ძებნის რეზულტატი:

საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდასაჭერად, გერმანიის მთავრობა 27 მილიონ ევროს გამოყოფს

დღეს საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ,,ეკონომიკის სტაბილიზაცია ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდაჭერით,“ რომლის მიხედვით საქართველოს 27 მილიონი ევროს ოდენობის ბიუჯეტის მხარდამჭერი ფინანსური რესურსი გამოეყოფა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და KfW-ს თბილისის ოფისის დირექტორმა ბირგიტ ჰოლდერიდ კრესმა.ღონისძიებას დაესწრო გერმანიის ფედერაციული რესბუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ერნსტ პეტერ ფიშერი. მათივე ცნობით, შეთანხმება გულისხმობს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მეხუთე ფაზის განხორციელებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერას. ამ შეთანხმებით საქართველოს მთავრობა გააგრძელებს განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტურობისა და ბაზარზე ორიენტირებული ელექტროენერგიის პოტენციალის რეალიზებას.  

ერდოღანმა და ალიევმა, ზანგილანის საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს

თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ილჰამ ალიევმა, აზერბაიჯანში ზანგილანის საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს.  თურქეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ახალი აეროპორტი აზერბაიჯანისა და მთლიანად მსოფლიოსთვის სასარგებლის მომტანი იქნება. ქალაქი ზანგილანი, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და ირანის საზღვრებთან მდებარებს და მსოფლიოს საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით დაუკავშირდება. ამ  ტერიტორიაზე კონტროლი აზერბაიჯანმა, სომხეთთან 2020 წლის კონფლიქტის შემდეგ დაამყარა. ზანგილანის აეროპორტი 2021 წლის 26 აპრილს დაიგეგმა, პირველი ტექნიკური რეისი აეროპორტამდე, სამგზავრო თვითმფრინავით 9 სექტემბერს განხორციელდა. აეროპორტის ასაფრენი ბილიკი 3 კმ სიგრძისა და 60 მეტრი სიგანისაა. მისი ტერმინალი საათში 200 მგზავრსა და 8 თვითმფრინავს მოემსახურება. მანამდე, აზერბაიჯანულმა მხარემ, 2021 წლის 26 ოქტომბერს მთიან ყარაბაღში, ფიზულში პირველი საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა.  

ლევან დავითაშვილი: 2022 წელს შუა დერეფანში, სატვირთო ბრუნვა 30%-ით, ყაზახეთიდან საქართველოში ტვირთნაკადი კი 6-ჯერ გაიზარდა

„მნიშვნელოვანია, რომ შუა დერეფანმა გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს. ამისთვის საჭიროა მაღალ დონეზე კოორდინაცია, რათა ჩვენი სატრანსპორტო გადაზიდვები იყოს კომფორტული, უფრო მიმზიდველი საერთაშორისო აქტორებისთვის, რათა ქვეყანამ მიიღოს დამატებითი შემოსავლები ამ მიმართულებიდან“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო გაერთიანების „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი)“ საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას. კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმა სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე. აღნიშნული გაერთიანება, რომელიც ინტერმოდალური და მულტიმოდალური გადაზიდვების გაძლიერებას 2013 წლიდან უწყობს ხელს, აქტიურად მუშაობს დერეფანში სატვირთო გადაზიდვების გაზრდაზე. „შუა დერეფნის მნიშვნელობა განსაკუთრებით საყურადღებოა არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ტვირთბრუნვამ დერეფანში განსაკუთრებით მოიმატა, საერთაშორისო გადამზიდავების მხრიდან კი დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება. 2022 წელს შუა დერეფანში სატვირთო ბრუნვა 30 პროცენტით, ყაზახეთიდან საქართველოში სარკინიგზო ტვირთნაკადები კი 6-ჯერ გაიზარდა. ეს ტვირთები მიმდინარე წელს შუა დერეფანში დაბრუნდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაუმჯობესებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, მათ შორის, ადმინისტრირებით, შევძლებთ, გრძელვადიან პერსპექტივაში, შუა დერეფანში ტვირთების შენარჩუნებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. საერთაშორისო ასოციაციის „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფანი)“ საერთო კრება საქართველოში უკვე მეორედ იმართება. მასში მონაწილეობენ საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზების ხელმძღვანელი პირები.  

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: შუშაში გენერალურ საკონსულოს გავხსნით

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ზანგელანში აეროპორტის გახსნის შემდეგ განაცხადა, რომ თურქეთი აზერბაიჯანში, მთიან ყარაბაღში მდებარე ქალაქ შუშაში გენერალურ საკონსულოს გახსნის. „ჩვენ ასევე ვხსნით გენერალურ საკონსულოს შუშაში", - განაცხადა ერდოღანმა აზერბაიჯანში ვიზიტიდან დაბრუნებისას, ჟურნალისტებთან ინტერვიუში. „ვფიქრობ, რომ ერთი წლის შემდეგ შუშაში ვიზიტები ბევრად გაადვილდება. ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მომავალი წლისთვის დიდი თანხები გამოიყო. ჩვენი თურქული კომპანიების წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ თუ გეგმები განხორციელდება, აქ მუშაობა 1-1.5 წელში დასრულდება. რა თქმა უნდა, რკინიგზის გარდა არის მაგისტრალებიც. მათ გადაწყვეტილი აქვთ, დაასრულონ ისინი. როგორც კი დასრულდება ეს სამუშაოები, შუშასკენ მიმავალი გზა გაიხსნება. ეს ადგილები გამოცოცხლდება როგორც ადგილობრივით, ასევე უცხოელი ტურისტებით“, - აღნიშნა ერდოღანმა.  

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა ირანული დრონების 85% ჩამოაგდეს - საჰაერო ძალები

უკრაინულმა ძალებმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩამოაგდეს ირანული წარმოების დრონების 85%, რომლებიც თავდასხმებში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ირანული წარმოების უპილოტო თვითმფრინავების განლაგების შემდეგ, სამხედროებმა მეტი ცოდნა მოიპოვეს იმის შესახებ, თუ როგორ აღმოაჩინონ და გაანადგურონ ისინი. გარდა ამისა, იური იგნატმა აღნიშნა, რომ დასავლეთის სხვადასხვა ტიპის და კლასის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც უკრაინა მალე მიიღებს, ასევე ეფექტიანი იქნება ირანული დრონების ჩამოგდების მიმართულებით. აშშ ირანს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში პირდაპირ მონაწილეობაში ადანაშაულებს „თუ გავითვალისწინებთ ჩვენი საბრძოლო ძალებისა და საშუალებების ორკვირიან ინტენსიურ ოპერაციას უპილოტო თვითმფრინავების წინააღმდეგ, დღეს გვაქვს 85%-იანი მაჩვენებელი, განსაკუთრებით თუ ვსაუბრობთ SHAHED-136 თვითმფრინავებზე“, - განაცხადა იური იგნატმა. უკრაინის პრეზიდენტმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინამ ერთი თვის განმავლობაში 233 ირანული დრონი ჩამოაგდო. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი.ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. ზელენსკი: რუსეთის მიერ ირანული დრონების ყიდვა, სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: გავაგრძელებთ ყველა სანქციის მტკიცედ აღსრულებას, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.  

ნიკოლოზ ბასილაშვილი განაჩენი საქალაქო სასამართლოში საღამოს შვიდ საათზე გამოცხადდება

ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილი განაჩენი საქალაქო სასამართლოში საღამოს 7 საათზე გამოცხადდება. ნიკოლოზ ბასილაშვილის თქმით, ღია სასამართლო სხდომებით, მისი შვილის ინტერესები დაირღვა ნიკოლოზ ბასილაშვილს, ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის ოთხ და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე აქვს ბრალი წარდგენილი. ნიკოლოზ ბასილაშვილი: თავს დამნაშავედ არ ვთვლი შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 23 მაისს ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს და მეორე დღეს საქართველოს პირველი ჩოგანი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოთ გაათავისუფლეს.  

ლუკაშენკოს ბელორუსის მიერ წარმოებული დრონები წარუდგინეს

ბელორუსის ლიდერს ალექსანდრ ლუკაშენკოს ქვეყნის მიერ წარმოებული უპილოტო საფრენი აპარატები წარუდგინეს. ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს. მედია წერს, რომ  ლუკაშენკო ბრესტის ოლქში, ობუზ-ლესნოვსკის პოლოგონს ეწვია.  „ეს არ არის მხოლოდ ერთი ნიმუში, არა? ამ ნიმუშებიდან რომელიმე რომ გავაგზავნოთ ფრონტზე, იქნება თუ არა კარგი ბრძოლის ველზე?...„ვისაც სურს, იყიდოს, მიიღებს. თუმცა არ არის სასურველი, რომ ეს ტექნიკა უკრაინაში გამოიყენონ, ბოლოს და ბოლოს ჩვენთვის ახლობელი ერია“, - ციტირებს მედია ლუკაშენკოს სიტყვებს.  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისთვის, რუსეთსა და ლუკაშენკოს რეჟიმს მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ ცნობისთვის, ბელორუსმა რუსეთთან მორიგი სამხედრო წვრთნები 17 ოქტომბერს დააანონსა. თავდაცვის მინისტრის თანაშემწის ცნობით, სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს ქვეყანაში ახლახან ჩამოყალიბებული რუსეთ-ბელორუსის ჯარებისგან შემდგარი ერთობლივი ჯგუფი. ლუკაშენკო: ბელორუსი რუსეთის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ მონაწილეობს, თუმცა სამხედროებს არსად არ ვაგზავნით, არავის ვკლავთ მისივე თქმით, ბელორუსი იტოვებს უფლებას, მიიღოს სტრატეგიული შეკავების პრევენციული ზომები „შეტევის თავიდან ასაცილებლად ან შიდა შეიარაღებული კონფლიქტის განეიტრალების მიზნით“. ალექსანდრ ლუკაშენკომ გასულ კვირას განაცხადა, რომ ბელორუსის ჯარები რუსეთის ძალებთან ერთად განლაგდებიან უკრაინის საზღვართან. უკრაინის დაზვერვის ბოლო ცნობებით, ლუკაშენკოს, რუსეთ-უკრაინის ომში სრულად ჩართვის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. 11 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელორუსის საზღვარზე საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსება მოითხოვა. ბელორუსი თანააგრესორია და მან უნდა აგოს პასუხი ისე, როგორც რუსეთი ერთ დღეს აგებს პასუხს - მაიკლ კარპენტერი აშშ-მ ჯერ კიდევ რუსეთის შეჭრამდე მოითხოვა ბელორუსისგან ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ რჩებოდნენ რუსული ჯარები ქვეყანაში სწავლების დასრულების შემდეგ, რომელშიც ისინი, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ. ვაშინგტონს ჰქონდა კითხვები იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა მათი გამოყენება უკრაინაში შეჭრისთვის. „რა თქმა უნდა, ბელორუსის წარმომადგენლებმა აქ ეუთოში, უბრალოდ იცრუეს, არ ჰქონდათ არანაირი ახსნა, თუ რატომ იმყოფებოდნენ იქ რუსული ჯარები. მართლაც, ჩვენ დავინახეთ, რომ ბელორუსი გამოიყენებოდა, როგორც მოედანი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის და დღემდე ვხედავთ სარაკეტო დარტყმებს ბელორუსის ტერიტორიიდან. ასე რომ, ბელორუსი ამ ომში თანააგრესორია და მან უნდა აგოს პასუხი ისე, როგორც რუსეთი და რუსული ძალები ერთ დღეს აგებენ პასუხს“, - აცხადებდა ეუთოში აშშ-ის ელჩი მაიკლ კარპენტერი. სექტემბერში, მადრიდში, NATO-ს სამიტზე მიღებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ბელორუსმა ომში თანამონაწილეობა უნდა დაასრულოს. ლუკაშენკოს ევროკავშირი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებს და 2020 წლის აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს. დასავლეთს ბელორუსის ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ, არაერთი სანქცია აქვს ამოქმედებული. დასავლეთმა მძიმე სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს.

ილია დარჩიაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, სალმან აბდულრაჰმან ალ შეიხთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრმა მიულოცა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები, ხაზი გაუსვეს მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვაჭრობის, ეკონომიკის და საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის სფეროში ურთიერთქმედების გააქტიურების საკითხებს.  

პროკურატურამ თურქეთის ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 18 ოქტომბერს, ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში მყოფი თურქეთის რესპუბლიკის რამდენიმე და საქართველოს ერთი მოქალაქის მიმართულებით, რესტორნის მიმდებარე ტერიტორიდან თურქეთის მოქალაქემ, შურისძიების მოტივით, წარსულში თურქეთში არსებული უთანხმოების გამო, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო თურქეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა. "თურქეთის რესპუბლიკის სამმა მოქალაქემ, რომლებმაც ნამდვილად იცოდნენ, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, აღნიშნულის შესახებ არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს. გარდა ამისა, ხსენებულმა პირებმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს, შეინახეს და ატარებდნენ ცეცხლსასროლ იარაღებს და მათთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას. თურქეთის მოქალაქეები, თურქეთიდან საქართველოში ეტაპობრივად სექტემბრის თვიდან შემოვიდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულები სენაკის მუნიციპალიტეტში დააკავეს. თურქეთის ერთ მოქალაქეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თურქეთის სამ მოქალაქეს ბრალდება 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

დეკემბერში მოგვიწევს ბუნებრივ აირზე ახალი ტარიფების დადგენა - ნარმანია

დეკემბერში მოგვიწევს ბუნებრივ აირზე ახალი ტარიფების დადგენა. თუმცა, თუ ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს და ძირითადი პარამეტრებიც უცვლელი დარჩება, მაშინ ბუნებრივი აირის ფასი არ შეიცვლება, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა. მისივე თქმით, სატარიფო ვადა დეკემბერში იწურება. „ჩვენ თავის დროზე ბუნებრივ აირთან დაკავშირებით 3-წლიანი ტარიფები დავადგინეთ, რომლის ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში იწურება. შესაბამისად, დეკემბერში მოგვიწევს ბუნებრივ აირზე ახალი ტარიფების დადგენა. თუმცა, თუ ლარი სტაბილურობას შეინარჩუნებს და ძირითადი პარამეტრებიც უცვლელი დარჩება, მაშინ ბუნებრივი აირის ფასი არ შეიცვლება. ბუნებრივი გაზის სექტორში განაცხადები უკვე მიღებული გვაქვს, რადგან სატარიფო ვადა დეკემბერში იწურება.  შექმნილი გვაქვს აუდიტის სპეციალური ჯგუფი, რომელიც თითოეულ კომპანიაში შედის და სწავლობს მათ შესაბამის ფინანსურ დოკუმენტაციას. ჯამში 22-მა კომპანიამ შემოიტანა განაცხადი, საიდანაც მსხვილი კომპანიები 3-ია, ხოლო დანარჩენი შედარებით მცირე კომპანიებია“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ პალიტრანიუსის ეთერში საუბრისას.  

აშშ-ის საზღვაო ძალების ხელმძღვანელი: ამერიკის არმია მზად უნდა იყოს, უპასუხოს ჩინეთის პოტენციურ შეჭრას ტაივანში

ამერიკის არმია მზად უნდა იყოს, უპასუხოს ჩინეთის პოტენციურ შეჭრას ტაივანში, რომელიც შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდეს, განაცხადა Telegraph-ის ცნობით, აშშ-ის საზღვაო ძალების ხელმძღვანელმა. პენტაგონი: ჩინეთი მომდევნო 2 წლის განმავლობაში ტაივანში შეჭრას არ გეგმავს ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლისას, ადმირალ მაიკ გილდეის ჰკითხეს ჩინეთის ლიდერის გამოსვლაზე და ასევე, კონგრესში სხვა ამერიკელი ადმირალის შარშანდელ რეპლიკაზე, რომ პეკინი აპირებდა, მზად ყოფილიყო ტაივანის ასაღებად 2027 წლისთვის. ჩინელი ხალხის გადასაწყვეტია ტაივანის საკითხის გადაწყვეტა და ჩინეთი არასოდეს იტყვის უარს ძალის გამოყენების უფლებაზე, თუმცა იბრძოლებს მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ, ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა პარტიის შეხვედრაზე, 16 ოქტომბერს განაცხადა. „ჩვენ ვიბრძვით მშვიდობიანი გაერთიანების პერსპექტივისკენ, უდიდესი გულწრფელობით და საუკეთესო ძალისხმევით, მაგრამ ვერ დაგპირდებით, რომ უარს ვიტყვით ძალის გამოყენებაზე და ვიტოვებთ შესაძლებლობას, მივიღოთ ყველა საჭირო ზომა“, - განაცხადა სი ძინპინმა მმართველი კომუნისტური პარტიის მე-20 კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას. ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ დაძაბულობის ფონზე, აშშ და ტაივანი ვაჭრობის საკითხებზე ოფიციალურ მოლაპარაკებებს იწყებენ პეკინსა და ტაიბეის შორის დაძაბულობა მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა. ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ტაივანში აშშ-ის კონგრესის დელეგაციაც ჩავიდა. პელოსის ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთმა სამხედრო წვრთნები დაიწყო. ტაივანის თქმით, პეკინმა 11 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. ვაშინგტონსა და ტაიბეის შორის ვაჭრობის საკითხებზე მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ, ტაივანს ამერიკის კიდევ ერთი ოფიციალური პირი ეწვია ტაივანმა, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად განიხილავს, განაცხადა, რომ თავის სუვერენიტეტთან დაკავშირებით, უკან არ დაიხევს. ინფორმაციისთვის: ნენსი პელოსი გახდა აშშ-ის პირველი ოფიციალური უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ტაივანს 25 წლის შემდეგ, ჩინეთის მუქარების მიუხედავად ეწვია.  პარალელურად, პეკინმა, რომელიც ვიზიტს ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს, ტაივანის სრუტესთან სამხედრო თვითმფრინავები განალაგა, შეერთებულმა შტატებმა კი, ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განათავსა. ვინ ცნობს ტაივანს ჩინეთი ტაივანს, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა აღიარებს, სეპარატისტულ პროვინციად განიხილავს და პირობას დებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაიბრუნებს. მაგრამ ტაივანის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ის სუვერენული სახელმწიფოა. ტაივანს საკუთარი კონსტიტუცია აქვს. ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ლიდერები და დაახლოებით, 300 000 ჯარისკაცი. წაიკითხეთ Europetime-ის სტატია: ახალი მსოფლიო წესრიგის კონტურები და გლობალური კონკურენციის ახალი ფურცელი - რას ცვლის პელოსის ტაივანში ვიზიტი ტაივანს სრული დიპლომატიური ურთიერთობა წმინდა საყდართან (ვატიკანი) და გაერთიანებული ერების 193 წევრ სახელმწიფოდან, 13-თან აქვს. ესენია: სვაზილენდი, გვატემალა, ჰაიტი, ჰონდურასი, მარშალის კუნძულები, ნაურუ, პალაუ, პარაგვაი, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, ასევე, ტუვალუ.

ელჩი დეგნანი: უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმის ფონზე, ენერგოუსაფრთხოება კიდევ უფრო პრიორიტეტული ხდება

„ენერგეტიკული უსაფრთხოება არის ეროვნული უსაფრთხოება და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ფოკუსირებას სუფთა განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროების განვითარებაზე“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა. აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან და საერთაშორისო დამფინანსებელ ინსტიტუტებთან მარტივი, რომ შემუშავდეს ეფექტიანი სქემები, განახლებადი ენერგიის სტიმულირების მიზნით.  ელჩის თქმით, როცა რუსეთის მთავარი სამიზნე უკრაინაში, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურაა, ენერგოუსაფრთხოება კიდევ უფრო დიდი პრიორიტეტი ხდება. „ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვარ, ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე („ქალები ენერგეტიკაში. რედ.). ეს მნიშვნელოვანი სფეროა, რადგან კვლევებმა აჩვენა, რომ კომპანიები, სადაც უფრო მეტი ქალია ხელმძღვანელ პოზიციებზე, უკეთესად მუშაობენ, უფრო მეტად მომგებიანია და ეს ასეა გლობალურად. გლობალურად, ჩვენ ვხედავთ, რომ ქალების რეალური დეფიციტია განსაკუთრებით ენერგეტიკულ სექტორში. ეს არ არის მხოლოდ საქართველში, ეს მთელ მსოფლიოში ასეა. იმ დროს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ განახლებად ენერგიაზე, ახალ გზებზე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დავინახოთ გენდერული მრავალფეროვნება ენერგეტიკულ კომპანიებში, რადგან ქალი ხელმძღვანელი უფრო მეტ ინოვაციებსა და ეფექტიანობას ქმნის.საქართველოსთან, სადაც არის განახლებადი ენერგიისა და ახალი ტიპის ენერგიის წყაროების დიდი შესაძლებლობები, აშშ მრავალი წელია, თანამშრომლობს. საელჩო ძალიან, ძალიან კმაყოფილი იყო საქართველოსთან პარტნიორობით ათწლეულების განმავლობაში. USAID-მა ახლახან დაიწყო 16 მილიონიანიანი პროექტი, რომელიც მიმართულია ენერგოდამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ საქართველოში და სუფთა გარემოსთვის ხელსაყრელი ენერგიის წყაროების განვითარებისკენ“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. კელი დეგნანმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ენერგეტიკულ სექტორში ინვესტორების მოზიდვაზე. „ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან და საერთაშორისო დამფინანსებელ ინსტიტუტებთან, რათა შემუშავდეს ეფექტიანი სქემები, განახლებადი ენერგიის სტიმულირების მიზნით. ეს არის მნიშვნელოვანი გზა კარგი ინვესტორების მოსაზიდად და სასარგებლო და ეფექტიანი პროექტების შესამუშავებლად. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მთავრობას, ელექტროკაპიტალის ბაზრის ამოქმედებისკენ, რეალისტური ვადებითა და პროექტის განსახორციელებელი მიზნებით. ეს უნდა გაკეთდეს სამართლიანად, გამჭვირვალე და ეფექტიანი გზით.შეერთებული შტატები ძალიან ბედნიერია, რომ განაგრძობს მუშაობას საქართველოსთან, ამ სექტორების განვითარების მიზნით.ენერგოდამოუკიდებლობა, ენერგოეფექტურობა უნდა იყოს პრიორიტეტები ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, არამხოლოდ კლიმატის ცვლილებისა და ენერგიის სუფთა, კლიმატისთვის ხელსაყრელი წყაროების განვითარების მნიშვნელობის გამო, არამედ მაშინ, როდესაც რუსეთი სასტიკად ესხმის თავს უკრაინას და მისი მთავარი სამიზნეა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურა. აქედან გამომდინარე, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა კიდევ უფრო პრიორიტეტული ხდება. ეს მკაფიოა მაგალითი იმისა, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ეროვნული უსაფრთხოების ტოლფასია. საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა საქართველოსთვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.30 წელია, შეერთებული შტატები მუშაობს იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაში. USAID-ის 16 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამა, კონკრეტულად ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ეხება.ენერგეტიკული უსაფრთხოება არის ეროვნული უსაფრთხოება და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ფოკუსირებას სუფთა განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროების განვითარებაზე“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ახალი თავდაცვის კოდექსის პროექტი განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტი განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით მომზადდა. „თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტში, სხვა პრიორიტეტებთან ერთად, გათვალისწინებულია წვევამდელთა და რეზერვის სისტემების მოდერნიზაცია და ჯარისკაცების სოციალური პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესება. წვევამდელებისა და რეზერვის სისტემების მოდერნიზაციის შემდეგ დამკვიდრდება თავდაცვის უწყების მართვის ახალი მიდგომა. შეიქმნება წვევამდელთა სრულიად ახალი, მოქნილი სისტემა. თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წლის ბოლომდე წარედგინება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ჯარისკაცებისთვის ღირსეული პირობების შექმნა და მათი სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფა მთავრობის პრიორიტეტია. აღინიშნა, რომ ახალი კოდექსი ჯარისკაცების საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფისა და სოციალური გარანტიების კანონით დარეგულირებას გულისხმობს. მთავრობის მეთაურის თქმით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მნიშვნელოვნად იზრდება, რაც შესაძლებელი გახადა 2022 წელს მიღწეულმა ორნიშნა ეკონომიკურმა ზრდამ. აღინიშნა, რომ „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება, 1000-ზე მეტ ჯარისკაცს საცხოვრებელი ბინები გადაეცემა და ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი ესწრებოდნენ.  

ელჩი დეგნანი: ენერგოდამოუკიდებლობისკენ სწრაფვა საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა

ენერგოდამოუკიდებლობისკენ სწრაფვა საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა. კელი დეგნანმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ენერგეტიკულ სექტორში ინვესტორების მოზიდვაზე. „ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან და საერთაშორისო დამფინანსებელ ინსტიტუტებთან, რათა შემუშავდეს ეფექტიანი სქემები, განახლებადი ენერგიის სტიმულირების მიზნით. ელჩი დეგნანი: უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმის ფონზე, ენერგოუსაფრთხოება კიდევ უფრო დიდი პრიორიტეტია ეს არის მნიშვნელოვანი გზა კარგი ინვესტორების მოსაზიდად და სასარგებლო და ეფექტიანი პროექტების შესამუშავებლად. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მთავრობას, ელექტროკაპიტალის ბაზრის ამოქმედებისკენ, რეალისტური ვადებითა და პროექტის განსახორციელებელი მიზნებით. ეს უნდა გაკეთდეს სამართლიანად, გამჭვირვალე და ეფექტიანი გზით.შეერთებული შტატები ძალიან ბედნიერია, რომ განაგრძობს მუშაობას საქართველოსთან, ამ სექტორების განვითარების მიზნით. ენერგოდამოუკიდებლობა, ენერგოეფექტურობა უნდა იყოს პრიორიტეტები ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, არამხოლოდ კლიმატის ცვლილებისა და ენერგიის სუფთა, კლიმატისთვის ხელსაყრელი წყაროების განვითარების მნიშვნელობის გამო, არამედ მაშინ, როდესაც რუსეთი სასტიკად ესხმის თავს უკრაინას და მისი მთავარი სამიზნეა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურა. აქედან გამომდინარე, ენერგეტიკული უსაფრთხოება კიდევ უფრო პრიორიტეტული ხდება. ეს მკაფიო მაგალითია იმისა, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ეროვნული უსაფრთხოების ტოლფასია. საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა საქართველოსთვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.30 წელია, შეერთებული შტატები მუშაობს იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაში. USAID-ის 16 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამა, კონკრეტულად ენერგეტიკულ დამოუკიდებლობასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ეხება.ენერგეტიკული უსაფრთხოება არის ეროვნული უსაფრთხოება და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ფოკუსირებას სუფთა განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროების განვითარებაზე“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7569 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7569 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7569 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7657 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0088 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.6849 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7082 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0233 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ბათუმში, ირანის საკონსულოსთან, უკრაინიდან დევნილმა საპროტესტო აქცია გამართეს

"ირანის სამხედრო დახმარება რუსეთის მიმართ ხელს უწყობს, უდანაშაულო ადამიანების კვლას", - ბათუმში, ირანის საკონსულოსთან, უკრაინიდან დევნილმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა.  ბოლო ორი კვირის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა ირანული დრონების 85% ჩამოაგდეს - საჰაერო ძალები აქციის მონაწილეების აღნიშნავენ, ირანის მიერ მიწოდებული დრონებით უკრაინელი ბავშვები დაიღუპნენ.  “ირანის სამხედრო დახმარება რუსეთის მიმართ ხელს უწყობს უდანაშაულო ადამიანების კვლას. ხელს უწყობს რუსეთს, რომ უკრაინაში ომი გაახანგრძლივოს. ტერორისტულ სახელმწიფოს არავინ არ უნდა ეხმარებოდეს. ირანი ტერორიზმის სპონსორია”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები ჟურნალისტებთან. აშშ ირანს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში პირდაპირ მონაწილეობაში ადანაშაულებს უკრაინის პრეზიდენტმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინამ ერთი თვის განმავლობაში 233 ირანული დრონი ჩამოაგდო. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი.ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. ზელენსკი: რუსეთის მიერ ირანული დრონების ყიდვა, სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: გავაგრძელებთ ყველა სანქციის მტკიცედ აღსრულებას, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.  

ელჩი დეგნანი: მოვუწოდებთ მთავრობას, იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ შემუშავდეს განახლებადი ენერგიის პროექტები

„მოვუწოდებთ მთავრობას, იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ შემუშავდეს განახლებადი ენერგიის პროექტები ეს მნიშვნელოვანი გზაა ინვესტორების მოსაზიდად“, - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმუშაოს საერთაშორისო პარტნიორებთან და საერთაშორისო დამფინანსებელ ინსტიტუტებთან, რათა შემუშავდეს ეფექტიანი სქემები, განახლებადი ენერგიის სტიმულირების მიზნით ელჩი დეგნანი: უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმის ფონზე, ენერგოუსაფრთხოება კიდევ უფრო დიდი პრიორიტეტია ეს არის მნიშვნელოვანი გზა კარგი ინვესტორების მოსაზიდად და სასარგებლო და ეფექტიანი პროექტების შესამუშავებლად. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ მთავრობას, ელექტროკაპიტალის ბაზრის ამოქმედებისკენ, რეალისტური ვადებითა და პროექტის განსახორციელებელი მიზნებით. ეს უნდა გაკეთდეს სამართლიანად, გამჭვირვალე და ეფექტიანი გზით.შეერთებული შტატები ძალიან ბედნიერია, რომ განაგრძობს მუშაობას საქართველოსთან, ამ სექტორების განვითარების მიზნით. ელჩი დეგნანი: ენერგოდამოუკიდებლობისკენ სწრაფვა საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ენერგოდამოუკიდებლობა, ენერგოეფექტურობა - ეს უნდა იყოს პრიორიტეტები ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე“, - განუცხადა ელჩმა მედიას.

რატი ბრეგაძის შეფასებით, ოლექსი არესტოვიჩის განცხადება კრიმინალურ ხასიათს ატარებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის ოლექსი არესტოვიჩის განცხადება შეაფასა. „ზოგადად ნებისმიერმა ადამიანმა, მით უმეტეს ადამიანმა, რომელსაც აქვს იმის პრეტენზია, რომ ვინმეს რამე ურჩიოს, უნდა იცოდეს საერთაშორისო სამართალი. საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია ძალის გამოყენების აკრძალვა და ასევე მისი გამოყენების მუქარა. ამ ადამიანმა [ოლექსი არესტოვიჩმა] სავარაუდოდ, ამის შესახებ არაფერი იცის და ბუნებრივია, რაიმე სახის სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ საკითხზე რთული იქნება. უბრალოდ, კარგი იქნება, უფრო მეტად გაერკვეს საერთაშორისო სამართალში, საერთაშორისო ურთიერთობებში და მსგავსი ტიპის კრიმინალური განცხადებები აღარ გააკეთოს. საქართველო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ დაუდგეს გვერდით უკრაინელ ხალხს დაწყებული ჰუმანიტარული დახმარებიდან საერთაშორისო ფორუმებში უკრაინის მხარდაჭერით დამთავრებული და ძალიან საწყენი და გაუგებარია მსგავსი ტიპის ადამიანისგან ასეთი განცხადების გაკეთება, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის კრიმინალური ხასიათის“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ IPN-ის ცნობით. შეგახსენებთ, ერთ-ერთი დისკუსიის დროს, ჟურნალისტის კომენტარზე, რომ საქართველოში 300 ათასი რუსი იმყოფება და 300 ათასი რუსი 3 მილიონი ქართველიდან, ანუ 10%, ქართველებისთვის დიდი პრობლემაა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი აცხადებს: „ეს არის კატასტროფა, მითუმეტეს, პრორუსული მთავრობის გათვალისწინებით, რომელსაც არ აქვს უნარი, მიიღოს გადაწყვეტილებები და გაანადგურა ყველაფერი, რაც შექმნა სააკაშვილმა, სადაც კორუმპირებული პოლიცია, სადაც ყველაფერი იყიდება, როგორც თავად ქართველები ამბობენ და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი პრობლემაა. ჩვენ მოვახდენთ იქ ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვის გადარჩენა, სომხეთის გადარჩენა, ყველას გადარჩენა. ეს კარგი ისტორიაა, რადგან მილიონი ჩვენი ნაომარი ბიჭისა და გოგოსთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო უახლოეს მომავალში პოსტსაბჭოთა სივრცეში. მშვიდობისმყოფელები, სტაბილიზაციური ოპერაციები, ჰუმანიტარული ოპერაციები და ა.შ.“.

თავდაცვის მინისტრი: ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო საშუალებების შეძენაზე ვმუშაობთ

„რაფაელი არის ერთ-ერთი საუკეთესო მოწინავე კომპანია მსოფლიოში და ჩვენ მოდერნიზაციაზე ვმუშაობთ. ასევე ვმუშაობთ პოლონურ სახელმწიფო საწარმოსთან, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი საწარმოა ევროპაში და მთელს მსოფლიოში როგორც ჰაერსაწინააღმდეგო, ასევე, ჯავშანსაწინააღმდეგო ხელსაწყოების შეძენაზე. დღეს ძალიან გართულებულია ეს პროცესი”, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რადიო „იმედის“ გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას. თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა შესყიდვებთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, რაც უკრაინის ომმა გამოიწვია. „უკრაინის ომმა შეცვალა წარმოების ტემპები, მეთოდები და შესყიდვის საშუალებები. თუმცა, საქართველო ყოველთვის არის პრიორიტეტული თითქმის ყველა მსოფლიო მსხვილმწარმოებელთან. ჩვენ მივაღწიეთ აქაც შედეგს და უახლოეს მომავალში დეტალებს გავაცნობთ ჩვენს საზოგადოებას. პროცესი, რომელიც ავიაციის განახლების მიმართულებით პრემიერ-მინისტრის თავდაცვის მინისტრობის დროს დაიწყო, წარმატებით მიმდინარეობს”, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ შესყიდვების მიმართულებით იგეგმება უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება საქართველოში. „უკრაინის ომში დრონები გამოცდილია. ჩვენ წლის ბოლომდე მივიღებთ სატესტო ვერსიებს და მომავალ წელს გადავალთ მასიურ წარმოებაზე. ამასთან ერთად, ჰაერსაწინააღმდეგო მიმართულებით გადავდგით ნაბიჯები - ისრაელში გავაგზავნეთ მოდერნიზაციისთვის არსებული საშუალებები“. „ჩვენ თავდაცვით შესაძლებლობებს განვავითარებთ და შესყიდვების მიმართულებით რა ნაბიჯებიც გადავდგით, დიდ მასშტაბებს მივაღწევთ“,- აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, სამხედრო ავიაციის ბიუჯეტი არ და ვერ შემცირდება. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყება სამხედრო ავიაციის სფეროში დაგროვილი გამოცდილებითა და ცოდნით აქცენტს კომერციულ შეკვეთებზეც გააკეთებს. „სამხედრო ავიაციის ბიუჯეტი ვერ შემცირდება, რადგან ის გეგმა, რაც ჩვენ დასახული გვაქვს, არ ისახავს მიზნად ბიუჯეტის შემცირებას. თუმცა, გარდა ამისა, ჩვენ აქამდე რაც გვყავდა საფრენი აპარატები, დავისახეთ ყველა ამ საფრენი აპარატის ექსპლუატაციაში მიღება. ამ გეგმას მივაღწევთ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ცოდნასაც ვიგროვებთ ამ პროცესში და კომერციულ შეკვეთებზეც აქტიურად ვმუშაობთ. ძალიან წარმატებული იქნება ჩვენი საწარმო“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

საწებლისა და წიწაკის 2 ნიმუშში „სუდანის“ ჯგუფის აკრძალული საღებავები გამოვლინდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სურსათში „სუდანის“ ჯგუფის საღებავების გამოვლენის მიზნით, ნიმუშები აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, საწებლისა და წიწაკის 2 ნიმუშში „სუდანის” ჯგუფის აკრძალული საღებავი გამოვლინდა: შპს „გემო“- „ტომატის საწებელი ცხარე“ - აღმოჩნდა აკრძალული საღებავი Sudan I, დამზადების თარიღი: 31.08.2022 წელი, ჩამოსხმულია 0.5ლ მინის ქილაში, მისამართი: ქ. რუსთავი, რჩეულიშვილის ქ. 9; წითელი წიწაკა - აღმოჩნდა აკრძალული საღებავი Para Red, ი/მ შორენა კაპეტივაძე, მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. 135, დეზერტირების ბაზარი, მესამე სართული, დახლზე მოვაჭრე. ბიზნესოპერატორმა ვერ წარმოადგინა სურსათის ეტიკეტი და მიკვლევადობისათვის საჭირო დოკუმენტი. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. შპს „გემო“-ს და ი.მ. „შორენა კაპეტივაძე“-ს აეკრძალათ ზემოაღნიშნული სურსათის რეალიზაცია და დაევალათ უმოკლეს ვადაში დასახელებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, აღრიცხვა და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს ინფორმირება. პროდუქცია უკვე გამოთხოვილია სარეალიზაციო ქსელიდან. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ამავდროულად, სააგენტოს უფლებამოსილი პირები ახორციელებენ მოკვლევის პროცესს. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილი აქვს აღნიშნული სურსათი, არ გამოიყენოს. საქართველოს კანონმდებლობით, სურსათში საღებავების: Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV; Sudan orange G; Sudan Red G; Sudan Red 7 B და Sudan red B, გამოყენება აკრძალულია. “სუდანის” ჯგუფის საღებავები ბუნებრივად არ გვხვდება სურსათში, იგი მიეკუთვნება ხელოვნურ აზო საღებავების ჯგუფს, არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებდანამატს. აღნიშნული საღებავები სურსათს ემატება ფერის მისაცემად, კერძოდ, იყენებენ წითელი დაფქვილი წიწაკის ფერის გასაძლიერებლად. სააგენტო, მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს კვლევას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიმდინარე წელს უკვე აღებული და გამოკვლეულია 60 ნიმუში. 2019 წელს სააგენტოს მიერ გამოკვლეული 10 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა წითელი წიწაკის 9 ნიმუშში; 2020 წელს - 21 ნიმუშიდან აკრძალული საღებავები აღმოჩნდა 9 ნიმუშში; 2021 წელს გამოკვლეული 33 ნიმუშიდან დარღვევა არ გამოვლენილა. კვლევის შედეგების და რისკის დონის გათვალისწინებით, 2019 წლიდან მოქმედებს სპეციალური მოთხოვნები წითელი წიწაკის იმპორტისას. ასევე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულ სააგენტოს აქტიური კომუნიკაცია აქვს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.