ძებნის რეზულტატი:

„ქართული ოცნების“ ოფისთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დასრულდა

„ქართული ოცნების” ოფისთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დასრულდა. "ქართული ოცნების" ოფისთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს ადგილზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არის უმძიმეს მდგომარეობაში, რომლის ჯანმრთელობა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გაუარესდა. ამასთან, აქციაზე შეკრებილებს მოუწოდეს სააკაშვილის სასამართლო პროცესისთვის მომზადებისკენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, სასამართლოში სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით პროცესის ჩანიშვნის შემდეგ, უფრო მეტად მობილიზდებიან, რათა მხარი დაუჭირონ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანას. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

გაეროს მონაცემებით, ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა

მარცვლეულის მსოფლიო ფასი ნოემბერში 1,3%-ით დაეცა. ამის მიზეზია შავი ზღვაზე „მარცვლეულის შეთანხმების“ ინიციატივის გაგრძელება.  შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა ამის შესახებ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მთავარმა ეკონომისტმა მაქსიმო ტორერომ ბრიფინგზე განაცხადა. „მარცვლეულის ფასის ინდექსი 1,3%-ით დაეცა. ნოემბერში კლება განპირობებულია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გაფართოების გავლენით", - განაცხადა ტორერომ. „შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმებამ“ გავლენა მოახდინა სურსათის ფასების შემცირებაზე, უწყვეტი მიწოდების გამო“, - თქვა FAO-ს წარმომადგენელმა. „ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ შეთანხმება კიდევ 120 დღით გაგრძელდა“, - აღნიშნა FAO-ს წარმომადგენელმა. 22 ივლისს უკრაინამ და რუსეთმა, თურქეთის შუამავლობითა და გაეროს მონაწილეობით, უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის აღდგენაზე ცალკე შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტები ითვალისწინებს პროდუქციის ექსპორტს ჩერნომორსკის, ოდესისა და იუჟნის პორტებიდან და უსაფრთხო მარშრუტების შექმნას. პირველ აგვისტოს ოდესის პორტი, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინული მარცვლეულითა და სურსათით დატვირთულმა პირველმა გემმა დატოვა. 29 ოქტომბერს რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „მარცვლეულის ინიციატივის“ შეთანხმებას ტოვებენ. ამის მიზეზად კი, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის გემებზე, უკრაინის მხრიდან „ტერორისტული თავდასხმა“ დაასახელეს.  გაერომ, თურქეთმა და უკრაინამ, სურსათის ექსპორტის გაგრძელების შესახებ განაცხადეს და შავ ზღვაში, უკრაინული მარცვლეულით დატვირთული 14 გემის მოძრაობას კოორდინაცია გაუწიეს. გაერომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის განცხადებების მიუხედავად, შავი ზღვის „მარცვლეულის ინიციატივა“ ძალაში რჩება. 2 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებით“ ნაკისრ ვალდებულებებს კვლავ შეასრულებს.  14 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინას მარცვლეულის დერეფნის გაფართოება შეუძლია.  

ინდონეზიაში, 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიური უბედურების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, ოთხი სახლი კი დაზიანდა. ცნობისთვის, გასულ კვირას კუნძულ იავაზე კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომელსაც სულ მცირე 300 ადამიანი ემსხვერპლა.  

ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს

ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს. აზერბაიჯანული დელეგაციის წევრები საქართველოს იუსტიციის მინისტრთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძეს შეხვდნენ. შეხვედრების მიზანი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა. რატი ბრეგაძემ აზერბაიჯანელ კოლეგას ბათუმის იუსტიციის სახლშიც უმასპინძლა. ფიქრათ მამადოვი იუსტიციის სახლის მუშაობის სპეციფიკასა და მობილურ იუსტიციის სახლის კონცეფციას გაეცნო. ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი ბათუმში წელს პირველად ტარდება საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროების პატრონაჟით. მისი მიზანი ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამართლებრივი ურთიერთობის გაღრმავებაა. ფორუმი ყოველწლიურად გაიმართება. საქართველო და აზერბაიჯანი ღონისძიებას მორიგეობით უმასპინძლებენ.  

შუა დერეფნის „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევა იგეგმება - ბაქოს პორტის დირექტორი

სამომავლოდ, შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევა იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა განუცხადა. მისი თქმით, უახლოეს 10 წელიწადში შუა დერეფანი შესაძლოა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი რგოლი გახდეს. მისივე თქმით „მწვანე კონცეფცია“ ათ წელიწადში უფრო მეტად აქტუალური იქნება. „2019 წელს ბაქოს პორტმა მიიღო ეკო-პორტის სტატუსი, რის შემდეგაც მეზობელი ქვეყნების საზღვაო ნავსადგურებმაც დაიწყეს მსგავსი სტატუსის მიღების პროცესი. აქტაუს პორტი მეორეა კასპიის რეგიონში, რომელმაც სტატუსი „მწვანე" მიიღო. ჩვენ გვჯერა, რომ სხვა ნავსადგურები მიიღებენ მსგავს სერტიფიკატს "ეს მნიშვნელოვანია შუა დერეფნის მწვანე, მდგრად სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ის მომავალში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გახდება", - თქვა ზიადოვმა. შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოჯისტიკური კომპანიები.  

ირანში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა იწყება

ირანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ხუზესტანის პროვინციაში 300 მეგავატი სიმძლავრის ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო.  ირანის ვიცე-პრეზიდენტი და ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მოჰამად ესლამი ქალაქ დარჰოვეინში კარუნის ატომური ელექტროსადგურის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას დაესწრო. ირანული მედიის ცნობით, ელექტროსადგური PWR-ის ტიპის რეაქტორის (წნევით გაგრილებული ბირთვული რეაქტორის) ხარჯზე, (ანუ გამაგრილებლად და მოდერატორად მსუბუქი წყლის გამოყენებით) იმუშავებს. ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას დაახლოებით 8 წელი დასჭირდება, პროექტის ღირებულება $2 მილიარდად არის შეფასებული. ელექტროსადგური 4 პროცენტამდე გამდიდრებულ ურანზე იმუშავებს.  

უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსულ აგრესიას 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.   

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით 2022 წელს, ტრანზიტული ნავთობის ტრანსპორტირება 46,7%-ით გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენით კასპიის რეგიონში მესამე მხარის ნავთობის ტრანსპორტირება გაგრძელდება. „BTC-ით გაგრძელდება ნავთობის აზერი-ჩირაგ-გუნეშლის (ACG) ბლოკიდან ტრანზიტი, ხოლო კონდენსატის გადაზიდვა შაჰ-დენიზის საბადოდან “, - აცხადებენ bp-ში.  აღსანიშნავია, რომ დეკემბრიდან LUKOIL-მა დასავლეთის სანქციების გამო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტი შეაჩერა და ნედლეულს კასპიის მილსადენის კონსორციუმის სისტემაში გადაიტანს. 2002 წლის პირველ აგვისტოს დაარსებული BTC Co-ს აქციონერები არიან: bp (30,1 პროცენტი), AzBTC (25 პროცენტი), MOL (8,9 პროცენტი), Equinor (8,71 პროცენტი), TPAO (6 ,53 პროცენტი). პროცენტი), Eni (5 პროცენტი), Total (5 პროცენტი), იტოჩუ (3,4 პროცენტი), Inpex (2,5 პროცენტი), ExxonMobil (2,5 პროცენტი) და ONGC (2,36 პროცენტი). აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტის მონაცემებით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ტრანზიტული ნავთობის ტრანსპორტირებამ 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში 4,131 მლნ ტონა შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი, 2,815 მლნ ტონა იყო. ამგვარად, ტრანზიტული ნავთობის ტრანსპორტირება წლის განმავლობაში, BTC-ით 46,7 პროცენტით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში 24,428 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა BTC-ით, რაც აზერბაიჯანის მაგისტრალური ნავთობსადენებით ამოტუმბული ნავთობის 78,8 პროცენტს შეადგენს.   

მედია: მიხაილ ფრიდმანი ლონდონში ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს

ლონდონში სავარაუდოდ, „ბორჯომის“ ყოფილი თანამფლობელი მიხაილ ფრიდმანი დააკავეს, რომელიც ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი.  ამის შესახებ რუსული მედია ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.  მანამდე გაერთიანებული სამეფოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულმა სააგენტომ (NCA) გაავრცელა ინფორმაცია „მდიდარი რუსი ბიზნესმენის" დაკავების შესახებ, რომელიც ეჭვმიტანილია ფულის გათეთრებაში, თაღლითობასა და ცრუ ჩვენების მიცემაში. 58 წლის ბიზნესმენი ლონდონში, საკუთარ სახლში პირველ დეკემბერს დააკავეს. ასევე დააკავეს მისი ორი სავარაუდო თანამზრახველი. ერთ-ერთი მათგანია მისი 35 წლის თანამშრომელი, რომელმაც სახლიდან ჩანთა ათასობით ფუნტი ნაღდი ფულით გამოიტანა. მეორეა ბიზნესმენის ამჟამინდელი პარტნიორის 39 წლის ყოფილი მეგობარი, რომელიც ფულის გათეთრებასა და თაღლითობაშა ეჭვმიტანილი. ბიზნესმენის დაკავების ოპერაციაში NCA-ს 50-ზე მეტი თანამშრომელი მონაწილეობდა. მის სახლში ჩხრეკისას მნიშვნელოვანი ოდენობით ნაღდი ფული აღმოაჩნდა. „ეს ოპერაცია არის უახლესი NCA ინტერვენციებიდან, რომლებიც მიმართულია კორუმპირებული საერთაშორისო ბიზნესმენებისა და მათი თანამშრომლების საქმიანობის შეზღუდვისკენ,” - თქვა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გრემ ბიგარმა. შეგახსენებთ, რომ 2013 წლიდან IDS Borjomi-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი” ფლობდა, რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულთა სიაშია. უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშთაბიანი ომის  დაწყების შემდეგ „ბორჯომმა“ წარმოება შეაჩერა, ამის მიზეზად კი უკრაინაში საომარი მოქმედებები დაასახელა. 13 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კომპანია “ბორჯომის” აქციები სახელმწიფოს გადაეცა, თუმცა ღარიბაშვილს არ დაუკონკრეტებია რამდენი აქციის მფლობელი გახდება სახელმწიფო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ კომპანია IDS BORJOMI International-მა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ კომპანიის მაკონტროლებელი აქციონერი საქართველოს მთავრობას გადასცემდა 7.73%-იან წილს. კომპანია განმარტავდა რომ, შეთანხმების შედეგად, მაკონტროლებელ აქციონერს აღარ ექნება IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი ფუნქცია.  

მედია: კრემლის მომხრე ოლიგარქ მედვედჩუკის იახტა, უკრაინის სასარგებლოდ გაიყიდება

კრემლის მომხრე ოლიგარქის ვიქტორ მედვედჩუკის მდიდრული იახტა უკრაინის სასარგებლოდ გაიყიდება. ამის შესახებ Тhe Guardian წერს. მედია: FBI-მ ხორვატიაში, კრემლის მომხრე ოლიგარქ მედვედჩუკის იახტა გაჩხრიკა 92,5 მეტრიანი სუპერიახტის „Royal Romance“ ფასი დაახლოებით $200 მილიონია. მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, დასავლეთის მთავრობებმა ასობით რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესეს, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა უკრაინის სასარგებლოდ მათი ქონება გაიყიდება.  The Guardian დასძენს, რომ ხორვატიაში მდებარე იახტა უკვე დაათვალიერეს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა და FBI-ს აგენტებმა. უკრაინელი პოლიტიკოსი და პუტინის მარჯვენა ხელი ვიქტორ მედვედჩუკი რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლის ფარგლებში გაათავისუფლეს. ვიქტორ მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატში იყო ბრალდებული და აპრილის შემდეგ პატიმრობაში იმყოფებოდა. ცნობისთვის, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის პარლამენტის წევრი, პრორუსული პარტიის „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იყო. ომის დაწყების შემდეგ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა. 2021 წლის მაისში, კიევში მისი სახლი გაჩხრიკეს. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი. კრემლის მომხრე ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის პარტია უკრაინაში საბოლოოდ აკრძალეს პროკურატურის ინფორმაციით, ვიქტორ მედვედჩუკმა თანაპარტიელ ტარას კოზაკის ხელით გადასცა რუსეთს ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი გასაიდუმლოებული ქვედანაყოფის ადგილმდებარეობის შესახებ. 66 წლის ვიქტორ მედვედჩუკი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო უკრაინაში. ოლიგარქი, რომლის ქონებაც $620 მლნ-ს შეადგენდა, უკრაინაში პუტინის არაოფიციალურ წარმომადგენლად ითვლება. ის ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას აკრიტიკებდა, რომ „ომის შესაჩერებლად არაფერი გააკეთა“. 12 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული, პუტინთან დაახლოებული პოლიტიკოსის ფოტო გამოაქვეყნა. მედვედჩუკი სპეცოპერაციის შედეგად უკრაინაში დააკავეს.  

კრემლი პუტინის დონბასში ვიზიტს აანონსებს

კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინი „დროთა განმავლობაში“ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩასვლას აპირებს.  „პუტინი ეწვევა დონბასს“, - აცხადებს პესკოვი, თუმცა კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს.  პესკოვმა ასევე თქვა, რომ რუსეთის ფედერაციაში მობილიზაცია დასრულდა და ხელისუფლება დამატებით ინფორმაციას არ გასცემს.  

შაჰინი ანტიდასავლურ პროპაგანდაზე: ასეთ დისკუსიებს სარგებელი მხოლოდ რუსეთისთვის აქვს

აშშ-ს სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე სენატორმა, დემოკრატმა ჯინ შაჰინმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველების უმეტესობას სურს, რუსეთმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია. მისივე თქმით, „საქართველოს ინტერესებში არ შედის ძლიერი რუსეთი, მაშინ როცა რუსეთს საქართველოს ორი დიდი ტერიტორია აქვს ოკუპირებული“.  „სამწუხაროდ, ჩვენ ექსტრემიზმის მომატებას პოლიტიკაში მთელ მსოფლიოში ვხედავთ. ვფიქრობ, მთავარია დავრჩეთ იმაზე კონცენტრირებული, რის გაკეთებასაც ვცდილობთ. ეს არის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დადებითი ურთიერთობის შენარჩუნება, ქართველი ხალხის სურვილების აღიარება და მათი მხარდაჭერა დემოკრატიისკენ სწრაფვაში და იმ ექსტრემისტების მიერ ჩვენი ყურადღების გაფანტვის არდაშვება, რომლებიც სწორედ ამას ცდილობენ. ასევე [მნიშვნელოვანია] ის, შევახსენოთ ქართველ ხალხს, რომ ასეთ დისკუსიებს სარგებელი მხოლოდ რუსეთისთვის მოაქვს და საქართველოს ინტერესებში არ შედის. საქართველოს ინტერესებში არ შედის ძლიერი რუსეთი, მაშინ როცა რუსეთს საქართველოს ორი დიდი ტერიტორია აქვს ოკუპირებული. ქართველების უმეტესობას სურს, რუსეთმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ასე რომ ნებისმიერი რამ, რასაც ვაკეთებთ და რაც აძლიერებს პუტინს და რუსეთს, არ ეხმარება არც საქართველოს, არც შეერთებულ შტატებს და არც დასავლეთს“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.   

ჯიმ რიში: თუ ქვეყანაში თავისუფალი ადამიანები გყავს, მათ ცუდი ლიდერი ვერ მართავს, მაგრამ ამისთვის საჭიროა დემოკრატია

თუ ქვეყანაში თავისუფალი ადამიანები გყავს, მათ ცუდი ლიდერი ვერ მართავს, ყოველ შემთხვევაში - დიდი ხნის განმავლობაში, არ აქვს მნიშვნელობა, ისინი ფარდის უკნიდან მოქმედებენ თუ წინიდან. მაგრამ ამისთვის საჭიროა დემოკრატია, თავისუფალი დემოკრატია, რომელშიც ხალხს შეუძლია თავისუფლად ხმის მიცემა, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრმა, ჯიმ რიშმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა.  მისი თქმით, თუ როგორი ლიდერი სურთ ქართველებს, ეს საკითხი თავად უნდა გადაწყვიტონ.   „ეს გადაწყვეტილება ქართველებმა უნდა მიიღონ. ეს ივანიშვილი იქნება, სააკაშვილი თუ ვინმე სხვა, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ისინი იქ ცხოვრობენ, ხედავენ რა ხდება... თავისუფალი კენჭისყრით და თავისუფალ არჩევნებში - ისეთში, როგორიც 2012 წლის ოქტომბერში ვნახეთ - ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს“, - განაცხადა ჯიმ რიშმა.  თუ ქვეყანაში თავისუფალი ადამიანები გყავს, მათ ცუდი ლიდერი ვერ მართავს, ყოველ შემთხვევაში - დიდი ხნის განმავლობაში, არ აქვს მნიშვნელობა, ისინი ფარდის უკნიდან მოქმედებენ თუ წინიდან. მაგრამ ამისთვის საჭიროა დემოკრატია, თავისუფალი დემოკრატია, რომელშიც ხალხს შეუძლია თავისუფლად ხმის მიცემა

ჯიმ რიში: ევროკავშირის წევრობისთვის საჭიროა თავისუფალი ხალხი, სიტყვის თავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო

ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, პასუხობს ჟურნალისტის შეკითხვას რა უნდა გააკეთოს საქართველომ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად.  „თქვენ მკითხეთ რა უნდა გააკეთონ? ნახეთ... ეს არ არის სარაკეტო მეცნიერება. თუ, მათ სურთ გახდნენ ევროპული ქვეყნების ჯგუფის წევრი, ამისთვის საჭიროა თავისუფალი ხალხი, რომელსაც აქვს წვდომა ისეთ თავისუფლებებზე, როგორიცაა პრესის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება... რაც მთავარია, და, რაც ქვეყანას ძალიან სჭირდება არის დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო სისტემა. უნდა გქონდეთ კანონის უზენაესობა, უნდა გქონდეთ დამოუკიდებელი სასამართლო, უნდა გყავდეთ საზოგადოება, რომელიც აკვირდება იმას, რაც ხდება და ამბობს, რომ აი, ნახეთ, ეს არის ჩვენი კანონები, ეს არის სასამართლო, რომელიც მათ იცავს. ასევე, არ უნდა გქონდეთ კორუფცია. და თუ ისინი ამას გააკეთებენ, არავინ იქნება ჩემზე ბედნიერი, რომ ისინი ევროკავშირში გაწევრიანდნენ და დიდ წარმატებას მიაღწიონ“, - განაცხადა ჯიმ რიშმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

ლიეტუვამ და ლატვიამ, რუსეთის ფედერაციის ათასზე მეტ მოქალაქეს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს

ლიეტუვამ და ლატვიამ სექტემბრიდან ამ დრომდე, თავის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის 1000 მოქალაქე არ შეუშვეს. ამის შესახებ Ukrinform პოლონეთის რადიოს მითითებით იუწყება. შემოდგომაზე ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და პოლონეთმა ქვეყანაში შესვლა რუსეთის იმ მოქალაქეებისთვისაკრძალეს, რომლებსაც ტურისტული, მოკლევადიანი შენგენის ვიზები აქვთ.  „ლიეტუვის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ 19 სექტემბრის შემდეგ ქვეყანაში რუსეთის 709 მოქალაქე არ შეუშვეს, რომლებიც შემოსვლის ახალ წესებს არ დაემორჩილნენ. მესაზღვრეებმა ასევე გააუქმეს 29 ვიზა", - ნათქვამია ანგარიშში. ასევე ცნობილია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სექტემბრის შემდეგ ქვეყანაში შესული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. როგორც პოლონეთის რადიო იუწყება, ლატვიაში თითქმის 40%-ით შემცირდა რუსების რიცხვი, რომლებიც ამ ქვეყანაში შეღწევას ცდილობენ. ლატვიის მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ მათ სექტემბრის შემდეგ 400-ზე მეტ რუსეთის მოქალაქეს უარი უთხრეს შესვლაზე. რუსი ტურისტებისთვის ქვეყანაში შესვლაზე აკრძალვა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დაწესდა. ეს განპირობებულია ეროვნული უსაფრთხოებისა და მორალური საკითხებით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით. შეზღუდვები არ მოიცავს ჰუმანიტარულ ვიზიტებს და პოლიტიკურად დევნილ პირთა შესვლას.  

ჯინ შაჰინი: საქართველოს ინტერესებში არ შედის ძლიერი რუსეთი

საქართველოს ინტერესებში არ შედის ძლიერი რუსეთი, მაშინ როცა რუსეთს საქართველოს ორი დიდი ტერიტორია აქვს ოკუპირებული, - ამის შესახებ აშშ-ის სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე სენატორმა, დემოკრატმა ჯინ შაჰინმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში განაცხადა.  მისივე თქმით, ქართველების უმეტესობას სურს, რუსეთმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია. „ასევე [მნიშვნელოვანია] ის, შევახსენოთ ქართველ ხალხს, რომ ასეთ დისკუსიებს სარგებელი მხოლოდ რუსეთისთვის მოაქვს და საქართველოს ინტერესებში არ შედის. საქართველოს ინტერესებში არ შედის ძლიერი რუსეთი, მაშინ როცა რუსეთს საქართველოს ორი დიდი ტერიტორია აქვს ოკუპირებული. ქართველების უმეტესობას სურს, რუსეთმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ასე რომ ნებისმიერი რამ, რასაც ვაკეთებთ და რაც აძლიერებს პუტინს და რუსეთს, არ ეხმარება არც საქართველოს, არც შეერთებულ შტატებს და არც დასავლეთს“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა.   

ზელენსკიმ რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის გამო ევროკავშირი გააკრიტიკა: სუსტი პოზიციაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ საღამოს გამოსვლისას განაცხადა, რომ გადაწყვეტილება რუსული ნავთობის ფასის ბარელზე 60 დოლარამდე შეზღუდვაზე, არასერიოზულია. „ბოლოს და ბოლოს, გადაწყვეტილებას რუსეთის ბიუჯეტისთვის სრულიად კომფორტული ლიმიტის დაწესების შესახებ სერიოზული არ შეიძლება ვუწოდოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი აზრით, ფული, რომელსაც რუსეთი ნავთობის გაყიდვიდან მიიღებს, სწორედ იმ ქვეყნების დესტაბილიზაციას მოხმარდება, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. „რუსეთმა უკვე მიაყენა კოლოსალური ზიანი მსოფლიოს ყველა ქვეყანას ენერგეტიკული ბაზრის მიზანმიმართული დესტაბილიზაციის გამო და მსოფლიო ვერ იღებს მისი რეალურად ენერგეტიკული განიარაღების გადაწყვეტილებას. ეს სუსტი პოზიციაა და მხოლოდ დროის საკითხია, როდესაც უფრო ძლიერ იარაღს  გამოიყენებენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ. რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის, ბარელზე $60-ის დაწესებაზე ევროკავშირის ქვეყნები ხანგრძლივი დისკუსიების შემდეგ შეთანხმდნენ. დღეს კი G7-ის ქვეყნებმა და ავსტრალიამ მსგავსი ზომები გამოაცხადეს. ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას კრემლმა, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის პირით განაცხადა, რომ ნავთობზე ზღვრულ ფასს არ მიიღებს და ამ შეზღუდვას არ აღიარებს.   

პენტაგონმა ახალი ბირთვული ბომბდამშენი წარმოადგინა

პენტაგონმა ახალი ბომბდამშენი წარმოადგინა. ამერიკის უახლესი „ბ-21 რეიდერის“ (B-21 Raider), ბირთვული ბომბდამშენის საჯარო დებიუტი, პენტაგონის პასუხის ნაწილია ჩინეთთან მომავალ კონფლიქტთან დაკავშირებულ შეშფოთებაზე. „სტელსის“ სისტემის გამანადგურებელ თვითმფრინავზე საიდუმლო მუშაობა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ეს პირველი ახალი ამერიკული ბომბდამშენია ბოლო 30 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. პარასკევს, 2 დეკემბერს, კალიფორნიის ქალაქ პალმდეილში, საჰაერო ძალების ობიექტზე მისი წარმოდგენის წინ, სამხედრო თვითმფრინავის მხოლოდ მხატვრული ჩანახატები იყო გამოქვეყნებული. გავრცელებული რამდენიმე გამოსახულება აჩვენებს, რომ „ბ-21 რეიდერი“ ჰგავს შავი სტელსის სისტემის ბირთვულ ბომბდამშენ „ბ-2 სპირიტს“, რომელსაც ის მომავალში ჩაანაცვლებს. ბომბდამშენის მწარმოებელი კომპანიის „ნორთროპ გრუმანის“ მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ვარდენმა თქვა, რომ „რეიდერი“ მხოლოდ გარეგნულად წააგავს „ბ-2“ ბომბდამშენს, დანარჩენ ნაწილებში კი მსგავსება არ არის. „ბომბდამშენი არის პენტაგონის ძალისხმევის ნაწილი, განაახლოს მისი ბირთვული ტრიადის სამივე შტო, რომელშიც შედის შახტებიდან გასაშვები ბირთვული ბალისტიკური რაკეტები და წყალქვეშა ნავებიდან გასაშვები ქობინები. პენტაგონი ბოლო ათწლეულებში მიმდინარე კონტრტერორისტული კამპანიიდან გადართვას ახდენს, რათა ჩინეთის სწრაფ სამხედრო მოდერნიზაციას პასუხი გასცეს. ჩინეთი მუშაობს, რომ 2035 წლისთვის 1500 ბირთვული იარაღი ჰქონდეს და ჰიპერბგერით, კიბერ-ომის, კოსმოსურ და სხვა სფეროებში შესაძლებლობების მატებასთან ერთად, „შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის და თავისუფალი და ღია საერთაშორისო სისტემისთვის ყველაზე მნიშვნელოვან და სისტემურ გამოწვევას“ წარმოადგენს“, - ნათქვამია ჩინეთის შესახებ პენტაგონის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც ამ კვირაში გამოქვეყნდა.  

პრეზიდენტი: ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დღეს უკრაინაში, ბახმუტში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს უსამძიმრებს.  უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა „დღეს ხუთი ქართველი დაიღუპა ბახმუტთან ბრძოლაში. ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ უკრაინაში დაღუპული ყველა ქართველი მებრძოლის ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.  უკრაინაში კიდევ 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსულ აგრესიას 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.   

ნულანდი: უკრაინის საელჩოებისთვის გაგზავნილი სისხლიანი „წერილები“, ​​რუსეთის ტაქტიკას შეესაბამება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი თვლის, რომ უკრაინის დიპლომატიური მისიებისთვის სისხლიანი „წერილების“ გაგზავნა რუსეთის ქმედებების ლოგიკაში ჯდება, მაგრამ აღნიშნავს, რომ ამაში რუსეთის ჩართულობის არსებითი მტკიცებულება არ აქვს. ამის შესახებ მან კიევში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.  მისივე თქმით, უკრაინა რუსეთის ფედერაციის კომპლექსური თავდასხმის საგანია და ამავდროულად, ეს გზავნილები ასევე არის თავდასხმა უკრაინაზე. „ეს საშინელებაა და ის უკრაინის წინააღმდეგაა მიმართული. არის მთელი ნაკრები, საშინელი საგნების „მატრიცა", რომელიც ახლა უკრაინის წინააღმდეგაა მიმართული და ჩვენ ვიცით, საიდანაც მოდის", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ბოლო დღეებში უკრაინელი დიპლომატებმა 12 ქვეყანაში, მუქარის გზავნილები 18-ჯერ მიიღეს.  2 დეკემბერს პარასკევს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთში ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, საელჩოებმა უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიაში, იტალიაში, გენერალურ საკონსულოებში ნეაპოლსა და კრაკოვში, ასევე საკონსულოში ბრნოში სისხლიანი ამანათი მიიღეს. ჩანთებში ცხოველების თვალები იყო, თავად ჩანთები კი დამახასიათებელი ფერის სითხით იყო გაჟღენთილი და შესაბამისი სუნი ჰქონდა.  მანამდე, მადრიდში, უკრაინის საელჩოს ეზოში აფეთქება მოხდა.