ძებნის რეზულტატი:
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, იაპონიამ ფილიპინებზე F15 ტიპის გამანადგურებლები გაგზავნა
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, იაპონიამ ფილიპინებზე ორი F15 ტიპის გამანადგურებლები გაგზავნა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რომელიმე იაპონური გამანადგურებელი თვითმფრინავი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრ ქვეყანაში გაიზავნა, განაცხადა იაპონიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა (ASDF). „ჩვენ ხელს შევუწყობთ ურთიერთგაგებას PAF-თან (ფილიპინების საჰაერო ძალებთან) განვავითარებთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას“, - აღნიშნულია იაპონური მხარის განცხადებაში. მოიერიშე თვითმფრინავები კლარკის საავიაციო ბაზაზე დაეშვნენ. F15 ტიპის თვითმფრინავებს საწვავის შემავსებელი თვითმფრინავი და სატრანსპორტო თვითმფრინავი ასევე ახლავს თან. იაპონია ფილიპინებს საჰაერო სათვალთვალო სარადარო სისტემებსაც გადასცემს. აზია-წყნარ ოკეანეში გეოპოლიტიკური სიტუაციის ცვლილების ფონზე, რეგიონის ქვეყნები ატარებენ ერთობლივ წვრთნებს, რადგან აშშ ჩინეთთან მიმართებით, შეკავების პოლიტიკას აჩქარებს.
საჰაერო ტრანსპორტის ორგანიზაცია: ავიაკომპანიები მოგებას 2023 წელს დაუბრუნდებიან
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) სამშაბათს განაცხადა, რომ გლობალური ავიახაზების ინდუსტრია მოგებას დაუბრუნდება, რაც 2019 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა იქნება. საჰაერო ტრანსპორტის ორგანიზაცია ელოდება, რომ ავიაკომპანიები მოგებას 2023 წელს დაუბრუნდებიან. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია მომავალ წელს 4,7 მილიარდი დოლარის წმინდა მოგებას პროგნოზირებს. ავიაინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული სექტორი იყო, რაც პანდემიის გამო მიღებულმა ისეთმა ზომებმა გამოიწვია, როგორიცაა ჩაკეტვა და მოგზაურობის შეზღუდვები.
ბარსელონაში ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა
ბარსელონას სადგურზე ორი მატარებლის შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი დაშავდა. ესპანეთის სახელმწიფო ოპერატორმა Renfe-მ განაცხადა, რომ ერთი მატარებელი მეორეს უკანა მხრიდან დაეჯახ. შემთხვევა სადგურ Montcada i Reixac-ზე, დაახლოებით დილის 7:50 საათზე (0650 GMT) მოხდა. იტყობინება ახალი ამბების სააგენტო EFE. კატალონიის სამოქალაქო დაცვის სააგენტოები აცხადებენ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება 155 ადამიანს დასჭირდა, მაგრამ არცერთს სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებოდა. მათივე თქმით, მსუბუქი დაზიანებებით სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანს სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აღენიშნება. ავარიის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.
გამომძიებელი: მიხეილ სააკაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სისხლის ნიმუშის აღებაზე უარი განაცხადა
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სისხლის ნიმუშის აღებაზე უარი განაცხადა. ზურაბ ჩხაიძე: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია „მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაზე იმ მიზეზის გამო, რომ მისივე განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ სურდა ნიმუშის აღება. მას საბოლოოდ, უარი არ უთქვამს ნიმუშის აღებაზე. მომდევნო დღეებში ჩატარდება ეს საგამოძიებო მოქმედებები“,- განაცხადა გამომძიებელმა ჟურნალისტებთან. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
მედია: ესპანეთში ბინების ძარცვის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
სარაგოსაში ბინების ძარცვის გამო, საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილები სარაგოსის ერთ-ერთი გარეუბნის მცხოვრებლების დახმარებით დააკავეს. მედიის ცნობით, კაცს საკუთარ სახლში ეძინა, როდესაც უცნაური ხმა გაიგო და პოლიციაში დარეკა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა 3 ადამიანი დააკავეს. როგორც ესპანური მედია იტყობინება, ცნობილია სამივეს ვინაობა.
მედია: ევროპოლისა და ისრაელის პოლიციის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, შესაძლოა, ჩაიშალოს
ევროკავშირისა (ევროპოლი) და ისრაელის პოლიციის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომლის მომზადებასაც 5 წელი დასჭირდა, შესაძლოა, ჩაიშალოს. ამის მიზეზია, იუდეასა და სამარიას წინააღმდეგობა, რაც მხარეებს შორის მონაცემთა გაცვლას უკავშირდება. ამის შესახებ Haaretz იტყობინება. ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ უნდა განაახლოს მოლაპარაკებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეთანხმების შეუსაბამობის გასარკვევად. რამაც შესაძლოა, ევროკომისიასა და ისრაელის ახალ მთავრობაში ულტრამემარჯვენე ელემენტებს შორის განხეთქილება გამოიწვიოს. ცნობილია, რომ 2018 წელს ისრაელმა ევროპოლთან ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, სამუშაო შეთანხმებას მოაწერა ხელი. შეთანხმების გაფართოებაზე, მახარეები 2022 წლის სექტემბერში შეთანხმდნენ, თუმცა დოკუმენტი ჯერ არ არის ხელმოწერილი და რატიფიცირებული. ამ შეთანხმების რატიფიცირების შედეგად, ინფორმაციის გაცვლა რასის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებების და თუნდაც სექსუალური ორიენტაციის შესახებ შესაძლებელი გახდება, რას სამართალდამცველებს „სერიოზულ დანაშაულთან და ტერორიზმთან" ბრძოლაში დაეხმარებათ. ისრაელის წარმომადგენელი ევროკავშირში, ჩაიმ რეგევი, მხარეებს შორის სექტემბრში მიღწეულ შეთანხმებას, როგორც „საეტაპოს“ მიესალმა, „მაგრამ ევროსაბჭოს იურიდიული სამსახურის იურიდიული მოსაზრება და წევრი ქვეყნების მზარდი წინააღმდეგობა, საბოლოო შეთანხმებას სულ უფრო ნაკლებად სავარაუდოს ხდის“,- წერს მედია. შვედი ევროპარლამენტარი ევინ ინსირი ამტკიცებს, რომ 27 წევრი ქვეყნიდან მინიმუმ 13-ს მისი მონაცემების (სავარაუდოდ, ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე) გამოყენებაზე „მკაცრი რეაქცია“ ჰქონდა. ევროკავშირის კომისიის სამართალდამცავი თანამშრომლობის ხელმძღვანელმა, რობ როზენბურგმა განაცხადა, რომ ისრაელის ელჩს ევროკავშირში გაეგზავნა წერილი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის დასაწყებად, მაგრამ ახალი მთავრობის წარმომადგენლები შესაძლოა, ნაკლებად კეთილგანწყობილი იყვნენ, ვიდრე მათი წინამორბედები.
გენშტაბი: უკრაინელმა სამხედროებმა 14 ირანული დრონი ჩამოაგდეს
ბოლო დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა 14 ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. „ბოლო 24 საათის განმავლობაში თავდაცვის ძალების საჰაერო ძალებმა 22 დარტყმა მიაყენეს მოწინააღმდეგის პერსონალს, ასევე, ოთხი დარტყმა განხორციელდა მოწინააღმდეგის საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან, გასული დღის განმავლობაში უკრაინულმა სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა დაარტყეს მტრის სამეთაურო პუნქტს, სამ პირად შემადგენლობას, იარაღისა და სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის საცავს.
"ვივამედის" კლინიკური დირექტორი: სააკაშვილი არ შიმშილობს, არამედ არასრულფასოვნად იკვებება
"ვივამედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი არ შიმშილობს, არამედ არასრულფასოვნად იკვებება. ზურაბ ჩხაიძე: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია "რაც შეეხება კვებასთან დაკავშირებით, მკურნალმა ექიმმა ფაქტობრივად დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ გუშინ, გუშინ საუბარი იყო იმაზე, რომ არასრულფასოვნად იკვებება ადამიანი, აქ საუბარი არის არა შიმშილობაზე, შიმშილობა რა თქმა უნდა, არ არის გამოცხადებული, თორემ შიმშილობას სხვადასხვა პროცედურებია და ეს პროცედურები სხვანაირად ფორმდება ისტორიაში, ისტორიაში, რა თქმა უნდა, დაფიქსირებულია, რომ არასრულფასოვნად იკვებება და ისიც მცირე ულუფებით და ხშირ შემთხვევაში არ იკვებება", - თქვა ზურაბ ჩხაიძემ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა უკრაინის საზღვართან სანგრების გათხრა დაიწყო
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთმა უკრაინის საზღვართან და ბელგოროდის რეგიონის სიღრმეში თავისი თავდაცვითი პოზიციების გაფართოება და სანგრების გათხრა დაიწყო. სამშაბათს, 6 დეკემბერს, ბელგოროდის გუბერნატორმა რეგიონში „თავდაცვის ნაწილების“ შექმნის შესახებ განაცხადა. ბრიტანეთის დაზვერვის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბელგოროდში თხრილების მომზადების შესახებ ცნობები, პირველად 2022 წლის აპრილში გავრცელდა. „მაგრამ ახლა წარმოქმნილი კონსტრუქციები, სავარაუდოდ, უფრო დახვეწილი სისტემებია, რომლებიც შექმნილია მექანიზებული თავდასხმის მოსაგერიებლად“, ნათქვამია დაზვერვის მოხსენებაში. „სავარაუდოა, რომ რუსეთის ხელისუფლება, თავის ტერიტორიაზე თავდაცვითი სტრუქტურების აშენებით, პატრიოტული გრძნობების გაღვივებას ცდილობს, რომ უკრაინული ძალების შემოჭრის რეალური საფრთხე არსებობს“, - ნათქვამია ანგარიშში.
სამეთაურო-საშტაბო სწავლება „შურდული 2022“ დაიწყო
საქართველოს თავდაცვის ძალები სამეთაურო-საშტაბო სწავლებას „შურდული 2022“ პირველად ატარებს. სწავლების ოფიციალური გახსნის ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სამობილიზაციო სწავლება „შურდული 2022“ ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობის პროფესიული და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლებას, რეზერვისტების თავდაცვის ძალებში ინტეგრირებასა და უწყებათშორისი კოორდინაციის კიდევ უფრო განვითარებას შეუწყობს ხელს. ორგანიზატორებმა დამსწრე საზოგადოებას სწავლების სპეციფიკის შესახებ პრეზენტაციაც წარუდგინეს. „შურდული 2022“ ეროვნული გვარდიის, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის, ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის პირადმა შემადგენლობამ ერთობლივად დაგეგმეს. მასში თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფი მონაწილეობს. 5-დღიანი სწავლება საქართველოს მასშტაბით 9 ლოკაციაზე სიმულაციური სცენარის მიხედვით ვითარდება. სამობილიზაციო სწავლებაში მე-10 და მე-20 კადრირებული ბრიგადების რეზერვისტები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობენ. სწავლების დასკვნითი ფაზა ამოცანათა შესრულების განხილვას ითვალისწინებს. „შურდული 2022“ მიზნად ისახავს: საგანგებო და საომარი სიტუაციების დროს ეროვნული გვარდიის შტაბისა და რეზერვისტთა მომზადების ცენტრების სტანდარტული ოპერატიული პროცედურების დახვეწას; თავდაცვის ძალების დაკომპლექტებას და საბრძოლო დანაკარგების შევსების პროცედურების გაუმჯობესებას; ასევე, უწყებათშორისი თანამშრომლობის გაღრმავებას. სწავლების გახსნის ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
ოკუპირებულ დონეცკში, ავარიის შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი დაიღუპა
უკრაინაში, დროებით ოკუპირებულ დონეცკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაღუპულთა შორისაა სატვირთო მანქანის მძღოლიც. როგორც ცნობილია, მიკროავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა, რომლის მგზავრებს შორის ჯარისკაცები იყვნენ. უცხოური მედიის ცნობით, რომ სამი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
რომის პაპმა, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ნაცისტურ „ოპერაცია რეინჰარდს“ შეადარა
რომის პაპმა ფრანცისკემ, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი „ოპერაცია რეინჰარდს" შეადარა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ამ სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ნაცისტებმა პოლონელი ებრაელები გაანადგურეს. „ორშაბათს, ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის კათოლიკე-ებრაული ურთიერთობის ცენტრმა „ოპერაცია რეინჰარდის“ წლისთავი აღნიშნა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ამან ძირითადად ებრაული წარმოშობის თითქმის ორი მილიონი ადამიანის განადგურება გამოიწვია. დაე, ამ საშინელი მოვლენების გახსენებამ ჩვენში გააღვიძოს ყველა სურვილი და მოქმედება მშვიდობისაკენ. ისტორია მეორდება. ახლა ჩვენ ვხედავთ რა ხდება უკრაინაში. ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისთვის“, - განაცხადა პონტიფმა.
იენს სტოლტენბერგი: რუსეთი ომის გაყინვას ცდილობს, რათა გაზაფხულზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყოს
რუსეთი გაზაფხულზე უფრო ფართმასშტაბიანი შეტევის დაწყებას გეგმავს, მანამდე კი ცდილობს უკრაინის ომის გაყინვას. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა FT's Global Boardroom-ის ღონისძიებაზე განაცხადა. „ახლა უკრაინას აქვს იმპულსი“, - თქვა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ NATO-ს დედაქალაქები „მუდმივად განიხილავენ იარაღის რა სისტემების მიწოდება გვინდა“ კიევისთვის. სტოლტენბერგმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი ზამთარში უფრო მშვიდ ფაზაში გადავა, ორივე მხარე შეეცდება ძალების გადაჯგუფებას და გადაიარაღებას, ამიტომ NATO-ს ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა. „ამჟამად არ არსებობს დიპლომატიური გადაწყვეტის პირობები. რაც უფრო მეტად გვინდა მშვიდობიანი გადაწყვეტა, მით უფრო სასწრაფოდ გვჭირდება უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა", - თქვა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ რუსეთს არ აქვს რაიმე ნიშნები, რომ ომის მშვიდობიანი დასრულება სურს. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6902 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6902 ლარი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6902 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6943 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0041 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8239 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8287 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0048 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე განმარტება გააკეთა
მას შემდეგ რაც უკრაინაში ეს საშინელი ომი დაიწყო, ჩვენ, მთელი საზოგადოება, მთელი ხალხი, მთელი ერი გავერთიანდით და 1000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ანდრი კასიანოვი: საქართველოს ერთი თვის წინ ვთხოვეთ გენერატორები, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია „იგივე უკრაინის ფოსტის მონაცემებით, 190 ქვეყანას შორის პირველ ადგილზე ვიყავით, ვინც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა უკრაინას. მანამდე აქ დავეხმარეთ უკრაინიდან ლტოლვილებს და მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინეთ. ახლაც გრძელდება ეს დახმარება. იგივე უკრაინულ ენაზე სწავლა, უკვე გავხსენით უკრაინული სკოლები. ასევე გამოვნახავთ რესურსს და ჰუმანიტარულ დახმარებას გავაგრძელებთ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველო უკრაინას სამხედრო დახმარებას არ აღმოუჩენს. „რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, ჩვენ ამის შესახებ ნათლად, მკაფიოდ ვთქვით, რომ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ამ ომში, ამ კონფლიქტში როგორც სახელმწიფო არასოდეს არ ჩავერთვებით, ეს არის ჩვენი მკაფიო პოზიცია. ჩვენ როგორც მმართველი გუნდი, პასუხისმგებელი ვართ ჩვენი ხალხის წინაშე“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა. უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას, გენერატორებთან დაკავშირებით ერთი თვის წინ დახამარება სთხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია.
მათი სურვილი იყო, საქართველოში „მეორე ფრონტი“ გახსნილიყო, მადლობა ღმერთს, დღეს ქვეყანაში არის მმართველ პარტია „ქართული ოცნება“ - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთმა ოფიციალურმა პირმა საჯაროდ განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში „მეორე ფრონტი“ გახსნილიყო. ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე განმარტება გააკეთა „უკრაინის ხელისუფლების ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის უშიშროების საბჭოს მდივანმა საჯაროდ განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო, საქართველოში „მეორე ფრონტი“ გახსნილიყო, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები დაიხოცონ, არამედ ქართველებიც. ეს ფრონტი და ომი უნდა გადავიდეს საქართველოშიცო, ეს იყო მისი ოფიციალური განცხადება. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ქვეყანაში არის მმართველ პარტია „ქართული ოცნება“ და ჩვენ ყველანი, ვინც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენთვის მთავარი და უზენაესი არის ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესები. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ჩვენ ყველა ქვეყანას და ხალხს პატივს ვცემთ, მაგრამ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ყველაზე მეტად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს მხარესაა. "მე ვარ საქართველოს მხარეზე, მე ვარ ჩემი ქვეყნის ინტერესების დამცველი და ასეც იქნება მანამ, სანამ ვიქნები ცოცხალი. ეს უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების ვალდებულება და ყველა ჩვენი მოქალაქის სურვილი", - განაცხადა პრემიერმა. ჟურნალისტის შეკითხვას, ქვეყნის ინტერესი რომელია, უკრაინის გამარჯვება თუ რუსეთის გამარჯვება?“ ღარიბაშვილმა უპასუხა: „უნდა ვიფიქროთ ქვეყანაზე, უნდა ვიფიქროთ საქართველოზე, მე ვარ სამართლიანობის მხარეს, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ტერიტორიულ მთლიანობასა და, ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, ეს ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე“. ღარიბაშვილმა ასევე განმარტა მისივე განცხადება და აღნიშნა, რომ არ უგულისხმია, თითქოს, ყველა, ვინც უკრაინაში იბრძვის, „ომის პარტიას“ მიჰყავს უკრაინაში. „არიან ადამიანები, ყოფილი სამხედროები, პოლიციელები, უბრალო მოქალაქეები, რომლებიც თავიანთი იდეალისტური დამოკიდებულებით წავიდნენ და ომობენ. ეს მათი გადაწყვეტილებაა. მე, რა თქმა უნდა, არ მითქვამს, რომ ყველა მათგანი წაყვანილია „ნაცმოძრაობის“ მიერ. უნდა გაიმიჯნოს. არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც არიან, დიახაც, სააკაშვილის ომის პარტიის მიერ წაყვანილი და ორგანიზებული“. ასეთად მან მამუკა მამულაშვილი დაასახელა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკავშირა და ფრონტიდან „პოლიტიკური განცხადებების“ გამო გააკრიტიკა. „ქართული ლეგიონი” არის უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ქვეშ მოქმედი საბრძოლო ერთეული, რომელიც 2014 წლიდან იბრძვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინაში. მანამდე, საქართველოს იცავდნენ ყველა რუსული შემოტევის დროს. ხაზგასმით ვამბობ, ჩემს ძმას არაფერი აკავშირებს არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც სხვა რომელიმე პარტიასთან. ის არის პატრიოტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტრის წინააღმდეგ 14 წლიდან იბრძვის“, - წერს თავის მხრივ ნონა მამულაშვილი Facebook-ზე.
ომის პარტიას, ამრევებსა და "ლუზერებს" არეულობას არ შემოვატანინებთ - ღარიბაშვილი
ამრევებსა და "ლუზერებს" არ შემოვატანინებთ რაიმე არეულობას, პირიქით, ჩვენ გვინდა მშვიდობა ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალუმა მოძრაობამ“ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანით ბოლო კარტი გამოიყენა. „ბოლო გათამაშება, ბოლო კარტი გამოიყენეს სააკაშვილის ჩამოყვანით, ეს სისულელე ჩაადენინეს და ვნახეთ, როგორ დასრულდა - ფიასკოთი, სრული ფიასკოთი დასრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება. ვინმეს რაიმე ილუზია არ ჰქონდეს - ჩვენს ქვეყანაში ომის პარტიას, ამრევებსა და "ლუზერებს" არ შემოვატანინებთ რაიმე არეულობას, პირიქით, ჩვენ გვინდა მშვიდობა“, - განაცხადა პრემიერმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე განმარტება გააკეთა
ვერაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე, იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2022 წლის 2 აპრილს ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა, რამოდენიმე გასროლით, თბილისში, სს ,,საგზაო კომპანია თბილისის“ ოფისში მომხდარი ურთიერთდაპირისპირების დროს, ორ პირს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება), 120-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) და 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) წარედგინა. „თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი და ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე წარდგენილ ბრალდებაში სასამართლომ ბრალდებული გაამართლა. აღნიშნულს ბრალდების მხარე არ ეთანხმება და განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ კოსტავას პირველ შესახვევში მდებარე სს „საგზაო კომპანია თბილისის“ ოფისში მხარეებს შორის შეკამათება ფიზიკურ დაპირისპირებაში და სროლაში გადაიზარდა, რასაც ორი ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა, ხოლო რამოდენიმე პირმა ცეცხლნასროლი დაზიანებები მიიღო. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია კიდევ 14 პირი, მათ შორის ორს ბრალდება წარდგენილი აქვს 19/109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად), ხოლო 12 პირს - 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა). ყველა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა და სასამართლოში მიმდინარეობს არსებითი განხილვა. სისიხლის სამართლის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„საეჭვო პაკეტები“ უკრაინელმა დიპლომატებმა უკვე 15 ქვეყანაში მიიღეს
31 „საეჭვო პაკეტები“ უკრაინელმა დიპლომატებმა უკვე 15 ქვეყანაში მიიღეს. შესაბამისი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, უკრაინელი დიპლომატების წინააღმდეგ ტერორის კამპანია უპრეცედენტოა არამხოლოდ უკრაინის კონტექსტში, არამედ გლობალურ დონეზე. უკრაინის დიპლომატიურმა მისიებმა „საეჭვო ამანათები“ რუმინეთსა და დანიაშიც მიიღეს მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის საელჩოები და საკონსულოები უკვე ერთი კვირაა, გაზრდილი უსაფრთხოების ზომების პირობებში მუშაობენ. „ბოლო ორი დღის განმავლობაში, საეჭვო პაკეტები გაგზავნეს საელჩოებში იტალიაში, პოლონეთში, პორტუგალიაში, რუმინეთსა და დანიაში, ასევე საკონსულაციებში გდანსკში. საერთო ჯამში, ჩვენ უკვე გვაქვს 31 შემთხვევა 15 ქვეყანაში: ავსტრია (1), ვატიკანი (1), დანია (1), ესპანეთი (5), იტალია (4), ყაზახეთი (1), ნიდერლანდები (1), პოლონეთი (6 ), პორტუგალია (2), რუმინეთი (2), აშშ (1), უნგრეთი (2), საფრანგეთი (1), ხორვატია (1), ჩეხეთი (2)“, - განაცხადა კულებამ. შეგახსენებთ, 30 ნოემბერს მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა. ფოსტით ელჩს გაუგზავნეს პაკეტი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო. უკრაინის საელჩოსთან აფეთქების შედეგად ერთი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა, რომელმაც დიპლომატიური წარმომადგენლობის ეზოში ამანათი გახსნა.
პუტინის მტკიცებით, მობილიზაციის გაგრძელების საჭიროება არ არის
დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მობილიზაციის საჭიროება არ არის. ISW: რუსეთის ხელისუფლების განცხადებების მიუხედავად, მობილიზაცია გრძელდება „ჩვენი 300 000 მობილიზებულიდან 150 000 არის საოპერაციო ზონაში, ანუ მხოლოდ ნახევარი არის დაჯგუფებაში, ნახევარი - 77 000 უშუალოდ საბრძოლო ნაწილებშია, დანარჩენები მეორე და მესამე ხაზებზე ტერიტორიული თავდაცვის ფუნქციებს ასრულებენ“, - განაცხადა პუტინმა. ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა უკრაინის საზღვართან სანგრების გათხრა დაიწყო მისივე თქმით, „კიდევ 150 000 მობილიზებულიდან ნახევარი – ჯერ კიდევ პოლიგონებზე და თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრებშია“, – განაგრძო პუტინმა, „ეს არის ე.წ. საბრძოლო რეზერვი“. ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი თავის რეგულარულ მიმოხილვაში წერს, რომ რუსეთი მობილიზაციის მეორე ტალღის ჩატარებას გეგმავს. 28 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ, ვლადიმერ პუტინს აცნობა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციია დასრულდა. შოიგუს თქმით, 300 000 მობილიზებულიდან საწვრთნელ ზონებში რჩება 218 000, კონფლიქტის ზონაში გაიგზავნა 82000 სამხედრო, რომელთაგან 41000 დანაყოფებშია განაწილებული. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.