ძებნის რეზულტატი:

რუსეთს მოლაპარაკებები ყოველ ჯერზე ახსენდება, როცა მისი ჯარები მარცხდებიან - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბოლო განცხადებას, მორიგ „კვამლის საბურველსა“ და „გადაჯგუფების იმიტაციას“  უწოდებს. რუსული მედიის ცნობით, შოიგუმ, ოკუპირებული ხერსონიდან ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ Facebook-ზე დაწერა. „რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, „კვამლის მორიგი საბურველია“. რუსეთის ოფიციალურს პირებს მოლაპარაკებები მაშინ ახსენდებათ, როდესაც რუსული ჯარები ბრძოლის ველზე მარცხდებიან. მოსკოვი არ არის დაინტერესებული უკრაინაში მშვიდობის აღდგენით“, - განაცხადა ნიკოლენკომ. ხერსონიდან გასვლის შემდეგ, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკების მზადყოფნის შესახებ აცხადებს მისივე თქმით, „დიალოგისთვის მზადყოფნის იმიტირებით, რუსეთი ცდილობს მოიგოს დრო ქვედანაყოფების გადაჯგუფებისთვის, ახლად მობილიზებულთა წვრთნების, იარაღის ნაკლებობისა და ლოგისტიკის ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რათა შემდეგ განახლებული ენერგიით მიმართოს აგრესიის ახალ ტალღებს“. „ჩვენ ეს უკვე გავიარეთ 2014-2015 წლებში“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონის რეგიონში, ოთხ სამხედრო ადმინისტრაციას ქმნის 9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ, ოკუპირებული ხერსონიდან ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა.    

იენს სტოლტენბერგი აშშ-ის არჩევნებზე, უკრაინის მხარდაჭერასა და მოკავშირეების მკაფიო გზავნილზე

იენს სტოლტენბერგის შეხვედრები დიდ ბრიტანეთში NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინისადმი მხარდაჭერისთვის შეაქო. სტოლტენბერგი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანს ბენ უოლესთან ერთად, სამხრეთ-აღმოსავლეთით იმყოფებოდა, სადაც უკრაინის ჯარებს ბრიტანეთის, კანადისა და ლიეტუვის ძალები წვრთნიან.  „დღეს დილით ვეწვიე უკრაინელი ჯარისკაცების ერთ-ერთ საწვრთნელ ადგილს. გაერთიანებული სამეფო ამას მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდა და გაწვრთნა 30 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი, რაც შეჭრის შემდეგ გაძლიერდა და ეს გზავნილია, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს უკრაინაში, ეს იქნება დამღუპველი უკრაინელებისთვის, მაგრამ ეს ასევე გაგხვდის უფრო დაუცველებს, რადგან გზავნილი პრეზიდენტ პუტინისადმი, სხვა ავტორიტარული ლიდერებისადმი, იქნება ის რომ, მათ შეუძლიათ, მიაღწიონ თავიანთ მიზნებს სამხედრო ძალის გამოყენებით.  მისივე თქმით, პუტინმა დაუშვა რამდენიმე დიდი შეცდომა უკრაინაში შეჭრისას, მათ შორის სტრატეგიული შეცდომები. „ერთი იყო უკრაინელების, მათი გამბედაობის, ბრძოლისა და საკუთარი ქვეყნის დასაცავად მათი ერთგულების შეუფასებლობა. ჩვენ ვნახეთ, რომ NATO-ს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უპრეცედენტო მხარდაჭერა გაუწიეს უკრაინას და მზად ვართ, ეს მხარდაჭერა გაგრძელდეს, ვიდრე ეს უკრაინას დასჭირდება. NATO-ს მოკავშირეების მკაფიო გზავნილი არის ის, რომ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენ ინტერესშია, რომ მათ გაიმარჯვონ, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ ევროპაში. წინასწარი მონაცემებით, წარმომადგენლობით პალატაში „რესპუბლიკელები“ ლიდერობენ, სენატში კი, ადგილებს „დემოკრატებთან“ თანაბრად იყოფენ და რაც შეეხება არჩევნებს შეერთებულ შტატებში...ჯერ კიდევ მიმდინარეობს დათვლის პროცესი. მაგრამ აბსოლუტურად ნათელია, რომ შეერთებულ შტატებში არის ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინის მხარდაჭერისთვის და ეს არ შეცვლილა შეერთებულ შტატებში ჩატარებული არჩევნებით“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

ლიეტუვამ NATO-ს წვრთნებს უმასპინძლა

NATO-ს ჯარების სწავლება ლიეტუვაში წვრთნებმა სახელწოდებით - Iron Wolf ლიეტუვის არმიის უნარები შეაფასა იმ კუთხით, რომ მან განახორციელოს თავდაცვითი ოპერაციები და კონტრშეტევები მოკავშირეთა ჯარებთან ერთად. წვრთნებში NATO-ს ცხრა წევრიდან, 3500-ზე მეტი ჯარისკაცი მონაწილეობდა. კერძოდ, სწავლებაში ჩაერთვნენ ჯარისკაცები ბელგიიდან, ჩეხეთიდან, გერმანიიდან, ლიეტუვიდან, ლუქსემბურგიდან, ნიდერლანდებიდან, ნორვეგიიდან, გაერთიანებული სამეფოდან და შეერთებული შტატებიდან.

უკრაინული მედია: ხერსონის ოლქში ოკუპანტებისგან კიდევ ორი დასახლება გათავისუფლდა

ხერსონის ოლქის პრავდინსა და კალინივსკეში უკრაინელი სამხედროების მიერ უკრაინის დროშების აღმართვის ვიდეოები გავრცელდა. პრავდინე მდებარეობს რეგიონის დედაქალაქ ხერსონიდან დასავლეთით, 45 კილომეტრში, ხოლო კალინევსკე ქალაქიდან ჩრდილოეთით, 70 კილომეტრში. 9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ, ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ზელენსკი: ხერსონის გათავისუფლება უკრაინის ძალისხმევის შედეგი იქნება და არა რუსეთის „საჩუქარი“

9 ნოემბერს ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა რუსეთის განცხადებაზე, რომ ის ხერსონიდან გადის. განმარტა, რომ „არავინ არ იხევს არსად, თუ არ შეხვდება (მათი მოწინააღმდეგის) ძალას. „მტერი არ გვასაჩუქრებს ან კეთილგანწყობის ჟესტებს არ იჩენს. ჩვენ ამ ყველაფერს ვიღებთ ბრძოლით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.  

ამერიკელი გენერალი რუსეთის დანაკარგებზე, ხერსონსა და დიპლომატიის გზით ომის დასრულების პერსპექტივაზე

9 ნოემბერს, ნიუ-იორკის ეკონომიკურ კლუბში გამოსვლისას, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ 100 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი "მოკლული ან დაჭრილია უკრაინაში, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. სააგენტო წერს, რომ ეს შეფასებები დამოუკიდებლად ვერ დაადასტურა. უკრაინაში დიპლომატიის პერსპექტივების შესახებ კითხვის საპასუხოდ მილიმ აღნიშნა, „პირველი მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე, მოლაპარაკებებზე უარმა ადამიანების ტანჯვა გააღრმავა და მილიონობით მსხვერპლი გამოიწვია, ამიტომ, როცა არსებობს მოლაპარაკების შესაძლებლობა და თუ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია, მომენტი უნდა გამოიყენო“. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბოლოს 21 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში დაღუპულია 5937 სამხედრო მოსამსახურე. მილის თქმით, თავდაპირველი მაჩვენებლები მიუთითებს, რომ რუსეთი ხერსონიდან გასვლას აპირებს. მაგრამ გაფრთხილებით გამოვიდა, რომ მის დასრულებას შეიძლება, დრო დასჭირდეს. „მათ არ დასჭირდებათ ერთი ან ორი დღე, ამას დასჭირდებათ დღეები და შესაძლოა, კვირებიც კი, რათა ეს ძალები მდინარის სამხრეთით გაიყვანონ,” - თქვა მილიმ და დაამატა, რომ რუსეთს სავარაუდოდ, 20,000-დან 30,000-მდე ჯარისკაცი ჰყავდა მდინარე დნიპროს ჩრდილოეთით. მილის თქმით, კონფლიქტმა აქამდე 15 მილიონიდან 30 მილიონამდე უკრაინელი ლტოლვილად აქცია და სავარაუდოდ, 40 000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. „თქვენ ხედავთ 100 000-ზე მეტ მოკლულ და დაჭრილ რუს ჯარისკაცს. იგივეა, ალბათ, უკრაინის მხარეს“, - აღნიშნა მილიმ.

ჯო ბაიდენი: რუსეთის მიერ ხერსონის დატოვება აჩვენებს, რომ რუს სამხედროებს რეალური პრობლემები აქვთ

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეფასებით, ქალაქ ხერსონიდან და მიმდებარე ტერიტორიის დატოვებაზე მოსკოვის ბრძანება აჩვენებს, რომ რუს სამხედროებს „რეალური პრობლემები“ აქვთ. ჯო ბაიდენის თქმით, საინტერესოა, რომ აშშ-ის არჩევნების დასრულებას დაელოდნენ ამ გადაწყვეტილების მისაღებად. „ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიცოდით, რომ ამას გააკეთებდნენ. ეს იმის მტკიცებულებაა, რომ რუს სამხედროებს, რეალური პრობლემები აქვთ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა. მისი თქმით, ეს ორივე მხარეს საშუალებას მისცემს, გადახედონ თავის პოზიციებს ზამთრის განმავლობაში, მაგრამ ჯერ კიდევ გასარკვევია, მზად არის თუ არა უკრაინა რუსეთთან კომპრომისისთვის. როდესაც ბაიდენს სთხოვეს განემარტა, რას გულისხმობდა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობდა კომპრომისებს ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებით.   მან ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებების დაწყება უკრაინელებზეა დამოკიდებული.   „არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

Bloomberg: პუტინი არ დაესწრება G-20-ის სამიტს, რათა თავიდან აიცილოს პოტენციური დაპირისპირება მსოფლიო ლიდერებთან

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დაესწრება დიდი ოცეულის მომდევნო სამიტს ინდონეზიაში, რადგან კრემლის მიზანია, დაიცვას ის შესაძლო მაღალი დონის დაძაბულობისგან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იტყობინება Bloomberg თავის წყაროებზე დაყრდნობით. ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტში მონაწილეობას მიიღებს სააგენტო წერს, რომ ეს გადაწყვეტილება პუტინს საშუალებას მისცემს, თავიდან აიცილოს პოტენციური კონფლიქტები აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, რომელიც მანამდე მას „ომის დამნაშავეს“ უწოდებდა. ასევე, თავი აარიდოს დაპირისპირებას ზოგიერთ ევროპელ ლიდერთან. პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა 10 ნოემბერს, სააგენტო „ტასს“ განუცხადა, რომ რუსეთს სამიტზე წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. ცნობისთვის, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე G20-ის სამიტი 15-16 ნოემბერს გაიმართება. ინდონეზიის პრეზიდენტი: პუტინს შეუძლია, G20-ის სამიტს ვირტუალურად დაესწროს G20 არის სტრატეგიული მრავალმხრივი პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს მთავარ განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკებს კავშირებს. „დიდ ოცეულს“ მომავალი გლობალური ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სტრატეგიული როლი აქვს. ერთად, G20-ის წევრები წარმოადგენენ მსოფლიო მშპ-ს 80 პროცენტზე მეტს, საერთაშორისო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიო მოსახლეობის 60 პროცენტს. G20-ის წევრები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მუდმივ სტუმრად მიწვეულია ესპანეთიც.

როგორია აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგები ამ დროისთვის

„რესპუბლიკელები“ იკავებენ 6 ადგილს წარმომადგენელთა პალატაში, რომელიც მანამდე „დემოკრატებს“ ეკავათ. წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ 207 ადგილი, „დემოკრატებმა“ კი, 184 მანდატის მოპოვება შეძლეს. ხმების დათვლის პროცესი ისევ მიმდინარეობს. CNN წერს, რომ 35-ადგილიან წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოსაპოვებლად პარტიას 218 მანდატი სჭირდება. რაც შეეხება სენატს, აქ „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ ისევ თანაბარი, 48-48 ადგილი აქვთ.  

საფრანგეთი უკრაინას თვითმავალ ჰაუბიცებს გადასცემს

საფრანგეთის ხელისუფლება აპირებს, უკრაინას, უახლოეს კვირებში, კიდევ ექვსი თვითმავალი ჰაუბიცა Caesar-ი გადასცეს. ბრიტანეთმა უკრაინას, კიდევ 1000 საზენიტო რაკეტა გადასცა „მათ უახლოეს კვირებში მივაწვდით. უკრაინას უკვე მივაწოდეთ წინა თაობის საარტილერიო დანადგარი - TRF1 ტიპის ჰაუბიცები, - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ნიდერლანდები უკრაინელ სამხედროებს გაწვრთნის

ნიდერლანდები ევროპის სამხედრო დახმარების მისიის ფარგლებში გეგმავს 50-100 ინსტრუქტორის გაგზავნას უკრაინელი სამხედროების მოსამზადებლად, იუწყება RTL Nieuws ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრ კაჯსა ოლლონგრენზე დაყრდნობით. პერსონალი უკრაინელ ჯარისკაცებს მოამზადებს ტაქტიკურ მედიცინაში, ასაფეთქებელი მოწყობილობების განადგურებასა და სხვა ტექნიკურ საკითხებში. როგორც ცნობილია, ნიდერლანდების გარდა, უკრაინელ ჯარისკაცებს კიევის სხვა პარტიორებიც წვრთნიან, მათ შორის დიდი ბრიტანეთი.  

პუტინი სომხეთში ვიზიტით ჩადის

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს და განიხილეს 23 ნოემბერს ერევანში, CSTO-ს მოახლოებული სამიტი. ასევე, 22 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტის სომხეთში ვიზიტის დღის წესრიგი. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, 31 ოქტომბერს სოჭში გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ რიგ მოვლენებზე, ასევე ჰუმანიტარულ საკითხებზე მიღწეული შეთანხმებების შესრულებაზე, მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს.  

ვმოძრაობთ ძალიან ფრთხილად, მთელი ჩვენი მიწის გათავისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე - ზელენსკი

ვმოძრაობთ ძალიან ფრთხილად, ემოციების გარეშე, ზედმეტი რისკის გარეშე. მთელი ჩვენი მიწის გათავისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკი: ხერსონის გათავისუფლება უკრაინის ძალისხმევის შედეგი იქნება და არა რუსეთის „საჩუქარი“ „ვმოძრაობთ ძალიან ფრთხილად, ემოციების გარეშე, ზედმეტი რისკის გარეშე. მთელი ჩვენი მიწის გათავისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე და რომ დანაკარგები, რაც შეიძლება მცირე იყოს. ასე უზრუნველვყოფთ ხერსონის, კახოვკის, დონეცკის და ჩვენი სხვა ქალაქების გათავისუფლებას”, - აღნიშნა ზელენსკიმ. 9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ, ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ISW: ხერსონისთვის ბრძოლა არ დასრულებულა

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირის დატოვების შესახებ რუსეთის გადაწყვეტილების შემდეგ აცხადებს, რომ ხერსონისთვის ბრძოლა არ დასრულებულა. მისივე თანახმად, რუსეთი ახალ ფაზაზე გადავიდა, რათა უკრაინის არმია შეაყოვნოს, ვიდრე კონტრშეტევა სრულად შეაჩეროს. რუსული მედიის ცნობით, შოიგუმ, ოკუპირებული ხერსონიდან ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთმა შესაძლოა, ხერსონი უბრძოლველად არ დატოვოს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი რუსეთის გადაწყვეტილებას ხაფანგად არ მიიჩნევს უკრაინის სამხედრო ძალებისთვის. 9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ, ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

პოლონეთი და სლოვაკეთი თავდაცვის ხარჯებს ზრდიან

პოლონეთი მნიშვნელოვნად გაზრდის თავდაცვის ხარჯებს მშპ-ს 3 პროცენტამდე, სლოვაკეთი ასევე დიდ ინვესტიციებს ახორციელებს შეიარაღებულ ძალებში, ამის შესახებ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა განაცხადეს. მანამდე, პოლონეთისა და სლოვაკეთის ლიდერები მატეუშ მორავეცკი და ედუარდ ჰეგერი მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების ადგილს ეწვივენ პოლონეთში და განაცხადეს, რომ მათი ქვეყნები ზრდიან შეკავების შესაძლებლობებს და სამხედრო თანამშრომლობას მეზობელ უკრაინაში ომის ფონზე. მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთის მთავრობა მომავალ წელს დახარჯავს 21,4 მილიარდი აშშ დოლარს, ან შესაძლოა, 27,8 მილიარდს თავისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებისთვის. მისი თქმით, ეს იქნება პოლონეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 3-დან 4 პროცენტამდე, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თავდაცვის ბიუჯეტია NATO-ს 30 წევრს შორის. ამჟამად, პოლონეთი თავის შეიარაღებულ ძალებზე მშპ-ს 2 პროცენტზე მეტს ხარჯავს. საუკეთესო სტრატეგია არის მტრის შეკავება საკუთარი ჯარის ძალით და სხვებთან თანამშრომლობით, აღნიშნა მორავეცკიმ. ჰეგერმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთის მთავრობა ინტენსიურად ახდენს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას და აღნიშნა, რომ უკრაინის ომმა აჩვენა რეგიონული თავდაცვის თანამშრომლობის აუცილებლობა. წვრთნები PUMA-22 სამხრეთ-აღმოსავლეთ პოლონეთში, სასწავლო ზონაში, უკრაინის საზღვრიდან, დაახლოებით 150 კილომეტრში გაიმართა. ჰეგერის თქმით, მათ სურთ მშვიდობის დამყარება და იმის ჩვენება, რომ მათ აქვთ საკმარისი ძალა მშვიდობის დასაცავად.  

თბილისში სპეცოპერაცია მიმდინარეობდა

გვიან ღამით თბილისში, დიდუბეში, გორის ქუჩაზე, სპეცოპერაცია მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ორი კაცი დააკავეს. ადგილობრივების თქმით, სახლი სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, გაქირავებული იყო და მცხოვრებლებს ვინაობა მეზობლებისთვის უცნობია. ამ ეტაპზე შსს-ს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.  

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული 4 მოქალაქე უკანონო პატიმრობაში რჩება

ერგნეთში რიგით 109-ე შეხვედრა იწყება, სამწლიანი პაუზის შემდეგ შესაძლოა, დღეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ, განცხადებები გააკეთონ.  როგორც ცნობილია, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლელებში მიმდინარე ბორდერიზაციასა და გახშირებულ გატაცებებზე იმსჯელებენ.   წინა შეხვედრიდან დღემდე უკანონო ბორდერიზაციის 9 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო ოკუპანტებმა საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს. „ცხინვალში რჩება საქართველოს 4 მოქალაქე, მათი გათავისუფლების საკითხი იქნება შეხვედრის მთავარი თემა", - განაცხადა ჟურნალისტებთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ. წინა შეხვედრა ერგნეთში, 23 სექტემბერს გაიმართა. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამოქმედდა.  

პოლონეთმა ვიშეგრადის ქვეყნების მონაწილეობით, მიმდინარე წელს ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს უმასპინძლა

პოლონეთი სამხედრო წვრთნებს - Puma-22 უმასპინძლა. წვრთნებში 2000-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა და მასში 300-მდე ტექნიკა იყო ჩართული. პოლონეთში, ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო სწავლება ფოკუსირებული იყო პოლონეთის სახმელეთო ჯარების ჯავშანტექნიკაზე და მექანიზებულ დანაყოფებზე, მაგრამ ასევე ჩართულნი იყვნენ მსროლელები, მესაზღვრეები, ქიმიკოსები და სკაუტები. პოლონეთი და სლოვაკეთი თავდაცვის ხარჯებს ზრდიან სწავლების მიზანს მონაწილე ძალების თავსებადობის გაუმჯობესება, ასევე მოკავშირეებთან თანამშრომლობით ტაქტიკური ოპერაციების დაგეგმვა, ორგანიზება და მისი ჩატარების უნარის შემოწმება წარმოადგენს.

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით, 5 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, „ქურდული სამყაროს" წევრობისა და „ქურდულისამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, 5 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულიგამოძიებით დადგინდა, რომ ორ პირს შორისწარმოქმნილი ფინანსური დავა სიტყვიერ დაფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რისშემდეგაც, ხსენებულმა პირებმა „ქურდულიგარჩევის“ განხორციელების და მატერიალურიუპირატესობის მიღების მიზნით, „ქურდულისამყაროს“ წევრებს მიმართეს. 2022 წლის ივლისსა და აგვისტოში, თბილისში დაზუგდიდის რაიონში, „ქურდული სამყაროს" წევრების მონაწილეობით შედგა „ქურდულიგარჩევა", რა დროსაც საკუთარი კრიმინალურიგავლენის, ძალაუფლების დამკვიდრების დაგავრცელების მიზნით, „ქურდული სამყაროს" წევრებმა დაპირისპირებულ მხარეებს შორისგანიხილეს დავა, რის შემდეგაც ერთ-ერთ მოდავეპირს მეორე პირისთვის „ქურდული გარჩევით“ დაკისრებული თანხა გადაახდევინეს. სამართალდამცველებმა ხუთივე პირიმოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და სამეგრელოში დააკავეს. სამ პირს ბრალდება წარედგინა სსკ-ის 223-ე პრიმამუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროსწევრობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთასითვალისწინებს, ხოლო ორ პირს ბრალდება სსკ-ის2234-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდულისამყაროს წევრისთვის მიმართვა) წარედგინა, რაცსასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდეთავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზეხუთივე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებისსახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებაგრძელდება.  

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, რუსეთის ძალებმა ოკუპირებული ხერსონიდან უკან დახევისას, სავარაუდოდ, ტერიტორიები დანაღმეს

ხერსონის დასავლეთ სანაპიროს დაკარგვა, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის რუსეთს, მიაღწიოს სტრატეგიულ გეგმას. შესაბამისი შეფასება დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონში, მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროდან რუსული ძალების გაყვანის ბრძანება გასცა. „რუსეთის უნარი, შეენარჩუნებინა თავისი ძალები მდინარე დნიპროს დასავლეთ ნაპირზე, ზეწოლის ქვეშ მოექცა რუსეთის მიწოდების მარშრუტებზე უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმების გამო. ISW: ხერსონისთვის ბრძოლა არ დასრულებულაუკან დახევისას, რუსულმა ჯარებმა გაანადგურეს მრავალი ხიდი და სავარაუდოდ, დანაღმეს ტერიტორიები უკრაინული ძალების წინსვლის შეფერხების მიზნით. ხერსონის დასავლეთ სანაპიროს დაკარგვა, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის რუსეთის სტრატეგიულ მისწრაფებას, ოდესისკენ მიმავალ სახმელეთო ხიდამდე მიაღწიოს“, - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების განახლებულ ცნობებში. რუსული მედიის ცნობით, შოიგუმ, ოკუპირებული ხერსონიდან ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთმა შესაძლოა, ხერსონი უბრძოლველად არ დატოვოს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი რუსეთის გადაწყვეტილებას ხაფანგად არ მიიჩნევენ უკრაინის სამხედრო ძალებისთვის. 9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ, ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.