ძებნის რეზულტატი:

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქიდან სამხედროების გაყვანა დაიწყო

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილიდან რუსეთს ჯარები გაჰყავს. რუსი სამხედროები გადიან სოფელ მიხაილოვკადან, ქალაქ პოლოგიდან და სოფელ ინჟენერნოედან, სოფელ ბურჩაკში კი მოსახლეობას ევაკუაციას სთავაზობენ. „არსებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ჯარები ამზადებენ ცალკეულ ქვედანაყოფებს და ევაკუაციისთვის ამზადებენ ზაპოროჟიეს რეგიონის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დასახლებების საოკუპაციო ადმინისტრაციების პერსონალს. ასე რომ, ნაწილებმა, რომლებიც განლაგებული იყო პოლიციის ადგილობრივ სამმართველოში და ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, დატოვეს სოფელი მიხაილოვკა. პოლოგისა და ინჟენერნოიეს დასახლებებში ოკუპანტები ტოვებენ სახლებს, სადაც ისინი იყვნენ დასახლებულები და გააქვთ მოპარული ქონება", - აცხადებს უკრაინის გენშტაბი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, წინა დღეებში ზაპოროჟიეს რაიონის დასახლებებში მირნოე, ტოკმაკი, ინჟენერნოიე, პოლოგი, იასნოე და კონსკიე დრაჟრი, რუსეთის ფედერაციის დანაკარგმა 230-ზე მეტი სამხედრო შეადგინა. დაჭრილი და ლიკვიდირებული ოკუპანტების რაოდენობა ზუსტდება, განადგურებულია 15-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა და საწყობი.  

იტალიის მთავრობამ უკრაინისთვის, 2023 წლის ბოლომდე იარაღის მიწოდებას მხარი დაუჭირა

იტალიის მინისტრთა საბჭომ, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ვადის 2023 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივებაზე გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.  განკარგულების თანახმად, კიევს სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა, რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ ბრძოლისვის 2023 წლის განმავლობაში, იტალიელი კანონმდებლების ცალკეული თანხმობის გარეშე გადაეცემა. მთავრობის დადგენილება იტალიის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის ადმინისტრაციამ ომის დაწყების შემდეგ შემოიღო ზომები, რომლებიც საშუალებას აძლევდა ქვეყანას, იარაღი კიევში პარლამენტის ნებართვის მოთხოვნის გარეშე გაეგზავნა. ამ შეთანხმებას ვადა ეწურება წლის ბოლოს და პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მხარდამჭერმა კოალიციამ თავდაპირველად სცადა მისი გახანგრძლივება 2023 წლის 31 დეკემბრამდე, მთავრობის დადგენილებაში შესწორებით, რომელიც ახლა პარლამენტში გადადის.  

უკრაინაში დაღუპული მეომრის მეგობარი: მიწას არ ავცდენოდით და ჯარჯის შეეძლო ყველას ერთად გადაგვფარებოდა

მიწას არ ავცდენოდით და ჯარჯის შეეძლო ყველას ერთად გადაგვფარებოდა. მის უკან ამოფარებულმა გავატარე სკოლის პერიოდი, ჯარჯიმ გმირულად და სამშობლოს სიყვარულით იცხოვრა, -  რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯაბულ ხოფერიას მეგობარი, ქეთა ბაგაშვილი სოციალურ ქსელში, ემოციურ მიმართვას ავრცელებს. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა "ჩემს მეგობარზე მინდა მოგიყვეთ. ასეთი იყო, როცა გავიცანი. თითქმის 20 წლის წინ.კლასში რომ შემოდიოდა, მერხები ზანზარებდნენ. ასეთი იყო თავიდანვე, დიდი. ჩვენ მიწას არ ავცდენოდით და ჯარჯის შეეძლო ყველას ერთად გადაგვფარებოდა. და ასეც იყო სულ. მის უკან ამოფარებულმა გავატარე სკოლის პერიოდი. მერე უკრაინაში ომი რომ დაიწყო, ჩავთვალე, კლასს კი არა, მთელ საქართველოს გადაეფარა. მეხუთე კლასში ვიყავით, რაგბის თამაში რომ დაიწყო და ჩემთვის ვფიქრობდი ხოლმე, ვინმეს რომ დაეჯახოს, ის ადამიანი ვეღარ ადგება-მეთქი. უკრაინაში რომ წავიდა, გავაფრთხილე მაგრად დაეჯახე, იცოდე, ყველას და მჯეროდა, რომ ერთი დაჯახებითაც გამუსრავდა რუსებს. და მპირდებოდა, არ დავაკლებო და მეც ვიცოდი, რომ მისთვის უკან ნაბიჯი არ არსებობდა. 27 თებერვალს უკვე კიევში იყო. გაგანია ომში. ვფიქრობდი ხოლმე, ნეტა არ ეშინია? რანაირად არ ეშინია? რა გული აქვს ასეთი? და ეგ უზარმაზარი გული გაჩერდა დღეს.ჯაბას თავისი ბიძის, აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ჯამბულათ ხოფერიას სახელი ერქვა. დაგვისვამდა ხოლმე ბავშვებს და გვიყვებოდა ბიძის და მამის გმირობების შესახებ და ვუყურებდი და სულ ვფიქრობდი, როგორ შეეძლო არნახულის ასეთი ემოციით გადმოცემა. მეხუთე კლასელს ძარღვები ასკდებოდა საფეთქელზე, როცა რუსეთის ბოროტებას გვიყვებოდა და თვალები ენთებოდა საქართველოს და გმირი ქართველების სიყვარულზე ლაპარაკისას.თავის გვერდზე ეწერა : "როგორ აღესრულა ის? სჯობს გიამბო თუ როგორ იცხოვრა მან". არ ვიცი, რომელ გვერდში მოარტყეს ჩემს მეგობარს ტყვია, რომელმაც სამუდამოდ დააძინა, მაგრამ მე ვიცი, როგორ იცხოვრა მან. გმირულად და სამშობლოს სიყვარულით. და მინდა, რომ ყველამ იცოდეს ეს.საუკუნოდ მის დიდებაში გავატარებ ჩემს დარჩენილ ცხოვრებას. მშვიდობით, მეგობარო!“, - წერს ქეთა ბაღაშვილი. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 დეკემბრამდე 28 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარია ლიკვიდირებულია

თბილისში, ვარკეთილში, ზემო პლატოზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.ხანძრის გამომწვევი მიზეზები და მომხდართან დაკავშირებული სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.  

The Washington Post: ჯონ ბოლტონისა და იციკ მოშეს მკვლელობას ერთი დამკვეთი ჰყავს

ამერიკულმა გამოცემამ, The Washington Post-მა ირანის მიერ დაგეგმილ მკვლელობებთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნახსენებია საქართველოში საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, იციკ მოშესთან დაკავშირებული გეგმაც, რომელიც ქართულმა სპეცსამსახურებმა აღკვეთეს.  The Washington Post-ი ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ იციკ მოშეს მკვლელობა იგივე პირს სურდა, რომელმაც აშშ-ის ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მკვლელობა დაუკვეთა.  ბოლტონის მკვლელობის დაგეგმვა ბრალად ედება ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის (IRGC) წევრს, შაჰრამ პურსაფის. აშშ-ს ინფორმაციით, პურსაფიმ სოციალური ქსელების მეშვეობით დაიქირავა პირი, რომელსაც $300 000-ის სანაცვლოდ ბოლტონი უნდა მოეკლა, თუმცა, მისი გეგმის ერთ-ერთი მონაწილე ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) შენიღბული ჯაშუში იყო და მკვლელობა ჩაიშალა. ბრალდება პურსაფის შესახებ ცნობილი 2022 წლის აგვისტოში გახდა. აშშ-ს წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ პურსაფის სურდა შური ეძია IRGC-ის ელიტური ჯგუფის, ყუდსის ძალების მეთაურის ყასემ სოლეიმანის ამერიკის მიერ მკვლელობაზე, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2019 წლის დეკემბერში მოხდა. პურსაფი FBI-ის ძებნილთა სიაშია.  62 წლის იციკ მოშე საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი და „ისრაელის სახლის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელია.  

ნიდერლანდებში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი ელექტრო მანქანა შექმნეს

ნიდერლანდების სტარტაპმა Lightyear-მა მსოფლიოში პირველი ელექტრო მანქანა გამოუშვა, რომელიც ენერგიას პირდაპირ მზისგან გამოიმუშავებს. ამის შესახებ  Autonews Europe იტყობინება. სტარტაპის ხელმძღვანელის ლაქს ჰუფსლოფის თქმით, მანქანას მზის პანელები აქვს, რომლებიც მის სახურავზეა დამონტაჟებული. ამსტერდამში, ავტომობილს დატენის გარეშე 2 თვე შეუძლია გადაადგილება, ხოლო პორტუგალიაში 7 თვე.  მზის ენერგიის შედეგად, ავტომობილს დღეში 70 კილომეტრის დაფარვა შეუძლია. მისი ღირებულება $259 ათასია. ამ მოდელზე სტარტაფმა უკვე 150 შეკვეთა მიიღო.   

წლიური ინფლაცია 10.4%-ია. ბოსტნეული 26%-ით, პური 23.8%-ით, კვერცხი და ყველი 18.3%-ით გაძვირდა - საქსტატი

საქსტატმა დღეს ნოემბრის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა. საქსტატის მონაცემებით, გასული თვის განმავლობაში საქართველოში 10.4%-იანი ინფლაცია იყო. ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის 16.8%-იანმა გაძვირებამ მოახდინა. გარდა სურსათისა, ფასები გაზრდილია სხვა ძირითად სამომხმარებლო ჯგუფებზეც.  სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.55 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (26.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (23.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (22.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (19.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (18.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.7 პროცენტი), თევზეული (13.6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (10.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.1 პროცენტი), ხილი და ყურძენი (6.9 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - ჯგუფში ფასების 15.4 პროცენტიანი მატება დაფიქსირდა, რაც 1.51 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (34.1 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.8 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.6 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.2 პროცენტით, რაც 0.97 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (13.8 პროცენტი), პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (8.2 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (2.1 პროცენტი).  

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და სასჯელის გადავადება თუ არ მოხდება, ჩათვალეთ, ეს მისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება - ადვოკატი

სააკაშვილის გათავისუფლება და სასჯელის გადავადება თუ არ მოხდება, ჩათვალეთ, ეს მისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. ადვოკატი: თუ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა უტარდება, რატომ გვთავაზობენ უცხოელი ექიმების ჩამოყვანას?! „გიორგი არევაძე გამოცდილი მოსამართლეა, მასთან ჩვენ არაერთ საქმეზე გვიმუშავია. იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილის სასჯელის გადავადება, გათავისუფლება არ მოხდება, მისი სიცოცხლე აშკარად საფრთხეშია. ჩათვალეთ, ეს მისთვის სასიკვდილო განაჩენი იქნება. სასამართლო მსვლელობაზე რაიმე პროგნოზის გაკეთება სერიოზული იურისტისგან ძალიან ძნელია. ეს დამოკიდებულია მხარეებზე, ვინ რას და როგორ დაამტკიცებს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში. მოგეხსენებათ, ეს საქმე გვინდა არ გვინდა, დახუნძლულია პოლიტიკური შემადგენელით“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

საქართველოს სუფთა ენერგიის წარმოების სიმძლავრე იზრდება, USAID-მა ქართულ კომპანიასთან დოკუმენტი გააფორმა

USAID-მა და საქართველოს განახლებადი ენერგეტიკის კომპანიამ დღეს ხელი მოაწერეს თანამშრომლობის წერილს, რომლის საფუძველზეც საქართველოს სუფთა ენერგიის წარმოების სიმძლავრე გაიზრდება, კერძოდ, გორში 5 მეგავატი მზის სიმძლავრე დაემატება. „USAID და საქართველოს განახლებადი ელექტროენერგიის კომპანია ითანამშრომლებენ მზის ენერგიის პროექტის შემუშავებაზე 21 მეგავატიან ქართლის ქარის ელექტროსადგურზე, რომელიც შეავსებს ელექტროენერგიის გამომუშავებას ქარის დაბალი სიჩქარის პერიოდში. პროექტის განვითარებისთვის USAID ტექნიკურ და საკონსულტაციო დახმარებას გაუწევს საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიას. ამასთანავე, ორივე მხარე ხელს შეუწყობს პოტენციური პროექტების განვითარებას, რომლებიც კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდით მოიზიდავს ინვესტიციებს საქართველოს განახლებად ენერგიაში. „განახლებადი და სუფთა ენერგია უმნიშვნელოვანესია საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად, მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და კლიმატის ცვლილების საქმეში. ეს ხელს უწყობს ელექტროენერგიის უფრო სტაბილურ და ხელმისაწვდომ მიწოდებას საქართველოს მოსახლეობის, ბიზნესების, საავადმყოფოებისა და სკოლებისთვის და ქვეყნის შემდგომ ინტეგრაციას ევროპელ მეზობლებთან“, - აღნიშნა USAID საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორმა მარიკა ოლსონმა. ამერიკული მხარის განცხადებით, 30 წლის განმავლობაში USAID მხარს უჭერდა საქართველოში სუფთა, განახლებადი, საიმედო და ხელმისაწვდომი ენერგიის განვითარებას. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ აყვავებული და უსაფრთხო საქართველოსთვის მხარდაჭერის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი. „აშშ-ის წამყვანი საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID ხელს უწყობს საქართველოს დამოუკიდებლად დაგეგმოს, დააფინანსოს და განახორციელოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებები. 1992 წლიდან USAID საქართველოს ისეთ დემოკრატიულ ქვეყნად გადაქმნაში უწყობს ხელს, რომელიც ინტერგრირებულ იქნება დასავლეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკის ინსტიტუტებში. USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საქართველოს მავნე გარე ზეგავლენის წინააღმდეგ გაძლიერება, ანგარიშვალდებული მმართველობის ხარჯზე დემოკრატიული მიღწევების კონსოლიდაცია და მაღალანაზღაურებადი, მაღალხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნა“, - აცხადებს USAID-ი.

რუსეთში ავიაგამანადგურებელი ჩამოვარდა

რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ფედერაციის პრიმორიეს მხარეში ავიაგამანადგურებელი მიგ-31 ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებმა კატაპულტირება მოასწრეს, თუმცა, მათი მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამსახურის ვერტმფრენები მი-8 გაფრინდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი შესაძლოა ტექნიკური გაუმართაობა გახდა. MiG-31 არის ორადგილიანი გამანადგურებელი. ის ექსპლუატაციაშია 1981 წლიდან შევიდა, ხოლო მასობრივი წარმოება 1994 წელს შეწყდა.   

პროკურატურამ ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის მორიგი ფაქტი გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალურმა პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულის მორიგი ფაქტი გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გენერალურ პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ფინანსური დანაშაულებისთვის უცხო ქვეყნის ძებნილმა მოქალაქემ, მის ხელთ არსებული დაუსაბუთებელი და არალეგალური ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, საქართველოში არსებულ ერთ-ერთ საბანკო დაწესებულებაში გახსნილ პირად ანგარიშებზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 7 000 000 ლარზე მეტი თანხები განათავსა. თანხების წარმომავლობასთან დაკავშირებით, ბრალდებული ბანკს აწვდიდა უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ყალბ ხელშეკრულებებს, რომლის თანახმადაც თითქოსდა მან საზღვარგარეთ მოახდინა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გასხვისება, ხოლო ნასყიდობის საფასური თითქოსდა ნაღდი ანგარიშსწორებით ქალაქ ბათუმში მიიღო. აღნიშნული გზით, ბრალდებულმა დაუსაბუთებელი და არალეგალური შემოსავლის ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, საბანკო დაწესებულებაში არსებულ მის პირად ანგარიშებზე 7 000 000 ლარზე მეტი თანხები განათავსა. გამოძიების ეტაპზე ყადაღა დაედო ბრალდებულის გამგებლობაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ, არალეგალური წარმომავლობის თანხას, რითაც ამ უკანასკნელს არ მიეცა მისი განკარგვის შესაძლებლობა. დაყადაღებული, დანაშაულებრივი თანხის სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, პროკურატურა შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს. ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს გამოძიებას დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირების დადგენის, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“, - განაცხადა კვიციანმა.  

32-ე ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა საჩვენებელი სწავლებით დაასრულა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა ვაზიანის პოლიგონზე საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სიმულაციური სცენარის მიხედვით, განხორციელდა რეიდი, მოეწყო თავდაცვითი პოზიციები, მოწინააღმდეგის ბლოკირება, შეტევა და ობიექტის განადგურება. სწავლებას დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრო. უწყების ცნობით, ოთხკვირიანი სწავლების განმავლობაში 32-ე ქვეითი ბატალიონის „ალფა“, „ბრავო“ და „ჩარლი“ ქვეითი ასეულების ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. სწავლება სამი ფაზისაგან შედგებოდა. პირველი ეტაპი სამეთაურო-საშტაბო სწავლებას მოიცავდა, მეორე ეტაპი საველე-სიტუაციურ სწავლებას დაეთმო, ხოლო დასკვნითი ფაზა ბატალიონის საბრძოლო სროლებს ითვალისწინებდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) დამკვირვებლები სამივე ფაზის განმავლობაში აკვირდებოდნენ წვრთნების პროცესს და შესაბამის რეკომენდაციებს ამზადებდნენ. მათ 32-ე ქვეით ბატალიონი ერთ-ერთ დისციპლინირებულ და მოტივირებულ ქვედანაყოფად შეაფასეს. მათივე განმარტებით, GDRP-ის შემდგომი წვრთნისა და შეფასების პროგრამა მიზნად ისახავდა ბატალიონის მზადყოფნისა და საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას.  

შოლცი სტოლტენბერგს: NATO-ს ტერიტორიის დასაცავად ჩვენს წვლილს კიდევ უფრო გავზრდით

„ფედერალური შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო გაზრდის თავის წვლილს ალიანსის ტერიტორიის დასაცავად. 2025 წლიდან ჩვენ ვგეგმავთ NAT-ს 30 000 ჯარისკაცი მაღალ მზადყოფნაში მოვიყვანოთ“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. იენს სტოლტენბერგი გერმანიაში იმყოფება. „ნათელია, რომ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად NATO-ში, ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ, ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვაგრძელებთ უკრაინის და მისი თავდაცვისუნარიანობის მხარდაჭერას და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას მანამ, სანამ ეს დასჭირდება უკრაინას პოლიტიკური თვალსაზრისით, ფინანსურად, ჰუმანიტარული და ასევე საჭირო იარაღის მიწოდების თვალსაზრისით. NATO არ უნდა გახდეს კონფლიქტის მხარე, რადგან ეს გამოიწვევს ესკალაციას პლანეტისთვის გაუთვალისწინებელი შედეგებით. ჩვენ მზად ვიქნებით, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს, ნებისმიერ მოკავშირეს, ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ და დავიცვათ ალიანსის თითოეული სანტიმეტრი. გერმანია უკვე ძალიან აქტიურია, როდესაც საქმე ეხება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვას, ლიეტუვაში დაახლოებით 1000 ჯარისკაცის ყოფნით. ჩვენ კი გერმანიაში შევქმენით ბრიგადა ლიეტუვის დასაცავად. ჩართული ვართ საჰაერო პატრულირებაში ბალტიისპირეთში. ჩვენ მივაწოდეთ „პატრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები სლოვაკეთს. გარდა ამისა, ფედერალურმა შეიარაღებულმა ძალებმა წელს NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებისთვის 14000-ზე მეტი ჯარისკაცი გამოყო და მომავალ წელს, ეს რიცხვი 17000-მდე გაიზრდება. ფედერალური შეიარაღებული ძალები კიდევ უფრო გაზრდის თავის წვლილს ალიანსის ტერიტორიის დასაცავად. 2025 წლიდან ჩვენ ვგეგმავთ NAT-ს 30 000 ჯარისკაცი მაღალ მზადყოფნაში მოვიყვანოთ. სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ ევროპული ცის ფარის ინიციატივა, რომლის მიზანია NATO-ში ევროპული ფრთის გაძლიერება. მივესალმები იმ ფაქტს, რომ 15-მდე მოკავშირე უკვე შეუერთდა ამ ინიციატივას“, - განაცხადა შოლცმა. 

ოლაფ შოლცი სტოლტენბერგს: ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ არსებული რისკები უნდა გადავაფასოთ

„ჩრდილოეთის ნაკადის“ გასზადენზე დივერსიულმა აქტებმა აჩვენა, რომ ჩვენ უნდა გადავაფასოთ ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ არსებული რისკები,- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. იენს სტოლტენბერგი გერმანიაში იმყოფება. „მე და NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე განვიხილეთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ ზღვაში. „ჩრდილოეთის ნაკადის“ გასზადენზე დივერსიულმა აქტებმა აჩვენა, რომ ჩვენ უნდა გადავაფასოთ ჩვენი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რისკები. ეს განსაკუთრებით ეხება ჩრდილოეთ ზღვას, სადაც ჩვენი მიზანია, ვითანამშრომლოთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. დღეს და გუშინ, როცა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ჩვენთან იყო, შევთანხმდით, რომ ეს საერთაშორისო კოორდინაცია უნდა მოვახდინოთ. თუმცა NATO უნდა იყოს პირველი შეხების წერტილი, ჩვენ შეგვიძლია, ვისარგებლოთ მისი გამოცდილებით, შესაძლებლობებით და მისი ამოცანებით“, - განაცხადა ოლაფ შოლმა. მისივე თქმით, გერმანია მიესალმება იმ ფაქტს, თუ NATO იტვირთავს უფრო ძლიერ კოორდინირებულ ფუნქციას კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისთვის. „NATO-ს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სხვადასხვა შესაბამისი აქტორის კოორდინაციის გზით, მას შეუძლია, წვლილი შეიტანოს საერთო სურათში. ჩვენ ვგეგმავთ ამ ამოცანების გადაჭრას ერთად, როგორც ალიანსის წევრები“, - აღნიშნა შოლცმა. NATO ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებში წარმომადგენლობას აორმაგებს შეგახსენებთ, გერმანია და ნორვეგია გამოვიდნენ ინიციატივით, წყალქვეშა ინფრასტრუქტურის - გაზსადენებისა და ტელეკომუნიკაციების მონიტორინგისთვის, ქვედანაყოფი შექმნან, რათა თავიდან აიცილონ ისეთი ინციდენტები, როგორიცაა, რუსეთის გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ მომხდარი აფეთქება.

მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს, ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა გააგრძელოს - გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს რაიმე სახის მონაწილეობა გააგრძელოს ქართულ პოლიტიკაში და იმედი აქვს სამართლიანი გადაწყვეტილების, - ამის შესახებ განცხადებას გიული ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, ყველანაირი სპეკულაცია ვნებს სააკაშვილის ჯანმრთელობას. ადვოკატი: თუ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა უტარდება, რატომ გვთავაზობენ უცხოელი ექიმების ჩამოყვანას?! „გვინდა ნათლად და გასაგებად გამოვხატოთ ჩვენი სათქმელი, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში. თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, აქ არის იმ უცხო სახელმწიფოს კვალი და სტილი, რომელიც მიშას მტრად მიიჩნევს. ამერიკაში ეს ტესტები გაკეთდა საუკეთესო ლაბორატორიაში და გაანალიზდა საუკეთესო ტოქსიკოლოგების მიერ. რა თქმა უნდა, ისინი ძალიან უფრთხილდებიან და სათუთად ეკიდებიან თავის რეპუტაციას და ზერელედ ამ საკითხს არავითარ შემთხვევაში არ მოეკიდებოდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ყველას მოვუწოდებ თავის შეკავებისკენ, როგორც პოლიტიკური მიზნით ხელის გაშვერისგან, ასევე მიხეილ სააკაშვილს გაუარესებულ ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან. აქ წყდება საქართველოს პრეზიდენტის, სააკაშვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი და ყველას ვთხოვ, მაქსიმალური თავშეკავება გამოავლინოს.  გთხოვთ, პატივი სცეთ სააკაშვილისა და მისი ოჯახის ღირსებას,” - განაცხადა გიული ალასანიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

Tesla-მ პირველი ელექტრო სატვირთო მანქანა Semi-ის წარმოება დაასრულა

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა, მოდელის პრემიერიდან ხუთი წლის შემდეგ, ელექტრო სატვირთო მანქანა Tesla Semi-ს წარმოება დაასრულა და პირველი მოდელები მომხმარებლებს გადასცა.   ნევადაში, Tesla-ს ქარხანაში გამართულ ღონისძიებაზე, ილონ მასკმა თქვა, რომ ბრენდის პირველი ელექტრო სატვირთო მანქანა შეამცირებს გამონაბოლქვს გზებზე, ასევე გადააჭარბებს დიზელის არსებულ მოდელებს სიმძლავრისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამასთან, Tesla-ს ხელმძღვანელმა არ დააკონკრეტა არც სიმძლავრე, არც სატვირთო მანქანის ტევადობა და არც ფასი. PepsiCo გახდა Tesla Semi-ის პირველი მსხვილი მყიდველი. ჯერ კიდევ 2017 წელს გამაგრილებელი სასმელებისა და საკვების ცნობილმა მწარმოებელმა Tesla-ს შეუკვეთა 100 ელექტრო სატვირთო მანქანა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ Tesla 2022 წლის ბოლომდე 100 ელექტრო სატვირთო მანქანის წარმოებას შეძლებს. ილონ მასკმა კი თქვა, რომ 2024 წელს მისი კომპანია 50 000 სატვირთო მანქანის წარმოებას შეეცდება.  

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მიხაილო პოდოლიაკი: უკრაინამ, ომის დაწყებიდან, 13 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი - დაახლოებით 90 090; ​ტანკი - 2 916; ჯავშანტექნიკა - ​5 883; საარტილერიო სისტემა - 1 905; სარაკეტო სისტემა - 395; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 210; თვითმფრინავები - 280; ვერტმფრენი - 262; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 564", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

იენს სტოლტენბერგი: პუტინი ზამთარს იარაღად იყენებს. ჩვენ ვერ დავუშვებთ მის გამარჯვებას

„პუტინი ზამთარს იარაღად იყენებს. ჩვენ ვერ დავუშვებთ მის გამარჯვებას. ამ კრიტიკულ მომენტში, ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა უკრაინისადმი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში ვიზიტისას, კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, NATO არ არის კონფლიქტის მხარე „ჩვენ არ ჩავერთებით პუტინის ომში. ჩვენ გვერდში ვუდგავართ უკრაინას თავდაცვის უფლებით, რაც გაეროს წესდებაშია დაცული. მე მივესალმები გერმანიის წამყვან როლს.გერმანია იმ მოკავშირეებს შორისაა, რომლებიც უკრაინას ყველაზე მეტ სამხედრო, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ. გერმანიის მიერ მოწოდებული სამხედრო აღჭურვილობა იცავს უკრაინის სახლებს, სკოლებსა და საავადმყოფოებს რუსული სარაკეტო თავდასხმებისგან. გერმანული იარაღი სიცოცხლეს გადაარჩენს. NATO-ს მოკავშირეები მოწოდებულნი არიან, შეინარჩუნონ ჩვენი მხარდაჭერა, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, ევროპის უსაფრთხოებისთვის ამ გადამწყვეტ მომენტში გერმანიის ხელმძღვანელობა გადამწყვეტია.  

სტოლტენბერგი: NATO-ს წყალქვეშა ინფრასტრუქტურის ცენტრის შექმნის ინიციატივას მივესალმები

Nord Stream-ის გაზსადენებზე ბოლოდროინდელმა დივერსიამ, ყველას შეგვახსენა ამ ინფრასტრუქტურის დაუცველობა. ამის საპასუხოდ, NATO -მ გააორმაგა გემების რაოდენობა, რომლებიც პატრულირებენ ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვებში. მაგრამ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ, რათა დავიცვათ ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში ვიზიტისას, კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. NATO ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვებში წარმომადგენლობას აორმაგებს „მივესალმები გერმანია-ნორვეგიის ინიციატივას NATO-ს წყალქვეშა ინფრასტრუქტურის ცენტრის შექმნის შესახებ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, გერმანია და ნორვეგია გამოვიდნენ ინიციატივით, წყალქვეშა ინფრასტრუქტურის - გაზსადენებისა და ტელეკომუნიკაციების მონიტორინგისთვის, ქვედანაყოფი შექმნან, რათა თავიდან აიცილონ ისეთი ინციდენტები, როგორიცაა, რუსეთის გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადზე“ მომხდარი აფეთქება.  

CNN: ოკუპანტებს ბახმუტთან დიდ დანაკარგი აქვთ

რუსეთის არმიას უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან დიდ დანაკარგებს განიცდის, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. "უკრაინული უპილოტო სამხედრო თვითმფრინავების რამდენიმე ვიდეო აჩვენებს, რომ რუსი ჯარები სანგრებში თვითმფრინავებიდან ჩამოგდებული ასაფეთქებელი მოწყობილობების სამიზნე ხდებიან", - ვკითხულობთ ინფრომაციაში. გავრცელებული ინფორმაციით, რუსული ძალები ბახმუტის მიმდებარე ტერიტორიას თვეების განმავლობაში უტევენ. მიხაილო პოდოლიაკი: უკრაინამ, ომის დაწყებიდან, 13 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.