ძებნის რეზულტატი:

რუსების ხერსონიდან გაყვანა, არც ისე ადვილია - რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსების ხერსონიდან გაყვანა არც ისე ადვილია. მისი თქმით, რუსეთს ხერსონის ოლქში 40 000 ჯარისკაცი ჰყავს. "არც ისე ადვილია ხერსონიდან ამ ჯარების ერთ ან ორ დღეში გაყვანა. ამას მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდება", - განაცხადა რეზნიკოვმა. რუსული მედიის ცნობით, შოიგუმ, ოკუპირებული ხერსონიდან ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთმა შესაძლოა, ხერსონი უბრძოლველად არ დატოვოს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი რუსეთის გადაწყვეტილებას ხაფანგად არ მიიჩნევენ უკრაინის სამხედრო ძალებისთვის. 9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ, ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.  

აშშ რუსეთს საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნად აღარ აღიარებს

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ, რუსეთის ფედერაციას გაუუქმა საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსი, რომელიც ორი ათეული წლის წინ 2002 წელს მიანიჭა. ამის შესახებ აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. „დღეს აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ანტიდემპინგურ გამოძიებებში რუსეთს აღარ განიხილავს, როგორც საბაზრო ეკონომიკის ქვეყანას. სახელმწიფოს ფართო ჩარევამ“ რუსეთის ეკონომიკაში გამოიწვია ფასებისა და ხარჯების დამახინჯება, რაც ზუსტად არ ასახავს რუსული კომპანიების იმპორტის ფასს შეერთებულ შტატებში“, - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთისთვის საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსის ჩამორთმევის შემდეგ, აშშ-ს შეუძლია გამოიყენოს ანტიდემპინგური კანონმდებლობა და რუს ექსპორტიორებს დააკისროს შესაბამისი ბაჟის გადახდა.  

უკრაინული მედია: რუსმა ოკუპანტებმა, მიკოლაევი დაბომბეს

რუსეთის ძალებმა მიკოლაევი დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. "რაკეტა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა, დაღუპულია ორი ადამიანი, კიდევ ორი დაშავებულია", - განაცხადა მიკოლაევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმიმ.   ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსეთი ეკონომიკურ მაჩვენებლებს მალავს

რუსეთის ხელისუფლება ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის ოფიციალური სტატისტიკის გასაიდუმლოებას განაგრძობს.  საბაჟო და საბანკო სტატისტიკის, ოქროსა და სავალუტო რეზერვების, ფედერალური ბიუჯეტისა და ნავთობის წარმოების შესახებ მონაცემების გასაიდუმლოების შემდეგ, კრემლმა ელექტროენერგიის მოხმარების მონაცემებზე გრიფი „საიდუმლო“ დააწესა. ელექტროენერგიის მოხმარების მონაცემები არის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რომელიც მთელ ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას ასახავს. 2022 წლის ოქტომბერში, რუსეთის ფედერაციაში ელექტროენერგიის მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა.  ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მოხმარება ყოველ მეორე რეგიონში დაეცა: ცენტრის ენერგოსისტემაში მაჩვენებელი შემცირდა დაახლოებით 3%-ით, სამხრეთის ენერგოსისტემაში - 2,7%-ით, შუა ვოლგაში - 2%-ით, ჩრდილო-დასავლეთში - 1,7%-ით. ხოლო ურალის ენერგეტიკულ სისტემაში - 0,4%-ით. აღმოსავლეთისა და ციმბირის ენერგოსისტემებში მოხმარება გაიზარდა 2,9%-ით.   

რუსეთის 11 აეროპორტში ფრენებზე შეზღუდვა, 43-ჯერ გახანგრძლივდა

რუსეთის 11 აეროპორტში ფრენების დროებითი შეზღუდვის რეჟიმი 2022 წლის 21 ნოემბრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო იტყობინება. „რუსეთის 11 აეროპორტში ფრენების დროებითი შეზღუდვის რეჟიმი 2022 წლის 21 ნოემბრამდე, მოსკოვის დროით 03:45 საათამდე გაგრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში. დროებით შეზღუდულია ფრენები ანაპის, ბელგოროდის, ბრაიანსკის, ვორონეჟის, გელენჯიკის, კრასნოდარის, კურსკის, ლიპეცკის, დონის როსტოვის, სიმფეროპოლისა და ელისტას აეროპორტებში. რუსულ ავიაკომპანიებს ურჩევენ, უზრუნველყონ მგზავრების გადაყვანა ალტერნატიულ მარშრუტებზე სოჭის, ვოლგოგრადის, მინერალნიე ვოდის, სტავროპოლისა და მოსკოვის აეროპორტების გამოყენებით. რუსეთის ფედერაციის დანარჩენი აეროპორტები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. რუსეთის ფედერაციის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო, 11 აეროპორტში ფრენების შეზღუდვის მიზეზს არ ასახელებს.  შეგახსენებთ, რომ რუსეთის 11 აეროპორში ფრენების შეიზღუდვა 43-ჯერ გახანგრძლივდა. პირველად ეს რეჟიმი 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის ფართო მასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ამოქმედდა.   

უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურად აგრძელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათვე ცნობით, მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე დაკავებულ იქნა მოქალაქე, რომლის სატრანსპორტო საშუალებიდან ამოღებულ იქნა ჯამში 65 780 ლარის ღირებულების 14 950 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. „ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან, მათი საცხოვრებელი სახლებიდან და სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 25 380 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 120 000 ლარს აღემატება. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით. ამავე დროს, საგამოძიებო სამსახურის მიერ, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში, საქართველოს მასშტაბით გამოვლენილია მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 34 ფაქტი, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 37 პირი, რომელთაგანაც 9 დაკავებულია”,- აღნიშნულია ინფორმაციაში  

მხოლოდ ერთი ადამიანი, პუტინი არ დაიღალა ომით - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი, პუტინი არ დაიღალა ომით. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. "სანამ რაიმე სახის დაღლილობას იგრძნობთ, ყველამ უნდა გაიგოს, რომ მხოლოდ კრემლი და მხოლოდ ერთი ადამიანი - რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელი - არ დაიღალა ომით. პუტინი შეიძლება დაიღალა ზოგადად ცხოვრებით მისი ასაკის გამო, მაგრამ ის ნამდვილად არ დაღლილა ომით", - განაცხადა ზელენსკიმ.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, გლობალური დონის წარმატებული ენერგოპროექტია

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, გლობალურ დონეზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული პროექტია.  ყაზახეთი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტს იწყებს ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, 11 ნოემბერს სამარყანდში, თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის IX სამიტზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ UTC განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ერთობლივი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას: „სასარგებლო იქნება თურქეთის საინვესტიციო ფონდის სწრაფად დაარსება. მე მჯერა, რომ ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას.” თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება UTC ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში. 1768 კმ სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის BTC მილსადენი ექსპლუატაციაშია 2006 წლის ივნისიდან. ამჟამად, BTC მილსადენს აზერბაიჯანიდან გადააქვს ნავთობი აზერი-ჩირაგ-გუნაშლიდან (ACG) და კონდენსატი შაჰ-დენიზიდან. გარდა ამისა, მილსადენი ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენს თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან. ასევე წაიკითხეთ: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე  

თეა წულუკიანი: ამდენ ხანს, "ნაციონალურ მოძრაობაში" ლიდერი ვერ გამოიკვეთა, რადგან პარტიამ საკუთარი თავი ამოწურა

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის პირასაა, რაც მოსალოდნელიც იყო. „არის აბსოლუტური მორღვეულობა, ჩამოშლილობა, დაპირისპირება და რღვევა, რაც მოსალოდნელი იყო, რადგან ამდენ ხანს ლიდერი ვერ გამოიკვეთა და რეალურად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი თავი ამოწურა და შეჭამა. ამის შედეგებს იმკიან ისინი დღეს“, - განაცხადა წულუკიანმა. წულუკიანის თქმით, ამდენ ხანს ლიდერი ვერ გამოიკვეთა, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი თავი ამოწურა.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებას, მიკოლაევზე იერიშით ცინიკურად უპასუხა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მიკოლაევზე სარაკეტო თავდასხმის შედეგების ვიდეო Facebook-ზე გაასაჯაროვა.  „რუსეთმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებას, მიკოლაევზე სარაკეტო იერიშით ცინიკურად უპასუხა“, -წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.  „თავდასხმა ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელდა. შენობა სრულადაა დანგრეული მე-5-დან 1-ელ სართულამდე. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაჭრილები. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება", - განაცხადა ზელენსკიმ.  როგორც Ukrinform იტყობინება, მიკოლაევის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, 11 ნოემბერს ნიკოლაივზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.  

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, დანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, დანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი (ტანკერი) „STEN NEPTUN" დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს. "გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქმის წარმოება, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე 1-ლი პრიმა მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „თ" ქვეპუნქტით დაიწყეს. გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 50 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

რუსული მედია: ბელორუსმა შესაძლოა, ოკუპირებულ აფხაზეთში „საელჩო“ გახსნას

თუ ბელორუსსა და რომელიმე ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა წელიწადში $50 მილიონს აჭარბებს, მაშინ იქ „საელჩო“ იხსნება. რუსულ მედიასთან ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს სიტყვებს ციტირებს. მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა „ბელორუსი ახორციელებს დიდ პროექტს ოჩამჩირის რეგიონში, რომელის ღირებულებაც $50 მილიონზე მეტია“, - განაცხადა ბჟანიამ.  მისივე თქმით, ლუკაშენკო მზადაა უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდების მხარდაჭერა, მათ შორის ლიზინგის სახით. ალექსანდრ ლუკაშენკო ასლან ბჟანიას: რუსეთი მზადაა, მხარში ამოგიდგეთ. მეგობრებთან ურთიერთობები უნდა გავამყაროთ ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთთან დაახლოების ვექტორი ურყევია. „აფხაზეთი რჩება მნიშვნელოვან მოთამაშედ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში, ჩვენ ბუნებრივი მოკავშირეები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოკავშირე აფხაზურ-რუსული ურთიერთობები კიდევ უფრო შევავსოთ ორი ქვეყნის ხალხებისთვის სასარგებლო შინაარსით“, - განაცხადა ბჟანიამ.  

მარეგულირებელი კომისია დეკემბრის თვეში ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს დაადგენს - ნარმანია

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას განცხადებით, მარეგულირებელი კომისია დეკემბრის თვეში, ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს დაადგენს, რადგან არსებულს სწორედ დეკემბერში გასდის ვადა, თუმცა ზრდა მოსალოდნელი არ არის. ამის შესახებ ნარმანიამ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მარეგულირებელი კომისია აწარმოებს შესაბამის სტატისტიკას და მინდა გითხრათ, რომ ელექტროენერგიის სექტორში ზაფხულის სეზონთან შედარებით, ზამთრის სეზონში 15-16%-ით მეტია, როგორც წესი, ელექტროენერგიის მოხმარება, ხოლო რაც შეეხება ბუნებრივი აირის მოხმარებას, 5-ჯერ უფრო მეტია ზამთრის პერიოდში. ეს განპირობებულია იმით, რომ ზამთრის სეზონზე ადრე ღამდება, მთელი რიგი დენმიმღებებისა და გაზის გამათბობლების ჩართვა უფრო ადრე ხდება საჭირო, შესაბამისად, მოხმარება უფრო იმატებს, შესაბამისად, დარიცხვის მოცულობა და გადასახდელი თანხის მოცულობაც მოიმატებს. დეკემბერში მარეგულირებელი კომისია დაადგენს ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს, ვინაიდან მოქმედ ტარიფებს დეკემბრის ბოლოს ეწურება ვადა, თუმცა არსებული კურსის პირობებში, ჩვენ ზრდას ამ ნაწილში არ ველოდებით“, - განაცხადა ნარმანიამ.  

Unian: ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა აღმართეს

„პარასკევს, 11 ნოემბერს, რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა გამოჩნდა. ახლოვდება ქალაქის განთავისუფლება“, - წერს Unian-ი. რუსული მედიის ცნობით, შოიგუმ, ოკუპირებული ხერსონიდან ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთმა შესაძლოა, ხერსონი უბრძოლველად არ დატოვოს ადგილობრივი ჟურნალისტის კონსტანტინე რიჟენკოს თქმით, უკრაინის დროშა „წინააღმდეგობის მოძრაობის“ აქტივისტებმა აღმართეს. „წინააღმდეგობის მოძრაობა“ ამბობს გამარჯობა. დიდება უკრაინას. ფოტო ახლა", - წერს რიჟენკო და ფოტოფაქტს აქვეყნებს. Unian-ის ინფორმაციით, ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ უკრაინის დროშა დამონტაჟდა.  

გიორგი ჩალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს

"მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა", - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს. „პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს! დრო არ ითმენს. საჭიროა ეფექტური მოქმედება შედეგით - მიშას თავისუფლება. ფაქტია, დღემდე ეს ვერ მოხერხდა. სასიცოცხლოდ აუცილებელია მოკლე დროში შედეგის დადება - მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება! არ ვაპირებ დროის კარგვას წარსულზე, მას ვერ შევცვლი, მაგრამ შეგვიძლია მომავალი შევქმნათ ერთად! ამისთვის კი თავდადებასთან ერთად უმძიმესი შრომა, უდიდესი პასუხისმგებლობა, თანმიმდევრული, ორგანიზებული და სისტემური მოქმედებაა საჭირო. პარტია არის ის ინსტრუმენტი, რომელიც შეუცვლელია ამ ბრძოლაში. მე მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა და ჩვენს ერთგულ, მებრძოლ, უღალატო ამომრჩეველთან ერთად მივიყვანო ბრძოლა ბოლომდე, რომელიც დასრულდება მიშას გათავისუფლებით. მე მჭირდება ყველა თქვენგანის დახმარება ამ საერთო მიზნის მისაღწევად. ხალხის ძალა, იდეის ერთგულება და სიმამაცე - ეს ყველაფერი ერთად არის გამარჯვების ფორმულა. ამიტომ მე დავაყენებ ჩემს კანდიდატურას არჩევნებში, რომელიც უნდა ჩატარდეს ჩვენს გაუტეხელ ამომრჩევლებს შორის აქ და ემიგრაციაში, იმ წესებით და პირობებით, რომელიც ხალხის ნებას უტყუარად ასახავს. მჯერა ამას უზრუნველყოფს პარტიის პოლიტსაბჭო. დრო არ ითმენს. საჭიროა კოორდინირებული მოქმედება დაუყოვნებლივ როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ. მიშა უნდა გათავისუფლდეს! ჩემთვის ეს არის პროექტი - თავისუფლება მიშას! მჯერა ამ საქმეში ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“,- წერს ჩალაძე სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი შიდაპარტიული არჩევნების ჩატარებას ითხოვს.  

ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებეს“ უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოს მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ​ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებეს“ უპილოტო საფრენი აპარატების საწარმოს მშენებლობა დაათვალიერა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამახური ავრცელებს. ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ საწარმო უახლოეს მომავალში ქართული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატების გამოშვებას შეძლებს. ქართულ-პოლონური კომპანია „დელტა-ვებე“ შპს „დელტა ინტერნეშენალისა“ და პოლონურ კომპანია „ვებე ელექტრონიქსს“ შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნულ საწარმოში უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების თემაზე ქართველი და პოლონელი პროფესიონალები ერთად იმუშავებენ. სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით, შპს „დელტა-ვებესა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულებაც, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგ-ცენტრის გახსნას ითვალისწინებს. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის ძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ. სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტაში“ ჯუანშერ ბურჭულაძეს ცენტრის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა იოსებ ლოლაძემ სამხედრო მრეწველობის სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებიც გააცნო. „დელტაში“ თავდაცვის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილეები – დავით ჭიჭინაძე და გიორგი ხაინდრავა, ასევე სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ.  

თურქეთი და ალჟირი, ნავთობისა და გაზის საბადოების მოძიების მიზნით, ერთობლივ კომპანიას ქმნიან

თურქეთი და ალჟირი ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ერთობლივ კომპანიას ქმნიან. კომპანია გაზისა და ნავთობის საბადოებს, ძირითადად ალჟირში მოიძიებს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა Anadolu Agency-ს განუცხადა.  მინისტრის თქმით, ერთობლივ საწარმოს ალჟირის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანია Sonatrach და თურქული ნავთობკომპანია Turkish Petroleum (TP) შექმნიან. თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელის თქმით, ასევე მიღწეულია შეთანხმება თურქეთსა და ალჟირში, სახელმწიფო და კერძო ინსტიტუტების ერთობლივი მუშაობის წახალისებისა და მხარდაჭერის ზომებზე.   

პრემიერ-მინისტრი ირანის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრმა ირანის ახლად დანიშნულ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შესაბამის ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მისივე თანახმად, მაჰმუდ ადიბისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „შეხვედრისას ითქვა, რომ 2022 წელს საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება, რაც საიუბილეო თარიღია“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.  

პესკოვი: პუტინი G20-ის სამიტს არც ონლაინ რეჟიმში დაესწრება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს, მათ შორის არც ონლაინ რეჟიმში. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, G20-ის სამიტს პუტინი გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ დაესწრება.  შეგახსენებთ, რომ G20-ის სამიტი ინდონეზიაში, ბალიზე 15-16 ნოემბერს გაიმართება. მანამდე ცნობილი იყო, რომ პუტინს G20-ის სამიტზე, საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარადგენდა.  

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. "ომის დაწყების დღიდან, რუსმა ოკუპანტებმა დაკარდგეს: ჯარისკაცი - დაახლოებით 79 400; ტანკი - 2 814; ჯავშანტექნიკა - ​5 696; საარტილერიო სისტემა - 1 817; სარაკეტო სისტემა - 393; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 205; თვითმფრინავები - 278", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.