ძებნის რეზულტატი:

ოთარ შამუგია: ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ პური მნიშვნელოვნად არ გაძვირდეს

ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ პურის ფასი მნიშვნელოვნად არ გაძვირდეს - ამ თვეში 25 ათას ტონაზე მეტი ხორბალია შემოსული, წისქვილკომბინატებმაც აღადგინეს მუშაობა, შესაბამისად ვაკვირდებით პროცესებს, რამდენად იქნება შესაძლებელი ქვეყანაში ხორბლის შემოტანა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.  „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლის შემდეგ, მსოფლიოში ხორბალი გაძვირდა - მედია ამასთან, შამუგიამ აღნიშნა, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი ცვალებადია.  „იმედია, უკრაინიდან შესაძლებელი გახდება ხორბლის გატანა. ვაკვირდებით ამ პროცესს და თუ საჭირო იქნება სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა იმისთვის, რომ დავეხმაროთ სექტორს, ამას განვახორციელებთ. ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ პურის ფასი არ გაძვირდეს მნიშვნელოვნად. ამ თვეში 25 ათას ტონაზე მეტი ხორბალია შემოსული და წისქვილკომბინატებმაც აღადგინეს მუშაობა. ვაკვირდებით პროცესებს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რამდენად შესაძლებელი იქნება ხორბლის შემოტანა ქვეყანაში, აქედან გამომდინარე სექტორთან ერთად მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მოსახლეობისთვის იქნება მისაღები“, - აღნიშნავს შამუგია. 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს. რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია. შეგახსენებთ, 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა. 

სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდს სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა

საქართველოს მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, იმ გუნდს, რომელმაც გიორგი დონაძისა და სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით ვატიკანში, სიკსტის კაპელაში ისტორიული კონცერტი გამართა, სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. "მსურს, განსაკუთრებული სიყვარულით მადლობა ვუთხრა ჩვენს პატრიარქს ილია მეორეს, რომელიც ამ გუნდის, სამების საკათედრო გუნდის დამფუძნებელი, სულისჩამდგმელია. ჩვენმა პატრიარქმა დღემდე მოიყვანა ეს გუნდი და ქართული გალობა, რომლის გარეშეც არ არსებობს ქართული კულტურა და ჩვენი კულტურული იდენტობა. მადლობა პატრიარქს და საპატრიარქოს დღევანდელი გადაწყვეტილების ხელშეწყობისთვის. გუნდს მომავალშიც საქართველოშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც დიდ წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.  

აშშ-ის ელჩმა კიევში, რუსეთის თავდასხმებს თავხედური და ბარბაროსული უწოდა

უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა, რომ მილიონობით უკრაინელის მსგავსად, ამერიკელი დიპლომატები კიევში, დილას თავშესაფარში ატარებენ. კიევში აფეთქებების ხმა ისმის „რუსეთი განაგრძობს უსულო და ბარბაროსულ სარაკეტო დარტყმებს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რათა ქვეყანა, ზამთრის წინ, სიცივესა და სიბნელეში დატოვოს “, - დაწერა ელჩმა Twitter-ზე.  ხარკოვის მერი, ქალაქში ორი აფეთქების შესახებ იუწყება ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, არიან ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.  

ბუნებრივ აირზე ტარიფის რამე სახის ზრდას არ ველოდებით - ნარმანია

ამ გადმოსახედიდან ბუნებრივ აირზე ტარიფის რამე სახის ზრდას არ ველოდებით, – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა. „ვინაიდან მიმდინარე წლის დეკემბერში სრულდება სამწლიანი სატარიფო ვადა, მარეგულირებელ კომისიას უწევს ახალი ტარიფების დადგენა, თუმცა ამ გადმოსახედიდან ბუნებრივ აირზე ტარიფის რამე სახის ზრდას არ ველოდებით“, – განაცხადა ნარმანიამ. ასევე წაიკითხეთ: ოთარ შამუგია: ჩვენი პირველი ამოცანაა, რომ პური მნიშვნელოვნად არ გაძვირდეს  

ლაშა ხუციშვილმა, ინფლაცია საქართველოს ეკონომიკის მთავარ გამოწვევად დაასახელა

ინფლაცია ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ეს არის მთავარი პრობლემა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვლმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ფინანსთა მინისტრის თქმით, ინფლაციზე გავლენის კუთხით, მთავარი როლი ეროვნულ ბანკს ეკისრება.  „ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები იდგმება, როგორც მონეტარული, ისე ფისკალური პოლიტიკის მხრივ. მონეტარულ პოლიტიკაში მთავარი როლი აქვს ეროვნულ ბანკს. ის ინარჩუნებს მაღალ საპროცენტო განაკვეთსა და მკაცრ პოლიტიკას. 11%-ზეა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და ამ მიმართულებით, იდგმება ყველა ნაბიჯი, რომ ინფლაცია მაქსიმალურად მოკლე პერიოდში შემცირდეს. რაც შეეხება ფისკალურ ნაწილს, აქ მნიშვნელოვანი კომპონენტია ფისკალური დეფიციტი, რომლიც მნიშვნელოვნად შემცირდა. ფისკალური საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-სთან მიმართებით 9,3% იყო და მიმდინარე წელს 3%-თან ახლოს იქნება და მომდევნო წელს 2,8%- მდე შემცირდება“, - განაცხადა ხუციშვილმა.  ამასთან მისი თქმით, საქართველოში ინფლაციამ გარკვეულწილად შემცირება დაიწყო. „ მანამდე 11,5%-ი იყო. გასული თვე, იყო 10,7%. ბუნებრივია ეს არაა ის ტემპი. ჩვენ გვინდა რომ ინფლაცია უფრო სწრაფად შემცირდეს. მიუხედავად იმისა რომ საქართველოში ინფლაციას კლების ტენდენცია აქვს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ინფლაცია მზარდი ტემპით ხასიათდება. მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, ჯერჯერობით არ მიუღწევია იმ პიკს, რის შემდეგაც დაიწყებდა შემცირებას“, - აღნიშნა ხუციშვილმა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საქართველო არის ღია ეკონომიკა და შესააბამისად ინფლაციის გადმოცემის ეფექტები არსებობს. „მათ შორის იმპორტთან მიმართებით, ხდება საქართველოსთვის ინფლაციის გადმოცემა. გარკვეული მიმართულებებით შემცირება არის, თუმცა მთლიან სურათში დიდად არ აისახება. იგივე სურსათთან მიმართებაშიც. სამწუხაროდ ენერგორესურსებთან მიმართებით მერყევი სიტუაციაა. შესაძლოა ერთ კვირაში ფასები შემცირდეს და მეორე კვირაში ძალიან გაიზარდოს. მე ვსაუბრობ საერთაშორისო ბირჟებზე არსებულ ვითარებაზე. მთავარი განმსაზღვრელია ომი უკრაინაში, რაც გავლენას ახდენს ფასებზე. მთელი მსოფლიოს მოსახლეობა გაზრდილი ინფლაციით იხდის უკრაინაში ომის ფასს“, - განაცხადა ხუციშვილმა. მისი თქმით, ინფლაცია საქართველოში მიზნობრივ მაჩვენებელს, 2023 წლის მეორე კვარტალში დაუბრუნდება.  ასევე წაიკითხეთ:  რა იწვევს საქართველოში ორნიშნა ინფლაციასა და ფასების ზრდას

პროკურატურა: დანიის მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დააკავეს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინა და დანიის მოქალაქის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ერთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, დანიის მოქალაქე, წარსულში განხორციელებული არამომგებიანი საინვესტიციო პაკეტის თითქოსდა გამოსყიდვის წინადადებაზე დაიყოლიეს და მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების ე.წ. სადაზღვევო თანხა - 15 000 ევრო საქართველოში, წინასწარ დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინეს. "შემდგომში, უკანონო შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის - ლეგალიზაციის მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, საწარმოს საბანკო ანგარიშების გამოყენებით, აღნიშნული თანხა დაანაწევრეს და ფიქტიური დანიშნულებისა და ყალბი ინვოისების გამოყენებით უცხოეთში, ბრალდებულის და მასთან დაკავშირებული პირის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხეს. უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იურიდიულ პირს ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რასაც თან ახლდა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და ჯარიმას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს უკვე მიმართა. უწყების განცხადებით, საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. პროკურატურა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით გამოძიებას აგრძელებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

რუსეთის სარაკეტო იერიშებით, კიევში, ენერგოინფრასტრუქტურა დაზიანდა, რამაც ელექტროენერგიისა და წყლის შეწყვეტა გამოიწვია

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ქვეყანაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის მასიური დაბომბვის გამო, კიევს ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეუწყდა.  კიევში აფეთქებების ხმა ისმის კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ენერგეტიკის სექტორის ინჟინრები ელექტრომომარაგების აღდგენაზე მუშაობენ, რომელიც კიევში დაახლოებით 350 000 ბინას ამარაგებს. ხარკოვის მერი, ქალაქში ორი აფეთქების შესახებ იუწყება კლიჩკოს თქმით, ენერგეტიკის სექტორის ექსპერტები, ვითარების სწრაფად სტაბილიზაციისთვის ყველაფერს აკეთებენ.  უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სოციალური პაკეტი ინდექსაციის წესით გაანგარიშდება

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სოციალური პაკეტი ინდექსაციის წესით გაანგარიშდება. შესაბამისი ცვლილებები „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში შედის, რომელიც მთავრობამ მოამზადა. ცვლილებებით შემოღებული იქნება სოციალური პაკეტის ინდექსაციის იგივე პრინციპი, რაც 2021 წლიდან პენსიონერებისთვის მოქმედებს. "კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება, რადგან მათთვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის ოდენობის ყოველწლიური ზრდა გარანტირებული იქნება. კერძოდ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 65 ლარით გაიზრდება, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ოდენობა გაიზრდება 35 ლარით. მთავრობის ცნობით, სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდა დაახლოებით 132 000 პირს შეეხება, რომელთა სოციალური პაკეტის ოდენობა 100 ლარიდან 419 ლარამდე მერყეობს. „პრაქტიკაში ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით, 2023 წელს სოციალური პაკეტი მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის 65 ლარით, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური 35 ლარით გაიზრდება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის მაჩვენებლები დაბალი იქნება, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შშმ ბავშვებისთვის გარანტირებული სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდა მინიმუმ 25 ლარი, ხოლო ყველა სხვა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის – 20 ლარი იქნება“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.  

უკრაინის მიერ მოგერიებული რუსული რაკეტა მოლდოვაში ჩამოვარდა

ორშაბათს დილით, რუსეთის მხრიდან გასროლილი ერთ-ერთი რაკეტა, რომლის მოგერიებაც უკრაინის საჰაერო ძალებმა შეძლეს, მოლდოვის სოფელ ნასლავჩასთან ჩამოვარდა.  „დღეს დილით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ ჩამოგდებული რაკეტა, მოლდოვის რესპუბლიკის სოფელ ნასლავჩასთან ცამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან მდებარეობს", - იუწყება მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტრო. შედეგად რამდენიმე სახლის მინები ჩაიმსხვრა, თუმცა არავინ დაშავებულა. რაკეტის ჩამოვარდნის ადგილი შემოსაზღვრეს. ადგილზე საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.  

თეიმურაზ კუპატაძე: ქვეყნის მასშტაბით, 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი დავაკავეთ

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად, 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი დააკავეს. „ბათუმსა და სხვადასხვა ქალაქებში, დაკავებულია 10-ზე მეტი ნარკოდამნაშავე და რეალიზატორი. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები დიდი რაოდენობით და ასევე, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.  დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ისე უკრაინის, ყაზახეთისა და რუსეთის მოქალაქეები. ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე არიან დაკავებულები. ასევე, არსებობს ფარული ვიდეოჩანაწერები და ყველა ის მტკიცებულება, რაც მათი დაკავების საფუძველი გახდა,“ - განაცხადა კუპატაძემ. ფონიჭალაში, სპეცოპერაციის შედეგად, ორი პირი დააკავეს  

ოლენა ზელენსკა: ევროპელო მეგობრებო, როგორ ხართ? კითხულობთ ტვიტებს? სვამთ ყავას? გსურთ გაიგოთ, როგორ იწყებენ უკრაინელები დღეს? ჩადით ცივ სარდაფში

ევროპელო მეგობრებო, როგორ ხართ? კითხულობთ ტვიტებს? სვამთ ყავას? გსურთ გაიგოთ, როგორ იწყებენ უკრაინელები დღეს? ჩადით ცივ სარდაფში, - ამის შესახებ უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა წერს twitter-ზე. უკრაინის პროკურატურა: რუსეთმა უკრაინაში 43 003 ომისა და აგრესიის დანაშაული ჩაიდინა "დილა მშვიდობისა ევროპელო მეგობრებო! როგორ ხართ? კითხულობთ ტვიტებს? სვამთ ყავას? გსურთ გაიგოთ, როგორ იწყებენ უკრაინელები დღეს? ჩადით ცივ სარდაფში რამდენიმე საათით: თბილი ჭიქის ნაცვლად ფანრით და დენის ბანკით, ისე, რომ წარმოდგენა არ გქონდეთ, როდის აღდგება ელექტროენერგია. რუსმა ტერორისტებმა თავიანთი "სამუშაო კვირა" ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიური სარაკეტო თავდასხმებით დაიწყეს, თუმცა ჩვენ მყარად ვდგავართ და იმედი გვაქვს, რომ ევროპაში ყველა ადამიანმა დილა სითბოთი და უსაფრთხოებით დაიწყო. დაწერეთ თუ რამეა, სიგნალის მიღებისთანავე გიპასუხებთ", - წერს უკრაინის პირველი ლედი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინა, თურქეთი და გაერო, მარცვლეულის დერეფანში გემების გადადგილებაზე, რუსეთის გარეშე შეთანხმდნენ

უკრაინა, თურქეთი და გაერო, თურქეთის წყლებში 16 გემის გადაადგილების გეგმაზე, მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცახდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. სტამბოლის ერთობლივმა საკოორდინაციო ცენტრმა (JCC) გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სამი დელეგაცია ასევე 40 გემის შემოწმებაზე შეთანხმდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მხარესაც მიაწოდეს. „უკრაინის, თურქეთისა და გაეროს დელეგაციები 31 ოქტომბერს საზღვაო ჰუმანიტარული დერეფნის გასწვრივ, უკრაინული ხორბლით დატვირთული 16 გემის მოძრაობის სქემაზე შეთანხმდნენ. ინიციატივის ყველა მონაწილე კოორდინაციას უწევს სამხედრო და სხვა შესაბამის ორგანოებს, რათა უზრუნველყონ კომერციული გემების უსაფრთხო გადაადგილება შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ ფარგლებში“, - ნათქვამია სტამბოლის საკოორდინაციო ცენტრის განცხადებაში.  29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს. რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია. შეგახსენებთ, 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.   

Unicef-ი მთავრობას მოუწოდებს, უზრუნველყოს ბავშვების უსაფრთხოება საჯარო სივრცეში

ზედმიწევნით უნდა იყოს შესწავლილი უსაფრთხოების ზომები არსებულ საჯარო სივრცეებში და აშენდეს ახალი სივრცეები ბავშვებზე მორგებული ქალაქდაგეგმარების პრინციპების დაცვით, - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ბავშვთა ფონდი ავრცელებს. "გაეროს ბავშვთა ფონდი გამოხატავს წუხილს საქართველოს საჯარო სივრცეებში არსებულ ბავშვების უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. ჩვენი შეშფოთება მოჰყვა 13 ოქტომბერს თბილისში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევას, რომლიც შედეგად სერიოზულად დაშავდა სამი ბავშვი, ერთი კი გარდაიცვალა.  ეს ტრაგედია ყურადღებას ამახვილებს საჯარო სივრცეებში უსაფრთხოების არსებულ ნორმებსა და სტანდარტებზე თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებსა და დასახლებებში, სადაც ბავშვებს შეიძლება საფრთხე დაემუქროს. ქალაქის დაგეგმარებაში ყველა ქალაქმა უნდა უზრუნველყოს ბავშვებისთვის და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის უსაფრთხო და ინკლუზიური საჯარო და მწვანე სივრცეები, სადაც ისინი შეძლებენ შეკრებას და გარე აქტივობებში ჩართვას. ნორმები და სტანდარტები, განსაკუთრებით საჯარო ინფრასტრუქტურის ტექნიკური უსაფრთხოების კუთხით, უნდა უზრუნველყოფდეს მომხმარებლების დაცვას, ხელმისაწვდომი იყოს ბავშვებისთვის, მათ შორის, ყველაზე დაუცველი მოქალაქეებისთვის, ასევე უზრუნველყოფდეს მათ უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვას. ბავშვზე მორგებული ქალაქდაგეგმარება იწყება იმის გაგებით, თუ როგორ შეუძლია ქალაქს ხელი შეუწყოს და გააძლიეროს ბავშვების განვითარება. ვინაიდან თამაშის უფლება ფუნდამენტურია ბავშვის განვითარებისთვის, საჯარო სივრცეები უნდა უზრუნველყოფდეს უსაფრთხო გარემოს ბავშვებისთვის თამაშის ან გარე აქტივობების დროს. ბავშვზე მორგებული ქალაქის დაგეგმარება ფოკუსირებულია საზოგადოების უსაფრთხოების გაზრდაზე გარემოსდაცვითი დაგეგმვის, დიზაინისა და ინფრასტრუქტურის მეშვეობით. ის ითვალისწინებს განათების, ლანდშაფტის, ხილვადობის, ბუნებრივი ხელმისაწვდომობისა და მეთვალყურეობის გაუმჯობესებას და სხვა ფაქტორებს, რომლებიც გამორიცხავს დანაშაულის ჩადენას და ხელს უწყობს სივრცის საჯარო გამოყენებას, ასევე უსაფრთხო მარშრუტების უზრუნველყოფას სკოლამდე და უკან. „გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს ეროვნულ და ადგილობრივ ხელისუფლებას, თავიანთი პასუხისმგებლობის ფარგლებში, სპეციალისტებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან კოორდინირებულად, გააკეთონ ყველაფერი, რათა უზრუნველყონ ბავშვების უსაფრთხოება საჯარო სივრცეში და ხელი შეუწყონ ბავშვების გადარჩენის, თამაშის, დასვენებისა და განვითარების უფლების დაცვას," - ღასან ხალილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში. „ამ ტრაგიკული შემთხვევიდან საჭიროა შესაბამისი გაკვეთილების გამოტანა. ზედმიწევნით უნდა იქნას შესწავლილი უსაფრთხოების ზომები არსებულ საჯარო სივრცეებში და აშენდეს ახალი სივრცეები ბავშვებზე მორგებული ქალაქდაგეგმარების პრინციპების დაცვით. იმისთვის რომ მსგავსი ტრაგედიები აღარ განმეორდეს, საქართველოს ქალაქები ბავშვებზე მორგებული უნდა იყოს,“ განაცხადა ღასან ხალილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში", - ნათქვამია ინფორმაციაში.    

მილიარდერმა ნიკოლაი სტორონსკიმ, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა

კომპანია Revolut-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლაი სტორონსკიმ, დიდ ბრიტანეთში საბანკო ლიცენზიის მიღების მიზნით, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა, – იუწყება The Telegraph. მილიარდერმა იური მილნერმა, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა შეგახსენებთ, რომ სტორონსკი უმცროსი, ომის დაწყებისთანავე უკრაინაში რუსეთის შეჭრას საჯაროდ აკრიტიკებდა, მამის ნიკოლაი სტორონსკის უფროსისგან განსხვავებით, რომელიც „გაზპრომგაზის“აღმასრულებელი დირექტორია და ახლა სანქცირებულთა სიაშია. Revolut ლონდონში 2015 წელს რუსმა სტორონსკიმ და უკრაინელმა ვლად იაცენკომ დააარსეს. 2021 წლის ივლისში კომპანია 33 მილიარდ აშშ დოლარად შეფასდა. Revolut საერთაშორისო საბანკო სერვისია, რომელიც მომხმარებელს მრავალვალუტიან ბარათებს სტავაზობს.   

ილია დარჩიაშვილმა და კელი დეგნანმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, კელი დეგნანთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფართო სპექტრს. კიდევ ერთხელ აღინიშნა აშშ-ის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა და მზადყოფნა სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის ყველა ძირითადი მიმართულებით, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ვაჭრობის, ეკონომიკისა და ინვესტიციების სფეროებში. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო; კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, აქტიურად ითანამშრომლონ მიმდინარე და სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად საკითხზე.  

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.  უკრაინის პროკურატურა: რუსეთმა უკრაინაში 43 003 ომისა და აგრესიის დანაშაული ჩაიდინა მისი მიხედვით, რუსებმა ერთ დღეში 620 ჯარისკაცი, 14 ტანკი, საბრძოლო თვითმფრინავი და ვერტმფრენი დაკარგეს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი - დაახლოებით 71 820; ტანკი - 2 686; ჯავშანტექნიკა - 5 485; საარტილერიო სისტემა - 1 728 ; სარაკეტო სისტემა - 383;საზენიტო საბრძოლო სისტემა - 197; თვითმფრინავები - 275", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ენტონი ბლინკენი ჩინელ კოლეგას, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომზე ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ის ტელეფონით ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მდივანმა ბლინკენმა განიხილა კომუნიკაციის ღია ხაზების შენარჩუნებისა და აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობების პასუხისმგებლობით წარმართვის აუცილებლობა. მდივანმა ბლინკენმა ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომზე და იმ საფრთხეებზე, რომლებიც გლობალურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ სტაბილურობას ემუქრება. 2022-07-10 10:52:00 ენტონი ბლინკენმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რუსეთის აგრესიის დაგმობისკენ მოუწოდა შეგახსენებთ, ივლისში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის შეხვედრა 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას უკრაინაში რუსეთის აგრესია განიხილა და მოსკოვთან პეკინის კავშირების გამო შეშფოთება გამოხატა.  New York Times-ის ცნობით, ბლინკენმა მოუწოდა მის კოლეგას, შეუერთდეს შეერთებულ შტატებს და უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის წინააღმდეგ დადგეს. „ვცდილობდი, მეთქვა სახელმწიფო მრჩევლისთვის, რომ ეს მართლაც ის მომენტია, როდესაც ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ რუსეთის აგრესიის დასაგმობად. პეკინისგან გვესმის, რომ ნეიტრალურია. რთულია, იყო ნეიტრალური, როცა საქმე ამ აგრესიას ეხება. არსებობს აშკარა აგრესორი. არის აშკარა მსხვერპლი“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.  აშშ-ის თავდაცვის სტრატეგიის თანახმად, რუსეთი მწვავე საფრთხედ რჩება, ჩინეთი - მთავარ კონკურენტად ორივე დიპლომატმა ოქტომბრის შემდეგ პირველად გამართულ მოლაპარაკებას „გულწრფელი შეხვედრა“ უწოდა. ენტონი ბლინკენი და ვან ი ინდონეზიაში, ბალიზე, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების შემდეგ შეხვდნენ. ბლინკენი უკრაინის საკითხს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან განიხილავს „მე კიდევ ერთხელ გავუზიარე ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველს, რომ შეშფოთებულნი ვართ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რუსეთთან შეთანხმებით,” - განაცხადა ბლინკენმა მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ ძალიან ღია ვიყავით იმის შესახებ, თუ სად არის ჩვენი უთანხმოება... თუმცა შეხვედრა კონსტრუქციული იყო, რადგან გულწრფელობის მიუხედავად, ტონი იყო ძალიან საქმიანი”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა 13 ივნისს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას მკაფიოდ თქვა, რომ მხარს უჭერს რუსეთთან პარტნიორობის ჩამოყალიბებას. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი თავის მხრივ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრიათ. აღნიშნული იყო, რომ ვანმა „უკრაინის საკითხზე“ სიღრმისეული მოსაზრებები გაცვალა.  ჩინეთის წითელი ჯვარი უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს ჩინეთი უარყოფს, რომ რუსეთმა სამხედრო დახმარება სთხოვა ცნობისთვის, ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია არც გმობს რუსეთის ომს უკრაინაში და არც შეჭრას უწოდებს მას. ჩინეთი პირველად მოხვდა NATO-ს „სტრატეგიულ კონცეფციაში", რომელიც სამიტზე, მადრიდში მიიღეს. დოკუმენტი ასახავს უსაფრთხოების გამოწვევებს, რომლებსაც ჩინეთის ამბიციები წარმოშობს. ამასთან, დიდი შვიდეულის (G7) უმსხვილესი დემოკრატიული ეკონომიკის ქვეყნები ჩინეთთან მიმართებით მკაცრი რიტორიკით გამოვიდნენ.

ერდოღანი: თურქეთი, რუსეთის ყოყმანის მიუხედავად, სურსათის უსაფრთხოების პრობლემის გადასაჭრელად ძალისხმევას განაგრძობს

თურქეთი, რუსეთის ყოყმანის მიუხედავად, სურსათის უსაფრთხოების პრობლემის გადასაჭრელად ძალისხმევას განაგრძობს, ამის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. უკრაინა, თურქეთი და გაერო, მარცვლეულის დერეფანში გემების გადადგილებაზე, რუსეთის გარეშე შეთანხმდნენ „ჩვენ ვცდილობდით უკრაინასა და რუსეთში წარმოებული ხორბლის მიწოდებას შიმშილობის საფრთხის წინაშე მყოფი ქვეყნებისთვის, ერთობლივი მექანიზმის წყალობით, რომელიც სტამბულში შევქმენით.  ჩვენი ძალისხმევით, უკრაინული ხორბალი ხელმისაწვდომი გავხადეთ მთელ მსოფლიოში და სასურსათო კრიზისის შემცირებას შევუწყვეთ ხელი. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ყოყმანობს, ჩვენ ფანვაგრძობთ ძალისხმევას, რათა კაცობრიობას ვემსახუროთ“, - განაცხადა ერდოღანმა სტამბოლში, სამედიცინო სამიტზე გამოსვლისას.  29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს. რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია. შეგახსენებთ, 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.   

დენის შმიგალი: რუსეთის იერიშების ახალმა ტალღამ ორშაბათს, უკრაინის 10 რეგიონი და 18 ობიექტი დააზიანა

"რუსეთის იერიშების  ახალმა ტალღამ ორშაბათს უკრაინის 10 რეგიონი და 18 ობიექტი დააზიანა", - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალიმ დაწერა. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს "მათი სამიზნე იყო არა სამხედრო ობიექტები, არამედ სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურა", - დაწერა შმიგალმა. უკრაინის პროკურატურა: რუსეთმა უკრაინაში 43 003 ომისა და აგრესიის დანაშაული ჩაიდინა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.