ძებნის რეზულტატი:

ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილს არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი საგარეო ვაჭრობის საკითხებში, დოქტორ ტანი ბინ აჰმედ ალ ზეიოუდი და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე დახვდნენ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად იმყოფება.  

Bloomberg-მა მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახები დაასახელა

უოლტონების ოჯახი, რომელიც მსოფლიოში უდიდეს საბითუმო და საცალო ქსელს Walmart-ს ფლობს, მეოთხე წელია, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ოჯახების სიაში პირველია. მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახების სიას Bloomberg-ი ადგენს.  სააგენტომ ოჯახის ქონება $224,5 მილიარდად შეაფასა, რაც წლის განმავლობაში $13,7 მილიარდით შემცირდა. Walmart ბიზნესმენმა სემ უოლტონმა 1962 წელს დააარსა. ახლა მსოფლიოში ამ ქსელის მაღაზიების რაოდენობა 10,5 ათასს აჭარბებს, შტაბ-ბინა მდებარეობს ბენტონვილში (არკანზასი), კომპანიის შემოსავალი $573 მილიარდია. უოლტონის ოჯახი ქსელის წილების 47%-ს ფლობს. უმდიდრესი ოჯახების ტოპ 10-ში ასევე შედის: მარსის ოჯახი, რომელიც მარსის საკონდიტრო წარმოებას ფლობს - $160 მილიარდი (+ $18 მილიარდი წელიწადში); კოხების ოჯახი, ამერიკული პეტროქიმიური კორპორაციის Koch Industrues-ის მფლობელები - $124,4 მილიარდი (+$4,4 მილიარდი); საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი ალ საუდი - $105 მილიარდი (+$5 მილიარდი); ჰერმეს ოჯახი, ფრანგული მოდის სახლის Hermes-ის მფლობელები - $94,6 მილიარდი (-$17 მილიარდი); ამბანის ოჯახი, ინდური ნავთობის წარმოებისა და გადამამუშავებელი ჰოლდინგის Reliance Industries-ის მფლობელები - $84,6 მილიარდი (-$9,1 მილიარდი); Wertheimer ოჯახი, ფრანგული მოდის სახლის Chanel-ის მფლობელები - $79 მილიარდი (+$17,2 მილიარდი); Cargill ოჯახი, Cargill სასოფლო-სამეურნეო კომპანიის მფლობელები, $65,2 მილიარდი; ტომპსონის ოჯახი, საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის საკონტროლო წილის მფლობელები - $61,2 მილიარდი; ჰოფმანის ოჯახი, შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche Holding-ის უმცირესობის მფლობელები - $45,1 მილიარდი. საერთო ჯამში რეიტინგში 25 ოჯახი მოხვდა. მათ შორისაა ალბრეხტის ოჯახი, რომელიც გერმანულ ფასდაკლების მაღაზიათა ქსელს Aldi (41,4 მილიარდი დოლარი) ფლობს, კოქსის ოჯახი, სატელეკომუნიკაციო კომპანია Cox Enterprises (28,3 მილიარდი დოლარი), Mistry ოჯახი, ინდური სამშენებლო კომპანია Hapoorji-ს მთავარი მფლობელები, „პალონჯი ჯგუფი“ და სხვები. Bloomberg-ის მონაცემებით, მსოფლიოს უმდიდრესი 25 ოჯახის ერთობლივი სიმდიდრე $1,5 ტრილიონია, რაც $143 მილიარდით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.  კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ცენტ-მილიონერთა რიცხვი 25 490 ადამიანს შეადგენს. ესენი არიან ძირითადად ტექნოლოგიებისა და მრავალეროვნული კომპანიების მფლობელები, ფინანსისტები და ოჯახის მემკვიდრეები. ბოლო 20 წლის განმავლობაში მათი რიცხვი გაორმაგდა. ცენტ-მილიონერთა 38% (9 730) აშშ-ში, ჩინეთსა და ინდოეთში ცხოვრობს, შესაბამისად ჩინეთი მეორე (2 021), ხოლო ინდოეთი მესამე (1 132) ადგილზეა. მეოთხეა დიდი ბრიტანეთი (968), მეხუთეზე კი გერმანია (966). ათეულში ასევე მოხვდა შვეიცარია, რომელიც მეექვსე ადგილზეა (808), ცენტ-მილიონერთა ათეულშია იაპონია (765), კანადა (541), ავსტრალია (463). საგულისხმოა, რომ ყველაზე მეტი ცენტ-მილიონერთა ქვეყნების ათაეულს რუსეთი კრავს (435). Bloomberg-ის მონაცემებით, სხვა მსხვილი ეკონომიკები, საფრანგეთი (380) და იტალია (298), არ იყვნენ ლიდერებს შორის ცენტ-მილიონერთა რაოდენობის მიხედვით. მკვლევრების აზრით, უახლოეს წლებში აზიასა და აფრიკაში სუპერ მდიდარი ადამიანების რიცხვი სწრაფად გაიზრდება.  

ჩეხეთის დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კიევში ჩავიდა

ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პეტრ ფიალას ხელმძღვანელობით, უკრაინას ეწვია. დელეგაცია უკრაინის პრეზიდენტს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდება. „ჩეხეთის მთავრობის წარმომადგენლები დღეს დილით ჩავიდნენ კიევში ჩეხეთისა და უკრაინის მთავრობის ერთობლივ შეხვედრაზე დასასწრებად. კიევში ჩასვლისთანავე ჩეხეთის დელეგაციამ მოინახულა რუსული ბოლოდროინდელი დაბომბვის შედეგად დანგრეული შენობები“, - წერს უკრაინაში ჩეხეთის საელჩო Facebook-ზე. შეგახსენებთ, რუსეთის იერიშების ახალმა ტალღამ ორშაბათს, უკრაინის 10 რეგიონი და 18 ობიექტი დააზიანა.  

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ძველი „კალაშნიკოვი“ რუსეთის არმიას ახალ პრობლემებს უქმნის

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ცნობით, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ათასობით რუსი წვევამდელი გაიგზავნა ფრონტის ხაზზე. „ხშირ შემთხვევაში არასაკმარისად არიან აღჭურვილნი, თუმცა უკვე სექტემბერში ახალწვეულები უკრაინაში საერთოდ იარაღის გარეშე ჩადიოდნენ. ღია წყაროებში გამოქვეყნებული ფოტოებზე ჩანს, რომ ახალწვეულები ძირითადად შეიარაღებული არიან „კალაშნიკოვის“ ტიპის ძველი ავტომატებით“, - იუწყება დაზვერვა. გარდა ამისა, კონტრაქტორებისგან განსხვავებით, რომლებიც უფრო ახალი მოდელის ავტომატებს გამოიყენებენ, ძველ „კალაშნიკოვებს“ სხვა კალიბრის ვაზნები აქვთ. ეს კი, ბრიტანელი ანალიტიკოსების შეფასებით, იმას ნიშნავს, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ ფრონტისთვის ვაზნების მიწოდების ორი ჯაჭვი უნდა უზრუნველყოს, რაც კიდევ უფრო ართულებს ლოგისტიკას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ფაშინიანი: აზერბაიჯანის ძალების საწყის პოზიციებზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, რუსეთის მკაფიო პოზიცია მნიშვნელოვანია

სომხეთისთვის მნიშვნელოვანია, რუსეთის მკაფიო პოზიცია სომხეთის ტერიტორიაზე შემოჭრილი აზერბაიჯანული ჯარების საწყის პოზიციებზე გაყვანის თაობაზე. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა. ფაშინიანმა საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის კონტექსტში აღნიშნა, რომ ამ პროცესის დასაწყისში ერევანმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უპირველეს ყოვლისა აუცილებელია საზღვარზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების დონის ამაღლების მექანიზმების შექმნა. „რუსეთის პოზიცია იყო, რომ დელიმიტაციის კომისიის ფორმირება გახდება საზღვრის უსაფრთხოების მექანიზმი. ჩვენ არ ვიზიარებდით ამ პოზიციას, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტეთ დავეყრდნოთ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის, რუსეთის ინტერპრეტაციას. მაგრამ ამის მიუხედავად, 13 სექტემბერს აზერბაიჯანმა წამოიწყო ახალი ფართომასშტაბიანი აგრესია სომხეთის წინააღმდეგ და დაიკავა ჩვენი ქვეყნის ახალი ტერიტორიები, ამიტომ რუსეთის მკაფიო პოზიცია 2021 წლის 11 მაისის მდგომარეობით აზერბაიჯანული ჯარების პოზიციებზე გაყვანის აუცილებლობის ფორმულირებით, სომხეთისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ფაშინიანმა. შეგახსენებთ, რომ დღეს სოჭში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პირველი პირების შეხვედირა იმართება. მანამდე ნიკოლ ფაშინიანი, რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა. სომხეთის მედიის ცნობით, შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა.   

პუტინი: ჩვენ უნდა დავასრულოთ ყარაბაღის კონფლიქტი

სომხეთის ხელმძღვანელობას აქვს პოლიტიკური ნება მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადასაჭრელად, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის დაწყებისას. „კონფლიქტი ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდა. ჩვენ უნდა დავასრულოთ ის. ვიცი, რომ თქვენ გაქვთ ამის პოლიტიკური ნება. ჩვენ მას ყველანაირად ვუჭერთ მხარს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ საკვანძო პუნქტები, რომლებიც მოგვცემს წინსვლის საშუალებას", - აცხადებს პუტინი. მისი თქმით, რუსეთი აფიქსირებს პოზიციას იქედან გამომდინარე, რომ სომხეთი უძველესი დროიდან არის სტრატეგიული მოკავშირე და პარტნიორი. „ეს კონფლიქტი უკვე ათი წელია გრძელდება. ასე რომ, რაღაც მომენტში უნდა დავასრულოთ, ეთანხმებით ამას? მე ვიცი, რომ თქვენ გაქვთ ამის პოლიტიკური ნება. ჩვენ ამას ყველანაირად ვუჭერთ მხარს“, - ციტირებს პუტინს სომხური მედია.  

1 აშშ დოლარი 2.7754 ლარი გახდა

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7754 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7758 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.04 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7557 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7591 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.34 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1491 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.2009 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 1-ელი ნოემბრიდან შევა ძალაში.  

აშშ ჩრდილოეთ ავსტრალიაში ბომბდამშენების განლაგებას გეგმავს - მედია

აშშ გეგმავს, ჩინეთთან დაძაბულობის ფონზე, თავისი ბირთვული B-52 ტიპის ბომბდამშენები ჩრდილოეთ ავსტრალიაში განალაგოს, იტყობინება  ამერიკული მედია. ABC News-ს ინფორმაციით, ვაშინგტონი სულ ექვსი ასეთი ბომბდამშენის განთავსებას ტინდალის საჰაერო ბაზაზე გეგმავს. „ეს ძლიერ მესიჯს გაუგზავნის მოწინააღმდეგეებს ჩვენი შესაძლებლობების შესახებ“, ციტირებს მედია აშშ-ის საჰაერო ძალების წარმომადგენლის სიტყვებს. უსაფრთხოების ექსპერტები თვლიან, რომ ეს ნაბიჯი ერთგვარი გაფრთხილება ჩინეთისთვის, თუ ის ტაივანზე რაიმე თავდასხმას შეეცდება.   

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 ოქტომბერს, თბილისში, ვაზისუბნის მე-4 მიკრო რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.  

პოლონეთი სამი ატომური სადგურის აშენებას გეგმავს

ბირთვული ენერგიის შესახებ პროგრამის ფარგლებში, პოლონეთი სამი ატომური ელექტროსადგურის (6 რეაქტორით)აშენებას გეგმავს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა. პოლონური საინფორმაციო სააგენტო PAP-ის ცნობით, მორავეცკიმ აღნიშნა, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამა ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად წამოიწყეს. მან ისიც დაადასტურა, რომ ვარშავა ამერიკულ კომპანია Westinghouse-თან ერთად იმუშავებს პირველი ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად. მისივე თქმით, ხსენებული ფაქტი არ ნიშნავს, რომ პოლონეთი არ განავითარებს ენერგიის განახლებადი წყაროებს. „თუმცა ჩვენ გვჭირდება სტაბილური ენერგია, რომელსაც დღეს ქვანახშირი უზრუნველყოფს“, - დაამატა მორავეცკიმ.    

ივანე ჩხაიძე: ნოემბრიდან გვექნება გრიპის შემთხვევების მატება

მსოფლიოში არსებულ ეპიდსიტუაციას მიუთითებს, რომ ნოემბრის თვიდან გვექნება გრიპის შემთხვევების მატება, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. „გრიპის ვირუსის მქონე პაციენტებს სახლში ვერ ვუმკურნალებთ, კლინიკამ უნდა მიიღოს. კორონავირუსით, ან სხვა ტიპის ვირუსით დაავადებული ბავშვის სახლში მკურნალობა თუ შესაძლებელია ექიმის და პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ, გრიპის შემთხვევაში მეტი რისკებია, განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვები. ოქტომბრის თვეში საქართველოში გრიპის ორი შემთხვევა დადასტურდა. სამი კვირაა საქართველოში გრიპის შემთხვევა არ ყოფილა. რეალური მოლოდინი, რაც ეფუძნება არა მხოლოდ სტატისტიკას, არამედ მსოფლიოში არსებულ ეპიდსიტუაციას მიუთითებს, რომ ნოემბრის თვიდან გვექნება გრიპის შემთხვევების მატება. სავარაუდოდ, გრიპის შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა ქვეყანაში იქნება დეკემბერ-იანვარში. შესაბამისად, თუ ახლა საავადმყოფოებში მიმართვიანობა არის რესპირაციული ვირუსული ინფექციებით, ამის უკან არ დგას გრიპი. ესენი არიან სხვა ტიპის ვირუსები",  განაცხადა ჩხაიძემ.  

სასამართლოში მელაშვილი-ილიჩოვას საქმის განხილვა განახლდა

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმისაგან ვერ მოვისმინე დამაჯერებელი არგუმენტირებული ან დოკუმენტური მასალა რომ ყოფილიყო, - ამის შესახებ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულმა, ივერი მელაშვილმა სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. დღეს სასამართლომ ბრალდების მხარის მოწმე და ყოფილი დეპუტატი, ჯონდი ბაღათურია გამოკითხა. მელაშვილის თქმით, ბაღათურიას აღნიშნულ საქმესთან „არსობრივი დამოკიდებულება არც ადრე ჰქონია და არც დღეს აქვს“. „სამწუხაროდ, მოვისმინე ხშირად უბინძურესი ბრალდებები, რაც ჩემი და ნატალია ილიჩოვას მისამართით იყო გამოყენებული, რასაც არავითარი არგუმენტაცია არ აქვს. საქმე ასეა: ის ლაპარაკობს რუკებზე და არ იცის რუკების შესახებ, არც აქვს ნანახი და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ვიღაცის მიერ დატრენინგებულ მოწმესთან გვაქვს საქმე", - განაცხადა მელაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე. 7 ოქტომბერს აღნიშნული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.  

ევროკომისია კიდევ 100 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინელი ლტოლვილების მხარდასაჭერად

ევროკომისიამ კიდევ 100 მილიონი ევრო გამოყო შვიდ წევრ სახელმწიფოს, რომლებმაც ლტოლვილთა დიდი რაოდენობა მიიღეს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, იუწყება Ukrinform-ი. პირველი ტრანში 248 მილიონი ევრო გადაუდებელი დახმარების სახით მაისში გამოიყო ფრონტის ხაზის ხუთი წევრი სახელმწიფოსთვის: პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა. საშინაო საქმეთა ფონდებიდან გადაუდებელი დახმარების მეორე ტრანში დაეხმარება პოლონეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს, ბულგარეთს, ესტონეთს, ლატვიას და ლიეტუვას. „წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს თანხები, რათა გააგრძელონ ლტოლვილებისთვის სასწრაფო დახმარების შეთავაზება, როგორიცაა, საკვები, ტრანსპორტი და დროებითი საცხოვრებელი“, ნათქვამია განცხადებაში. ევროკომისიის ცნობით, დანარჩენი 52 მილიონი ევრო გამოიყოფა შემდგომ ეტაპზე გაჩენილი საჭიროებებისთვის, როგორიცაა, განსახლების პროექტები, ხარისხიანი ფსიქოლოგიური პირველადი დახმარება, ფსიქიკური ჯანმრთელობა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერა. რუსეთი უკრაინაში თებერვალში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს სრულმასშტაბიან ომს. ევროკავშირი უკრაინას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ფინანსურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას უწევს.  

უკრაინის დაზვერვა: ფსკოვის მახლობლად, აეროდრომზე ორი KA-52-ის ტიპის ვერტმფრენი გავანადგურეთ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (GUR), ფსკოვის რეგიონის აეროდრომზე, ორი რუსული საბრძოლო ვერტმფრენის განადგურება დაადასტურა.  მანამდე რუსული ტელეგრამის არხებმა ორი ვერტმფრენის აფეთქების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია. „31 ოქტომბრის ღამით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ვერეტიეს საჰაერო ძალების ბაზაზე (ოსტროვ-5, ფსკოვის ოლქი) ძლიერი აფეთქება მოხდა. ორი რუსული კა-52 „ალიგატორი“ თავდასხმის ვერტმფრენი მთლიანად განადგურდა. კიდევ ორი ​​მნიშვნელოვნადაა დაზიანებული“, - ნათქვამია ანგარიშში. დეპარტამენტის ცნობით, აფეთქებების შედეგების აღმოსაფხვრელად, ასევე სამხედრო ნაწილში დივერსიული ჯგუფების ძებნის მიზნით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. კა-52 („Hokum B“ NATO-ს კლასიფიკაციით) რუსული წარმოების სადაზვერვო და თავდასხმის ვერტმფრენია. მისი ღირებულება დაახლოებით $16 მილიონია.  უკრაინელი სამხედროების განცხადებით, ოქტომბრის ბოლოს სულ რაღაც ხუთ დღეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და საჰაერო თავდაცვამ უკვე ჩამოაგდეს ამ ტიპის შვიდი ვერტმფრენი. მათი უმეტესობა განადგურდა ხერსონის ოლქის ბერისლავის რაიონში, სადაც ბრძოლები გრძელდება.  

უკრაინის პროკურატურა: რუსეთის აგრესიას, სულ მცირე 8000 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შედეგად უკრაინაში, თითქმის 8 000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 10 000-ზე მეტი დაშავდა, განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა, სისხლის სამართლის საქმეების ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით. დაღუპულთა შორის, მისი თქმით, 430 ბავშვია. კოსტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ ოფიციალური, დადასტურებული მონაცემებია, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო მასალებშია. „ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის შეუძლებლობისა და სრული სურათის არარსებობის გათვალისწინებით, თუ რა მოხდა და ხდება იქ, მაგალითად, მარიუპოლში, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რამდენად საშინელია ეს მაჩვენებელი“, - თქვა კოსტინმა Interfax-თან ინტერვიუში. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოქმედებების შედეგად 51 000-ზე მეტი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა განადგურდა და დაზიანდა, მათგან 40 000-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი და შენობაა. „300-ზე მეტი საგანმანათლებლო და საგანმანათლებლო დაწესებულება მთლიანად განადგურდა, ასევე დაზიანდა ან მთლიანად განადგურდა 400-მდე სამედიცინო დაწესებულება“, - თქვა კოსტინმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ნორვეგიას შეიარაღებული ძალები, მაღალი მზადყოფნის რეჟიმში გადაჰყავს

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას შტორემ განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები სამხედრო საფრთხის მაღალ დონეზეა გადაყვანილი. „ეს არის ვითარების ყველაზე სერიოზული გართულება, ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში,” - განმარტა მან და დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს რუსეთის მხრიდან საფრთხის კონკრეტული მტკიცებულება, მზარდი დაძაბულობა ქვეყანას უფრო დაუცველს ხდის სხვადასხვა სახის საფრთხეების, სადაზვერვო ოპერაციებთან მიმართებით.  ფორმალურად, მზადყოფნის ახალი დონე ძალაში პირველ ნოემბერს შევა, მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ Nord Stream გაზსადენზე მომხდარი ინციდენტიდან, რამაც ქვეყნის შეიარაღებული ძალების ნორვეგიის ნავთობის პლატფორმების დასაცავად გაგზავნა გამოიწვია.  გარდა ამისა, Reuters-ის ცნობით, თავდაცვის სამინისტროს სპიკერზე დაყრდნობით, ნორვეგიის საჰაერო ძალებმა გააუქმეს F-35 მებრძოლების წვრთნები შეერთებულ შტატებში, რადგან ამ მომენტში ოსლო „სამხედროების ნორვეგიაში შენარჩუნებას ამჯობინებს“. რუსული ენერგომატარებლების მიწოდების შეწყვეტის შემდეგ, ნორვეგია ევროპაში, ბუნებრივი გაზის უმსხვილესი ექსპორტიორი გახდა.   

მოლდოვამ რუსი დიპლომატი გააძევა

მოლდოვამ რუსი დიპლომატი გააძევა, რომლის ვინაობაც და სხვა დეტალები ამ დრომდე არ გასაჯაროვდა. უკრაინის მიერ მოგერიებული რუსული რაკეტა მოლდოვაში ჩამოვარდა რუსეთის სახელმწიფო უწყებები წერენ, რომ ეს არის პასუხი დღეს დილით მომხდარ ინციდენტზე. ერთ-ერთი რაკეტის ნამსხვრევები, რომლითაც რუსეთი უკრაინის ენერგოსისტემას დაესხა თავს, მოლდოვას ტერიტორიაზე, სოფელ ნასლავჩასთან ჩამოვარდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, TASS-ის ცნობით, პირობა დადო, რომ დიპლომატის გაძევებას გამოეხმაურება.  შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს უკრაინაზე თავდასხმის დროს მოლდოვას ტერიტორიაზე სამი რუსული რაკეტა გადმოფრინდა. შემდეგ, მოლდოვაში რუსეთის ელჩი, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.  

საფრანგეთი, უკრაინული მარცვლეულის სახმელეთო გზით ექსპორტს განიხილავს

საფრანგეთის მთავრობა, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად, უკრაინიდან, მარცვლეულის სახმელეთო დერეფნების გავლით ექსპორტის დაშვებაზე მუშაობს. ამის შესახებ საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცახდა. უკრაინა, თურქეთი და გაერო, მარცვლეულის დერეფანში გემების გადადგილებაზე, რუსეთის გარეშე შეთანხმდნენ „ჩვენ ხშირად განვიხილავთ ამას ევროპულ დონეზე - ჩვენ ვცდილობთ განვსაზღვროთ შესაძლებელია თუ არა ისეთ სიტუაციაში, როცა საზღვაო ტრანსპორტირება შეუძლებელია,ექსპორტის სახმელეთო ტრანსპორტით განხორციელება“, - თქვა მარკ ფესნომ რადიო-ინტერვიუში. „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ რუსეთის გასვლის შემდეგ, მსოფლიოში ხორბალი გაძვირდა - მედია მისივე თქმით, ასეთი მარშრუტები შესაძლოა, რუმინეთის ან პოლონეთის გავლით განვითარდეს.  „ჩვენ გავაგრძელებთ სისტემის შემუშავებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს არ ვიყოთ ვლადიმერ პუტინის ხელში“, - დასძინა მინისტრმა. მისი თქმით, მან ეს საკითხი უკვე განიხილა ევროპის სხვა ქვეყნებთან, კერძოდ გერმანიასთან. იმავდროულად, გერმანიის მთავრობამ მოუწოდა მოსკოვს დაუბრუნდეს მარცვლეულის შეთანხმებას. მთავრობის სპიკერის შტეფენ ჰებესტრეიტის თქმით, მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება ძალიან წარმატებული იყო. თავის მხრივ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის უპირველესად საზღვაო ექსპორტის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. „ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, - თქვა ანდრეა სასემ. 29 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი „ხორბლის შეთანხმებას“ ტოვებს და ამის მიზეზად, სევასტოპოლში მომხდარ აფეთქებას ასახელებს. რუსეთი მას ტერაქტს უწოდებს და აცხადებს, რომ თავდასხმა კიევმა „ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით“ მოაწყო. უკრაინას აფეთქებაში მონაწილეობა არ დაუდასტურებია. შეგახსენებთ, 22 ივლისს, სტამბოლში, გაეროსა და თურქეთის მონაწილეობით, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე შეთანხმება გაფორმდა.   

უკრაინა, რუსი სამხედროების მიერ, მშვიდობიანი მოსახლეობის გაუპატიურების 100-ზე მეტ შემთხვევას იძიებს - იგორ კოსტინი

უკრაინა, რუსი სამხედროების მიერ, მშვიდობიანი მოსახლეობის გაუპატიურების 100-ზე მეტ შემთხვევას იძიებს. ამის შესახებ ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა იგორ კოსტინმა Interfax-Ukraine-თან ინტერვიუში განაცხადა. უკრაინის პროკურატურა: რუსეთის აგრესიას, სულ მცირე 8000 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა „ახლა ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის 100-ზე მეტი შემთხვევის შესახებ, მაგრამ ეს მხოლოდ ის შემთხვევებია, სადაც გვაქვს დაზარალებულთა ჩვენებები“, - განაცხადა უკრაინის გენერალური პროკურორი.  უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ გამოძიება ისე მიმდინარეობს, რომ დაზარალებულებმა განმეორებითი ფსიქოლოგიური ტრავმა არ მიიღონ. მისი თქმით, არსებობს ასეთი გამოძიების მთელი სტრატეგია, რომელიც შემუშავებულია გაეროსთან ერთად და, პირველ რიგში, მსხვერპლის ინტერესებზეა მიმარრთული. კოსტინმა დასძინა, რომ დეპარტამენტი ასევე დაზარალებულებს მატერიალურად ეხმარებათ. „ანუ ეს არის სრულფასოვანი დახმარება და მეურვეობა და არა მხოლოდ მტკიცებულებების მოპოვება“, – განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ზაჰესში ტრაილერი ქვეითს დაეჯახა

ზაჰესში, ქალს ტრაილერი დაეჯახა. დაშავებული ფეხით გადაადგილდებოდა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, მას ფეხის მოტეხილობა აქვს. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.