ძებნის რეზულტატი:

მედიის ცნობით, უნგრეთმა უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარება დაბლოკა

ბუდაპეშტმა უკრაინის 18 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტი დაბლოკა, ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, უნგრეთის ფინანსთა სამინისტრომ 6 დეკემბერს განაცხადა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა გადადეს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, მოეხსნას თუ არა დროებითი აკრძალვა უნგრეთისთვის განკუთვნილ მილიარდობით ევროს. ჩეხეთის ფინანსთა მინისტრმა და ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებში საბჭოს პრეზიდენტმა (ECOFIN) ზბინეკ სტანჯურამ განაცხადა, რომ ევროკავშირი ამჟამად სხვა მექანიზმს ეძებს, რათა უკრაინისთვის თანხების გამოყოფა უზრუნველყოს. ვიქტორ ორბანი: უნგრეთი მხარს დაუჭერს უკრაინას, თუმცა საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა ვერ დააყენებს ევროკომისიამ უკრაინას 9 ნოემბერს შესთავაზა 18 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტი, რათა დახმარებოდა უკრაინას ძირითადი საჯარო სერვისების მუშაობაში, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და რუსული თავდასხმების შედეგად განადგურებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში. ევროკავშირს ფულის გამოყოფა მხოლოდ გაერთიანების 27-ვე ქვეყნის მხარდაჭერით შეუძლია, რადგან ბიუჯეტის წესები ერთსულოვნებას მოითხოვს.  

უკრაინა და მოლდოვა საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრები საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ დენის შმიგალმა განაცხადა. „მადლობელი ვარ მოლდოვის პრემიერ-მინისტრის ნატალია გავრილიცას ვიზიტის გამო. მოლდოვასა და უკრაინას შორის მუდმივი კომუნიკაცია გვაძლიერებს... ჩვენ შევთანხმდით, ვითანამშრომლოთ საჰაერო თავდაცვის საკითხებში, გავაუმჯობესოთ საზღვრის კონტროლი და მხარი დავუჭიროთ თანამშრომლობასა და დიალოგს მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ“, - განაცხადა შმიგალმა. მისივე თქმით, კოლეგასთან შეხვედრისას მიღწეულია არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება. „კერძოდ, უკრაინა და მოლდოვა გააგრძელებენ ადმინისტრაციული და პროცედურული ბარიერების მოხსნას ადამიანებისა და ტვირთის თავისუფალი გადაადგილებისთვის; მოსალოდნელია ხელშეკრულების გაფორმება საერთო საზღვარზე საგზაო ხიდის მშენებლობაზე 2023 წლის შუა რიცხვებისთვის; ასევე, უკრაინა-მოლდოვა-რუმინეთის დიალოგის ფორმატის გააქტიურება;  ორმხრივი სამუშაო ჯგუფის შექმნა უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის კოორდინაციისთვის“.

უკრაინა: გათავისუფლებულ ხერსონში, ინფრასტრუქტურულ ობიექტზე რუსეთის იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის ჯარები თავს დაესხნენ ინფრასტრუქტურულ ობიექტს გათავისუფლებულ ხერსონში, 6 დეკემბერს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე კირილო ტიმოშენკო. უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. 11 ნოემბერს ხერსონის გათავისუფლების შემდეგ, რუსული ჯარები რეგულარულად ბომბავდნენ ქალაქს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, 19 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა რუსული თავდასხმების შედეგად.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი: ვერ დავუშვებთ, რომ ერთმა წევრმა ქვეყანამ შეაფერხოს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ბრიუსელში ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წევრი სახელმწიფოები მუშაობენ, რათა გარანტირებული იყოს უკრაინისადმი სახსრების გადაცემა უკვე იანვარში. ამის თაობაზე მან უნგრეთის მიერ გამოყენებული ვეტოს კონტექსტში ისაუბრა. დომბროვსკისმა აღნიშნა, რომ უკრაინა საომარ მდგომარეობაშია. „ვერ დავუშვებთ, რომ ერთმა წევრმა ქვეყანამ შეაფერხოს უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა. ქვეყანას უკიდურესად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ერთმა წევრმა ქვეყანამ შეაფერხოს ეს ფინანსური მხარდაჭერა“, - განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა. მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთმა უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარება დაბლოკა.  

იტალია ჩემთვის მეორე სამშობლოა, თუ რამე წარმატება გამაჩნია, ამ ქვეყანას და ხალხს უკავშირდება - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე რომის მერს, რობერტო გუალტიერის შეხვდა. შეხვედრა რომში, კახა კალაძის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. თბილისიის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს და იტალიის დედაქალაქების მერებმა ორი ქვეყნის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია და ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი ურყევია. ამასთან, თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა რობერტო გუალტიერის, საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე იტალიის მხრიდან გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო თბილისსა და რომს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. „პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ გულთბილი მასპინძლობისთვის. როგორც იცით, ჩემთვის იტალია მეორე სამშობლოა. თუ რამე წარმატება გამაჩნია, ეს დაკავშირებულია ამ ქვეყანასთან და ამ ხალხთან. ძალიან ვუფრთხილდები ამ სიყვარულს და ურთიერთობას. მოხარული ვარ, რომ ჩვენ დღეს ხელს მოვაწერთ დედაქალაქებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს. იმედი მაქვს, ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება მოგვცემს მეტ შესაძლებლობას, ერთმანეთს გავუზიაროთ ცოდნა და გამოცდილება და ვითანამშრომლოთ სხვადასხვა მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრაზე. თბილისის მერმა წარმატებები უსურვა იტალიის დედაქალაქს საერთაშორისო გამოფენა „EXPO 2030“-ის მასპინძლობისთვის კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით და გამარჯვება უსურვა. თავის მხრივ, რომის მერმა მადლობა გადაუხადა თბილისელ კოლეგას ვიზიტისთვის. მანვე იმედი გამოთქვა, რომ "EXPO 2030"-ის მასპინძლობა მისცემს საშუალებას რომს, კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა სხვადასხვა ქალაქთან, მათ შორის თბილისთან. „მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო იტალიის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისადმი. იმედი მაქვს, მემორანდუმი, რომელსაც ხელს მოვაწერთ, კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს და განსაკუთრებით ჩვენს ქალაქებს შორის არსებულ ურთიერთობებს. დარწმუნებული ვარ, „ექსპო 2030“ იქნება ერთგვარი ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც განვითარდება არა მხოლოდ ორმხრივი, არამედ მრავალმხრივი ურთიერთობები“, - აღნიშნა რობერტო გუალტიერიმ. რომის მერიაში გამართულ შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე დაესწრნენ.

რა წერია სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნაში სააკაშვილთან დაკავშირებით

მიხეილ სააკაშვილს მეოთხე ხარისხის კახექსია აქვს, რასაც სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება, მოჰყვეს. ეს სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნაა. ექსპერტთა ჯგუფმა ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნა წარმოადგინა. თენგიზ წულაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს მეოთხე ხარისხის კახექსიით, ამასთანავე, მნიშვნელოვანია, ძირეული გადაწყვეტილებები - მიხეილ სააკაშვილი „მოცილებული უნდა იყოს ამ გარემოს და სხვაგან გადაიყვანონ“. ცენტრ „ემპათიას“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით, 10 დიაგნოზი აქვს თენგიზ წულაძის თქმით, თუ პაციენტის წონის კლება ასე გაგრძელდა, „კახექსიის მეოთხე დონე გულისხმობს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა რამდენიმე თვე შეიძლება იყოს“. „პაციენტი გავსინჯეთ 4 დეკემბერს. წინა გასინჯვასთან შედარებით, რომელიც აპრილში ჩავატარეთ, პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნად იყო გაუარესებული, შევაფასეთ, როგორც მძიმედ. გაუარესება გამოიხატებოდა წონის კლებაში, პაციენტის კოგნიტური ფუნქციების გაუარესებაში, გამოიხატა ასევე კუნთების განლევა, საერთო სისუსტე, პაციენტი ვერ დგება დამოუკიდებლად, დახმარებით დგება, კონტაქტში შემოსვლა უჭირს. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია შეფასდა მისი კოგნიტური სფეროც და ისიც დაქვეითებულია, აქვს ცხელება, ყველაფერმა ამან მოგვცა უფლება, რომ გვესაუბრა შიმშილობის ისეთ მძიმე გართულებაზე, როგორიც არის კახექსია. მაგრამ უფრო ანორექსია იყო, ვიდრე შიმშილობა. ყოველ შემთხვევაში, პაციენტი აცხადებს, რომ არ შიმშილობს, მას აქვს გულისრევა და ვერ იღებს საკვებს. კახექსიის დროს ხდება ნივთიერებათა ცვლის კიდევ უფრო აჩქარება და მდგომარეობის მკვეთრი დამძიმება არის მოსალოდნელი. ის ახლა შეიძლება შეფასდეს მეოთხე ხარისხის კახექსიით, რასაც სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი მკურნალობდა სხვადასხვა მრავალპროფილურ კლინიკაში, უკეთდებოდა შესაბამისი ლაბორატორიული, ინსტრუმენტული კვლევები და მკურნალობა, მდგომარეობა მაინც სწრაფად გაუარესდა, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში და ვთვლით, რომ ძირეული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული ამ ეტაპზე“, - განაცხადა თენგიზ წულაძემ. თენგიზ წულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გასინჯვის შემდეგ დარჩა შთაბეჭდილება, რომ ის კი არ შიმშილობს ან სუიციდური ქცევა კი არ აქვს, არამედ საკვებს ვერ იღებს. მისივე თქმით, თუკი სააკაშვილი წინასწარ განზრახვით არ იღებს საკვებს, შიმშილობს ან სუიციდური ქცევა აქვს, მაშინ ამის შესახებ პაციენტის ისტორიაში უნდა იყოს ჩანაწერი, თუმცა ასეთი ჩანაწერი არ გვხვდება. ცნობილია, როდის იმჯელებს სასამართლო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებისა ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის საქმეზე „ვერ იღებს საკვებს - ამას ჰქვია ანორექსია, გულის არევა და სხვა პრობლემები, თუნდაც ფსიქოლოგიური პრობლემები, მაგრამ არ იღებს საკვებს - წინასწარ განზრახულს ჰქვია შიმშილობა ან სუიციდური ქცევა, სუიციდური ქცევა ჰქვია თვითმკვლელის ქცევას. მე ვფიქრობ, რომ ვერ იღებს ის საკვებს, ჩემი გასინჯვით არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის შიმშილობს ან სუიციდური ქცევა აქვს. თუ პაციენტი წინასწარგანზრახვით არ იღებს საკვებს, მას ჰქვია ორი რამ, ან შიმშილობა ან სუიციდური ქცევა, სუიციდური ქცევა კლინიკის პასუხისმგებლობაა, ხოლო შიმშილობა პაციენტის, რა თქმა უნდა, მაგრამ მაშინ ერთიც და მეორეც ისტორიაში უნდა ეწეროს, ეს ჩანაწერი ჩვენ ვერ ვნახეთ“, - განაცხადა თენგიზ წულაძემ. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.

უკრაინის დიპლომატიურმა მისიებმა „საეჭვო ამანათები“ რუმინეთსა და დანიაშიც მიიღეს

„საეჭვო ამანათები“ რუმინეთსა და დანიაში უკრაინის საელჩოებმაც მიიღეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა 6 დეკემბერს განაცხადა. „ყველას, ვინც განაგრძობს „ამ პაკეტების გაგზავნას და საელჩოების ტერორიზებას“, დმიტრო კულება სთხოვს, დამშვიდდნენ და დროს და ფულს ნუ ხარჯავენ საფოსტო მარკებზე. „ამით ვერაფერს მიაღწევთ. უკრაინული დიპლომატიის ყველა მტერს შემიძლია, გავუმეორო - ვერ მოახერხებთ ჩვენს დაშინებას ან შეჩერებას“, - აცხადებს უკრაინელი დიპლომატი. მანამდე, თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ უკრაინას აქვს საფუძველი იფიქროს, რომ „ეს არის კარგად დაგეგმილი ტერორისა და დაშინების კამპანია“ ქვეყნის საელჩოებისა და საკონსულოების მიმართ. თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა პირველ დეკემბერს განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ რუსეთი შეიძლება, იდგეს ამ ყველაფრის უკან. ესპანურმა პოლიციამ 5 დეკემბერს ამოიღო დიპლომატებისთვის განკუთვნილი სამი კონვერტი, რომლებიც სავარაუდოდ, ცხოველების თვალებს შეიცავდა. კერძოდ, საეჭვო გზავნილები მიიღეს უკრაინის საელჩოში მადრიდში, გენერალურ საკონსულოში ბარსელონაში და ასევე საკონსულოში, მალაგაში. შესაბამისი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გააკეთა. ნიკოლენკოს თქმით, საერთო ჯამში, 12 ქვეყანაში, უკრაინის დიპლომატიურ მისიებზე 21 „თავდასხმა“ დაფიქსირდა. „ჩვენ გავაგრძელებთ ეფექტიან მუშაობას უკრაინის მტრისგან დასაცავად და ჩვენი გამარჯვებისთვის“, - განმარტა სპიკერმა. დმიტრო კულება: მუქარის შემცველი წერილები უკრაინის კიდევ ორ საელჩოში მიიღეს სისხლით შეღებილი პაკეტები ცხოველის თვალებით მანამდე გადაეცათ უკრაინის საელჩოებს ესპანეთში, უნგრეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ხორვატიაში, იტალიასა და ავსტრიაში, გენერალურ საკონსულოებში ნეაპოლსა და კრაკოვში, ასევე, საკონსულოში ბრნოში. მსგავსი ამანათები მიიღეს აშშ-ის საელჩოში მადრიდში, ასევე, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა და თავდაცვის მინისტრმა მარგარიტა რობლესმა. ევროკავშირის შვიდ ქვეყანაში, უკრაინის საელჩოებმა მუქარის შემცველი გზავნილები მიიღეს 30 ნოემბერს მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა. ფოსტით ელჩს გაუგზავნეს პაკეტი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. უკრაინის საელჩოსთან აფეთქების შედეგად ერთი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა, რომელმაც დიპლომატიური წარმომადგენლობის ეზოში ამანათი გახსნა.

ოლაფ შოლცი: კანდიდატი ქვეყნებისგან ველით, რომ ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან

„კანდიდატი ქვეყნებისგან ველით, რომ ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან, ეს ეხება სავიზო პოლიტიკასაც“, - შესაბამისი განცხადება ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის შემდეგ, გერმანიის კანცლერმა გააკეთა. კანცლერმა ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირისა და იმ ქვეყნების ერთიანობის მნიშვნელობას, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვიან. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა უკრაინისადმი სოლიდარობის საკითხებში ევროკავშირისა და ხსენებული ქვეყნების ერთიანობის მნიშვნელობას. შოლცის თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო სანქციების საკითხზე პოზიციების დაახლოებასთან დაკავშირებით. გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა აღიარა, რომ ევროკავშირისა და სერბეთის პოზიციები სანქციებთან დაკავშირებით, განსხვავებული რჩება. ამასთან, ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის სამიტის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი მოუწოდებს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, შეუერთდნენ ბლოკის საგარეო და სასანქციო პოლიტიკას. „ევროკავშირთან ერთად დგომა, პარტნიორების სტრატეგიული კურსის მახასიათებელია, ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, როდესაც რუსეთი ამძაფრებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. მომავლის საერთო ხედვა ორმხრივ პასუხისმგებლობას და საერთო ღირებულებებს მოიცავს. პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებისას, მოვუწოდებთ მათ, მიაღწიონ სწრაფ და მდგრად პროგრესს, სრულ შესაბამისობაში ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) და იმოქმედონ შესაბამისად, მათ შორის ევროკავშირის შემზღუდავ ზომებთან მიმართებით. ჩვენ მივესალმებით იმ დასავლელ ბალკანელ პარტნიორებს, რომლებიც უკვე აჩვენებენ თავიანთ სტრატეგიულ ვალდებულებას ამ კუთხით და მოვუწოდებთ მათ, ვინც ეს არ გააკეთა, მიბაძონ მათ“, - აღნიშნულია დეკლარაციაში.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელორუსის საზღვართან წვრთნები ჩაატარეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელორუსის საზღვართან წვრთნები გამართეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახური იტყობინება. „უკრაინის შეიარაღებული ძალების 120-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადამ ბელორუსის რესპუბლიკის საზღვართან, თავდაცვის ზონაში დაქვემდებარებულ სამხედრო ნაწილებთან ერთობლივი საშტაბო წვრთნა გამართა”, - ნათქვამია ინფორმაციაში. მისივე თანახმად, წვრთნების დროს სამხედრო ნაწილებმა გააუმჯობესეს ურთიერთქმედების უნარები.

ამერიკელი მოსამართლეები ბათუმის, თბილისისა და რუსთავის სასამართლოებთან ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებენ

საქართველოს სასამართლოს განვითარების მხარდასაჭერადმ, ამერიკელი მოსამართლეები ბათუმის, თბილისისა და რუსთავის სასამართლოებთან ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებენ. შესაბამის ინფორმაციას, ამერიკის საელჩო ავრცელებს.  „როგორც მეგობრები, ჩვენ გამოცდილების გაზიარებით ერთმანეთისგან ვსწავლობთ. უკვე 30 წელია, შეერთებული შტატები სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებაში ეხმარება. ჩვენი ახალი ძალისხმევა განსაკუთრებულია, ვინაიდან ამერიკელ მოსამართლეებს საშუალებას აძლევს, საკუთარი გამოცდილება ქართველ კოლეგებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაუზიაროს. დღეს ქართველ მოსამართლეთა ფართო ჯგუფს გავაცანით ამერიკელი მოსამართლეები, რომლებიც ბათუმის, თბილისისა და რუსთავის სასამართლოებთან ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებენ, საქართველოს სასამართლოს განვითარების მხარდასაჭერად. მოსამართლეთა გაცვლითი პროგრამები ეფუძნება მოსამართლეობის უნივერსალური პრინციპების შესახებ გამოცდილების გაზიარებას, როგორიცაა საქმის მხარეებთან კომუნიკაცია, სასამართლოს პროცედურების უკეთ ახსნა საზოგადოებისთვის, სამოსამართლო ეთიკის პრაქტიკული განხორციელება და სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის გაზრდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყირიმის ხიდზე პუტინის „ვიზიტს“, სახელმწიფო დეპარტამენტში გამოეხმაურნენ

პუტინი ვერ აღწევს გამარჯვებას ბრძოლის ველზე და პროპაგანდის წარმოებას ცდილობს, ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც კრემლის პროპაგანდისტული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა. „ეს სხვა არაფერია თუ არა პროპაგანდა“, - აღნიშნა ნედ პრაისმა. კრემლის მიერ კონტროლირებადი RIA Novosti-ს ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ყირიმის ხიდზე იმყოფებოდა. რუსული მედია ცდილობს, რომ ეს „გამარჯვებად“ გამოაცხადოს.

ევროკავშირთან ერთად დგომა, პარტნიორების სტრატეგიული კურსის მახასიათებელია - ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის დეკლარაცია

ევროკავშირთან ერთად დგომა, პარტნიორების სტრატეგიული კურსის მახასიათებელია, ახლა უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, როდესაც რუსეთი ამძაფრებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. შესაბამისი ჩანაწერი ხელმისაწვდომია ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტის დეკლარაციაში, რომელიც 6 დეკემბერს გამოქვეყნდა. მისივე თანახმად, მომავლის საერთო ხედვა მოიცავს ორმხრივ პასუხისმგებლობას და საერთო ღირებულებებს. პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებისას, მოვუწოდებთ მათ, მიაღწიონ სწრაფ და მდგრად პროგრესს, სრულ შესაბამისობაში ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) და იმოქმედონ შესაბამისად, მათ შორის ევროკავშირის შემზღუდავ ზომებთან მიმართებით. ჩვენ მივესალმებით იმ დასავლეთ ბალკანელ პარტნიორებს, რომლებიც უკვე აჩვენებენ თავიანთ სტრატეგიულ ვალდებულებას ამ კუთხით და მოვუწოდებთ მათ, ვინც ეს არ გააკეთა, მიბაძონ მათ“, - აღნიშნულია დეკლარაციაში. ამავე სამიტიდან გაეცანით ოლაფ შოლცი: კანდიდატი ქვეყნებისგან ველით, რომ ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან  

NATO შავი ზღვის რეგიონში ცის დაცვის შესახებ ცნობებს ავრცელებს

კანადამ NATO-ს გაძლიერებული საჰაერო პატრულირების ფარგლებში, რუმინეთში განლაგება წარმატებით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას NATO ავრცელებს. „კანადის საბრძოლო თვითმფრინავები რეგულარულად მანევრირებენ ქალაქ კონსტანცის ცაზე, ისინი თანმიმდევრულად უჭერენ მხარს ამ მისიას 2014 წლიდან. ეს არის ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირის დემონსტრირება. ალიანსის ტერიტორიის დასაცავად, კანადური CF-18 ასევე მხარს უჭერს მრავალ ოპერატიულ ფრენას, სასწავლო აქტივობას და წვრთნებს. დეკემბრიდან  იტალიის საჰაერო ძალები შეასრულებენ ვალდებულებებს, მისი საბრძოლო თვითმფრინავები მიჰაილ კოგალნიჩეანუს საჰაერო ბაზიდან გაფრინდებიან“, - იუწყება ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ასევე გაეცანით NATO-ს მოკავშირეებმა რუმინეთში საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები გამოსცადეს ბლინკენი: ვმუშაობთ NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია  

რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილი, ფაქტობრივად, მოქმედებს თვითდაზიანების რეჟიმში და ის არ ემორჩილება მკურნალობის კურსს“. „ის იღებს მისთვის სასურველ საკვებს მისთვის სასურველ დროს და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი არ ემორჩილება იმ მკურნალობის კურსს, რომელიც შერჩეული არის უშუალოდ ექიმების მიერ. ბუნებრივია, აუცილებელია თანამშრომლობა პაციენტსა და მკურნალ ექიმს შორის იმიტომ, რომ სხვაგვარად, რა განკურნებაზეა საუბარი. თუკი ადამიანი და მისი გარემოცვა დაინტერესებულია განკურნებით, ამას ხაზგასმით ვიტყვი, და არა მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლების მოპოვებით, ამ შემთხვევაში რატომ არ უნდა ითანამშრომლოს ექიმთან? – ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აუხსნელია და მრავალ კითხვის ნიშანს ტოვებს. თუმცა, ბუნებრივია, აქაც ხაზგასმით უნდა ითქვას ისიც, რომ ეს არის, გარკვეულწილად, მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს თვითდაზიანებას და ეს ადამიანი, სამწუხაროდ, მოქმედებს ისევ თვითდაზიანების რეჟიმში, როგორც მოქმედებდა, მაგალითად №12 პენიტენციურ დაწესებულებაში, როდესაც ის არ იღებდა მისი მკურნალობისთვის აუცილებელ მედიკამენტებს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში. რა წერია სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნაში სააკაშვილთან დაკავშირებით  

ადამ კინზინგერი: უკრაინაში მებრძოლი ქართველები გმირები არიან

ამერიკელი კონგრესმენი, სენატში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე ადამ კინზინგერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, უკრაინაში მყოფ ქართველ მებრძოლთა შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. „ქართული ლეგიონის არცერთი მებრძოლი ან ქართველი მებრძოლი უკრაინაში, მოტყუებული არ არის. ისინი გმირები არიან. რამდენად მცირე პატივისცემას იჩენს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკუთარი ხალხისადმი, როცა აღნიშნავს, რომ თითქოს, მათ სიმართლე არ იციან?“, - წერს კინზინგერი Twitter-ზე. ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს მიჰყავთ - ღარიბაშვილი  

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაჭრილი სამხედროები მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაჭრილი სამხედროები მოინახულა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფისი ავრცელებს. ამასთან, ზელენსკიმ მარიინსკის სასახლეში უკრაინელი სამხედროები დააჯილდოვა. ცნობისთვის, უკრაინამ 6 დეკემბერს, ქვეყნის შეიარაღებული ძალების დღე აღნიშნა.  შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მედია: დონეცკის დე ფაქტო პარლამენტის წევრი პიროგოვა, ქალაქის დაბომბვისას დაიღუპა

DPR-ის (დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკა) სახალხო საბჭოს წევრი მარია პიროგოვა დონეცკის დაბომბვის შედეგად დაიღუპა.  ამის შესახებ კრემლის  მიერ კონტროლირებადი მედია „რია ნოვოსტი“ წერს. მისი ცხედარი ახლობლებმა ამოიცნეს. მანამდე პიროგოვა ჰუმანიტარული მისიით დონბასის სხვადასხვა ქალაქებს ეწვია, მათ შორის დებალცევეს და ასევე მოაწყო შემოქმედებითი მასტერკლასები „რესპუბლიკის ბავშვების“ პროგრამის ფარგლებში. ის ასევე დონბასში, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარების არხს კურირებდა.  

ISW: რუსეთის არმიამ ბახმუტის ალყაში მოქცევა ვერ შეძლო

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მონაცემებით, ხარკოვის რეგიონის მცირე ნაწილში, რომელიც რჩება რუსული არმიის კონტროლის ქვეშ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს რამდენიმე დასახლების გათავისუფლება.  იმავდროულად, რუსმა სამხედროებმა, ISW-ს თანახმად, მიაღწიეს მცირე წარმატებას ბახმუტთან ახლოს, მაგრამ ამ დრომდე ვერ შეასრულეს თავიანთი ძირითადი მიზანი - ქალაქის ალყაში მოქცევა. ამერიკელი ექსპერტები წერენ ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოს მახლობლად გამართულ ბრძოლებზე, რომლის მიმართულებითაც უკრაინის არმია წინ მიიწევს. ეს მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ხარკოვის რეგიონის განთავისუფლების შემდეგ გახდა. უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით, ISW იუწყება, რომ რუსმა სამხედროებმა დაბომბეს უკრაინული პოზიციები სამ დასახლებულ პუნქტთან, სვატოვოდან დაახლოებით 50 კმ-ში და საერთაშორისო საზღვრიდან 15 კმ-ში, რაც მიუთითებს უკრაინის არმიის გარკვეულ პროგრესზე. „რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე უნებლიედ აღიარა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი დაამყარეს სოფელ კისლოვკაზე (მდებარეობს სვატოვოდან 25 კილომეტრში), რადგან განაცხადა, რომ იქ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამეთაურო პუნქტი ამოქმედდა“, - ნათქვამია ანგარიშში.  ბახმუტთან არსებული ვითარების შესახებ, სადაც ახლა ყველაზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება, მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსული ჯარები აგრძელებენ შეტევას, მაგრამ ვერ შეძლეს ქალაქის ალყაში მოქცევა. რუსულ წყაროებზე დაყრდნობით, ISW იუწყება "მცირე წარმატებების" შესახებ, რომელსაც აქ რუსეთის არმიამ 5 და 6 დეკემბერს მიაღწია. შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს ბახმუტისთვის ბრძოლებში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.  უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსულ აგრესიას 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.  შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

სასამართლომ არგენტინის ყოფილ პრეზიდენტს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

სასამართლომ არგენტინის ყოფილი პრეზიდენტი, კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი თაღლითობაში დამნაშავედ ცნო და 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს. ბრალდების მიხედვით გამოიკვეთა თაღლითური სქემა, რომლის შედეგადაც ხელისუფლებამ კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერის პრეზიდენტობის დროს 1 მილიარდი დოლარი მიითვისა.   ამასთან, განაჩენი ვერ ამოქმედდება აპელაციის განხილვამდე, ამჟამად არგენტინის ვიცე-პრეზიდენტს სისხლის სამართლებრივი დევნისგან იმუნიტეტი იცავს. ბრალდებულმა კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერმა განაჩენი გააკრიტიკა და საკუთარ თავს „სასამართლო მაფიის“ მსხვერპლი უწოდა.   

სამების ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება

სამების ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული, მათგან 8 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქე. "სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში 7 დეკემბერს, 17:00 საათიდან და 8 დეკემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე. იდენტიფიცირებულთაგან 3 ნეშტს, სამხედრო პატივით, 8 დეკემბერს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ,- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.