაწილეობა ყირიმის ხიდის აფეთქებაში და თავისი ვერსია დაასახელა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი არ მონაწილეობდა ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაში. ამის შესახებ ზელენსკიმ კანადურ ტელეარხ CTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ ნამდვილად არ გაგვიცია ასეთი ბრძანება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აფეთქებას ტერაქტი უწოდა და თქვა, რომ მისი შემკვეთები და აღმსრულებლები უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთში კონფლიქტია სამხედროებსა და სპეცსამსახურებს შორის და აფეთქება შესაძლოა, მათ შორის წინააღმდეგობის შედეგი იყოს. 8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა.
შტაინმაიერი ზელენსკის უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის თანამედროვე აღჭურვილობის მიწოდებას დაჰპირდა
გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის ურყევ სოლიდარობასა და მხარდაჭერაში დაარწმუნა, მათ შორის უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად თანამედროვე აღჭურვილობის მიწოდების გაგრძელებაში, ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტის პრესმდივანმა სერსტინ გამელინმა ლიდერებს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა. მისი ტქმით, შტაინმაიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდასაჭერად ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობის მიწოდებას. „პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გერმანიას მხარდაჭერისთვის. ორივე პრეზიდენტი მოუთმენლად ელის პირად შეხვედრას კიევში“, - განაცხადა გამელინმა. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის უკრაინაში ვიზიტი მზადდება. „მქონდა არსებითი და პროდუქტიული საუბარი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან. მადლობა გადავუხადე გერმანიას IRIS ტიპის საჰაერო თავდაცვის პირველი სისტემისთვის. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა განვათავსოთ საჰაერო ფარი უკრაინის თავზე! გერმანია ასევე დაგვეხმარება რუსეთის სარაკეტო ტერორის შედეგების დაძლევაში. ვამზადებთ გერმანიის პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტს”, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
შვეიცარიის პრეზიდენტი: შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა, მაგრამ უკრაინელების მკვლელობებზე თვალს ვერ დავხუჭავთ
შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა, მაგრამ მას არ შეუძლია, თვალი დახუჭოს რუსეთის მიერ უკრაინაში ხალხის ხოცვა-ჟლეტაზე, რადგან ამას არაფერი აქვს საერთო შვეიცარიის კონფედერაციის ნეიტრალიტეტთან ან ღირებულებებთან. ამის შესახებ შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა იგნასიო კასისმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე კიევში განაცხადა. კასისის თქმით, კიევში ვიზიტი მისთვის ძალიან ემოციურია, ვინაიდან მისი წინა ვიზიტიდან თითქმის ერთ წელიწადში ჩავიდა ქვეყანაში, სადაც ომია. „შვეიცარიამ თავიდანვე მკაცრად დაგმო რუსული შეიარაღებული აგრესია. ჩვენ დაუყოვნებლივ შევიმუშავეთ კონკრეტული ნაბიჯები უკრაინის მხარდასაჭერად. შვეიცარია ნეიტრალურია, მაგრამ ნეიტრალიტეტი არ ნიშნავს იმას, რომ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ იმას, რაც თქვენთან ხდება. ადამიანების მასობრივ მკვლელობებს საერთო არაფერი არ აქვს ნეიტრალიტეტთან და ჩვენს ღირებულებებთან“, - განაცხადა შვეიცარიის პრეზიდენტმა.
ბრიტანეთმა ირანს რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო სანქციები დაუწესა
ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა სამ ირანელ სამხედრო პირს და თავდაცვის მწარმოებელს, რომლებიც რუსეთს, უკრაინაში სამოქალაქო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმისთვის უპილოტო თვითმფრინავებს აწვდიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სანქცირებულთა სიაშია ირანის სამხედრო ოფიცერი, სეიედ ჰოჯატოლა კურეიში, ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური, მოჰამად ჰოსეინ ბაგერის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, საიდ აგაჯანი. რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ევროკავშირმა ირანს სანქციები დაუწესა მათ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ. ხსენებულ პირებს აქტივებიც გაეყინებათ. სანქციები ასევე დაუწესდა Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელს - Shahed Aviation Industries, რომელსაც რუსეთი უკრაინულ ქალაქებსა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმებისთვის იყენებს. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. ზელენსკი: რუსეთის მიერ ირანული დრონების ყიდვა, სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. უკრაინის პრეზიდენტმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინამ ერთი თვის განმავლობაში 233 ირანული დრონი ჩამოაგდო. დასავლეთმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება დააჩქარა.
ხარკოვის ოლქის 1,8% რჩება დროებით ოკუპირებულად - რეგინული ადმინისტრაცია
სექტემბრიდან დღემდე ხარკოვის ოლქში 544 დასახლებული პუნქტია დეოკუპირებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. „უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ხარკოვის ოლქის ტერიტორიაზე. გასული ექვსი დღის განმავლობაში 19 დასახლება გათავისუფლდა. სექტემბრიდან ჩვენმა სამხედროებმა განდევნეს ოკუპანტები რეგიონის 544 დასახლებიდან. დღემდე, მხოლოდ 1,8% რეგიონის ტერიტორია - 32 დასახლებული პუნქტი რჩება დროებით ოკუპირებულად", - ამბობს ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეჰუბოვი.
ზალუჟნი: ჩვენი საჰაერო, სარაკეტო თავდაცვის სისტემა ეფექტიანად მუშაობს
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო თავდაცვის სისტემა ეფექტიანად მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ჩვენი საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემა ეფექტიანად მუშაობს უკრაინელი ჯარისკაცების პროფესიონალიზმისა და პარტნიორების სამხედრო დახმარების შედეგად. ჩვენ სიმშვიდეს ვინარჩუნებთ და გვჯერა უკრაინის შეიარაღებული ძალების“,- წერს ზალუჟნი Twitter-ზე. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. უკრაინის პრეზიდენტმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინამ ერთი თვის განმავლობაში 233 ირანული დრონი ჩამოაგდო. დასავლეთმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება დააჩქარა.
ზელენსკის თქმით, რუსმა სამხედროებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დანაღმეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დანაღმეს. მისი თქმით, კაშხლის აფეთქება ხერსონის და 80-ზე მეტი დასახლების სწრაფ დატბორვას გამოიწვევს. ზელენსკიმ ამ საკითხზე ევროპული საბჭოსადმი ონლაინ მიმართვის ისაუბრა. რუსეთის ძალების მიერ კახოვკის ჰესის აფეთქება, ყირიმისთვის წყლის მიწოდებას წლების განმავლობაში შეუძლებელს გახდის - დანილოვი „რუსეთი შეგნებულად აყალიბებს საფუძველს უკრაინის სამხრეთში მასშტაბური კატასტროფისთვის. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსმა ტერორისტებმა დანაღმეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ენერგეტიკული ობიექტი. მისი კაშხალი შეიცავს დაახლოებით 18 000 000 კუბურ მეტრ წყალს. თუ რუსი ტერორისტები ააფეთქებენ ამ კაშხალს, 80-ზე მეტი დასახლება, მათ შორის ხერსონი აღმოჩნდება წყალდიდობის ზონაში. ასობით ათასი ადამიანი შეიძლება, დაზარალდეს. ზოგადად, ამ რუსული ტერაქტის დამღუპველი ეკოლოგიური, ჰუმანიტარული და ტექნოგენური შედეგები შეიძლება, შეფასდეს, როგორც ისტორიული კატასტროფა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს უკვე ყველაფერი აქვს მომზადებული ამ ტერაქტის განსახორციელებლად. ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მიერ, 20 ოქტომბერს გავრცელებული აგარიშის მიხედვით, რუსეთის ძალები სავარაუდოდ, ხერსონის დათმობას და დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან სამხედროების გაყვანას გეგმავენ, რისთვისაც ამზადებენ შესაბამის საინფორმაციო ველს, ამ ყველაფრის გასამართლებლად. ISW-ის ვარაუდით, რუსეთმა შესაძლოა, ხერსონიდან უკან დახევის გადასაფარად, ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმა მოაწყოს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: კახოვკის ჰესზე შესაძლო ტერაქტი, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ტოლფასი იქნება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გააფრთხილოს რუსეთი, რომ ჰესზე [კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურზე] შესაძლო ტერორისტული თავდასხმა მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას გაუტოლდება. ზელენსკიმ უკრაინის უცხოელ პარტნიორებს პრევენციული ზომების მიღებისკენ მოუწოდა. „ყველა ჩვენგანმა - ევროპელებმა, მსოფლიო ლიდერებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ტერორისტულ სახელმწიფოს უნდა გავაგებინოთ, რომ ჰესებზე ასეთი ტერორისტული თავდასხმა ზუსტად იგივეს ნიშნავს, რაც მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება. შედეგები რუსეთისთვის უნდა იყოს შესაბამისი. მსოფლიომ წინასწარ უნდა მოახდინოს რეაგირება. უსაფრთხოების საფრთხეებზე პრევენციული რეაგირების პრინციპი, საბოლოოდ, საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად პრინციპად უნდა იქცეს. მისივე თქმით, ჩრდილოეთ ყირიმის არხი უბრალოდ გაქრება ჰესის კაშხლის განადგურების შემთხვევაში. ზელენსკიმ ამ საკითხზე ევროპული საბჭოსადმი ონლაინ მიმართვის ისაუბრა. ამავე მიმართვისას, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დანაღმეს. მისივე თქმით, კაშხლის აფეთქება ხერსონის და 80-ზე მეტი დასახლების სწრაფ დატბორვას გამოიწვევს. „რუსეთი შეგნებულად ქმნის საფუძველს უკრაინის სამხრეთში მასშტაბური კატასტროფისთვის. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსმა ტერორისტებმა დანაღმეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დაკავებულ 9 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა შუამდგომლობის სახით ცხრავე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. ადვოკატები ბრალდებულების სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას, ან ალტერნატივის სახით გირაოს გამოყენებას ითხოვდნენ. პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის ინფორმაციით, არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და შესაძლოა, დანაშაულის განმეორებასაც ჰქონოდა ადგილი. შეგახსენებთ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს. მათ შორის კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას. თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც სამსახურებრივი გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი ბექა მურღვლიანი და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი ლაშა ჭიღიტაშვილიც, რომლებსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. „გრინსერვის +“-ის კიდევ ერთ თანამშრომელს - დევი კახოიძეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება ბრალი, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს. შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორ ნუგზარ ქიტიაშვილს და ამავე კომპანიის ინსპექტორ დავით თუშიშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას. 2 კერძო ელექტროშემდუღებელს გიორგი გობეჯიშვილსა და ვალერი გობეჯიშვილს ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა.
ისრაელის პრემიერმა დმიტრო კულებას განუცხადა, რომ ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო კავშირებით შეშფოთებულია
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ისრაელის პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდთან სატელეფონო საუბარი გამართა. სატელეფონო საუბრის შესახებ კულებამ Twitter-ზე დაწერა. კულებას თქმით, ირანული წარმოების დრონების თავდასხმის შედეგად გამოწვეული ენით აღუწერელი ზიანის შესახებ, მან ლაპიდს ინფორმაცია მიაწოდა. „ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ისრაელის მიმართ უკრაინის თხოვნა, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებისა და ტექნოლოგიების მიწოდების შესახებ”, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. თავის მხრივ, ლაპიდმა აღნიშნა, რომ იზიარებს „ღრმა შეშფოთებას ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო კავშირების შესახებ". ისრაელი უკრაინას შეირაღებას არ მიაწვდის, თუმცა ავიადარტყმების შესახებ გამაფრთხილებელი სისტემებით დაეხმარება „დღეს საღამოს ვესაუბრე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას. მან უახლესი ცნობები გამაცნო უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ. მე მას გავუზიარე ჩვენი ღრმა შეშფოთება ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო კავშირების შესახებ. ისრაელი დგას უკრაინელი ხალხის გვერდით", - წერს ლაპიდი Twitter-ზე. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. ნედ პრაისი: ირანი აგრძელებს ტყუილის თქმას, თუმცა მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი უკრაინაში ირანულ დრონებს იყენებს უკრაინის პრეზიდენტმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინამ ერთი თვის განმავლობაში 233 ირანული დრონი ჩამოაგდო.
აშშ ირანს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში პირდაპირ მონაწილეობაში ადანაშაულებს
ირანის მიერ რუსეთისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემის და დროებით ოკუპირებულ ყირიმში ირანელი პერსონალის ჩასვლის გათვალისწინებით, რომლებიც რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინის ქალაქებზე თავდასხმაში ეხმარებიან, შეერთებული შტატები თვლის, რომ თეირანი უშუალოდ არის ჩართული კრემლის მიერ წარმოებულ ომში უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი აცხადებს. „ჩვენი შეფასებით, ირანელი სამხედრო პერსონალი იმყოფებოდა ადგილზე, ყირიმში და ეხმარებოდა რუსეთს ამ ოპერაციებში [უკრაინის ქალაქებზე უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმების განსახორციელებლად]“, - თქვა კირბიმ. მისი თქმით, რუსებმა ირანიდან დრონების პარტიები უკვე მიიღეს და მომავალში, ცხადია, უფრო მეტს მიიღებენ.კირბიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს სურს, ირანიდან მიიღოს სხვა იარაღი, მათ შორის რაკეტები. „ფაქტი ასეთია: ირანი ახლა უშუალოდ არის ჩართული ადგილზე, და, იარაღის მიწოდებით ფაქტობრივად, კლავს მშვიდობიან მოსახლეობას და ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უკრაინაში“, - აღნიშნა კირბიმ. მისი თქმით, აშშ გააგრძელებს მტკიცედ აღასრულებს აშშ-ის ყველა სანქციას როგორც რუსეთის, ისე ირანული იარაღით ვაჭრობის წინააღმდეგ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: გავაგრძელებთ ყველა სანქციის მტკიცედ აღსრულებას, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.
მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთი ტექნოგენურ კატასტროფას ამზადებს
რუსეთი სამხრეთ უკრაინის ტერიტორიის დატბორვით, კატასტროფის გამოწვევას გეგმავს, რათა შეაჩეროს უკრაინის კონტრშეტევა და გადაფაროს რუსული ჯარების უკან დახევა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა Twitter-ზე დაწერა. „ნამდვილი „სუროვიკინის გეგმა“ კახოვკა ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით: 1. კაშხლისა და ტრანსფორმატორების დანაღმვა. 2. უკრაინელების იძულებითი გაყვანა, არალოიალური მოსახლეობის რუსეთის ფედერაციაში გადასახლება. 3. ტერიტორიის დატბორვა, რათა უკრაინის კონტრიერიში შეაჩერონ და საკუთარი უკან დახევა შეწყვიტონ. რუსეთი ტექნოგენურ კატასტროფას ამზადებს”, - წერს მიხაილო პოდოლიაკი. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე განაცხადა, რომ რუსმა დამპყრობლებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დანაღმეს და ტერაქტის განსახორციელებლად ემზადებიან. მან ასევე მოითხოვა ჰიდროელექტროსადგურზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის გაგზავნა. ზელენსკიმ უკრაინის უცხოელ პარტნიორებს პრევენციული ზომების მიღებისკენ მოუწოდა.