ძებნის რეზულტატი:

ვოლოდიმირ ზელენსკი: ირანი რუსებს დრონებით ამარაგებს, არის ათასობით შეთანხმება

ირანი აწვდის რუსებს დრონებს, ეს მათი გარიგებაა. აი ასეთია სისხლიანი ფული, რომელსაც ირანი გამოიმუშავებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კანადურ ტელეარხებთან CTV და CBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.  „მათ შეიძლება, თქვან: „ჩვენ არაფერი არ აგვიღია, გვაჩვენეთ ფინანსური გაანგარიშებები“... ჩვენ კონკრეტულად ვამბობთ - ირანმა გადასცა დრონები, რომლითაც უკრაინელებს კლავდნენ და განაგრძობენ ამ პროცესს. ჩვენ ვიცით, რომ ათასობით შეკვეთა და შეთანხმებები არსებობს, რამდენიმე ასეული დრონი კი უკვე გადაცემულია", - განაცხადა ზელენსკიმ.  უკრაინის პრეზიდენტმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინამ ერთი თვის განმავლობაში 233 ირანული დრონი ჩამოაგდო. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი.ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. ზელენსკი: რუსეთის მიერ ირანული დრონების ყიდვა, სამხედრო-პოლიტიკური გაკოტრების აღიარებაა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: გავაგრძელებთ ყველა სანქციის მტკიცედ აღსრულებას, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.  

უკრაინულმა ძალებმა მიკოლაივის რეგიონში 14 კამიკაძე-დრონი გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა 22-23 ოქტომბრის ღამეს მიკოლაივის რეგიონში 14 Shahed-136 კამიკაძე დრონი გაანადგურეს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საჰაერო სარდლობამ განაცხადა. „22-23 ოქტომბრის საჰაერო თავდაცვის სარდლობის სამხრეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა ჩამოაგდეს მტრის Shahed-136 ტიპის 11 კამიკაძე თვითმფრინავი, ხოლო კიდევ სამი [განადგურდა] ქვეყნის სამხრეთ თავდაცვის დანაყოფებმა. ძალები“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ლიკანში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 75 წლის ქალი გარდაიცვალა. კორპუსში აფეთქება 22 ოქტომბერს მოხდა. აფეთქება სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია. განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. ქალი ბორჯომში, „ჰოსპიტალსში“ იყო გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმე იყო.  

სი ძინპინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად მესამე ვადით აირჩიეს

სი ძინპინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი მესამე ვადით გახდა. სი ძინპინი 5 წლის ვადით აირჩიეს. მედია წერს, რომ მან ახალი პოლიტბიუროს მუდმივმოქმედი კომიტეტი წარადგინა, რომელიც მისადმი ლოიალურად განწყობილი მაღალჩინოსნებით არის დაკომპლექტებული. სი ძინპისის თქმით, ჩინეთი ვერ განვითარდება მსოფლიოს გარეშე და მსოფლიოს ასევე სჭირდება ჩინეთი. „40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რეფორმებისკენ მიმართული დაუცხრომელი ძალისხმევის შემდეგ, შევქმენით ორი სასწაული - სწრაფი ეკონომიკური განვითარება და გრძელვადიანი სოციალური სტაბილურობა”, - განაცხადა სი ძინპინმა და ამავე გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მზად არის ტაივანთან მშვიდობიანი გაერთიანებისათვის, მაგრამ ასევე მზად არის, გამოიყენოს ძალა საჭიროების შემთხვევაში.

თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შსს-ს განცხადებით, პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი. უწყების ცნობით, დაკავებულია 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე სავარაუდოდ, ხელყუმბარა აფეთქდა „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ოთხ პირთან, რა დროსაც მათი მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდა 3 პირი: 1994 წელს დაბადებული ლ.ბ., 1991 წელს დაბადებული გ.ა. და 1983 წელს დაბადებული გ.ზ. სამივე მათგანს საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთს ამ ომის მოგების შანსი არ აქვს

„რუსეთს ამ ომის მოგების შანსი არ აქვს. ჩვენი თავდაცვის ძალები ყოველდღე, სახელმწიფოს დასაცავად ყველაფერს აკეთებენ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ყოველდღე წინ მიიწევენ“, - ამის შესახებ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინელი სამხედროები ყოველდღიურად მიიწევენ წინ და ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმები ვერ შეაჩერებთ. „ტერორისტების არც ეს დარტყმა და არც მსგავსი სხვა დარტყმები ჩვენს დამცველებს ვერ შეაჩერებთ. რუსი პროპაგანდისტები იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ ჩვენი ინფრასტრუქტურისა და ხალხის წინააღმდეგ ამ ტერორს შეუძლია როგორმე შეანელოს ჩვენი სამხედროების აქტიური ქმედებები ან სირთულეები შეგვიქმნას“, - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ოლენა ზელენსკა გერმანიის პირველ ლედისთან შეხვედრისას: ჩვენ უნდა დავხუროთ ცა და შევაჩეროთ რუსეთის სარაკეტო ტერორი

უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ გერმანიის პირველ ლედისთან, ელკე ბუდენბენდერთან შეხვედრისას, უკრაინისთვის საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემების, ასევე საბრძოლო იარაღის მიწოდების საკითხზე ისაუბრა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატი იტყობინება. „იძულებული ვარ, წამოვჭრა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების თემა. ეს არ უნდა იყოს პირველ ლედებს შორის საპროტოკოლო კომუნიკაციის თემა. თუმცა, უკრაინის მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენ იძულებული ვართ, გამოვიყენოთ ყველა შანსი, რომ გავიგოთ. საუბარია სიცოცხლის გადარჩენაზე, ადამიანის უფლებებზე. ჩვენ უნდა დავხუროთ ცა და შევაჩეროთ რუსეთის ეს მიზანმიმართული სარაკეტო ტერორი“, - განაცხადა ზელენსკამ. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი მასიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს. მოსკოვს იერიშები მიაქვს კიევზე. ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. კიევი ასეთ სისტემებს პარტნიორებისგან უკვე იღებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალე შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს.

ზაპოროჟიეში, Motor Sich-ის პრეზიდენტი აგრესორ სახელმწიფოსთან თანამშრომლობისა და მისთვის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს

ზაპოროჟიეში, უსაფრთხოების თანამშრომლებმა Motor Sich-ის პრეზიდენტი ვიაჩესლავ ბოჰუსლაევი, აგრესორ სახელმწიფოსთან თანამშრომლობისა და ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. უკრაინული მედიის ცნობით, ბოჰუსლაევი რუსული თავდასხმის თვითმფრინავებისთვის Motor Sich-ის სამხედრო საქონლის უკანონო მიწოდების გამო დააკავეს. გამოძიების მასალების მიხედვით, ზაპოროჟიეში დაფუძნებული ქარხნის ხელმძღვანელობა უკანონო ქმედებებში იყო ჩართული. ოფიციალური პირები მოქმედებდნენ კრემლთან დაახლოებული რუსული კორპორაციის Rostec-ის წარმომადგენლებთან შეთანხმებით, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია. Motor Sich Joint Stock Company (უკრაინული: АТ «Мотор Січ») თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების ძრავების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია.  

ჯონ ჰერბსტი: აშკარაა, რომ მოსკოვი ბრძოლის ველზე მარცხდება

Europetime-თან საუბრისას, უკრაინასა და უზბეკეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი მიიჩნევს, რომ დასავლეთი თუ უკრაინას დროულად მიაწვდის საჭირო იარაღს, კიევი უფრო სწრაფად დაიბრუნებს იმ ტერიტორიას, რომელიც მოსკოვმა დაიპყრო არამხოლოდ მიმდინარე წლის თებერვლის, არამედ 2014 წლის შემდეგ“. ჯონ ჰერბსტის თქმით, რუსეთის მხრიდან მასირებული შეტევის განახლების ფონზე, აშშ და მისი მოკავშირეები ახლა გეგმავენ, უკრაინას უფრო თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ, ისეთი სისტემები, რომლის მიწოდებაზეც მანამდე უარს ამბობდნენ. „აშკარაა, რომ მოსკოვი ბრძოლის ველზე მარცხდება, პუტინი ქვეყნის შიგნითაც კრიტიკის წინაშე აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, მან  გადაწყვიტა, რომ უკრაინის სამხედრო წარმატებას  მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმით უპასუხოს. მაგრამ პუტინისთვის პრობლემები მხოლოდ გართულდა, რადგან ამ სასტიკი დარტყმების საპასუხოდ, აშშ და მისი მოკავშირეები ახლა გეგმავენ, უკრაინას უფრო თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ, ისეთი სისტემები, რომლის მიწოდებაზეც მანამდე უარს ამბობდნენ. რა თქმა უნდა, მე მჯერა, რომ უკრიანისთვის საჭირო იარაღის გაგზავნის თვალსაზრისით, აშშ და NATO ზედმეტად მოკრძალებულად მოქმედებდნენ რუსეთის შეჭრამდე. მათ შორის ვსაუბრობ შორი მოქმედების არტილერიასა და დრონებზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გამანადგურებელი თვითმფრინავები, ტანკები, საჰაერო თავდაცვის სისტემები.თუ ჩვენ მივაწვდით მსგავს იარაღს, უკრაინა უფრო სწრაფად დაიბრუნებს იმ ტერიტორიას, რომელიც მოსკოვმა დაიპყრო არამხოლოდ მიმდინარე წლის თებერვლის, არამედ 2014 წლის შემდეგ“, - განუცხადა ჰერბსტმა Europetime-ს. ამერიკელი დიპლომატის შეფასებით, თუ უკრაინას მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიიღებს, კიევი შეძლებს, შეაჩეროს რუსული რაკეტების დიდი უმრავლესობა. „მაგრამ მე ეჭვი მაქვს, რომ ჩვენ არ გავუგზავნით საკმარის სისტემებს. ისევ და ისევ, ჩვენი ინტერესია, რომ პუტინის ომი უკრაინაში მისი მარცხით დასრულდეს. ჩვენ უნდა გავგზავნოთ ყველა იარაღი, რომელიც უკრაინას სჭირდება, რომ უკრაინის გამარჯვება უფრო დაჩქარდეს“, - აღნიშნავს ჰერბსტი Europetime-თან. აშშ უკრაინისთვის NASAMS-ის მოწინავე, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მიწოდებას აჩქარებს 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი მასიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს. მოსკოვს იერიშები მიაქვს კიევზე. ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. კიევი ასეთ სისტემებს პარტნიორებისგან უკვე იღებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

პოლ გობლი: ზამთრის ამინდი გაართულებს სახმელეთო შეტევებს, საჰაერო თავდასხმები გახდება „დომინანტური“

Europetime-თან საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი Europetime-თან ინტერვიუში, ომის ახალი ფაზის გათვალისწინებით მიმოიხილავს, შეიცვალა თუ არა თავდაპირველი პროგნოზები საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით და როგორ და სად ხედავს იმ ეტაპს, როდესაც მოსკოვი ვეღარ განახორციელებს მსგავს თავდასხმებს უკრაინაზე. „ჩემი ვარაუდით, კრემლი გააგრძელებს შეტევებს, თუმცა ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ზამთრის ამინდი გაართულებს სახმელეთო შეტევებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში, საჰაერო თავდასხმები გახდება ასე ვთქვათ, „დომინანტური“. ამრიგად, უკრაინა თავის მიღწევებს ასე სწრაფად ვეღარ გააგრძელებს, მოსკოვის მარცხიც აღარ დაჩქარდება. ომი 2023 წელსაც გაგრძელდება, თუ პუტინი „სცენიდან არ იქნება ჩამოშორებული“, - ამბობს პოლ გობლი Europetime-თან. ის აცხადებს, რომ „დასავლეთმა უნდა გააგრძელოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რათა კიევმა თავი დაიცვას“.  ამასთანავე, სახელმწიფო დეპარტამენტში დაზვერვისა და კვლევის ბიუროს ყოფილი ანალიტიკოსის შეფასებით, დასავლეთმა უკრაინას უნდა შესთავაზოს NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანება და ევროკავშირში გაწევრიანების გზის დაჩქარება. „ჩემი აზრით, მან (დასავლეთმა) უნდა შესთავაზოს უკრაინას NATO-ში დაუყოვნებლივი გაწევრიანება და ევროკავშირში გაწევრიანების გზის დაჩქარება. ეს პუტინისთვის იქნებოდა ერთგვარი გზავნილი, რომ დასავლეთი არ აპირებს უკრაინის მიტოვებას და რომ რუსეთი ახლა თავს ესხმის დასავლეთის სრულფასოვან წარმომადგენელს“. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი მასიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს. მოსკოვს იერიშები მიაქვს კიევზე. ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. კიევი ასეთ სისტემებს პარტნიორებისგან უკვე იღებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

„ალფა“ ასეულმა NATO-ს შეფასების NEL-2 დონის გადამზადების პროგრამა წარმატებით დაასრულა - თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის „ალფა" ასეულმა ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე სიტუაციური სწავლება ჩაატარა. თავდაცვის სამინისტროს ცნობოთ, ასეულის სიტუაციური სწავლების მიზანი NATO-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&FP) ფარგლებში NATO-ს მე-2 დონის (NEL-2) შეფასებისთვის მზადყოფნაა. „ალფა" ასეულმა თავდასხმითი ოპერაციის მომზადების შემდეგ რეიდის და სამედიცინო ევაკუაციის ამოცანები შეასრულეს. „ალფა“ ასეულს სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი უჭერდა მხარს. სწავლებაში მონაწილეობას ჯავშანმანქანა „დიდგორი“ და სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა „დიდგორი მედევაკი“ იღებდნენ. NATO-ს სახმელეთო ძალების ოფიცრების ვიზიტისას საქართველოში ოფიციალურ შეთანხმებას მოეწერა ხელი დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფმა პირადი შემადგენლობისა და სამეთაურო რგოლის მოქმედებები დადებითად შეაფასა. აღნიშნულ პროგრამას საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-7 სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების სამმართველო ხელმძღვანელობს. მე-12 ბატალიონის „ალფა“ ასეულმა NATO-ს მე-2 დონის (NEL-2) შეფასება პირველად 2019 წელს დაასრულა და NATO-ს ძალებთან თავსებადობის დამადასტურებელი სერტიფიკატი მიიღო. ქვედანაყოფი NATO-ს ძალებთან თავსებადობის კუთხით ამჟამად გადამზადებასა და მზადყოფნაში შემოწმებას გადის. შეგახსენებთ, სექტემბერში, NATO-ს სახმელეთო ძალების ოფიცრების ვიზიტისას საქართველოში ოფიციალურ შეთანხმებას მოეწერა ხელი. NAT0-ს ოფიციალური პირი Europetime-ს ექსკლუზიურად ესაუბრა NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის ოფიცრების ვიზიტის მიზნებსა და იმ შეთანხმებაზე, რომელიც ალიანსმა ქართულ მხარესთან გააფორმა. NAT0-ს ოფიციალური პირის თქმით, შეთანხმება ღონისძიებათა ერთობლიობას მოიცავს და სწორედ მის საფუძველზე დაიწყება NEL2-ის შეფასების მეორე ეტაპი, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების მსუბუქი ქვეითი ასეულის ოპერატიული შესაძლებლობების განსაზღვრას ემსახურება. როგორც ცნობილია, NEL2-ის წარმატებით გავლის შემთხვევაში, ქართული დანაყოფი NATO-სთან სრულად თავსებადი ხდება. „NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM) 3 ოფიცერი საქართველოში ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის (OCC) საკონსულტაციო ვიზიტის ფარგლებში 22-დან 26 აგვისტომდე იმყოფებოდა. დელეგაცია საქართველოში NATO-ს შეფასების II დონის (NEL2) შეფასების მიზნით ჩამოვიდა.   NEL2 მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების მსუბუქი ქვეითი ასეულის ოპერატიული შესაძლებლობების დონის განსაზღვრას, რომელიც თავის დროზე NATO-ს რეაგირების ძალებს (NRF) შეუერთდა. NATO-ს სახმელეთო ძალების სარდლობის ოფიცრების ვიზიტები მოიცავდა მოხსენებების, შეხვედრებისა და აქტივობების მთელ რიგ სერიას, მათ შორის საქართველოს თავდაცვის უწყების ოფიციალური პირების ჩართულობით. ხსენებული ვიზიტი დასრულდა შესრულების ღონისძიებების ერთობლიობის შესახებ ორივე მხარის მიერ ოფიციალურ შეთანხმებაზე ხელმოწერით, რასაც აღნიშნული შეფასების პროცესის მეორე ეტაპი დაეფუძნება“, - განუცხადა Europetime-ს NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, NATO-ს შეფასების II დონის წარმატებით გავლის შემდეგ, ქართული დანაყოფი NATO-სთან სრულად თავსებადი ხდება. NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები 2002 წელს ჩამოყალიბდა, ის ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდლობას ექვემდებარება. NATO-ს წევრი სახელმწიფოების გარდა, NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობა ასევე შეუძლიათ NATO-ს პარტნიორ ქვეყნებს. საქართველომ თავისი სამხედროების მონაწილეობა ალიანსს 2013 წელს შესთავაზა და მისი პირველი ასეული NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებს 2015 წლის იანვარში შეუერთდა. NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სპეციალური ოპერაციების ძალებისგან შედგება.  

მეუფე შიო: სიყვარული უკვდავია, სულიც უკვდავია და ეს სიყვარული სიკვდილზე ძლიერია

„სიყვარული უკვდავია, სულიც უკვდავია და ეს სიყვარული სიკვდილზე ძლიერია... გვაერთებს, გვაკავშირებს ჩვენს ახლობელთან როგორც მიწიერ, ისე მარადიულ ცხოვრებაში“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან მეცხრამეტე კვირას ქადაგებისას განაცხადა. ტექსტი „საპატრიარქოს უწყებანის“ Facebook გვერდზე განთავსდა. „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა! ჩვენთან არს ღმერთი! ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღეს ჩვენ წმინდა ეკლესია გვიკითხავს სახარებას, სადაც წარმოდგენილია ადამიანური უბედურების ორი უკიდურესი ნაირსახეობა. ეს არის ქვრივობა და ერთადერთი შვილის გარდაცვალება. აი, ეს ნაინელი ქალი, რომელზეც დღეს მოთხრობილია, იყო ქვრივი და თან ასაფლავებს ერთადერთ ვაჟს. მოდის ეს სამგლოვიარო პროცესია და ქალაქის კარიბჭესთან ხვდება უფალი იესო ქრისტე, რომელიც ისეთი სიტყვებით მიმართავს ამ ქალს, საიდანაც ჩანს, რომ მისი უბედურება აქ სრულდება. იგი ეტყვის: „ნუ სტირი!“ პროცესია ჩერდება, უფალი მიდის ცხედართან, უბრძანებს მას: „ჭაბუკო, აღსდექ!“ და უბრუნებს ამ ქვრივს მის ერთადერთ იმედს, აცოცხლებს. თქვენ იცით, რა მძიმე მდგომარეობაში იყო ქალი იმჟამად აღმოსავლეთში, როდესაც მას არც ქმარი აღარ ჰყავდა და ერთადერთი შვილიც მოუკვდა, ეს ნიშნავდა, რომ ეს ქალი განწირული იყო სრული სიღატაკისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ამ წლების განმავლობაში მრავალ ჩვენგანს შეემთხვა მსგავსი უბედურება. რამდენი კაცი დაიღუპა ბრძოლის ველზე, რამდენი გარდაიცვალა ავადმყოფობით, რამდენი ბავშვი დაიღუპა უდროოდ და ტრაგიკულად! დღეს საკურთხეველში შემოვიდა ერთი ადამიანი, რომელმაც შვილი, ახალგაზრდა ბიჭი, დაკარგა სულ ცოტა ხნის წინ. თუნდაც გავიხსენოთ, რაც მოხდა ვაკის პარკში, როგორ ტრაგიკულად დაიღუპა შესანიშნავი გოგონა... და აი, ყველა ჭირისუფალს, ყველა დედას უფალი იესო ქრისტე იმავე სიტყვებს ეუბნება: „ნუ სტირი!“ რატომ მოსთხოვა უფალმა, რომ არ იტიროს? თქვენ გახსოვთ, სხვა ადგილას იგი ამბობს, რომ „ნეტარ არიან მგლოვარენი“, აქ კი ამბობს, არ იტიროო. იმიტომ, რომ იქ სხვა ტირილზე, სხვა გლოვაზეა საუბარი; ის ადამიანები, ვისაც უფალი წარმართებს უწოდებს, სხვაგვარად ტირიან, სხვაგვარად გლოვობენ და სხვაგვარად ხარობენ, ვიდრე ღმერთის ადამიანები და მორწმუნეები. ამაზე წერს პავლე მოციქული: „ნუ გლოვობთ, როგორც წარმართები, რომლებსაც არ აქვთ სასოება“. აი, სწორედ ასეთ გლოვაზე საუბრობს უფალი იესო ქრისტეს - სასოებამოკლებულზე, სწორედ ასე ტიროდა ეს ქვრივი - სასოწარკვეთით. მინდა, შეგახსენოთ ერთი ეპიზოდი ძველი აღთქმიდან, როდესაც დავით წინასწარმეტყველს შვილი უკვდება. იგი პატარა ბავშვია, ავად ხდება და როცა ამას იგებს წმინდა დავით წინასწარმეტყველი, იწყებს მარხვას, განმარტოვდება, ღამეებს მიწაზე ათევს და შვიდი დღის შემდეგ მას ეტყვიან, რომ ბავშვი გარდაიცვალა. მაშინ დავითი დგება მიწიდან, იბანს, ზეთს იცხებს, მიდის ტაძარში, იქ ლოცულობს და შემდეგ მოითხოვს, რომ მოუტანონ საჭმელი და ჭამს. მსახურები ჰკითხავენ, თუ რას ნიშნავს მისი ასეთი ქცევა; სანამ ბავშვი ცოცხალი იყო, შენ მარხულობდი და გლოვობდი, ხოლო როდესაც გარდაიცვალა, შეწყვიტე მარხვა, საჭმელს ჭამ, ზეთი იცხე და პირი დაიბანეო? დავითი უპასუხებს, რომ სანამ ის ცოცხალი იყო, მე ვლოცულობდი და ვმარხულობდი, ვინაიდან ვფიქრობდი, რომ ვინ იცის, იქნებ ღმერთმა შემიწყალოს და გადაარჩინოს, მაგრამ როდესაც მოკვდა, რაღად ვიმარხულო, ვინაიდან ვიცი, რომ მე მას ვერ დავაბრუნებ, მე მასთან წავალ, ის კი ჩემთან ვერ მოვაო. ამიტომ უფალი როდესაც ამბობს - „ნუ სტირი“, ამით ამბობს, რომ ნუ ეძიებ სიყვარულს წარსულში, შენს საყვარელ ადამიანს, შენს ახლობელს წარსულში, წარსულში მხოლოდ წარსულია, სიყვარული კი უკვდავია, სულიც უკვდავია და ეს სიყვარული სიკვდილზე ძლიერია და ჩვენ გვაერთებს, გვაკავშირებს ჩვენს ახლობელთან როგორც მიწიერ ცხოვრებაში, ისე მარადიულ ცხოვრებაში. დავითის საიდუმლოებაც ეს იყო, მან იცოდა ეს, მან იცოდა ღმერთის არსებობა, სწამდა ღმერთის და ვინც ეს არ იცის, ისინი, რა თქმა უნდა, შიშითა და ძრწოლით უყურებენ კარს მომდგარ სიკვდილს. და როდესაც ახლობელი გარდაეცვლებათ, უზომო გლოვას ეძლევიან. აი, ამის თქმა მინდოდა თქვენთვის. მინდა, ასევე შეგახსენოთ, რომ როდესაც უფალი იესო ქრისტე მკვდრეთით აღადგენდა სხვა დროსაც, სხვა შემთხვევებშიც, სთხოვდა ხოლმე სარწმუნოებას იქ დამსწრე ადამიანებს. მაგალითად, იაიროსს უთხრა: „ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს“. მართას უთხრა მისი ძმის, ლაზარეს, მკვდრეთით აღდგინების წინ: „მართა, თუ შენ იწამებ, იხილავ უფლის დიდებას“. უფალი იესო ქრისტე ასევე ბრძანებს: „მე ვარ ცხოვრება, მე ვარ აღდგომა“. ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, თუ ჩვენ გვსურს, შევიდეთ „აღდგომასა სიხარულისასა“ და „აღდგომასა ცხოვრებისასა“ და იქ შევეგებოთ ჩვენს ახლობლებს, მაშინ მიწიერ ცხოვრებაში მათთან დროებითი განშორების ჟამს, უნდა გვახსოვდეს ეს საღვთო ძლევამოსილებით წარმოთქმული სიტყვები „ნუ სტირი“ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც არის ხელმწიფე ცოცხალათა და მკვდართა და რომელსა შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე ამინ!

ადვოკატი საუბრობს, რატომ გამოიყენა ხელყუმბარა მისი დაცვის ქვეშ მყოფმა

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატის, გიორგი ბარდაველიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, რომ ყუმბარა მხოლოდ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად გამოიყენა და არათუ განზრახ მკვლელობის მცდელობა, არამედ არავისთვის ზიანის მიყენება არ სურდა. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს გუშინვე შევხვდი. მისი პოზიცია არის ის, რომ არანაირი განზრახვა არ ჰქონია ვინმესთვის ზიანი მიეყენებინა. მკვლელობის მცდელობის განზრახაა არ ჰქონია, არათუ მკვლელობის მცდელობის, არამედ ზიანის მიყენებისაც. უბრალოდ, როდესაც აპირებდნენ მის მიმართ რიგ იძულებითი ღონისძიებების გამოყენებას და მის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა, შემდეგ რაც მოხდა ყველამ იცით... ეს ხელყუმბარა მას ჰქონდა თუ იმ პირებს წაართვა, ჯერ არ ვიცი. ამ ეტაპზე მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ, რადგან გამოძიებას არ შევუშალო ხელი, როგორც შსს-ის, ისე ალტერნატიულ გამოძიებასაც, რომელსაც დაცვის მხარე ატარებს და რიგ მასალებს აგროვებს. კატეგორიულად შემიძლია ვთქვა, რომ დანაშაულის მოტივი და განზრახვა არ ჰქონია. მისი ქმედება განპირობებული იყო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წარმოდგენა არ აქვს, ამ პირებს რა მოტივი ამოძრავებდათ. მათთან კონფლიქტში მყოფი პიროვნება არ ყოფილა და არანაირი დაპირისპირება არ ჰქონია. მისთვის უცნობი პირები იყვნენ“, - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი ბარდაველიძემ IPN-თან. დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ, 24 ოქტომბერს წარუდგენენ.

უკრაინული მედია: უკრაინის კონტრშეტევის ფონზე, რუსული ძალები გეგმავენ, ხერსონი მობილური კავშირის გარეშე დატოვონ

ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის ცნობით, ოკუპირებულ ხერსონში რუსული ჯარები „სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის" დემონტაჟს ახდენენ, რათა ქალაქი იზოლაციაში მოაქციონ. მისივე ცნობით, რუსული ძალები გეგმავენ, ქალაქი მობილური კავშირის, ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის გარეშე დატოვონ, რათა ხერსონში უკრაინის კონტრშეტევის დროს, საინფორმაციო ბლოკადა შექმნან. 18 ოქტომბერს, ხერსონის ოლქში მოსკოვის მიერ „დანიშნულმა“ რწმუნებულმა ვლადიმერ სალდომ 50,000–60,000 უკრაინელის „ორგანიზებული ევაკუაციის“ შესახებ გამოაცხადა.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინას სჭირდება ყველაზე ეფექტიანი საჰაერო თავდაცვა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შესანარჩუნებლად - მინისტრი

უკრაინას სჭირდება ყველაზე ეფექტიანი საჰაერო თავდაცვის სისტემა, რათა შეამციროს რუსული რაკეტების რაოდენობა, რომლებიც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურის ობიექტებს ურტყამს. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ განაცხადა. „ამ ომის დაწყებისას ჩვენ მივმართეთ NATO-ს, როგორც ორგანიზაციას, რომელსაც შეუძლია, დაეხმაროს უკრაინის ცის დახურვაში. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. ჩვენ გვჭირდება ყველაზე ეფექტიანი საჰაერო თავდაცვა. ჩვენ აღვადგენთ (ენერგეტიკულ ობიექტებს, - რედ.), მაგრამ დარტყმების ინტენსივობა ამ წუთებში ისეთია, რომ ზარალი არ არის აღდგენითი სამუშაოს შესაბამისი“, - განაცხადა მინისტრმა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი მასიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს. მოსკოვს იერიშები მიაქვს კიევზე. ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. კიევი ასეთ სისტემებს პარტნიორებისგან უკვე იღებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ციმბირში, ქალაქ ირკუტსკში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ორსართულიან სახლს შეეჯახა

რუსული მოიერიშე თვითმფრინავი კვირას ციმბირის ქალაქ ირკუტსკში საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა და ორი პილოტი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ირკუტსკის გუბერნატორმა იგორ კობზევმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი ქალაქში ორსართულიან სახლს შეეჯახა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, პილოტები დაიღუპნენ, თუმცა სხვა მსხვერპლი არ ყოფილა. ექვს დღეში ეს უკვე მეორე მსგავსი შემთხვევა იყო. გასულ ორშაბათს, რუსული მოიერიშე თვითმფრინავი სამხრეთ უკრაინის მახლობლად, ქალაქ იეისკში საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა და სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა. მაშინ პილოტი გადარჩა.  

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება იყო

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება იყო. ამის შესახებ მგზავრები ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებენ. მათივე ცნობით, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე" მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა. ის უვნებლად ამოიყვანეს, მანამდე, მგზავრებს ვაგონების დაცლისკენ მოუწოდეს. „საჭირო გახდა მოძრაობის შეჩერება. ერთ-ერთ სადგურზე, მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა. ძაბვა დროულად მოვხსენით და უვნებლად ამოვიყვანეთ, ამიტომ, მოგვიწია მოძრაობის შეჩერება. მოძრაობა მალე განახლდება“, - აცხადებენ თავის მხრივ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.  

რა საკითხები განიხილეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ნიკოლ ფაშინიამა ერევანში გამართულ შეხვედრაზე

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ერევანში სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ირანის საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ბოლო მოვლენები და რეგიონული ვითარება განიხილეს. ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა ხაზი გაუსვა მეზობლებთან, მათ შორის სომხეთთან ურთიერთობების გაფართოების მნიშვნელობას და დაადასტურა ისლამური რესპუბლიკის მხარდაჭერა აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მუდმივი მშვიდობის დამყარების, სასაზღვრო დავების გადაწყვეტისა, საზღვრების სტაბილიზაციისა და რეგიონის ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისადმი. ამირაბდოლაჰიანმა ხაზი გაუსვა მეზობლობის გაძლიერების მიზნით შიდარეგიონული ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას. მან ხაზი გაუსვა სომხეთის გავლით ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის შენარჩუნებისა და გაფართოების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა ეწინააღმდეგება ნებისმიერ გეოპოლიტიკურ ცვლილებას რეგიონში და ასევე საზღვრების ნებისმიერ ცვლილებას. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ირანი ეწინააღმდეგება რეგიონში საგარეო ძალების ყოფნას. მან ხაზი გაუსვა რეგიონის შიგნით არსებული შესაძლებლობების, მათ შორის „3+3“ მექანიზმის გამოყენების აუცილებლობას და განაცხადა, რომ რეგიონული პრობლემები თავად რეგიონის ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ. ირანის საგარეო უწყების ცნობით, თავის მხრივ, ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მზად არის, გახსნას თავისი გენერალური საკონსულო თავრიზში და აღნიშნა, რომ ირანი და სომხეთი სულ უფრო აფართოებენ კავშირებს ტურიზმის სექტორში მათი საერთო კულტურის გამო. მისივე თანახმად, ფაშინიანმა გადაუხადა ირანს კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენაში დახმარებისთვის და კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ქვეყნის მზადყოფნა შემდგომი თანამშრომლობისთვის. ინფორმაცია შეხვედრის შესახებ გაავრცელა ფაშინიანის ოფისმაც. მისი მიხედვით, ირანელმა დიპლომატმა ფაშინიანს პრეზიდენტ რაისის მიწვევა გადასცა. „ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი ძალიან ფართპა, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ეს დღის წესრიგი გრძელვადიანი დაგეგმვის კონტექსტში უნდა განვიხილოთ. გასაგებია, რომ ახლა ჩვენ ძალიან კონცენტრირებულები ვართ და სამწუხაროდ, ყოველდღიური პრობლემების გადაწყვეტაზე გვიწევს ფოკუსირება, მაგრამ მეორე მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დამოკიდებულება ამ პრობლემების მიმართ უფრო პრაქტიკული იქნება, თუ ჩვენ გვექნება გრძელვადიანი ხედვა ყველაფერზე“, - განაცხადა ფაშინიანმა. სომხური მხარის ცნობით, ფაშინიანმა და ამირაბდოლაჰიანმა ორმხრივი და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მათ ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონულ და უსაფრთხოების ვითარებაზე. პრემიერმა აღნიშნა ირანული მხარის მკაფიო შეფასებებისა და არსებულ ვითარებაში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა.

ირანის ატომური ენერგიის სააგენტო ჰაკერული შეტევის შესახებ იუწყება

ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ელფოსტის სერვერი, რომელიც მის ერთ-ერთ შვილობილი კომპანიას ეკუთვნის, უცხო ქვეყნიდან შეტევის შედეგად არის გატეხილი. იტყობინება კვირას სახელმწიფო მედია. მისივე განცხადებით, ჰაკერებმა ინფორმაციის ნაწილი ინტერნეტში განათავსეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ირანული ჰაკერული ჯგუფი - Black Reward, 21 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში იმუქრებოდა, რომ 24 საათში გაავრცელებდა ჰაკერულ ინფორმაციას, თუ ხელისუფლება არ გაათავისუფლებდა პოლიტპატიმრებს და არეულობის დროს დაკავებულ ადამიანებს.  

რუსეთში, ირკუტსკში საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოვარდნისას ორი პილოტი დაიღუპა

ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს. რუსული Su-30 საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, განაცხადა ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა იგორ კობზევმა და დასძინა, რომ ამ დრომდე არ არსებობს ინფორმაცია მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შესახებ. სოციალურ ქსელში ავარიის ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა. ციმბირში, ქალაქ ირკუტსკში რუსული სამხედრო თვითმფრინავი ორსართულიან სახლს შეეჯახა.