ძებნის რეზულტატი:
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი აირჩიეს
მოსამართლეთა კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი დაამტკიცეს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებად ლევან მურუსიძე (268 ხმა) და დიმიტრი გვრიტიშვილი (267 ხმა) ხმათა უმრავლესობით და ფარული კენჭისყრით აირჩიეს. დიმიტრი გვრიტიშვილი კანდიდატად მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ საკუთარი კანდიდატურა თავად დააყენა. ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ლევან მურუსიძემ. „ჩემი სახელის სპეკულირებით ხდებოდა სასამართლო სისტემის სახელის შებღავლა და დისკრედიტაცია - ისეთი ლანძღვა მიდის სასამართლოს და მოსამართლის, თუ ადამიანი გულწრფელად არის დაინტერესებული, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ჰქონდეს, ასეთი მეთოდებით არ იმოქმედებდა. „როდესაც საბჭოს მდივნობიდან წავედი, რამდენიმე წელი ჩუმად, წყნარად ვიყავი. რატომღაც არ მოისვენეს არასამთავრობო სექტორი იქნებოდა თუ სხვადასხვა პოლიტიკოსი, ექსპერტი, ხშირად ატრიალებდნენ ჩემს სახელს. ამას აბამდნენ სასამართლო სისტემას. ჩემი გვარით მურუსიძე რატომღაც უარყოფით კონტექსტში გამოიყვანეს, გვარს აყენებდნენ შეურაცხყოფას, ყველა პრობლემას, რაც ქვეყანაში იყო და სასამართლოში, მე მაბრალებდნენ. რადგან რიგითი მოსამართლე ვიყავი და არ მქონდა საშუალება, რომ პასუხი გამეცა, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, თუ ვინმეს პრეტენზია ექნება, თვითონ გავცემ პასუხს, ვიბრძოლებ რომ სასამართლო კიდევ უფრო დამოუკიდებელი იყოს. ამ სისტემაში ვარ გაზრდილი, ვიცი თითოეული მოსამართლე და სასამართლოს პრობლემები. გადავწყვიტე, ჩემი სახელით სპეკულირებას რომ ყველამ დაანებოს თავი, მე მომმართონ და გავცე პასუხი. ჩემი სახელის სპეკულირებით ხდებოდა სასამართლო სისტემის სახელის შებღავლა და დისკრედიტაცია. სიტყვით ბევრი ლაპარაკობს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოში რეალურად უნდოდეთ დამოუკიდებელი სასამართლო. ისეთი ლანძღვა მიდის სასამართლოს და მოსამართლის, თუ ადამიანი გულწრფელად არის დაინტერესებული, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ჰქონდეს, ასეთი მეთოდებით არ იმოქმედებდა. არასამთავრობო იქნება თუ სხვა, უნდათ გავლენების მოპოვება სასამართლო სისტემაში, ფიქრობენ, რომ ლევან მურუსიძეს აქვს ავტორიტეტი და ეს ხელის შემშლელია, რომ ხდება მოსამართლეების დარაზმვა ერთ მუშტად, შესაბამისად, სასამართლო იბრძვის დამოუკიდებლობისთვის. ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იყოს. თუ ვინმეს სურს სასამართლოს დაეხმაროს, ასეთი ლექსიკით არ იმეტყველებს“, - აღნიშნავს მურუსიძე „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც საბჭოს ორმა მოქმედმა წევრმა, გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა საკუთარი განცხადებების საფუძველზე თანამდებობები დატოვეს. კონფერენცია საბჭოს მოსამართლე წევრს თანამდებობაზე ოთხი წლის ვადით ამწესებს.
უკრაინის საზღვაო ძალების ცნობით, რუსეთს ორი ფრთოსანი რაკეტის მატარებელი ჰყავს შავ ზღვაში
ჩვიდმეტი რუსული ხომალდი და ნავი, მათ შორის კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მატარებლები, საბრძოლო მზადყოფნაში რჩება შავ ზღვაში, აზოვის ზღვასა და ხმელთაშუა ზღვაში. შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალებმა Facebook-ზე გაავრცელა. უკრაინის საზღვაო ძალების ცნობით, რუსეთს ორი ფრთოსანი რაკეტის მატარებელი ჰყავს შავ ზღვაში. უკრაინის გენერალურმა შტაბმა 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა 24 საათის განმავლობაში 40 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს და უკრაინას შეუტიეს ირანული წარმოების თვითმფრინავით. რუსულმა ძალებმა უკრაინის ცხრა რაიონში ინფრასტრუქტურულ ობიექტებს დაარტყეს.
ბელორუსში მყოფი ირანელი ინსტრუქტორები რუს სამხედროებს დრონების მართვას ასწავლიან - უკრაინული მედია
ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი იუწყება, რომ ირანელი ინსტრუქტორები ჩავიდნენ ბელორუსში, სადაც ისინი წვრთნიან რუს სამხედროებს და კოორდინაციას უწევენ უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებას უკრაინის ინფრასტრუქტურული ობიექტების წინააღმდეგ. ადგილობრივი წინააღმდეგობის ჯგუფის ცნობით, რუსებმა სრული კონტროლი აიღეს ბარანავიჩისა და ლიდაში მდებარე საჰაერო ბაზებზე. ოკუპანტები აგრძელებენ მათ გამოყენებას უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმების განსახორციელებლად. ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) თვლის, რომ ირანული თვითმფრინავები ომის მიმდინარეობაზე გავლენას ვერ მოახდენენ. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასული თვის განმავლობაში უკრაინამ 233 ირანული დრონი გაანადგურა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი მასიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს. მოსკოვს იერიშები მიაქვს კიევზე. ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. კიევი ასეთ სისტემებს პარტნიორებისგან უკვე იღებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.
ბექა ღვინიაშვილი აბუ დაბის გრან-სლემის გამარჯვებულია
ქართველმა ძიუდოისტმა, ბექა ღვინიაშვილმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში აბუ დაბის გრან-სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან ფრანგი ლორის ტასირი 43 წამში შესრულებული იპონით დაამარცხა. ამასთან, სოფიო სომხიშვილი აბუ-დაბის გრან სლემზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ისრაელის მედია: სირიაში, თავდასხმის შემდეგ, ირანული დრონების ქარხანა განადგურდა
სირიაში, იერიშის შედეგად, ირანული დრონების ქარხანა გაანადგურეს. ამის შესახებ ისრაელის მედია წერს. ქარხანაში მომხდარი აფეთქების შესახებ, სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრიც იუწყება. ორგანიზაციის ცნობით, 22 ოქტომბერს ღამით, სირიის სამიზნეებზე დარტყმები ისრაელის (IDF) საჰაერო ძალებმა განახორციელეს. სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის (SOHR) ცნობით, განადგურებული ობიექტი შეიცავდა აღჭურვილობას, რომელიც განკუთვნილი იყო უპილოტო საფრენი აპარატების ასაწყობად. უკრაინული მედიის ცნობით, უპილოტო თვითმფრინავები ირანში იწარმოება და შემდეგ დაშლილ მდგომარეობაში სირიის ტერიტორიაზე ფარულად გადააქვთ. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასული თვის განმავლობაში უკრაინამ 233 ირანული დრონი გაანადგურა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი მასიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს. მოსკოვს იერიშები მიაქვს კიევზე. ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადურდა, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვებით მიეწოდება. უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. კიევი ასეთ სისტემებს პარტნიორებისგან უკვე იღებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.
იტალია ყოველთვის უკრაინის მამაცი ხალხის გვერდით იქნება - ჯორჯია მელონი
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაარწმუნა, რომ იტალია ყოველთვის იქნება უკრაინის მამაცი ხალხის გვერდით რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის ფონზე. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. „დიდი მადლობა, ვოლოდიმირ ზელენსკი. იტალია არის და ყოველთვის იქნება უკრაინის მამაცი ხალხის გვერდით, რომელიც იბრძვის თავისი თავისუფლებისთვის და მშვიდობისთვის. თქვენ მარტო არ ხართ!“, - აღნიშნა მელონიმ. 22 ოქტომბერს იტალიის პირველმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა ფიცი დადო.
ოკუპირებულ ხერსონში პრორუსი „ლიდერის“ ავტომობილი ააფეთქეს - მედია
რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ხერსონში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. იტყობინებიან, რომ ბომბი ხერსონის ოლქში რუსული დაკავების ცენტრის ხელმძღვანელის ოლეგ ტიუტირაის მოკვლას ისახავდა მიზნად. მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.
უკრაინული ძალები დონეცკის ოლქის რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან რუსეთის თავდასხმებს იგერიებენ - გენშტაბი
უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს რუსული ჯარების თავდასხმები დონეცკის რეგიონში, რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან, მათ შორის ავდიივკის და ბახმუტის დასახლებებთან. გენერალური შტაბის ინფორმაციით, 23 ოქტომბერს, 18:00 საათისთვის, რუსული ჯარები ცდილობენ დროებით დაკავებული ტერიტორიების დაკავებას და ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესებას. მოწინააღმდეგე ძალისხმევას მიმართავს უკრაინის თავდაცვის ძალების მოქმედებების ცალკეულ მიმართულებაზე შეკავების მიზნით, ხოლო ბახმუტისა და ავდიივკის მიმართულებით შეტევითი ოპერაციების წარმოებაზე. „დღეს მტერმა კიდევ ერთხელ განახორციელა სარაკეტო და საჰაერო დარტყმები მშვიდობიანი მოსახლეობისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები, საომარი მოქმედებების კანონები და წესები. საერთო ჯამში, რუსულმა ჯარებმა განახორციელეს ორი სარაკეტო და 25 საჰაერო დარტყმა და დაახლოებით 30 შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით. სამოქალაქო ინფრასტრუქტურა მიკოლაივში, ზაპოროჟიეს ოლქი მტრის თავდასხმის ქვეშ მოექცა. განახლებული ინფორმაციით, 22 ოქტომბერს მტრის პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის განადგურება დადასტურდა. ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარის მიდამოებში განადგურდა ოთხი D-30 ტიპის ჰაუბიცა და სამი სატვირთო მანქანა საბრძოლო მასალებით, დაიღუპა 50-მდე რუსი ჯარისკაცი, ხოლო 40-მდე დაიჭრა. ერთი მიმართულებით დაზიანდა რუსული „ურაგანის“ ორი მრავალჯერადი რაკეტა. უკრაინის თავდაცვის ძალების თვითმფრინავებმა 23 ოქტომბერს ექვსი დარტყმა განახორციელეს. დადასტურდა მოწინააღმდეგის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ექვსი ზონის განადგურება. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა დღეს 12 ირანული დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა თავის მხრივ, დაარტყეს სამეთაურო პუნქტს, ცოცხალ ძალას, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის ხუთ ზონას, საბრძოლო მასალის საცავსა და რუსული ჯარების საზენიტო სარაკეტო კომპლექსს. 23 ოქტომბრის მონაცემებით, რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე ომში დაკარგა დაახლოებით 67 470 ჯარისკაცი, მათ შორის 400 მხოლოდ გასულ დღეს“, - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
უკრაინის ძალებმა 23 ოქტომბერს 12 ირანული დრონი ჩამოაგდეს - გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 23 ოქტომბერს 12 ირანული დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის გენშტაბის ცნობით, დადასტურდა მოწინააღმდეგის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ექვსი ზონის განადგურება. უკრაინის თავდაცვის ძალებმა თავის მხრივ, დაარტყეს სამეთაურო პუნქტს, ცოცხალ ძალას, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის ხუთ ზონას, საბრძოლო მასალის საცავსა და რუსული ჯარების საზენიტო სარაკეტო კომპლექსს. უკრაინული ძალები დონეცკის ოლქის რამდენიმე დასახლებულ პუნქტთან რუსეთის თავდასხმებს იგერიებენ - გენშტაბი 23 ოქტომბრის მონაცემებით, რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე ომში დაკარგა დაახლოებით 67 470 ჯარისკაცი, მათ შორის 400 მხოლოდ გასულ დღეს“, - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
იტალიის პრემიერ-მინისტრი: ყველაფერს გავაკეთებთ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად
ყველაფერს გავაკეთებთ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად, ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი Twitter-ზე წერს. იტალიის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ყველაფერს გააკეთებს იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად „იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩემ დანიშვნასთან დაკავშირებით მოლოცვვისთვის ვუხდი მადლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ყველაფერს გავაკეთებთ იტალიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაძლიერებლად და თქვენი ერის მიერ არჩეულ ხაზზე დახმარების აღმოსაჩენად", - წერს იტალიის პრემიერ-მინისტრი. მანამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯორჯია მელონის იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და განაცხადა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე იტალიის უწყვეტი მხარდაჭერის იმედი აქვს. „იტალიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ვულოცავ ჯიორჯია მელონის. მოუთმენლად ველი საქართველო-იტალიის ურთიერთობების შემდგომ გაძლიერებას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ დონეზე. საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე იტალიის უწყვეტი მხარდაჭერის იმედი აქვს”, - წერს პრემიერ-მინისტრი. 22 ოქტომბერს იტალიის პირველმა ქალმა პრემიერ-მინისტრმა ფიცი დადო.
რუსი პროპაგანდისტები და ოფიციალური პირები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით - უკრაინული მედია
რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ აფეთქებისთვის ემზადება. იუწყება Ukrinform. კერძოდ, რუსეთის თავდაცვის მინისტრma სერგეი შოიგუm სატელეფონო საუბრები გამართა NATO-ს თავდაცვის მინისტრებთან. მათ შორის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და თურქეთის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებთან. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამივე საუბარში შოიგუმ „გამოთქვა შეშფოთება" უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებით. მანმადე სახელისუფლებო მედია წერდა, რომ მუშაობა ბომბთან დაკავშირებით „უკვე დასკვნით ეტაპზეა“. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ პარიზი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მომხრეა და რომ საფრანგეთი არ ჩაერთვება უკრაინაში რაიმე ესკალაციაში, კერძოდ, ბირთვული იარაღის გამოყენებით. ლეკორნუმ დაადასტურა, რომ შოიგუმ მას ესაუბრა „ბინძური ბომბის“ შესახებ. თურქულ და ბრიტანულ მხარეს შოიგუსთან სატელეფონო ზარების შესახებ ჯერ არ უსაუბრია. რუსეთის მხრიდან ბრალდებები მოდის იმ ფონზე, როდესაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ რომ რუსულმა ჯარებმა შესაძლოა, დატოვონ ხერსონის რეგიონის მარჯვენა სანაპირო. ცნობისთვის, „ბინძური ბომბი“ არის ჩვეულებრივი ბომბი, რომელიც რადიოაქტიურ მასალას შეიცავს.
კულება: რუსეთი ხშირად ადანაშაულებს სხვებს იმაში, რასაც თავად გეგმავს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება რუსეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. უკრაინული მედიის ცნობით, ე.წ. ბინძური ბომბების გამოყენების თაობაზე რუსული დეზინფორმაციის საპასუხოდ, კულებამ აღნიშნა, რომ რუსები ხშირად ადანაშაულებენ სხვებს იმაში, რასაც თავად გეგმავენ. „რუსული ტყუილი უკრაინაზე, თითქოსდა გეგმავს „ბინძური ბომბის" გამოყენებას, ისეთივე აბსურდულია, რამდენადაც საშიში. ჯერ ერთი, უკრაინა არის NPT-ის ერთგული წევრი: ჩვენ არც „ბინძური ბომბი" გვაქვს და არც რაიმეს შეძენას ვგეგმავთ. მეორეც, რუსები ხშირად ადანაშაულებენ სხვებს იმაში, რასაც თავად გეგმავენ“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.
ვინ არის იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი
მის მიერ შექმნილი პარტიის სათავეში სწრაფად მოვიდა, თუმცა ჯორჯია მელონი - პარტია „იტალიის ძმების“ ლიდერი და იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრი, პოლიტიკურად აქტიური ჯერ კიდევ თინეიჯერობის პერიოდიდან იყო. აქტივისტი ჯორჯია მელონი მაშინ რომში, ნეოფაშისტური პარტიის ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენდა. ახლა, 45 წლის ასაკში ის იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თავის პარტიას, მისი გამოცდილება მხოლოდ ბერლუსკონის მთავრობაში, 2008-11 წლებში, ყველაზე ახალგაზრდა მინისტრად მუშაობით შემოიფარგლა. ფოტო: 2008 წელს მელონი გახდა იტალიის ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი სილვიო ბერლუსკონის მთავრობაში მისმა პარტიამ 2022 წლის სექტემბრის არჩევნებში ხმების 26%-ით გაიმარჯვა, მიუხედავად იმისა, რომ ოთხი წლით ადრე მას მხოლოდ 4.3% ჰქონდა მიღებული. „იტალიელებმა მკაფიო გზავნილი გაგზავნეს მემარჯვენე მთავრობის სასარგებლოდ, რომელსაც „იტალიის ძმები“ ხელმძღვანელობენ“, - განაცხადა ჯორჯია მელონიმ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. ულტრამემარჯვენე „ლეგიდან“ მის პარტნიორებთან ერთად და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის მემარჯვენე-ცენტრისტებთან ერთად, მას ახლა აქვს ძლიერი უმრავლესობა, რომელიც მის პროგრამას წარმართავს. ახალი პრემიერ-მინისტრი ცდილობდა, დაერწმუნებინა იტალიის მოკავშირეები NATO-შიც და ევროკავშირშიც, რომ საგარეო პოლიტიკის მიმართულება არ შეიცვლება. ეს მნიშვნელოვანი პუნქტია, რადგან მატეო სალვინი და სილვიო ბერლუსკონი, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის „ძლიერი თაყვანისმცემლები“ იყვნენ. ამასთანავე, იტალიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მისი წინამორბედის პოლიტიკას არ შეცვლის. ჯორჯია მელონი წარმოშობით რომის რაიონის ქალაქ გარბატელადან არის, თუმცა აქ არც ისე ადვილია „იტალიის ძმების“ ამომრჩევლის პოვნა. 1996 წელს, 19 წლის ასაკში მელონი ფილმში გადაიღეს, როგორც პარტიის აქტივისტი.„ვფიქრობ, მუსოლინი კარგი პოლიტიკოსი იყო. ყველაფერი, რასაც აკეთებდა, აკეთებდა იტალიისთვის. და, ჩვენ ასეთი პოლიტიკოსები არ გვყოლია ბოლო 50 წლის განმავლობაში", - განუცხადა მელონიმ ფრანგულ ტელევიზიას. ნამუშევარს დედის, ანა პარატორეს კლიპიც ახლდა თან, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დედა არ ცდილობდა საკუთარი ულტრამემარჯვენე შეხედულებების გავრცელებას მის ქალიშვილზე. მოგვიანებით, მელონი სათავეში ჩაუდგა მოძრაობის - „ნაციონალური ალიანსის“ სტუდენტურ ფილიალს.მელონის მტკიცედ სჯერა, რომ პარტიას, რომელიც მან 2012 წელს ჩამოაყალიბა, ფაშიზმთან კავშირი არ აქვს, მაგრამ მის ზოგიერთ წევრს, როგორც ჩანს, მუსოლინისადმი სიმპათიები დღემდე შემორჩა და ასევე ინარჩუნებს სამფეროვანი ცეცხლის ძველ ლოგოს, რომელზეც ხშირად მიიჩნევენ, რომ მუსოლინის საფლავზე გაჩენილ ცეცხლს წარმოადგენს. ამჟამად, მისი კოალიცია ერთიანი ჩანს, მაგრამ ეს ერთობა შეიძლება, არ გაგრძელდეს. 25 სექტემბრის არჩევნებში, ჯორჯია მელონი ხელმძღვანელობდა კოალიციას, რომელშიც სილვიო ბერლუსკონის „ფორცა იტალია“ და მატეო სალვინის „ლეგა“ შედიან. Forza Italia შეიძლება, უხერხული მოკავშირეც გახდეს, ვეტერან ყოფილ პრემიერ-მინისტრთან სილვიო ბერლუსკონისთან ერთად, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე „მსახიობი“, რომელიც მცირე ხნით დგას სცენაზე და ძალიან ცოტას ან საერთოდ არაფერს ამბობს. ბერლუსკონის სენატში სურდა თავისი მთავარი თანაშემწის, ლიცია რონზულის ხილვა, თუმცა „იტალიის ძმების„ ლიდერმა მას უარი უთხრა. ამ ორ ქალბატონს დიდ მტრებად მოიხსენიებენ რაც სამომავლოდ, კარგი არ არის. მომზადებულია BBC-ს მიხედვით
ვოლოდიმირ ზელენსკი: „ბინძურ ბომბზე“ რუსეთის განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი უკვე მოამზადა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის განცხადებები უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ სავარაუდო გამოყენების შესახებ მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი უკვე მოამზადა. ამიტომ, მსოფლიომ მას მკაცრად უნდა უპასუხოს. კულება: რუსეთი ხშირად ადანაშაულებს სხვებს იმაში, რასაც თავად გეგმავს „უკრაინა ყოველთვის აღდგენისკენაა კონცეტრირებული. არის მხოლოდ ერთი წყარო, რომელსაც შეუძლია, გამოიყენოს ბირთვული იარაღი ევროპის ჩვენს ნაწილში და ამ წყარომ ამხანაგ შოიგუს უბრძანა, სადმე დარეკვა. თუ რუსეთი ურეკავს და ამბობს, თითქოს უკრაინა რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს ერთ რამეს: ეს ყველაფერი რუსეთმა უკვე მოამზადა. მე მჯერა, რომ ახლა მსოფლიომ ყველაზე მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს“, - განაცხადა ზელენსკიმ საღამოს გამოსვლაში. მისივე თქმით, რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინის მხარდაჭერა, მით უფრო მალე დასრულდება ეს ომი და რუსეთის ნებისმიერი შესაძლო საფრთხე. „მომავალი კვირის განმავლობაში ეს იქნება ნომერ პირველი ამოცანა ჩვენი დიპლომატებისთვის - განმარტონ რა ხდება. დარწმუნებული ვარ: სამყარო ჩვენთან იქნება“, - განაცხადა ზელენსკიმ. რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.
ჯონსონმა განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის სათავეში არ დაბრუნდება
ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კონსერვატიული პარტიის სათავეში არ დაბრუნდება. შესაბამისად, ის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობისთვის აღარ იბრძოლებს. ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი „მივიდა დასკვნამდე, რომ ეს გადაწყვეტილება „უბრალოდ არ იქნებოდა სწორი“. „ეფექტურ მართვას ვერ მოახერხებ, თუ არ გყავს ერთიანი პარტია პარლამენტში“, - განაცხადა ჯონსონმა. ჯონსონის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კარგი შესაძლებლობა აქვს. ლიზ ტრასმა თანამდებობა 20 ოქტომბერს დატოვა.
დენის შმიგალი: უკრაინის მიწისქვეშა საცავებში საკმარისი გაზია გათბობის სეზონისთვის
უკრაინის მიწისქვეშა გაზსაწყობებში არის დაახლოებით 14,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, რაც აბსოლუტურად საკმარისია ამ ზამთრის გადასატანად. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ რუსული ჯარები მეორე კვირაა, უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს ურტყამენ, მაგრამ ენერგოსისტემის გატეხვა მაინც ვერ შეძლეს. „მიუხედავად დაბომბვისა, უკრაინაში გათბობის სეზონი დაიწყო,. გათბობა უკვე მიეწოდება ქალაქების უმეტესობას. ჩვენ ამჟამად გვაქვს დაახლოებით 14,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ჩვენს გაზის საცავებში, რაც აბსოლუტურად საკმარისია ამ ზამთრის გადასატანად", - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა. „ენერგეტიკის მუშაკები მუშაობენ 24/7-ზე. ზოგიერთ რეგიონში შესაძლებელია ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა, რათა სარემონტო სამუშაო დაჩქარდეს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ელექტროენერგიის დაზოგვა", - განაცხადა შმიგალმა. რუსეთმა 10-დან 20 ოქტომბრის ჩათვლით დააზიანა 400-ზე მეტი ობიექტი უკრაინის 16 რეგიონში, მათ შორის არის ათობით ენერგეტიკული ობიექტი.
კულება მსოფლიოში, მთავრობებს მოუწოდებს, აკრძალონ რუსული პროპაგანდისტული ტელეარხი RT
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოუწოდა მთელ მსოფლიოში მთავრობებს, აკრძალონ რუსული პროპაგანდისტული ტელეარხი RT (Russia Today). შესაბამისი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ Twitter-ზე გააკეთა. კერძოდ, კულება გამოეხმაურა ვიდეოს, რომელშიც რუსი პროპაგანდისტი წამყვანი უკრაინელი ბავშვების დახრჩობისკენ მოუწოდებდა. „მთავრობებმა, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აუკრძალავთ RT, უნდა უყურონ ამ ამონარიდს. ეს არის ის, რის გვერდითაც ხართ, თუ RT-ს თქვენს ქვეყნებში ოპერირების უფლებას აძლესთ. აგრესიული გენოციდის წაქეზება (ამ ადამიანს ამისთვის გავასამართლებთ), რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სიტყვის თავისუფლებასთან. აკრძალეთ RT მთელ მსოფლიოში!“, - აცხადებს დმიტრო კულება.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ელექტროენერგიის მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობა ყველა რეგიონში აღდგენილია
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ენერგეტიკის მუშაკებმა ელექტროენერგიის მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობა ყველა რეგიონში აღადგინეს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ენერგეტიკული კომპანიები იძულებულნი გახდნენ, დაეცვათ გრაფიკები ბევრ ქალაქსა თუ რაიონში და ეს კეთდება იმისთვის, რომ ყველა უკრაინელს ჰქონდეს წვდომა ელექტროენერგიაზე, როცა მისი საკმარისი რაოდენობით წარმოება ახლა შეუძლებელია. „დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ელექტროენერგიის მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობა აღდგენილია ჩვენს ყველა რეგიონში, რომელიც გუშინ რუსული ტერაქტის სამიზნე გახდა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც დაუღალავად შრომობდა ხალხისთვის ელეტქროენერგიის მიწოდების მიზნით“, - განაცხადა ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში. „ტერორისტული თავდასხმების შედეგად განადგურებული ენერგეტიკული ობიექტების აღდგენა გაცილებით დიდი და რთული ამოცანაა, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩვენ ამასაც გავაკეთებთ“, - აღნიშა უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასული თვის განმავლობაში უკრაინამ 233 ირანული დრონი გაანადგურა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი მასიურად ბომბავს უკრაინის ქალაქებს. მოსკოვს იერიშები მიაქვს კიევზე. ანადგურებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადურდა, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები დაწესდა. უკრაინამ დასავლეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების დაუყოვნებლით მიწოდებისკენ მოუწოდა. კიევი ასეთ სისტემებს პარტნიორებისგან უკვე იღებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად. 20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.
აშშ-ის, ბრიტანეთის და საფრანგეთის საგარეო მინისტრები: უარვყოფთ ბრალდებებს, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე "ბინძური ბომბის" გამოსაყენებლად ემზადება
აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები უარყოფენ რუსეთის ცრუ ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს. ვოლოდიმირ ზელენსკი: „ბინძურ ბომბზე“ რუსეთის განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი უკვე მოამზადა მათივე განცხადებით, უკრაინელებისთვის მხარდაჭერას აგრძელებენ. “ჩვენ, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები, ვიმეორებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ რუსეთის მუდმივი აგრესიის ფონზე. გავაგრძელებთ, მხარი დავუჭიროთ უკრაინის ძალისხმევას, დაიცვას თავისი ტერიტორია, იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. თითოეული ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს, მისივე თხოვნით ესაუბრა. ჩვენმა ქვეყნებმა გარკვევით განაცხადეს, რომ ყველანი უარვყოფთ რუსეთის ცხადად ცრუ ბრალდებებს, რომ უკრაინა ემზადება საკუთარ ტერიტორიაზე ბინძური ბომბის გამოსაყენებლად“, - აცხადებენ აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. კულება: რუსეთი ხშირად ადანაშაულებს სხვებს იმაში, რასაც თავად გეგმავს შეგახსენებთ, რომ რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.
ბლინკენმა კულებას დაუდასტურა, რომ „ბინძური ბომბზე“ რუსეთის განცხადების არავის სჯერა
რუსეთის განცხადების შემდეგ, რომ უკრაინამ შესაძლოა, „ბინძური ბომბი“ გამოიყენოს, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკი: „ბინძურ ბომბზე“ რუსეთის განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა ეს ყველაფერი უკვე მოამზადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კულებას განუცხადა, რომ აშშ უარყოფს რუსეთის აშკარად ცრუ მტკიცებას და მსოფლიო კარგად დაინახავს, თუ რუსეთი ამის ესკალაციის საბაბად გამოყენებას შეეცდება. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ინფორმაციით, ის და სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თანმხდებიან, რომ „ბინძური ბომბის“ შესახებ წამოწყებული დეზინფორმაციის კამპანიის შესაძლო მიზანია, რომ რუსეთმა მსგავსი ქმედება თავად ჩაიდინოს და სხვას გადააბრალოს. „განვიხილეთ პრაქტიკული ნაბიჯები საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად. სახელმწიფო მდივანმა განაცადა, რომ შეერთებული შტატები ყველა ღონეს ხმარობს ამის მისაღწევად“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. რუსეთში პროპაგანდისტები და ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ, რომელიც თითქოს „ბინძური ბომბის“ ასაფეთქებლად ემზადება.