ძებნის რეზულტატი:
ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იან ლიპავსკის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრაზე ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში ხაზს უსვამს ჩეხეთის მიერ საქართველოს პრიორიტეტების მტკიცე მხარდაჭერას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის პროცესში ჩეხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას. „საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ღარიბაშვილმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების დინამიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის მიერ ინიციირებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტს, რომელიც პრაღაში გაიმართა. აღინიშნა, რომ სამიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო დისკუსია წარიმართა, რომლის მონაწილე ლიდერებმაც არსებული გამოწვევების ეფექტიანი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. განსახილველ საკითხებს შორის იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო. ხაზი გაესვა საქართველოს საკვანძო სტრატეგიულ მდებარეობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპის ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მიმართულებით. აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა. შეხვედრას ესწრებოდნენ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარტინ დვორჟაკი, ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთში მარიამ რაქვიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
მიხეილ სააკაშვილი: ხერსონის დაცემა უდიდესი სამხედრო დამარცხებაა რუსეთისთვის
ხერსონის დაცემა არის უდიდესი სამხედრო დამარცხება რუსეთისთვის ავღანეთში წაგების შემდეგ და უდიდესი გამარჯვება უკრაინისა და თავისუფალი სამყაროსთვის, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც მან აღნიშნა, ეს პუტინისთვის უზარმაზარი კატასტროფაა. „ხერსონის დაცემა არის უდიდესი სამხედრო დამარცხება რუსეთისთვის ავღანეთში წაგების შემდეგ და უდიდესი გამარჯვება უკრაინისა და თავისუფალი სამყაროსთვის. რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებაში გადახდილია უძვირფასესი ფასი - ასეულობით ჩვენი დაღუპული მებრძოლის, მათ შორის, ქართველების სიცოცხლე. რუსეთის ყველა პროპაგანდისტს ცხვირ-პირი ჩამოსტირის. ეს არის ასევე პუტინისთვის უზარმაზარი კატასტროფა. ძალიან ვამაყობ ჩვენებით!“,- განაცხადა სააკაშვილმა. რუსული მედიის ცნობით, შოიგუმ, ოკუპირებული ხერსონიდან ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთმა შესაძლოა, ხერსონი უბრძოლველად არ დატოვოს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი რუსეთის გადაწყვეტილებას ხაფანგად არ მიიჩნევენ უკრაინის სამხედრო ძალებისთვის. 9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ, ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.
ყაზახეთი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტს იწყებს
2023 წლის პირველი იანვრიდან ყაზახეთი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტს დაიწყებს. როგორც Trend-ი იუწყება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ალიჰან სმილოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს „გვაქვს შეთანხმება, რომ მომავალი წლის პირველი იანვრიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მეშვეობით 1,5 მილიონი ტონა ნავთობი გადავიტანოთ. მომავალში ტრანზიტის მოცულობა 6-6,5 მლნ ტონამდე გაიზრდება. ყაზახეთის მთავრობამ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის ალტერნატიული მარშრუტი შეიმუშავა, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის რკინიგზის შესაძლებლობების თვალსაზრისით, TCO-მ ახლა შეიძინა და გააორმაგა ვაგონების რაოდენობა და უკვე დაწყებულია საპილოტე გადაზიდვები სარკინიგზო ტრანსპორტით ბათუმისა და უზბეკეთის მიმართულებით“, - განაცხადა სმილოვმა. მისივე თქმით, ყაზახეთის მთავრობამ ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციის სპეციალური საგზაო რუკა შეიმუშავა. „გარდა ამისა, საუბარია ბაქო-სუფსა და ბაქო-ბათუმის მიმართულებებზე, სადაც ყაზახეთს საკუთარი ტერმინალი აქვს. ასევე განიხილება სარკინიგზო მიმართულება ატირაუდან ბათუმისკენ და უზბეკეთისკენ. ყველა ამ მიმართულებით ახლა მიმდინარეობს მუშაობა ამ სფეროებში ნავთობის ექსპორტის პოტენციალის გაფართოებისა და გაზრდის მიზნით“, - განაცხადა სმილოვმა. მისივე თქმით, „მეზობელი ქვეყნებიდან კოლეგები ამ საკითხს გაგებით ეკიდებიან და სრული მხარდაჭერას უცხადებენ, ისინი მზად არიან უზრუნველყონ ყაზახეთს სატრანზიტო შესაძლებლობები და თანამშრომლობისთვისაც მზად არიან“. ყაზახეთი მსოფლიოში მე-11 ადგილზეა ნავთობის მოპოვებით - 1,7 მილიონი ბარელი დღეში. ამ მოცულობის 89% ექსპორტზე გადის, ხოლო უმეტესი ნაწილი - ნოვოროსიისკში მიმავალი მილსადენით. გასულ წელს, ყაზახეთიდან ნავთობის უმსხვილესი მყიდველი იყო იტალია (17,9 მილიონი ტონა), შემდეგ - ნიდერლანდები (8,2 მილიონი ტონა) და საფრანგეთი (4,5 მილიონი ტონა). 1768 კმ სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის BTC მილსადენი ექსპლუატაციაშია 2006 წლის ივნისიდან. ამჟამად, BTC მილსადენს აზერბაიჯანიდან გადააქვს ნავთობი აზერი-ჩირაგ-გუნაშლიდან (ACG) და კონდენსატი შაჰ-დენიზიდან. გარდა ამისა, მილსადენი ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენს თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან. ასევე წაიკითხეთ: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე
იენს სტოლტენბერგი: აშკარაა, რომ რუსეთი მძიმე წნეხის ქვეშაა
აშკარაა, რომ რუსეთი მძიმე წნეხის ქვეშ იმყოფება, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ბაიდენმა, კომპრომისების მისაღწევად უკრაინასა და რუსეთს შორის, მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე მიანიშნა „ჩვენ მხედველობაში მივიღეთ რუსეთის განცხადება ხერსონიდან უკან დახევის შესახებ. უახლოეს დღეებში უნდა ვნახოთ, როგორ განვითარდება ადგილზე სიტუაცია. მაგრამ რაც ცხადია, რუსეთი მძიმე წნეხის ქვეშ იმყოფება და თუ ისინი ხერსონს დატოვებენ, ეს უკრაინის მორიგი გამარჯვება იქნება“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. რუსული მედიის ცნობით, შოიგუმ, ოკუპირებული ხერსონიდან ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთმა შესაძლოა, ხერსონი უბრძოლველად არ დატოვოს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი რუსეთის გადაწყვეტილებას ხაფანგად არ მიიჩნევენ უკრაინის სამხედრო ძალებისთვის. 9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ, ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.
ევროკავშირმა უკრაინასთან და მოლდოვასთან, ტვირთების გადაზიდვის გამარტივებაზე შეთანხმება დაამტკიცა
ევროპარლამენტმა უკრაინასთან და მოლდოვასთან, ტვირთების გადაზიდვის გამარტივებაზე შეთანხმება დაამტკიცა. შეთანხმება დროებით აადვილებს საგზაო-სატვირთო გადაზიდვებს, რაც საშუალებას აძლევს უკრაინულ, მოლდოველ და ევროპელ გადამზიდველებს, ტერიტორიები, შესაბამისი ნებართვების მიღების გარეშე გადაკვეთონ. გარდა ამისა, მიღებული დოკუმენტი უკრაინელ მძღოლებს საშუალებას მისცემს ევროკავშირში, უკრაინული მართვის მოწმობები და პროფესიული კომპეტენციის სერთიფიკატები გამოიყენონ. „უკრაინის საჰაერო სივრცე დაკეტილია სამოქალაქო მოძრაობისთვის და საზღვაო ექსპორტი მკაცრად შეზღუდულია. ამიტომ უკრაინისთვის უნდა მოძებნოს ალტერნატიული საგზაო მარშრუტები მარცვლეულის, საწვავის, საკვებისა და სხვა საქონლის ექსპორტისთვის. მოლდოვაც ანალოგიურად იტანჯება, სჭირდება ალტერნატიული სატრანზიტო მარშრუტები ევროკავშირის გავლით და დახმარება უკრაინული საქონლის ტრანზიტში“, - აღნიშნავენ ევროპარლამენტში. „ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს“, - ნათქვამია ევროპარლამენტის მოხსენებაში.
სალომე ზურაბიშვილმა ოდრი აზულეს სთხოვა, რომ UNESCO-მ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძეგლების მონიტორინგი განახორციელოს
პრეზიდენტი პარიზში დღეს, იუნესკოს სათაო ოფისში, იუნესკოს გენერალურ დირექტორს ოდრი აზულეს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობისა და საქართველოს ბიომრავალფეროვნების საკითხები. პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების მიღმა, მიზანმიმართულად ზიანდება და ხშირ შემთხვევაში, ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობა და არ არსებობს რაიმე საერთაშორისო მექანიზმი, მათ შორის UNESCO-ც, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგს გაუწევს მათ მდგომარეობას, აღწერს დანაკლისს და დარღვევებს. პრეზიდენტმა შეხვედრაზე დააყენა საკითხი, რომ UNESCO-მ რაიმე მექანიზმებით განახორციელოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძეგლების მონიტორინგი. როგორც იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, მსგავსი პრობლემები არის ასევე, რეგიონის სხვა ზონებში და UNESCO ცდილობს შეიმუშაოს ჰააგის კონვენციის ფარგლებში ახალი მექანიზმები, რომელიც საშუალებას მისცემს კონფლიქტის ზონებში თანამგზავრის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, აღრიცხოს და მონიტორინგი გაუწიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობას. ჰააგის კონვენცია დღევანდელ ვითარებაში ძალზედ აქტუალურია და საჭიროებს რევიზიას, იმისათვის, რომ საომარ ვითარებაში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად შემუშავდეს ახალი მექანიზმები. პრეზიდენტმა კვლავ დააყენა საკითხი იუნესკომ განიხილოს თუ როგორ შეიძლება იზრუნოს და განსაკუთრებული ადგილი მიუჩინოს კავკასიურ ენათა ოჯახის ენებს. პრეზიდენტმა იუნესკოს გენერალური დირექტორი საქართველოში ქალთა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისათვის მიიწვია, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით თბილისში უკვე მეორედ ჩატარდება. შეხვედრისას პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი შეთანხმდნენ, რომ საქართველო გააგრძელებს იუნესკოსთან თანამშრომლობას ბიოლოგიური მემკვიდრეობისა და ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების მიმართულებით.
ნიდერლანდები უკრაინისთვის სამხედრო ფონდში, €100 მილიონს გადარიცხავს
ნიდერლანდები უკრაინისთვის სამხედრო ფონდში, €100 მილიონს გადარიცხავს. ამის შესახებ Ukrinform-ი ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს პრესრელიზზე დაყრდნობით იტყობინება. ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ IFU ფონდის სახსრები, ძირითადად მწარმოებლებისგან იარაღის შესყიდვაზე დაიხარჯება. მოსალოდნელია, რომ პირველი IFU სამრეწველო კონტრაქტები ამ წლის ბოლომდე გაფორმდეს. პირველი მიწოდება უკრაინისთვის 2023 წლის პირველ ნახევარშია მოსალოდნელი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, არ აღიარონ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული დოკუმენტები
ევროკავშირის ქვეყნები თანხმდებიან, რომ არ აღიარონ უკრაინასა და საქართველოში გაცემული რუსული დოკუმენტები. შეთანხმებას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობამ და ევროპარლამენტმა მიაღწიეს. ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში. ევროპარლამენტი რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ პასპორტებს არ ცნობს „შეთანხმებული ტექსტი ექვემდებარება დამტკიცებას საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ, სანამ ოფიციალური მიღების პროცედურას გაივლის“, - ნათქვამია განცხადებაში. ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ. ხსენებული გადაწყვეტილება ასევე მოჰყვა რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, რომელიც 2008 წელს, საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობას გულისხმობს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ რეგიონებში გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები უკვე არ არის აღიარებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ. ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს საერთო მიდგომის ჩამოყალიბებას, გარე საზღვრის გამართული ფუნქციონირებისა და საერთო სავიზო პოლიტიკის უზრუნველყოფას, ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების დაცვას.
პოლონეთმა, რამზან კადიროვის თანაშემწეს სანქციები დაუწესა
პოლონეთმა სანქცირებულთა სიაში, „ახმატის ბატალიონის“ მეთაური და ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის თანაშემწე აფტი ალაუდინოვი შეიყვანა. აპტი ალაუდინოვი, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ-მაიორი, ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივანი და კადიროვის ჩეჩნური ბატალიონის ახმატის მეთაურია, რომელიც უკრაინაში იბრძვის. 2020 წლიდან ის გაერთიანებული სამეფოს სანქციების ქვეშ იმყოფება. სანქციები მას ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლასა და იქ საბანკო ანგარიშების გამოყენებას უკრძალავს. აპტი ალაუდინოვი ჯერ არ არის ევროკავშირის სანქციების სიაში.
როგორ აფასებს ეუთო აშშ-ის არჩევნებს
ეუთოს ანგარიშის თანახმად, შეერთებული შტატების შუალედური არჩევნები კონკურენტუნტული იყო, მაგრამ პოლარიზებული. უფრო კონკრეტულად, შეფასებაში წერია, რომ 8 ნოემბრის შუალედური კონგრესის არჩევნები იყო კონკურენტული და პროფესიონალურად მართული, ამომრჩევლის აქტიური მონაწილეობით, მაგრამ ასევე მუქარით საარჩევნო მუშაკების მიმართ და ძალისხმევით, რომელიც მიმართული იყო საარჩევნო პროცესისადმი ამომრჩეველთა ნდობისადმი შესარყევად და მისი მთლიანობის უსაფუძვლოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დასაყენებლად. მისივე თანახმად, კანდიდატებს შეეძლოთ, კამპანია თავისუფლად ეწარმოებინათ, მაგრამ შეჯიბრი იყო ძლიერ პოლარიზებული. ამერიკელმა ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ერთგულება დემოკრატიული არჩევნებისადმი მძიმე კამპანიაში და პროფესიონალურად წარმართულ პროცესში“, - განაცხადა ეუთოს სპეციალურმა კოორდინატორმა, მარგარეტა სედერფელტმა.„სამწუხაროდ, ჩვენ ასევე აღვნიშნეთ, რომ გაყალბების უსაფუძვლო ბრალდებებს კვლავ სერიოზული შედეგი მოჰყვა საარჩევნო მოხელეების შევიწროებისა და მუქარის თვალსაზრისით. გარკვეული სისტემური გამოწვევები, როგორიც არის საარჩევნო უბნების არათანაბრად გაყოფა, რაც პოლიტიკოსებს აძლევს საშუალებას, აირჩიონ თავიანთი ამომრჩევლები და არა პირიქით, ფულის დიდი გავლენა კამპანიაზე, უნდა მოგვარდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხმების რეალური თანასწორობა“, – აღნიშნავს სედერფელტი.
ესტონეთის მთავრობა, საბჭოთა ძეგლების დემონტაჟის კანონს მხარს უჭერს
ესტონეთის მთავრობამ 10 ნოემბერს მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს, რომლის თანახმადაც საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი უნდა მოხდეს. ლატვიის ქალაქ რეზეკნეში, საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლი აიღეს ახლა კანონპროექტი განსახილველად პარლამენტს გადაეცემა. „შესწორებები ქმნის რეგულაციებს საჯარო სივრცეებიდან უვარგისი ნაგებობების, უპირველეს ყოვლისა, საბჭოთა სამხედრო ძეგლების გატანის შესახებ. აქამდე, აკრძალული სიმბოლოებით ძეგლების დემონტაჟისას უნდა ემოქმედა კანონს ზოგადი წესებისა და პენიტენციური ნორმების საფუძველზე. პოლონეთში, წითელი არმიისადმი მიძღვნილი ოთხი ძეგლი ერთდროულად აიღეს შესაბამისი დებულებები განხორციელდება სამშენებლო სექტორის მარეგულირებელ აქტებში“, - ციტირებს ესტონეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურს ინტერნეტ საინფორმაციო პორტალ delfi.ee-ზე. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა საბჭოთა ძეგლების დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღეს.
Twitter-ს შესაძლოა, ფულის გადარიცხვის ფუნქცია დაემატოს
სოციალურ ქსელ Twitter-ის ახალი მფლობელი, მილიარდერი ილონ მასკი, გამოდის შემოთავზებით, რომ სოციალურ ქსელს ფულის გადარიცხვის ფუნქცია დაემატოს. Reuters: Twitter-ის შეძენის გამო ილონ მასკის ქონება $70 მილიარდით შემცირდა მასკის თქმით, მაგალითად, თუ მომხმარებელი გადაიხდის $8 სოციალური ქსელის გამოსაწერად, ეს ნიშნავს, რომ ის ავტომატურად წევრიანდება პლატფორმის „ავტორიზებული გადახდის სისტემაში“. მასკმა Twitter-ის ხარჯები $1 მილიარდით შეამცირა მისივე თქმით, მომხმარებლები ნებისმიერ დროს შეძლებენ სისტემიდან გამოსვლას და სოციალურ ქსელში არსებული ანგარიშიდან თანხის ამოღებას, იმ შემთხვევაში თუ Twitter-ის ანგარიში, საბანკო ანგარიშს დაუკავშირეს. მასკმა Twitter-ის შესყიდვის გარიგება 27 ოქტომბერს დაასრულა და კომპანიაში $44 მილიარდი გადაიხადა.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. იან ლიპავსკი წერს, რომ საქართველოს ჩეხეთის სრული მხარდაჭერა აქვს. “მოხარული ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრით. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გარდა, ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე და რეგიონალურ გამოწვევებზე. საქართველოს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს!”-აღნიშნავს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
დიდმა ბრიტანეთმა $20,5 მილიარდის რუსული აქტივები გაყინა
დიდმა ბრიტანეთმა გაყინა რუსი ოლიგარქების, სხვა ფიზიკური პირებისა და სუბიექტების საკუთრებაში არსებული აქტივები, რომლებიც სანქცირებულები არიან უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო. ამის შესახებ ინფორმაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე განთავსდა. „ჩვენი გზავნილი ნათელია: ჩვენ არ მივცემთ პუტინს წარმატების უფლებას ამ სასტიკ ომში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ენდრიუ გრიფიტმა. „მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო ყოვლისმომცველი ომი უკრაინის წინააღმდეგ, 24 თებერვალს, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა 1200-ზე მეტ ფიზიკურ პირს რუსეთში, მათ შორის ბიზნესმენებს, კომპანიებს და პოლიტიკოსებს“, - იუწყება გაერთიანებული სამეფოს მთავრობა.
ნიდერლანდების სამეფომ ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა
საქართველო და ნიდერნადების სამეფო მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების თაობაზე შეთანხმდნენ. შესაბამის მემორანდუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დელეგაციის ნიდერლანდების ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი. ნიდერლანდების სამეფო წამყვანი საზღვაო სახელმწიფოა და ამ დროშით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფლოტი დაცურავს. მეზღვაურებს, რომელთაც სერტიფიკატები საქართველოში აქვთ აღებული, საშუალება ექნებათ, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ფლოტში დასაქმდნენ. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, მოლაპარაკება მემორანდუმის გაფორმების თაობაზე ნიდერლანდურ მხარესთან რამდენიმე წელია, აქტიურად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ქართველ მეზღვაურებს უკვე 73 საზღვაო დროშის ქვეშ მცურავ ფლოტში შეუძლიათ დასაქმება, რომელთა შორისაა ევროკავშირის წევრი 20 ქვეყანა.
ესპანეთი უკრაინას დამატებით, Hawk-ის ტიპის ორ საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს
ესპანეთი დამატებით, Hawk-ის ტიპის რაკეტების გამშვებს გაუგზავნის უკრაინას. ოთხი ერთეული ასეთი დახმარება ესპანეთმა უკვე მიაწოდა უკრაინას. ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა 10 ნოემბერს განაცხადა. „შემიძლია გითხრათ, რომ კიდევ ორი სისტემა გაიგზავნება უკრაინასი. ეს არის პასუხი იმ კონკრეტულ მოთხოვნაზე, რომლითაც NATO-მ და უკრაინამ მოგვმართწეს“, - განაცხადა ესპანელმა მინისტრმა. ნოემბრის დასაწყისში უკრაინამ ესპანეთიდან მიიღო ოთხი საჰაერო თავდაცვის სისტემა Hawk, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, იარაღი და საბრძოლო მასალა.
რას მოიცავს აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა 400 მილიონ დოლარამდე უსაფრთხოების დახმარების ავტორიზაციის შესახებ გამოაცხადა. „უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კრიტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად". ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვას, როგორიცაა რაკეტები Hawk-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის და ასევე, ოთხი Avenger-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის. პაკეტში ასევე შედის HIMARS-ისთვის დამატებითი საბრძოლო მასალა. „ეს გაზრდილი საჰაერო თავდაცვა კრიტიკულად მნიშვნელობან როლს შეასრულებს უკრაინისთვის, რადგან რუსეთი აგრძელებს ფრთოსანი რაკეტებისა და ირანული თვითმფრინავების გამოყენებას კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის“, - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა. ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას 19,3 მილიარდ დოლარზე მეტი უსაფრთხოების დახმარება გამოუყო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პოლონეთმა უკრაინას Starlink-ის 1500-ზე მეტი სისტემა გადასცა
უკრაინას Starlink-ის 1570 სისტემა გადაეცა. ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა 10 ნოემბერს განაცხადა, რომ სისტემები უკვე მიეწოდა უკრაინას. „ეს ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან რუსული დაბომბვის გამო, ელექტროენერგიის პრობლემა გვაქვს“, - განაცხადა მინისტრმა. ფედოროვის თქმით, ჯერჯერობით, Starlink-ის დაახლოებით 20,000 ერთეული გადაეცა უკრაინას, მათგან 5000, კიევმა პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერით მიიღო. SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტ ქსელის სადგურები უკრაინის არმიას, ასევე ენერგეტიკას, ტელეკომუნიკაციებს, ჯანდაცვასა და სასოფლო-სამეურნეო ობიექტებს ეხმარებიან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის სამხრეთში უკვე გათავისუფლებულია 41 დასახლება
უკრაინის დროშების რაოდენობა, რომლებიც უბრუნდებიან თავის კუთვნილ ადგილს, მიმდინარე თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში უკვე ათეულებს აღწევს. გათავისუფლდა 41 დასახლება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს გმირს, ვინც ამ წინსვლას უზრუნველყოფს. შეიარაღებულ ძალებს, დაზვერვას, სპეცსამსახურებს... ყველას. ყველაფერი, რაც ახლა ხდება, თვეების განმავლობაში სასტიკი ბრძოლით არის მიღწეული. ეს მიღწეული იყო გამბედაობით, ტკივილითა და დანაკარგით. მტერი არ გადის. სწორედ უკრაინელები აძევებენ ოკუპანტებს მძიმე ფასად“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: მტერი არ მიდის, უკრაინელები აძევებენ ოკუპანტებს
დღეს კარგი ამბები გვაქვს სამხრეთიდან, უკრაინის დროშების რაოდენობა, რომლებიც უბრუნდებიან თავის კუთვნილ ადგილს, მიმდინარე თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში უკვე ათეულებს აღწევს. გათავისუფლდა 41 დასახლება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს გმირს, ვინც ამ წინსვლას უზრუნველყოფს. შეიარაღებულ ძალებს, დაზვერვას, სპეცსამსახურებს... ყველას. ყველაფერი, რაც ახლა ხდება, თვეების განმავლობაში სასტიკი ბრძოლით არის მიღწეული. ეს მიღწეული იყო გამბედაობით, ტკივილითა და დანაკარგით. მტერი არ გადის. სწორედ უკრაინელები აძევებენ ოკუპანტებს მძიმე ფასად“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.