ძებნის რეზულტატი:

NATO-ს ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩავარდნის შესახებ ცნობებს, დიდი ბრიტანეთი გამოეხმაურა

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა ოფისის წარმომადგენლის თქმით, დიდი ბრიტანეთი „მჭიდრო კომუნიკაციაშია“ მოკავშირეებთან მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული რაკეტები ჩავარდა პოლონეთში. „ჩვენ ვიკვლევთ ამ ცნობებს და მჭიდრო კონტაქტში ვართ მოკავშირეებთან“, - განუცხადა CNN-ს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის წარმომადგენელმა. პოლონეთის პრემიერმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა მოიწვია რუსული რაკეტები NATO-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ორი ადამიანი დაიღუპა - The Guardian მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.  

შარლ მიშელი: ჩვენ პოლონეთის გვერდით ვდგავართ

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ „შოკირებულია" გავრცელებული ინფორმაციით.  „ვსამძიმრებ ოჯახებს. ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით. მე მაქვს კონტაქტი პოლონეთის ხელისუფლებასთან, ევროპული საბჭოს წევრებთან და სხვა მოკავშირეებთან“, - განაცხადა მიშელმა. პოლონეთის პრემიერმა ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა მოიწვია რუსული რაკეტები NATO-ს წევრ პოლონეთში ჩამოვარდა, ორი ადამიანი დაიღუპა - The Guardian მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.  

NATO-ს ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩავარდნის შესახებ ცნობებზე, ალიანსის გენმდივანმა პირველი კომენტარი გააკეთა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია, ყველა ფაქტი დადგინდეს“. „პოლონეთში მომხდარი აფეთქების შესახებ, პრეზიდენტს ანდჯეი დუდას ვესაუბრე. მე მას მივუსამძიმრე დაღუპულთა გამო. NATO აკვირდება სიტუაციას და მოკავშირეები მჭიდროდ აგრძელებენ კონსულტაციებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი დადგინდეს", - განაცხადა სტოლტენბერგმა.  მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პოლონეთმა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა რა მოხდა კონკრეტულად, ვარშავას ოფიციალურად არ განუცხადებია და არც მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაუდასტურებია.

პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა

უკრაინის საზღვართან ახლოს მომხდარი აფეთქებების გამო, პოლონეთის მთავრობა ქვეყანაში სამხედრო მზადყოფნის დონეს აამაღლებს, – ამის შესახებ მთავრობის პრესსპიკერმა, პიოტრ მიულერმა უშიშროების საბჭოს საგანაგებო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მიულერმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაღუპულია ორი ადამიანი. მისივე თქმით, მთავრობა განიხილავდა მეოთხე მუხლის ამოქმედებას, რაც ნატო-ში კონსულატაციების დაწყებას გულისხმობს. Reuters-ის ინფორმაციით, პოლონეთის მოთხოვნით, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, NATO-ს ელჩები, ოთხშაბათს გამართავენ შეხვედრას. ალიანსის დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, წევრებს შეუძლიათ დააყენონ ნებისმიერი შემაშფოთებელი საკითხი, განსაკუთრებით წევრი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. უკრაინის საზღვართან მომხდარი აფეთქების გარემოებების შესახებ, გამოძიება გრძელდება. მედიის ცნობით, ერთ-ერთმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ალიანსი ფრთხილად იმოქმედებს და დრო სჭირდებოდა იმის გადამოწმებისთვის, თუ რამ გამოიწვია ინციდენტი.  

მედია NATO-ს მე-4 მუხლის შესაძლო ამოქმედების შესახებ იუწყება

უკრაინის საზღვართან ახლოს მომხდარი აფეთქებების გამო, პოლონეთის მოთხოვნით, ალიანსის მე-4 მუხლის საფუძველზე, NATO-ს ელჩები, ოთხშაბათს გამართავენ შეხვედრას. The Guardian-ის ცნობით, მთავრობის სპიკერმა დაადასტურა, რომ მთავრობა ამ საკითხს განიხილავდა. ალიანსის დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, წევრებს შეუძლიათ, დააყენონ ნებისმიერი შემაშფოთებელი საკითხი, განსაკუთრებით, წევრი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. უკრაინის საზღვართან მომხდარი აფეთქების გარემოებების შესახებ, გამოძიება გრძელდება. მედიის ცნობით, ერთ-ერთმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ალიანსი ფრთხილად იმოქმედებს და დრო სჭირდებოდა იმის გადამოწმებისთვის, თუ რამ გამოიწვია ინციდენტი. მანამდე, პოლონეთისადმი მხარდამჭერი პირველი განცხადება ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გააკეთეს. NATO-ს ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩავარდნის შესახებ ცნობებზე, ალიანსის გენმდივანმა პირველი კომენტარი პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პოლონეთმა მსხვერპლისა და აფეთქების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა რა მოხდა კონკრეტულად, ვარშავას ოფიციალურად არ განუცხადებია და რუსული რაკეტების შესახებ, არც მედიაში გავრცელებული თავდაპირველი ცნობები დაუდასტურებია. ცნობისათვის, NATO-ს მე-4 მუხლი ბოლოს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ამოქმედდა. ალიანსის ისტორიაში, მე-4 მუხლი სულ შვიდჯერ გამოიყენეს. უფრო ადრე მისი ამოქმედება თურქეთმა მოითხოვა.

ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბალიზე, G20-ის სამიტზე ვიზიტისას, განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთში აფეთქდა, სავარაუდოდ, რუსეთის ტერიტორიიდან არ იყო ნასროლი.   „არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რაც ამას ადასტურებს. არ მსურს ამაზე საუაბრი, სანამ სრულად არ გამოვიძიებთ, მაგრამ ტრაექტორიით ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის რუსეთიდან გაესროლათ. თუმცა, ვნახავთ“, - განაცახდა ბაიდენმა შეკითხვის საპასუხოდ, იყო თუ არა პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთიდან ნასროლი. მანამდე, პოლონეთისადმი მხარდამჭერი პირველი განცხადება ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გააკეთეს. NATO-ს ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩავარდნის შესახებ ცნობებზე, ალიანსის გენმდივანმა პირველი კომენტარი პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პოლონეთმა მსხვერპლისა და აფეთქების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა რა მოხდა კონკრეტულად, ვარშავას ოფიციალურად არ განუცხადებია და რუსული რაკეტების შესახებ, არც მედიაში გავრცელებული თავდაპირველი ცნობები დაუდასტურებია. ცნობისათვის, NATO-ს მე-4 მუხლი ბოლოს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ამოქმედდა. ალიანსის ისტორიაში, მე-4 მუხლი სულ შვიდჯერ გამოიყენეს. უფრო ადრე მისი ამოქმედება თურქეთმა მოითხოვა.   

უკრაინა: ჩვენმა ჯარისკაცებმა, დნიპროს მარცხენა სანაპიროზე ოკუპანტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალები, გასული დღის განმავლობაში, თავს დაესხნენ ოკუპანტებს დნიპროს მარცხენა სანაპიროზე და კინბურნსკა კოსას ტერიტორიაზე, - ინფორმაციას უკრაინის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ ავრცელებს. რა ვითარებაა უკრაინაში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ „თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა განახორციელეს შეტევები მტრის პოზიციებზე და ცოცხალი ძალის, აღჭურვილობისა და იარაღის კონცენტრაციის უბნებზე დნიპროს მარცხენა სანაპიროზე და კინბურნსკა კოსას ტერიტორიაზე“, - აცხადებენ სარდლობაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ანდჟეი დუდა: ჯერ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ ვინ ისროლა რაკეტა პოლონეთის მიმართულებით

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ ვარშავას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ისროლა რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა, თუმცა გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა, რაკეტა რუსული წარმოების იყო. ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს „გამოძიება მოკავშირეებთან ერთად ჩატარდება. ამ დროისთვის ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება, ვინ გაუშვა რაკეტა. ეს არის რუსული წარმოების რაკეტა, მაგრამ გამოძიება გრძელდება", - განაცხადა დუდამ. მედია NATO-ს მე-4 მუხლის ამოქმედების შესახებ იუწყება პოლონეთის პრეზიდენტმა ყველას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.  „არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ შემდგომი მოვლენების ესკალაცია მოხდება. პოლონელი ჯარისკაცები ადგილზე არიან. ჩვენ გვაქვს მოკავშირეების მხარდაჭერა, ვალდებულებები სრულდება. ჩვენ ვმუშაობთ. დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღეა - ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. ყველას ვთხოვ სიმშვიდე შევინარჩუნოთ“, - განაცხადა დუდამ.  უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.    

პოლონეთი, ეს არის რეალობა, რომლის შესახებაც ჩვენ გაფრთხილებდით - რეზნიკოვი

პოლონეთი, ეს არის რეალობა, რომლის შესახებაც ჩვენ გაფრთხილებდით, -უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნას გამოეხმაურა. „პოლონეთი, ეს არ არის რეალობა, რომლის შესახებაც ჩვენ გაფრთხილებდით. ცას არ აქვს საზღვრები, არ აქვს უკონტროლო რუსული რაკეტებისთვის, არ აქვს იმ საფრთხისთვის, რასაც ისინი ჩვენი ევროკავშირელი და ნატოელი მეზობლებისთვის წარმოადგენენ. ხელთათმანები მოხსნილია. გამარჯვების დროა“, - წერს რეზნიკოვმა „ტვიტერზე“. NATO-ს ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩავარდნის შესახებ ცნობებზე, ალიანსის გენმდივანმა პირველი კომენტარი პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პოლონეთმა მსხვერპლისა და აფეთქების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა რა მოხდა კონკრეტულად, ვარშავას ოფიციალურად არ განუცხადებია და რუსული რაკეტების შესახებ, არც მედიაში გავრცელებული თავდაპირველი ცნობები დაუდასტურებია. ცნობისათვის, NATO-ს მე-4 მუხლი ბოლოს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ამოქმედდა. ალიანსის ისტორიაში, მე-4 მუხლი სულ შვიდჯერ გამოიყენეს. უფრო ადრე მისი ამოქმედება თურქეთმა მოითხოვა.   

Washington Post: ბილ ბერნსი, რუსული სარაკეტო თავდასხმის დროს კიევში იმყოფებოდა

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ბილ ბერნსი სამშაბათს კიევში იმყოფებოდა. ის უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსნებს შეხვდა. CIA-ის დირექტორი, ბერნსი, თურქეთში რუს კოლეგას შეხვდა ამის შესახებ The Washington Post ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.  გამოცემის ცნობითვე, გუშინ, კიევში განხორციელებული აფეთქებების დროს, ბერნსი აშშ-ის საელჩოში უსაფრთხოდ იმყოფებოდა. 14 ნოემბერს, ბილ ბერნსი თურქეთში იმყოფებოდა და რუს კოლეგა სერგეი ნარიშკინს შეხვდა.   

აუცილებელია უკრაინაში ომის ესკალაციის თავიდან აცილება - გუტერეში

უცილებელია უკრაინაში ომის ესკალაციის თავიდან აცილება, - გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის  ჩავარდნის შესახებ ინფორმაციას ეხმაურება. „აბსოლუტურად აუცილებელია უკრაინაში ომის ესკალაციის თავიდან აცილება“, – განაცხადა ანტონიუ გუტერეშა. NATO-ს ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩავარდნის შესახებ ცნობებზე, ალიანსის გენმდივანმა პირველი კომენტარი პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პოლონეთმა მსხვერპლისა და აფეთქების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა რა მოხდა კონკრეტულად, ვარშავას ოფიციალურად არ განუცხადებია და რუსული რაკეტების შესახებ, არც მედიაში გავრცელებული თავდაპირველი ცნობები დაუდასტურებია. ცნობისათვის, NATO-ს მე-4 მუხლი ბოლოს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ამოქმედდა. ალიანსის ისტორიაში, მე-4 მუხლი სულ შვიდჯერ გამოიყენეს. უფრო ადრე მისი ამოქმედება თურქეთმა მოითხოვა.   

დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის

დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. მანამდე, ის აშშ-ის მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ ქვეყანას „ძველ დიდებას“ დაუბრუნებს.  თეთრ სახლში დასაბრუნებლად მან ჯერ რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში უნდა მოიგოს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, ამჟამად დონალდ ტრამპი სხვა რესპუბლიკელ კანდიდატებთან შედარებით აშკარად ლიდერობს. „კონსერვატორებს შორის ექს-პრეზიდენტი უფრო პოპულარულია ვიდრე მისი თანაპარტიული კონკურენტები და ბევრი ფანატიკოსი მხარდამჭერი ჰყავს“,,- წერს „დოიჩე ველე“. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება. დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე იყო. 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი, დემოკრატ ჯო ბაიდენთან დამარცხდა.   

ახლო მომავალში, მოსახლეობისთვის ბუნებრივ აირზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის - ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ახლო მომავალში მოსახლეობისთვის ბუნებრივ აირზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის. "დეკემბერში მარეგულირებელი კომისია მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის ახალ სამომხმარებლო ტარიფებს დაადგენს. მისივე განმარტებით, ფასის რაიმე სახის ზრდა მოსალოდნელი არ არის", - განაცხადა ნარმანიამ.  

ერდოღანი პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნაზე: არ მგონია, ამ ფაქტს კავშირი ჰქონდეს რუსეთთან

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, აშშ და სხვა ქვეყნები ამბობენ, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა, რუსეთის მიერ არ იყო გასროლილი. ჯო ბაიდენი: ნაკლებად სავარაუდოა, რომ პოლონეთში აფეთქებული რაკეტა რუსეთიდან ისროლეს ამის შესახებ მან G20-ის სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მე პატივი უნდა ვცე რუსეთის განცხადებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა თქვა „ამ საქმეს ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს", - განაცხადა ერდოღანმა. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცდილობთ რუსეთი და უკრაინა გავაერთიანოთ ერთ მაგიდასთან, არ არის საჭირო ამ ომში მესამე მონაწილის ძებნა“, - დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს.  

სარაკეტო თავდასხმა პოლონეთზე შემთხვევითობა არ არის - პოდოლიაკი

სარაკეტო თავდასხმა პოლონეთზე შემთხვევითობა არ არის, - უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში რუსული რაკეტების პოლონეთში ჩამოვარდნას გამოეხმაურა."სარაკეტო თავდასხმა პოლონეთზე შემთხვევითობა არ არის. ეს რუსეთის მიერ დაგეგმილი „მოკითხვაა“, რომელიც შეცდომად შენიღბეს. ასე ხდება, როდესაც ბოროტება დაუსჯელი რჩება, პოლიტიკოსები კი აგრესორის დამშვიდებით არიან დაკავებულები“, - წერს პოდოლიაკი. NATO-ს ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩავარდნის შესახებ ცნობებზე, ალიანსის გენმდივანმა პირველი კომენტარი პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააკეთა. უკრაინასთან საზღვრის სიახლოვეს აფეთქების შემდეგ, პოლონეთმა სამხედროების მზადყოფნის დონე აამაღლა. რუსეთის მტკიცებით, პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ ცნობები, „მიზანმიმართული პროვოკაციაა”. აშშ-მ განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ცნობებს სწავლობს და მოკავშირეებთან აქტიურ კომუნიკაციაშია. თავის მხრივ, NATO მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს მართავს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს. მომხდარს ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. პოლონეთმა მსხვერპლისა და აფეთქების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა რა მოხდა კონკრეტულად, ვარშავას ოფიციალურად არ განუცხადებია და რუსული რაკეტების შესახებ, არც მედიაში გავრცელებული თავდაპირველი ცნობები დაუდასტურებია. ცნობისათვის, NATO-ს მე-4 მუხლი ბოლოს, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ამოქმედდა. ალიანსის ისტორიაში, მე-4 მუხლი სულ შვიდჯერ გამოიყენეს. უფრო ადრე მისი ამოქმედება თურქეთმა მოითხოვა  

რამშტეინის ფარგლებში, უკრაინის დასახმარებლად მეშვიდე შეხვედრა გაიმართება

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფი დღეს, 16 ნოემბერს რამშტეინის ფორმატში მეშვიდე შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ პენტაგონის სპიკერმა გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა. „უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მეშვიდე შეხვედრას, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ოსტინი და გაერთიანებული შტაბის უფროსი მილი უხელმძღვანელებენ“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის წარმომადგენელმა. შეხვედრა ვირტუალურად და პენტაგონის მოდერატორობით გაიმართება.  შეგახსენებთ, რომ 50-მდე ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტების ხელმძღვანელების წინა, მეექვსე შეხვედრა რამშტეინის ფორმატში, ოქტომბერში ბრიუსელში გაიმართა. ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიწოდება იყო.  

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი გამოავლინა

სახეობრივი კვლევის შედეგად, ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი გამოვლინდა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მოკვლევის მიზნით აღნიშნული ფაქტი სამართალდამცავ უწყებებს გადასცა. აღნიშნულ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს „ლიდერის“ (გლდანი ა. მიკრორაიონი, 48 კორპუსის მიმდებარედ) შემოწმებისას, სახეობრივი კვლევისთვის ნიმუშები აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია. კვლევის შედეგად ფარშის შემადგენლობაში ცხენის და ვირის დნმ-ი გამოვლინდა. ობიექტს, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, პროდუქციის ამოღება/გამოთხოვა დაევალა, რის აღსრულებაზეც ზედამხედველობას სააგენტო ახორციელებს. ასევე, სააგენტოს ინსპექტორებმა, გადამოწმებისას ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები განმეორებით აიღეს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ , მოკვლევის მიზნით აღნიშნული ფაქტი სამართალდამცავ უწყებებს გადასცა. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას სხვადასხვა პარამეტრზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

შვედეთმა უკრაინისთვის, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

შვედეთი უკრაინას, ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში, საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს, თუმცა უსაფრთხოების მიზეზებით, თავდაცვის სისტემის ტიპს არ ასახელებს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე, შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ ჯონსონმა განაცხადა. შვედეთის მთავრობამ დღეს, უკრაინისთვის ზამთრის დახმარების პაკეტი წარმოადგინა, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება: ჰუმანიტარული, სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა ევროკავშირის მეშვეობით. საუბარია მთავრობის მიერ წარმოდგენილ 3 მილიარდი კრონას მოცულობის ($287მილიონი) სამხედრო პაკეტზე. საზენიტო სისტემების გარდა, სამხედრო პაკეტში შედის მაღალი გამავლობის მანქანები, ზამთრის აღჭურვილობა და დამცავი აღჭურვილობა, ასევე კარვები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ ტურნიკეტების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა - კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დღეს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ ტურნიკეტების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, რამაც ხალხმრავლობა გამოიწვია. „დღეს „ახმეტელის“ მეტროში გვქონდა გარკვეული პრობლემები ტურნიკეტების თვალსაზრისით, რამდენიმე ტურნიკეტს პრობლემა შეექმნა, რამაც ძალიან დიდი პრობლემა გამოიწვია, მგზავრების შესაბამის რაოდენობას ვერ ატარებდა. ამან მეტროს გარეთ ადამიანების დაჯგუფება გამოიწვია.  საზოგადოებას ბოდიში მინდა მოვუხადო, ეს არც ჩემზეა დამოკიდებული, ეს არის მოძველებული ინფრასტრუქტურა, რაც პრობლემას წარმოადგენს, თუმცა, ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დაწყებული გვაქვს პროექტის განხორციელება. არის მოკლევადიანი და გრძელვადიანი პროექტები. მოკლევადიანი პროექტის შინაარსი არის ის, რომ ტურნიკეტების რაოდენობა გაიზრდება, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი ადამიანი გავატაროთ, უფრო მეტი ადამიანი ჩავა მეტროში. მეორე, გრძელვადიანი პროექტი არის „ახმეტელის მეტროს მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელის პროექტის განხორციელება, რომელსაც “აზიის განვითარების ბანკთან“ ერთად ვახორციელებთ და უახლოეს მომავალში ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით“, - განაცხადა კალაძემ.  

რუსეთის მოქალაქეები თურქეთში, უძრავ ქონებას მასობრივად ყიდულობენ

თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, თურქეთში საცხოვრებლი ფართის გაყიდვები, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,7 პროცენტით გაიზარდა და 1 159 853 ერთეული შეადგინა. თურქეთის უძრავი ქონების ბაზარზე, ოქტომბერში 102 660 ტრანზაქცია განხორციელდა. უცხოელების წილი ოქტომბერში, ტრანზაქციების მთლიან მოცულობაში 5,2 პროცენტია. ოქტომბერში, თურქეთში უცხოელებმა საცხოვრებელი ფართები ძირითადად ანტალიაში იყიდეს (2 123 ერთეული). მეორეა სტამბული - (1658 ერთეული) და მერსინი (490 ერთეული). თურქეთში ყველაზე მეტი უძრავი ქონება რუსეთის მოქალაქეებმა შეიძინეს (2023 ერთეული). შემდეგ, ყველაზე მეტი უძრავი ქონება ირანის მოქალაქეებმა იყიდეს (498 ერთეული), მესამე-მეოთზე პოზიციებს ინაწილებენ ერაყისა (310) და უკრაინის მოქალაქეები(216). თურქეთში, უცხოელ მოქალაქეებზე საცხოვრებელი ფართის გაყიდვის მოცულობა, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55 021 ერთეულამდე, 26,9 პროცენტით გაიზარდა.