ძებნის რეზულტატი:
კრასნოიარსკის გუბერნატორის შვილი, იტალიაში, სანქციებისთვის თავის არიდებისა და ფულის გათეთრებისთვის დააკავეს
იტალიაში დაკავებულ არტემ უსს, რომელიც კრასნოიარსკის სანქცირებული გუბერნატორის ალექსანდრე უსსის შვილია, დღეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შინაპატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ რუსულ მედიას, მილანში, რუსეთის ფედერაციის გენერალურმა კონსულმა დიმიტრი შტოდინმა განუცხადა. „რუსეთის ფედერაციის მოქალაქე არტემ უსს დღეს შინაპატიმრობა შეეფარდა. იტალიელი ადვოკატების განცხადებით, ის მილანის გარეუბანში მდებარე ბინაში გადაიყვანეს, რომელიც მისმა ოჯახმა სპეციალურად ამისთვის იქირავა“, - განაცხადა გენერალურმა კონსულმა. არტემ უსსი, იტალიაში ამერიკის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს, მას ბრალად ფულის გათეთრება და სანქციებისთვის თავის არიდება ედება.
საგარეო უწყება: მკაცრად ვგმობთ რუსეთის დუმის თავმჯდომარის ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას
საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ჩასვლა, მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს. „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რაც წარმოადგენს მოსკოვის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების მორიგ უხეშ დარღვევას; ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ოფიციალური დელეგაცია ჩავიდა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობის ხელყოფის პოლიტიკის გაგრძელებას და საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უგულებელყოფის მორიგ ფაქტს“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კელი დეგნანი ომბუდსმენს: ძვირფასო ნინო, ნამდვილი ჩემპიონი იყავით
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას საქმიანობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ლომჯარია ნამდვილი ჩემპიონი იყო. „ძვირფასო ნინო, მინდა პირადად მადლობა გითხრათ თქვენი, როგორც სახალხო დამცველისა და ომბუდსმენის, სამსახურისთვის. თქვენ ქართველი ხალხის ნამდვილი ჩემპიონი იყავით. ვიცი, რომ უკიდურესად რთული დრო იყო, მაგრამ, კიდევ ერთხელ, სახალხო დამცველის ოფისი, თქვენ და თქვენი გუნდი, ყოველდღე მუშაობთ, რომ ღირსებით, პატიოსნებით და წარმოუდგენელი გამბედაობით დაიცვათ თქვენი როლი, რომელიც კონსტიტუციაში ასე გარკვევითაა გაწერილი. ჩვენ ყველანი ძალიან დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალს ახალი ომბუდსმენის შერჩევის პროცესს და ყველას იმედი გვაქვს, რომ შედეგად აირჩევა დამოუკიდებელი, ძალიან კვალიფიციური და აპოლიტიკური სახალხო დამცველი”, - თქვა დეგნანმა.
ბევრმა გაიაზრა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმიცემა შეცდომა იყო - პაპუაშვილი
ბევრისგან მოვისმინეთ გააზრება, რომ შეცდომა იყო, როდესაც ივნისში საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეცა. ყველას პოზიციაა საქართველოს პროგრესის მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც პარლამენტის დელეგაციასთან ერთად, გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შალვა პაპუაშვილი გერმანიას ეწვევა შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს შეხვდა მისივე თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად კრიტერიუმები დააკმაყოფილოს. შალვა პაპუაშვილი იმედოვნებს, რომ შემდეგში გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება. „დღეს ჩვენს დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა გერმანიის ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან მეგობრობის ჯგუფთან, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის საგარეო სპიკერებთან. ყველას აქვს ერთიანი პოზიცია – ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს პროგრესის მრავალპარტიული და მრავალფრაქციული მხარდაჭერა. ჩვენ ბევრისგან მოვისმინეთ იმის გააზრება, რომ ივნისში, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეცა, გადაწყვეტილება იყო შეცდომა, ამიტომ ჩვენ ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავაკმაყოფილოთ კრიტერიუმები, მაგრამ პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, ვფიქრობ, სრული გაცნობიერებაა, რომ სჯობდა, საქართველოს მიმართ ივნისში გადაწყვეტილება ყოფილიყო პოზიტიური. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით გადაწყვეტილება შემდეგში პოზიტიური იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.
მოსკოვის 10-დღიანი წარუმატებელი გეგმა უკრაინაში - რა წერია ახალ კვლევაში
თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკურმა ცენტრმა (RUSI) დიდ ბრიტანეთში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინა დღეებში არსებული გეგმის დეტალები გამოავლინა. მოპოვებული დოკუმენტების თანახმად, კრემლი გეგმავდა არამხოლოდ უკრაინის ხელში ჩაგდებას და ანექსიას, არამედ უკრაინელი ლიდერების მკვლელობას. როგორც ირკვევა, ათდღიანი გეგმის შესახებ მხოლოდ კონკრეტულმა რუსმა ოფიციალურმა პირებმა იცოდნენ. RUSI-ს თანახმად, რუსეთის დაზვერვამ ჩამოაყალიბა რამდენიმე გავლენიანი უკრაინელი ლიდერისგან შემდგარი სია. გარდა ამისა, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის განცხადებით, სია დაყოფილია ოთხ კატეგორიად: ისინი, ვინც უნდა მოეკლათ ისინი, ვინც უნდა დაეშინებინათ და მათი ხმა ჩაახშოთ ისინი, ვინც ნეიტრალურად ითვლებოდნენ, თანამშრომლობის მიზნით უნდა წაეხალისებინათ ისინი, ვინც მზად იყვნენ თანამშრომლობისთვის ბრიტანულმა ანალიტიკურმა ცენტრმა ასევე გამოიკვლია, რომ რუსი ოფიციალური პირები გეგმავდნენ მოსახლეობის აღრიცხვას ე.წ. ფილტრაციის ბანაკების გამოყენებით. ამასთან, რუსეთის ათდღიანი გეგმის სამიზნე იყო უკრაინის ელექტროსადგურები, აეროდრომები, ცენტრალური ბანკი, პარლამენტი და წყალმომარაგება. გარდა ამისა, რუსეთი ვარაუდობდა, რომ უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები "გაიქცეოდნენ, ან ტყვედ ჩაბარდებოდნენ“. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
Laughter for laughter And Sorrow for lies - ნესტან აბდუშელიშვილის გამოფენა
დღეს, 2 დეკემბერს, 19:00-22:00 საათზე ობსკურა ნესტან აბდუშელიშვილის გამოფენას წარმოგიდგენთ, რომელიც ნაჩუქარი ნივთებისგან შეიქმნა. საჩუქრებმა ჯერ თავის სახლში, შემდეგ სახელოსნოში, ბოლოს კი გამოფენისკენ გადაინაცვლა… მაგრამ რა კავშირი აქვს ამას სახელთან „სიცილი სიცილისთვის და მწუხარება სიცრუისთვის“? დეტალების გასარკვევად „მარკეტერი“ ნესტან აბდუშელიშვილს ესაუბრა. ამ ინტერვიუს Europetime უცვლელად გთავაზობთ. _მოგვიყევით, რა არის გამოფენის Laughter for laughter And Sorrow for lies კონცეფცია? გამოფენა საგნებზეა, რომლებიც მე დროთა განმავლობაში შევაგროვე. ეს საგნები სხვადასხვა ადამიანის საჩუქრებია — ისინი ჯერ ჩემს სახლში დაგროვდა, შემდეგ კი სახელოსნოში გადაინაცვლა. ამ ნივთებმა იმ ადამიანებზე დამაფიქრა, ვისგანაც მივიღე ისინი, ურთიერთობებზე და ისტორიებზე, რაც მათთან მაკავშირებს… გამოფენის გაკეთება კი სოფო კობიძემ _ _რატომ აირჩიეთ სახელი „სიცილი სიცილისთვის და მწუხარება სიცრუისთვის“? გამოფენის სახელი შუა საუკუნეების სკანდინავიური პოემიდან არის ამოღებული, რომელიც მარსელ მოსის წიგნ Gift-ში არის ციტირებული, იგი არქაული ცივილიზაციების დროიდან ადამიანებს შორის საჩუქრის ჩუქების თეორიას განსაზღვრავს. პოემის ამ ნაწილში ავტორი მეგობრობაზე, ორი ადამიანის ურთიერთობაზე და ემოციების გაცვლაზე საუბრობს და სწორედ ამაზე არის ჩემი გამოფენა. _ნესტან, რა ტიპის ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი გამოფენაზე? გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტო-ნამუშევრები. ობიექტების ახლო ხედები. ამას ჩემს სახელოსნოში თითქმის ორი წელია ვაკეთებ და მინდოდა რაღაც დროს დასრულებულიყო. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ამ გამოფენისთვის ახალი ნამუშევრები გავაკეთე იგივე პრაქტიკიდან, მაგრამ სივრციდან გამომდინარე. კედლების ფაქტურების ნაირსახეობამ უფრო კონკრეტული მიმართულებები მომცა. _როგორც გავიგეთ, როგორც ხელოვანი, ნივთებს თითქოს ფოტოგრაფიის მთავარი პრინციპის, decisive moment-ის საწინააღმდეგოდ აღბეჭდავთ, რატომ იქცევით ასე? Decisive moment კარტიე ბრესონის მიხედვით ჯადოსნურ წამში იდეალური გამოსახულების ჩატევაა. ჩემთვის ეს უფრო სისწრაფესთან და შემთხვევითობასთან ასოცირდება, რაზეც დოკუმენტური ფოტოგრაფია დგას. ამისგან გასათავისუფლებლად დიდი დრო დამჭირდა, განსაკუთრებით სწავლის პერიოდში. ამ ნამუშევრებში კი პირიქით მინდოდა გამოსულიყო, რადგან უფრო გამოგონილ სამყაროსა და შენელებულ დროს მინდოდა შევხებოდი. _გაგვიზიარეთ, როგორია თქვენთვის ნამუშევრების შექმნის პროცესი? შექმნის პროცესი ყველაზე დიდი ადრენალინია, მეტაფიზიკურ დონეზე, არ ვიცი, როგორ უნდა ავხსნა… ტექნიკურად კი ძალიან ქაოტურია, ყველაფერი თავზე მაყრია, ყველაფერს ვკარგავ, ერთი იდეიდან სწრაფად გადავდივარ მეორეზე და თან დამაქვს მთელი ასხმა, რაც გადასაღებად მჭირდება. ეს შეიძლება იყოს როგორც კამერა, ისე რაიმე მძიმე ავეჯი, გააჩნია, რას ვიღებ. ბევრს ვმუშაობ და, შესაბამისად, დიდი რაოდენობა მაქვს ნამუშევრების, რომლებიც არ მომწონს, მაგრამ შეიძლება ერთი წლის შემდეგ მომეწონოს… შერჩევა კიდევ მუშაობის ცალკე ნაწილია, რომელ ნამუშევრებს გააგრძელებინო სიცოცხლე, ამას კიდევ ცალკე დაფიქრება სჭირდება. _და ბოლოს, რა გეგმები გაქვთ მომავალში? შემდეგ პროექტს სხვა ფოტოგრაფთან ერთად ვგეგმავ. 50-იანი წლების ექსპერიმენტის გამეორებას ვაპირებთ, დანარჩენს კი მოგვიანებით მოგიყვებით… ნესტან აბდუშელიშვილის გამოფენა Laughter for laughter And Sorrow for lies დღეს 19:00-ზე გაიხსნება და 9 დეკემბრამდე გაგრძელდება. ნამუშევრების ნახვას პავლე ინგოროყვას 16 ნომერში შეძლებთ. marketer.ge
ინდონეზიაში ქორწინების გარეშე სექსი პატიმრობით დაისჯება
ინდონეზიის პარლამენტი ახალი სისხლის სამართლის კოდექსის გამკაცრებას გეგმავს. ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის ახალ პროექტში ჩაიწერა მუხლი, რომლის მიხედვითაც ქორწინების გარეშე სექსი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ძველი სისხლის სამართლის კოდექსიდან ახალზე გარდამავალი პერიოდი სამი წელი გაგრძელდება. ინდონეზიის პარლამენტი ახალ პროექტს სავარაუდოდ 15 დეკემბერს განიხილავს. „ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს სქესობრივი კავშირი იმ პირთან, რომელიც არ არის მისი ქმარი ან ცოლი, ისჯება მრუშობისთვის მაქსიმუმ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთით“, - წერია ინდონეზიის სისხლის სამართლის კოდექსის პროექტის 413-ე მუხლის 1-ელ პუნქტში. ამასთან, პირი, რომელიც თანაცხოვრობს თავის პარტნიორთან ქორწინების გარეშე, თავისუფლების აღკვეთა მაქსიმუმ ექვსი თვით ემუქრება. „ახალი სისხლის სამართლის კოდექსის პროექტს მხარს უჭერენ ისლამური ჯგუფები“, - წერს მედია.
დემნა გვასალია Balenciaga-ს კამპანიის გამო ბოდიშს იხდის
ბალენსიაგას შემოქმედებითი ხელმძღვანელი დემნა გვასალია, მოდის სახლის კამპანიის Gift Shop-ის ფარგლებში გამოქვეყნებულ ფოტოებთან დაკავშირებით ბოდიშს იხდის. ამის შესახებ მან Instagram-ზე დაწერა. ფოტოსესიისას ბავშვები გადაიღეს სათამაშო დათუნიებთან ერთად, რომლებსაც BDSM აქსესუარები ეკეთათ. ასევე, ფოტოსესიაზე ჩანდა ღვინის ჭიქები და სასამართლო გადაწყვეტილების ასლები, რომელიც ბავშვთა პორნოგრაფიას ეხებოდა. კრიტიკის შემდეგ მოდის სახლმა კამპანიის ფოტოები წაშალა. „მინდა, პირადად ბოდიში მოვიხადო საჩუქრების კამპანიის კონცეფციის არასწორად შერჩევისთვის, რომელშიც ბავშვები მონაწილეობდნენ. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ამაზე. მიუღებელი იყო ბავშვების ჩართვა იმ საგნების დემონსტრირებაში, რომლებსაც მათთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ხანდახან მიყვარს საზოგადოების პროვოცირება ჩემი ნამუშევრებით, მაგრამ არასდროს დამიკავშირებია ისეთ საშინელებასთან, როგორიცაა ბავშვზე ძალადობა. მე ვგმობ ამას. წერტილი. უნდა ვისწავლო ამ სიტუაციიდან, მოვუსმინო და დავიწყო ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებთან მუშაობა, რომ ყველაფერი საუკეთესოდ გამოვიყენო. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც განაწყენებულია კამპანიის ვიზუალით. Balenciaga გარანტიას იძლევა, რომ მივიღებთ ზომებს არა მხოლოდ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს აღარ განმეორდეს, არამედ ბავშვების კეთილდღეობაზეც მაქსიმალურად ვიზრუნებთ“,- წერს დემნა გვასალია Instagram-ზე. „რამდენიმე დღეა, Balenciaga მოდის სახლის ირგვლივ კრიტიკა არ ცხრება. ბრენდმა საბავშვო მოდელებითა და საკამათო აქსესუარებით სარეკლამო კამპანია წამოიწყო, რისთვისაც ბავშვთა პორნოგრაფიისა და პედოფილიის გამართლებაში ბრალდებები მიიღო“, - წერს მედია.
უკრაინამ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ 10-მდე უკრაინელ სასულიერო პირს სანქციები დაუწესა
უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭომ, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ათამდე სასულიერო პირს სანქციები დაუწესა. უკრაინაში, რუსულ გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა აიკრძალება სანქცირებულთა შორისაა კიევ-პეჩორის ლავრის მიტროპოლიტი. სანქციები ძირითადად დაუწესდათ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ სასულიერო პირებს. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას №820/2022 ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელიც ეხება, რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას.
საქართველო პირველ ქართულ-აზერბაიჯანულ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს
ბათუმში ქართულ-აზერბაიჯანული სამართლებრივი ფორუმი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგა ფიქრათ მამადოვმა გახსნეს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. სამართლებრივი ფორუმის მიზანი ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გამოცდილების გაზიარება და სამართლებრივი ურთიერთობის გაღრმავებაა. ღონისძიებაში მონაწილეობენ საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის მინისტრების მოადგილეები; სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურის, ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლები. ფორუმზე იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერება, სერვისების დიგიტალიზაცია, პენიტენციური და პრობაციის სისტემების გაძლიერება, სამართლებრივი ურთიერთდახმარება; განიხილავენ კონკრეტულ ინიციატივებსა და მიმართულებებს სამომავლო თანამშრომლობისათვის. სამართლებრივი ფორუმი იმ მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებაა, რომელიც ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებს შორის გასულ წელს ვენეციაში, ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, დაიწყო. მიმდინარე წლის მარტში, რატი ბრეგაძის ბაქოში ვიზიტისას, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოსა და აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროებს შორის, რომელიც, სხვა ღონისძიებებთან ერთად, ყოველწლიური ერთობლივი სამართლებრივი ფორუმის გამართვას ითვალისწინებს.
პორტუგალიამ €18 მილიონის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა
პორტუგალიის ხელისუფლებამ, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შესაბამისად, სანქცირებული პირების დაახლოებით 18 მილიონი ევროს აქტივები გაყინა. ამის შესახებ, პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟოაო გომეს კრავინიომ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელი, პარტნიორებთან ერთად, გეგმავს შეიმუშაოს „გაყინული რუსული აქტივების“ კონფისკაციის გეგმა, რათა მოგვიანებით ეს თანხა უკრაინის აღდგენაზე დაიხარჯოს და აანაზღაუროს რუსეთის ომით მიყენებული ზიანი.
ჩეხეთის საელჩო: ელჩმა დააკონკრეტა, რომ მისი კომენტარი არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, არამედ ვაჭრობას უკავშირდება
ჩეხეთის ელჩმა იცის და აფასებს საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ პოზიციას სანქციების საკითხთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს როგორც საელჩოში აღნიშნავენ, ჩეხეთის ელჩ პეტრ მიკისკასა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილს შორის ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, რომელიც ქართულ მედიასაშუალებებში ჩეხეთი-საქართველოს ორმხრივი ვაჭრობის შესახებ ბოლოდროინდელ პუბლიკაციებს ეხებოდა. „ელჩმა დააკონკრეტა, რომ მისი კომენტარი, კონტექსტის გარეშე გავრცელებული, არა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, არამედ ზოგად ვაჭრობას უკავშირდება, რადგანაც იცის და აფასებს საქართველოს ხელისუფლების პრინციპულ პოზიციას სანქციების საკითხთან დაკავშირებით. ორივე მხარემ განიხილა ინფორმაციის შემდგომი გაცვლა ამ და სხვა სენსიტიურ საკითხებზე. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეჭვები გაქარწყლებულია და ეს თემა არ იმსახურებს შემდგომ განხილვას”, - წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ჩეხეთის ელჩმა საქართველოში, პეტრ მიკისკამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოში ჩეხური პროდუქტების ექსპორტი „თითქმის გაორმაგებულია“. ამავე ცნობით, ელჩი დარწმუნებულია, რომ სხვაობის ნაწილი მაინც ხვდება რუსეთის ფედერაციაში.
ბელორუსის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე რეანიმაციაში იმყოფება
ბელორუსის უზენაესი სასამართლოს 80 წლის თავმჯდომარე ვალენტინ სუკალო ავადმყოფობის გამო რეანიმაციაშია. ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრი მოულოდნელად გარდაიცვალა როგორც მელორუსული მედია წერს, სუკალოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ახლა რეანიმაციაში მყოფი ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. ვალენტინ სუკალო ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იუსტიციის მინისტრი გახდა. 1997 წელს ანტიკონსტიტუციური რეფერენდუმის შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა, სადაც დღემდე მუშაობს. „მას შემდეგ რაც სუკალომ ბელორუსის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი დაიკავა, ქვეყანამ სამართლიანი სასამართლოს მიღების შესაძლებლობა დაკარგა. სასამართლო პროცესი გადაიქცა რიტუალად, რომელიც უბრალოდ სახელმწიფო სტრუქტურებში წინასწარ მიღებულ გადაწყვეტილებებს ბეჭდავს“, - წერს მედია.
აშშ-ის საელჩო: სახალხო დამცველის აპარატი გადამწყვეტ როლს ასრულებს ადამიანის უფლებების დაცვაში
აშშ-ის საელჩო საქართველოში, ელჩი კელი დეგნანისა და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვედრის შემდეგ, ინფორმაციას ავრცელებს. კელი დეგნანი ომბუდსმენს: ძვირფასო ნინო, ნამდვილი ჩემპიონი იყავით „სახალხო დამცველის აპარატი გადამწყვეტ როლს ასრულებს ადამიანის უფლებების დაცვაში და უზრუნველყოფს მოქალაქეების წინაშე სახელმწიფო ინსტიტუტებისა და თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულებასა და პასუხისმგებლობას. დღეს ელჩი დეგნანი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასა და მის გუნდს შეხვდა ადამიანის უფლებების გამოწვევებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე სასაუბროდ, და მათთვის საქართველოსთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობის გადასახდელად“, - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.
ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობის შესყიდვის ფასის ზღვარზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის ქვეყნები ერთი ბარელი რუსული ნავთობის $60 შესყიდვის ზღვარზე შეთანხმდნენ. G7-ის ქვეყნები რუსული ნავთობის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე შეთანხმდნენ პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მიიღეს მკაცრი პოზიცია და დააყენეს მკაცრი ლიმიტი, რაც ბარელზე $30 გულისხმობდა, ხოლო საბერძნეთმა, კვიპროსმა და მალტამ, რომელთა შიდა გადაზიდვების ინდუსტრია მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსული ნავთობის საერთაშორისო ტრანსპორტირებაში, $70-იანი ზღვარი მოითხოვეს. საბოლოო შეთანხმებას დღეს საღამოს, მას შემდეგ მიაღწიეს რაც პოლონეთმა შუალედურ ზღვარს მხარი დაუჭირა. მანამდე, რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის შემოღებაზე G7-ის ქვეყნები შეთანხმდნენ.
მევლუთ ჩავუშოღლუ: იმედი მაქვს, რომ 2023 წლის გაზაფხულზე, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პირობების ორგანიზებისთვის, უფრო ნათელი სურათი გვექნება
„აუცილებელია დავარწმუნოთ ზოგიერთი ჩვენი მოკავშირე, რომელიც ომის გაგრძელების მომხრეა, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს“, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. ჩავუშოღლუმ აღიარა, რომ ამის გაკეთება ახლა უფრო რთული იქნება, ვიდრე მარტში, როდესაც უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები ანტალიასა და სტამბულში შეხვდნენ. „დღეს უფრო რთული იქნება, რადგან შეიქმნა ახალი პირობები. რუსეთი წამოაყენებს საკუთარ პირობებს, უკრაინა არ მიიღებს მათ, მაგრამ თურქეთი გააგრძელებს თავის ძალისხმევას საკითხის გადაჭრისთვის“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ომი დიპლომატიის გამოყენებით უნდა დასრულდეს. მინისტრმა დასძინა, რომ მისი ქვეყანა პრაგმატულ პოზიციას იკავებს ამ საკითხის მოგვარების საკითხთან დაკავშირებით, რასაც კონკრეტული შედეგები მოაქვს. „იმედი მაქვს, რომ გაზაფხულზე გვექნება უფრო ნათელი სურათი მოლაპარაკებების პირობების ორგანიზების შესახებ. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ამ მიმართულებით", - განაცხადა ჩავუშოღლუმ. შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინაში ყველაზე ცუდი მშვიდობა ომს სჯობს. ამის მაგალითად ის „მარცვლეულის შეთანხმებასა“ და ტყვეთა გაცვლას ასახელებს.
Дождь-მა რუსი სამხედროების მხარდამჭერი განცხადებისთვის, თანამშრომელი გაათავისუფლა და ბოდიში მოიხადა
ტელეკომპანია Дождь-მა (შეტანილია რუსეთში "უცხოური აგენტების" რეესტრში) გამოაცხადა, რომ ტელეწამყვან ალექსეი კოროსტელევთან თანამშრომლობა შეწყვიტა. ამის მიზეზი გახდა ის, რომ დამოუკიდებელმა ტელეკომპანია Дождь-ის თანამშრომელმა, გადაცემის Здесь и сейчас პირდაპირ ეთერში რუსი სამხედროების მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. „ჩვენ გადავწყვიტეთ დღეიდან შევწყვიტოთ თანამშრომლობა ალექსეი კოროსტელევთან. ეს ჩვენთვის ძალიან რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ "დოჟდის" ხელმძღვანელობა მას ერთადერთ სწორ და შესაძლებლად მიიჩნევს", - განაცხადა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ეკატერინა კოტრიკაძემ. პირველ დეკემბერს გადაცემაში Здесь и сейчас წამყვანმა თქვა ფრაზა: „გამოგვიგზავნეთ შეტყობინებები army@tvrain.tv-ზე ან მოგვწერეთ ჩვენს ტელეგრამზე. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ შევძლებთ დავეხმაროთ ბევრ სამხედროს, მათ შორის, მაგალითად, აღჭურვილობით ან უბრალოდ ფრონტზე ელემენტარული კეთილმოწყობით". პარასკევს ღამით სკანდალის შემდეგ, ეს ფრაზა ეთერიდან ამოიღეს, ბოდიში მოიხადა ტელეარხის მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიადკომ (რუსეთში „უცხოური აგენტების“ რეესტრში შეტანილი). მან განაცხადა, რომ კოროსტელევის „აუდიტორია შეცდომაში შეჰყავს" და „ქმნის განცდას, რომ „დოჟდი“ დახმარებას უწევს რუსეთის ჯარს".
კიევ-პეჩორის ლავრა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტრად დაარეგისტრირეს
კიევ-პეჩორის ლავრა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტრად ოფიციალურად დაარეგისტრირეს. უკრაინაში, რუსულ გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა აიკრძალება მანამდე, კიევ-პეჩორის უდიდესი კომპლექსი რუსეთის იურისდიქციის ქვეშ იყო. ლავრის ახალი მეთაური, მიტროპოლიტი ეპიფანე უნდა გახდეს. დღესვე უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭომ, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ათამდე სასულიერო პირს სანქციები დაუწესა. შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას №820/2022 ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომელიც ეხება, რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას.
საბავშვო ტელეარხი Disney რუსეთში მაუწყებლობას შეწყვეტს
საბავშვო ტელეარხი Disney, რომელიც ამერიკული ტელეარხის Disney Channel-ის ადგილობრივი ვერსიაა, რუსეთში მაუწყებლობას შეწყვეტს. რუსული მედიის ცნობით, Disney-ის ნაცვლად, მისი მაკონტროლებელი ჰოლდინგი YuTV ახალი სატელევიზიო არხის გასაკეთებლად ემზადება. ამ ტელეარხს „მზე“ დაერქმევა, ის საბავშვო კონტენტსაც გაავრცელებს. Mash ასევე წერს, რომ Disney მაუწყებლობას 14 დეკემბერს შეწყვეტს. სოციალური ქსელების ვებსაიტები და არხის გვერდები 30 სექტემბრის შემდეგ აღარ განახლებულა. Walt Disney Company-მა გაზაფხულზე რუსული ბაზრიდან ნაწილობრივი გასვლის შესახებ გამოაცხადა. კომპანიამ შეაჩერა ფილმებისა და მულტფილმების რუსულად თარგმნა და მათი გავრცელება რუსეთში. ასევე შეაჩერა სათამაშოების წარმოების ლიცენზიები. დისნეის საქონელი პარალელური იმპორტის სიაშია, მაგრამ ინტელექტუალური საკუთრება არ არის.
Forbes: უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი, მილიარდერი აღარ არის
უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი მილიარდერი აღარ არის, წერს Forbes. ოთხ უკრაინელ ოლიგარქთან აფილირებული კომპანიები, სახელწიფო საკუთრებაში გადადის კოლომოისკის ქონება, რომელიც ომის დაწყებამდე $1,9 მილიარდად იყო შეფასებული, ახლა $850 მილიონამდე შემცირდა. ამის მიზეზი კომპანიების Ukrnafta და Ukrtatnafta-ს ნაციონალიზაცია გახდა, რომელთა წილები კოლომოისკის ეკუთვნოდა, აღნიშნავს გამოცემა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, საწარმოების ნაციონალიზაცია უკრაინის დასაცავადაა აუცილებელი ამ საწარმოების ნაციონალიზაციის შესახებ, ნოემბრის დასაწყისში გახდა ცნობილი . უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს გადაწყვეტილება „თავდაცვის სექტორის გადაუდებელი საჭიროებების უზრუნველყოფის აუცილებლობით“ განმარტა. მედია წერდა, რომ ეს გადაწყვეტილება იყო „შოკი“ კოლომოისკისა და მისი გარემოცვისთვის. 2022 წლის ზაფხულში უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ შესაძლოა, ხელი მოაწეროს განკარგულებას კოლომოისკის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. პასპორტების შემოწმების სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის რეესტრში, მისი პასპორტი ბათილადაა მითითებული, მაგრამ განკარგულებაზე ხელმოწერის შესახებ ოფიციალურად არ გამოცხადებულა.