ძებნის რეზულტატი:
უკრაინა: რუსეთი ირანულ დრონებს ისევ იყენებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა, თავის რეგულარულ მოხსენებაში განაცხადა, რომ გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა „14 ერთეული „შაჰედ-136 თავდასხმის დრონი“ ჩამოაგდეს. ბრიტანეთის ცნობით, რუსეთმა თითქმის ამოწურა ირანში წარმოებული დრონების მარაგი ამრიგად, უკრაინამ დაადასტურა, რომ რუსეთი, ირანული წარმოების კამიკაძე დრონებს ისევ იყენებს. უკრაინელი სამხედროები არ აკონკრეტებენ, რომელი ობიექტები გახდა ირანული დრონების სამიზნე. „ოთხშაბათს ღამით, სოციალური მედიის მომხმარებლებმა დაიწყეს ვიდეოების გამოქვეყნება, რომლებშიც მათ ესმოდათ ძრავის მუშაობა, რომელიც დამახასიათებელია ირანული თვითმფრინავებისთვის. დილით დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ თავის Telegram არხზე განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს „მტრის 8 თვითმფრინავი, რომელიც ოკუპანტმა რეგიონში გაგზავნა". მისივე თქმით, თავდასხმები ასევე დაფიქსირდა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. შეგახსენებთ, რომ ბოლოს რუსეთის არმიამ „შაჰედის დრონები“ 17 ნოემბერს გამოიყენა, მას შემდეგ ასეთი ფაქტის შესახებ უკრაინულ მხარეს ცნობები არ გავრცელებულა. ირანმა 5 ნოემბერს აღიარა პირელად, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა.
ნიუ-იორკის სასამართლომ „ტრამპის ორგანიზაცია" თაღლითობაში დამნაშავედ ცნო
ნიუ-იორკის მანჰეტენის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა, „ტრამპის ორგანიზაცია"(Trump Organization), რომელიც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და მისი ოჯახის წევრების ქონებას მართავს, საგადასახადო თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს. ნაფიცმა მსაჯულებმა გაიზიარეს პროკურატურის ყველა ბრალდება, რომლებიც უკავშირდება 15 წლის განმავლობაში საგადასახადო სამსახურების მოტყუებას და საქმიანი დოკუმენტაციის გაყალბებას. Trump Organization-ს $1.6 მილიონის ჯარიმა ემუქრება. მოსამართლე განაჩენს 13 იანვარს გამოაცხადებს. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის.
ამერიკელმა დემოკრატებმა სენატში 2-მანდატიანი უპირატესობა მოიპოვეს
ამერიკის ჯორჯიის შტატში, სენატის არჩევნების მეორე ტურში დემოკრატმა რაფაელ უორნოკმა, რესპუბლიკელი ჰერშელ უოლკერი დაამარცხა. მეორე ტური 6 დეკემბერს ჩატარდა. Reuters-ის ცნობით, უორნოკის გამარჯვება ნიშნავს, რომ აშშ-ის 100-წევრიან სენატში 51 მანდატი დემოკრატიულ პარტიას აქვს, ხოლო 49 - რესპუბლიკურ პარტიას. Edison Research-ის თანახმად, უორნოკის უპირატესობა უმნიშვნელო იყო. ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ ის უოლკერს მცირე სხვაობით (50,8%-ით 49,2%-მდე) უსწრებდა. „ეს შედეგი აძლიერებს აშშ-ის ჯორჯიის შტატს, რომელიც უდავოდ დიდ როლს ითამაშებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. დემოკრატებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში მოიგეს სენატის სამი რბოლა, მაშინ, როცა ეს შტატი რესპუბლიკელების ძირითადი საყდრენი იყო. 2020 წელს კი უპირატესობა ამ შტატში, დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოიპოვა“, - წერს მედია.
სოფელ კარდენახში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 9 მარტს, გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში, ბრალდებულს და მის თანხმლებ პირებს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოუხდათ დაზარალებულთან, რის შემდეგაც ბრალდებულმა ამ უკანასკნელს მოკვლის მიზნით განზრახ დააჯახა ავტომანქანა, რა დროსაც ასევე საფრთხე შეუქმნა იქვე მყოფი სხვა პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, დაზარალებული მიღებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. „პროკურატურამ დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარუდგინა. თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ყველა მსურველისთვის სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცია 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება
10 დეკემბრის ჩათვლით გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა „სანოფი პასტერის“ წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო.
სამივე ვირუსის შემთხვევაში ყველაზე სერიოზული და ყველაზე ხშირი გართულება არის ფილტვების ანთება - ჩხაიძე
არსებობს მოლოდინი, რომ დეკემბერ-იანვარში გრიპის შემთხვევები მოიმატებს,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, სამივე ვირუსის შემთხვევაში ყველაზე სერიოზული და ყველაზე ხშირი გართულება არის ფილტვების ანთება. „ძალიან ხშირად გამოიყენება ტერმინი ტრიპლდემია, რაც სამი ვირუსის ერთდროულად ცირკულირებას ნიშნავს. ეს არის - გრიპი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი და კორონავირუსი. სამივე ვირუსის მოსახლეობაზე ზემოქმედება მარტო საქართველოს რეალობა არ არის. სამივე ვირუსის შემთხვევაში ყველაზე სერიოზული და ყველაზე ხშირი გართულება არის ფილტვების ანთება. ბრონქიოლიტიც ერთ-ერთი გართულებაა, რომელიც რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით არის გამოწვეული და ძირითადად 2 წლამდე ბავშვებში ფიქსირდება. დროული მიმართვიანობის შემთხვევაში, დაავადება მართვადია. წლამდე ასაკის ბავშვი ნებისმიერ ვირუსის დროს მაღალ რისკს განეკუთვნება და საავადმყოფოში უნდა იმართოს“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.
პრემიერ-მინისტრი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს მარეკ შჩიგელს შეხვდა. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე საუბარი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას შეეხო. მთავრობის მეთაურმა მარეკ შჩიგელს მისიის ეფექტური მუშაობისთვის და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ახორციელებს დაძაბულობის ესკალაციის პრევენციას და ხელს უწყობს ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ხაზი გაესვა, რომ EUMM ადგილზე წარმოდგენილი მონიტორინგის მანდატით აღჭურვილი ერთადერთი საერთაშორისო მისიაა. აღინიშნა, რომ ევროკავშირის სხვა ღირებულ ინსტრუმენტებთან ერთად, სადამკვირვებლო მისიის ყოფნა საქართველოში ნათლად ასახავს ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებთან გამკლავებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პოლიტიკური მრჩეველი ჯორჯ სანდი ესწრებოდა.
მოყვასის თანადგომისათვის გაწირეს სიცოცხლე - ილია II უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს უსამძიმრებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბახმუტთან დაღუპული ქართველების – ავთანდილ რურუას, რომეო კვარაცხელიას, რომეო ფიჩხაიას, მერაბ ალადაშვილისა და ბადრი მარკელიას ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. ბახმუტთან ბრძოლაში, 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა „დიდია თქვენი და ჩვენი მწუხარება ა.წ. 3 დეკემბერს ბახმუტთან სასტიკი ბრძოლის დროს ხუთი ქართველის, – ავთანდილის, რომეოს, რომეოს, მერაბის და ბადრის გარდაცვალების გამო, რომელთაც მოყვასის თანადგომისათვის გაწირეს სიცოცხლე. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.
გაეროს მოსახლეობის ფონდი: საქართველოში ყოველი მეოთხე ხანდაზმული, ემოციური მარტოობის განცდით იტანჯება
საქართველოში ყოველი მეოთხე ხანდაზმული, როგორც სოციალური, ასევე ემოციური მარტოობის განცდით იტანჯება, - ამის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კვლევაშია აღნიშნული. კვლევის „მარტოობა ხანდაზმულებში“ - ანალიტიკური ანგარიშის პრეზენტაცია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით გაიმართა. კვლევის მიზანი საქართველოში მცხოვრებ ხანდაზმულებში მარტოობის განცდის შესწავლა, მარტოობის განმსაზღვრელი ფაქტორების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება იყო ხანდაზმულობის ასაკში ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის ამ რისკ-ფაქტორის შესამცირებლად. კვლევის მიხედვით, ხანდაზმულები ემოციურ მარტოობას უფრო განიცდიან, ვიდრე სოციალურს - მათი უმრავლესობა (52%) თავს ემოციურად მეტ-ნაკლებად მარტოსულად მიიჩნევს, ანუ არ ჰყავთ გარშემო ისეთი ადამიანები, რომლებთანაც ექნებოდა თანაზიარი და საერთო განცდები. მეორე მხრივ, სოციალურად მეტ-ნაკლებად მარტოსულთა მაჩვენებელი 45%-ს უტოლდება. ეს ადამიანები უჩივიან ისეთი სოციალური კავშირების/ქსელის არარსებობას, რომელიც შედგება ახლობლებისა და ნაცნობების წრისგან. ემოციურ მარტოობას უკიდურესად მძაფრად 28% გრძნობს, სოციალური მარტოობის შემთხვევაში მაჩვენებელი 16%-ია. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის, ლელა ბაქრაძის განცხადებით, აუცილებელია ხანდაზმულებისთვის არსებობდეს ისეთი სოციალური სივრცეები, როგორიცაა დღის ცენტრები და 60+ კლუბები, სადაც ხანდაზმულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ დრო საინტერესოდ გაატარონ. „კვლევამ გვიჩვენა, რომ მარტოობა რომელიც უკვე გლობალური პრობლემაა, მარტოობის განცდა ხანდაზმულების ჯანმრთელობისათვის წარმოადგენს საკმაოდ მაღალ რისკ-ფაქტორს. ის სიკვდილიანობის ისეთივე რისკს ქმნის, როგორც მაგალითად: თამბაქოს რეგულარული მოხმარება ან ჭარბწონიანობა. სამწუხაროდ, ეს რისკ-ფაქტორი კარგად გაცნობიერებული არ არის და ძალიან მცირეა ძალისხმევა იქითკეთ მიმართული, რომ ეს რისკ-ფაქტორი შემცირდეს. აღმოჩნდა, რომ ძალიან მაღალია ხანდაზმულებში ეს რისკ-ფაქტორები, ემოციური მარტოობის შეგრძნება 52%-ში აღინიშნება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანებს აკლიათ გვერდზე ისეთი სოციალური ქსელები და კავშირები, ვისთანაც ისინი ინტერესებს გაიზიარებენ. აუცილებელია ხანდაზმულებისთვის არსებობდეს ისეთი სოციალური სივრცეები, როგორიცაა დღის ცენტრები და 60+ კლუბები, სადაც ხანდაზმულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ დრო საინტერესოდ გაატარონ. მნიშვნელოვანია გვქონდეს ისეთი პოლიტიკა და სამოქმედო პროგრამა, რომელიც საზოგადოდ ხანდაზმულების უფლებებზე და კეთილდღეობაზე მიმართული იქნება. კვლევის მიხედვით, საქართველოში, მარტოობის განმაპირობებელ ფაქტორებს შორის დომინირებს: სოციალური კავშირების ნაკლებობა,ფიზიკური მხარდაჭერის სიმწირე, სოციალური ნდობის ნაკლებობა და დედაქალაქში ცხოვრება ”, - განაცხადა ბაქრაძემ.
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში 7-8 დეკემბერს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +12, +17 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 8 დეკემბრამდე შენარჩუნებული იქნება ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და ზოგან თოვლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამის საათებში 0, -5, დღისით 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება. 8 დეკემბერს გამოიდარებს, დღის ტემპერატურა +8 გრადუსამდე მოიმატებს. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 8 დეკემბრამდე ცივი, ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლოა მცირე თოვლიც აღინიშნოს. 8 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -1, -3 , ხოლო დღის საათებში +3, +5 გრადუსი იქნება.
თურქეთს აზერბაიჯანის რუსული „გაზის ჰაბის“ პროექტში ჩართვა სურს
თურქეთი, რუსული ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდების „ჰაბის“ პროექტის განხორციელების შემთხვევაში ენერგორესურსების განაწილებისა და რეალიზაციის ცენტრი გახდება. ანკარას იმედი აქვს, რომ პროექტში აზერბაიჯანიც ჩაერთვება. აზერბაიჯანული გაზი თურქეთის, როგორც ენერგო ჰაბის განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს - ერდოღანი ამის შესახებ ტელეკომპანია 24-ის ეთერში ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა. „ჰაბის შექმნის წყალობით ჩვენ გავხდებით არა მხოლოდ სადისტრიბუციო, არამედ გაზის გაყიდვის ცენტრიც. არიან ქვეყნები, რომლებიც მხარს გვიჭერენ როგორც გაზის მოპოვების, ასევე მისი გაყიდვის საკითხში. რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება აზერბაიჯანის, როგორც წყაროს მონაწილეობა პროექტში, გაგვახარებს“, - განაცხადა დონმეზმა. მისივე თქმით, 2023 წელის თებერვალში, სტამბულში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, სადაც მოწვეულნი იქნებიან ევროპის მომხმარებლები და გაზის მომწოდებლები. ასევე წაიკითხეთ: „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის
ნოემბერში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 89 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, ქვეყნის მაშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 89 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. „რეგიონების მიხედვით სამართალდარღვევის ფაქტებიდან - 29 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 11 - გამოვლენილია ქვემო ქართლის, 4 - გამოვლენილია მცხეთა-მთიანეთის, 2 - გამოვლენილია შიდა ქართლის, 2 - სამცხე-ჯავახეთის, 3 - იმერეთის, 20 - გამოვლენილია გურიის, 11 - გამოვლენილია რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, ხოლო 7 - სამართალდარღვევა გამოვლენილია სამეგრელო ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ. სამართალდარმღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა და გადაყვანილ იქნა სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
„დოჟდის“ მაუწყებლობა ლიეტუვაშიც შეწყდება
მას შემდეგ, რაც ლატვიის მარეგულირებელმა ტელეარხ „დოჟდს“ მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა, არხი ასევე მიუწვდომელი იქნება ლიეტუვაშიც. Дождь-მა რუსი სამხედროების მხარდამჭერი განცხადებისთვის, თანამშრომელი გაათავისუფლა და ბოდიში მოიხადა ამის შესახებ ლიეტუვის რადიოსა და ტელევიზიის კომისიამ (LKRTV) განაცხადა. ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილება, ემიგრაციაში მოქმედი დამოუკიდებელი რუსული ტელეარხის ლიცენზიის გაუქმების შესახებ ძალაში 8 დეკემბერს ღამით შევა. ლატვიამ ტელეკომპანია „დოჟდს“ ლიცენზია გაუუქმა ლიცენზია „დოჟდს“ უფლებას აძლევდა შექმნილი კონტენტი ევროკავშირის ქვეყნებში, რუსეთში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში გაევრცელებინა.
გერმანიაში გადატრიალების მოწყობის ბრალდებით 25 ადამიანი დააკავეს
7 დეკემბერს გერმანიაში, ერთდროულად თერთმეტ ფედერალურ შტატში, პოლიციის სპეცრაზმი მემარჯვენე ექსტრემისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ სპეცოპერაციას ატარებს, რომელიც ბუნდესტაგის შტურმს და პოლიტიკოსების გატაცებას გეგმავდა. ამის შესახებ გამოცემა Der Spiegel-ისთვის გახდა ცნობილი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პოლიციის ოპერაცია ექსტრემისტების წინააღმდეგ გერმანიაში. გამოცემას, გენერალურმა პროკურატურამ ოპერაციის მსვლელობის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა. გამოძიების დასკვნის თანახმად, 2021 წლის ნოემბრიდან ეჭვმიტანილები ბუნდესტაგზე შეიარაღებულ თავდასხმას და პოლიტიკოსების დატყვევებას გეგმავდნენ. ჩხრეკა მიმდინარეობს 130-ზე მეტ ბინაში, ოფისსა და საწყობში. ამ დროისთვის დაკავებულია 25 ადამიანი.
აშშ-ის სენატმა 2023 წლისთვის თავდაცვის რეკორდული მოცულობის ბიუჯეტი დაამტკიცა, საიდანაც $800 მილიონი უკრაინისთვისაა განკუთვნილი
აშშ-ის სენატმა 2023 წლის ეროვნული თავდაცვის რეკორდული ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, აშშ უკრაინას 2023 წელს, $800 მლნ-ს გამოუყოფს. როგორც ცნობილია, ჯამური თანხა 847,3 მილიარდი დოლარია, აქედან 800 მილიონი უკრაინისთვის გამოიყოფა. "პროექტი აფართოებს და ცვლის უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივას და ამტკიცებს დამატებით 800 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას 2023 ფისკალურ წელს", - ნათქვამია აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ ახალი შეთანხმება გააფორმეს
დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა, ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ ახალ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომელიც მიზნად ისახავს, შეამციროს „გლობალური დამოკიდებულება“ რუსეთის ენერგოექსპორტზე, ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რიში სუნაკის და აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ბრიტანული მხარე ავრცელებს. პარტნიორობა დაეფუძნება გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის სტრატეგიულ დიალოგს, რომელსაც ენერგეტიკის მინისტრები ხელმძღვანელობენ. ახალი „ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის პარტნიორობის“ ფარგლებში, გაერთიანებული სამეფო და აშშ შეასრულებენ სამუშაოს რუსეთის ენერგოექსპორტზე გლობალური მასშტაბით დამოკიდებულების შესამცირებლად, ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაციასა და ენერგოეფექტურობის, ბირთვული და განახლებადი ენერგიის საკითხებში თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, - ნათქვამია განცხადებაში.
პოლონეთი, გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემის Patriot-ის განსალაგებლად ემზადება
პოლონეთის თავდაცვის მინისტრ მარიუშ ბლაშჩაკის ცნობით, პოლონეთი საკუთარ ტერიტორიაზე გერმანული საჰაერო თავდაცვის სისტემის Patriot-ის განსალაგებლად ემზადება. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოფიციალურმა ბერლინმა ამ სისტემის უკრაინაში განთავსებაზე უარი განაცხადა. „გერმანიის თავდაცვის უწყებასთან საუბრის შემდეგ, იმედგაცრუებული ვარ, რომ უარი უნდა განვაცხადო უკრაინისთვის დახმარების გაწევაზე. დასავლეთ უკრაინაში Patriot-ების განლაგება გაზრდიდა პოლონელებისა და უკრაინელების უსაფრთხოებას. ასე რომ, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რათა Patriot-ები პოლონეთში განვათავსოთ და ისინი ჩვენს სამეთაურო სისტემას დავუკავშიროთ“, - განაცხადა ბლაშჩაკმა. გერმანიამ ოფიციალურ ვარშავას Patriot-ის სისტემის განთავსება პოლონეთის საჰაერო სივრცის დასაცავად მას შემდეგ შესთავაზა, რაც პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე რაკეტა ჩამოვარდა და ორი ადამიანი დაიღუპა.
კახეთში, ავტომანქანას, რომელშიც ცოლ-ქმარი იჯდა, მატარებელი დაეჯახა
გურჯაანში მსუბუქ ავტომობილს სატვირთო მატარებელი დაეჯახა, დაშავებულია ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. ორივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის, გელა ორველაშვილის განმარტებით, დაშავებული კაცის მდგომარეობა მძიმეა. "შემოიყვანეს ორი დაშავებული, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი. ქალს ჰქონდა ხელის მოტეხილობა, ჩაუტარდა ამბულატორიული მკურნალობა და გავწერეთ. რაც შეეხება კაცს, მისი მდგომარეობა მძიმეა. ჩაუტარდა მრავლობითი ოპერაციები და ამ დროისთვის რეანიმაციაში იმყოფება,“ - განაცხადა ორველაშვილმა.
რუსეთმა ომში 92 740 ჯარისკაცი დაკარგა - უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი - დაახლოებით 92 740; ტანკი - 2 935; ჯავშანტექნიკა - 5 909; საარტილერიო სისტემა - 1 923; სარაკეტო სისტემა - 395; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 211; თვითმფრინავები - 281; ვერტმფრენი - 264; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 601. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უშიშროების სამსახური, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის 13 დაწესებულებაში ჩხრეკას ატარებს
უკრაინის უშიშროების სამსახურმა მართლმადიდებელი ეკლესიის 13 დაწესებულებაში (UOC, ყოფილი მოსკოვის საპატრიარქოს შემადგენლობაში) „კონტრდაზვერვითი აქტივობების" შესახებ გამოაცხადა. კიევი-პეჩორის ლავრაში ჩხრეკის შედეგები ცნობილია როგორც სამსახურის ვებგვერდზეა ნათქვამი, ღონისძიებები ჩერკასის, ვოლინისა და ხერსონის რეგიონებში მდებარე ობიქტებში მიმდინარეობს. „რუსეთის შეიარაღებული აგრესიის გათვალისწინებით, ეს ზომები მიიღება, სხვა საკითხებთან ერთად, რათა რელიგიური თემების გამოყენება გამოირიცხოს, ამასთან უკრაინული ეკლესია ვერ გამოიყენონ როგორც „რუსული სამყაროს“ უჯრედი და დაიცვან მოსახლეობა პროვოკაციებისა და ტერორისტული აქტებისაგან“, - ნათქვამია SBU-ს განცხადება. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური, ივანო-ფრანკოვსკის ეპარქიაში ჩხრეკას ატარებს შეგახსენებთ, რომ კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა 22 ნოემბერს ჩატარდა.