ძებნის რეზულტატი:
იენს სტოლტენბერგის თქმით, ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის დროს, თითოეულმა მოკავშირემ ბალანსი უნდა დაიცვას
„ჩინეთი არის გამოწვევა ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ინტერესებისთვის, ჩვენი ღირებულებებისთვის, მაგრამ ჩვენ არ განვიხილავთ ჩინეთს მოწინააღმდეგედ. ეს ასევე ნათლად არის ნათქვამი ჩვენს სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელზეც ყველა მოკავშირე მადრიდში, სამიტზე შეთანხმდა“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გერმანიაში ვიზიტისას, კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. თუმცა სტოლტენბერგი თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა არ გაგრძელდება „NATO-ს მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას, უსაფრთხოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და განსაკუთრებით, საქმე ეხება ჩინეთის წვდომას ევროპულ ინფრასტრუქტურაზე. რამდენად სწორია გერმანიის გადაწყვეტილება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Cosco-ს უფლება მისცეს, შეიძინოს ერთ-ერთი ტერმინალი ჰამბურგის პორტში?,“ - ჰკითხა ჟურნალისტმა სტოლტენბერგს. „ჩვენ პოლიტიკურადაც ჩართულები ვართ ჩინეთთან. მე შევხვდი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ამ შემოდგომაზე. არსებობენ მოკავშირეები, რომლებიც პოლიტიკურად და ეკონომიკურად თანამშრომლობენ ჩინეთთან. ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ პოტენციური დამოკიდებულების, დაუცველობის შესახებ. უნდა ვმართოთ რისკები. ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ პოტენციური დამოკიდებულების, დაუცველობის შესახებ. რა თქმა უნდა, თითოეულმა მოკავშირემ უნდა მოძებნოს ბალანსი ჩინეთთან ეკონომიკურ ჩართულობასა და ამავე დროს ზედმეტად დამოკიდებულების ან დაუცველობის თავიდან აცილებას შორის,“ - განაცხადა სტოლტენბერგმა. NATO-მ ახალი სტრატეგიული კონცეფცია დაამტკიცა - რუსეთი წარმოადგენს „ყველაზე მნიშვნელოვან და პირდაპირ საფრთხეს“ ჩვენი უსაფრთხოებისთვის - იენს სტოლტენბერგი
NYT: აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი, სანქცირებული რუსი მილიარდერის ანდრეი სკოჩის იახტის დაკავებას ცდილობს
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ცდილობს, სანქცირებული რუსი მილიარდერის ანდრეი სკოჩის იახტის Madame Gu-ს დაკავების უფლება მიიღოს. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა New York Times თავის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. 99 მეტრიანი იახტა, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატსა და მილიარდერ ანდრეი სკოჩთანაა კავშირში, აშშ-ის სანქციების სიაში ივნისში შევიდა. თავად სკოჩი აშშ-ის სანქციების ქვეშ 2018 წლიდან „რუსულ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებთან“ კავშირის გამო იმყოფება. „შეერთებულ შტატებს არ შეუძლია სხვა ქონების კონფისკაცია, ხოლო არაბთა გაერთიანებული საემიროები მეგობრულად არიან განწყობილნი მოსკოვის მიმართ და უარს ამბობენ რუსი ოლიგარქების დევნაზე, ამიტომ დაახლოებით $156 მილიონად შეფასებული Madame Gu-ს დუბაიში საფრთხე არ ემუქრება. თებერვლის ბოლოს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, დუბაი, იმ რუსული იახტებისა და თვითმფრინავების თავშესაფარი გახდა, რომლებსაც სხვაგან თავისუფლად ცურვა და ფრენა არ შეუძლიათ“, - წერს გამოცემა. თავდაცვის მოწინავე კვლევების ცენტრის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტთან დაკავშირებული მინიმუმ 38 ბიზნესმენი ან ოფიციალური პირი ფლობს უძრავ ქონებას დუბაიში, რომლის ღირებულება $314 მილიონზე მეტია. ამ ადამიანებიდან ხუთი აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება.
შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. შალვა პაპუაშვილი გერმანიას ეწვევა შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და უსაფრთხოების მძიმე ვითარებაზე. სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს როლი რეგიონული მშვიდობის უზრუნველყოფაში. საუბარი, აგრეთვე, შეეხო ომს უკრაინაში და მის შედეგებს რეგიონისთვის. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს ძალისხმევაზე, წლის ბოლომდე დაასრულოს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულება და ხაზი გაუსვა გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს. დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური სამ რეგიონში, ეკლესია-მონასტრებში ჩხრეკას ატარებს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „კონტრდაზვერვის ოპერაციას" უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მონასტრებსა და ეკლესიებში ჟიტომირის, რივნისა და ტრანსკარპატების რეგიონებში ახორციელებს. უსაფრთხეოების სამსახური, სოფელ დრაჩინოში, კირილესა და მეთოდეს დედათა მონასტერში ჩხრეკას ატარებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ჩხრეკა ხუთი მონასტერსა და სამ ტაძარში მიმდინარეობს. კიევი-პეჩორის ლავრაში ჩხრეკის შედეგები ცნობილია ჩხრეკაში დეპარტამენტის თანამშრომლები პოლიციასთან ერთად მონაწილეობენ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიაში ჩხრეკას ატარებს შეგახსენებთ, რომ კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა 22 ნოემბერს ჩატარდა.
კლინიკა „ვივამედში" სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მივიდა
უნდა გავარკვიოთ პოზიცია და ამის შემდგომ გადავწყვეტთ, რომელ საექსპერტო დაწესებულებას მივმართავთ, - კლინიკა „ვივამედში“, სადაც მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მივიდა. ადვოკატი: თუ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური მკურნალობა უტარდება, რატომ გვთავაზობენ უცხოელი ექიმების ჩამოყვანას?! „როგორც ცნობილია, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე. მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ ვთავაზობთ მიხეილ სააკაშვილს, რომ ჩაუტარდეს შესაბამისი ნიმუშების აღება, ჩაუტარდეს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა. პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ პოზიცია და ამის შემდგომ გადავწყვეტთ, რომელ საექსპერტო დაწესებულებას მივმართავთ. დღეს პოზიციის და შესაბამისი ნიმუშების აღების მიზნით მოვედით. შესაბამისი ნიმუშის აღების მერე უნდა გადაწყდეს ექსპერტიზის ჩატარება“, - აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
პენტაგონი HIMARS-ების წარმოების მიზნით, $430 მილიონიან კონტრაქტს აფორმებს
დამატებითი, მაღალი მობილურობის სარაკეტო საარტილერიო სისტემების (HIMARS) წარმოებისთვის აშშ-ის სამხედრო და საერთაშორისო პარტნიორების საჭიროებებისთვის, ამერიკული თავდაცვის ინდუსტრიის გიგანტ Lockheed Martin-თან კონტრაქტი გაფორმდა. ამის შესახებ პენტაგონი იუწყება. პენტაგონს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი უცხოელი პარტნიორები მიიღებენ ახალი HIMARS-ის სისტემას. უკრაინამ ამ დრომდე, აშშ-სგან 20 HIMARS-ი მიიღო. კიდევ 18-ის მიწოდება იგეგმება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ასევე წაიკითხეთ მეთიუ ბრაიზა: უკრაინამ დაამტკიცა, რომ გამარჯვება შეუძლია და კიდევ უფრო დიდი რაოდენობით HIMARS-ის სარაკეტო სისტემას იმსახურებს
ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
2 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ მიკისკა დაიბარეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი გახდა მედიაში გავრცელებული მისი განცხადება, რომელშიც იგი ამბობდა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის. „საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჩეხურ მხარეს კიდევ ერთხელ გააცნო ის კომპლექსური ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს მსგავსი ფაქტების არდაშვებასთან დაკავშირებით და ელჩისაგან მოითხოვა დეტალური ახსნა-განმარტება იმისა, თუ რას ეფუძნებოდა პეტრ მიკისკას განცხადება, რომელიც რეალობას არ შეესაბამება და ზიანს აყენებს როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობას, ასევე საქართველოს რეპუტაციას. ჩეხეთის ელჩმა დააფიქსირა, რომ სამწუხაროდ მოხდა მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაცია და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელება. მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას, ელჩმა აგრეთვე დაადასტურა, რომ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით შეკითხვები არ არსებობს“, - აცხადებს საგარეო უწყება. შეგახსენებთ, მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხეთის ელჩმა საქართველოში, პეტრ მიკისკამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოში ჩეხური პროდუქტების ექსპორტი „თითქმის გაორმაგებულია“. ამავე ცნობით, ელჩი დარწმუნებულია, რომ სხვაობის ნაწილი მაინც ხვდება რუსეთის ფედერაციაში.
სასამართლომ 4 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი დამნაშავედ ცნო
მასწავლებელს, რომელსაც საკუთარი მოსწავლეების მიმართ განხორციელებულ გარყვნილ ქმედებაში ედებოდა ბრალი, საქალაქო სასამართლომ 8 წელი მიუსაჯა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი" ავრცელებს. საქმეში დაზარალებულად სულ 4 მოსწავლე იყო ცნობილი. "სასამართლომ მასწავლებელი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის, მეორე ნაწილის ვ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს გარყვნილ ქმედებას დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან. მოზარდი გოგონების მშობლების ინფორმაციით, პოლიციისთვის მიმართვამდე მათ საქმის კურსში ჩააყენეს სკოლის დირექცია, თუმცა ფაქტს დირექტორისგან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვა. საქმეში არსებობს წერილიც, რომელიც მოსწავლეებმა დირექტორს მისწერეს მასწავლებლის მიერ მათ მიმართ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი დაზარალებული გოგონას დედა ამბობს, რომ საქმის გახმაურება ბევრს არ სურდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოების შესაძლო რეაქცია იყო:„ბევრს არ სურდა ამ საქმის გახმაურება. სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა ამ ამბავს, მაგრამ სამართალი არსებობს ამ ქვეყანაში. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობელი ყოველთვის გვერდით დაუდგება. ყველა ნორმალურმა და მოსიყვარულე მშობელმა იგივე უნდა გააკეთოს. არ უნდა შეეშინდეს კრიტიკის ან იმის, რომ თითით საჩვენებლები გახდებიან“. ამ ეტაპზე სასამართლო სკოლის დირექტორის ბრალდებაზე მსჯელობს, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. პროკურატურამ მას ბრალი დანაშაულის დაფარვის მუხლით წარუდგინა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
თურქეთის ქალაქ სამსუნის პორტში აფეთქება მოხდა. ვიდეო
თურქეთის ჩრდილოეთით, შავი ზღვის პორტ სამსუნში აფეთქება მოხდა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მომხდარის ზუსტი მიზეზები უცნობია. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN Turk იტყობინება. აფეთქების შემდეგ შემთხვევის ადგილზე ხანძარი გაჩნდა, მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო დახმარების სამსახური უკვე გაგზავნეს. წინასწარი მონაცემებით, პორტის ტერიტორიაზე საწვავის ავზი აფეთქდა.
ასე ცუდად ამდენი ხანია, არ მინახავს, რაც ვნახე კოშმარია, ვერ დადის - ადვოკატი
ეს ადამიანი ასე ცუდად ამდენი ხანია არ მინახავს, რაც ვნახე კოშმარი იყო სრული, ძალიან ცუდადაა, ვერ დადის, - ამის შესახებ კლინიკა "ვივა მედში" მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოინახულების შემდეგ მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. კლინიკა „ვივამედში“, სადაც მესამე პრეზიდენტი იმყოფება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მივიდა "პირველი რაც მინდა ვთქვა, მე ეს ადამიანი ასე ცუდად ამდენი ხანია არ მინახია, რაც ვნახე კოშმარი იყო სრული, ძალიან ცუდადაა, ვერ დადის, საწოლიდან. მე ბოლოს ვნახე ბოლოს რომ პროცესი იყო მაგის მეორე დღეს, ახლა ილია მიეხმარა საერთოდ რომ ოდნავ მაინც წამომჯდარიყო, ძალიან ცუდი სიტუაციაა", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ჩეხეთიდან იმპორტირებული საქონლის რუსეთში გატანის შესახებ განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს - შემოსავლების სამსახური
მედიაში გავრცელებული განცხადება, საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ჩეხეთიდან იმპორტირებული საქონლის რუსეთში გატანის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ყალბ ინფორმაციას, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებაშია აღნიშნული. ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს უწყების განმარტებით, ნებისმიერ ქვეყანასთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკის მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, ამ ფონზე გასაკვირი და გაუგებარია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მხრიდან გადაუმოწმებელი, ყალბი ინფორმაციის მტკიცებით ფორმაში გავრცელება. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, მაღალი სახელმწიფო და საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, კატეგორიულად და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებული განცხადება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ჩეხეთის რესპუბლიკიდან იმპორტირებული საქონლის რუსეთის ფედერაციაში გატანის შესახებ, არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს ყალბ ინფორმაციას. საქონლის იმპორტი საქართველოში ევროკავშირის ქვეყნებიდან, მათ შორის, ჩეხეთის რესპუბლიკიდან, რეალურად გაზრდილია, რაც მისასალმებელია, მით უფრო, ეკონომიკური აქტიურობის შემცირებისა და იმ შეზღუდვების მოქმედების შემდგომ, რასაც იწვევდა პანდემიის გავლენა მსოფლიოზე. ჩეხეთიდან საქართველოში საქონლის იმპორტის გაზრდილი მაჩვენებლების დიდი ნაწილი მოდის ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის მომსახურე კომპანიების მიერ შემოტანილ მანქანებსა და მოწყობილობებზე, ტურბინებზე, ელექტრომოწყობილობებზე, ზეთებსა და აკუმულატორებზე, ელექტროენერგეტიკის სფეროში მომუშავე კომპანიების, მათ შორის სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და სს ეპ „ჯორჯია გენერაციის“ მიერ შემოტანილ ელექტროაპარატურაზე, ტრანსფორმატორებზე, ელექტროსადენებზე, აკუმულატორებზე და მეტალოკონსტრუქციებზე, ასევე სხვა კომპანიების მიერ შემოტანილ მობილურ ტელეფონებზე, კომპიუტერებზე და სხვა პირველადი მოხმარების საქონელზე, რომლებიც განკუთვნილია ადგილზე მოხმარებისათვის და არა სხვა ქვეყნებში რეექსპორტისათვის. ამასთან, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო განუხრელად ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირისა და ეკონომიკური სანქციების დაწესების პროცესში მონაწილე სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსთან განსაზღვრული საქონლით ვაჭრობაზე დაწესებულ შეზღუდვებს. ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ განსაზღვრულ სიაში, აგრეთვე ნებისმიერი საბაჟო ოპერაცია (მათ შორის ტრანზიტი, ექსპორტი და რეექსპორტი), რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს სანქცირებული ფიზიკური პირების ან კომპანიების მიერ, ექვემდებარება განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს. შესაბამისად, დასახელებული სანქციების მოქმედების პერიოდში, ევროკავშირში (მ.შ. ჩეხეთის რესპუბლიკაში) წარმოებული საქონლის რუსეთის დანიშნულებით გადაადგილებაზე, ასევე რუსეთის ფედერაციიდან ჩეხეთისა და ევროკავშირის სხვა ქვეყნების დანიშნულებით გადაადგილებაზე უარის ასეულობით შემთხვევაა. ნებისმიერ ქვეყანასთან საქართველოს საგარეო ვაჭრობის (მ.შ. იმპორტის) სტატისტიკის მონაცემები წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, ისევე როგორც ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. ამ ფონზე, გასაკვირი და გაუგებარია საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მხრიდან გადაუმოწმებელი, ყალბი ინფორმაციის მტკიცებით ფორმაში გავრცელება და ყოველგვარი მტკიცებულებისა და დასაბუთების გარეშე საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორი ქვეყნის მიმართ, ეჭვის შეტანა. აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოებთან აღნიშნულ თემაზე მოსაზრებებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, გამართა არაერთი შეხვედრა, რომელზეც მაღალ დონეზე იყო წარმოდგენილი ჩეხეთის საელჩოც, სადაც უმაღლესი შეფასება დაიმსახურა საქართველოს საბაჟო სამსახურის მიერ სანქციების აღსრულების პროცესში გაწეულმა ღონისძიებებმა. მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ადგილზე დეტალურად გასცნობოდნენ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მიმდინარე ტვირთების კონტროლის პროცედურებს. საერთაშორისო სანქციების დაწესებისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივ კოორდინაციაშია პარტნიორ ქვეყნებთან და ხდება ინფორმაციის გაცვლა ოპერატიულ რეჟიმში. შემოსავლების სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, კვლავაც ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს და გამკაცრებულ კონტროლს, რათა მაქსიმალურად აღიკვეთოს და არ იქნეს დაშვებული სანქციებისაგან თავის არიდებისათვის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გამოყენების მცდელობა. კიდევ ერთხელ, ჩვენი მოწოდებაა, ყველამ თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან. სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით, ნებისმიერი ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს სანქციების აღსრულებაზე პასუხიმგებელ შესაბამის უწყებასთან – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან, რაც, სამწუხაროდ, არ მომხდარა ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ელჩის მხრიდან“, – ნათქვამია განცხადებაში. ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა განმარტებებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. უწყების ცნობით, აღნიშნულის მიზეზი გახდა მედიაში გავრცელებული მისი განცხადება, რომელშიც ელჩი ამბობდა, რომ ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული პროდუქციის ნაწილი, სანქციების გვერდის ავლით, რუსეთში გადის.
ევროკავშირის შვიდ ქვეყანაში, უკრაინის საელჩოებმა მუქარის შემცველი გზავნილები მიიღეს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ უკრაინის დიპლომატიურმა მისიებმა ევროპის 7 ქვეყანაში მუქარის შემცველი გზავნილები მიიღეს. დმიტრო კულება: მუქარის შემცველი წერილები უკრაინის კიდევ ორ საელჩოში მიიღეს „ესპანეთში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, საელჩოებმა უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიაში, იტალიაში, ავსტრიაში, გენერალურ საკონსულოებში [იტალიის] ნეაპოლში და [პოლონეთის] კრაკოვში, საკონსულოში [ჩეხეთში] ბრნოში სისხლიანი პაკეტები მიიღეს, რომლებშიც ცხოველის თვალები იყო. თავად ჩანთები დამახასიათებელი ფერის სითხეში იყო გაჟღენთილი და შესაბამისი სუნი ჰქონდა. ჩვენ ვსწავლობთ ამ გზავნილის მნიშვნელობას“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი კულება მიიჩნევს, რომ „უკრაინის საელჩოებისა და საკონსულოების ტერორისა და დაშინების კარგად დაგეგმილი კამპანია მიმდინარეობს". „ვერ შეაჩერებენ უკრაინას დიპლომატიურ ფრონტზე, ისინი ცდილობენ ჩვენს დაშინებას. თუმცა, დაუყოვნებლივ შემიძლია ვთქვა, რომ ეს მცდელობები უშედეგოა. ჩვენ გავაგრძელებთ ეფექტურ მუშაობას უკრაინის გამარჯვებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა. პირველ დეკემბერს კულებამ განაცხადა, რომ უკრაინის სამმა საელჩომ „სიმბოლური მუქარის“ წერილები მიიღო. მისი თქმით, კონვერტები „წითელი სითხით იყო გაჟღენთილი“. 30 ნოემბერს მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა. ფოსტით ელჩს გაუგზავნეს პაკეტი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. უკრაინის საელჩოსთან აფეთქების შედეგად ერთი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა, რომელმაც დიპლომატიური წარმომადგენლობის ეზოში ამანათი გახსნა. ესპანეთში უკრაინის ელჩმა სერგეი პოგორელცევმა განაცხადა, რომ ამ გზავნილის უკან შესაძლოა, რუსეთი იყოს.
რუსთაველის გამზირზე 3 დეკემბერს, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რუსთაველის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი გრძელდება, რის გამოც, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 3 დეკემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. ინფორმაციას თბილსის მერია ავრცელებს. სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანადრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთის ხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.
საგარეო უწყება რეორგანიზაციას „საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს“ უკავშირებს
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი უწყებაში რეორგანიზაციის შესახებ საუბრობს მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორაციას მისი თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ. სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის წერილობით კომენტარში აღნიშნავს, რომ რეორგანიზაცია 2022 წლის სექტემბერში გამოცხადდა და ამ პროცესის შესახებ თანამშრომლები ინფორმირებულნი იყვნენ. „[რეორგანიზაციის] მიზეზი გახდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანებიდან გამომდინარე რიგი სტრუქტურული ერთეულების გაძლიერების საჭიროება, მათი გამსხვილება დეპარტამენტიდან დირექტორატის ფორმატში, რამაც მოითხოვა შესაბამისი საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია. მათ შორის ცვლილება შეეხო დეპარტამენტს, სადაც საქმიანობდა ჩვენი კოლეგა ნატა ქორიძე. კერძოდ იმის გათვალისწინებით, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლის აღსრულება არის საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტული მიმართულება, სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გენერალური დირექტორატი, აღნიშნულმა ცვილილებამ გამოიწვია აქამდე დეპარტამენტში არსებული საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია, მათ შორის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციის გაუქმება. დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ ეცნობა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს კანონით დადგენილ ვადებში. მათ შორის ნატა ქორიძეს გაფრთხილება სტრუქტურულ ერთეულში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ მიუვიდა კანონით დადგენილ ვადებში და ასევე ეცნობა რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომი დასაქმების მიზნით, მასთან მიმართებაში ხორციელდება მობილობის პროცესისთვის საჭირო ღონისძიებები", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებაში. ნატა ქორიძე პოლიტიკური პარტია „გირჩის-მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მეუღლეა. პოლიტიკოსი ხსენებულ ფაქტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს. დღესვე, ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ წევრს გიორგი ვოლსკის. „თუ მას საიდუმლო ინფორმაციასთან აქვს წვდომა, რასაკვირველია, არ შეიძლება იგი უზიარებდეს ამ ინფორმაციას ადამიანს, ვინც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს ყოველდღე და მგონია, რომ სწორედ ასეთი მოქმედების ერთ-ერთი ლიდერია ზურა ჯაფარიძე. მაგრამ გათავისუფლების მოტივი არის თუ არა ეს რეალობა, მე არ ვიცი. ეტყობა რაღაც მიზეზი იყო ამისათვის. არ შეიძლება, რომ ოპოზიციის ასეთი პიროვნების წარმომადგენელი მუშაობდეს ადგილზე, სადაც საიდუმლო ინფორმაციასთან არის წვდომა“, - განუცხადა მედიას ვოლსკიმ.
ევროკავშირის ელჩი: მიხეილ სააკაშვილის უფლებების საკითხს საქართველოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან ვაყენებთ
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მისი ოფისი აქტიურად აკვირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და უფლებების დაცვის საკითხს ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც აყენებს. კითხვაზე, რამდენად ხედავს საკმარის მიზეზებს იმისთვის, რომ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ იქნას გადაყვანილი ან სასჯელი გადავადდეს, ელჩი აცხადებს, რომ სააკაშვილის მომავალი სასამართლოს გადასაწყვეტია. ცენტრ „ემპათიას“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს „როგორც ევროკავშირი, ჩვენ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებით ვაკვირდებით. კომუნიკაცია გვაქვს მის ოჯახთან. ჩვენ ასევე ვაყენებთ მისი უფლებების საკითხს საქართველოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან. მნიშვნელოვანია, რომ მისი უფლებები სრულად იყოს დაცული და რა თქმა უნდა, სასამართლოს გადასაწყვეტია მისი მომავალი“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ელჩი დეგნანი: მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს ვაგრძელებთ
ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს საჭირო მკურნალობა და დაცული იყოს მისი უფლებები. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა ჟურნალისტებს შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. კელი დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალი სამედიცინო დასკვის/დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ გადაიდგას სათანადო ნაბიჯები, რომლებიც მისი ჯანმრთელობისა და უფლებების დავისათვის არის მნიშვნელოვანი. „მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მჭიდრო მონიტორინგს ვაგრძელებთ. ჯერჯერობით ვეცნობით სამედიცინო დასკვნას, რომელიც ახლახან გახდა საჯარო. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ხელისუფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს შესაბამისი მკურნალობა. მისი უფლებები უნდა იყოს დაცული“, - აღნიშნა ელჩმა. ელჩის განცხადებით, მთავარია, ხელისუფლებამ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ცენტრ „ემპათიას“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს თავის მხრივ, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, მისი ოფისი აქტიურად აკვირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და უფლებების დაცვის საკითხს ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც აყენებს. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ვიეტნამი აზერბაიჯანისგან ნავთობის შესყიდვით დაინტერესდა
ვიეტნამი დაინტერესებულია აზერბაიჯანიდან ნედლი ნავთობის შემოტანით. ამის შესახებ ვიეტნამის პრეზიდენტმა ნგუენ ჩუან ფუკმა აზერბაიჯანის ახლად დანიშნულ ელჩთან, შოვგი მეჰდიზადესთან შეხვედრაზე განაცხადა, იუწყება Trend ვიეტნამურ მედიაზე დაყრდნობით. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, მხარეებმა უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ სავაჭრო თანამშრომლობის გასააქტიურებლად. მან აღნიშნა, რომ ვიეტნამს სურს ქვეყანაში ელექტრონიკისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი და, თავის მხრივ, აზერბაიჯანიდან ნედლი ნავთობის მიწოდება უზრუნველყოს. შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო ორმხრივ თანამშრომლობას სხვა სფეროებში, როგორიცაა კულტურა, განათლება, ტურიზმი და თავდაცვის სფერო. ელჩმა მეჰდიზადემ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანი ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ვიეტნამთან თანამშრომლობას.
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7056 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7112 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.56 თეთრი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8466 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8278 ლარს შეადგენდა.შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.88 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1452 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.3163 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 3 დეკემბრიდან შევა ძალაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ელჩი დეგნანი: იმედი გვაქვს, ახალ სახალხო დამცველს ექნება იმის გამბედაობა, რომ თქვას სიმართლე
ამერიკის საელჩო ძალიან ამაყობს, რომ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას და მის გუნდს, მის ოფისს უჭერდა და უჭერს მხარს წლების განმავლობაში. ამ ერთობლივი თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი, რომ სახალხო დამცველის ოფისი და ინსტიტუტი უფრო ეფექტიანად რეაგირებს მოსახლეობის საჭიროებებზე. ამის შესახებ ამერიკის ელჩმა მედიას სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა. ელჩის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი დასრულდება ისეთი შედეგით, რომ მივიღებთ ასეთივე კვალიფიციურ, კეთილსინდისიერ და პროფესიონალ სახალხო დამცველს, რომელსაც ექნება იმის გამბედაობა, რომ თქვას სიმართლე, დაიცვას საქართველოს ხალხის უფლებები, მისი ინტერესები და შეასრულოს თავისი მოვალეობა ისე, როგორც ამას ნინო ლომჯარია და მისი გუნდი უზრუნველყოფდნენ. „სახალხო დამცველის საქმიანობა გამოწვევებით აღსავსე ნებისმიერ დემოკრატიაში მნიშვნელოვანია. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველის მთავარი მანდატი გახლავთ თითოეული მოქალაქის უფლების დაცვა. ამით შეიძლება, ხშირად არ იყოს კმაყოფილი მთავრობა, არ იყვნენ კმაყოფილნი სხვა ადამიანები, თუმცა სახალხო დამცველის მთავარი მოვალეობაა, ილაპარაკოს სიმართლე, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებების დაცვას. ეს რა თქმა უნდა მოითხოვს ძალიან დიდ გამბედაობას, კეთილსინდისიერებას და საქმისადმი ერთგულებას. ამერიკის საელჩო ძალიან ამაყობს, რომ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას და მის გუნდს, მის ოფისს უჭერდა და უჭერს მხარს წლების განმავლობაში. ამ ერთობლივი თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი, რომ სახალხო დამცველის ოფისი და ინსტიტუტი უფრო ეფექტიანად რეაგირებს მოსახლეობის საჭიროებებზე, ადამიანის უფლებათა დაცვაზე. ჩვენთვის ნამდვილად დიდი პრივილეგიაა, რომ ვთანამშრომლობთ სახალხო დამცველის ოფისთან. ეს გახლავთ უაღრესად, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი ინსტიტუტი დღევანდელ სისტემაში. ჩვენ გავაგრძელებთ ამ თანაშრომლობას“, - განუცხადა ამერიკის ელჩმა მედიას.
სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ექიმთა კონსილიუმის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა
სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ექიმთა კონსილიუმის შეფასებით, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. ასე ცუდად ამდენი ხანია, არ მინახავს, რაც ვნახე კოშმარია, ვერ დადის - ადვოკატი „რაც შეეხება ჩვენ შეფასებას, ამ წუთას რაც შემიძლია გითხრათ იმის გამო, რომ ბევრ რამეზე ვერ ვსაუბრობ, რადგანაც ჯერ თანხმობა არ მაქვს, ჩემი კონსილიუმის შეფასებით, ეს მდგომარეობა სრულად შეესაბამება იმ პროგნოზს, რასაც ისინი აკეთებდნენ გაზაფხულზე, რომ მდგომარეობა ბევრი მიმართულებით კიდევ უფრო დამძიმდებოდა. არსებული სიტუაცია სრულად შეესაბამება იმ ნეგატიურ პროგნოზს, რაც ჩვენი ექიმების მიერ გაკეთდა და მათი შეფასებით, თუ ასე გაგრძელდა ეს მდგომარეობა დამძიმდება და ძალიან პრობლემური იქნება. კონკრეტულად, რა იქნება ჩვენი პოზიცია, შეესაბამება თუ არა არსებული მდგომარეობა სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება თუ გადავადებას ამაზე ვმსჯელობთ და თუ გადავწყვეტთ გვექნება ჩვენი საჯარო პოზიცია", - აცხადებს ლომჯარია. კლინიკა „ვივამედში“, სადაც მესამე პრეზიდენტი იმყოფება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი მივიდა მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.