ძებნის რეზულტატი:
ოლექსი რეზნიკოვი: ესპანეთის გამოგზავნილი Hawk-ის პირველი საჰაერო თავდაცვის კომპლექსი, უკრაინაშია
„ესპანეთი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას. ესპანეთის მიერ გამოგზავნილი Hawk-ის პირველი საჰაერო თავდაცვის კომპლექსი უკვე უკრაინაშია“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Twitter-ზე დაწერა. ესპანეთმა უკრაინაში Hawk-ის ოთხი კომპლექსი გაგზავნა მინისტრის თქმით, ესპანეთი გააგრძელებს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას, ასევე დახმარებას უსაფრთხოების სფეროში. „მეტი უკრაინელი ჯარისკაცი გაივლის წვრთნას ესპანეთში. ჩვენს თავდაცვას Hawk-ის საჰაერო სისტემებით ესპანეთი უზრუნველყოფს", - წერს მინისტრი.
შსს: რაჭაში, 35 წლამდე კაცმა მეზობელი მოკლა
შსს-ს ინფორმაციით, რაჭაში, 35 წლამდე კაცმა მეზობელი მოკლა. გავრცელბული ინფორმაციით, კაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ასევე, თანასოფლელები ყვებიან რომ მკვლელმა მეზობელს შეშის მოსაჭრელად ტყეში გაყოლა სთხოვა და სწორედ ამ დროს მოკლა.შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რააც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელ, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ პოზიტიურ ეკონომიკურ ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. „სხდომის მონაწილეებმა ახალი საკურორტო ზონების განვითარების გეგმა განიხილეს, რომელზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აქტიურად მუშაობს. აღინიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისა და სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვიზიტორთა მოცულობის ზრდა და ამისთვის კურორტების, მათ შორის ბალნეოლოგიური კურორტების განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ახალი ტურისტული ადგილების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ბიუჯეტიდან 200 მილიონი ლარი გამოიყოფა. აღინიშნა, რომ მთავრობა 10 ახალი საკურორტო ქალაქისა და დაბების სრულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე მუშაობს. პროექტები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდება და მოიცავს როგორც ტურისტულად მიმზიდველი ადგილების განვითარებას, ისე ბიზნესისთვის საინვესტიციო შეთავაზებების შექმნას, რითაც დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება. საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავების პროცესს. აღინიშნა, რომ აქტიურად მიმდინარეობს ტექნიკურ დავალებაზე მუშაობა და უახლოეს პერიოდში კონკურსის წესით შეირჩევა კონსორციუმი, რომლის შემადგენლობაშიც იქნებიან როგორც ადგილობრივი, ისე წამყვანი უცხოური კომპანიები. კონსორციუმი ერთი წლის ვადაში დაამუშავებს გეგმის განვითარების კონცეფციას“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გერმანიის სრული მხარდაჭერა გვაქვს - პაპუაშვილი
ჩვენ გვაქვს გერმანიის სრული მხარდაჭერა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. შალვა პაპუაშვილი გერმანიას ეწვევა შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა პაპუაშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა და იმ მნიშვნელოვან გზავნილებს გაუსვა ხაზი, რაც მაღალი დონის შეხვედრებისას გამოიკვეთა. „ევროკავშირის გაფართოების პროცესს გერმანია უყურებს როგორც შედეგზე ორიენტირებულს და არა პროცესს პროცესისთვის. მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატობის და შემდეგ, მოლაპარაკებების ბოლოს, აუცილებლად იქნება ევროკავშირის წევრობა. გერმანია ხედავს ევროკავშირს ლისაბონიდან თბილისამდე. ეს ხედვა არის პრაქტიკული პოლიტიკის ნაწილი. გაფართოების მიზანიც უნდა იყოს, რომ ეს სივრცე იქნას მოცული ევროკავშირის მხრიდან. ჩვენ ბევრის მხრიდან მოვისმინეთ, რომ ივნისში მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, იყო არასწორი და უმჯობესი იქნებოდა საქართველოს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ჰქონოდა კანდიდატის სტატუსი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, როგორც ქვეყანა, რომელიც რეგიონული მშვიდობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას უზრუნველყოფს. „საქართველო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმის გამო, რომ ის ისწრაფვის ევროკავშირში, არამედ როგორც ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონული მშვიდობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმას. საქართველოს როლი რეგიონში და განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სტაბილური მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით არის მნიშვნელოვანი. ამავე დროს, საქართველო, რომელიც მდებარეობს შუა დერეფანში ევროპასა და აზიას შორის, ენერგომატარებლების მიწოდების კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა ევროკავშირის ენერგო დამოუკიდებლობისთვის“, - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
პროფესორი დევიდ სმიტი: სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ნიმუშებში მძიმე მეტალები, მათ შორის ვერცხლისწყალი და დარიშხანი გამოვლინდა
ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის მიხედვით, რომელსაც ხელს პროფესორი დევიდ სმიტი აწერს, სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ნიმუშებში მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების, მათ შორის ვერცხლისწყლისა და დარიშხანის არსებობა გამოვლინდა, - ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში, რომლის შინაარსს „მთავარი არხი" ავრცელებს. ადვოკატი: თუ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა უტარდება, რატომ გვთავაზობენ უცხოელი ექიმების ჩამოყვანას?! „გამოკვლევამ გამოავლინა მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების, მათ შორის ვერცხლისწყლისა და დარიშხანის არსებობა თმისა და ფრჩხილის ნიმუშებში. ეს ნივთიერებები სააკაშვილის ორგანიზმში ვერ მოხვდებოდა, ჩატარებული სამედიცინო მკურნალობის შედეგად“, - აღნიშნულია დასკვნაში. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
სერბეთის პრეზიდენტი: ჩვენი ქვეყნის გავლით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას ვერავინ შეძლებს
სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთის გავლით რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლას ვერავინ შეძლებს. „ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ გარკვეული საქონლის რეექსპორტის შემთხვევებზე და ჩვენმა სახელმწიფო ორგანოებმა დააკავეს ადამიანები კომპანიებიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლაში", - განაცხადა ვუჩიჩმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სუს-მა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა. „კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა პირადი, ასევე მათი საცხოვრებელი და ნაქირავები ბინების ჩხრეკა, რის შედეგად ამოღებულია სხვადასხვა ქვეყნის მაღალი ხარისხის ყალბი დოკუმენტები. მათ შორისაა მართვისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, დიპლომი და სხვა სახის დოკუმენტალური ნივთმტკიცება. პარალელურად, მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეში გამავალ სხვა პირთა მიმართ დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება, მათი შესაძლო სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში კონსტიტუციურ დონეზე განისაზღვრა, რომ სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შშმ პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის
შშმ პირთა უფლებების დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოში კონსტიტუციურ დონეზე განისაზღვრა, რომ სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შშმ პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პრემიერ-მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი კომიტეტი შექმნა. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოში კონსტიტუციურ დონეზე განისაზღვრა, რომ სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შშმ პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისათვის. საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წელს დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული ჩართულობის უზრუნველყოფას. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაუმჯობესება ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი კომიტეტი შექმნა, რომლის შექმნის ვალდებულებაც საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლებრივი ჩარჩოდან გამომდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 770 მილიონი ლარით იზრდება, რაც უზრუნველყოფს როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ისე სხვა, მიზნობრივი პროგრამების დაფინანსების გაზრდას. ღირსეულ და თანასწორ გარემოში ცხოვრების მისაღწევად სახელმწიფო გააგრძელებს ერთიანი და კოორდინირებული საქმიანობის განხორციელებას“, – აღნიშნავს პრემიერი. 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა.
შშმ პირთა ქსელი საქართველოს მთავრობას მიმართავს
საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მთავრობას მიმართავენ და მოუწოდებენ უმოკლეს ვადებში გადახედოს დადგენილებას - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“, მასში შშმ თემის რეკომენდაციების ასახვის მიზნით. ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოში კონსტიტუციურ დონეზე განისაზღვრა, რომ სახელმწიფო ქმნის განსაკუთრებულ პირობებს შშმ პირთა უფლებებისა და ინტერესების რეალიზებისთვის „საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ნიკო თათულაშვილს, საერთაშორისო საზოგადოებამ დააგროვა ცოდნა იმის შესახებ, რომ სახელმწიფოები ხშირად თავს არიდებენ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, თუ ის აღსრულების შესაბამისი მექანიზმებით არ არის უზრუნველყოფილი. გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის 33-ე მუხლი (განხორციელება და მონიტორინგი ეროვნულ დონეზე) ისტორიული გამოცდილების გათვალისწინების მაგალითს წარმოადგენს. 33-ე მუხლი მკაფიოდ შეახსენებს სახელმწიფოებს, რომ კონვენციის რატიფიცირებით ნაკისრი ვალდებულებების აღსრულებისთვის აუცილებელია ეფექტური, შესაბამისი ადამიანური და ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფილი განხორციელებისა და კოორდინაციის მექანიზმის შექმნა, რომელსაც მაღალი სამართლებრივი, ადმინისტრაციული თუ პოლიტიკური სტატუსი ექნება, რათა სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინირება უზრუნველყოს. აღნიშნული მექანიზმის შექმნის ვალდებულება, საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, უნიკალურ შესაძლებლობას ხსნიდა, რათა მათ წინაშე არსებული პრიორიტეტული და სისტემური საკითხების აღსრულება კოორდინირებულად და შეთანხმებულად მომხდარიყო, ყველა პასუხისმგებელი უწყების ჩართულობით. 2021 წელს, საქართველომ 33-ე მუხლის აღსრულებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა, როდესაც დაამტკიცა დადგენილება - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნის შესახებ, თუმცა, ხელიდან გაუშვა უნიკალური შანსი, რადგან ერთი მხრივ, სრულად უგულებელყო აღნიშნულ პროცესში ჩართული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოსაზრებები და რეკომენდაციები კომიტეტის სტრუქტურის, შემადგენლობისა და მასში შშმ პირთა მონაწილეობის მექანიზმების შესახებ. მეორე მხრივ კი, არ გაითვალისწინა შშმ პირთა კომიტეტის რეკომენდაციები სტრუქტურის თაობაზე, ადამიანური და ფინანსური რესურსების შესახებ. აქვე, ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ევროკომისიის მიერ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების წინაპირობათა საქართველოსთვის გამოცემულ 12 პუნქტიან რეკომენდაციაში, მე-8 პუნქტი სწორედ მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის შშმ პირების უფლებების დაცვას ეხება. შშმ პირთა მოსაზრებებისა და შშმ პირთა უფლებების კომიტეტის რეკომენდაციების უგულებელყოფის გამო, შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის მუშაობიდან ერთი წლის შემდეგ, შესაძლებელია ითქვას, რომ იგი ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რისთვისაც შეიქმნა. ვერ ახორციელებს ქმედით ღონისძიებებს, ვერ უზრუნველყოფს სექტორებს/უწყებებს შორის კოორდინირებას და ვერ ახდენს სისტემური საკითხების ინიცირებას. რაც მთავარია, ვერ უზრუნველყოფს შშმ პირთა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების ეფექტურ და სრულ ჩართულობას შშმ პირთა უფლებების კომიტეტის მე-7 ზოგადი კომენტარის (შშმ პირების, მათ შორის, ბავშვების მონაწილეობა კონვენციის იმპლემენტაციასა და მონიტორინგში, წარმომადგენელი ორგანიზაციების მეშვეობით) მოთხოვნათა შესაბამისად. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას: უმოკლეს ვადებში გადახედოს დადგენილებას - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ - მასში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის რეკომენდაციების ასახვის მიზნით; ეფექტური მუშაობისთვის ცალკე გამოყოს მუდმივმოქმედი აპარატი, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი კადრებით და ფინანსური რესურსებით. ზემოთ აღნიშნული, მოთხოვნების ეფექტური და დროული აღსრულებისთვის, ასევე მოვითხოვთ ქსელის წარმომადგენლობით შეხვედრას პრემიერ-მინისტრთან. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემი ვიქნებით კრიტიკული და ყველა საერთაშორისო პლატფორმას გამოვიყენებთ, მათ შორის, 2023 წლის მარტში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტში დაგეგმილ, საქართველოს ანგარიშის განხილვას კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ, რათა დავაფიქროთ და შევახსენოთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ იგი ვალდებულია, განახორციელოს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც კონვენციის პრინციპებს პასუხობს და შშმ პირთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. ხელისუფლება ასევე ვალდებულია, მაქსიმალურად გაითვალისწინოს თემის გამოცდილება და ექსპერტიზა იმ საკითხებში, რომლებიც ჩვენს დამოუკიდებელ და ღირსეულ ცხოვრებას ეხება“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ორგანიზაციები: „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“, კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისათვის - ფსიქიკური და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მშობელთა და მშობელთა ორგანიზაციების გაერთიანება“, „საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია“, „ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი“, „ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა საქართველოს აკადემია“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, „ვოლფრამის სინდრომი - საქართველო“, „საქართველოს უსინათლოთა კავშირი“, „მშობელთა თანადგომის და გაძლიერების ცენტრი“, „ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“, ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“, „საქართველოს ყრუთა კავშირი“, ა(ა)იპ „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“, სამცხე - ჯავახეთის რეგიონის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლების ორგანიზაცია „კავშირი - თანადგომა შვილებს", მშობელთა და ბავშვთა ინტერესების დაცვის ასოციაცია "დია", ააიპ „მშობლები“, „ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“, "აჭარის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების კავშირი", ა(ა)იპ „ფონდი აურეს“, ასოციაცია ,, დეა'', ასოციაცია „ანიკა“, „მშობელთა თანადგომის და გაძლიერების ცენტრი“, „სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია“, „ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“, „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები თანასწორობისთვის“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ორგანიზაცია-პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ალიანსი“, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობელთა კავშირი „ლამპარი“, „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი“, „ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“, „საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი“. ასევე, განცხადების ხელმომწერები არიან აქტივისტები: ესმა გუმბერიძე, ასმათი ჯანგავაძე, გურამ გოგოლაძე, ელენე მჭედლიშვილი, სოსო ყაზიაშვილი, ნელი აკობია, სოფიო ჩახაია, მანანა კურტანიძე, ნათია გოგოლაშვილი, მაცაცო ხაჭაპურიძე, ლევან მახათაძე, ილონა აბსანძე, ირმა კილაძე, თამთა გირგვლიანი, იზა გიგაური, ანა ნაზღაიძე, დიანა ჯიშიაშვილი, გოგა გოგატიშვილი.
უკრაინა მხარდაჭერის კრიტიკულ მასას აგროვებს - ზელენსკი
უკრაინა აგროვებს მხარდაჭერის კრიტიკულ მასას, რათა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. „ლონდონი, პარიზი, ბერლინი, ვარშავა და სხვა დედაქალაქები… ყველგან ვამაგრებთ პოზიციებს, ვაგროვებთ პარტნიორების მხარდაჭერას. ჩვენ ყოველ დღეს ვიყენებთ, რათა მსოფლიომ დაინახოს და იგრძნოს, რომ გლობალური სტაბილურობა მხოლოდ უკრაინასთან ერთად არის შესაძლებელი“, – თქვა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინული მედია: ოკუპანტებმა ნიკოპოლის რაიონი, მძიმე არტილერიის გამოყენებით 9-ჯერ დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა ნიკოპოლის რაიონი “გრადებისა“ და მძიმე არტილერიის გამოყენებით 9-ჯერ დაბომბეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. ყველაზე მეტად რაიონული ცენტრი დაზარალდა, სადაც 30-ზე მეტი ჭურვი დაეცა, მაგრამ არავინ დაშავებულა. „დაზიანებულია ოცამდე კერძო სახლი, სამეურნეო შენობები, ელექტრო ქსელები და გაზსადენები. დაზიანებულია მზის 50 პანელი“, - აცხადებს დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ჯამბულათ ხოფერიას კიევში, დღეს თანამებრძოლები გამოემშვიდობებიან
რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ, ქართველ მებრძოლს, ჯამბულათ ხოფერიას კიევში, დღეს თანამებრძოლები გამოემშვიდობებიან. როგორც ცნობილია, სამოქალაქო პანაშვიდი წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში გაიმართება. 25 წლის ქართველი მებრძოლი ჯამბულათ ხოფერია პირველ დეკემბერს დაიღუპა.
ნედ პრაისმა ისაუბრა, რა არის საჭირო ომის დიპლომატიური გზით დასასრულებლად
შეიძლება, პარადოქსულად ჩანდეს, თუმცა საუკეთესო, რაც საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია, გააკეთოს ამ ომის დიპლომატიური დასასრულისთვის, არის ჩვენი უკრაინელი პარტნიორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა. „ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, ორიენტირებული ვართ რუსეთის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე მათი ქმედებებისთვის, უკრაინის მხარდაჭერაზე, როდესაც ისინი თავს იცავენ რუსული აგრესიისგან და პრეზიდენტ პუტინის ომის შედეგების შერბილებაზე დანარჩენ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება, პარადოქსულად ჩანდეს, საუკეთესო, რაც საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია, გააკეთოს ამ ომის დიპლომატიური დასასრულისთვის, არის ჩვენი უკრაინელი პარტნიორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელიც მათ სჭირდებათ თავიანთი სუვერენიტეტის, დემოკრატიის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, – აღნიშნა ნედ პრაისმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთი დონეცკის ასაღებად დიდ სამხედრო ძალისხმევას ახორციელებს
რუსეთი დონეცკის ასაღებად დიდ სამხედრო ძალისხმევას ახორციელებს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული. უკრაინული მედია: ოკუპანტებმა ნიკოპოლის რაიონი, მძიმე არტილერიის გამოყენებით 9-ჯერ დაბომბეს „რუსული ძალები აგრძელებენ თავიანთი საცეცხლე საშუალების დიდი ნაწილის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის გარშემო ფრონტის ხაზის დაახლოებით 15 კილომეტრის სიგრძის სექტორზე განთავსებას“, - აცხადებენ უწყებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
"ქართული ოცნების" ოფისთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ოფისთან მსვლელობით მივიდნენ. ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, აქტივისები, პოლიტიკოსები და მხარდამჭერები იმყოფებიან. ამასთან, ადგილზე დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
მე-13 ქვეითი ბატალიონის საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა
აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორფოლოს პოლიგონზე დღის და ღამის პირობებში ასეულის პირადმა შემადგენლობამ პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების და განეიტრალების ოპერაცია განახორციელა. გეგმურ სწავლებას თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე დაესწრო და წვრთნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ასეულის დონის საველე სწავლება 82 მმ-ის ნაღმმტყორცნის სნაიპერების და საინჟინრო ქვედანაყოფის მხარდამჭერი ელემენტებით ჩატარდა. ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ორფოლოს პოლიგონზე ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლების მიზანს ქვედანაყოფის დავალებებში მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა.
ჯანმო: კორონავირუსზე ყურადღების მოდუნებამ შესაძლოა, ვირუსის ახალი მომაკვდინებელი ვარიანტი შექმნას
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განაცხადებით, კორონავირუსზე დაკავშირებით ყურადღების მოდუნებამ შესაძლოა, ვირუსის ახალი მომაკვდინებელი ვარიანტი გამოიწვიოს. „ჩვენ უფრო ახლოს ვართ იმის თქმასთან, რომ პანდემიის საგანგებო ეტაპი დასრულდა, მაგრამ ჩვენ იქ ჯერ არ ვართ. მეთვალყურეობის, ტესტირების, თანმიმდევრობისა და ვაქცინაციის ხარვეზები ქმნის სრულყოფილ პირობებს ახალი შემაშფოთებელი ვარიანტისთვის, რომელმაც შეიძლება, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი სიკვდილიანობა“, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით გამოწვეული ავადობა პირველად გამოვლინდა ჩინეთში, ქალაი უხანში.
ფინეთის პრემიერი: აშშ-ის გარეშე გაგვიჭირდებოდა
ევროპა ახლა საკმარისად ძლიერი არ არის. აშშ-ის გარეშე გაგვიჭირდებოდა. შეერთებულმა შტატებმა ბევრი იარაღი, ფინანსური დახმარება გასცა, - ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა განაცხადა. „ევროპა ახლა საკმარისად ძლიერი არ არის. აშშ-ის გარეშე გაგვიჭირდებოდა. შეერთებულმა შტატებმა ბევრი იარაღი, ფინანსური დახმარება გასცა, ბევრი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინას და ევროპა ჯერ კიდევ არ არის საკმარისად ძლიერი. დიდი ხნის განმავლობაში, ევროპა აყალიბებდა სტრატეგიას რუსეთისთვის – ენერგეტიკის შეძენა რუსეთიდან და ამ ეკონომიკური კავშირების დაახლოება. ჩვენ გვეგონა, რომ ეს ომს თავიდან აგვარიდებდა“, – აღნიშნა სანა მარინმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ოზურგეთში 84 წლის ქალი საკუთარ სახლში დაჭრილი იპოვეს
ოზურგეთში, საკუთარ სახლში 84 წლის ქალი დაჭრილი იპოვეს. ამ ეტაპზე დამნაშავე დაკავებული არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, 84 წლის ქალს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, თუცა გამოძიების პროცესში არ არის გამორიცხული, მუხლი გადაკვალიფიცირდეს, რადგან არსებობს ეჭვი, რომ ეს ფემიციდის მცდელობა იყო.
გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ბაქოს პორტში მშენებლობის მეორე ფაზა იწყება
ბაქოს პორტის მშენებლობის მეორე ფაზის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა მომავალი წლის შუა რიცხვებისთვის დასრულდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა განუცხადა. „პირველი ფაზის სამუშაოები ჰოლანდიურმა კომპანიამ ჩაატარა. წინასწარი შეფასებით, მშენებლობის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ, ბაქოს პორტის გამტარუნარიანობა გაიზრდება. მოსალოდნელია წელიწადში 500 000 კონტეინერის გადაზიდვა“, - განაცხადა ტალეჰ ზიადოვმა ბაქოს პორტის მშენებლობის პირველი ეტაპი 2018 წელს დასრულდა და პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 15 მილიონ ტონამდე და 100 000 TEU კონტეინერამდე გაიზარდა. „ამჟამად პორტს შეუძლია დააკმაყოფილოს შემომავალი ტვირთის მოცულობა, მაგრამ უახლოეს მომავალში გადაზიდვის მოცულობის გაზრდის პროგნოზები მოითხოვს მშენებლობის მეორე ფაზის ადრეულ დაწყებას“, - აცხადებს ბაქოს პორტის დირექტორი.