ძებნის რეზულტატი:

ავღანეთში, „თალიბებმა“ სტადიონზე ადამიანი საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს

ავღანეთში ხელისუფლებაში დაბრუნებიდან პირველად „თალიბებმა“ სტადიონზე ადამიანი საჯაროდ სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ BBC იტყობინება. როგორც ცნობილია, სასიკვდილო განაჩენი მოკლულის მამამ აღასრულა, რომელმაც შვილს სამჯერ ესროლა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, პირმა სასიკვდილო განაჩენი მიიღო, რადგან თავადაც ადამიანი მოკლა და იქურდა. სიკვდილით დასჯა ფარაჰის პროვინციაში, სტადიონზე, ათასობით ადამიანის თანდასწრებით გაიმართა.   

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს საზღვრიდან 25 კილომეტრში, დაღესტანში იყო. მიწისძვრის სიმძლავრე 5.5. მაგნიტუდას შეადგენდა.  

ISW უკრაინაში პუტინის მიზნებზე წერს

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ცნობით, (ISW) პუტინი ამზადებს პირობებს უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ გეგმავს ომის დასრულებას უახლოეს მომავალში, რუსეთი განაგრძობს უკრაინის დამატებითი ტერიტორიის დაპყრობას, ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ბოლო განახლებაში. პუტინმა თქვა, რომ ომი უკრაინაში შეიძლება, იყოს ხანგრძლივი პროცესი. რამდენ ხანს გაგრძელდება ომი - პუტინის აღიარება კერძოდ, ამერიკული ინსტიტუტის ანალიტიკოსები განიხილავენ 7 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებთან შეხვედრისას, პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ  რუსეთისთვის „ახალი ტერიტორიების მოპოვება ხსენებული პროცესის მნიშვნელოვანი შედეგია“. ISW-ის თანახმად, „პუტინი აიძულებს რუსი შიდა აუდიტორიას, დაელოდეს გაჭიანურებულ, გამანადგურებელ ომს უკრაინაში. რუსეთი გაზაფხულზე უფრო ფართმასშტაბიანი შეტევის დაწყებას გეგმავს, მანამდე კი ცდილობს უკრაინის ომის გაყინვას. ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა FT's Global Boardroom-ის ღონისძიებაზე, 7 დეკემბერს განაცხადა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტები გამოავლინა

პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტები გამოავლინა. სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 7 პირის მიმართ. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები, სამი მსხვილი საერთაშორისო კომპანიის დიდი ოდენობით ფულად თანხას მოტყუებით დაეუფლნენ. გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საქართველოში 3 სხვადასხვა ფიქტიური კომპანია დააფუძნეს, რომელთა ინგლისურენოვანი საფირმო დასახელებები მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დასახელებებს მიამსგავსეს. ბრალდებულებმა სინგაპურსა და აშშ-ში რეგისტრირებულ საერთაშორისო კომპანიებს მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია და ფულადი თანხის მიმღებად ტაილანდში, აშშ-სა და სინგაპურში რეგისტრირებული რეალური კომპანიების ნაცვლად, საქართველოში მათ მიერ დანაშაულებრივი მიზნით დაფუძნებული ფიქტიური კომპანიები მიუთითეს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოში, ბრალდებულთა ფიქტიური კომპანიების საბანკო ანგარიშებზე საერთო ჯამში 596 612 ლარის ეკვივალენტი უცხოური ვალუტა ჩაირიცხა, რაც ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მიისაკუთრეს. საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულებს ბრალდება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტზე (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობა) წარუდგინა. სისხლისსამართლებრივი დევნა 7 პირის მიმართ დაიწყო. ბრალდებულთა მიერ ჩადენილი ქმედება, 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა საქართველოს გენერალური პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. პროკურატურა აგრძელებს ინტენსიურ გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენის და მხილების მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.  

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.  გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი - დაახლოებით 93 080; ტანკი - 2 937; ჯავშანტექნიკა - 5 911; საარტილერიო სისტემა - 1 925; სარაკეტო სისტემა - 395; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 211; თვითმფრინავები - 281; ვერტმფრენი - 264. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

იტალიის პრემიერსა და მის ქალიშვილს მოკვლით ემუქრებიან

იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის და მის 6 წლის ქალიშვილს მოკვლით ემუქრებიან. Reuters-ის ცნობით, შესაბამისი გზავნილი მთავრობის მუშაობით უკმაყოფილო კაცის ეკუთვნის. მედია არ აკონკრეტებს, რა ფორმით გავრცელდა მუქარა, თუმცა 27 წლის სიცილიელი კაცის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. პოლიციის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კაცის სახლი გაჩხრიკეს, Twitter-ზე კი, ანგარიში დაუხურეს. მელონის მემარჯვენე მთავრობას სურს, მოქალაქეების შემოსავლის სქემა შეცვალოს. დეტალები ჯერ არ არის დაზუსტებული. პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თანამდებობა ოქტომბერში დაიკავა, ყოველთვის აკრიტიკებდა არსებულ სქემას, რომელიც 2019 წელს შემოიღეს. ის ამტკიცებდა, რომ სამუშაო ასაკის ადამიანებს არ უნდა მიეცეთ უფლება, განუსაზღვრელი ვადით იცხოვრონ სახელმწიფო სუბსიდიებით.

სუს-ი იუწყება, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის წევრი დააკავეს

სუს-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის (დაეში) წევრის დააკავების შესახებ იუწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, კონტრტერორისტული საქმიანობის პროცესში მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქე ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბრალდება სასჯელის სახით 10-დან 17-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. "ტოხოსაშვილმა საქართველო 2015 წელს დატოვა, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა და რეგიონში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. ტოხოსაშვილი, იგივე „ემირი ისა“, საკმაოდ გავლენიან ფიგურად ითვლებოდა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს შორის. იგი აქტიურად მონაწილეობდა სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტივობებსა და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთ დანაყოფს კონფლიქტის ზონაში. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სხვადასხვა გავლენიან ლიდერთან. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს ცისკარა ტოხოსაშვილის უმცროსი ძმა ცეზარ ტოხოსაშვილი - „ისლამური სახელმწიფოს“ ემირი ალ-ბარა შიშანი. ის სასჯელს საქართველოში იხდის. კონტრტერორისტულ ცენტრში ცისკარა ტოხოსაშვილის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ბრალდება სასჯელის სახით ათიდან ჩვიდმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია სუს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სი ძინპინის თქმით, ჩინეთმა და საუდის არაბეთმა სტრატეგიული ურთიერთნდობა გააძლიერეს

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ და საუდის არაბეთმა „გააძლიერეს სტრატეგიული ურთიერთნდობა“. სი ძინპინი რიადში ჩავიდა ჩინეთი-არაბული სახელმწიფოების პირველ სამიტზე დასასწრებად. სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტს მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის მიწვევით განახორციელებს. „ვიზიტის დროს „აზრების სიღრმისეულ გაცვლა“ მოხდება. სი ძინპინი მეფე სალმანთან და მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან განიხილავს ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთო ინტერესის საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებს, რათა ერთობლივად დასახონ ჩინეთ-საუდის ურთიერთობების კურსი. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის ჩინეთ-არაბული ქვეყნების პირველ სამიტსა და ჩინეთი-ყურის თანამშრომლობის სამიტში მონაწილეობას და ლიდერებთან მუშაობას, რათა ჩინეთის ურთიერთობები ქვეყნებთან ახალ სიმაღლეზე მიიყვანოს“, - აცხადებს ჩინეთის საგარეო უწყება.  ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი სამი თვის შემდეგ ხორციელდება მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ეწვია ერ-რიადს ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, რომელიც გამოწვეული იყო რუსეთის ომით უკრაინასთან. სი ძინპინის ბოლო ვიზიტი საუდის არაბეთში 2016 წელს შეგდა.  

გაერო: უკრაინის სამ ოლქში 441 მშვიდობიანი მოქალაქის ძალადობრივი სიკვდილის ფაქტი დაადასტურდა

გაერო-მ უკრაინის სამ ოლქში 441 მშვიდობიანი მოქალაქის ძალადობრივი სიკვდილის ფაქტი დაადასტურა ანგარიშის თანახმად, კიევის მახლობლად მდებარე ქალაქ ბუჩაში, რომელიც 5-დან 30 მარტამდე რუსეთის ჯარების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, მისიამ დააფიქსირა 73 მშვიდობიანი მოქალაქის (54 მამაკაცი, 16 ქალი, 2 ბიჭი და 1 გოგონა) მკვლელობა და მიმდინარეობს პროცესი დამატებით 105 სავარაუდო მკვლელობის დასადასტურებლად. „რუს ჯარისკაცებს მშვიდობიანი მოქალაქეები დაკავების ადგილებში მიჰყავდათ და შემდეგ ტყვეობაში სიკვდილით სჯიდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ხვალ, ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება. მობრძანდით და ერთად ჩავიფიქროთ სურვილები - კახა კალაძე

მობრძანდით და ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ერთად ჩავიფიქროთ მშვიდობა, - თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხვალ, 9 დეკემბერს, 20:00 საათზე საახალწლო ილუმინაციები აინთება და ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება. „ახალი წელი და შობის დღეები არის დღესასწაული, რომელსაც განსაკუთრებით ელოდება ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანი, ბავშვები, ყველა თაობის ადამიანი, ყველასთვის არის მნიშვნელოვანი. მინდა, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ხვალ, 9 დეკემბერს, საღამოს რვა საათზე მოხდება ქალაქის განათება და ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება. მინდა, დავპატიჟო ყველა, ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდით და ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ერთად ჩავიფიქროთ მშვიდობა, რაც დღევანდელ რეალობაში, დღევანდელ მოცემულობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა და ყველას, მთელ მსოფლიოს გვინდა, ვუსურვოთ მშვიდობა და სიმშვიდე. ნაძვის ხის ანთების შემდეგ გაიმართება კონცერტი. ჩემი თხოვნა იქნება, თბილად ჩავიცვათ, რადგან ძალიან ცივა. წამოიყვანეთ თქვენი პატარები, შვილები, შვილიშვილები და მობრძანდით, გელოდებით რუსთაველის გამზირზე. ხვალ, საღამოს რვა საათზე მოხდება ქალაქის განათება და ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთება. საახალწლო სურვილები უცვლელია – სიკეთე, სიყვარული, სიცოცხლე, სოლიდარობა და, რა თქმა უნდა, მშვიდობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.  

ვილნიუსში მიიღეს დეკლერაცია, რომელიც ევროკავშირსა და NATO-ში უკრიანის დაჩქარებულ გაწევრიანებას ემხრობა

ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის პარლამენტის წევრებმა ვილნიუსში სამმხრივი ასამბლეის მე-12 სესიაზე მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინასა და NATO-ს ქვეყნებში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთადერთი გზა, უკრაინის სამხედრო ალიანსში გაწევრიანებაა. ამის შესახებ ნათქვამია ლიეტუვის სეიმის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. „[ასამბლეამ] ხაზი გაუსვა ლიეტუვისა და პოლონეთის შემდგომი პოლიტიკური მხარდაჭერის ძირითად მნიშვნელობას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, ისევე როგორც მომავალ მოლაპარაკებებში, რომელიც შესაძლოა, რაც შეიძლება მალე დაიწყოს 2023 წელს“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელშიც ხაზგასმულია ქვეყნების მზადყოფნა, მჭიდროდ ითანამშრომლონ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, რათა უზრუნველყონ უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში უმოკლეს დროში გაწევრიანება. სამმხრივმა ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნების მზადყოფნა გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა, რათა რუსეთმა სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები უკრაინის მთელი ტერიტორიიდან. „ლუბლინის სამკუთხედი“ არის სამმხრივი რეგიონული ალიანსი, რომელიც ლიეტუვას, პოლონეთსა და უკრაინას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ თანამშრომლობას გულისხმობს. მისი მიზნებია ქვეყნებს შორის დიალოგის გაძლიერება, უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის მხარდაჭერა და უკრაინაში რუსულ აგრესიასთან ერთობლივი გამკლავება.  

ლიეტუვა უკრაინული სამხედროებისთვის წვრთნებს აძლიერებს

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები უკრაინული ჯარებისთვის წვრთნების ტემპს ზრდიან. ამის შესახებ სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. 2022 წელს ჩატარებული კურსების ფარგლებიშ, ლიეტუვამ დაახლოებით, 500 უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნა. უკრაინის მდგრადობის გაძლიერების მიზნით, გაიზრდება წვრთნების ტემპი და ლიეტუვის არმია, სავარაუდოდ, დაახლოებით, 1500 ჯარისკაცს მოამზადებს.

თბილისის 2023 წლის ბიუჯეტი, მილიარდ 768 მილიონი ლარი იქნება

თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია საკრებულოში უკვე გაგზავნილია და მისი ოდენობა მილიარდ 768 მილიონ ლარს შეადგენს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „საკრებულოს წარვუდგინეთ ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსია და ეს არ ყოფილა საბოლოო ვერსია. ვაწარმოებდით მოლაპარაკებას ფინანსთა სამინისტროსთან, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რომ მომხდარიყო დამატებითი ტრანსფერის განხორციელება იმისთვის, რომ ყველა ის დაპირება, რაც გვაქვს, ეტაპობრივად შესრულდეს. ჩვენთვის, ქალაქისთვის და აქ მცხოვრებლებისთვის ამ პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საბოლოო ბიუჯეტი განისაზღვრა მილიარდ 632 მლნ ლარით. შეგახსენებთ, 2022 წელს ეს თანხა შეადგენდა მილიარდ 560 მილიონ ლარს. რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროსგან მისაღებ ტრანსფერს, ის 440 მილიონ ლარს, ხოლო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან მისაღები სესხი შეადგენს 136 მილიონ ლარს. მთლიანობაში 2023 წლის ბიუჯეტი იქნება მილიარდ 768 მილიონი ლარი“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მერის თქმით, მომდევნო წლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქალაქისთვის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ასევე ავარიული შენობების გამაგრება-ჩანაცვლება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება იქნება. 2023 წელს, კახა კალაძის განცხადების მიხედვით, თბილისს ასეთი გეგმები აქვს: 530 მლნ ლარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა-განვითარებას მოხმარდება. 2023 წლისთვის დაგეგმილი გვაქვს ისეთი მნიშვნელოვანი და მსხვილი პროექტები, როგორებიცაა: 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა; წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია-განახლება; დიდუბის ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩის, მშვიდობის ხიდის, სულხან-საბას, ინგოროყვასა და წინამძღვრიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-ექსპლუატაციისა და ავარიული შენობების გამაგრება-ჩანაცვლებისთვის 243 მლნ ლარი გამოიყოფა; ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის -211 მლნ ლარი. მოხდება ვაზისუბნის, ციციშვილის, მუხიანის, პირველი რესპუბლიკის პარკების რეაბილიტაცია. რეკრეაციული სივრცეები რეაბილიტირდება სამგორსა და ისანში, ასევე სამგორში მოეწყობა ახალი პარკი. ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით თბილისის ბიუჯეტში 2023 წელს გამოყოფილია დაახლოებით 500 მლნ ლარი. 2023 წელს ქალაქის მთავრობა "თბილსერვის ჯგუფისთვის" ახალ ტექნიკას შეიძენს.  

ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი საერთაშორისო ზეწოლის შედეგად შემცირდა - შოლცი

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა  განაცხადა, რომ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი შემცირდა. „რუსეთმა შეწყვიტა ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა იმის პასუხად, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ გაავლო წითელი ხაზი.  ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია, რათა თავიდან ავიცილოთ პირდაპირი ომი რუსეთსა და ნატო-ს შორის. “, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

Bloomberg: დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს

დიდი ბრიტანეთის მთავრობა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს პარასკევს გამოაცხადებს. ამის შესახებ Bloomberg იუწყება. ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტის დამტკიცება მოითხოვა გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სანქციები რუსეთში ფიზიკურ პირებსა და სუბიექტებს დაუწესდებათ. ასევე ბრიტანეთის მთავრობა აპირებს ზომების გამკაცრებას, რათა მათ არსებულ სანქციებს თავი ვერ აარიდონ. ამასთან, ბრიტანეთი სანქციებს დაუწესებს იმ პირებს, რომლების კავშირში არიან კორუფციასთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან.  7 დეკემბერს, ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი წარადგინა.   

რუსი დეპუტატი განმარტავს, რატომ უნდა ჩანაცვლდეს სკოლებში ინგლისური ენა ჩინურით და სხვა "მეგობრული ქვეყნების" ენებით

რუსეთის ფედერაციაში სკოლის მოსწავლეებმა, პროგრამის ფარგლებში უნდა ისწავლონ მოსკოვისთვის „მეგობრული“ ქვეყნების ენები, მაგალითად ჩინური. ეს განცხადება დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის წევრმა ბიისულთან ხამზაევმა მედიასთან გააკეთა. „ძირითადად დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებელია ჩინური ენის ინტეგრირება სასკოლო სასწავლო გეგმაში“, - თქვა ხამზაევმა. კიდევ ორი ​​ენა, რომელიც, დეპუტატის თქმით, სკოლებში უნდა ისწავლებოდეს, არის არაბული და ესპანური. სასკოლო ენის პროგრამის გადასინჯვის მიზეზი შესაძლოა, „მსოფლიოში არსებული ვითარება გახდეს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ შეიქმნა“. ხამზაევის თქმით, დასავლეთის სახელმწიფოებისგან განსხვავებით, რომლებმაც დაგმეს ომი, ჩინეთი და არაბული ქვეყნები უფრო ღია გახდნენ რუსეთისთვის. „თქვენ ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც დღეს მსოფლიოში ხდება. აღმოსავლეთში, რუსეთის პოზიცია, პატივისცემა და რეიტინგი მხოლოდ იზრდება. ნორმალურ ადამიანებს ესმით, რომ რუსეთი დღეს იცავს საკუთარ ინტერესებს ეროვნული უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის თვალსაზრისით. ამიტომ, როგორც არაბული ქვეყნები, ისე მთლიანად აღმოსავლეთი ახლა ღიაა რუსეთისთვის. ჩვენი ამოცანაა ვისარგებლოთ ამით. არის დიდი ფული, დიდი რესურსები, დიდი შესაძლებლობები. ეს ერთად მისცემს ჩვენს ქვეყანას უმაღლესი ხარისხის ეფექტს“, - დარწმუნებულია პარლამენტარი. რუსული სკოლების კურსდამთავრებულებს ეროვნულ გამოცდებზე ჩინურის ჩაბარება 2019 წლიდან შეუძლიათ. ბოლო მონაცემებით, რუსეთში ჩინურ ენას ასწავლიდნენ 168 საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 2020 და 2021 წლებში, ჩინურმა პოპულარობით ესპანურს გადაუსწრო, რომლის ერთიანი სახელმწიფო გამოცდა 2003 წლიდან არსებობს. 2021/2022 სასწავლო წელს ჩინური 13 000-ზე მეტმა ბავშვმა შეისწავლა.  

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

13 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო, მაგრამ შედარებით ცივი, ღრუბლიანი და ნისლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამის საათებში -4, +1, დღისით +5, +10 გრადუსი დაფიქსირდება. ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში -1, +1 , ხოლო დღის საათებში +7, +9 გრადუსია მოსალოდნელი.  

გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი

მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია მიმართვას ავრცელებს. ზურაბ ჩხაიძე: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია „მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას. ჩემი შვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის რეფორმათა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე სიკვდილის პირასაა. კლინიკის ექიმები სასოწარკვეთილებაში არიან. ვთხოვ ყველას გადამირჩინოთ შვილი, ხელისუფლებას, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას. როდესაც პროცესი შედგება, ვთხოვ ყველა არაგულგრილ ადამიანს მოვიდეს სასამართლოსთან და მშვიდობიანად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, გამოხატოს პოზიცია ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. არასოდეს ცხოვრებაში არ მომიმართავს ასეთი მოწოდებით, მაგრამ ახლა ძალიან მძიმე მომენტი დამიდგა და ყველას სოლიდარობის და სულგრძელობის იმედი მაქვს“, - აცხადებს გიული ალასანია. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

მედია: უზბეკეთმა რუსეთს „სამმხრივი გაზის კავშირის“ შექმნაზე უარი განუცხადა

უზბეკეთი, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინის წინადადებას „სამმხრივი გაზის კავშირის“ შექმნის შესახებ არ ეთანხმება.  უზბეკეთის ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა ჟორაბეკ მირზამახმუდოვმა განაცხადა, რომ თუნდაც გაზის ხელშეკრულება გაფორმდეს რუსულ მხარესთან, „ეს არ ნიშნავს ალიანსს“. მან განმარტა, რომ მოსკოვი და ტაშკენტი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ რუსული გაზის მიწოდებაზე ყაზახეთის ტერიტორიის გავლით, მაგრამ ეს იყო მხოლოდ „ტექნიკური კონტრაქტი“. „სხვა ქვეყნებიდან გაზის შემოტანისას ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ მხოლოდ კომერციული კონტრაქტების საფუძველზე. ჩვენ არასოდეს დავთანხმდებით პოლიტიკურ პირობებზე გაზის სანაცვლოდ", - განაცხადა მირზამახმუდოვმა. აღსანიშნავია, რომ 28 ნოემბერს მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებზე ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა და ვლადიმერ პუტინმა განიხილეს „სამმხრივი გაზის კავშირის“ შექმნის პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ქმედებების კოორდინაციასა და რესპუბლიკის ტერიტორიებზე რუსული გაზის ტრანზიტს.  იმავე დღეს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ პუტინმა მასთან შეხვედრაზე დააყენა „სამმხრივი გაზის კავშირის“ შექმნის საკითხი. თოყაევმა აღნიშნა, რომ ყაზახურ მხარეს სასურველ შედეგამდე მისასვლელად „თემის შინაარსის გაგება“ სჭირდება.  

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ცნობების გამო, ძალიან შეშფოთებულები ვართ - ევროკავშირის ელჩი

რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ცნობების გამო, ძალიან შეშფოთებულები ვართ ამ ცნობების გამო, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ზურაბ ჩხაიძე: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია „ჩვენ გვაქვს კავშირი მის ოჯახთან, მის ადვოკატებთან და რასაკვირველია, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ყველა უფლება სრულად იყოს დაცული და რასაკვირველია, მისი მომავალი საქართველოს სასამართლოს გადასაწყვეტია“, - აღნიშნა ელჩმა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.