ძებნის რეზულტატი:
ლატვიამ ტელეკომპანია „დოჟდს“ ლიცენზია გაუუქმა
ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) ტელეარხ „დოჟდს“ მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ საკრებულოს ხელმძღვანელმა ივარს აბოლინსმა განაცხადა. ტელეკომპანია „დოჟდი“ მაუწყებლობას წყვეტს აბოლინსის თქმით, გადაწყვეტილება 6 დეკემბერს დილით „ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის გამო“ მიიღეს. „დოჟდი“ ლატვიაში მაუწყებლობას 8 დეკემბერს შეწყვეტს. Дождь-მა რუსი სამხედროების მხარდამჭერი განცხადებისთვის, თანამშრომელი გაათავისუფლა და ბოდიში მოიხადა „დარღვევების მთლიანობის შეფასებით, NEPLP დარწმუნდა, რომ „დოჟდის“ ხელმძღვანელობას არ ესმის დარღვევების მნიშვნელობა და სერიოზულობა და, შესაბამისად, არ შეუძლია იმოქმედოს ლატვიის ტერიტორიაზე“, - განაცხადა ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელმა. ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭო ასევე, „დოჟდის“ მაუწყებლობის დაბლოკვას იუთუბზეც ითხოვს, რათა არხი არ იყოს ხელმისაწვდომი ლატვიაში. უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში რუსეთში ტელეარხი „დოჟდი“ დაბლოკეს და, ისევე როგორც ბევრი სხვა დამოუკიდებელი მედია, იძულებული გახდა მუშაობა შეეწყვიტა. ივნისში ცნობილი გახდა, რომ დოჟდმა მიიღო ლატვიაში მაუწყებლობის ლიცენზია, სადაც არხის ბევრი ჟურნალისტი გადავიდა საცხოვრებლად. ივლისში დოჟდმა მაუწყებლობის განახლება გამოაცხადა. დეკემბერში ლატვიის ხელისუფლებას ტელეარხის მიმართ რამდენიმე პრეტენზია ჰქონდა. ამრიგად, NEPLP-მა „დოჟდს“ 10,000 ევროს ოდენობით ჯარიმა დააკისრა, რადგან გამოიყენა რუკა, სადაც ყირიმი რუსეთის შემადგენლობაშია, ასევე სიტყვების „ჩვენი არმიის“ გამოყენებისთვის რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან მიმართებით. ლატვიის თავდაცვის მინისტრმა არტის პაბრიკსმა მოითხოვა სადგურის თანამშრომლებისთვის ბინადრობის ნებართვის გაუქმება მას შემდეგ, რაც წამყვანმა ალექსეი კოროსტელევმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ტელეკომპანიას „შეუძლია“ რუსი სამხედროებისთვის დახმარების აღმოჩენა, რის შემდეგაც ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტელეარხის შემოწმება დაიწყო.
სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის – „წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ნათია სულავას განცხადებით, გრიგოლ ფერაძის ღვაწლი განსაკუთრებულია პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობებში, ეკლესიისა და ქართული კულტურის წინაშე, ასევე, ეროვნული საგანძურის შენახვისა და გადარჩენის საქმეში. „ძალიან მნიშვნელოვანია მეხსიერება და არა მხოლოდ გრიგოლ ფერაძის, არამედ მილიონობით ადამიანის ამ თავგანწირვის გახსენება, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში მომხდარ უდიდეს ტრაგედიას ემსხვერპლა. გრიგოლ ფერაძე იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც ეს წყვდიადი საკუთარი საქციელითა და მოწამეობრივი თავგანწირვით გაანათა“, – განაცხადა ნათია სულავამ.
თერაპევტებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან, აქცია გამართეს
თერაპევტებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ჯანდაცვის სამინისტროს დამსაქმებლებთან მედიაციის დანიშვნის მოთხოვნით მიმართეს. თერაპევტების თქმით,"ანაზღაურება წლებია არ შეცვლილა და ძალიან ბევრი სესიის ჩატარება უწევთ, რომ გადარჩნენ. ედაქალაქის მერია 20 ლარს აძლევს თითო ბავშვზე კერძო პროვაიდერებს, პროვაიდერები კი ანაწილებენ სესიების მიხედვით. თერაპევტი დაახლოებით, 6-8 ლარს იღებს საათში. ეს რას ნიშნავს?!", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
WSJ: პენტაგონმა HIMARS-ის სისტემებს მოდიფიკაცია ფარულად ჩაუტარა, რათა უკრაინას, რუსეთის ტერიტორია არ დაებომბა
შეერთებულმა შტატებმა ფარულად ჩაუტარა HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებს მოდიფიკაცია, რომლებიც უკრაინას სამხედრო დახმარების სახით გადასცა, რათა მათი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დასაბომბად გამოყენება (შორი მანძილის რაკეტების გასაშვებად) არ მომხდარიყო. ამის შესახებ The Wall Street Journal-ს ანონიმურობის პირობით აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განუცხადეს. „ვაშინგტონმა ასეთი ნაბიჯი გადადგა მოსკოვთან კონფლიქტის ესკალაციის რისკის შესამცირებლად“,-აცხადებენ გაზეთის თანამოსაუბრეები. კერძოდ, მოდიფიცირებული დანადგარების გამოყენება არ შეიძლება ATACMS რაკეტების გასაშვებად, რომელთა დიაპაზონი 300 კილომეტრამდეა. „შეერთებულმა შტატებმა არ მიაწოდა ასეთი რაკეტები უკრაინას, მაგრამ შეზღუდა მათი გამოყენების შესაძლებლობა HIMARS-ით იმ შემთხვევაში, თუ კიევი მიიღებს ATACMS-ს სხვა წყაროებიდან“, - წერს WSJ. უკრაინამ მიიღო შეერთებული შტატებიდან 20 HIMARS-ის გამშვები და რაკეტების დიდი მარაგი, რომელთა მანძილი 80 კილომეტრამდეა. ამ რაკეტებს უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული საბრძოლო მასალის საცავებსა და სამეთაურო ცენტრებზე იერიშისთვის. HIMARS-ის გადაცემისას, ამბობდნენ, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირადად დაჰპირდა შეერთებულ შტატებს, რომ მათ არ გამოიყენებდნენ რუსეთში სამიზნეების გასანეიტრალებლად.
გერმანიის მთავრობა ბათუმში სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციისთვის 55 მილიონ ევროს გამოყოფს
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი 2022 წლის 7 დეკემბერს საქართველოს მთავრობასთან, რომელსაც წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხელს მოაწერს დაფინანსების შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს 55 მილიონი ევროს გამოყოფას ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის პროექტის მე-5 ფაზისთვის. საქართველოში გერმანიის საელჩოს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 16 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბათუმში წყლის თანამედროვე ინფრასტრუქტურა ვითარდებოდა, რისთვისაც დღემდე დაახლოებით 138 მილიონი ევროა გამოყოფილი. მათივე ცნობით, შედეგად 200 000-ზე მეტ ადამიანს, რომლებსაც ადრე დღეში მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდათ წვდომა სასმელ წყალზე, ახლა ჰიგიენურად უსაფრთხო სასმელი წყალი უწყვეტად მიეწოდებათ. „თანამედროვე წყალარინების ქსელისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის შედეგად კანალიზაციის წყლები პროფესიონალურად გაედინება და იწმინდება. ასევე ახალი სანიაღვრე სისტემისა და წვიმის წყლის სატუმბი სადგურის წყალობით საგრძნობლად შემცირდა ქალაქის ცენტრის დატბორვის საფრთხე. სანაპიროსთან დელფინებიც კი გამოჩნდნენ, რაც წყლის ხარისხის გაუმჯობესებაზე მეტყველებს. დაფინანსების ახალი შეთანხმების შედეგად უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბათუმის მზარდი მოსახლეობის სასმელი წყლით გაუმჯობესებული მომარაგება. განხორციელდება სასმელი წყლის ძველი გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია, რომელიც იქნება თანამედროვე სტანდარტების. წყალარინების გამწმენდი ნაგებობა გაფართოვდება და აღიჭურვება შლამის დამუშავებისა და საკვები ნივთიერებების ელიმინაციის სისტემებით. მუნიციპალური წყალმომარაგების კომპანია „ბათუმის წყლის“ ხელშეწყობის მიზნით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა KfW-ის მეშვეობით, პროექტისათვის გამოყოფს 53 მილიონი ევროს ოდენობის სესხს და ასევე 2 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს თანმხლები ღონისძიებებისთვის“, – აცხადებენ საელჩოში.
კანადა უკრაინას, $15 მილიონის ღირებულების განაღმვის აღჭურვილობას გადასცემს
კანადა უკრაინას $15 მილიონის ღირებულების ნაღმებისაგან გამწმენდ აღჭურვილობას გაუგზავნის. „აღჭურვილობა ხელს შეუწყობს მიწის ნაღმების, აუფეთქებელი საბრძოლო მასალისა და ომის სხვა ასაფეთქებელი შედეგების იდენტიფიცირებას და განეიტრალებას“, - ნათქვამია კანადის მთავრობის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ კანადის მთავრობამ დაასრულა უკრაინის სუვერენიტეტის 5-წლიანი ობლიგაციების გამოშვება, რომლის მეშვეობითაც კანადელებს საშუალება ექნებათ დაეხმარონ უკრაინას და შეძლონ ქვეყნის დაფინანსება.
ანდრი კასიანოვი: უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო ჯარისკაცებისთვის
დღეს, 6 დეკემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრი კასიანოვმა უკრაინის საელჩოს გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა „უკრაინას ასევე სჭირდება მორალური მხარდაჭერაც, მაგრამ ჩვენ დღემდე არ მიგვიღია ოფიციალური პასუხი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარისგან განმეორებით ოფიციალურ მოწოდებაზე, რათა აღვნიშნოთ უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირების მამაცობა. დღეს, 6 დეკემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების დღეს, უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო ყველა იმ უკრაინელი და ქართველი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის დაზოგვის გარეშე იცავდნენ ჩვენს ქვეყნების საერთო მტრისგან - რუსეთის ფედერაციისგან“, - აღნიშნა კასიანოვმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსულ აგრესიას 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
პროკურატურა: სასამართლომ ტურისტების კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ბრალდებული 14 პირი დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე 14 ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ კლუბ ,,ქალაქურისა“ და „როიალის“ მფლობელმა ხუთ თანამზრახველთან ერთად, ორგანიზებული ჯგუფი შექმნა. ბრალდებულების მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ე.წ. პრომო გოგონები ერთ-ერთი სოციალური ქსელის მეშვეობით სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს უკავშირდებოდნენ, ზემოაღნიშნულ კლუბებში ხვდებოდნენ, ეცნობოდნენ და სტუმრების მაგიდასთან სხდებოდნენ. ანგარიშსწორებისას, ტურისტებს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მიღებული მომსახურების შეუსაბამოდ დიდი თანხების გადახდას სთხოვდნენ, უარის შემთხვევაში კი მათზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ. ბრალდებულები აღნიშნული ხერხით არაერთი უცხო ქვეყნის მოქალაქის, მათ შორის იემენის, ეგვიპტის, ინდოეთის, სუდანის და ბელარუსის ექვსი მოქალაქის კუთვნილ 9 340 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებისთვის, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. სასამართლომ დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზატორებს, მათ შორის ხსენებული კლუბების მეპატრონეს სასჯელის სახით 8 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო კლუბების ორ მენეჯერს – 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. რაც შეეხება ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრებს, მათი გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის და ზიანის ანაზღაურების ფაქტის გათვალისწინებით, არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის დანაშაული დიდ ზიანს აყენებს ქვეყნის ტურისტულ იმიჯს და ხელს უშლის ეკონომიკის ამ დარგის განვითარებას. შესაბამისად, პროკურატურა მსგავს ფაქტებზე მკაცრ რეაგირებას მომავალშიც გააგრძელებს“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
ანდრი კასიანოვი: შეშფოთებული ვართ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით
უკრაინული მხარე შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. კასიანოვის თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხს ის დღეს პირადად დააყენებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩანიშნულ სამუშაო შეხვედრაზე. „მე პირადად არაერთი შეხვედრა გავმართე სამედიცინო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელობასთან, ასევე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან. ამასთან, 2022 წლის 2 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს ეწვია საელჩოს საკონსულო თანამდებობის პირი, რის შესახებაც ოპერატიულად ვაცნობეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას. ამ საკითხს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პირადად დავაყენებ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინული მხარე გააგრძელებს ყველა საკონსულო და სამართლებრივი ზომების მიღებას უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“,- განაცხადა კასიანოვმა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ანდრი კასიანოვი: საქართველოს ერთი თვის წინ ვთხოვეთ გენერატორები, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია
უკრაინას უკიდურესად სჭირდება გენერატორებით დახმარება - ერთი თვის წინ მივმართეთ საქართველოს მთავრობას შესაბამისი თხოვნით, თუმცა სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია, - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მიმართვის შემდეგ ერთი თვე გავიდა. „უკრაინას ამჟამად უკიდურესად სჭირდება დახმარება ელექტროენერგეტიკული სისტემის აღდგენაში - გენერატორებიდან და ტრანსფორმატორებიდან დაწყებული, რათა უზრუნველვყოთ განათება საავადმყოფოებისთვის, სახლებისთვის და სკოლებისთვის, - კრემლის არაადამიანები და ჯალათები გულწრფელნი არიან თავიან განზრახვაში - მათ უნდათ გაანადგურონ უკრაინელები სიცივით. ერთი თვის წინ ჩვენ მივმართეთ საქართველოს მთავრობას შესაბამისი თხოვნით, თუმცა სამწუხაროდ, დადებითი გადაწყვეტილება დღემდე არ მიგვიღია“, - განაცხადა ანდრი კასიანოვმა.
ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე, 80 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის 6 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ცენტრალური ბანკის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 200 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.900 პროცენტით, მაქსიმალური 9.090 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.008 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.
ვოლოდიმირ ზელენსკი ჯარისკაცებს: დიდება შეიარაღებულ ძალებს, ჩვენ თქვენით ვამაყობთ
დიდება შეიარაღებულ ძალებს! დიდება უკრაინას, - უკრაინის შეიარაღებულ ძალებს პროფესიულ დღეს ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ულოცავს. "ჩვენი შეიარაღებული ძალები იცავს ჩვენს სამშობლოს და ეს იძლევა ძლიერ მოტივაციას. ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის და ეს ყოველთვის ზრდის ნებისმიერ ძალას. ისინი იცავენ სიმართლეს და, შესაბამისად, უკრაინის მომავალს. ჩვენ ვამაყობთ, აღფრთოვანებული ვართ, მადლობა თითოეულს! დიდი პატივისცემით, უკრაინის პრეზიდენტი. დიდება შეიარაღებულ ძალებს! დიდება უკრაინას!" წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
9 თვის მონაცემებით, ოჯახურ დანაშაულებზე საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება პროკურატურამ საქმეების 85%-ის შემთხვევაში მოითხოვა - შოთაძე
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ 2022 წლის 9 თვის მონაცემებით ოჯახურ დანაშაულებზე საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება პროკურატურამ საქმეების 85%-ის შემთხვევაში მოითხოვა. „ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე ჩვენ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ვახორციელებთ, ვინაიდან რეციდივის ალბათობა და ძალადობის დამძიმების ალბათობა საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, ჩვენ ასევე გავაანალიზეთ მოთხოვნილი საპატიმრო და არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებები წლების მიხედვით ოჯახურ დანაშაულებზე და სხვა დანაშაულებზე. ოჯახურ დანაშაულებზე ყოველწლიურად საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის მაჩვენებელი ჩვენი მხრიდან იზრდება, ხოლო სხვა საქმეებზე მცირდება. კერძოდ, 2022 წლის 9 თვის მონაცემებით ოჯახურ დანაშაულებზე საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება ჩვენ მოვითხოვეთ საქმეების 85%-ის შემთხვევაში, ხოლო სხვა დანაშაულებზე 22%-ის შემთხვევაში“,- განაცხადა შოთაძემ.
ჯუანშერ ბურჭულაძე: კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპული ქართველების ოჯახებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას შეეწირნენ
„მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპული ქართველების ოჯახებს, რომლებიც შეეწირნენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში“ - ამის შესახებ საქართელოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ რუსთავში დამოუკიდებლობის ახალი სკვერის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის მინისტრმა სკვერში განთავსებულ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ასევე გლობალური მშვიდობისათვის ბრძოლებში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის მემორიალებთან გმირების ხსნოვას პატივი მიაგო. ანდრეი კასიანოვი: უკრაინისა და საქართველოს გმირების ქუჩების გახსნა იქნებოდა კარგი შესაძლებლობა, რომ პატივი მიგვეგო ჯარისკაცებისთვის „მინდა, მივუსამძიმრო იმ დაღუპული ქართველების ოჯახებს, რომლებიც შეეწირნენ რუსეთის აგრესიას უკრაინაში. მინდა, კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო მთავრობის სახელით და გამოვხატო დიდი გულისტკივილი. ჩვენი ხელისუფლება არის სწორედ ის ხელისუფლება, რომელსაც ნამდვილად გული შესტკივა თითოეულ ქართველზე“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. რუსთავში ახალი სკვერის გახსნის ღონისძიებას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, რუსთავის მერი და ადგილობრივი მცხოვრებლები დაესწრნენ. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსულ აგრესიას 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.
ინდონეზიის პარლამენტმა, ქორწინების გარეშე სექსისთვის, პატიმრობა დაამტკიცა
ინდონეზიის პარლამენტმა მიიღო ახალი სასჯელაღსრულების კოდექსი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ქორწინების გარეშე სექსისთვის ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ინდონეზიაში ქორწინების გარეშე სექსი პატიმრობით დაისჯება მიღებული ცვლილებების მიხედვით, ქორწინებამდე თანაცხოვრების შემთხვევაში პირებს ექვსთვიანი პატიმრობა ემუქრებათ. ახალი სისხლის სამართლის კოდექსი უნდა დაამტკიცოს პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ. ინდონეზიის ხელისუფლებამ ძველი კოდექსიდან ახალზე გადასასვლელად სამი წელი განსაზღვრა. ახალი კოდექსი ვრცელდება ინდონეზიის მოქალაქეებზე და უცხოელებზე. ახალი სისხლის სამართლის კოდექსი ასევე კრძალავს მოქმედი პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ეროვნული იდეოლოგიის შეურაცხყოფას, ასევე კონტრაცეპტივების პოპულარიზაციას. პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა არის გათვალისწინებული. ახალი კოდექსი ჩაანაცვლებს კანონმდებლობას, რომელიც დარჩა მას შემდეგ, რაც ინდონეზიამ 1945 წელს ნიდერლანდებისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ბოლოს შესწორებული სისხლის სამართლის კოდექსის მიღება 2019 წელს სცადეს, მაგრამ მაშინ ქვეყნის პრეზიდენტმა პროტესტის ფონზე მის ხელმოწერაზე უარი თქვა.
ვოლოდიმირ ზელენსკი სლავიანსკსა და დონბასში ჩავიდა
ყველაზე რთული მიმართულება დღეს აღმოსავლეთ უკრაინაშია და მე მაქვს პატივი ახლა ვიყო ჩვენს დამცველებთან ერთად აქ დონბასში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „მჯერა, რომ შემდეგში ჩვენს უკრაინულ დონეცკში, ლუგანსკში შევხვდებით. დარწმუნებული ვარ, რომ ყირიმშიც. მადლობა, ამ გამძლეობისა და სიძლიერისთვის. თქვენ ხართ ჩვენი დამოუკიდებლობის ფორპოსტი. უკრაინის აღმოსავლეთი დღეს ყველაზე რთული მიმართულებაა და ჩემთვის დიდი პატივია ვიყო აქ, ჩვენს დამცველებთან ერთად - დონბასში ყოფნა“, - განაცახდა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინის გენერალური პროკურატურა: ომის დაწყებიდან დღემდე, 443 ბავშვი დაიღუპა
უკრაინაში ომის დაწყებიდან 443 ბავშვი დაიღუპა, 853-ზე მეტი კი დაშავდა. შესაბამის მონაცემებს უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა ომში 92 200 ჯარისკაცი დაკარგა "მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან საუბარია მხოლოდ იმ ბავშვებზე, რომელთა იდენტიფიცირება შესაძლებელი გახდა. პროკურატურის თქმით, საბრძოლო მოქმედებების ზონაში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოკლული ბავშვების ზუსტი რაოდენობის დადგენა ახლა შეუძლებელია. ამასთან, სარაკეტო და საარტილერიო იერიშების შედეგად დაზიანდა 2 719 სასწავლო დაწესებულება, აქედან 332 მთლიანად დანგრეულია", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ФСБ უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
რუსეთის ФСБ-ის გამომძიებლები მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლოს სთხოვენ, რომ უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ემინე ჯაფაროვას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდოს. რუსული მედიის ცნობით, უკრაინელი პოლიტიკოსები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში დაადანაშაულეს და საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეიყვანეს. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაცემის ან დეპორტაციის მომენტიდან გამომძიებლები, რაიონულ სასამართლოს ბრალდებულის დაკავებას სთხოვენ. ვერეშჩუკისა და ჯაფაროვასთვის წაყენებული მუხლი, 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საძიებო ბაზაში მითითებულია, რომ ვერეშჩუკი სისხლის სამართლის მუხლით იძებნება, მაგრამ არ არის მითითებული რომელი მუხლით. ამავე დროს, ჯაფაროვა ჯერ არ არის ასახული მონაცემთა ბაზაში.
ირაკლი ღარიბაშვილი პატრიარქს შეხვდა
დღეს შევხვდი კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელში წერს. როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ პატრიარქს წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია გააცნო და პროექტზე უწმინდესთან ერთად იმსჯელა. „ჩვენს პატრიარქს წმინდა მიწაზე, მდინარე იორდანეზე, ქართული კულტურის ცენტრის პროექტის პირველადი ვერსია წარვუდგინე და გავაცანი. მისმა უწმინდესობამ მისი მოსაზრებები გამიზიარა და პროექტზე ერთად ვიმსჯელეთ. მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, მდინარე იორდანესთან ქართული სავანის მშენებლობის პროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მალე დავიწყებთ პროექტის შეთანხმების შესაბამის პროცედურებს, ხოლო მოგვიანებით, მშენებლობის ნებართვის მიღებისთანავე მშენებლობას,“- წერს პრემიერ-მინისტრი.
სოფიაში, ეკლესიასთან, რომელშიც რუსეთის ელჩი და მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი იმყოფებიან, მოქალაქეებმა პროტესტი გამოხატეს
ბულგარეთში, სოფიის ცენტრში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები იმ ტაძართან შეიკრიბნენ, სადაც რუსეთის ელჩი ელეონორა მიტროფანოვა და მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი, მიტროპოლიტი ანტონი იმყოფებიან. სოფიაში, რუსული ეკლესიის წინ მოქალაქეები სკანდირებენ "მკვლელები" და "ეს არ არის მოსკოვი". პროტესტი დაიწყო მიტროპოლიტ ანტონი ვოლოკოლამსკის ვიზიტის გამო, რომელიც მიტროპოლიტის გადაყენების შემდეგ მოსკოვის საპატრიარქოს "საგარეო საქმეთა მინისტრად" დაინიშნა. ილარიონი საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობს. წირვას ასევე ესწრება რუსეთის ელჩი ბულგარეთში ელეონორა მიტროფანოვა.