ძებნის რეზულტატი:
ირაკლი ღარიბაშვილი: არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, ვაჭრობისა და საინვესტიციო ნაკადების გაძლიერების საკითხები განვიხილეთ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. ღარიბაშვილი წერს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და საინვესტიციო ნაკადების გაძლიერების საკითხები განიხილეს. „სასიამოვნო იყო დღევანდელი შეხვედრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან. შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანისთან საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის მიმდინარე ორმხრივი და სამომავლო თანამშრომლობის, ასევე, ვაჭრობისა და საინვესტიციო ნაკადების გაძლიერების საკითხები განვიხილე ჩვენი ერების სასარგებლოდ”, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის, შესაძლოა, თავისუფალი ვაჭრობის ზონა შეიქმნას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს, რასაც მოწმობს ბოლო წლებში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები. გამოითქვა არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა. აღინიშნა, რომ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დამყარების მიზნით, მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, საქართველოში კი, არაბული ინვესტიციით არაერთი პროექტია დაფინანსებული და მისასალმებელია, რომ მათი რიცხვი მზარდია. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა ხელსაყრელ კლიმატს შექმნის ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისა და განვითარებისათვის. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის სფეროში არსებული დიდი პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის 2022 წლის 9 თვის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა 84% ით გაიზარდა და 190 მლნ დოლარამდე შეადგინა.
ალიევმა პუტინს, ყარაბაღის კონფლიქტში მედიაციისთვის, მადლობა გადაუხადა
დადგა დრო, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ვიმოქმედოთ. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სოჭში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ორმხრივ შეხვედრაზე განაცხადა. ფაშინიანი: აზერბაიჯანის ძალების საწყის პოზიციებზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, რუსეთის მკაფიო პოზიცია მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია, ბაქოს მიერ შემოთავაზებული ხუთი ძირითადი პრინციპის საფუძველზეა შესაძლებელი. ალიევმა აღნიშნა, რომ ბაქოს იმედი აქვს რუსეთის შემდგომ აქტიურ როლზე, რომელაც ეს ქვეყანა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებაში შეასრულებს. პუტინი: ჩვენ უნდა დავასრულოთ ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე, ვლადიმერ პუტინს ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაში შესრულებული როლისთვის, მადლობა გადაუხადა. ამასთან ალიევმა აღნიშნა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი უკვე ისტორიაა და ეს საკითხი ორი წლის წინ მოგვარდა. „ამიტომ, ამ კონტექსტში განსახილველი პრაქტიკულად არაფერია. აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზება კი ის ფორმატია, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულ ნაბიჯებს მოითხოვს“, - განაცხადა ალიევმა. ალიევი, ასევე შეეხო აზერბაიჯან-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობას, მან აღნიშნა, რომ ბაქო და მოსკოვი ურთიერთობებში პოზიტიურ დინამიკას აფიქსირებენ. შეგახსენებთ, რომ დღეს სოჭში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირების შეხვედირა იმართება. მანამდე ნიკოლ ფაშინიანი, რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. სომხეთის მედიის ცნობით, შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ილონ მასკმა Twitter-ის საბჭო დაითხოვა და თავი კომპანიის ერთადერთ დირექტორად გამოაცხადა
„ტესლას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, Twitter-ის მფლობელმა და მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ილონ მასკმა Twitter-ის საბჭო დაითხოვა და თავი კომპანიის ერთადერთ დირექტორად გამოაცხადა. ილონ მასკმა Twitter-ი იყიდა და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი გაათავისუფლა ახალი ბრძანების მიხედვით, საბჭოს ყველა წევრს უფლებამოსილება შეუწყდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ Twitter-ი ახლა კარგ ხელშია - ტრამპი 28 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.
საქართველო ევროპის მედიაწიგნიერების ინდექსში ბოლო ადგილზეა – ანგარიში
ევროპის 41 ქვეყანას შორის, საქართველო მედიაწიგნიერების ინდექსში ბოლო ადგილზეა. პირველ ხუთეულშია ფინეთი, ნორვეგია, დანია, ესტონეთი და ირლანდია. ანგარიში, 2022 წლის ოქტომბერში „ევროპული პოლიტიკის ინიციატივისა“ (EuP) და სოფიას ღია საზოგადოების ინსტიტუტმა (OSIS) გამოაქვეყნეს, რომელებიც ევროპის ქვეყნებში მედიაწიგნიერების დონეს 2017 წლიდან აფასებენ. კვლევის თანახმად, მაქსიმალური 100 ქულიდან საქართველოს მხოლოდ 20 ქულა აქვს და ამ სიაში ბოლო ადგილზეა. საქართველოსთან ერთად ბოლო ხუთეულშია ჩრდილოეთ მაკედონია(23 ქულა), კოსოვო(23 ქულა), ბოსნია-ჰერცეგოვინა (24 ქულა) და ალბანეთი (25 ქულა). საქართველოს მეზობელი თურქეთი 31 ქულით, მედიაწიგნიერების ინდექსში 36-ე ადგილზეა. კვლევაში არ არიან სომხეთი და აზერბაიჯანი. უკრაინა რეიტინგში 39 ქულით, 29-ე ადგილს იკავებს.
ოლიგარქმა ოლეგ ტინკოვმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა
რუსმა ოლიგარქმა და ბიზნესმენმა ოლეგ ტინკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს და თავის Instagram-ზე შესაბამისი დოკუმენტი გამოაქვეყნა. ოლეგ ტინკოვი: ქვეყნიდან მიმაქვს ბრენდები Tinkoff და La Datcha. არ მინდა, ისინი „გავსვარო“ რუსი ჯარისკაცებისა და უკრაინელების სისხლით „მივიღე გადაწყვეტილება, უარი ვთქვა რუსეთის მოქალაქეობაზე. არ შემიძლია და არ მინდა, ვიყო ასოცირებული ფაშისტურ ქვეყანასთან, რომელმაც დაიწყო ომი მშვიდობიან მეზობელთან და ყოველდღე კლავს უდანაშაულო ადამიანებს. სირცხვილია, რომ მქონდეს ამ ქვეყნის პასპორტი. მილიარდერმა ნიკოლაი სტორონსკიმ, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა იმედი მაქვს, რომ მეტი ცნობილი რუსი ბიზნესმენი დამიჭერს მხარს, რათა პუტინის რეჟიმი და მისი ეკონომიკა დაასუსტონ და საბოლოოდ დამარცხებამდე მივიყვანოთ. მე მძულს პუტინის რუსეთი, მაგრამ მიყვარს ყველა რუსი, ვინც ცალსახად ეწინააღმდეგება ამ გიჟურ ომს!” - წერს ტინკოვი. მილიარდერმა იური მილნერმა, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა ტინკოვი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იყო ერთ-ერთი პირველი, იმ მცირერიცხოვან რუს ბიზნესმენებს შორის, რომელიც ომს ღიად დაუპირისპირდა.
მედია: რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, მარცვლეულის დერეფნის გასწვრივ გემების მოძრაობა შეაჩერა
„შავი ზღვის ინიციატივის“ ფარგლებში შექმნილი მარცვლეულის დერეფნის გასწვრივ, რუსეთის თავდაცვის სამინიტრომ, გემების მოძრაობის შეჩერების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. საფრანგეთი, უკრაინული მარცვლეულის სახმელეთო გზით ექსპორტს განიხილავს უწყების განცხადებით, მარცვლეულის დერეფნის გასწვრივ, გემების მოძრაობა იმ დრომდე შეჩერდება, ვიდრე „სევასტოპოლში, გემებზე უკრაინის თავდასხმის საკითხი არ გაირკვევა“. მედიის ცნობითვე, რუსეთის თავდაცვის უწყებაში განაცახდეს, რომ გემებისთვის მოძრაობა უსაფრთხო კორიდორში მიუწვდომელი იქნება, „რადგან უკრაინამ ეს რუსეთის წინააღმდეგ საომარი მოქმედებებისთვის გამოიყენა“. უკრაინა, თურქეთი და გაერო, მარცვლეულის დერეფანში გემების გადადგილებაზე, რუსეთის გარეშე შეთანხმდნენ „მარცვლეულის შეთანხმებაში“ მონაწილე არც ერთ მხარეს ამ დრომდე პროდუქციით დატვირთული გემების გადაადგილების შეჩერების შესახებ არ განუცხადებია. „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლის შემდეგ, მსოფლიოში ხორბალი გაძვირდა - მედია 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს. რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია. შეგახსენებთ, 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა, მარცვლეულის შესახებ შეთანხმების შესრულებას განაგრძობს
უკრაინა განაგრძობს მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმებების შესრულებას და იმედოვნებს, რომ შეთანხმების პარტნიორები - გაერო და თურქეთი - "დაამშვიდებენ" რუსულ რიტორიკას,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინა, თურქეთი და გაერო, მარცვლეულის დერეფანში გემების გადადგილებაზე, რუსეთის გარეშე შეთანხმდნენ მისი თქმით, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფარგლებში გაფორმდა ორი შეთანხმება, მათგან ერთი უკრაინას, გაეროსა და თურქეთს შორის (მეორე რუსეთს, თურქეთსა და გაერო-ს შორის). „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლის შემდეგ, მსოფლიოში ხორბალი გაძვირდა - მედია „მე არ გამიგია, რომ ამ სამი სუბიექტიდან ვინმე არ ეთანხმებოდეს და სურდეს მარცვლეულის ინიციატივის შეჩერება. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ მომქმედებას შეთანხმების მიხედვით", - განაცახდა ზელენსკიმ. საფრანგეთი, უკრაინული მარცვლეულის სახმელეთო გზით ექსპორტს განიხილავს 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს. რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია. შეგახსენებთ, 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.
ვოლოდიმირ ზელენსკი: სამხედროებისა და პოლიტიკოსების შემდეგ, ომს იურისტები დაასრულებენ
სამხედროების და პოლიტიკოსების შემდეგ, რუსეთის მიერ დაწყებულ ომს იურისტები დაასრულებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრის მონაწილეების წინაშე გამოსვლისას განაცახადა. „მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ სამხედროებისა და პოლიტიკოსების შემდეგ ამ ომს სწორედ იურისტები დაუსრულებენ. თავად აგრესორი სახელმწიფოს აქტივების ხარჯზე, სწორედ სამართლიანობა უნდა გახდეს იმ ბოროტების ფინალი, რომელიც რუსეთმა მოიტანა“, - განაცხადა ზელენსკიმ. „უკრაინაში მიმდინარე ომმა, დიდი ხანია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ექო გამოიწვია. სადღაც ლტოლვილთა ტალღები, სადღაც შიმშილის საფრთხე, რომელიც რუსეთმა ხელოვნური კრიზისით გამოიწვია. სადღაც სასტიკი ცხოვრებისა და გაზრდილი ხარჯების კრიზისი. მილიონობით ადამიანი სიღარიბეშია, რაც საშუალო ფენის კეთილდღეობას ანგრევს, იქაც კი, სადაც რუსეთი ვერ აღწევს თავისი აგრესიით, მიუხედავად იმისა, რომ იქ არ არის ისეთი მძიმე ვითარება როგორც უკრაინაში“, - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ევროზონაში ინფლაციამ რეკორდს მიაღწია
ევროზონაში, ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის (ევროსტატის) წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ინფლაციამ რეკორდი დაამყარა და წლიურმა მაჩვენებელმა 10,7% შეადგინა. ინფლაცია დაჩქარდა სექტემბერში 9,9 პროცენტიდან და ახალ მაქსიმუმს მიაღწია. ენერგორესურსების ღირებულება 41,9 პროცენტით გაიზარდა. სურსათი, ალკოჰოლი და თამბაქო გაძვირდა 13,1 პროცენტით, წარმოებული საქონელი - 6 პროცენტით, მომსახურება - 4,4 პროცენტით. ყველაზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდა ესტონეთში ( წლიური 22,2 პროცენტი), ლიეტუვაში (22 პროცენტი) და ლატვიაში (21,8 პროცენტი). ყველაზე დაბალი ინფლაცია აქვს საფრანგეთში (7,1 პროცენტი), სემდეგ ესპანეთს (7,3 პროცენტი), მალტას (7,5 პროცენტი), ფინეთსა (8,3 პროცენტი) და კვიპროსს (8,6 პროცენტი). საანგარიშო თვეში ინფლაციამ ნიდერლანდებში 16,8 პროცენტი შეადგინა, სლოვაკეთში - 14,5 პროცენტი, ბელგიაში - 13,1 პროცენტი, იტალიაში - 12,8 პროცენტი, გერმანიაში - 11,6 პროცენტი, ავსტრიაში - 11,5 პროცენტი, პორტუგალიაში - 10,6 პროცენტი, სლოვენიაში - 10,3 პროცენტი, საბერძნეთში - 9,8 პროცენტი, ირლანდიაში - 9,6 პროცენტი, ხოლო ლუქსემბურგში - 8,8 პროცენტი. ამრიგად, ოქტომბერში ევროზონაში ინფლაცია ბოლო 25 წლის უმაღლეს ნიშნულზეა. ამჟამინდელი ინფლაციის მაჩვენებელი ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) სამიზნე 2 პროცენტს, 5-ჯერ აღემატება.
სერჰი გაიდაი: ოკუპანტებისგან ლუგანსკის ოლქში, ცხრა დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა
ლუგანსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 31 ოქტომბრის მდგომარეობით, ცხრა დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ლუგანსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი: სამხედროებისა და პოლიტიკოსების შემდეგ, ომს იურისტები დაასრულებენ „დიდი ხანია, საქალაქო და საოლქო ადმინისტრაციების ყველა ხელმძღვანელს სურს სახლში დაბრუნება და მუშაობა“, – განაცხადა გაიდაიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პეტრ ფიალამ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც უკრაინის ევროატლანტიკური პერსპექტივას შეეხება. ხელმოწერის ცერემონია კიევში ზელენსკის და ფიალას მოლაპარაკებების შემდეგ გაიმართა. „რამდენიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს მოეწერა ხელი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი ერთობლივი დეკლარაცია უკრაინის NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს არის პირველი ასეთი დოკუმენტი, რომელსაც ვიღებთ ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარების მიზნით. ჩვენ გავაძლიერებთ თანამშრომლობას უკრაინაში NATO-ს სტანდარტების უზრუნველსაყოფად. ჩეხეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ, რათა ჩვენ გავხდეთ ალიანსის სრულუფლებიანი წევრი, როგორც კი პირობები ამის საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა ზელენსკიმ. 31 ოქტომბერს ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა სამუშაო ვიზიტით კიევში ჩავიდა.
უკრაინის შეიარაღებულო ძალები: გამარჯვებას ძალიან რთულად ვაღწევთ, მაგრამ აუცილებლად იქნება
უკრაინელები აკავებენ მტერს, აძლიერებენ რეზერვებს, აძლიერებენ თავდაცვას, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებულო ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი სოციალურ ქსელში წერს. ვოლოდიმირ ზელენსკი: სამხედროებისა და პოლიტიკოსების შემდეგ, ომს იურისტები დაასრულებენ "უკრაინელები აკავებენ მტერს, აძლიერებენ რეზერვებს, აძლიერებენ თავდაცვას და თანდათანობით ათავისუფლებენ თავიანთ სამშობლოს. გამარჯვებას ძალიან რთულად ვაღწევთ, მაგრამ აუცილებლად იქნება“, - აღნიშნა ზალუჟნიმ. სერჰი გაიდაი: ოკუპანტებისგან ლუგანსკის ოლქში, ცხრა დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ამერიკამ უკრაინაში დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის ინსპექტირება დაიწყო
უკრაინის შიგნით, აშშ-ის სამხედრო ძალების მცირე რაოდენობამ ინსპექტირება დაიწყო, ისინი ეხმარებიან უკრაინის შეიარაღებული ძალებს, რათა სათანადოდ აღრიცხონ დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი. ოფიციალური პირი, რომელიც AP-ს ესაუბრა, არ ამხელს, სად ტარდება ინსპექტირება ან რამდენად ახლოს არიან აშშ-ის ჯარები ბრძოლის ხაზთან. ოფიციალურმა პირის თქმით, ამერიკულ პერსონალს არ შეუძლია, ინსპექტირების ჩატარება „ფრონტის ხაზთან ახლოს“, თუმცა მიდიან იქ, სადაც უსაფრთხოების პირობები ამის საშუალებას იძლევა. მისივე თქმით, რამდენიმე ინსპექტირება ჩატარდა და მათ ახორციელებენ აშშ-ის თავდაცვის ატაშე და აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის გუნდი, რომელიც კიევში იმყოფება. ოფიციალური პირის თქმით, ჯერჯერობით, უკრაინელი ოფიციალური პირები მხარს უჭერენ ინსპექტირებას. 28 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პროგრამა შეიმუშავა იმისთვის, რომ უკრაინაში მიწოდებული იარაღის, რუსული სამხედროების მიერ შეძენა თავიდან აიცილოს. პროგრამა მოიცავს დამატებით მხარდაჭერას უკრაინისთვის, რომ იარაღი აღრიცხოს, მათ შორის მესაზღვრეების მომზადება და იარაღისა და საბრძოლო მასალის მკაცრი მონიტორინგი უზრუნველყოს.
უკრაინას დაბომბილი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში, 12 ქვეყანა დაეხმარება - კულება
უკრაინას დაბომბილი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში 12 ქვეყანა დაეხმარება - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება საუბრობს. ვოლოდიმირ ზელენსკი: სამხედროებისა და პოლიტიკოსების შემდეგ, ომს იურისტები დაასრულებენ სერჰი გაიდაი: ოკუპანტებისგან ლუგანსკის ოლქში, ცხრა დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა "ჩვენ უკვე შევთანხმდით აღჭურვილობის მიწოდებაზე 12 ქვეყნის მთავრობისა და კომპანიისგან, ესენი არიან: ისრაელი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, გერმანია, ჩრდილოეთ მაკედონია, პოლონეთი, კორეის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, სლოვენია, ფინეთი და საფრანგეთი. რუსულ ტერორს არ მივცემთ ჩვენი გატეხვის უფლებას... მადლიერი ვართ ყველა პარტნიორისა და კომპანიის, რომელიც ჩვენს გადაუდებელ საჭიროებასა და მოთხოვნას გამოეხმაურა", - განაცხადა კულებამ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუს ტერორისტებს არ აქვთ ისეთი რაკეტები, რომლითაც მოკლავენ უკრაინელების სურვილს, რომ იცოცხლონ
რუს ტერორისტებს არ აქვთ ისეთი რაკეტები, რომლითაც მოკლავენ უკრაინელების სურვილს - იცოცხლონ, იცხოვრონ ცივილურად და იზრუნონ ერთმანეთზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირდაპირ ეთერში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი: სამხედროებისა და პოლიტიკოსების შემდეგ, ომს იურისტები დაასრულებენ სერჰი გაიდაი: ოკუპანტებისგან ლუგანსკის ოლქში, ცხრა დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა "რუს ტერორისტებს არ აქვთ ისეთი რაკეტები, რომლითაც მოკლავენ უკრაინელების სურვილს - იცოცხლონ, იცხოვრონ ცივილურად და იზრუნონ ერთმანეთზე, რუსეთი ვერ დაიპყრობს უკრაინას", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ალიევმა, ფაშინიანმა და პუტინმა სოჭში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს
სოჭში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, სამი ქვეყნის ლიდერის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამია, რომ რუსეთმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ვალდებულება, მკაცრად შეასრულონ 2020 წლის 9 ნოემბრის, 11 იანვრის და 2021 წლის 26 ნოემბრის შეთანხმებები. განცხადების თანახმად, „მხარეები შეთანხმებების შესრულებაზე მზადყოფნას ადასტურებენ, აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ყოვლისმომცველი ნორმალიზაციის, მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და სამხრეთ კავკასიაში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე“. მათ ხაზი გაუსვეს „რუსი მშვიდობისმყოფელების“ ძალისხმევის აუცილებლობას რეგიონში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის“. „ქვეყნის პირველი პირები შეთანხმდნენ, რომ თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისა და მუქარისგან, განიხილონ და გადაწყვიტონ ყველა პრობლემური საკითხი მხოლოდ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის ორმხრივი აღიარების საფუძველზე გაეროს ქარტიისა და 1991 წლის ალმა-ატის დეკლარაციის შესაბამისად. რეგიონში მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად, ლიდერებმა ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად აქტიური მომზადების მნიშვნელობას. არსებული მიღწევების საფუძველზე, შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდეს ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილებების ძიება. ამისთვის რუსეთის ფედერაცია ყველა შესაძლო დახმარებას უზრუნველყოფს”, - წერია განცხადებაში.
Nutella-ს მფლობელმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მარკ ცუკერბერგს გაუსწრო
Alba-ს მულტინაციონალური კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯოვანი ფერერომ, Bloomberg-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მარკ ცუკერბეგრს გაუსწრო და 25-ე ადგილზე განთავსდა. Facebook-ის დამფუძნებელმა 28-ე პოზიციაზე (38,2 მილიარდი დოლარის აქტივებით) გადაინაცვლა. გასულ წელთან შედარებით, Ferrero-მ აქტივები 3 მილიარდი ევროთი, 38,9 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. „Bloomberg-ის რეიტინგის მიხედვით, Nutella-ს მწარმოებელი კომპანიის დირექტორი ჯოვანი ფერერო, მარკ ცუკერბერგზე მდიდარია. ფერერომ, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 25-ე ადგილამდე მიაღწია. მეწარმემ, რომლის გვარიც მჭიდროდ არის დაკავშირებული Nutella-სთან, ფაქტობრივად, აჯობა Facebook-ის შემქმნელს, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თავის კომპანიაში კოლაფსთან უწევს გამკლავება. როგორ შეიცვლება ეს რეიტინგი, უახლოეს მომავალში ვნახავთ. თუმცა ამასობაში, „ისტორიული გასწრება“ დადასტურებულია Bloomberg-ის მიერ“, - წერს იტალიური მედია. ასევე წაიკითხეთ Bloomberg-მა მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახები დაასახელა
შსს-მ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავა, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავა, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავეს. ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის, უკანონო გასაღების მცდელობისა და უკანონო რეალიზაციის მომზადების ბრალდებით, თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში, დაკავებულია 18 ნარკორეალიზატორი: 1975 წელს დაბადებული ა.გ., 1990 წელს დაბადებული ფ.ა., 1999 წელს დაბადებული ა. ა., 1998 წელს დაბადებული ჟ.ს., 1999 წელს დაბადებული მ.კ., 2003 წელს დაბადებული ლ.მ., 2001 წელს დაბადებული ვ.ბ., 1979 წელს დაბადებულ გ.თ., 2001 წელს დაბადებული ვ.ს., 1982 წელს დაბადებული გ.ჩ., ძმები - 2001 წელს დაბადებული ჯ.ჯ. და 2004 წელს დაბადებული ჯ.ჯ., 1973 წელს დაბადებული პ.ბ., 1997 წელს დაბადებული ნ.ს., 2003 წელს დაბადებული მ.ე., 1967 წელს დაბადებული ბ.ფ., 1999 წელს დაბადებული დ. მ., 1981 წელს დაბადებული რ.მ. დანაშაულები 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო ნარკორეალიზაციისთვის ბრალდებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების უკანონო გასაღების შედეგად მიღებული თანხა. ამასთანავე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი დააკავეს. 1977 წელს დაბადებული უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე ო.ა. დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის. 1986 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე - ი.ლ. და ი.პ. კი სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების ავტომანქანის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“. გარდა ამისა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისათვის დაკავებულია 3 პირი: 1976 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ე.ბ., 1995 წელს დაბადებულ ა.ს. და 1970 წელს დაბადებული რ. ნ. სამართალდამცველებმა, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული კომპლექსური საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში, ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ფაქტებიც აღკვეთეს და ყაზახეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს. ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ნარკოტიკების გასაღებისთვის ბრალდებული პირები ჩართული იყვნენ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაში. მათი პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და ნახევარ კილოგრამზე მეტი ფსიქოტროპული საშუალება „კეტამინი“. ისინი, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ ნარკოტიკებს და აღნიშნული ლოკაციების ადგილმდებარეობის ფოტოგადაღებას ახდენდნენ, შემდეგ კი სამალავების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას შემკვეთებს აწვდიდნენ. სამართალდამცველებმა ბათუმში დააკავეს პირი, რომლის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 490 აბი „სუბუტექსი“. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისათვის დააკავა კიდევ 2 პირი, რომელთაგან ერთ-ერთი - წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები და ფსიქოტროპული საშუალებები: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა პვპ,“ „კეტამინი“ და „სუბუტექსი“. განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების, გასაღების, გასაღების მცდელობის, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 273-ე, 18-260-ე და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს”, - განაცხადა კუპატაძემ.
ალექსანდრე სენკევიჩი: რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაივი დაბომბეს, რის შედეგადაც ქალი დაიღუპა
რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაივი С-300 ტიპის რაკეტებით დაბომბეს, რის შედეგადაც ქალი დაიღუპა, - ამის შესახებ ქალაქის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა „ტელეგრამზე“ დაწერა. „ამასთან, რამდენიმე სახლში ჩაიმსხვრა ფანჯრები, კარები, დაზიანდა სახურავები. თავდასხმის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა“, - აცხადებს მერი. ვოლოდიმირ ზელენსკი: სამხედროებისა და პოლიტიკოსების შემდეგ, ომს იურისტები დაასრულებენ სერჰი გაიდაი: ოკუპანტებისგან ლუგანსკის ოლქში, ცხრა დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.