ძებნის რეზულტატი:

აშშ ბალტიის ქვეყნებში სამხედრო წარმომადგენლობას კიდევ უფრო გაზრდის

აშშ-ის ელჩმა რობერტ გილჩრისტმა შეატყობინა ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრს, რომ შეერთებული შტატები კიდევ უფრო გააძლიერებს აშშ-ის უწყვეტ და მუდმივ სამხედრო ყოფნას ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში. შესაბამისი განცხადება საელჩომ გაავრცელა.  „მადრიდში, NATO-ს სამიტზე, პრეზიდენტმა ბაიდენმა დაფიქსირო ვალდებულება, გააძლიეროს როტაციული განლაგება ბალტიის რეგიონში. აშშ-ის ორმხრივი ძალისხმევის გარდა, NATO-ს მრავალეროვნული საბრძოლო ჯგუფები უზრუნველყოფენ რეგიონში კრიტიკულ შეკავებას, ტრენინგს და მოკავშირეთა ინტეგრირებას“. „აშშ-ის ეს განლაგებები ამ ვალდებულებას აჩვენებს და ვიდრე ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ძალის პოზიციის ადაპტირებას რეგიონში, ვალდებულნი ვართ, შევინარჩუნოთ რეგიონში მუდმივი არსებობა და გავაუმჯობესოთ ტრენინგი ჩვენს ბალტიის მოკავშირეებთან საბრძოლო სანდო შესაძლებლობების შესანარჩუნებლად და საბრძოლო საბრძოლო შესაძლებლობების შესანარჩუნებლად და ჩვენი თავდაცვისა და შემაკავებელი პოზის გასაუმჯობესებლად“,  - განაცხადა ელჩმა რობერტ გილჩრისტმა. პოლონეთი აშშ-ის სამხედრო ბაზის გაფართოებას გეგმავს „აშშ-ის სამხედრო ყოფნა რჩება რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი შემაკავებელი და თავდაცვის კრიტიკულ ნაწილად. ჩვენ მივესალმებით და მტკიცედ ვუჭერთ მხარს აშშ-ის უწყვეტი და მუდმივი სამხედრო ყოფნის გაძლიერებას ლიეტუვაში და მზად ვართ, უზრუნველვყოთ მასპინძელი ერის აუცილებელი მხარდაჭერა“, - განაცხადა ლიეტუვის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა  

პრემიერი სააკაშვილზე: ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ასე რომ მე ვერ ვიქნები ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი

ჩვენი სიცოცხლე აბარია ღმერთს, ასე რომ მე ვერ ვიქნები ვერც ერთი ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი. ჩვენი სიცოცხლე და ბედი აბარია უფალს, ასე რომ შეგვიძლია, სწორად მოვიქცეთ ყველანი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. კითხვა სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის აღებას შეეხებოდა. ღარიბასვლმა სააკაშვილს, როგორც ადამიანს გულწრფელად უსურვა დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. „მე მინდა სააკაშვილს, როგორც ადამიანს გულწრფელად ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. როგორ შეიძლება ადამიანის გარდაცვალება ვინმეს უხაროდეს?! სახელმწიფო აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რომ ყველა პატიმრის კონსტიტუციური უფლება იქნას დაცული“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ლვოვის მერმა რომის პაპს, რუსული რაკეტის ნამსხვრევით ჯვარი გადასცა

ლვოვის მერი ანდრეი სადოვი და პირველი სამედიცინო ასოციაციის ხელმძღვანელი რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდნენ. რომის პაპს გადასცეს რუსული ნაღმის ნამსხვრევი, რომელმაც ირპენში ეკლესიის ფასადი გაანადგურა შეხვედრას სადოვის მეუღლეც ესწრებოდა. ამის შესახებ ანდრეი სადოვიმ თავის Telegram-ში განაცხადა.  „გაკვირვებული ვიყავი, როდესაც მივიღე ეს შემოთავაზება. ეკატერინასთან, ოლეგ სამჩუკთან და სერგეი კირალთან ერთად, ჩვენ ყურადღებით მოვემზადეთ შეხვედრისთვის. რამდენიმე წუთი გვქონდა, რომ გვეთქვა ყველაფერი, რაც საჭიროა, ყველაფერი რაც მნიშვნელოვანია", - წერს სადოვი. სადოვმა გამოაქვეყნა ხის ჯვრის ფოტო. „სიკეთისა და სიმართლის გამარჯვების სიმბოლო, რომელიც რუსული რაკეტის ფრაგმენტითაა „დაჭრილი“, - ამბობს ლვოვის მერი.  მისივე თქმით, ეს ჯვარი არის „დაჭრილი, მაგრამ გაუტეხელი, როგორც ყველა უკრაინელი. ეს ფრაგმენტი ამოიღეს ცამეტი წლის გოგონას ნასტიას სხეულიდან. რომის პაპმა იცის ამის შესახებ. ვფიქრობ, ყველამ ძალიან ნათლად გაიგო სიმბოლიკა", - აცხადებს სადოვი.  კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა ჯვარი აკურთხა, ახლა კი მსოფლიოს ეკლესიებში გაემგზავრება, რათა ყველა მორწმუნე წაახალისოს, ილოცონ უკრაინისთვის.  

მედია: ევროკავშირი კადიროვის ოჯახს სანქციებს დაუწესებს

ევროკავშირი რუსი ოფიციალური პირებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ სანქციებს გააფართოვებს.  კერძოდ, სანქცირებულთა სიას ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვსა და მისი ოჯახის წევრებს დაამატებს. ამის შესახებ Bild წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება შემდგომი ვრცელი სანქციების შესახებ (ანგარიშების დაბლოკვა, შესვლის აკრძალვა და ა.შ.) დღეს ბრიუსელში მიიღებენ მას შემდეგ, რაც ბოლო კვირების განმავლობაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსული სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა. ევროკავშირმა სანქციების სიაში შეიყვანა კადიროვის ორი ქალიშვილი და ბიძაშვილი. ჩეჩნეთის ლიდერმა უფროსი ქალიშვილი, 23 წლის აიშატი ჩეჩნეთში კულტურის მინისტრად დანიშნა. გარდა მამის პროპაგანდისტული საქმიანობისა, ის ასევე ფლობს მოდის ბრენდს Firdaws. საერთო ჯამში სანქცირებულთა სიაში 136 ადამიანი იქნება, მათ შორის 20 სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, 22 რუსეთის ფედერაციის ფედერაციის საბჭოს წევრი და სამი ვიცე-პრემიერი. სანქციები ასევე შეეხება ათ რუს მოსამართლეს და შვიდ ოფიციალურ პირს და რუს გუბერნატორს, რომლებიც მონაწილეობენ ბავშვების დეპორტაციაში. გარდა ამისა, სიაშია 31 ოფიცერი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმებზე. შეგახსენებთ, რომ რამზან კადიროვის კრიტიკოსი, ჩეჩენი ოპოზიციური ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი შვედეთში მოკლეს.  

თურქულმა კომპანიამ შესაძლოა, უკრაინას დენი მცურავი ელექტროსადგურებით მიაწოდოს

თურქეთმა შესაძლოა, რუმინეთში მცურავი ელექტროსადგურები გაგზავნოს, რათა უკრაინას 300-400 მეგავატი ელექტროენერგია მიაწოდოს. ამის შესახებ Karpowership-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ზეინეპ ხარეზიმ განაცხადა. მცურავი ელექტროსადგურების მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი, თურქული კომპანია Karpowership-ი უკრაინისთვის მოლდოვასა და რუმინეთის გავლით 400 მეგავატამდე ელექტროენერგიის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.  „ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ 300-400 მეგავატ სიმძლავრის შესახებ. ამ სიმძლავრის შედეგად, შესაძლოა, ელექტროენერგია უკრაინაში ერთმა მილიონმა ოჯახმა მიიღოს. ჩვენ შეგვიძლია გავაგზავნოთ სამი ან ოთხი გემი ამ პოტენციალის უზრუნველსაყოფად. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური, კომერციული დეტალებისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხების შეთანხმება. რუმინეთს, მოლდოვასა და უკრაინას შორის არის მოქმედი ელექტროგადამცემი ხაზები“, - აღნიშნა ხარეზიმ.  

იტალიამ მიმოქცევაში ჩაუშვა საფოსტო მარკა, რომელიც საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს ეძღვნება

დღეს იტალიის საწარმოებისა და იტალიური პროდუქციის სამინისტრო მიმოქცევაში ჩაუშვებს საიუბილეო საფოსტო მარკას, რომელიც იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს ეძღვნება. ინფორმაციას საქართველოში იტალიის საელჩო ავრცელებს.  იტალიის სახელმწიფო ზარაფხანისა და პოლიგრაფიული ინსტიტუტის მიერ დაბეჭდილ საფოსტო მარკაზე (ტირაჟი: 350.010 ცალი, ღირებულება "B" ტარიფით: 2,40 ევრო) გამოსახულია იტალიელი ბერის, კრისტოფორო კასტელის მიერ დახატული ბიჭვინთის ტაძარი (ნახატი ქ. პალერმოს ლეონარდო შაშას სახელობის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში ინახება). „შემთხვევითი არ არის, რომ არჩევანი კრისტოფორო კასტელის ერთ-ერთ ნახატზე შეჩერდა, რომელიც მან მე-17 საუკუნეში, საქართველოში ცხოვრების თითქმის ოცდახუთწლიანი პერიოდის განმავლობაში შექმნა - ეს არჩევანი მიუთითებს როგორც ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირების ინტენსივობასა და სიღრმეზე, ასევე, იტალიელების წვლილზე ევროპის კულტურული ოჯახისთვის საქართველოს უკეთ გაცნობის საქმეში. იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ოცდაათი წლისთავი პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში შესანიშნავი ურთიერთობების ფონზე აღინიშნება და კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს, თვალი გადავავლოთ არა მხოლოდ უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში ერთად განვლილ გზას, არამედ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციასაც“, - ნათქვამია იტალიის საელჩოს განცახდებაში.  დეკემბრის ბოლოს საქართველოს ფოსტა გამოუშვებს იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საფოსტო მარკას, რომელზეც კრისტოფორო კასტელის იგივე ნახატი იქნება გამოსახული. პარალელურად გამოშვებული ორივე საფოსტო მარკის პრეზენტაცია 2022 წლის 27 დეკემბერს თბილისში გაიმართება.  

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის დამტკიცება მოითხოვა

ევროკომისიამ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი მოამზადა, რომელსაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დასამტკიცებლად სთავაზობს.  ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 7 დეკემბერს განაცხადა.  პირველ რიგში, ევროკომისიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მომზადებული სანქციების მე-9 პაკეტი, 200-მდე პირისა და კომპანიის სანქცირებას გულისხმობს. სანქციერებულთა სიაში მოხვდნენ სამხედროები, თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლები, სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს წევრები, მინისტრები, გუბერნატორები და პოლიტიკოსები. ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სანქციების ქვეშ მოექცნენ პირები, რომლებც პასუხისმგებელნი არიან მიზანმიმართულ დარტყმებზე სამოქალაქო სექტორსა და რუსეთის ფედერაციაში უკრაინელი ბავშვების გაყვანაზე.    ასევე, ევროკომისია გამოდის ინიციატივით, რომ სანქციები რუსეთის სამ ბანკს დაუწესდეს, მათ შორის სრულად აიკრძალოს რუსეთის რეგიონების განვითარების ბანკის ტრანზაქციები.   

ირანში ნავთობის ახალი მარაგი აღმოაჩინეს

ირანის ეროვნულმა ნავთობკომპანიამ სამხრეთ-დასავლეთ ირანში, ნავთობის ახალი საბადოები აღმოაჩინა. ამის შესახებ ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის დაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა მეჰდი ფაკურმა განაცხადა.  „საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სამი ქვეყანა - რუსეთი, ერაყი და ირანი მომავალში განახორციელებს ყველაზე მეტ სამძებრო-საძიებო სამუშაოებს“, - თქვა ფაკურმა პრეს-კონფერენციაზე. ამ დროისთვის ირანში 14-მდე საძიებო ბლოკია გამოვლენილი, მაგრამ  ქვეყნის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების გამო არცერთ ბლოკზე ინვესტიცია არ განხორციელებულა.   

დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვეში რუსეთის თავდასხმებს რვა მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვეში რუსეთის თავდასხმებს რვა მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო ავრცელებს. მისივე ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ბაზრის, ავტოსადგურისა და დასახლებების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.  

ალენ ბერსე შვეიცარიის პრეზიდენტად აირჩიეს

შვეიცარიის შინაგან საქმეთა მინისტრი ალენ ბერსე შვეიცარიის პრეზიდენტად აირჩიეს. ქვეყნის პარლამენტში კენჭისყრისას ბერსემ 140 ხმა მიიღო. მის კანდიდატურას 31-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, 46-მა კი თავი შეიკავა. ის პრეზიდენტ იგნაციო კასისს ჩაანაცვლებს. ახალი პრეზიდენტი თანამდებობას 2023 წლის პირველი იანვრიდან დაიკავებს. ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას ვიოლა ამჰერდი დაიკავებს, რომელიც თავდაცვის, საზოგადოებრივი დაცვისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობს.  

უზბეკეთის ისტორიაში პირველად, 400-მდე მსჯავრდებულს შეიწყალებენ

უზბეკეთის კონსტიტუციის მიღებიდან 30 წლისთავთან დაკავშირებით, პრეზიდენტის შავქათ მირზიოევის ბრძანებულებით, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ერთდროულად 400-მდე მსჯავრდებულს შეიწყალებენ. ამის შესახებ მედიას სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა შერზოდ ასადოვმა განუცხადა. მისივე თქმით, კონსტიტუციის დღე, როგორც ეროვნული დღესასწაული უზბეკეთში ფართოდ აღინიშნება.   

თავისუფლების მოედანზე უკრაინაში დაღუპული 33 გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს

თბილისში, თავისუფრლბის მოედანზე სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წევრები და მოქალაქეები შეიკრიბნენ. ადგილზე მათ უკრაინის ომში დაღუპული 33 ქართველი გმირის ფოტო მიიტანეს, წარწერი წინ არსებულ მოაჯირზე დაამაგრეს და მათი ხსოვნის საპატივსაცემოდ სანთლები დაანთეს. ფოტოებს „აფხაზეთის ამბები“ ავრცელებს.  შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს ბახმუტისთვის ბრძოლებში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.  უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსულ აგრესიას 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტებისგან 1 888 ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული ოკუპაციისგან 1 888 ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს. მისი თქმით, გასათავისუფლებელია დაახლოებით ამდენივე დასახლება. „ეს ნიშნავს, რომ ახლა უკრაინაში ბრძოლის ველზე წყდება მილიონობით ადამიანის ბედი. მილიონობით, რომლებიც შეიძლება გადარჩნენ. ჩვენ არ გვაქვს უფლება რუსულ ოკუპაციაში დავტოვოთ არც ერთი ჩვენი ადამიანი. არც რუსულ ფილტრაციულ ბანაკებში, სადაც უკვე დაიკარგა ათასობით ადამიანი და არც რუსეთის ტერიტორიებზე, სადაც ასობით ათასი უკრაინელის იძულებითი დეპორტაცია განახორციელეს“,- განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.  

როგორ ემზადება კიევი ზამთრისთვის

კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქი შეიძლება, ზამთრის თვეებში, ელექტროენერგიის, წყლისა და სითბოს გარეშე დარჩეს. „აპოკალიფსი, ისე, როგორც ჰოლივუდურ ფილმებში, როდესაც დაბალი ტემპერატურის გამო სახლებში ცხოვრება შეუძლებელია, შეიძლება, ასე მოხდეს“, - თქვა კლიჩკომ. „ახლა ელექტროენერგიის დეფიციტი შედარებით დაბალია, ამიტომ, კიევიდან მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება ჯერ არ არის“,- აღნიშნა კლიჩკომ. თუმცა, თუ ელექტროენერგიის დეფიციტი გაგრძელდება ნულოვანი ტემპერატურის პირობებში, მაშინ ხელისუფლება იძულებული გახდება, ქალაქის ზოგიერთ რაიონში გათბობის სისტემებიდან წყლის ამოტუმბვა დაიწყოს. „ამ დროისთვის ჩვენ მოვამზადეთ 500-მდე ავტონომიური გათბობის პუნქტი, მაგრამ ქალაქისთვის, სადაც მოსახლეობა 3 მილიონ 500 ათასს შეადგენს, ეს არაფერია“, - განაცხადა კლიჩკომ. მისივე თქმით, ქალაქს სჭირდება გამათბობლები და აკუმულატორები. „ჩვენ მზად ვართ სხვადასხვა სცენარისთვის. კიეველებს ვთხოვ, მოამზადონ სასმელი წყალი, ტექნიკური წყალი, თბილი ტანსაცმელი, საკვები - ყველაფერი მზად უნდა იყოს. ჩვენ უნდა მოვამზადოთ ჩანთა საბუთებით და ძირითადი ნივთებით, სასურველია პატარა, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში“, - განაცხადა კლიჩკომ.   რუსეთი გაზაფხულზე უფრო ფართმასშტაბიანი შეტევის დაწყებას გეგმავს, მანამდე კი ცდილობს უკრაინის ომის გაყინვას. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა FT's Global Boardroom-ის ღონისძიებაზე, 7 დეკემბერს განაცხადა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

რამდენ ხანს გაგრძელდება ომი - პუტინის აღიარება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ უკრაინაში ომი შეიძლება, გახანგრძლივდეს. ამავე დროს, პუტინი ამტკიცებს, რომ არ არსებობს დამატებითი სამხედრო მობილიზაციის საფუძველი, იტყობინება Reuters-ი. "რაც შეეხება "სპეცოპერაციის" ხანგრძლივობას, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება, ხანგრძლივი პროცესი იყოს", - განაცხადა პუტინმა. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ  შემოდგომაზე მობილიზაციის შემდეგ, სამხედრო მობილიზაციის მორიგი რაუნდისთვის მიზეზს ვერ ხედავს.  ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება არ არის შეშლილი და არ აპირებს ბირთვული იარაღის სამართებელივით მოძრაობას. პუტინი ისევ იმეორებს, რომ რუსეთი ეროვნულ ინტერესებს ჯერ მშვიდობიანი, თუმცა საჭიროების შემთხვევაში - „ყველა არსებული“ საშუალებით დაიცავს. მან ბირთვული ომის გაზრდილ რისკებზეც მიუთითა.  რუსეთი გაზაფხულზე უფრო ფართმასშტაბიანი შეტევის დაწყებას გეგმავს, მანამდე კი ცდილობს უკრაინის ომის გაყინვას. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა FT's Global Boardroom-ის ღონისძიებაზე, 7 დეკემბერს განაცხადა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯამბულათ ხოფერია საქართველოში ჩამოასვენეს

ქართველი მებრძოლი ჯამბულათ ხოფერია, რომელიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა, სამშობლოში ჩამოსვენეს.  მანამდე, რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, კიევში, თანამებრძოლები გამოემშვიდობნენ.  სამოქალაქო პანაშვიდი წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში გაიმართა. ჯამბულათ ხოფერია პირველ დეკემბერს დაიღუპა.

ზელენსკი Politico-მ ევროპის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Politico-ს ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიას ლიდერობს. Politico-მ უკრაინის პრეზიდენტი, ევროპის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა. გამოცემის თანახმად, ევროპა იცვლება და კონტინენტი ხელახლა აფასებს თავის სტრატეგიულ ურთიერთობებს, სერიოზულად ეკიდება თავდაცვას, ვაჭრობის, გაწევრიანებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების პოლიტიკას. როგორც გამოცემა წერს, ზელენსკიმ დაარწმუნა დანარჩენი ევროპა, რომ მისი მომავალი უკრაინასთან არის დაკავშირებული. „ფართოდ რომ განვიხილოთ, ის ხელახლა ფიქრობს, რას ნიშნავს, იყო ევროპის ნაწილი. ზელენსკიმ დაარწმუნა დანარჩენი ევროპა, რომ მისი მომავალი უკრაინასთან არის დაკავშირებული. რუსეთის შეჭრამდე ამის ცოტას თუ სჯეროდა. მისი კომუნიკაციის უნარი მთავარია. მისი რიტორიკა მკაფიოდ ასახავს რუსეთის რეჟიმის ბოროტებას, რომლის წინააღმდეგაც იბრძვის, ფანტავს რწმენას - განსაკუთრებით ბერლინსა და პარიზში, რომ მოსკოვი შესაძლოა, პარტნიორი იყოს“, - წერს გამოცემა. ამავე სტატიაში წერის: უბრალოდ შეხედეთ, როგორ გარბიან ევროპელი ლიდერები, რომლებიც არჩევნებში იმარჯვებენ, კიევში, რათა გადაიღონ ფოტო საკულტო ზეთისხილისფერ-მწვანე მაისურიან 44 წლის კაცთან“.

რუსეთის ძალების თავდასხმა 15 დასახლებულ პუნქტში მოვიგერიეთ - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის თავდასხმა 15 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს და მოწინააღმდეგის 6 სამეთაურო პუნქტს დაარტყეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული. "უკრაინელებმა მოიგერიეს რუსი ოკუპანტების თავდასხმები ხარკოვის ოლქის ტერნოვაიას დასახლებაზე, ასევე ლუგანსკის ოლქის სტელმახივკას, პლოშჩანკას, ჩერვონოპოპოვკასა და ბელოგოროვკას დასახლებებზე და დონეცკის ოლქის ბელოგოროვკას, ბერესტოვოეს, იაკოვლევკას, ბახმუტსკოეს, ოპიტნოეს, კურდიუმოვკას, მაიორსკის, მარინკასა და ნოვომიხაილოვკას დასახლებებზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი დინა ბოლუარტე გახდა

პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი დინა ბოლუარტე გახდა. როგორც ცნობილია, დინა ბოლუარტემ, რომელიც მანამდე ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ფიცი უკვე დადო. შეგახსენებთ, რომ პერუს ყოფილი პრეზიდენტი, პედრო კასტილო ამ ეტაპზე პატიმრობაში იმყოფება.  

აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტმა რუსეთის ქმედება უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედება გენოციდად აღიარა. მიღებულ რეზოლუციაში დაგმობილია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდი. „რეზოლუცია მოუწოდებს აშშ-ის ხელისუფლებას, ითანამშრომლოს ჩვენს მოკავშირეებთან, რათა აღვკვეთოთ გენოციდის მომავალი აქტები და მხარს უჭერს გამოძიებას, რათა ამ საშინელ დანაშაულებზე პასუხისმგებლები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. ჩვენ მომავალშიც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინელ ხალხს გადარჩენისთვის ბრძოლაში“,  – აცხადებს რეზოლუციის ავტორი, სენატორი ჯიმ რიში. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრი ერმაკმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს და სენატორ ბენ კარდინს (D-MD) მხარდაჭერისთვის. „ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია; რუსეთი უნდა დაისაჯოს; გენოციდი უნდა შეწყდეს“, - განაცხადა ერმაკმა.