ძებნის რეზულტატი:

ევროკავშირი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის კიბერ ლაბორატორიას ქმნის

ევროკავშირი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის კიბერ ლაბორატორიას ქმნის და ამ მიზნით, ბლოკმა დააფინანსა პროექტი და მიაწოდა აღჭურვილობა კიევს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ცნობით, ეს კიბერ ლაბორატორია უზრუნველყოფს მომავალი კიბერშეტევებისგან უფრო სწრაფ და ეფექტიანად იდენტიფიცირებას, მონიტორინგს და დაცვას“. ლაბორატორია ევროპის სამშვიდობო ფონდის დახმარების პროგრამის ფარგლებში გაიხსნა. 15 დეკემბერს, ევროკავშირმა 31 მილიონი ევროს ოდენობით დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილება მიოღო, მათ შორის თანხა კიბერთავდაცვას მოხმარდება.  

ნინო ლომჯარია სააკაშვილის შესახებ: ჩემი ექიმები საუბრობენ, რომ სიტუაცია ნამდვილად რთული და მძიმეა

„ჩემი ექიმები საუბრობენ, რომ სიტუაცია ნამდვილად რთული და მძიმეა, რამდენიმე თვეში კრიტიკული იქნება ამ დინამიკით“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა კლინიკა „ვივამედის“ დატოვების შემდეგ განაცხადა. კითვას, რა ბერკეტი აქვს სახალხო დამცველს ამ საქმეში, ნინო ლომჯარია სხვადასხა ფორმაზე საუბრობს. „შეიძლება, დასკვნა დავდოთ და ეს მხარემ გამოიყენოს, ან შეიძლება, მოწმის სტატუსითაც წავიდეთ. სხვადასხვა ფორმას განვიხილავთ, სამართლებრივად როგორ წავალთ, ალბათ, ამაზე შემდგომ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ლომჯარიამ. ცენტრ „ემპათიას“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ბაჰრეინში ისტორიულ ვიზიტს იწყებს

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ბაჰრეინში ორდღიანი ვიზიტით გაემგზავრა, იუწყება The Times of Israel-ი. გამგზავრებამდე ჰერცოგმა განცხადა რომ მოგზაურობა „რეგიონში მშვიდობის გზავნილია". „კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაში, რომლებმაც ხელი მოაწერეს აბრაამის შეთანხმებას, იმ იმედით, რომ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა შეძლებს, შეუერთდეს ისრაელის სახელმწიფოსთან მშვიდობის წრეს“, - განაცხადა ჰერცოგმა. ჰერცოგს და მის მეუღლეს აერპორტში, ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულატიფ ბინ რაშიდ ალ-ზაიანი და ბაჰრეინის ელჩი ისრაელში ხალედ იუსიფ ალ-ჯალაჰმა მიესალმნენ. ორშაბათს, ისრაელის პრეზიდენტი აბუ დაბიში გაემგზავრება, სადაც კოლეგა მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს შეხვდება. ჰერცოგი ასევე დაესწრება კოსმოსური კვლევის პოლიტიკის შესახებ  ფორუმს, რომელსაც ასევე დაესწრება ინდოეთის პრემიერ მინისტრი ნარენდრა მოდი. 2020 წელს, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბაჰრეინი და მაროკო გახდნენ პირველი არაბული სახელმწიფოები ათწლეულების განმავლობაში, რომლებმაც მოახდინეს ურთიერთობების ნორმალიზება ისრაელთან, მოლაპარაკებების შემდეგ, რომელსაც ხელმძღვანელობდა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია.  

ერმაკი: თანავუგრძნობ ქართველ ძმებს, მადლობას ვუხდი ყველა მეომარს, ვინც იბრძვის ჩვენთან ერთად

თანავუგრძნობ ქართველ ძმებს, მადლობას ვუხდი ყველა მეომარს, ვინც იბრძვის ჩვენთან ერთად, აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და დავამარცხოთ საერთო მტერი“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი წერს. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ თავისუფლებისთვის უკრაინასა და საქართველოში და დავამარცხოთ მტერი. მტერი ხომ ჩვენ ერთი გვყავს! ტექსტს ის ქართულ და უკრაინულ ენებზე აქვეყნებს. „ბახმუტი - სტრატეგიული ქალაქის თავდაცვა გრძელდება! სასტიკი ბრძოლები ყოველდღეა…სროლის ხმა მუდმივად ისმის, გარშემო სიბნელეა, თითქოს ფრაგმენტი პირველი მსოფლიო ომიდან. გარშემო მტრის უამრავი ცხედარია, ისინი არც ცდილობენ ბრძოლის ველიდან მათ გაყვანას, ასობით მიტოვებული მტრის გვამი პატივის გარეშე… ჩვენი მეომრები იბრძვიან თავგანწირულად! ზელენსკი ბახმუტის ბრძოლებზე: ყველა, ვინც იქ იმყოფება, იმსახურებს უდიდეს მადლიერებას სამწუხაროდ, ჩვენც ვკარგავთ მეომრებს. ბახმუტთან ბოლო დღეებში მტრის ალყაში მოექცნენ ჩვენი უკრაინელი და 57-ე ბრიგადის ქართველი მეომრები. ცნობილია დაჭრილი ქართველი მეთაურის და ხუთი დაღუპული ქართველი ჯარისკაცის შესახებ. ბახმუტთან ბრძოლაში, 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა ისინი იბრძოდნენ მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის. თავისუფლება აერთიანებს საუკეთესო ადამიანებს ავტოკრატიულ ბოროტებასთან ბრძოლაში! ნამდვილად თანავუგრძნობ ჩვენს ქართველ ძმებს! და ასევე მადლობას ვიხდი ყველა მეომრის მიმართ, ვინც იბრძვით ჩვენთან ერთად! აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ თავისუფლებისთვის უკრაინასა და საქართველოში და დავამარცხოთ მტერი. მტერი ხომ ჩვენ ერთი გვყავს! ბახმუტი - ტიტანების ქალაქია!“, - წერს ანდრი ერმაკი სოციალურ ქსელში. აშშ-ის დაზვერვა: საბრძოლო მოქმედებები ახლა უმეტესწილად, ბახმუტის გარშემო და დონეცკის ოლქში მიმდინარეობს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ 10 პრორუს მღვდელს სანქციები დაუწესა

უკრაინა სანქციებს უწესებს მოსკოვის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებულ 10 მაღალ სასულიერო პირს იმ მოტივით, რომ ისინი შეთანხმდნენ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებასთან მუშაობაზე ან გაამართლეს კრემლის შეჭრა უკრაინაში, ამის შესახებ უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა. განცხადებაში უშიშროების სამსახურებმა განაცხადეს, რომ 10 სასულიერო პირი სხვადასხვაგვარად შეთანხმდა საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, პრორუსულ ნარატივებს უწყობდნენ ხელს და ამართლებდნენ რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური სამ რეგიონში, ეკლესია-მონასტრებში ჩხრეკას ატარებს „ამ სასულიერო პირების უმეტესობა ცხოვრობს რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ან საზღვარგარეთ“, - ნათქვამია განცხადებაში. მისივე თანახმად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს ყოვლისმომცველ მუშაობას უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაცვის მიზნით და გააგრძელებს იმ პირების გამოვლენას, რომლებიც საფრთხეს უქმნიან უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ზომების თანახმად, რომლებიც ხუთი წლის განმავლობაში გაგრძელდება, სანქცირებულთა აქტივები გაიყინება, დაუბლოკავს მათ უკრაინიდან კაპიტალის ექსპორტს და ხელს შეუშლის მიწის საკუთრების უფლებაში.

უკრაინული ძალების ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს

კიევი იუწყება, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კვირას, 4 დეკემბერს რუსული KA-52 ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საჰაერო ძალებმა Telegram-ზე გაავრცელეს. „დღეს, დაახლოებით 14:00 საათზე, აღმოსავლეთის საჰაერო სარდლობის დნიპროს საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის ქვედანაყოფმა ჩამოაგდო მტრსის KA-52 ტიპის ვერტმფრენი“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ზუსტი ტერიტორია, სადაც ეს მოხდა, არ არის ცნობილი. აღმოსავლეთ საჰაერო სარდლობა აქტიურია უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის დონეცკის ოლქში, სადაც უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობს. 4 დეკემბერს, გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინამ 24 თებერვლის შემდეგ 263 რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდო. 

შოთა არველაძე: როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ

ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი შოთა არველაძე Facebook-ზე შემდეგ ტექსტს აქვეყნებს. თუ ასე უერთმანეთოდ, შეურიგებლად და უმისამართოდ ვაპირებთ ცხოვრების გაგრძელებას, თუ იქამდე მივალთ, რომ დაღუპული ხალხის მშობლებს თანადგომას არ ვაგრძნობინებთ და ღირსეული შვილის აღზრდისთვის მადლობას ვერ ვიტყვით, ფასი არ ექნება ჩვენი შვილებისთვის ნათქვამ არცერთ სიტყვას, შეგონებას და რჩევას. როგორ მივედით იქამდე, რომ ჩვენივე სისხლს და ხორცს თანადგომას ვერ ვუცხადებთ და ხმამაღლა ვერ ვამბობთ, რომ ტრაგედია დაგვემართა. ძალიან უცხოა ეს მდგომარეობა და მიჭირს გაგება, მაშინ, როცა ბიჭები იღუპებიან, ჩვენ როგორ ვერ ვარქმევთ ტრაგედიას თავის სახელს და როგორ გვიჭირს ამაზე ლაპარაკი. დიდება გმირებს!  

აქტივისტებმა თავისუფლების მოედანზე საახალწლო დეკორაციას შავი ლენტები შეაბეს

თავისუფლების მოედანზე სამგლოვიარო აქცია გაიმართა. ქართული მედიასაშუალებების ცნობით, პარტია ,,დროასა” და სამოქალაქო აქტივისტებმა ადგილზე მიიტანეს შავი ლენტები, რომლებიც თავისუფლების მოედანზე განთავსებულ ნაძვის ხეს შეაბეს. „ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, გმირები თავისუფლებისთვის და მშვიდობისთვის თავს წირავენ. გუშინ ძალიან დიდი მსხვერპლი გვქონდა - 5 ადამიანი ერთდროულად დავკარგეთ. უკვე 33 ადამიანია, ვინც თავი გაწირა, რომ ჩვენ ვიყოთ დამოუკიდებელი, თავისუფალი და მშვიდობიანი სახელმწიფო. იმ პირობებში, როდესაც ქალაქის მერია ამბობს, რომ მშვიდობა პრობლემა არ არის, როდესაც ხელისუფლება გლოვასაც კი არ აცხადებს ამასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქეებმა ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ, ამ თვალსაზრისით, ეს გლოვის ერთ-ერთი ფორმა იყო. ძალიან მშვიდობიანად მოვედით, შავი ლენტები დავაბით და ასე გამოვხატეთ, რომ ჩვენ კარგად ვხედავთ, სად არის მშვიდობა და რა ფასი ჯდება მშვიდობა”, - განუცხადა ელენე ხოშტარიამ მედიას. ბახმუტთან ბრძოლაში, 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა  

USAID: სამუშაო ადგილების შექმნა და ოჯახების შემოსავლების ზრდა, საქართველოსთან 30-წლიანი პარტნიორობის მიზანია

სამუშაო ადგილების შექმნა და ოჯახების შემოსავლების ზრდა ქვეყანას უფრო ძლიერს და უსაფრთხოს ხდის, რაც USAID-ის საქართველოსთან 30-წლიანი პარტნიორობის მიზანია. ამის შესახებ USAID-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი. „USAID მხარს უჭერს ქალ მეწარმეებს წარმატებული ბიზნესის განვითარებასა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაში. დღეს USAID-ის სადღესასწაულო გამოფენა-გაყიდვაზე წარმოდგენელი იყო 120 მეწარმე ქალი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. USAID-ის პროგრამები ასობით მეწარმე ქალს უზრუნველყოფს დაფინანსებით, ტრენინგებით და საჭირო კავშირებით იმ კომპანიებთან, ვინც მხარს დაუჭერს პროდუქცის რეალიზებაში ან განახორციელებენ ინვესტიციებს მათ ბიზნესში. USAID მხარს უჭერს ქალ მეწარმეებს მთელ მსოფლიოში, რადგან მათ გაძლიერებას განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ეკონომიკაში. ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მედეგია, თუ საზოგადოების ყველა წევრი აქტიურადაა მასში ჩართული. ეს ასევე მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვისაც, რადგან როცა ქალები აქტიურობენ ეკონომიკაში, ისინი დემოკრატიულ პროცესებშიც მეტად ერთვებიან, რაც დადებითად აისახება ქვეყანის მდგომარეობაზე. სამუშაო ადგილების შექმნა და ოჯახების შემოსავლების ზრდა ქვეყანას უფრო ძლიერს და უსაფრთხოს ხდის, რაც USAID-ის საქართველოსთან 30-წლიანი პარტნიორობის მიზანია“, - აღნიშნავს USAID.

სერჰი გაიდაი: რთულია, შეაფასო იმ ქართველი მებრძოლების წვლილი და თანადგომა, რომლებიც ომში უკრაინელების მხარდამხარ იბრძვიან

„ჩვენი მხრიდან უკრაინისა და საქართველოს ღირსეული შვილები იღუპებიან", - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი სერჰი გაიდაი აცხადებს. „სამწუხაროდ, გუშინ ბახმუტში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ომის პირველივე დღიდან ქართველ მოხალისეებთან მჭიდრო კავშირი მაქვს. მათ სამხედრო აღჭურვილობით ვეხმარებით. ძნელია, შეაფასო იმ ქართველი მებრძოლების წვლილი და თანადგომა, რომლებიც ამ ომში უკრაინელების მხარდამხარ იბრძვიან. უკრაინაში ვებრძვით სახელწიფოს, რომელიც ბოროტებას წარმოადგენს. სანამ დასავლეთი რეაგირებას არ ახდენდა, რუსეთმა მცოცავი ოკუპაციის პირობებში საქართველოს ტერიტორიის ნაწილი მიითვისა. ერმაკი: თანავუგრძნობ ქართველ ძმებს, მადლობას ვუხდი ყველა მეომარს, ვინც იბრძვის ჩვენთან ერთად ბახმუტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული კვანძია. ჩვენი მებრძოლები ძალიან ბევრ ოკუპანტს კლავენ. დაღუპულების რაოდენობას თუ შევადარებთ, თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ იქ სადაც 10 რუსი კვდება, ჩვენ ერთ ჯარისკაცს ვკარგავთ. რუსების მხრიდან დაღუპულები, ან პატიმრები ან დაბალი მორალის მქონე ადამიანები არიან. ჩვენი მხრიდან უკრაინისა და საქართველოს ღირსეული შვილები იღუპებიან. ჩვენთვის თითოეული ჯარისკაცი მნიშვნელოვანია. გვტკივა როდესაც საუკეთესო ადამინებს ვკარგავთ. სამწუხაროდ ეს ხდება. ამ ომში გამარჯვების შემდეგ ჩვენს გმირებს და ჩვენს მეგობრებს შესაბამის პატივს მივაგებთ, მათ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს უკრაინაში აუცილებლად შევხვდებით. დეტალურად ვერ გეტყვით, რა ვითარებაში დაიღუპნენ ქართველი მებრძოლები, რადგან იქ სხვა ჯარისკაცებიც იმყოფებიან. მოვლენები ყოველ წუთს იცვლება და არ გვინდა, სხვებსაც საფრთხე შევუქმნათ. ფრონტის ხაზზე ყველაზე ცხელი წერტილი ბახმუტია. იქ ყველაზე დიდი საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. ოკუპანტები ბახმუტს ყოველდღიური რეჟიმში ანადგურებენ. იყენებენ ავიაციას, არტილერიას, საზენიტო და ზალპურ სარაკეტო სისტემებს. ქალაქი განადგურებულია. სროლების ინტენსივობა შეიძლება, 3 ან 4 საათი უწყვეტად გაგრძელდეს. სროლების პარალელურად, პრიგოჟინის პატიმრებიც იბრძვიან. რუსები ამ პატიმრებს საზარბაზნე ხორცებად იყენებენ. მტრის მანევრები ჩვენთვის ცნობილია. ბახმუტში ძალიან ბევრი ახლად მობილიზებული ჯარისკაცი, პატიმარი და რუსული ელიტური დაჯგუფების, „ე-ლიგის“ წევრია. ასევე, კადიროველები და რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ოფიცრები. განსაკუთრებით პროფესიონალები ელიტური დაჯგუფებისა და სადაზვერვო სამსახურის ოფიცრები არიან. მათ ომის წესები იციან. აქედან გამომდინარე, დიდი ბრძოლები მიმდინარეობს. მათთან ბრძოლები რთულია, თუმცა ჩვენი ბიჭები ეფექტურად მოქმედებენ. რუსეთს შეუძლია, ბევრი ჯარისკაცი დაკარგოს და ამაზე არ ინერვიულოს. კრემლისთვის ადამიანებს ფასი არ აქვს. ჩვენთვის თითოეული ჯარისკაცი ფასდაუდებელია, - ამბობს სერჰი გაიდაი „მთავარ არხთან. ბახმუტთან ბრძოლაში, 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

ჩინელი ასტრონავტები „წარმატებული“ ექვსთვიანი მისიის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნდნენ - Reuters

ჩინელი ასტრონავტების ეკიპაჟი ჩინურ კოსმოსურ სადგურზე ექვსთვიანი მისიის შემდეგ 4 დეკემბერს დედამიწაზე დაბრუნდა. იუწყება ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი CCTV-ი. სამმა ასტრონავტმა, რომლებიც კოსმოსური სადგურის მშენებლობის ბოლო, გადამწყვეტ პერიოდს მეთვალყურეობდნენ, განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობენ.  კოსმოსური სადგურის აგება ნოემბერში დასრულდა. კოსმოსური სადგური ჩინეთის პილოტირებული კოსმოსური პროგრამის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს, რომელიც პირველად, 1992 წელს დამტკიცდა. სადგურის მშენებლობა გასული წლის აპრილში დაიწყო.  

ოპერაცია UNIFIER: უკრაინელი სამხედროებისთვის წლევანდელი სასწავლო მისია დასრულდა

დასრულდა წლევანდელი წვრთნების ბოლო ეტაპი, რომელიც კანადის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორებმა უკრაინელი სამხედროებისთვის დიდ ბრიტანეთში, ბრიტანეთის არმიასთან კოორდინაციით, ოპერაცია UNIFIER-ის ფარგლებში ჩაატარეს, დასრულდა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. სწავლება ზაფხულის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობს. გენერალური შტაბის განცხადებით, სასწავლო პროგრამა 2023 წლის იანვრიდან განახლდება. ოპერაცია UNIFIER 2015 წელს, უკრაინის მთავრობის მოთხოვნით დაიწყო. პროგრამა ამ წლის დასაწყისში გაფართოვდა და გაგრძელდა 2025 წლის მარტამდე. მისიის ასპექტები 2022 წლის თებერვლის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დროებით შეჩერდა. 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში, კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა სწავლების განახლების შესახებ გამოაცხადა. ოპერაცია UNIFIER-ი კანადის შეიარაღებული ძალების (CAF) სამხედრო სასწავლო და შესაძლებლობების ამაღლების მისიაა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად.

უკრაინული უპილოტო თვითმფრინავის გამოცდა წარმატებით დასრულდა

Ukroboronprom-მა (იარაღისა და სამხედრო ტექნიკის სტრატეგიული მწარმოებელი უკრაინაში) უკრაინული უპილოტო თვითმფრინავი გამოსცადა. ამის შესახებ კომპანიის სპიკერმა, ნატალია სადმა განაცხადა. „მას შემდეგ, რაც ჩვენ წარმატებით გამოვცდით დრონებს, ვიმედოვნებთ, რომ შეგვეძლება მისი გამოცდა უკვე საბრძოლო გამოყენებისას. ჩვენ გავეცით დაპირება, რომ ამას გავაკეთებთ ამ წლის ბოლომდე და ვცდილობთ, შევასრულოთ ეს დაპირება", - განაცხადა სპიკერმა.

მაია სანდუ: ღრმად შეშფოთებული ვარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფად გაუარესებით

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ სურათთთან დაკავშირებით წერს. ცენტრ „ემპათიას“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს „ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფად გაუარესებით. ყოველი ადამიანის სიცოცხლე ფასდაუდებელია და სიტუაციის სიმძიმე მოითხოვს სააკაშვილის სასწრაფო გადაყვანას შესაბამის საავადმყოფოში მისი სიცოცხლის გადასარჩენად“, - წერს მაია სანდუ. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.

უკრაინა ეტაპობრივად მიიღებს პარტნიორებისგან ყველაფერს, რაც საჭიროა გამარჯვებისთვის - პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ეტაპობრივად მიიღებს ყველა საჭირო დახმარებას საერთაშორისო პარტნიორებისგან, მათ შორის ჯავშანტექნიკას, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემებსა და ქვეყნის ენერგოსისტემის მხარდაჭერისთვის საჭირო სხვა საშუალებებს. მისივე თქმით, მსოფლიომ უნდა გადახედოს თავის როლს და ფრთხილი პოზიცია შეცვალოს. პოდოლიაკის თქმით, როგორც კი ეს მოხდება, უკრაინა სწრაფად მიიღებს ყველაფერს, რაც საჭიროა გამარჯვებისთვის. „ჩვენ გვექნება შორ მანძილზე მოქმედები რაკეტები, გვექნება ყველა ზომის ჯავშანტექნიკა, გვექნება როგორც ახალი, ასევე, ძველი სისტემები - ისინი საკმარისი იქნება ცის დასაკეტად. გვექნება ტრანსფორმატორების სათადარიგო ნაწილები, რათა გვქონდეს სადისტრიბუციო ქსელი, რომელიც სინათლეს მოგვცემს. ჩვენ გვექნება ეს ყველაფერი, მაგრამ - ეტაპობრივად“, - განაცხადა პოდოლიაკმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციას დაახლოებით, 500-600 მილიარდი ევრო დასჭირდება

უკრაინის ომის შემდგომი რეკონსტრუქცია დაახლოებით 500-600 მილიარდი ევრო დაჯდება. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ანა ბჟერდემ ავსტრიულ გაზეთ Die Presse-თან ინტერვიუში განაცხადა. „ადრე გამოვაქვეყნეთ რიცხვი, რომელიც ევროკომისიასთან და უკრაინის მთავრობასთან ერთად გამოვთვალეთ. რა თანხაა საჭირო უკრაინის აღსადგენად და მის ევროპულ სტანდარტებამდე მისასვლელად, მაგალითად ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით? ივნისის დასაწყისისთვის ეს იყო დაახლოებით, 350 მილიარდი ევრო“, - განაცხადა ბიერდემ. მისივე განმარტებით, ახლა ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 500-600 მილიარდ ევროს მიაღწია. მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, უკრაინის აღდგენისთვის „მარშალის გეგმის“ მსგავსი დიდი საგზაო რუკაა საჭირო. მანამდე, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინის რეკონსტრუქცია იქნება „21-ე საუკუნის მარშალის გეგმა“ და უფრო სტაბილური და ძლიერი ქვეყნის აშენების შესაძლებლობა.

უამინდობის გამო, დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისსა და ბეთანიაში 25 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის, დაახლოებით, 25 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისსა და ბეთანიაში. „გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის“ 50-მდე თანამშრომელი და 6 ერთეული სპეციალური ტექნიკა. სამუშაოებს ადგილზე კომპანიის დირექტორი დავით ფაჩულია გაეცნო. გზის გაწმენდის პროცესი საჭიროებისამებრ გაგრძელდება. პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ როგორც „თბილსერვის ჯგუფის“, ისე თბილისის მერიის ცხელ ხაზს,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ევროკავშირში რუსული ნავთობის ზღვით შეტანის აკრძალვა და ზღვრული ფასი ძალაში შევიდა

ევროკავშირის მე-6 პაკეტის თანახმად, 5 დეკემბრიდან საზღვაო ტანკერებით რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგო და ზღვრული ფასი ამოქმედდა.  G7-ის ქვეყნები რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმდნენ 2 დეკემბერს ევროკავშირის ქვეყნები ერთი ბარელი რუსული ნავთობის $60 შესყიდვის ზღვარზე შეთანხმდნენ. რუსეთის საბაჟო სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2021 წელს, მსოფლიოს 36 ქვეყანაში ქვეყნიდან ექსპორტზე 230 მილიონი ტონა ნავთობი გავიდა, საიდანაც 47% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა. 2021 წელს, რუსეთმა ევროკავშირში 108 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობი გაყიდა და $51 მილიარდამდე შემოსავალი მიიღო.  

შალვა პაპუაშვილი ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, 5-8 დეკემბერს, ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტ ვერა ბერგკამპს და სენატის პრეზიდენტ იან ბრუაინს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოს (EUROJUST) პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრანთან. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრას გამართავს ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის სპიკერ ფერნანდ ეტგენთან. პრესსამსახურის ცნობით, ორმხრივი შეხვედრები ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის წარმომადგენლებთან გაიმართება.  

პუტინის "დიდი რუსული მისია" ჩაიშლება - შოლცი

 გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბრის სრულად შეწყვეტა სერიოზული შეცდომა იქნება. შოლცის განცხადებით, ეს ომი დიდი რუსული ექსპანსიონიზმის გამარჯვებით არ დასრულდება და პუტინის დიდი რუსული მისია ჩაიშლება. „არაერთხელ ველაპარაკე პუტინს, რადგან მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ დიდი შეცდომაა, თუ ყველა განსხვავებულობის მიუხედავად, და ეს, ბოლოს და ბოლოს, მცირე სიტყვაა უზარმაზარი განსხვავებებისთვის, ჩვენ საერთოდ აღარ დაველაპარაკებით ერთმანეთს.  საკითხი ყოველთვის ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს განხილული, რა საშინელ ნგრევას იწვევს რუსული რაკეტები ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის და მთლიანად უკრაინისთვის. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მშვიდობის საფუძველი, რომელიც რუსეთის მიერ არ არის ნაკარნახევი, არის რუსული ჯარების გაყვანა“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.